გამოდის 1998 წლიდან
2012-02-22
პა­სე­ქი და ეგ­ვიპ­ტი­დან გას­ვ­ლა

მა­კა თაქ­თა­ქიშ­ვი­ლი

მე­ა­თე სას­ჯე­ლი, რო­მე­ლიც უფალ­მა ფა­რა­ონს გა­უგ­ზავ­ნა, თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­და პირ­ვე­ლი ცხრი­სა­გან. დამ­სა­ხუ­რე­ბულ­მა სას­ჯე­ლებ­მა ვერ და­არ­წ­მუ­ნა ფა­რა­ო­ნი ჭეშ­მა­რი­ტი უფ­ლის არ­სე­ბო­ბა­ში. პი­რი­ქით, ყო­ველ ჯერ­ზე უფ­რო „უსას­ტიკ­დე­ბო­და გუ­ლი“ ფა­რა­ონს. დად­გა ჟა­მი სა­ბო­ლოო გა­ნა­ჩე­ნი­სა, მაგ­რამ ვიდ­რე იგი აღ­ს­რულ­დე­ბო­და, მთელ ერს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რი­ტუ­ა­ლი უნ­და ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა. რი­ტუ­ა­ლი, რო­მე­ლიც გან­წ­მენ­დ­და ის­რა­ე­ლის ხალხს უღ­მერ­თო­ბის გა­მო ჩა­დე­ნი­ლი ცოდ­ვე­ბი­სა­გან, და­ეხ­მა­რე­ბო­და მათ სა­ბო­ლო­ოდ და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ წარ­სულ­ში წარ­მარ­თი ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბის ზე­გავ­ლე­ნა და და­ეწყოთ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი, ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა, ის­რა­ე­ლი­ან­თა ის­ტო­რი­ის ახა­ლი წელ­თაღ­რიცხ­ვა.
„უთხ­რა უფალ­მა მო­სეს და აარონს ეგ­ვიპ­ტის ქვე­ყა­ნა­ში: თვე­თა და­სა­ბა­მი იყოს თქვენ­თ­ვის ეს თვე, პირ­ვე­ლი თვე იყოს იგი თქვენ­თ­ვის წე­ლი­წა­დის თვე­ებ­ში. ასე უთხა­რით ის­რა­ე­ლის მთელს სა­ზო­გა­დო­ე­ბას: ამ თვის მე­ა­თე დღეს მა­მის სახ­ლ­ზე თი­თო­ე­ულ­მა თი­თო კრა­ვი ან თი­კა­ნი და­ი­გუ­ლოს. ერ­თი კრა­ვი ან თი­კა­ნი სახ­ლ­ზე“ (გამ.12:1-3). სა­უ­ბა­რია ნი­სა­ნის თვე­ზე, რაც აქა­დე­ველ­თა კა­ლენ­და­რის მი­ხედ­ვით, და­ახ­ლო­ე­ბით, აპ­რილს აღ­ნიშ­ნავს და სიმ­ბო­ლოა გა­ზაფხუ­ლის — რო­გორც ბუ­ნე­ბის, სამ­ყა­როს გა­ნახ­ლე­ბის, გა­მოღ­ვი­ძე­ბი­სა და ის­რა­ე­ლის, რო­გორც ერის გა­ნახ­ლე­ბის, რე­ლი­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით — ახ­ლი­დან და­ბა­დე­ბის.  
