გამოდის 1998 წლიდან
2012-03-21
გურ­ჯე­ბი ოს­მალ­თა იმ­პე­რი­ა­ში - „გა­დარ­ჩე­ნი­ლი და ერ­თ­გუ­ლი ერი“

სა­ქარ­თ­ვე­ლოს თე­ატ­რის, მუ­სი­კის, კი­ნო­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უმ­ში გა­იხ­ს­ნა გა­მო­ფე­ნა სა­ხელ­წო­დე­ბით „მუს­ლი­მი ქარ­თ­ვე­ლე­ბი“.  ექ­ს­პო­ზი­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია  სტამ­ბუ­ლის არ­ქი­ვებ­ში და­ცუ­ლი ოს­მა­ლი ქარ­თ­ვე­ლე­ბის მოღ­ვა­წე­ო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი და ხელ­ნა­წე­რე­ბი.  გა­მო­ფე­ნა, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, მარ­თ­ლაც ბევ­რის­მომ­ც­ვე­ლია, რად­გა­ნაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი გურ­ჯე­ბის ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ა­ში მოღ­ვა­წე­ო­ბას ასა­ხავს, ასე­თე­ბი კი, რო­გორც ჩანს, სამ­კა­ოდ ბევ­რ­ნი ყო­ფი­ლან.  სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში მოღ­ვა­წე გურ­ჯე­ბი  კარ­გი რე­პუ­ტა­ცი­ით სარ­გებ­ლობ­დ­ნენ და, რო­გორც პროფ­სი­ო­ნა­ლე­ბი, ფა­სობ­დ­ნენ.
დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი გა­იც­ნობს ბევრ წარ­მა­ტე­ბულ ქარ­თ­ველ მუ­სულ­მანს და შე­იტყობს იმა­საც, რომ მათ სა­ხელს ოს­მალ­თა იმ­პე­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ბევ­რი რამ უკავ­შირ­დე­ბა  —  ბა­ტო­ნი მეჰ­მედ ეძი­ნი, ოს­მა­ლე­ლი მეც­ნი­ე­რი, გა­ნათ­ლე­ბის მუ­შა­კი, ბა­ტო­ნი თავ­დ­გი­რი­ძე ოს­მა­ნის შვი­ლი ყო­ფი­ლა. სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლებ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ის მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­და, შემ­დეგ — მექ­ქეს, მე­დი­ნე­სა და იზ­მი­რის მო­სა­მარ­თ­ლე. ანა­ტო­ლი­ის გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის პოს­ტ­ზეც და­ი­ნიშ­ნა და მი­სი სა­ხე­ლი, სა­ბო­ლო­ოდ, ოს­მა­ლე­თის ის­ტო­რი­ა­ში, მით­ჰა­ათ ფა­შას­თან ერ­თად, პირ­ვე­ლი კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბით ჩა­ი­წე­რა. რეს­პუბ­ლი­კის დროს, მის გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და ნაშ­რო­მებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით და­არ­ს­და ვა­ქიფ­ლარ ბან­კი.
 ექ­ს­პო­ზი­ცი­ა­ზე მთა­ვარ ვე­ზირ­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი საკ­მა­ოდ დი­დია: იუსუფ ზია ფა­შა (სად­რაზ­მი), მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა 1801 წელს ეგ­ვიპ­ტის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა საფ­რან­გე­თის­გან; ჰუს­რევ მეჰ­მედ ფა­შა,  მთა­ვა­რი ვე­ზი­რი, მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი მოღ­ვა­წე ყო­ფი­ლა, უამ­რა­ვი სა­ხელ­მ­წი­ფო მოღ­ვა­წე აღ­ზარ­და, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მთა­ვა­რი ვე­ზი­რე­ბი; მეჰ­მედ ფა­შამ  ოს­მა­ლე­თის ის­ტო­რი­ა­ში, პო­ლი­ტი­კუ­რად ყვე­ლა­ზე და­ძა­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, და­ი­კა­ვა მთა­ვა­რი ვე­ზი­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა და მის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რწმუ­ნე­ბუ­ლო­ბით ცენ­ტ­რა­ლურ უწყე­ბებ­ში ყვე­ლა­ზე გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლი მო­იხ­ვე­ჭა. რწმუ­ნე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მან გან­მუხ­ტა შექ­მ­ნი­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა, მო­აგ­ვა­რა ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და სა­ხელ­მ­წი­ფო რე­პუ­ტა­ცი­ის აღ­დ­გე­ნაც შეძ­ლო.
 გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნილ გურ­ჯებს შო­რის ასე­ვე ყუ­რადღე­ბას იქ­ცევს მარ­შა­ლი ალი სა­იფ ფა­შა, რო­მე­ლიც  მუ­ჰა­ჯი­რის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ის იშ­კოდ­რა­სა და მა­ნას­ტი­რის გუ­ბერ­ნა­ტო­რი ყო­ფი­ლა, ერ­თხელ — ზაფ­თი­რე დამ­კ­ვირ­ვე­ბე­ლი და ორ­ჯერ — უმაღ­ლე­სი სამ­ხედ­რო მო­სა­მარ­თ­ლე. მარ­შა­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის დროს გარ­და­იც­ვა­ლა 1891 წელს,  მი­სი საფ­ლა­ვი სტამ­ბოლ­ში, ჩემ­ბერ­ლი­თამ­შ­ში ინა­ხე­ბა. 
პირ­ვე­ლი თურ­ქუ­ლი სტამ­ბის და­არ­სე­ბაც მუს­ლი­მან ქარ­თ­ველს უკავ­შირ­დე­ბა — მეჰ­მედ ფა­შა — ირ­მი­სე­ქის ჩე­ლე­ბი­ზა­დე. ის მო­იხ­სე­ნი­ე­ბა, რო­გორც მხატ­ვა­რი, ვე­ზი­რი, სტამ­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი და ელ­ჩი. მეჰ­მედ ფა­შა, იბ­რა­ჰიმ მე­თე­ფერ­რიქ­თან ერ­თად, პირ­ველ თურ­ქულ სტამ­ბას აარ­სებს. ამის გარ­და, უამ­რავ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობს და 1755 წელს მთა­ვა­რი ვე­ზი­რიც ხდე­ბა. ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ცო­ტა ხა­ნი იმუ­შა­ვა და კა­რი­ე­რა ეგ­ვიპ­ტის, ადა­ნის, ქო­ნი­ის და მა­რა­შის გუ­ბერ­ნა­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე გა­აგ­რ­ძე­ლა.
მე­დი­ცი­ნის დარ­გ­ში წერს ნაშ­რომს სა­ხელ­წო­დე­ბით „ფე­რა­ი­დულ მეფ­რე­დათ“. პა­რი­ზი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი ტაბ­ლო­ე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით დევ­ნის მი­ნი­ა­ტუ­რე­ბით, და­სავ­ლუ­რი სტი­ლის შექ­მ­ნას უხ­ს­ნის გზას; ექ­ს­პო­ზი­ცი­ის  „გურ­ჯებს“ შო­რის ნა­ხავთ მე­მედ აბა­ში­ძის, აჭა­რე­ლი ალი რი­ზას, ალი რი­ზა ფა­შას, და­ვუდ­ჰა­ნის (ქარ­თ­ლის მე­ფე ლუ­არ­სა­ბის ვა­ჟიშ­ვი­ლი)  და სხვა­თა ამ­სახ­ველ ფო­ტო­მა­სა­ლა­საც.
 წარ­მა­ტე­ბულ გურ­ჯებს შო­რის ერთ-ერ­თი ქალ­ბა­ტო­ნი­ცაა. მი­სი სა­ხე­ლი „გა­ლა­თა ხიდს“ უკავ­შირ­დე­ბა, რო­მე­ლიც ბე­ზე­მი ალემ ვა­ლი­დე სულ­თან­მა,1845 წელს, ხის­გან ააგე­ბი­ნა. ქარ­თ­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის ქალ­ბა­ტო­ნი, იმავ­დ­რო­უ­ლად ოს­მა­ლე­თის მე­ფის დე­დაც იყო. 1853 წლის 3 მარტს, ბე­შიქ­ტაშ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ეს ქალ­ბა­ტო­ნი სა­სახ­ლე­ში წინ აღუდ­გა მფლან­გ­ვე­ლო­ბას და უამ­რა­ვი სა­სი­კე­თო საქ­მეც გა­ა­კე­თა. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი სწო­რედ „გა­ლა­თა ხი­დია“. სტამ­ბულ­ში ააშე­ნა საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ა­ვად­მ­ყო­ფო „გუ­რა­ბე“, ქა­ლაქ მექ­ქე­ში კი  — „გუ­რა­ბაი მუს­ლი­მი­ნი“. ამის გარ­და, მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა პირ­ვე­ლი და­გეგ­მი­ლი სკო­ლა-სას­წავ­ლებ­ლის მშე­ნებ­ლო­ბაც. ეს  სკო­ლა, 1933 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, სტამ­ბო­ლის გო­გო­ნა­თა სკო­ლის სა­ხელ­წო­დე­ბით,  დღემ­დე ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. მე­დი­ნე­ში მის მი­ერ და­არ­სე­ბუ­ლი უამ­რა­ვი ქუ­ჩა და გზაა. ამ ქალ­ბა­ტონ­მა დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია სხვა­დას­ხ­ვა ფონ­დებს.
დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლის ყუ­რადღე­ბას აუცი­ლებ­ლად მი­იქ­ცევს დივ­რი­ლი ულუ მე­ჩე­თის — მინ­ბე­რის ფო­ტო  —  სა­ქა­და­გე­ბე­ლი ად­გი­ლი მე­ჩეთ­ში, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში „და­რუ-ში­ფა­სის“ სა­ხელ­წო­დე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი და ეს უბად­ლო ქმნი­ლე­ბა მსოფ­ლიო კულ­ტუ­რის ძეგ­ლ­თა სი­ა­შია შე­ტა­ნი­ლი. ჩვენ­თ­ვის ყუ­რად­სა­ღე­ბი კი იმი­თაა, რომ სელ­ჩუ­კე­ბის პე­რი­ოდ­ში, ანა­ტო­ლი­ა­ში (1228 წელს) აშე­ნე­ბუ­ლი მენ­გუ­ჯე ბე­ის მი­ერ და ოს­ტა­ტი, რო­მელ­საც მინ­ბე­რი გა­უ­კე­თე­ბია, თბი­ლი­სე­ლი იბ­რა­ჰიმ ოღ­ლი აჰ­მე­დია.  გურჯ მეც­ნი­ერ­თა­გან ყუ­რადღე­ბას იპყ­რობს აჰ­მეთ ქა­მილ ეფენ­დი, სი­ლივ­რის ქარ­თ­ვე­ლი მუფ­თის, ბა­ტონ ოს­მა­ნის შვი­ლი. ის მედ­რე­სეს მას­წავ­ლე­ბე­ლიც ყო­ფი­ლა, მის­ტი­კიც და პო­ე­ტიც. მას დერ­ვიშ­თა სა­ვა­ნეც ჰქო­ნია, მი­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი 1872 წელს და­ბეჭ­დი­ლა. ერთ-ერ­თი  მეც­ნი­ერ მის­ტი­კო­სი მუ­ჰამ­მედ ფე­ე­ზი კი ბა­თუმ­ში და­ბა­დე­ბუ­ლა და ბა­ტო­ნი შე­რი­ფის ვა­ჟია. მან მის­ტი­ციზ­მის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გად­მოს­ცა ნა­წარ­მო­ებ­ში „თა­სავ­ვუ­ფი“ , ხო­ლო მო­რა­ლურ-ზნე­ობ­რი­ვი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი — ოს­მა­ლურ ენა­ზე და­წე­რილ ნა­წარ­მო­ებ­ში „ელ-მეჯ­მი­ულ ფევ­ზი­ე­ში“.
ეს არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ წარ­მა­ტე­ბუ­ლი  გურ­ჯე­ბი­სა —  მუ­სლიმი ქარ­თ­ვე­ლე­ბი­სა, რომ­ლებ­მაც  მარ­თ­ლაც გა­სა­ო­ცა­რი წარ­მა­ტე­ბა და სა­ხე­ლი მო­იხ­ვე­ჭეს ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ა­ში და დღემ­დე მათ ის­ტო­რი­ა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უკა­ვი­ათ.  
