გამოდის 1998 წლიდან
2012-05-10
რო­მან­ტიზ­მის სამ­ყა­რო­ში...

ამ ცო­ტა ხნის წინ პრო­ფე­სორ ზა­ზა აბ­ზი­ა­ნი­ძის რე­დაქ­ტო­რო­ბით გა­მო­ვი­და ქარ­თუ­ლი რო­მან­ტიზ­მი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი სა­მეც­ნი­ე­რო კრე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც უთუ­ოდ მი­იქ­ცევს ჰუ­მა­ნი­ტარ მკითხ­ველ­თა ყუ­რადღე­ბას. ამ კო­ლექ­ტი­უ­რი ნაშ­რო­მისა და სა­კუ­თა­რი სა­მეც­ნი­ე­რო და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა კრე­ბუ­ლის რე­დაქ­ტო­რი ზა­ზა აბ­ზი­ა­ნი­ძე.

— პირ­ვე­ლი კითხ­ვა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, „ქარ­თულ რო­მან­ტიზმს“ ეხე­ბა. რო­გორ და ვის მი­ერ იქ­მ­ნე­ბო­და ეს წიგ­ნი?
მო­ნოგ­რა­ფია „ქარ­თუ­ლი რო­მან­ტიზ­მი — ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი საზღ­ვ­რე­ბი“ (გა­მომ­ცემ­ლო­ბა „სა­ა­რი“) ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­მ­ნე­ბო­და შო­თა რუს­თა­ვე­ლის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­სი­ტუტ­ში და ფი­ნან­ს­დე­ბო­და შო­თა რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის გრან­ტით. ამა­ვე დროს, „ქარ­თუ­ლი რო­მან­ტიზ­მი“ პირ­ვე­ლი კრე­ბუ­ლია იმ სა­მეც­ნი­ე­რო პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის პე­რი­ო­დე­ბი­სა და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბე­ბის კვლე­ვას ისა­ხავს მიზ­ნად და რომ­ლის იდე­აც ინ­ს­ტი­ტუტ­ში იშ­ვა.
XXI სა­უ­კუ­ნის თვალ­სა­წი­ე­რი­დან კი­დევ უფ­რო მკა­ფი­ოდ მო­ჩანს, რომ რო­მან­ტიზ­მი, რო­გორც ნი­შან­ს­ვე­ტი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ულ გზის­გა­სა­ყარ­ზე — ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ევ­რო­პუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი იყო და ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ ძა­ლა არ და­ვი­შუ­რეთ ამ კულ­ტუ­რო­ლო­გი­უ­რი ფე­ნო­მე­ნის ყვე­ლა ას­პექ­ტის წარ­მო­სა­ჩე­ნად. ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ავ­ტორ­თა ჯგუ­ფი რომ არ შეკ­რე­ბი­ლი­ყო.
