გამოდის 1998 წლიდან
2012-03-28
ბავ­შ­ვი­სად­მი კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო — თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სათ­ვის

„სა­ქარ­თ­ვე­ლო და ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცია“   — გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბავ­შ­ვ­თა მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ — მო­რი­გი პუბ­ლი­კა­ცია გა­ე­როს ბაშ­ვ­თა ფონ­დის სა­ქარ­თ­ვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბამ გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს მო­ამ­ზა­და და ერ­თ­გ­ვა­რად შე­ა­ჯა­მა  ის ძი­რი­თა­დი სა­კითხე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვე­ნცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­სა  და ათას­წ­ლე­უ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნებს უკავ­შირ­დე­ბა. გა­მო­ცე­მა­ში ხაზ­გას­მუ­ლია ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გე­ბი, რო­მელ­თაც სა­ქარ­თ­ვე­ლომ მი­აღ­წია ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ბავ­შ­ვე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ცალ­სა­ხაა: სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 10 წლის წინ და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შ­ვი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად უარეს პი­რო­ბებ­ში იყო, ვიდ­რე  დღეს. კონ­კ­რე­ტუ­ლად, რა გა­უმ­ჯო­ბეს­და ბავ­შ­ვ­თა მდგო­მა­რე­ო­ბის მხრივ, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რუ­ლანდ მო­ნა­ში. 

— რო­გო­რია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბავ­შ­ვ­თა მდგო­მა­რე­ო­ბა და რა გა­უმ­ჯო­ბეს­და წი­ნა წლებ­თან შე­და­რე­ბით?
— ბავ­შ­ვე­ბის სი­ტუ­ა­ცია დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უკე­თე­სია, ვიდ­რე ეს იყო ათი წლის წინ. ჩა­ვა­ტა­რეთ კვლე­ვა, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცია შარ­შან იყო ნო­ემ­ბერ­ში. ეს არის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბავ­შ­ვ­თა მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, სა­დაც მოკ­ლედ არის აღ­წე­რი­ლი, სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში, რა ვი­თა­რე­ბაა ბავ­შ­ვ­თა მდგო­მა­რე­ო­ბის მხრივ. ბევ­რი ინ­დი­კა­ტო­რით, მთლ­ი­­ა­ნო­ბა­ში, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა. მა­გა­ლი­თად, ბავ­შ­ვ­თა სიკ­ვ­დი­ლი­ა­ნო­ბის თვ­ა­ლ­საზ­რი­სით — მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შემ­ცი­რე­ბუ­ლია, და ასე­ვე, მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და ძი­რი­თა­დი სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.
რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, ბავ­შ­ვ­თა სი­კ­­ვ­დი­ლი­ა­ნო­ბა და ავა­დო­ბა, მეტ­წი­ლად, თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­დია. კვლე­ვის შე­დე­გად, ასე­თი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გვაქვს: 1999 წლი­დან ხუთ წლამ­დე ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის სიკ­ვ­დი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ორი მე­სა­მე­დით შემ­ცირ­და, ე.ი. 1000 ცოცხ­ლად­შო­ბი­ლი­დან 45 ლე­ტა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი 16-მდე და­ე­ცა, 2010 წელს. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, ჩვილ ბავ­შ­ვ­თა სიკ­ვ­დი­ლი­ა­­ნო­ბამ იკ­ლო 42-დან 14 შემ­თხ­ვე­ვამ­დე, 1000 ცოცხ­ლად­შო­ბი­ლი­დან; გა­უმ­ჯო­ბეს­და ქა­ლე­ბი­სა და ფეხ­მ­ძი­მე ქა­ლე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის სერ­ვი­სე­ბი; ასე­ვე, გა­უმ­ჯო­ბეს­და მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში ბავ­შ­ვ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის მხ­რივ — უფ­რო მე­ტი ბავ­შ­ვია ჩარ­თუ­ლი სა­შუ­ა­ლო და დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში; მე­ტი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბაა აივ/შიდ­სის მკურ­ნა­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად გარ­კ­ვე­უ­ლი მიღ­წე­ვე­ბი­სა არის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ისევ პრობ­ლე­მა­ტუ­რი რჩე­ბა. გა­მოვ­ყოფ­დი ორ სფე­როს, სა­დაც ჯერ კი­დევ რჩე­ბა გა­მოწ­ვე­ვე­ბი და პრობ­ლე­მე­ბი — სი­ღა­რი­ბე და უმუ­შევ­რო­ბა ახალ­გაზ­რ­დებს შო­რის. სა­ქარ­თ­ვე­ლო ჯერ კი­დევ ერთ-ერთ ბო­ლო ად­გილ­ზეა ცენ­ტ­რა­ლუ­რი და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და დსთ-ს ქვეყ­ნებს შო­რის სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნა­ხარ­ჯე­ბის მხრივ. შე­სა­ბა­მი­სად, კვლავ რჩე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რაც მომ­დევ­ნო ხუ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნ­და გა­და­იჭ­რას, თუ გვსურს, და­ვიც­ვათ ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ის დე­ბუ­ლე­ბე­ბი და 2015 წლამ­დე მი­ვაღ­წი­ოთ ათას­წ­ლე­უ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნებ­სა და ათას­წ­ლე­უ­ლის დეკ­ლა­რა­ცი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ხე­დ­­ვებს.
იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბავ­შ­ვე­ბის ერთ მე­ოთხედ­ზე მე­ტი სი­ღა­რი­ბე­ში ცხოვ­რობს, სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მებს გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. მა­გა­ლი­თად, აუცი­ლე­ბე­ლია თა­ნას­წო­რო­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო, რად­გან უღა­რი­ბეს ოჯა­ხებ­ში მცხოვ­რე­ბი ხუ­თი წლის ასა­კის ბავ­შ­ვე­ბი დღეს ნაკ­ლე­ბი ალ­ბა­თო­ბით და­დი­ან სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ვიდ­რე მა­თი თა­ნა­ტო­ლე­ბი შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბი­დან. მო­ზარ­დებ­ში ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის სტი­ლის დამ­კ­ვიდ­რე­ბა, სპორ­ტის, ჯან­სა­ღი კვე­ბი­სა და გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის გზით, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი პრი­ო­რი­ტე­ტია თამ­ბა­ქო­სა და ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ საბ­რ­ძოლ­ვე­ლად. სოფ­ლად სა­ნი­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბის სა­კითხებს და­მა­ტე­ბი­თი ყუ­რადღე­ბა უნ­და და­ეთ­მოს. უნ­და აღიკ­ვე­თოს სო­ცი­ა­ლუ­რი იზო­ლა­ცია, გან­სა­კ­უთ­რე­ბით შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქ­ო­ნე ბავ­შ­ვე­ბის მი­მართ, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი ხში­რად გა­რი­ყუ­ლე­ბი და იზო­ლი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ქალ­თა და ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის დრო­უ­ლად იდენ­ტი­ფი­კა­ცია და მას­ზე რე­ა­გი­რე­ბაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრი­ო­რი­ტე­ტია.
უნ­და შე­ნარ­ჩუნ­დეს თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბი­სად­მი ერ­თ­გუ­ლე­ბა, რი­სი შე­დე­გი­ცაა უკა­ნას­კ­ნელ წლებ­ში მიღ­წე­უ­ლი პროგ­რე­სი.
— ჩვე­ნი გა­ზე­თის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გან­სა­კუთ­რე­ბით მი­ნ­­და გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რადღე­ბა გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით — პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს და რა კეთ­დე­ბა მათ და­საძ­ლე­ვად?
— რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, ჩვენ ჩა­ვა­ტა­რეთ სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი მი­მო­ხილ­ვა ბავ­შ­ვ­თა მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, რის შე­დე­გა­დაც გა­მო­იკ­ვე­თა შემ­დე­გი სუ­რა­თი: სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში ჩა­რიცხ­ვის მთლი­ა­ნი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი (1999 წელს) 79 პრო­ცენ­ტი­დან 90,1 პრო­ცენ­ტამ­დე გა­ი­ზარ­და (2009 წელს) და არ აღ­ნიშ­ნუ­ლა გენ­დე­რუ­ლი უთა­ნას­წო­რო­ბა. თუმ­ცა, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა კო­მი­ტეტ­მა, უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში, შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქ­ვა სკო­ლი­დან ბაშ­ვე­ბის გა­მოს­ვ­ლის პროგ­რე­სუ­ლად მზარ­დი მაჩ­ვე­ნებ­ლის გა­მო მა­ღალ კლა­სებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით — სოფ­ლად.
