გამოდის 1998 წლიდან
2012-11-26
ცხოვ­რე­ბა აზ­რით და გრძნო­ბით

25 ოქ­ტომ­ბერს, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში, პრო­ექ­ტის „ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ქარ­თ­ველ მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პი­რა­დი არ­ქი­ვე­ბი — სას­წავ­ლო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სი სკო­ლე­ბი­სათ­ვის“ — ფარ­გ­ლებ­ში გა­იხ­ს­ნა კვი­რე­უ­ლი — „გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე — ცხოვ­რე­ბა აზ­რით და გრძნო­ბით.“ 
საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თულ და სა­ინ­ტე­რე­სო კვი­რე­ულ­ზე გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის ცხოვ­რე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის დე­ტა­ლე­ბი სა­ჯა­რო ლექ­ცი­ე­ბის სა­ხით წარ­მო­ად­გი­ნეს თე­მე­ბით: გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე ემიგ­რა­ცი­ა­ში — ლა­შა ბაქ­რა­ძე, ფი­ლო­ლოგ-გერ­მა­ნის­ტი, ის­ტო­რი­კო­სი; უც­ნო­ბი გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე — ახა­ლი ქარ­თუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი — ზვი­ად კვა­რაცხე­ლია, მწე­რა­ლი; პი­რა­დი არ­ქი­ვი — მი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის პი­როვ­ნე­ბის და შე­მოქ­მე­დე­ბის კვლე­ვის­თ­ვის — ეთერ ქავ­თა­რა­ძე, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის არ­ქივ­თ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი, გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის პი­რა­დი არ­ქი­ვის მკვლე­ვა­რი; გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე — ცხოვ­რე­ბა აზ­რით და გრძნო­ბით — გო­ჩა სა­ი­თი­ძე, ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის არ­ქივ­თ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი; გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე — პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა — რუ­სუ­დან და­უშ­ვი­ლი, პრო­ფე­სო­რი, ემიგ­რა­ცი­ის მკვლე­ვა­რი.
ეს პრო­ექ­ტი, ცენ­ტ­რის გა­ნათ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მი­ერ, სა­გან­გე­ბოდ სკო­ლე­ბი­სათ­ვის შე­მუ­შავ­და  და 14 სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა შე­ირ­ჩა. აქე­დან 2012 წლის­თ­ვის გა­თ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 5 სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.
პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის კო­ლექ­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე,   ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­კითხე­ბის აქ­ტუ­ა­ლი­ზა­ციაა, რაც  ხელს შე­უწყობს ცენ­ტ­რი­სა და ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მა­სა­ლე­ბის სას­წავ­ლო რე­სურ­სის სა­ხით გა­მო­ყე­ნე­ბას; აქ  და­ცუ­ლი კო­ლექ­ცი­ე­ბის სას­წავ­ლო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გა­აზ­რე­ბას პე­და­გო­გი­ურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.
„გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე“ რი­გით მე­სა­მე პრო­ექ­ტია, რო­მელ­საც თბი­ლი­სის სკო­ლე­ბი დი­დი ინ­ტე­რე­სით შეხ­ვ­დ­ნენ.
ირი­ნა გო­გო­ნაია, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის გა­ნათ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი: „მე არც ლი­ტე­რა­ტო­რი ვარ და არც ის­ტო­რი­კო­სი, გა­ნათ­ლე­ბით ქი­მი­კო­სი ვარ, მაგ­რამ რო­ცა ცენ­ტ­რ­ში მო­ვე­დი სა­მუ­შა­ოდ, რო­გორც მო­ქა­ლა­ქემ და რო­გორც მკითხ­ველ­მა კულ­ტუ­რუ­ლი შო­კი მი­ვი­ღე. დამ­ხ­ვ­და სიმ­დიდ­რე, რო­მე­ლიც  სათანადოდ აქ­ტუ­ა­ლი­ზე­ბუ­ლი არ არის. მა­შინ­ვე და­ვიწყეთ ფიქ­რი იმა­ზე, თუ რო­გორ გაგ­ვე­ხა­და სკო­ლე­ბის­თ­ვის — სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცის­თ­ვის ეს ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი, ანუ მოგ­ვეხ­დი­ნა ამ მა­სა­ლის პე­და­გო­გი­ზა­ცია. სწო­რედ ამ ფიქ­რის შე­დე­გად გაჩ­ნ­და პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც ასე­ვე ვუ­წო­დეთ: „ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ქარ­თ­ველ მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პი­რა­დი არ­ქი­ვე­ბი — სას­წავ­ლო-საგ­ან­მან­ათ­ლებ­ლო რე­სურ­სი სკო­ლე­ბი­სათ­ვის“. 
ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია: ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის და ცენ­ტ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შეს­წავ­ლით, რო­მე­ლიც უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით  გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი საგ­ნობ­რი­ვი სტან­დარ­ტის და ცენ­ტ­რ­ში და­ცუ­ლი კო­ლექ­ცი­ე­ბი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვე­ბის მა­სა­ლე­ბის შე­ჯე­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე; შე­სა­ბა­მი­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბით, რო­მე­ლიც წა­რედ­გი­ნე­ბა სკო­ლას, რო­გორც სას­წავ­ლო რე­სურ­სი, ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის ზო­გა­დად, და კერ­ძოდ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გან­საზღ­ვ­რუ­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის სტან­დარ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის მი­საღ­წე­ვად, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­საწყო­ბად.
ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­ა­ნა­ლი­ზეთ, შე­ვის­წავ­ლეთ  ცენ­ტ­რის ქარ­თ­ველ მწე­რალ­თა და მოღ­ვა­წე­თა პი­რა­დი არ­ქი­ვე­ბი და აღ­მოჩ­ნ­და, რომ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ 14 სა­გან­მანა­თ­ლებ­ლო პროგ­რა­მა 14 ავ­ტორ­ზე. მა­გა­ლი­თად, მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლიც ის­წავ­ლე­ბა სკო­ლებ­ში და გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძეც, მაგ­რამ ჩვენს პი­რად არ­ქი­ვებ­ში არ არის და­ცუ­ლი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის პი­რა­დი არ­ქი­ვი, სა­მა­გი­ე­როდ, გვაქვს გა­ლაკ­ტი­ო­ნის პი­რა­დი არ­ქი­ვი. ამი­ტომ, რაც გვაქვს, მი­სი პე­და­გო­გი­ზა­ცია გა­დავ­წყ­ვი­ტეთ. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა მას­წავ­ლებ­ლებს აძ­ლევს თა­ვი­სუფ­ლე­ბას შე­დეგ­ზე გა­ვი­დეს არა მ­ხო­ლოდ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი, არა­მედ სხვა რე­სურ­სის დახ­მა­რე­ბით. სწო­რედ ასეთ რე­სურ­სად ვთა­ვა­ზობთ პე­და­გო­გებს ჩვენს პრო­ექტს.
პრო­ექ­ტი კომ­პ­ლექ­სუ­რი პროგ­რა­მის­გან შედ­გე­ბა: პირ­ვე­ლი გა­მო­ფე­ნაა — ავ­ტოგ­რა­ფე­ბის გა­მო­ფე­ნა,  რო­მელ­საც თან ახ­ლავს პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი. პირ­ვე­ლად ამით შე­მო­ვი­ფარ­გ­ლეთ, თუმ­ცა მივ­ხ­ვ­დით, რომ აქ მოს­წავ­ლე პა­სი­უ­რია და ამის გა­მო მას შემ­დეგ პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი აღარ გა­უჩ­ნ­დე­ბო­და, ამი­ტო­მაც ინ­ტე­რაქ­ტი­უ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა შე­მო­ვი­ღეთ, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს შემ­დეგ აქ­ტი­ვო­ბას — მი­ნი-კვლე­ვა, რო­მელ­საც მოს­წავ­ლე ჩვენს მი­ერ შედ­გე­ნი­ლი სა­მუ­შაო ფურ­ც­ლე­ბით ახორ­ციე­ლებს. მო­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი — მარ­ტი­ვი­დან რთუ­ლი­სა­კენ — აიძუ­ლებს მოს­წავ­ლე­ებს თვი­თონ და­ა­მუ­შა­ონ გა­მო­ფე­ნი­ლი მა­სა­ლა. გარ­და ამი­სა, და­ვა­მა­ტეთ სა­ჯა­რო ლექ­ცი­ე­ბი, რო­მელ­საც კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი — ცენ­ტ­რის მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი ან მოწ­ვე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი კითხუ­ლო­ბენ. ჩვე­ნი ცენ­ტ­რი სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა და მთე­ლი ღირ­სე­ბაც სწო­რედ ამა­შია, აქ არ­ქი­ვებს არა მხო­ლოდ ვი­ცავთ, არა­მედ მეც­ნი­ე­რუ­ლა­დ ვსწავ­ლობთ და ვა­მუ­შა­ვებთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ამ პრო­ექ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით შეგ­ვიძ­ლია მი­ვა­წო­დოთ სკო­ლებს. ბო­ლოს გა­დავ­წყ­ვი­ტეთ შე­მოგ­ვე­ტა­ნა სა­ხა­ლი­სო შე­ჯიბ­რე­ბი­თი ელე­მენ­ტე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ვიქ­ტო­რი­ნის სა­ხით. ფაქ­ტობ­რი­ვად, ამით შე­იკ­რა ციკ­ლი — ანუ გვაქვს გა­მო­ფე­ნა, მი­სი თან­მ­ხ­ლე­ბი სა­უ­ბა­რი-პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი — მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბა მი­ნი-კვლე­ვის და შემ­დეგ სა­ჯა­რო პრე­ზენ­ტა­ცი­ის სა­ხით, სა­ჯა­რო ლექ­ცი­ე­ბი და ვიქ­ტო­რი­ნა.
