გამოდის 1998 წლიდან
2012-12-19
დღე­სას­წა­უ­ლად ქცე­უ­ლი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა

თა­ვი­სუ­ფა­ლი პე­და­გო­გი­კის ცენ­ტ­რ­ში, და­მა­ტე­ბი­თი პე­და­გო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სას­წავ­ლო ფა­კულ­ტეტ­მა, სამ­კურ­ნა­ლო პე­და­გო­გი­კა­ში (სპე­ცი­ა­ლური პე­და­გო­გი­კა), მუ­შა­ო­ბა 1991 წელს და­იწყო, ვალ­დორ­ფუ­ლი პე­და­გო­გი­კის კურ­სე­ბით. 1998 წლი­დან დღემ­დე ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს სამ­კურ­ნა­ლო პე­და­გო­გი­კის კურ­სე­ბი (სამ­კურ­ნა­ლო-პე­და­გო­გი­უ­რი სე­მი­ნა­რი), რო­მელ­მაც სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცია გა­ი­ა­რა და აღი­ა­რე­ბუ­ლია სამ­კურ­ნა­ლო პე­და­გო­გი­კი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი თე­რა­პი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭოს მი­ერ.
და­მა­ტე­ბი­თი პე­და­გო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სას­წავ­ლო ფა­კულ­ტე­ტი სამ­კურ­ნა­ლო პე­და­გო­გი­კა­ში (სპე­ცი­ა­ლური პე­და­გო­გი­კა) გთა­ვა­ზობთ შემ­დეგ მომ­სა­ხუ­რე­ბას:
t 2-წლი­ა­ნი ძი­რი­თა­დი კურ­სი სამ­კურ­ნა­ლო პე­და­გო­გი­კა­ში (სამ­კურ­ნა­ლო პე­და­გო­გიკის სპეციალისტის მომ­ზა­დე­ბა);
t სხვა­დას­ხ­ვა ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბის (5 დღი­დან დაწყე­ბუ­ლი 3 თვემ­დე) ტრე­ნინგ-კურ­სე­ბი სპე­ცი­ა­ლურ პე­და­გო­გი­კა­ში (სამ­კურ­ნა­ლო და ოლი­გოფ­რე­ნო­პე­და­გო­გი­კა);
t კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი სპე­ცი­ა­ლურ პე­და­გო­გი­კა­ში.
***
პრო­ფე­სი­ით პე­და­გოგ-დე­ფექ­ტო­ლოგ­მა, პე­და­გო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორ­მა მა­რი­ნა შოს­ტაკ­მა სკო­ლის გახ­ს­ნა იმი­ტომ გა­დაწყ­ვი­ტა, რომ ხე­დავ­და გან­ვი­თა­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლად მოქ­მე­დი მე­თო­დი­კა სა­თა­ნა­დო შე­დეგს ვერ იძ­ლე­ო­და. „ვალ­დორ­ფის პე­და­გო­გი­კის შე­სა­ხებ, ბუ­ნებ­რი­ვია, ვი­ცო­დი, მაგ­რამ ერ­თხელ აღ­მოვ­ჩ­ნ­დი კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც გან­ვი­თა­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის აღ­ზ­რ­დის ცენ­ტ­რ­ში გა­ი­მარ­თა შვე­დეთ­ში. იქ ნა­ნახ­მა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე, გა­დავ­წყ­ვი­ტე, ყვე­ლა­ფე­რი მე­ღო­ნა იმის­თ­ვის, რომ ჩვენს ქა­ლაქ­შიც გა­მეხ­ს­ნა მსგავ­სი ცენ­ტ­რი. ჩე­მი მი­ზა­ნი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე, სკო­ლა ერ­თი კლა­სით გა­იხ­ს­ნა და დღეს უკ­ვე 100-მდე მოს­წავ­ლეს ემ­სა­ხუ­რე­ბა“  — გვი­ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა.
გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის გა­რე­მოც და მიდ­გო­მაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. თბი­ლი გა­რე­მო, კე­თილ­მოწყო­ბი­ლი შე­ნო­ბა,  სა­დაც თი­თო­ე­უ­ლი დე­ტა­ლი მათ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზეა გათ­ვ­ლი­ლი, შე­ნო­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლაც კი გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბის ერთ-ერ­თი კომ­პო­ნენ­ტია, ინ­ტე­რი­ე­რის დი­დი ნა­წი­ლი ხი­თაა და­ფა­რუ­ლი, პან­დუ­სე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მოწყო­ბი­ლი და რო­გორც ქალ­ბა­ტონ­მა მა­რი­ნამ გვითხ­რა, ეს პირ­ვე­ლი სკო­ლა აღ­მოჩ­ნ­და, სა­დაც პან­დუ­სე­ბი და­მონ­ტაჟ­და. იქ შე­სუ­ლი ხვდე­ბი, რომ რა­ღაც გან­საკუ­თ­რე­ბულ­თან გაქვს შე­ხე­ბა, გა­რე­მო გაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებს, რომ აქ ერ­თ­მა­ნეთს ძა­ლი­ან უფ­რ­თხილ­დე­ბი­ან. ტემ­პე­რა­ტუ­რაც კი აუცი­ლე­ბე­ლი და მკაც­რად გა­სა­კონ­ტ­რო­ლე­ბე­ლია, რად­გან და­ბალ­მა ტემ­პე­რა­ტუ­რამ შე­საძ­ლოა ბავ­შ­ვე­ბის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დოს, იქ ხომ ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბ­ლით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ტა­რე­ბიც არი­ან. შე­ნო­ბის ინ­ტე­რი­ე­რი ბავ­შ­ვე­ბის ხე­ლით შექ­მ­ნი­ლი ნა­ხა­ტე­ბით, ნა­ქარ­გე­ბით და მო­ზა­ი­კი­თაა მო­ფე­ნი­ლი, შე­სას­ვ­ლელ­ში­ვე პა­ტა­რა მა­ღა­ზიაა, სა­დაც  მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ დამზადებული თო­ჯი­ნე­ბი აწყ­ვია. შე­ნო­ბას ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ეზო აქვს, ბავ­შ­ვებს — დი­დი  სა­თა­მა­შო მო­ე­და­ნი.
იმ დღეს გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ, მშობ­ლებ­მა სპექ­ტაკ­ლი უნ­და აჩ­ვე­ნონ, შემ­დეგ მოს­წავ­ლე­ე­ბის გუნ­დი იმ­ღე­რებს, ბო­ლოს პა­ტა­რე­ბის კონ­ცერ­ტია.  ტრა­დი­ცი­უ­ლად, დღე­სას­წა­უ­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­ნიშ­ნა­ვენ. მათ­თ­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, შე­ქე­ბა კი გან­სა­კუთ­რე­ბულ ემო­ცი­ას აღ­ძ­რავს, წარ­მო­უდ­გენ­ლად ბევრ სით­ბოს გა­მო­ხა­ტა­ვენ ყვე­ლას მი­მართ, ვინც მათ ყუ­რადღე­ბას იქ­ცევს. გი­ორ­გო­ბის დღი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი დღე­სას­წა­უ­ლის  ტრა­დი­ცია არ ირ­ღ­ვე­ვა — ყვე­ლა­ნი ერ­თად მა­თი­ვე და­წუ­რუ­ლი ბა­და­გით მომ­ზა­დე­ბულ თა­თა­რა­ში ჩურ­ჩხე­ლებს ავ­ლე­ბენ. ბო­ლოს კი, სა­სა­დი­ლო ოთახ­ში მა­გი­და­ზე მო­თავ­სე­ბულ „გრძელ ურ­ჩხულს“ — ტორტს ჭრი­ან. ბავ­შ­ვე­ბი უზო­მოდ კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან, პე­და­გო­გე­ბი კი — ამით ბედ­ნი­ე­რე­ბი.
***
 სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი „მზე ში­ნა“ 3-დან 7 წლამ­დე ასა­კის, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ და ფი­ზი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­ზეა გათ­ვ­ლი­ლი. სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი ვალ­დორ­ფის პე­და­გო­გი­კის პრინ­ცი­პით მუ­შა­ობს, რომ­ლის მი­ზა­ნი ბავ­შ­ვის სწო­რი აღ­ზ­რ­დაა, მი­სი ნე­ბის, გრძნო­ბის, აზ­როვ­ნე­ბის თა­ნაბ­რად გან­ვი­თა­რე­ბა. აქ­ცენ­ტი მი­მარ­თუ­ლია შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­სა და მათ შემ­დ­გომ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. „თი­თო­ე­ულ ბავ­შ­ვ­ში ვე­ძებთ უნარს, რო­მელ­საც ვე­ჭი­დე­ბით და ვა­ვი­თა­რებთ. ნე­ბის­მი­ერ ბავშვს, მი­უ­ხე­და­ვად გო­ნებ­რი­ვი თუ ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, აქვს რა­ი­მე უნა­რი, რომ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეც ჩვე­ნი ცენ­ტ­რის სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ზრუ­ნა­ვენ, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის­თ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შედ­გე­ნი­ლი პროგ­რა­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით“ — გვი­ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა.  ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ფერ­წე­რის, ხატ­ვის, სიმ­ღე­რის, მოძ­რა­ვი თა­მა­შე­ბის, ხელ­გარ­ჯი­ლო­ბის, მუ­სი­კის, ევ­რით­მი­ის, სპექ­ტაკ­ლის, ზღაპ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით.