დაწყე­ბი­თი სკო­ლის ასა­კის თით­ქ­მის ყვე­ლა ბავ­შ­ვი და­დის სკო­ლა­ში; სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ერ­თ­ნა­ი­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი რო­გორც შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხის შვი­ლე­ბი, ისე ღა­რი­ბი ოჯა­ხის. ეს ასეც უნ­და იყოს, მაგ­რამ ჩვენ კმა­ყო­ფი­ლე­ბი ვართ, რომ კვლე­ვა­მაც იგი­ვე და­ა­დას­ტუ­რა. რო­დე­საც გა­დავ­დი­ვართ შემ­დეგ ეტაპ­ზე, 12-13 წლის ზე­მოთ ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის გან­ათ­ლე­ბა­ზე, ვი­გებთ, რომ სკო­ლებ­ში ღა­რი­ბი ოჯა­ხის ბავ­შ­ვე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა თან­და­თან იკ­ლებს.
რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით კვლე­ვამ კი აჩ­ვე­ნა, რომ მთლი­ა­ნო­ბა­ში (12-დან 16 წლამ­დე გა­ნათ­ლე­ბა) ჩარ­თუ­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მა­ღა­ლია, მაგ­რამ მა­ინც არის დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბის 5%, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში არ და­დის. თუ რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით დავ­ყოფთ, კა­ხეთ­ში ბი­ჭე­ბის 15% არ და­დის სკო­ლა­ში. არა­და, იუნი­სე­ფის სა­ხე­ლით, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, ვამ­ბობთ, რომ გო­გო­ნე­ბის გა­ნათ­ლე­ბა უნ­და იყოს პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, კა­ხეთ­ში კი, რა­ტომ­ღაც, იმ ჯგუფს, რომ­ლე­ბიც მოკ­ლე­ბულ­ნი არი­ან გა­ნათ­ლე­ბას, ბი­ჭე­ბი გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბი­ან.
ყუ­რად­სა­ღე­ბია ის ფაქ­ტიც, რომ მდი­და­რი გო­გო­ნე­ბის 20%-ს და უღა­რი­ბე­სი გო­გო­ნე­ბის 20%-ს შო­რის გა­მოკ­ვ­ლე­ვამ აჩ­ვე­ნა — მათ შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა არ არის, ანუ თა­ნაბ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ორი­ვე კა­ტე­გო­რი­ის გო­გო­ნე­ბი და სკო­ლა­ში და­დი­ან.
სხვა სუ­რა­თია ბი­ჭე­ბის მხრივ — ღა­რი­ბი ოჯა­ხე­ბის ბი­ჭე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე გო­გო­ნე­ბის. ეს არის პირ­ვე­ლი დაკ­ვირ­ვე­ბა გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.
 მე­ო­რე დაკ­ვირ­ვე­ბა სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბას ეხე­ბა, ანუ 3-დან 6 წლამ­დე ბავ­შ­ვე­ბის გა­ნათ­ლე­ბას. კვლე­ვა ჩა­ტა­რე­ბუ­ლია ღა­რი­ბი და მდი­და­რი ფე­ნების ბავ­შ­ვე­ბის (3-დან 6 წლამ­დე) ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ამ ორ ჯგუფს შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ძა­ლი­ან დი­დია. ღა­რი­ბი ბავ­შ­ვე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლია. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, აქ ასე­ვე, გარ­და შეძ­ლე­ბი­სა, იგუ­ლის­ხ­მე­ბა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბაც — ზო­გა­დად არ­სე­ბო­ბა სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა, რამ­დე­ნა­დაც უღა­რი­ბე­სი ბავ­შ­ვე­ბი, უფ­რო მე­ტად სოფ­ლებ­ში ცხოვ­რო­ბენ, სოფ­ლებ­ში კი სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ნაკ­ლე­ბა­დაა.