გი­ორ­გი კა­ლან­დია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს თე­ატ­რის, მუ­სი­კის, კი­ნო­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი: „სა­ქარ­თ­ვე­ლოს თე­ატ­რის, კი­ნოს, მუ­სი­კი­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უ­მი ჩვე­ნი მუ­ზე­უ­მი­სა და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, თბი­ლი­სის ის­ტო­რი­ა­ში მას­პინ­ძ­ლობს სა­ოც­რად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გა­მო­ფე­ნას „ქარ­თ­ვე­ლი გურ­ჯე­ბი ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ა­ში“. ეს გა­მო­ფე­ნა მრა­ვალ­მ­ხ­რივ სა­ინ­ტე­რე­სოა, რად­გან ბევ­რი ისე­თი მა­სა­ლა, რა­საც ქარ­თ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლი არ იც­ნობს, პირ­ვე­ლა­დაა ამ სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. გა­მო­ფე­ნის ერთ-ერ­თი სუ­ლის­ჩამ­დ­გ­მე­ლი, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმი­სათ­ვის, რომ ეს მა­სა­ლე­ბი თქვენ­თ­ვის ყო­ფი­ლი­ყო ცნო­ბი­ლი, გახ­ლავთ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­ნაც ჩვენ გა­მორ­ჩე­უ­ლად ვმე­გობ­რობთ. ესაა ბა­ტო­ნი ალი რი­ზა ალ­თუ­ნე­ლი (დარ­ბა­ზიშ­ვი­ლი), „სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან მე­გობ­რო­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის“ თავ­მ­ჯ­დო­მა­რე, ქა­ლაქ სტამ­ბუ­ლის მე­რის მო­ად­გი­ლე, რო­მე­ლიც დღეს აქ იმ­ყო­ფე­ბა. დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ინ­ტერ­ნეტ­ჟურ­ნალ „ამ­ბი­ონს“, რო­მე­ლიც ამ საქ­მე­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და.
ამ გა­მო­ფე­ნა­ზე კი­დევ ერ­თხელ არის ნაჩ­ვე­ნე­ბი ქარ­თ­ვე­ლი კა­ცის ნი­ჭი­ე­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვა­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ძნელ­ბე­დო­ბი­სა, ქარ­თ­ვე­ლე­ბი ახერ­ხებ­დ­ნენ, შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნათ თა­ვი­ან­თი ენა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ამ მხრივ, ეს ტრა­დი­ცია ახ­ლაც გრძელ­დე­ბა, ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ქარ­თულ ენას ამ­ჟა­მა­დაც სწავ­ლო­ბენ და ამა­ში ძა­ლი­ან დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვის ბა­ტონ ორ­ჰან სარ­დაგს, რო­მე­ლიც ქარ­თულს დღე­საც ას­წავ­ლის ახალ­გაზ­რ­დო­ბას, რის გა­მოც მი­სი მად­ლობ­ლე­ბი ვართ“.
ლე­ლო ჭი­ჭი­ნა­ძე, სა­გა­მო­ფე­ნო პროგ­რა­მე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი: „რო­გორც ცნო­ბი­ლია,  სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე ცხოვ­რობ­დ­ნენ მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი თუ სხვა აღ­მ­სა­რებ­ლო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი. ჯერ კი­დევ მეცხ­რა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი და სხვა მოღ­ვა­წე­ე­ბი იბ­რ­ძოდ­ნენ იმის­თ­ვის, რომ ყვე­ლა აღ­მ­სა­რებ­ლო­ბის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე იყო, მი­ეჩ­ნი­ათ ამ ერის ნა­წი­ლად. რა თქმა უნ­და,  მათ ქარ­თუ­ლი ენა და კულ­ტუ­რა აერ­თი­ა­ნებ­დათ. ეს გა­მო­ფე­ნაც სწო­რედ ამის მა­გა­ლი­თია. წარ­მოდ­გე­ნი­ლი არი­ან ის ქარ­თ­ვე­ლე­ბი, რო­მელ­თა­გან ნა­წი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­შია და­ბა­დე­ბუ­ლი და შემ­დეგ არის წა­სუ­ლი თურ­ქეთ­ში, ნა­წი­ლი კი თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ი­ბა­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რა პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მშობ­ლე­ბი,  მათ მი­აღ­წი­ეს გარ­კ­ვე­ულ წარ­მა­ტე­ბას, უფ­რო სწო­რად დიდ წარ­მა­ტე­ბას. გა­მო­ფე­ნა­ზე, მხო­ლოდ ნა­წი­ლია წარ­მოდ­გე­ნი­ლი იმ მოღ­ვა­წე­ე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. რო­გორც ვი­ცით, ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ა­ში, მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში და­იწყო მუ­ჰა­ჯი­რო­ბა  და ეს იყო კავ­კა­სი­ის მკვიდ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის, ძი­რი­თა­დად, იძუ­ლე­ბით გა­და­სახ­ლე­ბა. ეს ხდე­ბო­და რუ­სეთ-ოს­მა­ლე­თის ომის