პრო­ექ­ტის დაწყე­ბამ­დე სკო­ლებს ვუგ­ზავ­ნით მოწ­ვე­ვას ჩვენს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე. ეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ექ­ს­კურ­სიო სას­წავ­ლო გეგ­მაა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მას­წავ­ლებ­ლებ­მა უკ­ვე იცი­ან, რა დახ­ვ­დე­ბათ აქ და რო­გორ მო­ამ­ზა­დონ ამის­თ­ვის მოს­წავ­ლე­ე­ბი. ელექ­ტ­რო­ნულ სას­წავ­ლო რე­სურსს გან­ვი­ხი­ლავთ, რო­გორც პროგ­რა­მის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს კომ­პო­ნენტს, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს სკო­ლას, ჩა­ერ­თოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ში, რო­გორც სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი პარ­ტ­ნი­ო­რი წი­ნას­წა­რი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებ­ში იგუ­ლის­ხ­მე­ბა ექ­ს­კურ­სი­ის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი  (ექ­ს­კურ­სი­ის მიზ­ნის ფორ­მუ­ლი­რე­ბა; ექ­ს­კურ­სი­ის წი­ნა­მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი და პოს­ტ­სა­ექ­ს­კურ­სიო აქ­ტი­ვო­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­სა და ში­ნა­არ­სის გან­საზღ­ვ­რა) და ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი და­გეგ­მ­ვა. სწო­რედ ში­ნა­არ­სობ­რი­ვი კომ­პო­ნენ­ტის და­გეგ­მ­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სას­წავ­ლო რე­სურ­სი, რო­მე­ლიც ცენ­ტ­რის ვებგვერ­დ­ზეც არის გან­თავ­სე­ბუ­ლი.
2012 წლის­თ­ვის 14 სა­გან­მანა­თ­ლებ­ლო პროგ­რა­მი­დან ჩვენ 5-ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა დავ­გეგ­მეთ. აქე­დან უკ­ვე მე­ოთხეს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი გა­ზაფხულ­ზე დი­მიტ­რი ყი­ფი­ანს მი­ეძღ­ვ­ნა, შემ­დეგ იაკობ გო­გე­ბაშ­ვილს, მე­სა­მე პრო­ექ­ტი გახ­ლ­დათ გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე, ახ­ლა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე მიმ­დი­ნა­რე­ობს, დე­კემ­ბერ­ში კი „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ვა­პი­რებთ. მო­მა­ვალ წელს და­გეგ­მი­ლია აკა­კი, ვა­ჟა და გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნი.
რო­გორც გითხა­რით, კვი­რე­უ­ლის ბო­ლო  აკორ­დი ვიქ­ტო­რი­ნაა.  ვიქ­ტო­რი­ნის­თ­ვის წი­ნას­წარ ვუგ­ზავ­ნით სკო­ლებს კითხ­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ლი­ტე­რა­ტუ­რას, რა­თა მოს­წავ­ლე­ე­ბი მო­ემ­ზა­დონ შე­ჯიბ­რის­თ­ვის. ამ­ჯე­რად, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო თბი­ლი­სის ოთხ­მა სკო­ლამ — პირ­ვე­ლი კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზია, პირ­ვე­ლი ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლა, გიმ­ნა­ზია „შავ­ნა­ბა­და“ და კერ­ძო სკო­ლა „ლო­მი­სი“.