ეს ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სფე­როა, რო­მელ­საც ჯერ­ჯე­რო­ბით სა­თა­ნა­დო ყუ­რადღე­ბა არ ექ­ცე­ვა და ამი­ტო­მაც მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლო სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის გა­ნათ­ლე­ბა­ზე. სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, უფ­რო კარგ აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბას ავ­ლე­ნენ სკო­ლა­ში, ანუ უკე­თე­სად სწავ­ლო­ბენ, იმ ბავ­შ­ვებ­თან შე­და­რე­ბით, რომ­ლებ­საც არ მი­უ­ღი­ათ სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა. თუ ჩვენ გვინ­და, რომ სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ, ინ­ვეს­ტი­ცია სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­ში უნდა ჩავ­დოთ, რა­თა უზ­რუნ­ველ­ვ­ყოთ ბავ­შ­ვე­ბის სწავ­ლა სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში — სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში.
სა­ქარ­თ­ვე­ლო გა­მო­ირ­ჩე­ვა და­ბა­ლი ჩარ­თუ­ლო­ბით არა ­მარ­ტო სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა­ში, არა­მედ სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც. ეს არის პირ­ვე­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი არ­გუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბას ეხე­ბა. არ­სე­ბობს სხვა არ­გუ­მენ­ტე­ბიც. მე გა­მოვ­ყა­ვი ორი პრობ­ლე­მუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა: ერ­თი — სი­ღა­ტა­კე და მე­ო­რე — ახალ­გაზ­რ­დო­ბის უმუ­შევ­რო­ბა. ამ პრობ­ლე­მებ­ზე ყუ­რადღე­ბა კი­დევ ერ­თხელ იმი­ტომ გა­ვა­მახ­ვი­ლე, რომ სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა ორი­ვეს­თან პირ­და­პირ კავ­შირ­შია. სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ ბავ­შ­ვებს, რომ­ლე­ბიც ჩარ­თულ­ი არი­ან სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, ნაკ­ლე­ბი შან­სი აქვთ, იყ­ვ­ნენ ღა­რი­ბე­ბი და მე­ტი შან­სი აქვთ მო­მა­ვალ­ში იყ­ვ­ნენ და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი, ანუ სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა პირ­და­პირ აისა­ხე­ბა მათ მო­მა­ვალ­ზე. ამი­ტო­მაც, თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა გითხ­რათ, რომ ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბა სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი და აუცი­ლე­ბე­ლი საქ­მეა. ჩვენ ხე­ლი უნ­და შე­ვუწყოთ და უზ­რუნ­ველ­ვ­ყოთ 3-დან 6 წლამ­დე ბავ­შ­ვის გა­ნათ­ლე­ბა, რი­თაც შემ­დ­გომ­ში გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სებთ რო­გორც სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის ხა­რისხს, ასე­ვე ზო­გა­დად სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­საც.
რო­გორც გითხა­რით, ბავ­შ­ვ­თა მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან, გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სე­რი­ო­ზუ­ლი რე­ფორ­მე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბა აგ­რ­ძე­ლებს სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის სექ­ტო­რის რე­ფორ­მას გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დ­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად. რე­ფორ­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს: ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბი­სა და ხა­რის­ხის ზრდას; სკო­ლი­სათ­ვის მზა­დ­ყოფ­ნის ხელ­შეწყო­ბას; აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბი­სა და სკო­ლებ­ში სწავ­ლის შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.
2011 წელს, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის მხარ­და­ჭე­რი­თა და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან არ­სე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ცენ­ტ­რის ძა­ლის­ხ­მე­ვით, შე­მუ­შავ­და შემ­დე­გი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი: „სკ­ო­­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სას­წავ­ლო პროგ­რა­მა“; „სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო სკ­ო­­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა პე­და­გო­გე­ბი­სათ­ვის“; „სკ­ო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ტორ­თა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, პრინ­ცი­პე­ბი და სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის შე­ფა­სე­ბის ფო­რ­მე­ბი“. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი გა­ვ­­რ­ცელ­და ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­სა და სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით. ამას­თა­ნა­ვე, შე­იქ­მ­ნა ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დო­ლო­გია სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე­ზე ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის, სწავ­ლე­ბი­სათ­ვის.
2011 წელს, „იკე­ას“ ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით, და­იწყო ორ­წ­ლი­ა­ნი პროგ­რა­მა „გან­სა­კუ­თ­რე­ბულ მდ­გ­ო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის ად­რე­უ­ლი ასა­კის ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად“.
ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, აგ­რეთ­ვე, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რისხს. ჩვენ ვა­ღი­ა­რებთ, რომ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ, გან­სა­კუთ­რე­ბით ახ­ლან­დე­ლი მი­ნის­ტ­რის, დი­მიტ­რი შაშ­კი­ნის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, ძა­ლი­ან დიდ პროგ­რესს მი­აღ­წია გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ამას ვა­ფა­სებთ — იგი­ვე კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და ა.შ.
მაგ­რამ გვეს­მის ისიც, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი დრო, ალ­ბათ რამ­დე­ნი­მე წე­ლია სა­ჭი­რო, ხა­რის­ხი რომ გა­მოჩ­ნ­დეს. ამ კუთხით, სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ვეს­ტი­ციაა აუცი­ლე­ბე­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა, კუ­რი­კუ­ლუ­მის ხა­რის­ხის კი­დევ მე­ტად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და სხვ., რაც გარ­კ­ვე­ულ დროს მო­ითხოვს.
მე, რო­გორც იუნი­სე­ფის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან და, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია ჩარ­თუ­ლია გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტებ­ში. ჩვე­ნი მხრი­დან ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რე­კო­მენ­და­ცია სწო­რედ სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბას ეხე­ბა — ვი­სურ­ვებ­დით, 2015 წლის­თ­ვის, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ბავ­შ­ვე­ბის 80% იყოს ჩარ­თუ­ლი სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. მერ­წ­მუ­ნეთ, ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე კარ­გი ინ­ვეს­ტი­ცია, რო­მე­ლ­­საც ქვე­ყა­ნა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.
— მიმ­დი­ნა­რე­ობს ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვის სის­ტე­მის რე­ფორ­მა, რას გუ­ლის­ხ­მობს და რა შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში?
— ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ის თა­ნახ­მად (ჩვენც ასე ვფიქ­რობთ), ბავ­შ­ვე­ბი არ უნ­და იყ­ვ­ნენ დი­დი ზო­მის სამ­ზ­რუნ­ვე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ანუ ბავ­შ­ვ­თა სახ­ლებ­ში, სწო­რედ ამი­ტომ იხუ­რე­ბა დი­დი ზო­მის ბავ­შ­ვ­თა ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბი. მსგავ­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე, ბაშ­ვე­ბი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე ნაკ­ლებ შე­სა­ფე­რი­სა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი. ისინი ოჯა­ხებ­ში ან ოჯა­ხურ გა­რე­მოს­თან მი­ახ­ლო­ე­ბულ ად­გი­ლებ­ში გა­და­დი­ან. წლის ბო­ლომ­დე ყვე­ლა ასე­თი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ი­ხუ­რე­ბა. 2011-2012 წლის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ით­ვა­ლის­წი­ნებს, დი­დი ზო­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ნაც­ვ­ლად, 72-მდე მცი­რე ზო­მის სა­ო­ჯა­ხო ტი­პის ბავ­შ­ვ­თა სახ­ლის შექ­მ­ნას, სა­დაც 8-10 ბავ­შ­ვი იცხოვ­რებს, ასე­ვე მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­დის სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, ანუ ყვე­ლა ბავ­შ­ვი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად დი­დი ზო­მის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ცხოვ­რობს, უნ­და და­უბ­რუნ­დეს ოჯახს, პრი­ო­რი­ტე­ტი ენი­ჭე­ბა ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯა­ხებს. მე­ო­რე ალ­ტერ­ნა­ტი­ვა შვი­ლო­ბი­ლო­ბაა — მინ­დო­ბი­თი აღ­ზ­რ­და. მე­სა­მე ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, თუ­კი და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ორი ალ­ტერ­ნა­ტი­ვი­დან არც ერ­თი არ იმუ­შა­ვებს, იქ­ნე­ბა მცი­რე ზო­მის სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც უკ­ვე მო­გახ­სე­ნეთ — 8-10 ბავ­შ­ვი დე­დო­ბილ­თან, მა­მო­ბილ­თან და აღ­მ­ზ­რ­დე­ლებ­თან ერ­თად იც­ხოვ­რებს ოჯა­ხურ გა­რე­მოს­თან მი­ახ­ლო­ე­ბულ სახ­ლ­ში. ამ­ჟა­მად, სა­ხელ­მ­წი­ფო აწარ­მო­ებს დი­დი ზო­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მცხოვრები 915 ბავ­შ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბას. რე­ფორ­მის შე­დე­გად, რო­გორც მო­გახ­სენეთ, ამ ბავ­შ­ვე­ბის 70 პრო­ცენ­ტამ­დე უსაფ­რ­თხოდ დაბ­რუნ­დე­ბა სა­კუ­თარ ოჯახ­ში; და­ნარ­ჩე­ნი 30 პრო­ცენ­ტი კი, გან­თავ­ს­დე­ბა მინ­დო­ბით ოჯა­ხებ­სა და მცი­რე ზო­მის სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლებ­ში.
