გამოდის 1998 წლიდან
2012-03-21
გზა თავისუფლებისაკენ

„დაძ­რა მო­სემ ის­რა­ე­ლი მე­წა­მუ­ლი ზღვი­დან და გა­ვიდ­ნენ შუ­რის უდაბ­ნო­ში. სამ დღეს იარეს უდაბ­ნო­ში და ვერ იპო­ვეს წყა­ლი“ (გამ.15:22).
ხალ­ხის გზა თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა­კენ მე­წა­მუ­ლი ზღვის გა­და­ლახ­ვით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. მე­ტიც, სა­ბო­ლო­ოდ მო­ნო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბი­დან თა­ვის დახ­ს­ნა არც მა­შინ მი­იღ­წე­ვა, რო­დე­საც ერ­თ­გ­ვა­რი სუ­ლი­ე­რი „ნათ­ლო­ბის“ რი­ტუ­ა­ლი შეს­რუ­ლე­ბუ­ლია და ერს წინ თა­ვად უფა­ლი მი­უძღ­ვის. სა­ო­ცა­რია, ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­მაც უფ­ლის სას­წა­უ­ლე­ბი იხი­ლეს და ეგ­ვიპ­ტელ­თა სა­მარ­თ­ლი­ა­ნი დას­ჯის მომ­ს­წ­რე­ნი იყ­ვ­ნენ, მყის­ვე და­ი­ვიწყეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, უფ­ლის ყოვ­ლის­შემ­ძ­ლე­ო­ბა  და ურ­წ­მუ­ნო­ე­ბის სე­ნით შეპყ­რო­ბი­ლებს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და­ე­უფ­ლათ. ...კვლავ აღელ­და ხალ­ხი, რად­გან მი­ად­გ­ნენ მა­რას წყალს და ვერ და­ლი­ეს. მწა­რე წყა­ლი იყო მა­რა­ში, ამი­ტო­მაც ეწო­და მა­რა (მწა­რე). „შეს­ჩივ­ლა ხალ­ხ­მა მო­სეს და უთხ­რა: რა დავ­ლი­ოთ?“ (გამ.15:24). აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხალ­ხი უფალს კი არ საყ­ვე­დუ­რობს, არა­მედ მო­სეს. მო­სემ კი, რო­გორც ჭეშ­მა­რიტ­მა მორ­წ­მუ­ნემ, შეჰ­ღა­ღა­და უფალს. „და­ა­ნახ­ვა უფალ­მა მო­რი. ჩა­აგ­დო იგი წყალ­ში და გამ­ტ­კ­ნარ­და წყა­ლი. იქ და­უდ­გი­ნა უფალ­მა ხალხს წე­სი და სა­მარ­თა­ლი და იქ გა­მოს­ცა­და იგი“ (გამ.15:25).
თუ გულ­წ­რ­ფე­ლად შევ­თხოვთ უფალს რა­ი­მეს, ის აუცი­ლებ­ლად მიგ­ვა­ნიშ­ნებს გზას. საკ­მა­რი­სია, უფალს ცოცხა­ლი გუ­ლით მი­ვენ­დოთ და ტკი­ვი­ლი სი­ხა­რუ­ლი­თა და სიტ­კ­ბო­თი შეგ­ვეც­ვ­ლე­ბა. „თქვა: თუ გა­ი­გო­ნებ უფ­ლის, შე­ნი ღვთის ხმას და სწო­რად მო­იქ­ცე­ვი მის თვა­ლ­ში, ყურს და­უგ­დებ მის ბრძა­ნე­ბებს და და­ი­ცავ ყვე­ლა მის წესს, არ შეგ­ყ­რი არც ერთ სენს, ეგ­ვიპ­ტეს რომ შევ­ყა­რე, რად­გან მე ვარ უფა­ლი, შე­ნი გამ­კურ­ნე­ბე­ლი“ (გამ.15:26). უფ­ლის სიტყ­ვებ­ში სა­უ­ბა­რი იმ თან­მიმ­დევ­რო­ბა­ზეა, რო­მე­ლიც სუ­ლი­ე­რი მთლი­ა­ნო­ბის სი­ხა­რუ­ლი­თა და სრულ­ყო­ფი­ლე­ბით სრულ­დე­ბა. პირ­ვე­ლად აქ, მწა­რე წყალ­თან და­უდ­გი­ნა უფალ­მა ხალხს წე­სი და კა­ნო­ნი, თუმ­ცა კონ­კ­რე­ტუ­ლად რა იყო ეს წე­სი და კა­ნო­ნი, ჯერ არა­ვინ იცის. მხო­ლოდ ზო­გა­დად არის ნათ­ქ­ვა­მი, რომ უნ­და ეს­მი­ნათ უფ­ლის ხმი­სათ­ვის და სწო­რად, ანუ ისე მოქ­ცე­უ­ლიყ­ვ­ნენ, რო­გორც უფ­ლის ნე­ბით მო­სე ეტყო­და მათ.  