ვიქ­ტო­რი­ნა სამ ეტა­პად მიმ­დი­ნა­რე­ობს — და­ვიწყეთ მარ­ტი­ვი ტუ­რით, რო­მე­ლიც მო­ი­ცავ­და შე­და­რე­ბით მარ­ტივ კითხ­ვებს, რო­მელ­საც ოთხი სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხი ახ­ლავს და მათ­გან მოს­წავ­ლე­ებ­მა ერ­თი სწო­რი პა­სუ­ხი უნ­და აირ­ჩი­ონ. მე­ო­რე ტუ­რი ით­ვა­ლის­წი­ნებს ღია პა­სუ­ხებს, მათ უნ­და იმ­ს­ჯე­ლონ და ისე უპა­სუ­ხონ შე­კითხ­ვებს; მე­სა­მე ტუ­რი ბლიც კითხ­ვე­ბია — ვინ უფ­რო სწრა­ფად გას­ცემს ჩვენ მი­ერ დას­მულ კითხ­ვებს მეტ სწორ პა­სუხს. მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ჟი­უ­რის მი­ერ დას­მუ­ლი კითხ­ვე­ბი. იმ სა­ჯა­რო ლექ­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც კვი­რე­უ­ლის ფარ­გ­ლებ­ში მათ წა­ე­კითხათ. მოს­წავ­ლე, რო­მე­ლიც სრუ­ლად და­ეს­წ­რო გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის კვი­რე­ულს, იოლად გას­ცემს პა­სუხს.  ამ ტურ­ში „შავ­ნა­ბა­დამ“ გა­ი­მარ­ჯ­ვა და სა­ერ­თოდ, ვიქ­ტო­რი­ნის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლიც სწო­რედ ეს სკო­ლა აღ­მოჩ­ნ­და.
ჟი­უ­რი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან და­კომ­პ­ლექ­ტ­და, ვინც კვი­რე­უ­ლის სა­ჯა­რო ლექ­ცი­ე­ბი წა­ი­კითხა. ჟი­უ­რის თავ­მ­ჯ­დო­მა­რეა ქალ­ბა­ტო­ნი ეთერ ქავ­თა­რა­ძე, წევ­რე­ბი: რუ­სუ­დან და­უშ­ვი­ლი, ზვი­ად კვა­რაცხე­ლია და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა“, ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი — ლე­ლა წით­ლა­ძე.“
ნეს­ტან ბა­გა­უ­რი, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის გა­ნათ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შ­რო­მე­ლი: „გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის კვი­რე­უ­ლი მწერ­ლის სა­ი­უ­ბი­ლეო დღე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ი­გეგ­მა. სა­ექ­ს­კურ­სიო პროგ­რა­მის შე­სა­ხებ შეტყო­ბი­ნე­ბა გა­ვუგ­ზავ­ნეთ თბი­ლი­სის ყვე­ლა სკო­ლას, ვის­თა­ნაც გვაქვს მუდ­მი­ვად ელექ­ტ­რო­ნუ­ლი კავ­ში­რი. სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის გარ­და, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ყო­ველ­დღე და­გეგ­მი­ლი გვქონ­და საჯა­რო ლექ­ცი­ე­ბი. ვე­ცა­დეთ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ის მკვლე­ვა­რე­ბი წარ­მოგ­ვედ­გი­ნა გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძი­სა — ის­ტო­რი­კო­სი, მწე­რა­ლი, ლი­ტე­რა­ტუ­რის თე­ო­რე­ტი­კო­სი, ისე, რომ შევ­სე­ბუ­ლი­ყო გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის პორ­ტ­რე­ტი. სა­ინ­ტე­რე­სო ლექ­ცი­ე­ბით მოს­წავ­ლე­ე­ბი ბევრ ინ­ფორ­მა­ცი­ას იღე­ბენ, რა­საც შემ­დეგ ვიქ­ტო­რი­ნა­ზე ავ­ლე­ნენ. ვიქ­ტო­რი­ნის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლემ მი­ი­ღო სი­გე­ლი, ხო­ლო გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გუნ­დი და­სა­ჩუქ­რ­და  კომ­პ­ლექ­ტით სე­რი­ი­დან  —   „უც­ნო­ბი გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე“. რაც მთა­ვა­რია, პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლია, რად­გა­ნაც მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბა თან­და­თან იზ­რ­დე­ბა და მე­ტი სკო­ლა გა­მოთ­ქ­ვამს სურ­ვილს, ჩა­ერ­თოს ჩვენს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტებ­ში. დღეს სტუმ­რად ლა­გო­დე­ხე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბიც გვეწ­ვივ­ნენ, მათ გა­მოთ­ქ­ვეს სურ­ვი­ლი, მო­მა­ვალ­ში ინ­ტენ­სი­უ­რად მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პროგ­რა­მა­ში.“