კრე­ბუ­ლის ავ­ტორ­თა შო­რის მკითხ­ვე­ლი იხი­ლავს მის­თ­ვის კარ­გად ნაც­ნობ და ნაკ­ლე­ბად ნაც­ნობ სა­ხე­ლებს, მაგ­რამ სა­კითხა­ვი, ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში, ნამ­დ­ვი­ლად სა­ინ­ტე­რე­სო ელის: რო­მან­ტიზ­მის იდე­ურ-ფი­ლო­სო­ფი­ურ წა­ნამ­ძღ­ვ­რებს მი­უძღ­ვ­ნეს თა­ვი­სი გა­მოკ­ვ­ლე­ვა კა­ხა კა­ცი­ტა­ძემ და კა­ხა ჯამ­ბუ­რი­ამ, რო­მელ­მაც ძა­ლა არ და­ი­შუ­რა, რომ მი­სი უნი­ჭი­ე­რე­სი სეხ­ნი­ის, მე­გობ­რი­სა და თა­ნა­ავ­ტო­რის უდ­რო­ოდ და­კარ­გ­ვას არ შე­ე­ფერ­ხე­ბი­ნა ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბა; რო­მან­ტიზ­მის ეპო­ქის ევ­რო­პუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის პა­ნო­რა­მა­ზე და ფრან­გულ რო­მან­ტიზ­მ­ზე გვიყ­ვე­ბა გი­ორ­გი (ჟორჟ) ეკი­ზაშ­ვი­ლი; ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვან­ზე — თე­ი­მუ­რაზ კო­ბა­ხი­ძე; გერ­მა­ნულ­ზე — შო­რე­ნა შა­მა­ნა­ძე; ეს­პა­ნურ­ზე — მე­რი ტიტ­ვი­ნი­ძე; იტა­ლი­ურ­ზე — თა­მარ კო­შო­რი­ძე; რუ­სულ და პო­ლო­ნურ რო­მან­ტიზ­მ­ზე — თა­მარ ცი­ციშ­ვი­ლი. გა­გა ლო­მი­ძის სტა­ტია — „ევ­რო­პი­დან — სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლია, რო­გორც ერ­თ­გ­ვა­რი „ხი­დი“ კრე­ბუ­ლის ორ ძი­რი­თად („ევ­რო­პულ­სა“ და „ქარ­თულ“) ნა­წი­ლებს შო­რის. ასე­თი­ვე ფუნ­ქ­ცია, ოღონდ სიმ­ბო­ლო­ლო­გი­ის რა­კურ­სით, აკის­რია ქე­თე­ვან ელაშ­ვი­ლის გა­მოკ­ვ­ლე­ვას — „სიმ­ბო­ლო ქარ­თულ და ევ­რო­პულ რო­მან­ტიზ­მ­ში“. ჩემს ლი­ტე­რა­ტუ­რულ პორ­ტ­რე­ტებს ორ­გა­ნუ­ლად ერ­წყ­მის მე­რაბ ღა­ღა­ნი­ძის წე­რი­ლი („რას გვა­უწყებს დღეს ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის „საფ­ლა­ვი მე­ფის ირაკ­ლი­სა“) და მაია ჯა­ლი­აშ­ვი­ლის — „ქარ­თუ­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი პრო­ზა“. მო­ნოგ­რა­ფი­ას ას­რუ­ლებს ჩვე­ნი ჯგუ­ფის ყვე­ლა­ზე უმ­ც­რო­სი წევ­რის — ქე­თე­ვან ნი­ნი­ძის ნარ­კ­ვე­ვი „ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ყო­ფა და სა­ლო­ნუ­რი კულ­ტუ­რა“.

— რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა თქვე­ნი ნაშ­რო­მი სა­შუ­ა­ლო თუ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა და მოს­წავ­ლე­თათ­ვის?!
მე მგო­ნი, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო უნ­და იყოს, რად­გან მთლი­ა­ნად ქარ­თუ­ლი რო­მან­ტიზ­მი­სად­მი (და არა ცალ­კე­უ­ლი მწერ­ლე­ბი­სად­მი თუ პრობ­ლე­მე­ბი­სად­მი) მიძღ­ვ­ნი­ლი მო­ნოგ­რა­ფია და­ახ­ლო­ე­ბით 60 წლის წინ შე­იქ­მ­ნა და სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვია, იმ­დ­რო­ინ­დელ, საბ­ჭო­ურ იდე­ო­ლო­გი­ურ თარ­გ­ზე იყო გა­მოჭ­რი­ლი, მაგრამ უკე­თე­სის არარ­სე­ბო­ბის გა­მო, დღე­საც ძი­რი­თა­დი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს როლს ას­რუ­ლებს. უფ­რო თა­ნა­მედ­რო­ვეა ქარ­თულ-ევ­რო­პუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პა­რა­ლე­ლე­ბი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი ნაშ­რო­მე­ბი, მაგ­რამ ისი­ნიც, რო­გორც წე­სი, მხო­ლოდ ცალ­კე­ულ ლი­ტე­რა­ტუ­რებს ეძღ­ვ­ნე­ბა და თუ ქარ­თუ­ლი რო­მან­ტიზ­მის ევ­რო­პულ­თან ტი­პო­ლო­გი­უ­რი მსგავ­სე­ბე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მკითხ­ვე­ლი მო­ინ­დო­მებს ამ ფე­ნო­მე­ნის მთლი­ან რეტ­როს­პექ­ტი­ვას გა­ეც­ნოს, ისევ და ისევ ჩვენს წიგნს უნ­და მი­მარ­თოს.

