გამოდის 1998 წლიდან
2011-12-21
განვითარებისა და სწავლის თეორიები

ჯონ დიუი
(1859-1952)
ჯონ დიუი — ამე­რი­კე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სი, ფსი­ქო­ლო­გი და გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა­ტო­რი. დიუი ამე­რი­კუ­ლი პრაგ­მა­ტიზ­მის# წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტა­ლიზ­მის# ფუ­ძემ­დე­ბე­ლია. ის არის ავ­ტო­რი ცნო­ბი­ლი ნაშ­რო­მი­სა „დე­მოკ­რა­ტია და გა­ნათ­ლე­ბა“ (1916). დიუი თვლი­და, რომ კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა არის ის, რაც ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ანს სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო წევ­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. დი­უ­ის არ შე­უქ­მ­ნია სწავ­ლე­ბის თე­ო­რია, მაგ­რამ მის­მა შე­ხე­დუ­ლე­ბებ­მა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნი­სა და პრინ­ცი­პე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მებ­ზე.
დი­უ­ის მი­ხედ­ვით, გა­ნათ­ლე­ბის პრინ­ცი­პე­ბი გა­მოც­დი­ლე­ბის თე­ო­რი­ას უნ­და ეყ­რ­დ­ნო­ბო­დეს. მი­სი გა­მოც­დი­ლე­ბის თე­ო­რი­ა­ში ორი ცენ­ტ­რა­ლუ­რი ცნე­ბაა: 1. უწყ­ვე­ტო­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნი და­ბა­დე­ბი­დან გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით სწავ­ლობს, ეს კი გავ­ლე­ნას ახ­დენს მის შემ­დ­გომ ქცე­ვა­ზე. უწყ­ვე­ტო­ბა გუ­ლის­ხ­მობს იმას, რომ წი­ნა გა­მოც­დი­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის შემ­დ­გო­მი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლია.
2. ინ­ტე­რაქ­ცია აღ­წერს და ხსნის იმას, თუ რო­გორ ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დებს წარ­სუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა აწ­მ­ყო სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­მუ­შა­ვებ­ლად. დი­უ­ის ჰი­პო­თე­ზის მი­ხედ­ვით, ჩვე­ნი აწ­მ­ყო გა­მოც­დი­ლე­ბა წარ­სუ­ლი, შე­ნა­ხუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის ფუნ­ქ­ციაა, რო­მე­ლიც ზე­მოქ­მე­დებს მიმ­დი­ნა­რე სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე და ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ხდე­ბა.
შე­სა­ბა­მი­სად, სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლე­თა წარ­სუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის ცოდ­ნა და მი­სი და­კავ­ში­რე­ბა ახალ მა­სა­ლას­თან. ამ გზით მას­წავ­ლე­ბე­ლი აზ­რი­ანს და მოს­წავ­ლი­სათ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვანს ხდის ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას და ამით ხელს უწყობს მის ეფექ­ტი­ან დას­წავ­ლას.
დი­უ­ის შე­ხე­დუ­ლე­ბით, ცოდ­ნა ობი­ექ­ტის იმ კავ­ში­რე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბაა, რომ­ლე­ბიც მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვ­ცემს კონ­კ­რე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. სწავ­ლა აქ­ტი­უ­რი პრო­ცე­სია, რაც აუცი­ლებ­ლად პრაქ­ტი­კულ მოქ­მე­დე­ბებს მო­ი­ცავს, რად­გან სუ­ბი­ექ­ტი სწავ­ლობს თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. სწავ­ლე­ბა კი აქ­ტი­უ­რი პრო­ცე­სია, რომ­ლის დრო­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლეს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას­თან და­ა­კავ­ში­როს ახა­ლი ცოდ­ნა და გა­მო­ი­ყე­ნოს ის შე­სა­ბა­მის სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.
დი­უ­ის შე­ხე­დუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, გა­ნათ­ლე­ბის მი­ზა­ნია არა მხო­ლოდ ფაქ­ტე­ბის სწავ­ლე­ბა და ცოდ­ნის ათ­ვი­სე­ბა, არა­მედ პი­როვ­ნე­ბის ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა მი­სი მო­ქა­ლა­ქედ და პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის მიზ­ნით. დიუი თვლის, რომ სწავ­ლე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი ელე­მენ­ტის გა­რე­შე არა­ე­ფექ­ტი­ა­ნია, ამი­ტომ „სწავ­ლა კე­თე­ბით“ სწავ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრინ­ცი­პი უნ­და იყოს.
დი­უ­ის მი­ხედ­ვით, სწავ­ლე­ბა ეფექ­ტი­ა­ნია, თუ ძი­რი­თა­დი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რი­სა და კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და არა მა­სა­ლის, ფაქ­ტე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბას.

25-28(942)N