დროს. ქარ­თ­ვე­ლი მუ­ჰა­ჯი­რე­ბი  სახ­ლობ­დ­ნენ და­სავ­ლეთ თურ­ქეთ­ში, მარ­მა­რი­ლოს ზღვის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­პირ­ზე  და სტამ­ბულ­ში. მათ­მა ნა­წილ­მა დღემ­დე შე­მო­ი­ნა­ხა მშობ­ლი­უ­რი ენა და ზო­გი­ერ­თი ზნე-ჩვე­უ­ლე­ბაც კი. თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ათო­ბით სო­ფე­ლია, რო­მელ­თა მკვიდ­რებს  შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვთ თა­ვი­ან­თი ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბა. თურ­ქეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თ­ვე­ლებს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი აქვთ სხვა­დას­ხ­ვა ფონ­დე­ბი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი, აგი­ტა­ცი­ას უწე­ვენ ქარ­თულ ენას, სწავ­ლო­ბენ ქარ­თულ ან­ბანს, ეც­ნო­ბი­ან ქარ­თულ კულ­ტუ­რას და იბ­რუ­ნე­ბენ ის­ტო­რი­უ­ლი სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულს. უფ­რო ად­რეც, და­ახ­ლო­ე­ბით 1828 წლი­დან, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი­და­ნაც წა­სუ­ლან მაჰ­მა­დი­ა­ნი ქარ­თ­ვე­ლე­ბი. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ აქ წარ­მოდ­გე­ნილ მუ­სულ­მან ქარ­თ­ვე­ლებს დი­დი წვლი­ლი აქვთ შე­ტა­ნი­ლი ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ელ­ჩი იყო ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში, აშე­ნე­ბუ­ლი აქვთ მე­ჩე­თე­ბი, შად­რევ­ნე­ბი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში  მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი აქვთ შე­ტა­ნი­ლი, ასე­ვე, რე­ლი­გი­ურ-ფი­ლო­სო­ფი­ურ მოძღ­ვ­რე­ბა­ში, ფერ­წე­რა­ში, სა­ერ­თოდ, ქვეყ­ნის აღ­მ­შე­ნებ­ლო­ბა­ში. აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი  ქარ­თ­ვე­ლე­ბი­დან ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი ვე­ზირ­თა­გა­ნი იყო. სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ ამ მარ­თ­ლაც სა­ინ­ტე­რე­სო ექ­ს­პო­ზი­ცი­ას დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლიც ბევ­რი ჰყავს. შარ­შან დი­­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა, ასე­ვე, გა­მო­ფე­ნას „თურ­ქე­თი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ეს­კი­ზე­ბი თურ­ქუ­ლი დრა­მა­ტურ­გი­ის მი­ხედ­ვით დად­გ­მუ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბი­დან, ცნო­ბი­ლი ქარ­თ­ვე­ლი მხატ­ვ­რე­ბის — სო­ლი­კო ვირ­სა­ლა­ძის, ნი­კა ყაზ­ბე­გის, მი­ხე­ილ ჩი­ქო­ვა­ნის  და სხვა­თა შეს­რუ­ლე­ბით.“
გა­მო­ფე­ნა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და წიგ­ნის „ოს­მა­ლე­თის ქარ­თ­ვე­ლე­ბი“ ავ­ტო­რი მუ­რად ქე­სა­ბი (ყა­სა­ბიშ­ვი­ლი): „დე­და­სამ­შობ­ლო­ში — სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვიმ­ყო­ფე­ბი და ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბა თქვენ­თან ერ­თად ყოფ­ნა. დიდ მად­ლო­ბას გიხ­დით ამ გა­მო­ფე­ნის მოწყო­ბი­სათ­ვის. „ოს­მა­ლე­თის ქარ­თ­ვე­ლე­ბი“ — ეს სა­ხელ­წო­დე­ბა იმი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რომ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ეს ხალ­ხი უშუ­ა­ლოდ ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ა­ში მოღ­ვა­წე­ობ­და. წიგ­ნ­ში თურ­ქე­თი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი მე­გობ­რო­ბის გახ­სე­ნე­ბი­სა და აღ­მო­ჩე­ნე­ბის ის­ტო­რიაა მოთხ­რო­ბი­ლი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ა­ში მოღ­ვა­წე­ობ­დ­ნენ და მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბა სტამ­ბუ­ლით არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბო­და. ისი­ნი გა­ფან­ტულ­ნი იყ­ვ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა კუთხე­ში, ძი­რი­თა­დად, ანა­ტო­ლი­ა­ში. მხო­ლოდ სა­ხელ­მ­წი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­ში კი არ მოღ­ვა­წე­ობ­დ­ნენ, აშე­ნებ­დ­ნენ სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ებს, ბიბ­ლი­ო­თე­კებს და ა.შ. ამ ქარ­თ­ვე­ლებს ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რა­ტო­რე­ბი ასე მო­იხ­სე­ნი­ებ­დ­ნენ: „გა­დარ­ჩე­ნი­ლი და ერ­თ­გუ­ლი ერი“.