სპე­ცი­ფი­კუ­რი მე­თო­დი­კა და თე­რა­პი­ის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რომ ბავშვს გა­უღ­ვივ­დეს ინ­ტე­რე­სი სამ­ყა­რო­სად­მი, გა­მოვ­ლინ­დეს მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მი, გა­ნუ­ვი­თარ­დეს მეტყ­ვე­ლე­ბა, მოძ­რა­ო­ბა, აზ­როვ­ნე­ბა, ნე­ბა და სხვ., მოხ­დეს მი­სი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და ინ­ტეგ­რი­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.
ყო­ვე­ლი­ვე ამას თან ახ­ლავს დი­დი თე­რა­პი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა: მა­სა­ჟი, არ­ტ­თე­რა­პია, სამ­კურ­ნა­ლო ევ­რით­მია, ლო­გო­პე­დია. დი­დი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა წე­ლი­წა­დის, კვი­რის, დღის რიტ­მე­ბის დაც­ვას, რაც ბავშვს სწორ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გა­რე­მომ­ც­ვე­ლი სამ­ყა­როს ადეკ­ვა­ტურ აღ­ქ­მა­ში ეხ­მა­რე­ბა. სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში 3-ჯე­რა­დი კვე­ბაა.
არც ბაღ­ში და არც სკო­ლა­ში ბავშ­ვე­ბი დი­აგ­ნოს­ტი­კის გა­რე­შე არ მი­ი­ღე­ბი­ან. ფსი­ქო­ლო­გი­ურ-პე­და­გო­გი­უ­რი სა­კონ­სულ­ტა­ციო დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ცენ­ტ­რი, რომ­ლის პრო­ექ­ტიც  გერ­მა­ნულ ორ­გა­ნი­ზა­ცია „Aktion Mensch“-თან ერ­თად ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ად­რე­უ­ლი ასა­კის სხვა­დას­ხ­ვა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და ფი­ზი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი­სა და მა­თი მშობ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ებს ემ­სა­ხუ­რე­ბა. სა­კონ­სულ­ტა­ციო ცენ­ტ­რ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა: დი­აგ­ნოს­ტი­კა (ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, პე­და­გო­გი­უ­რი, ლო­გო­პე­დი­უ­რი), კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი (ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, პე­და­გო­გი­უ­რი, ლო­გო­პე­დი­უ­რი), ლო­გო­პე­დი­უ­რი და სამ­კურ­ნა­ლო პე­და­გო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბა; თე­რა­პი­უ­ლი მუ­შა­ო­ბა (მა­სა­ჟი, ევ­რით­მია, სამ­კურ­ნა­ლო ფიზ­კულ­ტუ­რა, არ­ტ­თე­რა­პია);  ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბა ბავ­შ­ვე­ბი­სა და მშობ­ლე­ბი­სათ­ვის. ად­რე­უ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ურ-პე­და­გო­გი­უ­რი დი­აგ­ნოს­ტი­კა ეხ­მა­რე­ბა მშობ­ლებს სწო­რად „წარ­მარ­თონ“ ბავ­შ­ვე­ბი, აირ­ჩი­ონ აუცი­ლე­ბე­ლი კო­რექ­ცი­უ­ლი და თე­რა­პი­უ­ლი მუ­შა­ო­ბა, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს ბავ­შ­ვის სწორ გან­ვი­თა­რე­ბას.