ბავ­შ­ვ­თა სახ­ლებ­ში, ასე­ვე, ცხოვ­რო­ბენ უნარ­შეზღუ­დუ­ლი ბავ­შ­ვე­ბიც. ჩვე­ნი აზ­რით, მა­თი ად­გი­ლი იქ არ არის. ჩვენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვთა­ნამ­შ­რომ­ლ­ო­ბთ მთავ­რო­ბას­თან. უნ­და გა­იხ­ს­ნას დღის ცენ­ტ­რე­ბი, სა­დაც უნარ­შეზღუ­დუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბი­ან და მი­ი­ღე­ბენ ყვე­ლა სა­ხის სერ­ვის­სა და დახ­მა­რე­ბას. გარ­და ამი­სა, ეს ცენ­ტ­რე­ბი იფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს, რო­გორც სა­კონ­სულ­ტა­ციო ცენ­ტ­რე­ბი უნარ­შეზღუ­დუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის მშობ­ლე­ბის­თ­ვის, სა­დაც ისი­ნი სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღე­ბენ, რო­გორ იმუ­შა­ონ და მო­უ­ა­რონ უნარ­შეზღუ­დულ ბავ­შ­ვებს. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, აგ­რეთ­ვე, ამ ბავშ­ვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენ ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ  მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­თან, რა­თა ეს ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩავ­რ­თოთ.
— სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გე­ნენ კანონთან კონ­ფ­ლიტ­ქ­ში მყო­ფი არას­რულ­წ­ლო­ვა­ნე­ბი, რა კეთ­დე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის მი­ერ?
 — რაც შე­ე­ხე­ბა არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სფე­როს — „არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი და კა­ნო­ნი“ — აქაც დი­დი რე­ფორ­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ჩვენ ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბი­სა და იური­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბის საკ­მა­ოდ ხის­ტი და მკაც­რი სის­ტე­მა მოქ­მე­დებს იმ ბავ­შ­ვე­ბის მი­მართ, ვინც და­ნა­შა­ულს ჩა­დი­ან. მიგ­ვაჩ­ნია, რომ კა­ნონ­დამ­რ­ღ­ვე­ვი მო­ზარ­დე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და იყ­ვ­ნენ გან­რი­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბას, ცი­ხე­ებს. ბავ­შ­ვი მხო­ლოდ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში უნ­და ხვდე­ბო­დეს სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ანუ პა­ტიმ­რო­ბა მხო­ლოდ უკი­დუ­რე­სი ზო­მა უნ­და იყოს არას­რუ­ლ­წ­ლო­ვან­თათ­ვის. ნუ­ლო­ვა­ნი ტო­­ლე­რან­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, საკ­მა­ოდ მკაც­რი იყო კა­ნო­ნი მო­ზარ­დის მი­მართ. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში, ძა­ლი­ან ბევ­რი ბავ­შ­ვი მოხ­ვ­და ცი­ხე­ში. მათ მი­მართ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და სა­პა­ტიმ­რო ზო­მე­ბი და სას­ჯე­ლე­ბი, არ არ­სე­ბობ­დ­ნენ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა საქ­მე­ებ­ზე მო­მუ­შა­ვე მო­სა­მარ­თ­ლე­ე­ბი; ასე­ვე, არ არ­სე­ბობ­და ისე­თი სა­თე­მო პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც სის­ხ­ლის ­სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი დევ­ნი­სა და პა­ტიმ­რო­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა იქ­ნე­ბო­და. არა­­ს­რ­უ­ლ­­წ­ლო­ვან კა­ნონ­დამ­რ­ღ­ვევ­თათ­ვის არ იყო ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­გორც გითხა­რით, ძი­რე­უ­ლი რე­ფორ­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის ყვე­ლა სფე­რო­ში: პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბა, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მა, პრო­ბა­ცია და გან­რი­დე­ბა. სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მი­მართ სრუ­ლი­ად ახ­ლე­ბუ­რი მიდ­გო­მა და­ი­ნერ­გა, მათ შო­რის, შე­მო­ღე­ბულ იქ­ნა მსჯავ­რ­დე­ბულ არას­რულ­წ­ლო­ვან­თათ­ვის სას­ჯე­ლის მოხ­დის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გეგ­მე­ბი, რაც მათ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ას უწყობს ხელს. გან­ხორ­ცი­ელ­და არას­რულ­წ­ლო­ვან­თა საც­ხოვ­­რე­ბე­ლი და სას­წავ­ლო ოთა­ხე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და აღ­ჭურ­ვა. პა­ტიმ­რო­ბის ახა­ლი კო­დექ­სის თა­ნახ­მად, კა­ნონ­დამ­რ­ღ­ვევ არას­რულ­წ­ლო­ვანს ეძ­ლე­ვა გა­ნათ­ლე­ბის, დას­ვე­ნე­ბი­სა და ში­ნა­არ­სი­ა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბა.
