გამოდის 1998 წლიდან
2011-12-21
განვითარებისა და სწავლის თეორიები

ლევ ვიგოტსკი
(1896-1934)
ლევ ვი­გოტ­ს­კი, რუ­სი ფსი­ქო­ლო­გი, მოს­კო­ვის ფსი­ქო­ლო­გი­ის ინ­ს­ტი­ტუ­ტის პრო­ფე­სო­რი. მი­სი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია დე­ფექ­ტო­ლო­გი­ის ინ­ს­ტი­ტუ­ტი მოს­კოვ­ში. ვი­გოტ­ს­კის ეკუთ­ვ­ნის უმაღ­ლე­სი ფსი­ქი­კუ­რი ფუნ­ქ­ცი­ე­ბის კულ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­უ­ლი თე­ო­რია, ასე­ვე, თა­ვის ტვინ­ში ფსი­ქი­კუ­რი ფუნ­ქ­ცი­ე­ბის სის­ტე­მუ­რი ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის თე­ო­რია. მან­ვე ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის სო­ცი­ა­ლურ-კულ­ტუ­რუ­ლი თე­ო­რია. ვი­გოტ­ს­კიმ მის­ცა და­სა­ბა­მი მეტყ­ვე­ლე­ბი­სა და აზ­როვ­ნე­ბის ურ­თი­ერ­თ­მი­მარ­თე­ბის ექ­ს­პე­რი­მენ­ტულ კვლე­ვას გან­ვი­თა­რე­ბის ჭრილ­ში.
რად­გან ბავ­შ­ვი კონ­კ­რე­ტულ სო­ცი­ა­ლურ და კულ­ტუ­რულ გა­რე­მო­ში იბა­დე­ბა, მის ფსი­ქი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას გან­საზღ­ვ­რავს სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და კულ­ტუ­რუ­ლი მო­ნა­პო­ვა­რი, მაგ., დამ­წერ­ლო­ბა, რიცხ­ვი­თი სის­ტე­მა და სხვ. შე­სა­ბა­მი­სად, ბავ­შ­ვის აზ­როვ­ნე­ბი­სა და, ზო­გა­დად, შე­მეც­ნე­ბი­თი (კოგ­ნი­ტუ­რი) სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბაც კონ­კ­რე­ტულ სო­ცი­ა­ლურ-კულ­ტუ­რულ გა­რე­მო­ში ხდე­ბა, ბავ­შ­ვი­სათ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უფ­რო­სის (ავ­ტო­რი­ტე­ტის) სა­შუ­ა­ლე­ბით. ბავ­შ­ვის ფსი­ქი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი წამ­ყ­ვან როლს ას­რუ­ლებს. ვი­გოტ­ს­კი ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ყო­ველ ფსი­ქი­კურ ფუნ­ქ­ცი­ას ორ დო­ნე­ზე გა­ნი­ხი­ლავს: პირ­ვე­ლია სო­ცი­ა­ლურ-ინ­ტერ­ფ­სი­ქო­ლო­გი­უ­რი დო­ნე, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ბავ­შ­ვის ფსი­ქი­კა სხვებ­თან სო­ცი­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ყა­ლიბ­დე­ბა; მე­ო­რეა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დო­ნე – ინ­ტ­რაფ­სი­ქო­ლო­გი­უ­რი, ანუ ამ ეტაპ­ზე ბავ­შ­ვის გა­რე­მოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბით მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ში­და პლან­ზე გა­და­დის, რა­შიც წამ­ყ­ვან როლს მეტყ­ვე­ლე­ბა ას­რუ­ლებს.
ვი­გოტ­ს­კის თე­ო­რია ოთხ ძი­რი­თად პრინ­ციპს ეფუძ­ნე­ბა:
1. გან­ვი­თა­რე­ბა სო­ცი­ა­ლურ-კულ­ტუ­რულ კონ­ტექ­ს­ტ­ში უნ­და გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს;
2. ბავ­შ­ვი ცოდ­ნას აგებს და არა პა­სი­უ­რად ით­ვი­სებს;
3. სწავ­ლა წინ უნ­და უს­წ­რებ­დეს გან­ვი­თა­რე­ბას;
4. ფსი­ქი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში ცენ­ტ­რა­ლუ­რი ად­გი­ლი მეტყ­ვე­ლე­ბას უკა­ვია.
