გამოდის 1998 წლიდან
2013-01-10
ბიბ­ლი­ო­თე­კა, რო­გორც კულ­ტუ­რუ­ლი ბრენ­დი

სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა წიგ­ნე­ბის 3-დან 4 მი­ლი­ო­ნამ­დე ერ­თე­ულს იცავს, უფ­რო ზუს­ტად — 3 641 456 მი­ლი­ო­ნი. დღეს­დღე­ო­ბით ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში აქ­ტი­უ­რად მხო­ლოდ 10-მდე დარ­ბა­ზი მუ­შა­ობს და ამ პი­რო­ბებ­ში დღე­ში 2000-მდე მკითხ­ველს მას­პინ­ძ­ლობს, აქე­დან 400-500 ადა­მი­ა­ნი სტა­ბი­ლუ­რი, ერ­თ­გუ­ლი მკითხ­ვე­ლია. მარ­თა­ლია, დღეს, რო­გორც შე­ვიტყ­ვეთ, ბიბ­ლი­ო­თე­კა მკითხ­ვე­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას არ უჩი­ვის, რად­გან, სხვა ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, აქ ისე­თი წიგ­ნე­ბი ინა­ხე­ბა, ინ­ტერ­ნეტ­შიც რომ ვერ მო­ი­ძი­ებს მკითხ­ვე­ლი, მაგ­რამ ახალ­გაზ­რ­დო­ბის კი­დევ უფ­რო მე­ტად და­სა­ინ­ტე­რე­სებ­ლად ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა, ბევრ სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად, აწყობს სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რებს, პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო­ებს, დის­კუ­სი­ებს, გა­მო­ფე­ნებს, პრე­ზენ­ტა­ცი­ებს. ბიბ­ლი­ო­თე­კის აქ­ტი­ვო­ბე­ბი ქვეყ­ნის ფარ­გ­ლებ­საც გას­ც­და, უცხო­ეთ­ში ბიბ­ლი­ო­თე­კის ფი­ლი­ა­ლე­ბი გა­იხს­ნა ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის­თ­ვის. რო­გორ ცხოვ­რობს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა, რას ინა­ხავს და იცავს, რა აქ­ტი­ვო­ბებს ახორ­ცი­ლებს — ამ თე­მებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა პო­ე­ტი, ესე­ის­ტი, ტე­ლეპრო­ექ­ტე­ბის ავ­ტო­რი, lib.ge-ს და caulib.com-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე. — ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი პრო­ექ­ტე­ბი და მიღ­წე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და... — ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, ზო­გა­დად, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბა იყო. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ბა­ზა, რო­მე­ლიც მე დამ­ხ­ვ­და, თა­ვი­დან დაწყე­ბას კი არ სა­ჭი­რო­ებ­და, არა­მედ გა­ნახ­ლე­ბას სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. სიმ­ბო­ლუ­რად, ჩვენ ამას ბრძო­ლის ვე­ლის გან­ვ­რ­ცო­ბა და­ვარ­ქ­ვით, იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გა­მო, რომ საწყის ეტაპ­ზე ბიბ­ლი­ო­თე­კას სჭირ­დე­ბო­და მე­ტი აქ­ტი­ვო­ბა გა­რე პი­ა­რის­თ­ვის (ამ სიტყ­ვის კარ­გი გა­გე­ბით), ანუ იმის­თ­ვის, რომ ადა­მი­ა­ნებს უბ­რა­ლოდ გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნათ და აღედ­გი­ნათ ბიბ­ლი­ო­თე­კა, რო­გორც კულ­ტუ­რუ­ლი ბრენ­დი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კა ვა­წარ­მო­ეთ, მე­მო­რან­დუ­მე­ბის თვალ­საზ­რი­სით, სხვა­დას­ხ­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თ­ვ­ნენ ბიბ­ლი­ო­თე­კის ცხოვ­რე­ბა­ში, იქ­ნე­ბო­და ეს დის­კუ­სი­ე­ბი, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, სა­ღა­მო­ე­ბი თუ სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის შეხ­ვედ­რე­ბი. ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გა­ვა­კე­თეთ ინ­ტერ­ნეტ­ტე­ლე­ვი­ზია. გარ­და ამი­სა, სხვა­დას­ხ­ვა მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან გა­ვა­ფორ­მეთ მე­­მო­რან­დუ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ბიბ­ლი­ო­თე­კის საქ­მი­ა­ნო­ბის პერ­მა­ნენ­ტულ გა­შუ­ქე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ასე­თი ტი­პის აქ­ტი­ვო­ბე­ბით კი მოხ­და ის, რომ (რო­გორც დღეს ამ­ბო­ბენ) ბიბ­ლი­ო­თე­კის ცნო­ბა­დო­ბამ გა­ცი­ლე­ბით აიწია. ამან ხე­ლი შე­უწყო წიგ­ნე­ბის შე­მოს­ვ­ლის პრო­ცე­სის ზრდას და უფ­რო ცხო­ვე­ლი გახ­და სხვა­დას­ხ­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ინე­ტე­რე­სი ჩვენ მი­მართ. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­გან ვე­ლო­დე­ბით ტექ­ნი­კას, რაც ჩვენ­თ­ვის გა­ნუ­ზომ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. თა­ვის­თა­ვად, ეს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ფა­სა­დუ­რია, რად­გა­ნაც ბიბ­ლი­ო­თე­კის ში­და ცხოვ­რე­ბის რიტმს არ ეხე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ­ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ბევ­რი რამ კეთ­დე­ბა, ბევ­რი პრობ­ლე­მა­ცაა — ეს ეხე­ბა რეს­ტ­რუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ა­საც და ა.შ. სა­რე­მონ­ტოა პირ­ვე­ლი კორ­პუ­სი, რომ­ლის გეგ­მა — 3D ვერ­სია — ხელთ გვაქვს და მა­ლე გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებთ, რო­გო­რი უნ­და იყოს პირ­ვე­ლი კორ­პუ­სი. ამის შემ­დეგ, ბუ­ნებ­რი­ვია, ბიბ­ლი­ო­თე­კა ცხოვ­რე­ბის ნორ­მა­ლურ რე­ჟიმ­ში გა­და­ვა. რეს­ტ­რუქ­ტუ­რი­ზა­ცია აგ­რეთ­ვე გუ­ლის­ხ­მობს არა მხო­ლოდ ზო­გა­დი იდე­ე­ბის თავ­მოყ­რას და მათ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, არა­მედ კონ­კ­რე­ტუ­ლი გეგ­მე­ბის და­სახ­ვას და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც, მათ შო­რის ერთ-ერ­თია ელექ­ტ­რო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სინ­დი­კა­ტი, რო­მე­ლიც ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ და გუ­ლის­ხ­მობს სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნი­სა თუ რა­ი­ო­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კებ­თან შე­სა­ბა­მი­სი კონ­ტაქ­ტე­ბის დამ­ყა­რე­ბას. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში რამ­დე­ნი­მე ქვეპ­რო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და, მა­გა­ლი­თად, „ივე­რი­ე­ლის“ პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ იქ „ციფ­რ­დე­ბა“ ძვე­ლი პე­რი­ო­დუ­ლი მა­სა­ლა და ფო­ტო­ე­ბი. „წარ­სულ­თან შეხ­ვედ­რა“ — პრო­ექ­ტი, რომ­ლის მი­ზა­ნი ფო­ტო­ე­ბის „გა­ციფ­რე­ბაა“ — ეს ეხე­ბა 90-იან წლე­ბამ­დე გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს და, რაც მთა­ვა­რია, ფო­ტოს კონ­ტექსტს არ აქვს გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ანუ არ არის აუცი­ლე­ბე­ლი ფო­ტო­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყოს ცნო­ბი­ლი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, თბი­ლი­სის გა­რეთ, არა­ერთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლეთ და გარ­კ­ვე­ულ წარ­მა­ტე­ბა­საც