გამოდის 1998 წლიდან
2012-03-14
განვითარებისა და სწავლის თეორიები

მოკლე ინფორმაცია იმ ავტორების შესახებ, რომელთა ნააზრევის ცოდნაც მასწავლებლის 
პროფესიული სტანდარტით არის განსაზღვრული

მა­რია მონ­ტე­სო­რი
(1870-1952) 

მონ­ტე­სო­რის სკო­ლა
მა­რია მონ­ტე­სო­რი, იტა­ლი­ე­ლი ჰუ­მა­ნის­ტი, პე­და­გო­გი, პირ­ვე­ლი ექი­მი ქა­ლი მე-19 სა­უ­კუ­ნის იტა­ლი­ა­ში, ცნო­ბი­ლია, რო­გორც ახა­ლი პე­და­გო­გი­უ­რი მე­თო­დი­კის ავ­ტო­რი. 1898 წლი­დან მონ­ტე­სო­რი გო­ნებ­რი­ვი ჩა­მორ­ჩე­ნი­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის სკო­ლის დი­რექ­ტო­რი იყო. ამ პე­რი­ოდ­ში და­იწყო მან თა­ვი­სი თე­ო­რი­ის პრაქ­ტი­კა­ში და­ნერ­გ­ვა და სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, რო­მე­ლიც დღეს ცნო­ბი­ლია მონ­ტე­სო­რის თე­ო­რი­ის სა­ხე­ლით. ამ პე­რი­ო­დის მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­დე­გი იყო ის, რომ გო­ნებ­რი­ვი ჩა­მორ­ჩე­ნი­ლო­ბის მქო­ნე 8 წლის მოს­წავ­ლე­ებ­მა წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რეს გა­მოც­დე­ბი წე­რა-კითხ­ვა­ში და სა­შუ­ა­ლო­ზე მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბიც მი­ი­ღეს. მა­შინ „მონ­ტე­სო­რის სას­წა­ულ­ზე“ მთე­ლი იტა­ლია ალა­პა­რაკ­და. 1907 წელს მონ­ტე­სო­რიმ რომ­ში და­ა­არ­სა სკო­ლა „ბავ­შ­ვე­ბის სახ­ლი“ ყვე­ლა ტი­პის ბავ­შ­ვი­სათ­ვის. მონ­ტე­სო­რის სამ­ჯერ მი­ა­ნი­ჭეს ნო­ბე­ლის პრე­მია პე­და­გო­გი­კა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი­სა და მსოფ­ლი­ო­ში ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის გა­მო. დღეს მონ­ტე­სო­რის სკო­ლა და მი­სი მე­თო­დი მთელ მსოფ­ლი­ო­შია გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი.
მონ­ტე­სო­რის მი­აჩ­ნ­და, რომ სწავ­ლე­ბამ ხე­ლი უნ­და შე­უწყოს ბავ­შ­ვის „სპონ­ტა­ნურ თვით­გან­ვი­თა­რე­ბას“. ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ მა­შინ, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ბავ­შ­ვის ფსი­ქი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის კრი­ტი­კულ პე­რი­ო­დებს, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ამა თუ იმ უნა­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სათ­ვის. მაგ.: მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის ასე­თი პე­რი­ო­დია 1-3 წე­ლი, რო­დე­საც ბავ­შ­ვი ცალ­კე­უ­ლი სიტყ­ვე­ბის წარ­მოთ­ქ­მას იწყებს, შემ­დეგ კი სიტყ­ვე­ბის ფრა­ზა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბას. მონ­ტე­სო­რის მი­ხედ­ვით, პე­და­გოგ­მა უნ­და იცო­დეს ბავ­შ­ვის ბუ­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის კრი­ტი­კუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის მქო­ნე პე­რი­ო­დე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი. ეს აუცი­ლე­ბე­ლია სწავ­ლი­სათ­ვის ბავ­შ­ვის მო­ტი­ვი­რე­ბი­სა და მი­სი გან­ვი­თა­რე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბი­სათ­ვის. 3-დან 6 წლამ­დე ასა­კი კი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პე­რი­ო­დია ბავ­შ­ვის ცხოვ­რე­ბა­ში. ამ დროს ბავ­შ­ვი სწავ­ლობს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და შე­იც­ნობს გარ­შე­მო არ­სე­ბულ სამ­ყა­როს.