კულ­ტუ­რას ორ­ნა­ი­რი გავ­ლე­ნა აქვს ბავ­შ­ვის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე: (ა) კულ­­ტუ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ბავ­შ­ვი ით­ვი­სებს ამ კულ­ტუ­რა­ში დაგ­რო­ვილ ცოდ­ნას, (ბ) კულ­ტუ­რა უზ­რუნ­ველ­ყოფს ბავშვს აზ­როვ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, „იარა­ღე­ბით“. მეტყ­ვე­ლე­ბა ის იარა­ღია, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც უფ­რო­სი ბავშვს გა­დას­ცემს ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას.
ბავ­შ­ვის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა მის მი­ერ პრობ­ლე­მის გა­დაწყ­ვე­ტის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­დე­გია, რო­მელ­საც ბავ­შ­ვი სწავ­ლობს და იძენს ძი­რი­თა­დად მის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უფ­რო­სის სა­შუ­ა­ლე­ბით. და­საწყის­ში უფ­რო­სი ეხ­მა­რე­ბა ბავშვს და წარ­მარ­თავს მას პრობ­ლე­მის გა­დაწყ­ვე­ტის პრო­ცეს­ში. შემ­დეგ კი, თან­და­თა­ნო­ბით, ბავშვს აძ­ლევს და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას, დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს იმის გა­მიჯ­ვ­ნას, თუ რი­სი გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია ბავშვს და­მო­უ­კი­დებ­ლად და რი­სი — სხვი­სი დახ­მა­რე­ბით. ამის გა­სა­მიჯ­ნად ვი­გოტ­ს­კის შე­მო­აქვს „გან­ვი­თა­რე­ბის უახ­ლო­ე­სი ზო­ნის“ ცნე­ბა: ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა ისე­თია, რომ მი­სი უნა­რე­ბი გარ­კ­ვე­ულ პე­რი­ოდ­ში მწიფ­დე­ბა და ის ამ უნა­რებს სრულ­ფა­სოვ­ნად იყე­ნებს. მე­ო­რე მხრივ, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მას რო­მე­ლი­მე ფსი­ქი­კუ­რი უნა­რი უკ­ვე აქვს, მაგ­რამ ეს უნა­რი გან­ვი­თა­რე­ბის სტა­დი­ა­შია, შე­სა­ბა­მი­სად, ბავშვს მი­სი სრუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა ჯერ არ შე­უძ­ლია. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბავ­შ­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ შეძ­ლებს ამო­ცა­ნი­სათ­ვის თა­ვის გარ­თ­მე­ვას, მაგ­რამ სხვი­სი დახ­მა­რე­ბით ად­ვი­ლად წყვეტს მას. თუ უფ­როს­მა ე. წ. „ხა­რა­ჩო­ე­ბი“ შე­აშ­ვე­ლა, ზო­გი­ერ­თი ბავ­შ­ვი წარ­მა­ტე­ბით მო­ა­ხერ­ხებს პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რას. იმა­ვე ასა­კის სხვა ბავშვს შე­იძ­ლე­ბა ჯერ კი­დევ არ ჰქონ­დეს ეს უნა­რი, ამი­ტომ უფ­რო­სის დახ­მა­რე­ბი­თაც კი ის პრობ­ლე­მურ სი­ტუ­ა­ცი­ას ვერ გა­უმ­კ­ლავ­დე­ბა. ეს ორი ბავ­შ­ვი სწო­რედ „გან­ვი­თა­რე­ბის უახ­ლო­ე­სი ზო­ნით“ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა. და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერც ერ­თი ვერ წყვეტს პრობ­ლე­მას, მაგ­რამ ერ­თი ბევ­რად უფ­რო წი­ნაა, რად­გან მას უფ­რო­სის დახ­მა­რე­ბით შე­უძ­ლია პრობ­ლე­მურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გარ­კ­ვე­ვა. ვი­გოტ­ს­კის თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, ეს ბავ­შ­ვი „გან­ვი­თა­რე­ბის უახ­ლო­ეს ზო­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბა“. სწავ­ლე­ბა ისე უნ­და აიგოს, რომ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყოს ბავ­შ­ვის „გან­ვი­თა­რე­ბის უახ­ლო­ე­სი ზო­ნა“, ანუ სწავ­ლე­ბა ოდ­ნავ წინ უნ­და უს­წ­რებ­დეს გან­ვი­თა­რე­ბას.
ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად და უფ­როს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პრო­ცეს­ში წამ­ყ­ვა­ნი ხდე­ბა მეტყ­ვე­ლე­ბა. მეტყ­ვე­ლე­ბა ხდე­ბა რო­გორც სა­კუ­თა­რი მოქ­მე­დე­ბის და­გეგ­მ­ვი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ის, ასე­ვე სხვებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის იარა­ღი. პი­ა­ჟეს ცნო­ბილ ინ­ტე­რი­ო­რი­ზა­ცი­ის, ანუ „გა­რე­გა­ნი მოქ­მე­დე­ბის გა­თა­ვი­სე­ბის პრო­ცესს“, ვი­გოტ­ს­კის მი­ხედ­ვით, მეტყ­ვე­ლე­ბა უდევს სა­ფუძ­ვ­ლად.
