გამოდის 1998 წლიდან
2012-11-26
გა­ი­გე მე­ტი არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის შე­სა­ხებ

2003 წელს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ (unesco), გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­ფე­რენ­ცი­ის 32-ე სე­სი­ა­ზე მი­ი­ღო „არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის“ კონ­ვენ­ცია. კონ­ვენ­ცი­ის მი­ზა­ნია ცოცხა­ლი, ზე­პი­რი ტრა­დი­ცი­ის გა­დარ­ჩე­ნის გზით მსოფ­ლი­ოს კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. დღე­ი­სათ­ვის მსოფ­ლი­ოს 140-ზე მე­ტი ქვე­ყა­ნა მი­ერ­თე­ბუ­ლია აღ­ნიშ­ნულ კონ­ვენ­ცი­ას და აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შ­რომ­ლობს ამ სა­ერ­თა­შო­რი­სო ველ­ში.
კონ­ვენ­ცი­ის მი­ღე­ბას წინ უძღო­და 2001 წლის 18 მა­ისს, მსოფ­ლი­ოს 19 უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს ნი­მუშს შო­რის, კა­ცობ­რი­ო­ბის არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ხელ­თუქ­მ­ნელ შე­დევ­რად ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი მრა­ვალ­ხ­მი­ა­ნო­ბის გა­მოცხა­დე­ბა. 
2007 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლო მი­უ­ერ­თ­და აღ­ნიშ­ნულ კონ­ვენ­ცი­ას. რაც გუ­ლის­ხ­მობს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის სი­ცოცხ­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, მის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ას, დო­კუ­მენ­ტი­რე­ბას, კვლე­ვას, შე­ნახ­ვას, დაც­ვას, პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, უმ­თავ­რე­სად ფორ­მა­ლუ­რი და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბი­სათ­ვის მის გა­და­ცე­მას, აგ­რეთ­ვე არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის სხვა­დას­ხ­ვა ას­პექ­ტის აღორ­ძი­ნე­ბას.
კონ­ვენ­ცი­ის თა­ნახ­მად, არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვა ორ — ეროვ­ნულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ეროვ­ნულ დო­ნე­ზე, კონ­ვენ­ცი­ის წევ­რი ქვე­ყა­ნა ზრუ­ნავს მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ არა­მა­ტე­რი­ა­ლურ კულ­ტუ­რულ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა­ზე, რის­თ­ვი­საც ახორ­ცი­ე­ლებს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის შე­მად­გე­ნე­ლი ელე­მენ­ტე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას; უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ჯგუ­ფე­ბის, ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბის, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვა­ში. ად­გენს და პე­რი­ო­დუ­ლად ანახ­ლებს ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ერთ ან რამ­დე­ნი­მე ჩა­მო­ნათ­ვალს; უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ზო­გა­დო­ე­ბის (გან­სა­კუთ­რე­ბით სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ე­ბის, აგ­რეთ­ვე სოფ­ლის, თე­მის, რა­ი­ო­ნის) აქ­ტი­ურ ჩარ­თუ­ლო­ბას დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მა­ში. ზრუ­ნავს საფ­რ­თხის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი არა­მა­ტე­რია­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ქვეყ­ნი­სათ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვა­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თ­ვი­სათ­ვის. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი გახ­ლ­დათ 2011 წლის მი­წუ­რულს,  არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ობი­ექ­ტის სა­აღ­რიცხ­ვო დო­კუ­მენ­ტა­ცი­საა და რე­ეს­ტ­რის შევ­სე­ბის წე­სის შე­მუ­შა­ვე­ბა და ამოქ­მე­დე­ბა.
სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე, არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტურ­ული მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის მიზ­ნით, იუნეს­კოს შე­სა­ბა­მი­სი კო­მი­ტე­ტი, წევრ-სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­თან მჭიდ­რო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გზით ად­გენს, აახ­ლებს და აქ­ვეყ­ნებს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის რეპ­რე­ზენ­ტა­ცი­ულ, ანუ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ნუს­ხას. აგ­რეთ­ვე, იმ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხას, რო­მე­ლიც იმ­ყო­ფე­ბა საფ­რ­თხის ქვეშ და სა­ჭი­რო­ებს სას­წ­რა­ფო, გა­და­უ­დე­ბელ დახ­მა­რე­ბას. სა­ხელ­მ­წი­ფოს­თან ერ­თად შე­ი­მუ­შა­ვებს და აფი­ნან­სებს დაც­ვი­სათ­ვის სა­ჭი­რო პროგ­რა­მებს, პრო­ექ­ტებს, ღო­ნის­ძი­ე­ბებს; უზ­რუნ­ველ­ყოფს ლო­კა­ლუ­რი, სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას; თა­ნამ­შ­რომ­ლობს ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვ­ლის, დახ­მა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში, სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი ნორ­მე­ბი­სა და ჩარ­ჩო­ე­ბის ფორ­მი­რე­ბა­ში. 