სწავ­ლე­ბის პრინ­ცი­პია ბავ­შ­ვის პო­ტენ­ცი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­გე­ბა, მი­სი გან­ვი­თა­რე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხელ­შეწყო­ბა — ბავ­შ­ვის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის, ინ­ტე­რე­სი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა.
ბავ­შ­ვებს ბუ­ნებ­რი­ვი სწრაფ­ვა აქვთ ახ­ლის სწავ­ლი­სა და გა­რე­მოს შე­მეც­ნე­ბი­სად­მი. მას­წავ­ლებ­ლის და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა ისე­თი საკ­ლა­სო გა­რე­მოს შექ­მ­ნა, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს და წა­ა­ხა­ლი­სებს ბავ­შ­ვის ამ ბუ­ნებ­რივ მოთხოვ­ნი­ლე­ბას და სწავ­ლას ხა­ლი­სი­ანს გახ­დის.
მონ­ტე­სო­რის სას­წავ­ლო პროგ­რა­მა „ბავ­შ­ვე­ბის სახ­ლი“ გან­კუთ­ვ­ნი­ლია 3-დან 6 წლამ­დე ბავ­შ­ვე­ბის ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბი­სათ­ვის. სხვა­დას­ხ­ვა ასა­კის ბავ­შ­ვე­ბი ერთ საკ­ლა­სო სივ­რ­ცე­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, რომ­ლის მოწყო­ბა­საც მონ­ტე­სო­რი დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭებ­და. მი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბით, თა­ვის­თა­ვად არ არ­სე­ბობს ზარ­მა­ცი, ინ­ტე­რე­სე­ბის არ­მ­ქო­ნე, მი­უ­ღე­ბე­ლი და გა­მომ­წ­ვე­ვი ქცე­ვის მქო­ნე ბავ­შ­ვი. ეს პრობ­ლე­მე­ბი ჩნდე­ბა მა­შინ, რო­ცა გა­რე­მო არ ით­ვა­ლის­წი­ნებს ბავ­შ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბებს.
მონ­ტე­სო­რის სწავ­ლე­ბის მე­თო­დი გუ­ლის­ხ­მობს:
— ბავ­შ­ვ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას წი­ნას­წარ მოწყო­ბილ გა­რე­მო­ში; წი­ნას­წარ მოწყო­ბილ სას­წავ­ლო გა­რე­მო­ში იგუ­ლის­ხ­მე­ბა სას­წავ­ლო ოთა­ხი, რომ­ლის სივ­რ­ცის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია ად­ვი­ლა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ასე­ვე მო­წეს­რი­გე­ბუ­ლა­დაა გან­ლა­გე­ბუ­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­მუ­შაო მა­სა­ლე­ბი სხვა­დას­ხ­ვა სირ­თუ­ლის და­ვა­ლე­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად.
— დაკ­ვირ­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ბავ­შ­ვი­სათ­ვის სას­წავ­ლო გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბას გან­ვი­თა­რე­ბის სენ­სი­ტი­უ­რი პე­რი­ო­დის გათ­ვალ­ს­წი­ნე­ბით.
— სწავ­ლე­ბა­ში შეგ­რ­ძ­ნე­ბის ყვე­ლა არ­ხის გა­მო­ყე­ნე­ბას: მხედ­ვე­ლო­ბა, სმე­ნა, ყნოს­ვა, შე­ხე­ბა, კი­ნეს­თე­ტი­კუ­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბი.
— ბავ­შ­ვი­სათ­ვის მი­საწ­ვ­დო­მი სწავ­ლე­ბის ტემ­პის შერ­ჩე­ვა­სა და პორ­ტ­ფო­ლი­ოს გა­მო­ყე­ნე­ბას მიღ­წე­ვე­ბის შე­ფა­სე­ბი­სათ­ვის.
— სხვა­დას­ხ­ვა ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის ბავ­შ­ვე­ბის ერთ კლას­ში სწავ­ლე­ბას, მაგ. 3-6 წლის, 7-9 წლის და ა.შ.