ვი­გოტ­ს­კის თე­ო­რი­ა­ში ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია „უმაღ­ლე­სი ფსი­ქი­კუ­რი ფუნ­ქ­ცი­ის“ ცნე­ბა. მი­სი სა­შუ­ა­ლე­ბით ის ხსნის, თუ რა ფსი­ქო­ლო­გი­ურ ცვლი­ლე­ბებ­სა და გარ­დაქ­მ­ნებს იწ­ვევს გან­ვი­თა­რე­ბა­ში მეტყ­ვე­ლე­ბის და­უფ­ლე­ბა და მი­სი იარა­ღად გა­მო­ყე­ნე­ბა. ვი­გოტ­ს­კის მი­ხედ­ვით, უმაღ­ლე­სი ფსი­ქი­კუ­რი ფუნ­ქ­ცია (მაგ., მეტყ­ვე­ლე­ბა) იმით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ელე­მენ­ტა­რუ­ლის­გან (მაგ., საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა), რომ ის სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ფუძ­ველ­ზეა შე­ძე­ნი­ლი.
ვი­გოტ­ს­კის გან­ვი­თა­რე­ბის სო­ცი­ა­ლურ-კულ­ტუ­რუ­ლი თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, მას­წავ­ლე­ბე­ლი ცოდ­ნის გა­დამ­ცე­მი, ხო­ლო მოს­წავ­ლე ცოდ­ნის პა­სი­უ­რი მიმ­ღე­ბი არ არის, სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბაა მოს­წავ­ლე­სა და მას­წავ­ლე­ბელს შო­რის, რო­დე­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლეს ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა­ში. მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­თა „გან­ვი­თა­რე­ბის უახ­ლო­ე­სი ზო­ნის“ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მიდ­გო­მას არ­ჩევს, რა­თა და­ეხ­მა­როს მათ და ამით ხელს უწყობს მა­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბას. მოს­წავ­ლე სწავ­ლობს უფ­როს­თან და თა­ნა­ტო­ლებ­თან ინ­ტე­რაქ­ცი­ის (ურ­თი­ერ­თო­ბის) სა­ფუძ­ველ­ზე. მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბი­სას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნ­და იყოს რო­გორც მა­თი გან­ვი­თა­რე­ბის აქ­ტუ­ა­ლუ­რი დო­ნე, ასე­ვე „გან­ვი­თა­რე­ბის უახ­ლო­ე­სი ზო­ნაც“.
ვი­გოტ­ს­კი სა­კუ­თა­რი თე­ო­რი­ის ასახ­ს­ნე­ლად ასეთ მა­გა­ლითს გვთა­ვა­ზობს: ორი ბავ­შ­ვის ინ­ტე­ლექ­ტის ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ორი­ვე მათ­გა­ნის გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და 7 წლის ასა­კი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ დო­ნეს. ერ­თი მათ­გა­ნი მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლი კითხ­ვე­ბი­სა და თვალ­სა­ჩი­ნო მა­სა­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით ად­ვი­ლად ჭრი­და თა­ვის აქ­ტუ­ა­ლურ გო­ნებ­რივ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი წლით უფ­რო­სი ბავ­შ­ვის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ ტეს­ტურ და­ვა­ლე­ბებს, ხო­ლო მე­ო­რე ბავ­შ­ვი უფ­რო­სე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბი­თა და თვალ­სა­ჩი­ნო მა­სა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ახერ­ხებ­და გა­და­ეჭ­რა თა­ვი­სი გან­ვი­თა­რე­ბის აქ­ტუ­ა­ლურ დო­ნეს­თან შე­და­რე­ბით მხო­ლოდ 6 თვით უფ­რო­სი ბავ­შ­ვის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სწავ­ლე­ბის დროს პე­და­გოგ­მა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რა იცი­ან ბავ­შ­ვებ­მა, რა დო­ნე­ზე არი­ან და რი­სი გა­გე­ბი­სა და შეს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ მო­ცე­მუ­ლი მო­მენ­ტი­სათ­ვის. ანუ, მათ უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ მოს­წავ­ლე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის აქ­ტუ­ა­ლუ­რი დო­ნე და „გან­ვი­თა­რე­ბის უახ­ლო­ე­სი ზო­ნა“.

25-28(942)N