2012 წლის მარ­ტ­ში, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, აგ­რეთ­ვე სხვა სა­ხელ­მ­წი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით, იუნეს­კოს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ნუს­ხა­ში ნო­მი­ნი­რე­ბი­სათ­ვის მო­ამ­ზა­და და წა­რად­გი­ნა „ქვევ­რის ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის უძ­ვე­ლე­სი, ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დი“.

რა არის არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა?
კულ­ტუ­რა, რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი მოვ­ლე­ნა, ადა­მი­ა­ნებს მა­თი­ვე შექ­მ­ნი­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით აერ­თი­ა­ნებს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ასე­თი ერ­თო­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მე­ბია დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი. მათ შო­რის თე­მი, სო­ფე­ლი, ქუ­ჩა, ეზო, ოჯა­ხი, და­სახ­ლე­ბა, ქა­ლა­ქის გა­რე­უ­ბა­ნი და სხვა. ეს არის ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ერ­თად ცხოვ­რობს გარ­კ­ვე­ულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და იზი­ა­რებს სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის სო­ცი­ა­ლურ-კულ­ტუ­რულ პრობ­ლე­მებს, ეწე­ვა რა­ი­მე სა­მე­ურ­ნეო ან სხვა საქ­მი­ა­ნო­ბას, ერ­თად ატა­რებს თა­ვი­სუ­ფალ დროს, ურ­თი­ერ­თ­ზე­მოქ­მე­დებს, აყა­ლი­ბებს იდენ­ტურ მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბით ორი­ენ­ტი­რებს, ყო­ფით და სუ­ლი­ერ კულ­ტუ­რულ ფა­სე­უ­ლო­ბებს, ტრა­დი­ცი­ებს.
ადა­მი­ა­ნის მი­ერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი საგ­ნე­ბი, ნივ­თე­ბი, ნა­გე­ბო­ბე­ბი შე­ნო­ბე­ბი და ა.შ. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია, ხო­ლო მცნე­ბა „არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა“ ახა­ლი და ცო­ტა უჩ­ვე­უ­ლო­ცაა. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის სფე­როს და მო­ი­ცავს ასე­თი მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­დე­გად შექ­მ­ნილ არ­ტე­ფაქ­ტებს  (ენა, დი­ა­ლექ­ტი, სიმ­ღე­რა, ცეკ­ვა, რი­ტუ­ა­ლი და სხვ.), სა­კუთ­რივ მოღ­ვა­წე­ო­ბის ტრა­დი­ცი­ას (წი­ნაპ­რე­ბის მი­ერ ზე­პი­რად გად­მო­ცე­მუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი) და მე­თო­დო­ლო­გი­ას.
კონ­ვენ­ცი­ა­ში მო­ცე­მუ­ლია არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის კონ­კ­რე­ტუ­ლი გან­მარ­ტე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ცალ­კე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი­სა და ზო­გი­ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში კერ­ძო პი­რე­ბის მი­ერ მა­თი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ნა­წი­ლად აღი­ა­რე­ბუ­ლი ადათ-წე­სე­ბი, წარ­მოდ­გე­ნი­სა და გა­მო­სახ­ვის ფორ­მე­ბი, ცოდ­ნა და ჩვე­ვე­ბი — ასე­ვე მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი, საგ­ნე­ბი, არ­ტე­ფაქ­ტე­ბი და კულ­ტუ­რუ­ლი სივ­რ­ცე­ე­ბი.
 არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის სფე­რო­ე­ბია:
t ზე­პი­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი და გა­მო­ხატ­ვის ფორ­მე­ბი (ენა, დი­ა­ლექ­ტი, სა­უბ­რის სა­ხე­ო­ბა, ლე­გენ­და, იგა­ვი, ზე­პი­რი გად­მო­ცე­მა, თქმუ­ლე­ბა, ზღა­პა­რი, ლექ­სი, შა­ი­რი, შე­ლოც­ვა, და­ტი­რე­ბა, ეპი­ტა­ფია, ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა  და ა.შ.);
t სა­შემ­ს­რუ­ლებ­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა (სას­ცე­ნო ხე­ლოვ­ნე­ბა, პან­ტო­მი­მა, ქო­რე­ოგ­რა­ფია,  ცეკ­ვა, სიმ­ღე­რა, სა­გა­ლო­ბე­ლი, საკ­რა­ვი­ე­რი მუ­სი­კა, სა­ხი­ო­ბა, სა­შემ­ს­რუ­ლებ­ლო ხე­ლოვ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა ნი­მუ­შე­ბი და ა.შ.);
t  სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრაქ­ტი­კე­ბი (ყო­ფი­თი ტრა­დი­ცია, თე­მის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სი, თე­მის ტრა­დი­ცი­უ­ლი კა­ნო­ნე­ბი, მი­სალ­მე­ბის და დამ­შ­ვი­დო­ბე­ბის ფორ­მე­ბი, რე­ლი­გი­უ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი, რი­ტუ­ა­ლე­ბი: და­ბა­დე­ბა, გარ­დაც­ვა­ლე­ბა, ძე­ო­ბა, ინი­ცი­ა­ცია, ქორ­წი­ნე­ბა და ა.შ.; კარ­ნა­ვა­ლი, თა­მა­შო­ბა, დღე­ო­ბა, დღე­სას­წა­უ­ლი; გას­ტ­რო­ნო­მია: ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბის, პუ­რის, ღვი­ნი­სა და ალ­კო­ჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი; აგ­რეთ­ვე ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კოს­ტი­უ­მი და მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბის ტრა­დი­ცია, ტექ­ს­ტი­ლის და­მუ­შა­ვე­ბის ტექ­ნო­ლო­გია, ვარ­ცხ­ნი­ლო­ბა, სამ­კა­უ­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის ფორ­მე­ბი, სპი­რი­ტუ­ა­ლუ­რი ად­გი­ლე­ბი  და ა.შ.);
t გა­რე­სამ­ყა­როს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა (ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის მო­პო­ვე­ბა-გა­მო­ყე­ნე­ბა, ხის, ყავ­რის დამ­ზა­დე­ბა-და­მუ­შა­ვე­ბა, მო­ნა­დი­რე­ო­ბა-მე­თევ­ზე­ო­ბის ადათ-წე­სე­ბი, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი დარ­გე­ბი, ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნა, ბუ­ნე­ბის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ადათ-წე­სე­ბი და ა.შ.);
t ხე­ლოს­ნო­ბის დარ­გე­ბი და ტექ­ნი­კე­ბი (ხალ­ხუ­რი რეწ­ვა: თე­ქა, მე­ტა­ლი, თი­ხა, ფარ­და­გი, ოქ­რომ­ჭედ­ლო­ბა, მი­ნან­ქა­რი, ხატ­წე­რა, კა­ლიგ­რა­ფია, ქარ­გ­ვა, კერ­ვა, ქვის და­მუ­შა­ვე­ბა, ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის  დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი  და ა.შ).
არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რა და­უნ­ჯე­ბუ­ლია ხალ­ხ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ადათ-წე­სე­ბის, ჩვე­უ­ლე­ბე­ბის, ზე­პი­რი გად­მო­ცე­მის, სიმ­ღე­რის, თა­მა­შო­ბი­სა და სხვა სა­ხით. ასე­ვე, დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლია კერ­ძო და სა­ხელ­მ­წი­ფო არ­ქი­ვებ­ში, მუ­ზე­უ­მებ­ში, სა­მეც­ნი­ე­რო და კვლე­ვით ინ­ს­ტი­ტუ­ტებ­ში, სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში.
თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას გა­და­ცე­მუ­ლი არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა გა­მუდ­მე­ბით, ხე­ლახ­ლა იქ­მ­ნე­ბა.  თე­მე­ბის, ჯგუ­ფე­ბის მი­ერ გა­რე­მო პი­რო­ბე­ბის, ბუ­ნე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა და მა­თი ის­ტო­რი­ის შე­სა­ბა­მი­სად, აყა­ლი­ბებს იდენ­ტო­ბი­სა და მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თო­ბის გრძნო­ბას, ხელს უწყობს კულ­ტუ­რის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­სა და ადა­მი­ან­თა შე­მოქ­მე­დე­ბას. კონ­ვენ­ცი­ის თა­ნახ­მად, ასე­თი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვი­სათ­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბია: გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის, ჯგუ­ფე­ბი­სა და ცალ­კე­უ­ლი პი­რე­ბის არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა; მი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის ად­გი­ლობ­რივ, ეროვ­ნულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე  ურ­თი­ერ­თა­ღი­ა­რე­ბა.
არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რა ადა­მი­ა­ნის­გან გან­ყე­ნე­ბუ­ლად, შე­მოქ­მე­დის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს, ამი­ტო­მაც მის მა­ტა­რებ­ლად ით­ვ­ლე­ბა ერი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა, თე­მი, ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი, ცალ­კე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა. არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რა მი­სი მა­ტა­რებ­ლი­სათ­ვის წარ­მო­ად­გენს იდენ­ტო­ბის გან­მ­საზღ­ვ­რელს !
ამას­თან, არა­მა­ტე­რი­ა­ლურ კულ­ტუ­რას რამ­დე­ნი­მე სპე­ცი­ფი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი აქვს. კერ­ძოდ: ის გა­ნახ­ლე­ბა­დია, ზე­პი­რი ფორ­მით (ოჯახ­ში, თემ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, უშუ­ა­ლოდ) გა­და­ე­ცე­მა თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას,  ყო­ველ ახალ ჯერ­ზე კვლავ­წარ­მო­ე­ბა­დია და შე­მოქ­მე­დე­ბი­თია. 
სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვენ­ცია კა­ტე­გო­რი­უ­ლად და­უშ­ვებ­ლად მი­იჩ­ნევს: არა­მა­ტე­რი­ა­ლურ კულ­ტუ­რულ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის გა­მო­ხატ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­ტექ­ს­ტი­სა და ბუ­ნებ­რი­ვო­ბის (ავ­თენ­ტუ­რო­ბის) მოშ­ლას; პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი, ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რის თე­მე­ბის, ჯგუ­ფე­ბის, ინ­დი­ვი­დე­ბის ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვას; რა­ი­მე ნიშ­ნით, მათ შო­რის: პო­ლი­ტი­კურ, სო­ცი­ა­ლურ, ეთ­ნი­კურ, რე­ლი­გი­ურ ან გენ­დე­რულ დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ას; თე­მე­ბის, ჯგუ­ფე­ბის და ინ­დი­ვი­დე­ბის ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის მით­ვი­სე­ბი­სა და შე­უ­რაცხ­ყო­ფის ხელ­შეწყო­ბას; ზედ­მეტ კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას. ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი ნიშ­ნავს სა­ხელ­მ­წი­ფოს დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ელე­მენ­ტის ისეთ კო­მერ­ცი­ულ აქ­ტი­ვო­ბას, რო­მე­ლიც აუფა­სუ­რებს ელე­მენ­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, ან გა­და­აქ­ცევს მას ატ­რაქ­ცი­ო­ნად.
სა­ქარ­თ­ვე­ლო ამა­ყობს თა­ვი­სი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით, რომ­ლის ერთ, უმ­დიდ­რეს და მრა­ვალ­ფე­რო­ვან ნა­წილს, სწო­რედ არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რა წარ­მო­ად­გენს.
მი­სი გაფ­რ­თხი­ლე­ბა და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბი­სათ­ვის გა­და­ცე­მა ჩვე­ნი სა­ერ­თო საქ­მეა!

***
ამი­ტო­მაც გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ახალ­გაზ­რ­დებ­ში არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, გა­ზეთ „ახალ გა­ნათ­ლე­ბას­თან“ ერ­თად, გა­მო­ვაცხა­დოთ კონ­კურ­სი. გვინ­და ვთხო­ვოთ სკო­ლის პე­და­გო­გებს, აქ­ტი­უ­რად ჩარ­თონ თა­ვი­ან­თი მოს­წავ­ლე­ე­ბი ამ პრო­ცეს­ში, დაგ­ვერ­წ­მუ­ნეთ, კონ­კურ­სის პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლეს­ შე­იტყო­ბენ სა­კუ­თა­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის და, ზო­გა­დად, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. არ არის გა­მო­რიცხუ­ლი მათ ეს ცოდ­ნა მო­მა­ვალ­ში პრაქ­ტი­კუ­ლი მიზ­ნე­ბის­თ­ვი­საც გა­მო­ი­ყე­ნონ.
გა­ზე­თის მომ­დევ­ნო ნო­მერ­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის შე­სა­ხებ კონ­კურ­სის პი­რო­ბებს.


მა­კა თაქ­თა­ქიშ­ვი­ლი
სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი
მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს,
იუნეს­კო­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის
სამ­სა­ხუ­რის კონ­სულ­ტან­ტი

25-28(942)N