— რა ცვლი­ლე­ბე­ბი და და­მა­ტე­ბე­ბია კრე­ბულ­ში წი­ნან­დელ მო­ნოგ­რა­ფი­ებ­თან შე­და­რე­ბით?
თქვენს კითხ­ვა­ზე შე­მიძ­ლია გი­პა­სუ­ხოთ, რომ ეს უბ­რა­ლოდ სხვა გა­მოკ­ვ­ლე­ვაა: გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვი­თა და შე­ფა­სე­ბე­ბით, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ფი­ლო­სო­ფი­უ­რი და ეთი­კუ­რი წი­აღ­ს­ვ­ლე­ბით, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ულ-ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პა­ნო­რა­მით. მხო­ლოდ ამ­გ­ვა­რი, თვი­სობ­რი­ვად ახა­ლი მიდ­გო­მით იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი სრულ­ფა­სოვ­ნად აღ­გ­ვექ­ვა ქარ­თუ­ლი რო­მან­ტიზ­მის კუთ­ვ­ნი­ლი ად­გი­ლი „რო­მან­ტიზ­მის მსოფ­ლიო რუ­კა­ზე“, ჩაკ­ვირ­ვე­ბით აღ­გ­ვე­ნიშ­ნა ის ტი­პო­ლო­გი­უ­რი მსგავ­სე­ბა­ნი, რო­მელ­ნიც გვა­ერ­თი­ა­ნე­ბენ ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რის ამ სა­ე­ტა­პო მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას­თან და ის სპე­ცი­ფი­კუ­რი ნიშ­ნე­ბიც, რო­მელ­თაც გა­ნა­პი­რო­ბეს რო­მან­ტიზ­მის „ქარ­თუ­ლი სა­ხე­ო­ბის“ სრუ­ლი გა­ნუ­მე­ო­რებ­ლო­ბა.

— წი­ნან­დელ მო­ნოგ­რა­ფი­ა­თა ძი­რი­თა­დი ხარ­ვე­ზი რა­ში მდგო­მა­რე­ობ­და?!
საბ­ჭო­თა ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბა­ში და­ნერ­გი­ლი კლი­შეს თა­ნახ­მად, რო­მან­ტი­კო­სე­ბი ორ ბა­ნა­კად იყო­ფოდ­ნენ — რე­ვო­ლუ­ცი­ურ (აქ­ტი­უ­რი რო­მან­ტიზ­მი) და რე­აქ­ცი­ულ (პა­სი­უ­რი რო­მან­ტიზ­მი). ამ სქე­მის თა­ნახ­მად, გერ­მა­ნი­ა­ში, რო­მან­ტიზ­მის სამ­შობ­ლო­ში, ახალ­გაზ­რ­და გო­ე­თე­სა და ჰა­ი­ნეს უპი­რის­პი­რებ­დ­ნენ „რე­აქ­ცი­ო­ნერ“ ტიკ­სა და ნო­ვა­ლისს; საფ­რან­გეთ­ში ამა­ვე პრინ­ცი­პით ცალკ-ცალ­კე გა­ნი­ხი­ლე­ბოდ­ნენ „პროგ­რე­სუ­ლი“ ჰი­უ­გო და ჟორჟ ზან­დი და მა­თი იდე­ო­ლო­გი­უ­რი ან­ტი­პო­დე­ბი — შა­ტობ­რი­ა­ნი და ალ­ფ­რედ დე ვი­ნი; ინ­გ­ლის­ში ბა­ი­რო­ნი­სა და შე­ლის „რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სუ­ლი“ და­უ­პი­რის­პი­რეს „ტბის პო­ეტ­თა“ (უორ­დ­სუ­ორ­თის, კოლ­რი­ჯის, სა­უ­თის) მე­დი­ტა­ცი­ა­სა და პე­სი­მიზმს... სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში „რე­აქ­ცი­ო­ნე­რო­ბის“ იარ­ლი­ყი ვახ­ტანგ ორ­ბე­ლი­ანს ხვდა — უთუ­ოდ, მი­სი პო­ე­ზი­ის მე­სი­ა­ნის­ტუ­რი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბი­სათ­ვის (სწო­რედ იმ „საბ­ჭო­უ­რი ინერ­ცი­ის“ გა­მოვ­ლი­ნე­ბად მი­მაჩ­ნია, რომ ვახ­ტანგ ორ­ბე­ლი­ა­ნის (ერეკ­ლეს შვი­ლიშ­ვი­ლის, თეკ­ლე ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის ვა­ჟის, 1832 წლის შეთ­ქ­მუ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლის და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პო­ე­ტის) ბი­ოგ­რა­ფია და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა სა­ერ­თოდ არ ის­წავ­ლე­ბა სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში და პრაქ­ტი­კუ­ლად უგულ­ველ­ყო­ფი­ლია — უმაღ­ლეს­შიც.
— ამ ბო­ლო დროს, თქვენ სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლა­დაც მოგ­ვევ­ლი­ნეთ და ბავ­შ­ვე­ბი, და არა მხო­ლოდ ბავ­შ­ვე­ბი, გა­ტა­ცე­ბით კითხუ­ლო­ბენ თქვენს ლექ­სებ­სა და ზღაპ­რებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ხა­ლი­სო­ბენ თქვენ­სა­ვე იუმო­რით აღ­სავ­სე ილუს­ტ­რა­ცი­ებ­ზე.
ჰო, ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი მე თვი­თო­ნაც მა­ხა­ლი­სებს — ნე­გა­ტი­უ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი რო­ცა მიგ­როვ­დე­ბა, გან­მუხ­ტ­ვის ყვე­ლა­ზე უება­რი სა­შუ­ა­ლე­ბა ჩემ­თ­ვის — ხატ­ვაა.

— ისე, ადა­მი­ა­ნი იფიქ­რებს, რომ პი­რი­ქით, იშ­ვი­ა­თად ხა­ლი­სი­ან გან­წყო­ბა­ზე ხა­ტავ­დით...
იცით, ის ენერ­გე­ტი­კა, რო­მე­ლიც ჩა­დე­ბუ­ლია ლექ­ს­ში თუ ნა­ხატ­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არაა და­მოკი­დე­ბუ­ლი ჩვენს იმ­წა­მი­ერ გუნე­ბა-გან­წყო­ბი­ლე­ბა­ზე.
სა­პი­რის­პი­რო სი­ტუ­ა­ცი­აც შეგ­ვიძ­ლია წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ: რო­დე­საც ადა­მი­ანს ნე­გა­ტი­უ­რი ენერ­გე­ტი­კა აქვს და რაც არ უნ­და კარგ ხა­სი­ა­თზე იყოს, მი­სი ტექ­ს­ტი­დან თუ ნა­ხა­ტი­დან გა­მო­ყო­ლი­­ლი სიმ­ძი­მე კი­დევ კარ­გა ხანს დაგ­თრ­გუ­ნავთ...

— მე თქვე­ნი „ბუ­სუნ­სუ­ლე­ბი“ მაქვს წა­კითხუ­ლი. ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო ლექს-ნა­ხა­ტე­ბი იყო...