გა­მო­ფე­ნის სტუ­მარ­თა შო­რის იყო ასე­ვე ორ­ჰან სარ­და­გი (ბე­რი­ძე), რო­მელ­მაც ქარ­თ­ვე­ლებს შე­ახ­სე­ნა, რომ ისიც ქარ­თ­ვე­ლია და, რო­გორც უცხო­ელს, ისე არ უნ­და მო­ექ­ც­ნენ. „ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო თურ­ქე­თის კე­თი­ლი მე­ზო­ბე­ლი და მე­გო­ბა­რი ქვე­ყა­ნაა. გვჯე­რა, რომ კავ­ში­რი ამ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის კი­დევ უფ­რო გან­მ­ტ­კიც­დე­ბა და მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბი თა­ვის წვლილს შე­ი­ტანს ამ კე­თილ­შო­ბი­ლურ საქ­მე­ში. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ამ პა­ტა­რა ხალ­ხის შვი­ლი ვარ. გა­უ­მარ­ჯოს დე­და­სამ­შობ­ლოს! მად­ლო­ბა ღმერთს, რომ ქარ­თ­ვე­ლე­ბი ვართ და ვი­საც ქარ­თ­ვე­ლო­ბა რცხვე­ნია, ვაი იმას. ვინც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ებ­რ­ძ­ვის, არც კი იცის, და­მარ­ცხე­ბუ­ლია! გა­უ­მარ­ჯოს ჩვენს ჯიშს, გან­სა­კუთ­რე­ბულ მოდ­გ­მას, გა­უ­მარ­ჯოს დე­და­სა­ვით საყ­ვა­რელ დე­და­სამ­შობ­ლოს!“
ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არი­ან „სა­­ქარ­თ­ვე­ლოს­თან მე­გობ­რო­ბის ასო­ცი­ა­ცია“, „თურ­ქეთ­თან მე­გობ­რო­ბის ასო­ცი­ა­ცია“, სა­ქარ­თ­ვე­ლოს თე­ატ­რის, მუ­სი­კის, კი­ნო­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უ­მი და ინ­ტერ­ნეტ­ჟურ­ნა­ლი „ამ­ბი­ო­ნი“.
გა­მო­ფე­ნის მა­სა­ლე­ბი­დან ცხა­დი ხდე­ბა, რომ XIX  სა­უ­კუ­ნის ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ა­სა და XX  სა­უ­კუ­ნის და­საწყი­სის ოტო­მან­თა იმ­პე­რი­ა­ში ქარ­თ­ვე­ლებს წამ­ყ­ვა­ნი რო­ლი ეკა­ვათ თურ­ქე­თის ის­ტო­რი­ა­ში. მუს­ლიმ ქარ­თ­ველ პო­ლი­ტი­კოს­თა, მეც­ნი­ერ­თა თუ კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­თა შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი უნი­კა­ლუ­რი მა­სა­ლე­ბი, ფო­ტო­არ­ქი­ვე­ბი და ხელ­ნა­წე­რი ას­ლე­ბი მუ­ზე­უმ­ში პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ფი­ნა.
ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში ექ­ს­პო­ზი­ცია  20 მარ­ტამ­დე გაგ­რ­ძელ­დე­ბა.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N