კვი­რე­უ­ლის ბო­ლო სა­ჯა­რო ლექ­ცია გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას მი­ეძღ­ვ­ნა, რო­მე­ლიც პრო­ფე­სორ­მა, ემიგ­რა­ცი­ის მკვლე­ვარ­მა რუ­სუ­დან და­უშ­ვილ­მა წა­ი­კითხა. ქალ­ბა­ტონ­მა რუ­სუ­დან­მა ხელ­ნა­წერ­თა ცენ­ტ­რის მი­ერ ემიგ­რან­ტი მწერ­ლის შე­სა­ხებ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვი­რე­უ­ლი შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ: „ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც ქარ­თულ ემიგ­რა­ცი­ას ეძღ­ვ­ნე­ბა, ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლია, იმი­ტომ, რომ ქარ­თულ­მა ემიგ­რა­ცი­ამ და­ტო­ვა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც აუცი­ლებ­ლად და, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად, უნ­და ჩავ­რ­თოთ ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში — გან­საკუ­თ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია  ლი­ტე­რა­ტუ­რა და, მათ შო­რის,  გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის შე­მოქ­მე­დე­ბა. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თუნ­დაც იმ კუთხით, რომ  მოს­წავ­ლე­ებ­მა, რო­მელ­თა სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ში არ შე­დის ეს დი­დე­ბუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი მწე­რა­ლი, თუნ­დაც ასე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბით შე­იტყონ მის შე­სა­ხებ.
რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს დღე­ვან­დელ ლექ­ცი­ას, ის ეხე­ბო­და გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძეს რო­გორც პო­ლი­ტი­კურ ფი­გუ­რას.  პო­ლი­ტი­კო­სი და პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ცნე­ბე­ბია. ლექ­ცი­ა­ში აქ­ცენ­ტი სწო­რედ პო­ლი­ტი­კურ ფი­გუ­რა­ზე გა­ვა­კე­თე. საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში მის­გან პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა — მტე­რი, მო­ღა­ლა­ტე —  შექ­მ­ნეს, თუმ­ცა ის პო­ლი­ტი­კა­ში ნაკ­ლე­ბად ერე­ო­და. მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხალ­ხი გა­ა­ნად­გუ­რეს, მი­სი სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბაც კი აკ­რ­ძა­ლეს. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა მხო­ლოდ იმას, რომ მი­სი მკითხ­ვე­ლი იყო. რაც შე­ე­ხე­ბა მწერ­ლის  ემიგ­რა­ცი­ას, ის ემიგ­რა­ცი­ა­ში ნამ­დ­ვი­ლად გახ­და პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა. მის მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი ნაშ­რო­მე­ბი — „ჰიტ­ლე­რი“ და „მუ­სო­ლი­ნი“ გახ­და იმის სა­ბა­ბი, რომ, პრაქ­ტი­კუ­ლად, გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძეს მოღ­ვა­წე­ო­ბა აეკ­რ­ძა­ლა. მას არ­სად აღარ ბეჭ­დავ­დ­ნენ. სხვა­თა შო­რის, ბევ­რი ემიგ­რან­ტიც მი­იჩ­ნევ­და მას პო­ლი­ტი­კურ ფი­გუ­რად და არ უწო­ნებ­და ამ წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მას. სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც და უცხო­ეთ­შიც  გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე გახ­და პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა, თუმ­ცა ის არა­სო­დეს ჩა­რე­უ­ლა პო­ლი­ტი­კა­ში, შე­სა­ბა­მი­სად, არა­სო­დეს ყო­ფი­ლა პო­ლი­ტი­კო­სი. სწო­რედ ეს მინ­დო­და მეთ­ქ­ვა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, მი­მეხ­ვედ­რე­ბი­ნა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კის მი­მართ ნე­იტ­რა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის­გან შე­იქ­მ­ნას პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა.“
გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის კვი­რე­ულ­მა მოს­წავ­ლე­ებ­ზე მარ­თ­ლაც დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა. გთა­ვა­ზობთ მათ აზ­რებს:
ანი გვე­ლე­სი­ა­ნი, გიმ­ნა­ზია „შავ­ნა­ბა­დას“ მოს­წავ­ლე: „ძა­ლი­ან კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. მო­ვის­მი­ნეთ სა­ინ­ტე­რე­სო ლექ­ცი­ე­ბი და, რაც მთა­ვა­რია, ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია მო­ვი­პო­ვეთ ამ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლის შე­სა­ხებ. მომ­წონს ისიც, რომ კვი­რე­უ­ლის ბო­ლოს მოს­წავ­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა გვეძ­ლე­ვა ვიქ­ტო­რი­ნის სა­ხით ერ­თ­მა­ნეთს შე­ვე­ჯიბ­როთ  — რა ვი­ცით გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის შე­სა­ხებ. ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად ბევ­რის მომ­ც­ვე­ლია და ჩვენ­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო. სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, ალ­ბათ, ასე დე­ტა­ლუ­რად გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის ცხოვ­რე­ბა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბას არ შე­ვის­წავ­ლი­დით.“