104-ე ფსალ­მუნ­ში წე­რია, რო­დე­საც უფალ­მა ადა­მი­ა­ნე­ბი ეგ­ვიპ­ტი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა, არც ერ­თი მათ­გა­ნი არ ყო­ფი­ლა ავად, მარ­თ­ლაც უდაბ­ნოს გზა­ზე დამ­დ­გა­რი სამ მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ბავ­შ­ვე­ბი, მო­ხუ­ცე­ბი, ქა­ლე­ბი ფი­ზი­კუ­რად და სუ­ლი­ე­რად აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­მ­რ­თე­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, მა­ნამ, სა­ნამ არ გა­და­უხ­ვი­ეს უფ­ლის წე­სებს. წე­სე­ბის დარ­ღ­ვე­ვა მა­ში­ნათ­ვე იწ­ვევ­და ავად­მ­ყო­ფო­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბას, სიკ­ვ­დი­ლი­ა­ნო­ბას.
მწა­რე წყლის პირ­ვე­ლი გა­მოც­დის შემ­დეგ უფალ­მა ხალ­ხი კი­დევ უფ­რო სა­ო­ცარ ად­გი­ლას, ელიმ­ში მი­იყ­ვა­ნა: „მი­ვიდ­ნენ ელიმ­ში. იქ იყო თორ­მე­ტი წყა­როს­თ­ვა­ლი და სა­მოც­და­ა­თი ფი­ნი­კის ხე. იქ და­ი­ბა­ნა­კეს, წყლებ­თან“ (გამ.15:27).  სიმ­ბო­ლუ­რად, თორ­მე­ტი წყა­როს თვა­ლი — თორ­მე­ტი სუფ­თა წყლის სა­თა­ვე — ის­რა­ე­ლი­ან­თა თორ­მე­ტი გვა­რის საწყი­სია, რომ­ლებ­საც მო­მა­ვალ­შიც უფ­ლის ცოცხა­ლი რწმე­ნის, სუფ­თა წყა­როს შე­ნახ­ვის ფუნ­ქ­ცია და­ე­კის­რე­ბათ. სა­მოც­და­ა­თი ფი­ნი­კის ხე სა­მოც­და­ა­თი სხვა­დას­ხ­ვა ხალ­ხის, ფაქ­ტობ­რი­ვად, მთე­ლი ქვეყ­ნის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, რომ­ლე­ბიც ამ წყა­როს წყლით სუ­ლი­ერ წყურ­ვილს და­ი­ო­კე­ბენ და და­პურ­დე­ბი­ან. 
ეგ­ვიპ­ტი­დან წა­მო­სუ­ლებს წინ დი­დი გზა ედოთ. ეს გზა უდაბ­ნო­ზე გა­დი­ო­და და მას­ში უამ­რა­ვი გან­საც­დე­ლი და გა­მოც­და იმა­ლე­ბო­და.
„და­იძ­რა ელი­მით და ეგ­ვიპ­ტი­დან, გა­მოს­ვ­ლის მე­ო­რე თვის მეთხუთ­მე­ტე დღეს მი­ვი­და ის­რა­ე­ლის მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა სი­ნა­ის უდაბ­ნო­ში, რო­მე­ლიც ელიმ­სა და სი­ნა­ის მთას შო­რის მდე­ბა­რე­ობს“ (გამ.16:1).
კვლავ და­იწყო ხალ­ხ­მა დრტვინ­ვა, საყ­ვე­დუ­რე­ბით აავ­სეს მო­სე და აარო­ნი: „უთხ­რეს ის­რა­ე­ლი­ა­ნებ­მა: ნე­ტავ უფ­ლის ხე­ლით გავ­მ­წყ­და­რი­ყა­ვით ეგ­ვიპ­ტის ქვე­ყა­ნა­ში, რო­ცა ხორ­ცით სავ­სე ქვა­ბებს ვუს­ხე­დით და გაძღო­მამ­დე ვჭამ­დით პურს! მოგ­ვიყ­ვა­ნე ამ უდაბ­ნო­ში, რომ შიმ­ში­ლით ამოგ­ვ­წყ­ვი­ტო მთე­ლი კრე­ბუ­ლი!“ (გამ.16:3). სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ ეგ­ვიპ­ტის სას­ტი­კი და გა­უ­საძ­ლი­სი ყო­ფი­დან ხალხს მხო­ლოდ საჭ­მე­ლი და სას­მე­ლი და­ა­მახ­სოვ­რ­და. უთხ­რა უფალ­მა მო­სეს: „...აჰა, პურს გაწ­ვი­მებთ ცი­დან, გა­მო­ვი­დეს ხალ­ხი და ყო­ველ­დღე აკ­რი­ფოს დღი­უ­რი სამ­ყო­ფი. უნ­და გა­მოვ­ცა­დო, მის­დევს თუ არა ჩემს რჯულს“ (გამ.16:4).