უფა­ლი ზედ­მი­წევ­ნით ას­წავ­ლის მო­სეს, რო­გორ უნ­და მო­იქ­ც­ნენ ის­რა­ე­ლი­ან­ნი ამ ღა­მეს: „თუ კრა­ვის შე­საჭ­მე­ლად მცი­რეა სახ­ლი, შე­უ­ამ­ხა­ნაგ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს კა­რის მე­ზობ­ლე­ბი და სუ­ლა­დო­ბის მი­ხედ­ვით აიყ­ვა­ნონ კრა­ვი. ვა­რა­უ­დი იქო­ნი­ეთ, ვის რამ­დე­ნის შეჭ­მა შე­უძ­ლია“ (გამ.12:4). კრა­ვი არ უნ­და იყოს წყალ­ში მო­ხარ­შუ­ლი ან ნა­ხევ­რად­შემ­წ­ვა­რი, „იმა­ვე ღა­მეს შე­ჭა­მონ ცეცხ­ლ­ზე შემ­წ­ვა­რი ხორ­ცი და ხმი­ა­დი; მწა­რე ბა­ლა­ხი შე­ა­ტა­ნონ“ (გამ.12:8). ხმი­ა­დი, ანუ სა­ფუ­ა­რის გა­რე­შე გა­მომ­ცხ­ვა­რი პუ­რი სი­სუფ­თა­ვის, სიწ­მინ­დის, მა­მამ­თავ­რე­ბის მი­ერ გან­ვ­ლი­ლი მარ­თა­ლი ცხოვ­რე­ბის სიმ­ბო­ლოა. გა­ვიხ­სე­ნოთ, ხმი­ადს აბ­რა­ა­მი­ცა და ლო­ტიც მი­ირ­თ­მევ­დ­ნენ („გა­იქ­ცა აბ­რა­ა­მი კა­რავ­ში სა­რას­თან და უთხ­რა: აბა, საჩ­ქა­როდ სა­მი სეა გამ­ტ­კი­ცუ­ლი ფქვი­ლი მო­ზი­ლე და ხმი­ა­დე­ბი და­აცხ­ვე“ (დაბ.18,6); (დაბ.19:3). და თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ უფა­ლი პა­სე­ქის დღე­სას­წა­უ­ლის რი­ტუ­ალს კარ­ნა­ხობს მო­სეს, მა­შინ შეგ­ვიძ­ლია და­ვას­კ­ვ­ნათ, რომ აბ­რა­ა­მი­ცა და ლო­ტიც ერ­თ­გ­ვა­რად, თა­ვი­სე­ბუ­რად აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ პა­სექს. ისიც სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ სა­ფუ­ა­რი წი­ნა წლის მო­სავ­ლი­დან მზად­დე­ბა, ხო­ლო ეს მო­სა­ვა­ლი ეგ­ვიპ­ტეს­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. და კი­დევ, უფუ­ა­რი ხმი­ა­დი მწყემ­სე­ბის საჭ­მე­ლია, ხო­ლო ის­რა­ე­ლი­ა­ნე­ბი სწო­რედ მწყემ­სე­ბად ჩა­ვიდ­ნენ ეგ­ვიპ­ტე­ში.
პა­სე­ქის ღა­მის ვახ­შ­მის კი­დევ ერ­თი კომ­პო­ნენ­ტი — მწა­რე ბა­ლა­ხი, სიმ­ბო­ლუ­რად, ეგ­ვიპ­ტე­ში გა­და­ტა­ნი­ლი ტან­ჯ­ვი­სა და წა­მე­ბის სახ­სო­ვა­რია.
„სა­ღი, მა­მა­ლი, ერ­თ­წ­ლი­ა­ნი უნ­და იყოს კრა­ვი ან თი­კა­ნი“ (გამ.12:5). ამ ღა­მეს ყვე­ლა­ზე უცოდ­ვე­ლი, უსუ­სუ­რი ცხო­ვე­ლი — კრა­ვი ან თი­კა­ნი, თა­ვის თავ­ზე იღებს ადა­მი­ა­ნე­ბის ცოდ­ვებს, ეწი­რე­ბა მათ ბო­რო­ტე­ბას, უგუ­ნუ­რე­ბას, უღ­მერ­თო­ბას და ჩუქ­ნის მათ გა­ნახ­ლე­ბულ სი­ცოცხ­ლეს.
„ამ თვის მე­თოთხ­მე­ტე დღემ­დე შე­ი­ნა­ხონ; მე­რე დაკ­ლას ის­რა­ე­ლის მთელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სა­ღა­მო­ხანს. აიღონ მი­სი სის­ხ­ლი და სცხონ იმ სახ­ლის ორ­თა­ვე წირ­თხ­ლ­სა და კა­რის­თავს, სა­დაც შე­უდ­გე­ბი­ან ჭა­მას“ (გამ.12:7). სახ­ლის კა­რის სის­ხ­ლით მო­ნიშ­ვ­ნა მე­ა­თე სას­ჯელს უკავ­შირ­დე­ბა. ზედ­მი­წევ­ნით ზუს­ტად უნ­და მო­ი­ნიშ­ნოს ის­რა­ე­ლი­ან­თა სახ­ლე­ბი, რა­თა მათ არ შე­ე­ხოს უფ­ლის რის­ხ­ვა. „სის­ხ­ლი გქონ­დეთ ნიშ­ნად სახ­ლებ­ზე, სა­დაც ცხოვ­რობთ; და­ვი­ნა­ხავ სისხლს და გვერდს აგივ­ლით. არ მო­გე­კა­რე­ბათ დამ­ღუპ­ვე­ლი სე­ნი, რო­ცა ეგ­ვიპ­ტელ­თა შე­მუს­ვ­რას და­ვიწყებ“ (დაბ.12:13). გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, სის­ხ­ლით ყვე­ლა ის­რა­ე­ლი­ა­ნის სახ­ლის კა­რი მო­ი­ნიშ­ნა და აგ­რეთ­ვე იმ ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბი­სა, რომ­ლებ­მაც ჭეშ­მა­რი­ტი ღმერ­თი აღი­ა­რეს და ის­რა­ე­ლი­ა­ნებს თა­ნა­უგ­რ­ძ­ნობ­დ­ნენ. კრა­ვის სის­ხ­ლი მა­თი გა­დარ­ჩე­ნის ნი­შა­ნიც იყო.