ნია ჭავ­ჭა­ნი­ძე, პირ­ვე­ლი ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლის მოს­წავ­ლე: „გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის კვი­რე­ულ­მა დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე, გა­ვე­ცა­ნი მწერ­ლის ბი­ოგ­რა­ფი­ას, ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან დე­ტა­ლებს, მის შე­მოქ­მე­დე­ბას. ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღეთ მწერ­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნეტ­შიც არ არის. ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, სულ სხვაგ­ვა­რად და­ვი­ნა­ხე მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც „ხალ­ხის მო­ღა­ლა­ტედ“ შე­რაცხეს. ჩე­მი აზ­რით, მის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას — უარ­ყო საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და მხა­რი და­უ­ჭი­რა გერ­მა­ნი­ას, ჰქონ­და გა­მარ­თ­ლე­ბა, რად­გა­ნაც მას ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხის, ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა სურ­და.  
ვიქ­ტო­რი­ნა­ზე ერ­თ­გ­ვა­რად შე­ჯამ­და ჩვე­ნი ცოდ­ნა. იმე­დია, სხვა მწერ­ლებ­საც მი­ეძღ­ვ­ნე­ბა ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო კვი­რე­უ­ლე­ბი და ჩვენ სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.“
ნი­ნო ჯა­ჯა­ნი­ძე, ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის აფე­ნის ¹1 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე: „დღეს პირ­ვე­ლად ვართ ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში და დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის ქვეშ ვიმ­ყო­ფე­ბით. მო­ვის­მი­ნეთ ლექ­ცია გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის შე­სა­ხებ და თვალს ვა­დევ­ნებთ ვიქ­ტო­რი­ნას, რო­მელ­შიც თბი­ლი­სის სკო­ლე­ბი  მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. გა­დაწყ­ვე­ტი­ლი გვაქვს, სხვა პრო­ექ­ტებ­ში ჩვე­ნი სკო­ლაც ჩა­ერ­თოს. იმე­დია,  ჩვე­ნი სურ­ვი­ლი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.“
მა­რი­ამ კა­პა­ნა­ძე, აფე­ნის ¹1 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი: „ძა­ლი­ან გვინ­დო­და კვი­რე­უ­ლის დას­კ­ვ­ნით ნა­წილს დავ­ს­წ­რე­ბო­დით, რა­თა ამ პრო­ექ­ტის ფორ­მა­ტი ენა­ხათ ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს. მათ ძა­ლი­ან დი­დი სურ­ვი­ლი აქვთ, ჩა­ერ­თონ სხვა პრო­ექ­ტებ­ში. ბავ­შ­ვე­ბი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით არი­ან სავ­სე, ყვე­ლა­ფე­რი მოს­წონთ. რაც მთა­ვა­რია, ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღეს ამ სა­ა­მა­ყო ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლის შე­სა­ხებ.“  
კვი­რე­უ­ლი  — „გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე — ცხოვ­რე­ბა აზ­რით და გრძნო­ბით“— 31 ოქ­ტომ­ბერს დას­რულ­და. ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი კი ამ­ჟა­მად ილი­ას პი­რად არ­ქივს აც­ნობს მოს­წავ­ლე­ებს. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ და­გეგ­მი­ლი სას­წავ­ლო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლე­ბი­სათ­ვის მარ­თ­ლაც ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო რე­სურ­სად შე­იძ­ლე­ბა აქ­ცი­ონ პე­და­გო­გებ­მა. ამ პრო­ექ­ტის მი­ზა­ნიც, ხომ სწო­რედ  მათ­თ­ვის სა­ჭი­რო მა­სა­ლის პე­და­გო­გი­ზა­ციაა.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N