ცი­დან წა­მო­სუ­ლი მა­ნა­ნი ორ­მო­ცი წლის მან­ძილ­ზე ყო­ველ დი­ლით კვე­ბავ­და ის­რა­ე­ლი­ანთ. ის მა­თი პუ­რი და სარ­ჩო და ღვთის კი­დევ ერ­თი სას­წა­უ­ლი იყო. დღე­საც არ­სე­ბობს მცე­ნა­რე, რო­მელ­საც ბე­დუ­ი­ნე­ბი „მან“-ს უწო­დე­ბენ. მი­სი წვე­ნი თეთ­რი, პა­წა­წი­ნა ბურ­თუ­ლე­ბის სა­ხით მაგ­რ­დე­ბა და ქა­რის დროს მთელ არე-მა­რე­ში მი­მო­იბ­ნე­ვა ხოლ­მე. მაგ­რამ უფ­ლის მი­ერ მოვ­ლე­ნი­ლი მა­ნა­ნი გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­და ამ მცე­ნა­რის­გან. გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, მა­ნა­ნი ყვე­ლა ცალ­კე­ულ შემ­თხ­ვე­ვა­ში იმ საკ­ვე­ბის გე­მოს იღებ­და, რომ­ლის მირ­თ­მე­ვაც სურ­და ადა­მი­ანს.
უფა­ლი აფ­რ­თხი­ლებს მო­სეს: „მე­ექ­ვ­სე დღეს და­ამ­ზა­დე­ბენ მო­ტა­ნილს და იმა­ზე ორ­ჯერ მე­ტი გა­მო­უ­ვათ, რა­საც ყო­ველ­დღი­უ­რად აგ­რო­ვე­ბენ“ (გამ.16:5). ეს გაფ­რ­თხი­ლე­ბა კვი­რის მე­ექ­ვ­სე დღეს, პა­რას­კევს ეხე­ბო­და, რად­გან შა­ბა­თი, უფ­ლის ნე­ბით სა­უფ­ლო დღე უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, მას უნ­და მიძღ­ვ­ნო­და.
„ვის­მი­ნე ის­რა­ე­ლი­ან­თა ჩი­ვი­ლი. ასე უთხა­რი მათ: სა­ღა­მო­ხანს ჭა­მეთ ხორ­ცი და დი­ლით და­ძე­ხით პუ­რით, და მიხ­ვ­დე­ბით, რომ მე ვარ უფა­ლი, თქვე­ნი ღმერ­თი“ (გამ.16:12). სა­ღა­მოს მოფ­რინ­და მწყე­რი და და­ფა­რა მთე­ლი ბა­ნა­კი; დი­ლით კი ცვრით იყო მო­ფე­ნი­ლი მი­და­მო. „დად­ნა ცვა­რი და აჰა, ყრია უდაბ­ნო­ში რა­ღაც წვრი­ლი და ხა­ო­ი­ა­ნი, წვრი­ლი რო­გორც ჭირ­ხ­ლია ხოლ­მე მი­წა­ზე. და­ი­ნა­ხეს ის­რა­ე­ლი­ა­ნებ­მა და ეკითხე­ბოდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს, ეს რა არი­სო, რად­გან არ იცოდ­ნენ, რა იყო. უთხ­რა მათ მო­სემ: ეს არის პუ­რი, საჭ­მე­ლად რომ მოგ­ცათ უფალ­მა“ (გამ.16:14-15). უდაბ­ნოს სას­წა­ულ­მოქ­მე­დი პუ­რის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა ისიც იყო, უფ­ლის ნე­ბით, რომ თი­თო­ე­ულს იმ­დე­ნი უნ­და შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნა, რამ­დენ­საც საჭ­მე­ლად იმ­ყო­ფი­ნებ­და. „...