„ბუ­სუნ­სუ­ლე­ბის“ წარ­მა­ტე­ბა მნი­შ­ვ­ნე­ლო­ვან­წი­ლად გა­მომ­ცემ­ლო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მაქვს, რომ მთე­ლი 2010 წე­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პე­გას­ში“ გა­ვა­ტა­რე. იმ წელს, „ბუ­სუნ­სუ­ლე­ბის“ გარ­და „ბაბ­თაც“ გა­მო­უშ­ვეს ჩე­მი­ვე ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბით. 2010-ში ბა­კურ სუ­ლა­კა­ურ­მაც გა­მოს­ცა მე­ო­რედ ჩე­მი ზღაპ­რე­ბი სა­ერ­თო სა­ხელ­წო­დე­ბით —„წი­თელ­კუ­და“. სწო­რედ „წი­თელ­კუ­დას“ პრე­მი­ე­რა­ზე დაგ­ვ­პა­ტი­ჟეს მე და ბა­კუ­რი კურ­სე­ბის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში. ქუ­თა­ი­სის მახ­ლობ­ლა­დაა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, „წი­თელ­კუ­და“ მე-7 კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­შია შე­ტა­ნი­ლი. რო­გორც ეტყო­ბა, კურ­სე­ბის სკო­ლის მო­წა­ფე­ებს მო­ე­წო­ნათ ქა­ლა­ქე­ლი თაგ­ვე­ბის სოფ­ლელ­თან გაც­ნო­ბა-და­მე­გობ­რე­ბის რო­მან­ტი­კუ­ლი ის­ტო­რია და ამ ზღაპ­რის სას­ცე­ნო ვა­რი­ან­ტი შექ­მ­ნეს. ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი და ხა­ლი­ა­სი­ა­ნი პრე­მი­ე­რა გა­მო­უ­ვი­დათ. ასე­თი­ვე გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი იყო „ბუ­სუნ­სუ­ლე­ბის“ პრე­ზენ­ტა­ცია ნა­ფა­რე­უ­ლის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში, რო­მე­ლიც ამ სკო­ლის ახალ­გაზ­რ­და და ენერ­გი­უ­ლი დი­რექ­ტო­რის — მაია ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით ჩა­ტარ­და.
შარ­შან კი, უკ­ვე პა­ტა­რა თბი­ლი­სე­ლე­ბი მო­იწ­ვია „ბუ­სუნ­სუ­ლებ­თან“ გა­საც­ნო­ბად თა­ვის თე­ატ­რ­ში მი­ხე­ილ ან­თა­ძემ. იგი ბუ­სუნ­სუ­ლე­ბის ძვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია და რო­გორც თვი­თონ ჰყვე­ბა, ლა­გო­დე­ხის რა­ი­ონ­ში გას­ტ­რო­ლე­ბი­სას იქ „ბუ­სუნ­სუ­ლე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბაც” კი ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბია. სხვა­თა შო­რის, აქ­ვე ვიტყ­ვი, რომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად კარგ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დე­ნენ სოფ­ლის სკო­ლე­ბი (გა­ცი­ლე­ბით უკე­თესს — ვიდ­რე თბი­ლი­სი­სა): თავ­და­დე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბით, წრფე­ლი და მო­წა­დი­ნე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბით, იმ მო­წეს­რი­გე­ბუ­ლო­ბით, რო­მე­ლიც მხო­ლოდ დის­ციპ­ლი­ნით კი არა, რა­ღაც უფ­რო სიღ­რ­მი­სე­უ­ლი სამ­ყა­რო­დან მო­დის...

— რო­გორც ვი­ცი, „სას­კო­ლო ბიბ­ლი­ო­თე­კის“ სე­რი­ით გა­მო­ვი­და აგ­რეთ­ვე თქვე­ნი „ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პორ­ტ­რე­ტე­ბი“...
დი­ახ, ოღონდ ეს 2009 წლის ბო­ლოს იყო. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ბაკ­მის“ მეს­ვე­უ­რე­ბის — ბონ­დო მა­ცა­ბე­რი­ძი­სა და რუ­სუ­დან მო­სი­ძის ძა­ლის­ხ­მე­ვით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, მე მგო­ნი, სკო­ლა არ დარ­ჩე­ნი­ლა, რომ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა­შიც „ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პორ­ტ­რე­ტე­ბი“ არ იყოს. ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ ამ წიგ­ნით და პრაქ­ტი­კუ­ლად მთე­ლი ტი­რა­ჟი გა­ი­ყი­და.