რაც მთა­ვა­რია, ამუ­შავ­და გან­რი­დე­ბის პროგ­რა­მა — იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტ­რომ და სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბი­სა და იური­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ აღი­ა­რეს სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის, რო­გორც უკი­დუ­რე­სი ზო­მის, გა­მო­ყე­ნე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მი­დან გან­რი­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბის პი­ლო­ტი­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ექვს დი­დ ქა­ლაქ­ში ისე­თი ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის, რომ­ლებ­მაც ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნეს. გან­რი­დე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს — არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სექ­ტორ­ში მო­მუ­შა­ვე პრო­კუ­რო­რის უფ­ლე­ბას, დევ­ნის ნაც­ვ­ლად აარი­დოს არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას და გა­მო­ი­ყე­ნოს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ფორ­მე­ბი მის მი­მართ. თუ არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბით გა­ივ­ლის გან­რი­დე­ბის პროგ­რა­მის ყვე­ლა სა­ფე­ხურს, სა­სა­მარ­თ­ლო არ გა­ნი­ხი­ლავს მის საქ­მეს და არც ნა­სა­მარ­თ­ლე­ო­ბის ჩა­ნა­წე­რი იარ­სე­ბებს. სა­ვა­რა­უ­დოდ, გან­რი­დე­ბის სქე­მის გა­მო­ყე­ნე­ბის გზით, ბრალ­დე­ბულ ან მს­ჯ­ა­ვ­რ­­დე­ბულ ბავ­შ­ვ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 33 პრო­ცენ­ტით შემ­ცირ­და. ასე­ვე, ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ მთავ­რო­ბას­თან იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ იმ ბავ­შ­ვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ვინც უკ­ვე იხ­დი­ან სას­ჯელს საპყ­რო­ბი­ლე­ში, ნორ­მა­ლუ­რი და ადეკ­ვა­ტუ­რი იყოს და, რაც მთა­ვა­რია, მათ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეთ.
— რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში და რა პრო­ექ­ტე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?
— რაც შე­ე­ხე­ბა ჯან­დაც­ვის სფე­როს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და. ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა მთლი­ა­ნად პრი­ვა­ტი­ზე­ბუ­ლია, იხ­ს­ნე­ბა ახა­ლი სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ე­ბი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, კარ­გია, რო­ცა ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, ეს ხელს უწყობს ჯან­დაც­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, მაგ­რამ აუცი­ლე­ბე­ლია სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა და, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის და მომ­სა­ხუ­რე­ბის ყვე­ლას­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა. მი­ვე­სალ­მე­ბით სა­მე­დი­ცი­ნო დაზღ­ვე­ვის პროგ­რა­მებს, რო­მელ­საც მთავ­რო­ბა ახორ­ცი­ე­ლებს, მაგ­რამ არის ღა­რი­ბი ოჯა­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც ვერ სარ­გებ­ლო­ბენ ამ დაზღ­ვე­ვით და ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ მთავ­რო­ბას, გა­ა­ფარ­თო­ვოს ეს პროგ­რა­მე­ბი — გა­ზარ­დონ იმ ოჯა­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც ისარ­გებ­ლე­ბენ სა­მე­დი­ცი­ნო დაზღ­ვე­ვი­თა და სხვა სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბით.
არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ის პროგ­რა­მე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით „ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სის“ პო­პუ­ლა­რი­ზე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით — თამ­ბა­ქოს, ნარ­კო­ტი­კე­ბის, აივ/შიდ­სის და ა.შ. წი­ნა­აღ­მ­დეგ სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ე­ბი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ პირ­ვე­ლი ლე­დის კამ­პა­ნი­ას­თან ახალ­გაზ­რ­დებ­ში ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბის მიზ­ნით. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერ­თია იმ შვი­დი ქვეყ­ნი­დან, სა­დაც აივ/შიდ­სის შემ­თხ­ვე­ვები 25 პრო­ცენ­ტ­ზე მე­ტად გა­ი­ზარ­და, უკა­ნას­კ­ნე­ლი ათი წლის გან­მა­ვ­ლო­ბა­ში. ამ პრობ­ლე­მის და­საძ­ლე­ვად მთავ­რო­ბა სე­რი­ო­ზულ სტრა­ტე­გი­ულ გეგ­მას ახ­ორ­ცი­ე­ლებს. 2010 წლის აგ­ვის­ტო­ში ქვეყ­ნის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო მე­ქა­ნიზ­მ­მა და­ამ­ტ­კი­ცა 2011-2016 წლე­ბის აივ/შიდ­სის ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სტ­რა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მა, რომ­ლის მი­ზა­ნია ეპი­დე­მი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბის შეზ­ღუდ­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბის მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფებ­ში და აივ/შიდ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მკურ­ნუ­ლო­ბის შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. აუცი­ლე­ბე­ლია აივ/შიდ­სის მი­მართ ახალ­გაზ­რ­დე­ბის და­უც­ვე­ლო­ბის ხა­რის­ხის შემ­ცი­რე­ბა ქცე­ვის შეც­ვ­ლა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრ­ო­გ­რა­მე­ბის გზით — პრე­ვენ­ცი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა ახალ­გაზ­რ­დე­ბის მი­ერ ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბის დაწყე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბი­სა და სხვა სა­რის­კო ქცე­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბის ხელ­შეწყო­ბით.
— რო­გო­რია თქვე­ნი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ჩვენს ქე­ყა­ნა­ზე, იუნი­სე­ფის მიღ­მა?
 — ზო­გა­დად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქვე­ყა­ნაა, თავს ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ და მომ­წონს აქ ცხოვ­რე­ბა. ხალ­ხი გა­მორ­ჩე­უ­ლად კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი და მე­გობ­რუ­ლია.
არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია თქვე­ნი სას­მე­ლი და საკ­ვე­ბი... თბი­ლის­ში ჩემს მე­უღ­ლეს­თან და ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ, მა­თაც ძა­ლი­ან მოს­წონთ სა­ქარ­თ­ვე­ლო.
მე ისევ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბავ­შ­ვებს და­ვუბ­რუნ­დე­ბი და გეტყ­ვით, რომ ჩე­მი სურ­ვი­ლია უფ­რო მჭიდ­რო და მე­ტი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა რო­გორც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის, ასე­ვე სხვა სა­მი­ნის­ტ­რო­ებ­თან, რა­თა ბავ­შ­ვ­თა მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ეფექ­ტუ­რად გა­უმ­ჯო­ბეს­დეს. ჩვენ ერ­თად გვაქვს სა­ჭი­რო ცოდ­ნა და რე­სურ­სი თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სათ­ვის. ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფს ბავშ­ვე­ბის სი­ცოცხ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, მათ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბას. ამის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია ისე­თი ქვეყ­ნის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ათას­წ­ლე­უ­ლის დეკ­ლა­რა­ცი­ი­თაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი — ქვეყ­ნი­სა, სა­დაც სუ­ფევს მშვი­დო­ბა, თა­ნას­წო­რო­ბა, უსაფ­რ­თხო­ე­ბა, და­ცუ­ლი გა­რე­მო, მოკ­ლედ — ბავშ­ვე­ბი­სად­მი კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო.

ესა­უბ­რა
ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N