მთა­ვა­რან­გე­ლოზ მი­ქა­ე­ლის სამ­კურ­ნა­ლო-პე­და­გო­გი­ურ სკო­ლა­ში 10-წლი­ან ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას იღე­ბენ და მიმ­დი­ნა­რე­ობს შრო­მი­თი სწავ­ლე­ბაც, ხო­ლო ბო­ლო 2 წე­ლი ეთ­მო­ბა ახალ­გაზ­რ­დე­ბის პრო­ფე­სი­ულ აღ­ზ­რ­დას.
სამ­კურ­ნა­ლო-პე­და­გო­გი­უ­რი სკო­ლა მუ­შა­ობს ვალ­დორ­ფის პე­და­გო­გი­კის მე­თო­დი­კი­თა და სამ­კურ­ნა­ლო-პე­და­გო­გი­უ­რი სკო­ლის პროგ­რა­მით, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ეროვ­ნულ პროგ­რა­მას მო­ი­ცავს. სკო­ლის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია — ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და ფი­ზი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის სწავ­ლა-აღ­ზ­რ­და, სო­ცი­ა­ლუ­რი ადაპ­ტა­ცია და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცია, და­მო­უ­კი­დებ­ლად მოქ­მე­დე­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და ბავ­შ­ვე­ბის სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში დარ­წ­მუ­ნე­ბა. პროგ­რა­მა შე­ე­ფარ­დე­ბა ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის ასა­კობ­რივ ეტა­პებს, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ და ფი­ზი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის ნე­ბის, გრძნო­ბი­სა და აზ­როვ­ნე­ბის, თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­სა და უნა­რე­ბის თა­ნა­ბა­რი გან­ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. „ჩვენ­თან ბავ­შ­ვე­ბი ასა­კის მი­ხედ­ვით არი­ან გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი კლა­სებ­ში, რაც სხვა­გან არ ხდე­ბა. მა­გა­ლი­თად, არც ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, 14 წლის ბავშვს, რო­მელ­მაც არ იცის წე­რა და კითხ­ვა, დაწყე­ბით კლა­სებ­ში არ დავ­ს­ვამთ, ის  თა­ნა­ტო­ლებ­თან ზის კლას­ში, მაგ­რამ მას­თან აუცი­ლებ­ლად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მუ­შა­ობს პე­და­გო­გი და, სა­ერ­თო სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის გარ­და, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ას­წავ­ლის და ცდი­ლობს და­ა­წი­ოს თა­ნა­ტო­ლებს. და­ბე­ჯი­თე­ბით შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ დღეს მთა­ვა­რან­გე­ლოზ მი­ქა­ე­ლის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო მოთხოვ­ნას, რა­საც მსგავ­სი ტი­პის სას­წავ­ლო-აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბით და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს უყე­ნე­ბენ. ამას აღ­ნიშ­ნა­ვენ ჩვე­ნი უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბიც, რომ­ლებ­მაც ჩვე­ნი სკო­ლა მო­ი­ნა­ხუ­ლეს. რო­გორც გითხა­რით, სკო­ლა­ში ვალ­დორ­ფის მე­თო­დი­კით ვმუ­შა­ობთ, თუმ­ცა, არც ერ­თი მე­თო­დი­კის მე­ქა­ნი­კუ­რად გად­მო­ტა­ნა და და­ნერ­გ­ვა სწო­რი არ არის. აუცი­ლე­ბე­ლია, ჩვენს რე­ა­ლო­ბას მო­ვარ­გოთ და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ყვე­ლა  ნი­უ­ან­სი ისე, რომ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ მი­სი ძი­რი­თა­დი არ­სი. ვალ­დორ­ფის პე­და­გო­გი­კა­ზე მო­მუ­შა­ვე სკო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 800-ია. ეს მე­თო­დი­კა ჯან­მ­რ­თელ ბავ­შ­ვებ­თა­ნაც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მი­სი სა­შუ­ა­ლე­ბით მაქ­სი­მა­ლუ­რად იხ­ს­ნე­ბა ბავ­შ­ვის მო­ნა­ცე­მე­ბი, ხე­ლოვ­ნე­ბის ფარ­თე შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ამი­ტომ ხე­ლოვ­ნე­ბას დი­დი დრო ეთ­მო­ბა, მი­იჩ­ნე­ვა, რომ მხატ­ვ­რუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბა ადა­მი­ა­ნის პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­მოვ­ლე­ნის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. ჩვენს ბავ­შ­ვებ­ში ჯან­საღ სუ­ლი­ერ საწყისს ვხე­დავთ, რა­საც ვეყ­რ­დ­ნო­ბით და შემ­დ­გომ ყვე­ლა­ფერს ამა­ზე ვა­გებთ. უკან თუ მი­ვი­ხე­დავთ, და­ვი­ნა­ხავთ, რომ მარ­თ­ლაც ბევ­რი საქ­მე გა­კეთ­და. ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ სხვა ქვეყ­ნე­ბის ანა­ლო­გი­ურ ცენ­ტ­რებ­თან. პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით ძა­ლი­ან ბევ­რი რამ შევ­ძე­ლით, თუნ­დაც ის, რომ სკო­ლის­თ­ვის ძა­ლი­ან კარ­გი შე­ნო­ბა აშენ­და. ცენ­ტ­რი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს, თუმ­ცა დღეს სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩ­ნ­დით.“ — გვითხ­რა ქალ­ბა­ტონ­მა მა­რი­ნამ.
გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­თო­დი­კით აგე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი, მას­ში ჩარ­თუ­ლი რიტ­მუ­ლი და სა­მეტყ­ვე­ლო სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი, არა მარ­ტო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, არა­მედ თე­რა­პი­ულ დატ­ვირ­თ­ვა­საც ატა­რებს.
სკო­ლა­ში ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საგ­ნე­ბის  — მშობ­ლი­უ­რი ენა, მა­თე­მა­ტი­კა, გე­ოგ­რა­ფია, ქი­მია, ბი­ო­ლო­გია, ფი­ზი­კა, მხა­რეთ­მ­ცოდ­ნე­ო­ბა და სხვ. — სწავ­ლე­ბას­თან ერ­თად, დი­დი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა ხე­ლით მუ­შა­ო­ბას. I-X კლა­სებ­ში ის­წავ­ლე­ბა ქსო­ვა, ფე­იქ­რო­ბა, თე­ქა,  ქარ­გ­ვა, ხე­ზე მუ­შა­ო­ბა, მო­ზა­ი­კა, მე­ბა­ღე­ო­ბა — ყო­ვე­ლი­ვე ეს ავი­თა­რებს არა მარ­ტო თი­თე­ბის მო­ტო­რი­კა­სა და წვრილ მო­ტო­რი­კას, არა­მედ ნე­ბას, მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბას, მო­რა­ლურ თვი­სე­ბებს. ბავ­შ­ვე­ბი ამ­ზა­დე­ბენ მხო­ლოდ აუცი­ლე­ბელ საგ­ნებს: ხელ­საწ­მენ­დებს სკო­ლი­სათ­ვის, სამ­ზა­რე­უ­ლოს და­ფებს, უმ­ც­რო­სი ასა­კის ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის ქსო­ვენ წინ­დებს და სხვ.
დი­დი დრო ეთ­მო­ბა ხე­ლოვ­ნე­ბას: ფერ­წე­რას, მო­დე­ლი­რე­ბას, ევ­რით­მი­ას, თე­ატრს, მუ­სი­კას. მთა­ვა­რია არა მხატ­ვ­რუ­ლი შე­დე­გი, არა­მედ გან­ვი­თა­რე­ბა­ში პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რის გა­მოვ­ლე­ნა და ჰარ­მო­ნი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა. სკო­ლის ერთ-ერთ მხატ­ვ­რულ-თე­რა­პი­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს თე­ატ­რი (სპექ­ტაკ­ლი და თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რი). თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბა ბავ­შ­ვებ­ში ავი­თა­რებს ადეკ­ვა­ტურ ქცე­ვას, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას, სო­ცი­ა­ლუ­რო­ბას, ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბას, თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბი­სა და სა­კუ­თა­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გრძნო­ბას. თო­ჯი­ნე­ბის სპექ­ტაკ­ლი ეხ­მა­რე­ბა აუტისტ ბავ­შ­ვებს, თო­ჯი­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით ურ­თი­ერ­თო­ბა და­ამ­ყა­რონ სხვა ბავ­შ­ვებ­თან. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­დე­გი აუტისტ ბავ­შ­ვებ­ზე სწო­რედ თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რ­მა იქო­ნია, მე­ტიც, ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა ისი­ნი თო­ჯი­ნე­ბის ენით ალა­პა­რაკ­დ­ნენ. 