კაც­ზე თი­თო გო­მე­რი, სუ­ლა­დო­ბის კვა­ლო­ბა­ზე; ყვე­ლამ თქვენ-თქვენს კა­რავ­ში მყოფ­თათ­ვის შე­აგ­რო­ვეთ“ (გამ.16:16). ასეც მო­იქ­ც­ნენ ის­რა­ე­ლი­ა­ნე­ბი. შე­აგ­რო­ვეს ზოგ­მა ბევ­რი, ზოგ­მა ცო­ტა. არ­წყეს გო­მე­რით და და­ი­ნა­ხეს, რომ არც ბევ­რის შემ­გ­რო­ვე­ბელს აღ­მო­აჩ­ნ­და ზედ­მე­ტი და არც მცი­რეს შემ­გ­რო­ვე­ბელს კლე­ბია რა­ი­მე. თი­თო­ე­ულს იმ­დე­ნი ჰქონ­და შეგ­რო­ვი­ლი, რამ­დე­ნიც საკ­ვე­ბად ესა­ჭი­რო­ე­ბო­და. უფ­ლის რჩე­ვით, „უთხ­რა მათ მო­სემ: დი­ლის­თ­ვის არ­ვინ მო­ი­ტო­ვოს ნარ­ჩე­ნე­ბი“ (გამ.16:19). სი­ხარ­ბემ სძლია ზო­გი­ერთს. ვერ გა­უძ­ლეს ცდუ­ნე­ბას, არ და­უ­ჯე­რეს მო­სეს და დი­ლის­თ­ვის მა­ინც მო­ი­ტო­ვეს ნარ­ჩე­ნე­ბი. დი­ლით კი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ მატ­ლი გა­უჩ­ნ­და და ამ­ყ­რალ­და მოგ­რო­ვე­ბუ­ლი პუ­რი. გან­რის­ხ­და მო­სე, უფ­რო მკაც­რად გა­აფ­რ­თხი­ლა თა­ნა­მოძ­მე­ნი, ისი­ნიც დარ­წ­მუნ­დ­ნენ, რად­გან დი­ლა­ო­ბით სა­ჭი­რო­ე­ბი­სათ­ვის აგ­რო­ვე­ბუ­ლი პუ­რი ყვე­ლას ყოფ­ნი­და საკ­ვე­ბად; მზის გულ­ზე დარ­ჩე­ნი­ლი მარ­ც­ვა­ლი კი მა­ში­ნათ­ვე დნე­ბო­და.
„მე­ექ­ვ­სე დღეს ორ­ჯერ მე­ტი შე­აგ­რო­ვეს პუ­რი, ორი გო­მე­რი თი­თო სულ­ზე, მი­ვიდ­ნენ მო­სეს­თან სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­კა­ცე­ბი და შე­ატყო­ბი­ნეს. უთხ­რა მათ მო­სემ: ასე აქვს ნაბ­რ­ძა­ნე­ბი უფალს: ხვალ უქ­მეა. უფ­ლის წმი­და შა­ბა­თი; რის გა­მოცხო­ბა­საც აპი­რებთ, გა­მო­აცხ­ვეთ, რის მო­ხარ­შ­ვა­საც აპი­რებთ, მო­ხარ­შეთ; რაც მოგ­რ­ჩე­ბათ, დი­ლის­თ­ვის შე­ი­ნა­ხეთ“ (გამ.16:22-23). მარ­თ­ლაც, მო­სეს რჩე­ვით, შე­ი­ნა­ხეს დი­ლის­თ­ვი­საც ცო­ტა­ო­დე­ნი მარ­ც­ვა­ლი, მაგ­რამ სხვა დღე­ე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით დარ­ჩე­ნი­ლი პუ­რი არც ამ­ყ­რა­ლე­ბუ­ლა და არც მატ­ლი გას­ჩე­ნია.
„უთხ­რა მო­სემ: დღეს ჭა­მეთ, რად­გან დღეს უფ­ლის შა­ბა­თია; ვე­რა­ფერს იპო­ვით დღეს ველ­ზე. ექვს დღეს აგ­რო­ვეთ იგი; მეშ­ვი­დე დღეს კი შა­ბა­თია; არა­ფე­რი იქ­ნე­ბა ამ დღეს“ (გამ.16:25-26). თავ­და­პირ­ვე­ლად, არ და­უ­ჯე­რეს უფალს ურ­წ­მუ­ნო­ებ­მა, მეშ­ვი­დე დღეს მა­ინც გა­ვიდ­ნენ მა­ნა­ნის შე­საგ­რო­ვებ­ლად, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი იპო­ვეს.