— ხომ ვერ და­ა­ზუს­ტებ­დით, ვი­სი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პორ­ტ­რე­ტე­ბი შე­ვი­და ამ წიგ­ნ­ში?
წიგ­ნის ქვე­სა­თა­უ­რია „ქარ­თუ­ლი პო­ე­ზი­ის სა­მი სა­უ­კუ­ნე“. იგი­ვე სა­თა­უ­რი აქვს წიგ­ნის პირ­ველ ნა­წილს, რო­მელ­შიც თვალ­მი­დევ­ნე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი ლექ­სის ევო­ლუ­ცია XVIII-XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე. სა­კუთ­რივ პორ­ტ­რე­ტე­ბი კი, გუ­რა­მიშ­ვი­ლი­დან და ბე­სი­კი­დან იწყე­ბა და ანა კა­ლან­და­ძით მთავ­რ­დე­ბა.

— თქვენ ასე­ვე ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი ბრძან­დე­ბით, ერთ-ერ­თი გა­სულ წელს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მი­ით „გა­ლა“ და­ჯილ­დოვ­და — „100 წიგ­ნი — ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც შეც­ვა­ლეს მსოფ­ლიო“ ....
დი­ახ, ამ პრე­მი­ამ ძა­ლი­ან გაგ­ვა­ხა­რა, უკ­ვე 22 ტო­მი გა­მო­ვე­ცით იმ 100-დან. კი­დევ და­ახ­ლო­ე­ბით სა­მი წე­ლი მოგ­ვი­წევს ამ პრო­ექ­ტ­ზე მუ­შო­ბა „ქარ­თულ ბი­ოგ­რა­ფი­ულ ცენ­ტ­რ­ში“ (რო­მელ­საც ხა­თუ­ნა მი­ქა­ბე­რი­ძე ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს). „გა­ლას“ აღ­ვიქ­ვამთ, რო­გორც დამ­სა­ხუ­რე­ბულ ჯილ­დოს, მაგ­რამ აგ­რეთ­ვე, რო­გორც ერ­თ­გ­ვარ სა­მო­მავ­ლო ავანსს, რო­მე­ლიც უფ­ლე­ბას არ გვაძ­ლევს ერ­თხელ უკ­ვე აღე­ბუ­ლი მა­ღა­ლი თა­მა­სა დაბ­ლა და­ვუშ­ვათ. ჩე­მი ორი და­ნარ­ჩე­ნი პრო­ექ­ტი — „დი­დი ქარ­თ­ვე­ლე­ბი“ და „ქარ­თუ­ლი სიტყ­ვი­ე­რე­ბა“ სს „საქ­პ­რე­სა­ში“ ხორ­ცი­ელ­დე­ბა (პირ­ველ ყოვ­ლი­სა — თეა ინ­წ­კირ­ვე­ლის ძა­ლის­ხ­მე­ვით, რო­მე­ლიც სას­წა­უ­ლებ­რივ უთავ­სებს ერ­თ­მა­ნეთს მთა­ვა­რი მხატ­ვ­რის, რე­დაქ­ტო­რი­სა და მე­ნე­ჯე­რის ფუნ­ქ­ცი­ებს). ამ პრო­ექ­ტე­ბით, რა­ღა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ ჩემს „საქ­პ­რე­სელ“ კო­ლე­გებ­თან ერ­თად, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ „ქარ­თუ­ლი სიტყ­ვი­ე­რე­ბა“ სა­ცაა დამ­თავ­რ­დე­ბა — უკ­ვე და­სას­ტამ­ბად ვაგ­ზავ­ნით ბო­ლო, მე­ა­თე ტომს („გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე“), ხო­ლო „დი­დი ქარ­თ­ვე­ლე­ბის“ 17-20 ტო­მე­ბი ასე­ვე მზა­დაა და ამ ორ თვე­ში, იმე­დია, მკითხ­ვე­ლი მა­თაც იხი­ლავს.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N