მონ­ტე­სო­რის სწავ­ლე­ბის პრინ­ცი­პე­ბია:
მოს­წავ­ლის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და ინი­ცი­ა­ტი­ვა. მონ­ტე­სო­რის პროგ­რა­მა ისეა აგე­ბუ­ლი, რომ ცენ­ტ­რა­ლუ­რია მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სი და პო­ტენ­ცი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა სირ­თუ­ლის და­ვა­ლე­ბე­ბი­დან და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი­დან მოს­წავ­ლე თვი­თონ, თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით, ირ­ჩევს და­ვა­ლე­ბას. და­ვა­ლე­ბე­ბი ისეა აგე­ბუ­ლი, რომ აუცი­ლებ­ლად ახ­ლავს თან ვი­ზუ­ა­ლუ­რი ან სიტყ­ვი­ე­რი მი­ნიშ­ნე­ბე­ბი, რაც ბავშვს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, თვი­თონ შე­ა­მოწ­მოს გა­დაწყ­ვე­ტის სის­წო­რე, იპო­ვოს შეც­დო­მა და გა­ას­წო­როს. ამას მონ­ტე­სო­რი თვით­მა­კო­რე­გი­რე­ბელ მა­სა­ლებს უწო­დებს. მას­წავ­ლებ­ლის რო­ლი კლას­ში არის არა მზა ცოდ­ნის გა­და­ცე­მა, არა­მედ ბავ­შ­ვე­ბის წარ­მარ­თ­ვა, მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბა და დახ­მა­რე­ბა და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში.
პრობ­ლე­მის გა­დაწყ­ვე­ტა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა. სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ისე­თი და­ვა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ითხოვს გა­დაწყ­ვე­ტის გზის პოვ­ნას ან სხვა მა­სა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას პრობ­ლე­მის გა­და­საწყ­ვე­ტად.
სენ­სო­რუ­ლი სწავ­ლე­ბა გუ­ლის­ხ­მობს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ისე­თი მა­სა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, რომ­ლებ­საც მოს­წავ­ლის მხრი­დან არა მხო­ლოდ მხედ­ვე­ლო­ბი­თი და სმე­ნი­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბი­სა და აღ­ქ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა სჭირ­დე­ბა, არა­მედ შე­ხე­ბის, კუნ­თე­ბის და მყე­სე­ბის, ყნოს­ვის შეგ­რ­ძე­ნე­ბე­ბი­საც. და­ვა­ლე­ბე­ბი ისეა აწყო­ბი­ლი, რომ სა­ჭი­რო­ებს სხვა­დას­ხ­ვა შეგ­რ­ძ­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ხო­ლო მა­სა­ლე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ფე­რის, ფორ­მის, სი­დი­დი­სა და ფაქ­ტუ­რი­საა. პრობ­ლე­მის გა­დაწყ­ვე­ტი­სას შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბის ერ­თ­დ­რო­უ­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­რე­მოს შე­სა­მეც­ნებ­ლად, გან­სა­კუთ­რე­ბით 3-დან 6 წლამ­დე ასაკ­ში.
მოძ­რა­ო­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მონ­ტე­სო­რის კლა­სის სივ­რ­ცე ისეა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, რომ ბავ­შ­ვებს თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლი­ათ მოძ­რა­ო­ბა და­ვა­ლე­ბის არ­ჩე­ვი­სას, და­ვა­ლე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბის შე­სარ­ჩე­ვად, ჯგუ­ფუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სათ­ვის. კლას­ში ად­ვი­ლად გა­და­სა­ად­გი­ლე­ბე­ლი მა­გი­დე­ბი და სკა­მე­ბია, კედ­ლებ­თან კი მა­გი­დე­ბი და და­ბა­ლი, ღია კა­რა­დე­ბია, სა­დაც აწყ­ვია ყვე­ლა სა­ჭი­რო მა­სა­ლა. კლა­სი ისეა მოწყო­ბი­ლი, რომ ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის შე­საძ­ლე­ბე­ლია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბა. 3-6 წლის ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის საკ­ლა­სო სივ­რ­ცე უფ­რო ღიაა და ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ხა­ლი­ჩა­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის
კვლევის დეპარტამენტი

25-28(942)N