მა­შინ კი უსაყ­ვე­დუ­რა უფალ­მა მო­სეს და მკაც­რად გა­აფ­რ­თხი­ლა ის­რა­ე­ლის ძე­ნი: „...რო­დემ­დის უნ­და მირ­ღ­ვევ­დეთ მცნე­ბებს და სჯულ­დე­ბებს? გახ­სოვ­დეთ, შა­ბა­თი მო­უ­ცია თქვენ­თ­ვის უფალს. ამი­ტო­მაც მოგ­ცათ მან მე­ექ­ვ­სე დღეს ორი დღის სამ­ყო­ფი პუ­რი; დარ­ჩით თქვენ-თქვენს ად­გილ­ზე და არ­სად გახ­ვი­დეთ მეშ­ვი­დე დღეს. და უქ­მობ­და ხალ­ხი მეშ­ვი­დე დღეს“ (გამ.16:28-30). ამ დრო­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ყო­ვე­ლი შა­ბა­თი სა­უფ­ლოდ აქვთ ის­რა­ე­ლი­ა­ნე­ლებს. ეს პირ­ვე­ლი მცნე­ბაა, რო­მე­ლიც უფალ­მა უდაბ­ნო­ში მყოფ ის­რა­ე­ლი­ა­ნებს და­უ­წე­სა.
თა­ვის გა­დამ­რ­ჩენ პურს კი ის­რა­ე­ლის ხალ­ხ­მა სა­ხე­ლად მა­ნა­ნი და­არ­ქ­ვა. „...ქინ­ძის თეს­ლის ოდე­ნა იყო, თეთ­რი და თაფ­ლი­ა­ნი პუ­რის გე­მო ჰქონ­და“ (გამ.16:31).
ასე ხდე­ბო­და მი­წი­ე­რი, ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა ღვთა­ებ­რი­ვი ში­ნა­არ­სით გა­ჯე­რე­ბუ­ლი და ხალ­ხი­სათ­ვის ღვთი­უ­რი მფარ­ვე­ლო­ბის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი.
„თქვა მო­სემ: ასე აქვს ნაბ­რ­ძა­ნე­ბი უფალს: აავ­სე მა­ნა­ნით გო­მე­რი შე­სა­ნა­ხად თა­ო­ბი­დან თა­ო­ბა­ში, რა­თა იხი­ლონ პუ­რი, რო­მელ­საც გაჭ­მევ­დით უდაბ­ნო­ში, რო­ცა ეგ­ვიპ­ტის ქვეყ­ნი­დან გა­მო­გიყ­ვა­ნეთ“ (გამ.16:32). უფ­ლის ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, მო­სემ აარონს ბა­დი­ის მა­ნა­ნით ავ­სე­ბა და­ა­ვა­ლა: „...აიღე ერ­თი ბა­დია, ჩა­დე შიგ სრუ­ლი გო­მე­რი მა­ნა­ნა და დად­გი უფ­ლის წი­ნა­შე თა­ო­ბი­დან თა­ო­ბა­ში შე­სა­ნა­ხად. დად­გა აარონ­მა იგი შე­სა­ნა­ხად აღ­თ­ქ­მის კი­დობ­ნის წინ, რო­გორც ნაბ­რ­ძა­ნე­ბი ჰქონ­და მო­სეს­თ­ვის უფალს“ (გამ.16:33-34). მა­ნა­ნით სავ­სე ბა­დია უფ­ლის კი­დევ ერ­თი სას­წა­უ­ლია, მი­სი შიგ­თავ­სი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე არ შე­ლა­ხუ­ლა, ებ­რა­ელ­თა თა­ო­ბე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ცვლიდ­ნენ, ბა­დია კი, რო­გორც ნი­შა­ნი უფ­ლის მყო­ფო­ბი­სა, მის­თ­ვის გან­მ­ზა­დე­ბულ სა­გან­გე­ბო ჭურ­ჭელ­ში, აღ­თ­ქ­მის კი­დობ­ნის წინ  გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გი­ლას ინა­ხე­ბო­და.
მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბა­დია სო­ლო­მო­ნის ტა­ძარ­ში მო­ა­თავ­სეს. დრო და დრო მღვდელ­თ­მ­თავ­რე­ბი მას ხალხს უჩ­ვე­ნებ­დ­ნენ. ხო­ლო ის­რა­ე­ლი­ა­ნე­ბი ორ­მო­ცი წე­ლი მი­იკ­ვ­ლევ­დ­ნენ გზას უდაბ­ნო­ში სამ­შობ­ლო­სა­კენ, ორ­მო­ცი წე­ლი მი­ირ­თ­მევ­დ­ნენ მა­ნანს, ვიდ­რე ქა­ნა­ა­ნის ქვეყ­ნის საზღ­ვ­რამ­დე, თა­ვი­ანთ სამ­კ­ვიდ­რე­ბელ­ში მი­ვი­დოდ­ნენ.

25-28(942)N