მი­ვაღ­წი­ეთ. რამ­დე­ნი­მე მათ­გან­მა სა­კუ­თა­რი გვერ­დიც კი შექ­მ­ნა ჩვენს სა­იტ­ზე, მა­გა­ლი­თად, ზუგ­დი­დის ბიბ­ლი­ო­თე­კამ. აქ­ვე გეტყ­ვით, რომ ჩვე­ნი სა­ი­ტის სრუ­ლი რებ­რენ­დი­გი გან­ხორ­ცი­ელ­და და მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა ინ­ტერ­ფე­ი­სი, რა­მაც მომ­ხ­მა­რებ­ლის­თ­ვის სა­ი­ტი გა­ცი­ლე­ბით ად­ვი­ლად მო­სახ­მა­რი გა­ხა­და. და­ე­მა­ტა ბევ­რი ფუნ­ქ­ცია, მა­გა­ლი­თად, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი; უფ­რო მო­ბი­ლურ რე­ჟიმ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი ინ­ტერ­ნეტ­ტე­ლე­ვი­ზია, ლექ­სი­კო­ნე­ბი და ჩვე­ნი სხვა ბა­ზე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ცი­ლე­ბით ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გახ­და. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, ბიბ­ლი­ო­თე­კის აქ­ტი­ვო­ბე­ბი მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლო­თი არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბო­დეს, ამი­ტო­მაც რამ­დე­ნი­მე ბიბ­ლი­ო­თე­კა გავ­ხ­სე­ნით ქვეყ­ნის ფარ­გ­ლებს გა­რე­თაც. სა­ჭი­როა, ეს პრო­ცე­სი უფ­რო სის­ტე­მუ­რი გავ­ხა­დოთ და კამ­პა­ნია ერ­თი ქოლ­გის ქვეშ ვა­წარ­მო­ოთ. ბიბ­ლი­ო­თე­კები გავ­ხ­სე­ნით სტამ­ბულ­ში, ვე­ნა­ში, გან­ჯა­ში, დღე-დღე­ზე გა­იხ­ს­ნე­ბა კი­ევ­ში, რო­მე­ლიც, თა­ვი­სი მას­შ­ტა­ბით, ყვე­ლა­ზე დი­დი იქ­ნე­ბა — 4000-მდე ქარ­თუ­ლი წიგ­ნი იქა­უ­რი დი­ას­პო­რის­თ­ვის. ვფიქ­რობ, მარ­თ­ლაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია გა­დად­გ­მუ­ლი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის საზღ­ვ­რებს გა­რეთ გა­ტა­ნის თვალ­საზ­რი­სით. ბუ­ნებ­რი­ვია, სხვა ქვეყ­ნებ­შიც არის ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რა და მათ­თა­ნაც გვინ­და აქ­ტი­უ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი, მაგ­რამ, პირ­ველ რიგ­ში, ქვეყ­ნე­ბი იმის მი­ხედ­ვით შე­ვა­რჩი­ეთ, სა­დაც ტექ­ნი­კუ­რი კონ­ტაქ­ტი უფ­რო იოლი იყო. ბიბ­ლი­ო­თე­კის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად შე­ვი­ძი­ნეთ უკონ­ტაქ­ტო პლა­ნე­ტა­რუ­ლი სკა­ნე­რი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ამი­ე­რი­დან შევ­ძ­ლებთ ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მა­ტის წიგ­ნის, ჟურ­ნა­ლი­სა თუ სხვა გა­მო­ცე­მის (ვგუ­ლის­ხ­მობ ფურ­ც­ლო­ვან გა­მო­ცე­მას) გა­ციფ­რე­ბა­სა და ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ში გა­დაყ­ვა­ნას გა­ცი­ლე­ბით სწრა­ფად, ვიდ­რე ეს აქამ­დე ხდე­ბო­და. ბიბ­ლი­ო­თე­კის ის­ტო­რი­ა­ში ეს მარ­თ­ლაც სა­ე­ტა­პო მოვ­ლე­ნაა, ანუ სა­შუ­ა­ლე­ბა გვეძ­ლე­ვა ერ­თ­გ­ვა­რად გა­ვარ­ღ­ვი­ოთ სივ­რ­ცე, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი იყო (ვგუ­ლის­ხ­მობ ძვე­ლი გა­მო­ცე­მე­ბის გა­ციფ­რე­ბას, რო­მელ­თა ფორ­მა­ტი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სკა­ნე­რის­თ­ვის მი­უწ­ვ­დო­მე­ლია). ძა­ლი­ან მა­ლე გა­მო­ვა სა­მეც­ნი­ე­რო-პო­პუ­ლა­რუ­ლი ხა­სი­ა­თის კვარ­ტა­ლუ­რი ჟურ­ნა­ლი, რომ­ლის შექ­მ­ნა­ში ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბი­ან რო­გორც ჩვე­ნი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი, ისე