ვმუ­შა­ობთ რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტ­ზე: თე­ატ­რა­ლუ­რი სტუ­დია „ჯა­დოს­ნუ­რი ფლე­ი­ტა“, სა­ბავ­შ­ვო კა­ფე „წი­თე­ლი ვაშ­ლი“, სას­კო­ლო გუნ­დი „მზე“, ფუნქციონირებს ევ­რით­მი­უ­ლი ჯგუ­ფი.
მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბა დი­დი თე­რა­პი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა: მა­სა­ჟი, სამ­კურ­ნა­ლო ფიზ­კულ­ტუ­რა, სამ­კურ­ნა­ლო ევ­რით­მია, არ­ტ­თე­რა­პია და, წელს პირ­ვე­ლად, ჩვე­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის — იპო­თე­რა­პია (თე­რა­პია ცხე­ნის დახ­მა­რე­ბით). ქალ­ბა­ტონ­მა მა­რი­ნამ იპოდ­რომ­თან და­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ბავ­შ­ვე­ბი, კვი­რა­ში ერ­თხელ, იპოდ­რომს სტუმ­რო­ბენ. ყვე­ლა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი თე­რა­პია მათ გან­ვი­თა­რე­ბას და სო­ცი­ა­ლურ ადაპ­ტა­ცი­ას უწყობს ხელს. ისი­ნი მუდ­მი­ვად სკო­ლის ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან.  ამ­ჟა­მად სკო­ლა­ში 11 კლა­სი და ერთი სკო­ლამ­დე­ლი ჯგუ­ფია, სა­დაც 100-მდე მოს­წავ­ლე სწავ­ლობს.
უფ­როს­კ­ლა­სელ­თათ­ვის და კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თათ­ვის, რომ­ლებ­საც წა­სას­ვ­ლე­ლი არ­სად აქვთ, გახსნილია პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რი, რო­მე­ლიც ხელს უწყობს გან­ვი­თა­რე­ბა­ში პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ახალ­გაზ­რ­დებ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი­სა და ელე­მენ­ტე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას.
პურის ცხობა (საცხო­ბში პუ­რი მთე­ლი სკო­ლის­თ­ვის ცხვე­ბა); თე­ქა, ქსო­ვა, ქარ­გ­ვა; სას­კო­ლო კა­ფე „წი­თე­ლი ვაშ­ლი“; დურ­გ­ლო­ბა, ჭრა-კერ­ვა; მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო —  ასე­თი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია იმ პრო­ფე­სი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მელ­საც სას­წავ­ლო სა­ხე­ლოს­ნო­ებ­ში ეუფ­ლე­ბი­ან.
ლი­ლი ადა­მაშ­ვი­ლი, პრო­ფე­სი­უ­ლი ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი: „ჩვენ ახალ­გაზ­რ­დებს ცხოვ­რე­ბის­თ­ვის ვამ­ზა­დებთ, პრო­ფე­სი­ებ­თან ერ­თად ვას­წავ­ლით ელე­მენ­ტა­რულ უნა­რებს, რაც მო­მა­ვალ­ში გა­მო­ად­გე­ბათ. ორი სას­ტუმ­რო ოთა­ხი გვაქვს, ბავ­შ­ვე­ბი ამ ოთა­ხებს ალა­გე­ბენ, ლო­გინს შლი­ან სტუმ­რის­თ­ვის, რეცხა­ვენ თეთ­რე­ულს; ხში­რად მიგ­ვ­ყავს მა­ღა­ზი­ა­ში და ერ­თად ვყი­დუ­ლობთ პრო­დუქ­ტებს. გვინ­და, ისი­ნი ყო­ფით უნა­რებს მი­ვაჩ­ვი­ოთ, მშობ­ლე­ბის გა­რე­შე, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, და­მო­უ­კი­დებ­ლად რომ შეძ­ლონ თუნ­დაც პუ­რის ყიდ­ვა. ქუ­ჩა­ში მოძ­რა­ო­ბის წე­სებ­საც ვაჩ­ვევთ. პრო­ფე­სი­ე­ბი­დან ვას­წავ­ლით ჭრა-კერ­ვას, ქსო­ვას, ხე­ზე მუ­შა­ო­ბას, მო­ზა­ი­კას, ცხო­ბას.  