„ამ­გ­ვა­რად ჭა­მეთ: წელ­ზე სარ­ტყე­ლი გერ­ტყათ, ფეხ­ზე გეც­ვათ, ჯო­ხი გე­ჭი­როთ ხელ­ში. აჩ­ქა­რე­ბით ჭა­მეთ. სა­უფ­ლო პა­სე­ქია ეს“ (გამ.12:11) —  ის­რა­ე­ლი­ა­ნე­ბი მზად უნ­და იყ­ვ­ნენ ეგ­ვიპ­ტე­დან გა­სას­ვ­ლე­ლად, რად­გან აღ­ს­რუ­ლე­ბის ჟამს არ ექ­ნე­ბათ ჩაც­მი­სა და სამ­გ­ზავ­როდ მზა­დე­ბის დრო. „წელ­ზე სარ­ტყე­ლის შე­მორ­ტყ­მა“, ახა­ლი აღ­ქ­მის მი­ხედ­ვი­თაც, სიფხიზ­ლეს, მზად­ყოფ­ნას აღ­ნიშ­ნავს („დე, იყოს თქვე­ნი წე­ლი მო­სარ­ტყ­ლუ­ლი... იყა­ვით იმ კაც­თა მსგავ­ს­ნი, რო­მელ­ნიც მო­ე­ლი­ან თა­ვი­ანთ ბა­ტონს, რო­დის დაბ­რუნ­დე­ბა ქორ­წი­ლი­და­ნო, რა­თა და­რეკ­ვის­თა­ნა­ვე გა­უ­ღონ კა­რი“ (ლუკ.12:35-36)  — აფ­რ­თხი­ლებს იესო თა­ვის მოს­წავ­ლე­ებს).
ამ ღა­მეს აწე­სებს უფა­ლი პა­სე­ქის დღე­სას­წა­ულს. პა­სე­ქი (ებ­რა­უ­ლად ფე­სა­ხი) კრავს, გა­მომ­ს­ყიდ­ველ მსხვერპლს ეწო­დე­ბა, რო­მე­ლიც უნ­და შე­ი­ჭა­მოს  ყვე­ლა ის­რა­ე­ლი­ა­ნის ოჯახ­ში ყო­ვე­ლი წლის ნი­სანს, ეგ­ვიპ­ტე­დან გა­მოს­ვ­ლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად.  „სა­მახ­სოვ­როდ და­ით­ქ­ვით ეს დღე, იდღე­სას­წა­უ­ლეთ იგი სა­უფ­ლო დღე­სას­წა­უ­ლად თა­ო­ბი­დან თა­ო­ბა­ში. სა­მა­რა­დი­სო წე­სად და­ი­დეთ ეს დღე­სას­წა­უ­ლი“ (გამ.12:14). იმ დრო­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე, პა­სე­ქის დღე­სას­წა­უ­ლი, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებ­ში მი­მო­ფან­ტუ­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი­სათ­ვის, ყვე­ლა­ზე წმინ­და სა­უფ­ლო დღე­სას­წა­უ­ლია და უფ­ლის მი­ერ და­წე­სე­ბუ­ლი წე­სის მი­ხედ­ვით სრულ­დე­ბა. 
გა­აც­ნო მო­სემ უხუ­ცე­სებს უფ­ლის სიტყ­ვა, ადი­დეს მათ უფა­ლი და სას­წ­რა­ფოდ გა­ე­შურ­ნენ და­ვა­ლე­ბის აღ­სას­რუ­ლებ­ლად. „...რო­გორც უბ­რ­ძა­ნა უფალ­მა მო­სეს და აარონს, ისე აღას­რუ­ლეს“ (გამ.12:28).