ფუნ­ქ­ცი­ე­ბი გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლია, მა­გა­ლი­თად, კერ­ვის დროს ყვე­ლამ იცის თა­ვი­სი ფუნ­ქ­ცია — ვინ და­ლამ­ბოს, ვინ მან­ქა­ნით გა­კე­როს, ვინ ნა­კე­რი გა­და­ტე­ხოს. ყვე­ლა­ფერს ერ­თად ერ­თი ბავ­შ­ვი ვერ ას­რუ­ლებს (ასე­თი თი­თო-ორო­ლაა). და­ვა­ლე­ბულ საქ­მეს მონ­დო­მე­ბით ას­რუ­ლე­ბენ. რაც მთა­ვა­რია, მოს­წონთ, რო­ცა რა­ი­მეს ქმნი­ან. ერთ-ერ­თ­მა კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­მა, სო­ფომ, იმ­დე­ნად კარ­გად შე­ის­წავ­ლა კერ­ვა, რომ ახ­ლა გვეხ­მა­რე­ბა — სხვებ­საც ას­წავ­ლის, სხვებ­ზე ზრუ­ნავს. ასე­ვეა საცხობ­შიც, ზო­გი ფქვილს ცრის, ზო­გი ცო­მის გუნ­დას აკე­თებს. გან­სა­კუთ­რე­ბით ხა­ლი­სი­ა­ნად მუ­შა­ო­ბენ კე­რა­მი­კულ მო­ზა­ი­კა­ზე, ეს ძა­ლი­ან კარ­გი მე­თო­დია წვრი­ლი მო­ტო­რი­კი­სა და გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის.
ამის გარ­და, მუ­სი­კის გაკ­ვე­თი­ლე­ბიც უტარ­დე­ბათ, გვყავს გუნ­დი, სა­დაც ბავ­შ­ვე­ბი მღე­რი­ან, მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სპექ­ტაკ­ლებ­ში, ვაწყობთ ექ­ს­კურ­სი­ებს. სახ­ლ­ში წას­ვ­ლა აღარ უნ­დათ ხოლ­მე. აქ მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბაა, მთე­ლი სამ­ყა­როა, სა­დაც თავს ძა­ლი­ან კარ­გად გრძნო­ბენ. ბევრ სით­ბოს იღე­ბენ და გას­ცე­მენ კი­დეც. მათ დი­დი სიყ­ვა­რუ­ლის და  მად­ლი­ე­რე­ბის გა­მო­ხატ­ვა შე­უძ­ლი­ათ. ყო­ველ წუთს ცდი­ლო­ბენ გაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნონ, რო­გორ უყ­ვარ­ხარ. ეს კი, ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ­ზე და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს და ჩვენ­გან თბი­ლი მიდ­გო­მაც, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ამი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.
სკო­ლა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი დღე მათ­თ­ვის დღე­სას­წა­უ­ლია, ყო­ველ­მ­ხ­რივ ვცდი­ლობთ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­რე­მო შე­ვუქ­მ­ნათ. ვი­ცი, ასე­თი კა­ტე­გო­რი­ის ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბა ბევ­რის­თ­ვის  რთუ­ლია, ჩვენ­თ­ვის კი — ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, რად­გან მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მთა­ვა­რია ჯან­მ­რ­თე­ლი სუ­ლი და შემ­დეგ უკ­ვე მა­თი პრობ­ლე­მე­ბი.“
ქალ­ბა­ტო­ნი ლი­ლის სიტყ­ვე­ბი, იმ­დე­ნად წრფე­ლი და თბი­ლია, რწმუნ­დე­ბი, ეს სკო­ლა სა­უ­კე­თე­სო მო­დე­ლია იმი­სა, თუ რო­გო­რი უნ­და იყოს ად­გი­ლი, სა­დაც ამ კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის ადაპ­ტი­რე­ბა  და სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია ხდე­ბა. ისი­ნი აქ მხო­ლოდ და­დე­ბი­თი  და სა­სი­ა­მოვ­ნო გან­ც­დე­ბით ივი­თა­რე­ბენ უნა­რებს, ახ­დე­ნენ სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბას არა რო­გორც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე­ნი, არა­მედ, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი. სწო­რედ ასე­თი მიდ­გო­მა  გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა ამ სკო­ლის სწავ­ლა-აღ­ზ­რ­დის პროგ­რა­მე­ბი­თა და მე­თო­დე­ბით.
აქ,  გარ­და სკო­ლა-ბა­ღი­სა, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ბავ­შ­ვებს „დღის ცენ­ტ­რი“ ემ­სა­ხუ­რე­ბა.
დღეს ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სკო­ლა  სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ნან­სუ­რი  პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნ­და. და­არ­სე­ბი­დან დღემ­დე, სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რე­ბის  დახ­მა­რე­ბით, ბევ­რი კარ­გი საქ­მე გა­კეთ­და. „ხში­რად, — იხ­სე­ნებს ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა, — რო­ცა ფი­ნან­სუ­რად გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და, უცხო­ე­ლე­ბი პირ­და­პირ ჯი­ბი­დან იღებ­დ­ნენ სკო­ლის­თ­ვის შე­მო­წი­რულ თან­ხას და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად აფი­ნან­სებ­დ­ნენ ჩვენს ბავ­შ­ვებს“. ხელ­ფა­სე­ბი ძა­ლი­ან და­ბა­ლია, მაგ­რამ ამას არა­ვინ ჩი­ვის, მთა­ვა­რია, ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო რე­სურ­სი ჰქონ­დეთ, რად­გან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სკო­ლე­ბი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით ასე­თი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით მეტ თან­ხას მო­ითხოვს. მათ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მეა ზამ­თ­რის გა­და­ტა­ნა, რად­გა­ნაც სკო­ლის გათ­ბო­ბა (შე­ნო­ბა აუცი­ლებ­ლად კარ­გად უნ­და გათ­ბეს), დიდ ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. არა­და, სკო­ლა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კერ­ძო სკო­ლის სტა­ტუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლია და არა­ნა­ი­რი შე­ღა­ვა­თით არ სარ­გებ­ლობს, რო­გორც სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა. ვა­უ­ჩერ­საც კი კერ­ძო სკო­ლა, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვე­უ­ლებ­რივ სკო­ლა­ზე ნაკ­ლებს იღებს. თან­ხა იმ­დე­ნად მი­ზე­რუ­ლია, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია თუნ­დაც ერ­თი მოს­წავ­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. კერ­ძო ტი­პის მსგავ­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს. სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბის გა­მო­ხატ­ვა, რომ ასე­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, ეს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა.
მიმ­დი­ნა­რე პე­რი­ოდ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი პე­და­გო­გი­კის ცენ­ტ­რი ახო­რ­ცი­ე­ლებ­ს ერ­თობ­ლივ პრო­ექტს სა­ქარ­თ­ვე­ლოს შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და ფონდ FREUNDE DER ERZI­EH­UN­G­S­­KUNST-თან ერ­თად. სა­მი­ნის­ტ­რო დღის ცენ­ტ­რის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას  უზ­რუნ­ველ­ყოფს, სა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე ბავ­შ­ვე­ბი არი­ან.
სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნო­რე­ბი ჰყავს სკო­ლას გერ­მა­ნი­ის სა­ხელ­მ­წი­ფოს დახ­მა­რე­ბით. თუმ­ცა, იან­ვ­რი­დან დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ფი­ნან­სე­ბას წყვეტს და სკო­ლა იმ მი­ზე­რუ­ლი ვა­უ­ჩე­რის ამა­რა რჩე­ბა, რო­მე­ლიც ზამ­თ­რის გათ­ბო­ბის ხარ­ჯ­საც კი ვერ და­ფა­რავს.  დღემ­დე, გარ­და უცხო­ე­ლე­ბი­სა, ამ სკო­ლის ბე­დით არა­ვინ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა (თუნ­დაც კერ­ძო სექ­ტო­რი­დან). არა­და, ნამ­დ­ვი­ლად სა­შუ­რი საქ­მეა ასე­თი მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი კე­თი­ლი საქ­მის გაგ­რ­ძე­ლე­ბა. შე­ფერ­ხე­ბის მქო­ნე 100  ქარ­თ­ვე­ლი მოს­წავ­ლე, შე­საძ­ლოა, სკო­ლის და ბა­ღის გა­რე­შე დარ­ჩეს. იმე­დია, სა­ხელ­მ­წი­ფო თუ კერ­ძო სექ­ტო­რი გულ­გ­რი­ლი არ დარ­ჩე­ბა და მთა­ვა­რან­გე­ლოზ მი­ქა­ე­ლის სა­ხე­ლო­ბის სამ­კურ­ნა­ლო-პე­და­გო­გი­უ­რი სკო­ლა-ბა­ღი, მა­თი მხარ­და­ჭე­რით, არ­სე­ბო­ბას გა­აგ­რ­ძე­ლებს.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N