შუ­ა­ღა­მი­სას ჩა­მო­ი­ა­რა უფალ­მა ეგ­ვი­პტის ქა­ლა­ქე­ბი და სოფ­ლე­ბი და „...მო­აკ­ვ­დი­ნა უფალ­მა ყო­ვე­ლი პირ­მ­შო ეგ­ვიპ­ტის ქვე­ყა­ნა­ში, ტახ­ტ­ზე მჯდო­მა­რე ფა­რა­ო­ნის პირ­მ­შო­დან დი­ლეგ­ში მჯდა­რი პა­ტიმ­რის პირ­მ­შომ­დე და პი­რუტყ­ვის ყო­ვე­ლი პირ­ველ­მო­გე­ბუ­ლი“ (გამ.12:29).
გლო­ვი­სა და ში­შის ზარ­მა ჩა­მოჰ­კ­რა ეგ­ვიპ­ტე­ში, „ფეხ­ზე დად­გ­ნენ იმ ღა­მით ფა­რა­ო­ნი, მი­სი მორ­ჩი­ლე­ბი და მთე­ლი ეგ­ვიპ­ტე; შე­იქ­ნა დი­დი გლო­ვა ეგ­ვიპ­ტე­ში, რად­გან არ იყო სახ­ლი, სა­დაც მკვდა­რი არ ჰყო­ლო­დათ“ (გამ.12:30). და­მარ­ცხ­და და შე­ი­მუს­რა ეგ­ვიპ­ტის ყვე­ლა „ღმერ­თი“. მხო­ლოდ ფა­რა­ო­ნი­ღა დარ­ჩა, რო­გორც სიმ­ბო­ლო უკა­ნას­კ­ნე­ლი ღმერ­თი­სა (ფა­რა­ო­ნი დე­და­მი­წა­ზე მზის უმაღ­ლეს ღვთა­ე­ბას ამონ-რას გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და, მი­სი მემ­კ­ვიდ­რე კი — ღვთა­ე­ბა გორს). პირ­მ­შო­ე­ბის მოკ­ვ­დი­ნე­ბამ სა­სო­წარ­კ­ვე­თა­ში ჩა­აგ­დო ფა­რა­ო­ნი და მი­სი ხალ­ხი. მა­შინ კი, ვე­ღარ გა­უძ­ლო ფა­რა­ონ­მა ტან­ჯ­ვას, ღა­მით­ვე იხ­მო მო­სე და აარო­ნი, „...უთხ­რა: ადე­ქით და გა­ე­ცა­ლეთ ჩემს ხალხს შენც და ის­რა­ე­ლი­ა­ნე­ბიც. წა­დით, ემ­სა­ხუ­რეთ უფალს, რო­გორც ამ­ბობ­დით. თქვე­ნი ცხვარ-ძრო­ხაც წა­იყ­ვა­ნეთ, ...წა­დით და მეც დამ­ლო­ცეთ“ (გამ.12:31). სას­წ­რა­ფოდ და­ტო­ვეს ის­რა­ე­ლი­ა­ნებ­მა ეგ­ვიპ­ტელ­თა ქვე­ყა­ნა. ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბის სურ­ვი­ლიც ასე­თი გახ­ლ­დათ, „...რად­გან ფიქ­რობ­დ­ნენ, ამოვ­წყ­დე­ბი­თო ყვე­ლა­ნი“ (გამ.12:33).
„და­იძ­რ­ნენ ის­რა­ე­ლი­ა­ნე­ბი რამ­სე­სი­დან სუ­ქო­თის­კენ — ბავ­შ­ვებს გარ­და ექ­ვ­სა­სი ათა­სამ­დე ქვე­ი­თი კა­ცი“ (გამ.12:37). ის­რა­ე­ლი­ა­ნელ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ორ მი­ლი­ონ­ზე მატ ადა­მი­ანს შე­ად­გენ­და. „თან გაჰ­ყ­ვა მათ უამ­რა­ვი ჭრე­ლი ხალ­ხი, ცხვარ-ძრო­ხა, ურიცხ­ვი სა­ქო­ნე­ლი“ (გამ.12:38).  გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, აქ იყ­ვ­ნენ სხვა რჯუ­ლის მო­ნე­ბი და ეგ­ვიპ­ტე­ლი მორ­წ­მუ­ნე­ე­ბი, ქუ­რუ­მე­ბი და დიდ­გ­ვა­როვ­ნე­ბი. ყვე­ლა, ვინც ჭეშ­მა­რი­ტი ღმერ­თი იწა­მა, უფალს მი­ენ­დო და ის­რა­ე­ლი­ა­ნებს გა­მოჰ­ყ­ვა.
ეგ­ვიპ­ტი­დან გა­მოს­ვ­ლით ზუს­ტად აღ­ს­რულ­და უფ­ლის მი­ერ აბ­რა­ა­მის­თ­ვის მი­ცე­მუ­ლი პი­რო­ბა — „უთხ­რა უფალ­მა აბ­რამს: იცო­დე, მდგმუ­რად იქ­ნე­ბა შე­ნი შთა­მო­მავ­ლო­ბა სხვის ქვე­ყა­ნა­ში; და­მორ­ჩი­ლე­ბუ­ლი და და­ჩაგ­რუ­ლი ეყო­ლე­ბათ ოთხას წელს. იმ ხალხს კი, ვი­სი მორ­ჩილ­ნიც შე­იქ­ნე­ბი­ან, მე გან­ვ­ს­ჯი; შემ­დ­გომ ამი­სა დიდ­ძა­ლი ქო­ნე­ბით გა­მოვ­ლენ უკან“ (დაბ.15:13-14).   მარ­თ­ლაც, მა­თი ჩაგ­ვ­რა ეგ­ვიპ­ტე­ში ოთხას ოც­და­ათ წელს გრძელ­დე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად ის­რა­ე­ლი­ან­თა და­მო­ნე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, ისი­ნი ეგ­ვიპ­ტი­დან გა­მარ­ჯ­ვე­ბულ­ნი გა­მო­ვიდ­ნენ.
„რო­ცა გა­უშ­ვა ფა­რა­ონ­მა ხალ­ხი, არ წა­უყ­ვა­ნია იგი უფალს ფი­ლის­ტი­მელ­თა ქვეყ­ნის გზით, თუმ­ცა მოკ­ლე იყო ეს გზა. რად­გან იფიქ­რა ღმერ­თ­მა, სი­ნა­ნულს არ შე­ეპყ­რო ხალ­ხი ომის და­ნახ­ვი­სას და ეგ­ვიპ­ტე­ში არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. შე­მო­ა­ტა­რა ღმერ­თ­მა ხალ­ხი უდაბ­ნოს გავ­ლით მე­წა­მუ­ლი ზღვის­კენ; და­რაზ­მულ­ნი ამო­ვიდ­ნენ ის­რა­ე­ლი­ა­ნე­ბი ეგ­ვიპ­ტი­დან“ (გამ.13:17-18). რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი უფ­ლის დახ­მა­რე­ბით ტო­ვებს ბნე­ლეთს, ანუ სიმ­ბო­ლურ ეგ­ვიპ­ტეს, მას არ ძა­ლუძს მძი­მე გან­საც­დე­ლის გამ­კ­ლა­ვე­ბა, რად­გან ჯერ კი­დევ სუს­ტია თა­ვის რწმე­ნა­ში და უფ­ლის მფარ­ვე­ლო­ბას სა­ჭი­რო­ებს. ამი­ტო­მაც აარი­და უფალ­მა თა­ვი­სი ხალ­ხი ბო­როტ ძა­ლებს და შე­მოვ­ლი­თი გზით წა­იყ­ვა­ნა.
ერ­თი მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ან­დერ­ძი უნ­და შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა მო­სეს — პი­რო­ბა, რო­მე­ლიც სიკ­ვ­დი­ლის წინ იოსებ­მა ჩა­მო­არ­თ­ვა ის­რა­ე­ლი­ა­ნებს — „თან წა­მო­ი­ღო მო­სემ იოსე­ბის ძვლე­ბი, რად­გან ფი­ცით ჰყავ­და და­ფი­ცე­ბუ­ლი იოსებს ის­რა­ე­ლი­ა­ნე­ბი: რო­ცა ღმერ­თი მოგ­ხე­დავთ, წა­ი­ყო­ლე­თო აქე­დან ჩე­მი ძვლე­ბი“ (გამ.13:19).   
და­იძ­რ­ნენ სუ­ქო­თი­დან და და­ი­ბა­ნა­კეს ის­რა­ე­ლი­ა­ნებ­მა უდაბ­ნოს ბო­ლოს, ეთამ­ში. „წინ მი­უძღო­და მათ უფა­ლი, დღი­სით ღრუბ­ლის სვეტ­ში გზის საჩ­ვე­ნებ­ლად, ღა­მით ცეცხ­ლის სვეტ­ში გზის გა­სა­ნა­თებ­ლად...“ (გამ.13:21).

25-28(942)N