მოწ­ვე­უ­ლი ავ­ტო­რე­ბი. ვფიქ­რობ, ეს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­ე­სი საქ­მეა ბიბ­ლი­ო­თე­კის აქ­ტი­ვო­ბე­ბის­თ­ვის. — მუ­ზე­უ­მებ­საც მინ­და შე­ვე­ხოთ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მუ­ზე­უ­მე­ბის გახ­ს­ნა­საც გეგ­მავთ... — ბიბ­ლი­ო­თე­კას სა­კუთ­რე­ბა­ში გად­მო­ე­ცა ავ­ლაბ­რის არა­ლე­გა­ლუ­რი სტამ­ბის ტე­რი­ტო­რია, სა­დაც ორი მუ­ზე­უ­მის გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებთ — „მეხ­სი­ე­რე­ბის მუ­ზე­უ­მი“ და „სტამ­ბის ის­ტო­რი­ის მუ­ზე­უ­მი“. ეს იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი ტექ­ნი­კუ­რი მუ­ზე­უ­მი, რო­მე­ლიც წიგნს ეხე­ბა. გარ­და ამი­სა, ვგეგ­მავთ მუ­ზე­უ­მის გახ­ს­ნას პირ­ვე­ლი და მე­ო­რე კორ­პუ­სის შე­ნო­ბე­ბის გზა­გა­სა­ყარ­ზე — ე.წ. რა­რი­ტე­ტულ, ანუ იშ­ვი­ათ გა­მო­ცე­მა­თა სა­ცა­ვის ბა­ზა­ზე. ვფიქ­რობ, ამ თვალ­საზ­რი­სით, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გვექ­ნე­ბა წინ­ს­ვ­ლა. — ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა ძა­ლი­ან ბევრ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გა­მო­ცე­მას ინა­ხავს, თქვე­ნი აზ­რით, რო­მე­ლია მათ­გან ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლი... — ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წიგ­ნია და მა­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, ხა­რის­ხობ­რი­ვა­დაც შეგ­ვიძ­ლია გან­ვ­საზღ­ვ­როთ, მაგ­რამ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ყვე­ლა წიგ­ნი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. თუმ­ცა, გა­მორ­ჩე­უ­ლი, თა­ვის­თა­ვად, ის გა­მოც­ემე­ბია, რომ­ლე­ბიც იშ­ვი­ათ გა­მო­ცე­მა­თა სა­ცავ­ში ინა­ხე­ბა. თუნ­დაც წიგ­ნი, რო­მე­ლიც ჩვენ­თ­ვის სა­ა­მა­ყოა, ვგუ­ლის­ხ­მობ 1712 წელს გა­მო­ცე­მულ „ვეფხის­ტყა­ო­სანს“ (სულ ოთხი ინა­ხე­ბა, მათ­გან ერთ-ერ­თი — ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მი­ნა­წე­რით — ჩვენ­თა­ნაა და­ცუ­ლი). ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რამ­დე­ნი­მე პი­რა­დი არ­ქი­ვი — ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის, იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის და სხვ. ნე­ბის­მი­ე­რი გა­მო­ცე­მის დაც­ვა და მკითხ­ვე­ლი­სათ­ვის მი­წო­დე­ბა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მეა. ამ კუთხით, კი­დევ უფ­რო გვინ­და გა­ვაძ­ლი­ე­როთ საქ­მი­ა­ნო­ბა და გა­დავ­წ­ვ­დეთ რე­გი­ო­ნულ გა­მო­ცე­მებ­საც, იქ­ნე­ბა ეს წიგ­ნი თუ ჟურ­ნა­ლი, რად­გა­ნაც მა­თი ნა­წი­ლი ჩვენ­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი არ იყო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენ­თან წიგ­ნე­ბის ნა­წი­ლი ISSN-ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით მო­დის. რო­გორც გითხა­რით, ეს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­საძ­ლოა ნა­წილ­მა არ აიღოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და ამი­ტო­მაც ბიბ­ლი­ო­თე­კა რი­გი გა­მო­ცე­მე­ბის გა­რე­შე რჩე­ბა. მინ­და, ეს პრობ­ლე­მა აღ­მოვ­ფხ­ვ­რათ სწო­რედ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სინ­დი­კა­ტის ფარ­გ­ლებ­ში, და­ვამ­ყა­როთ კონ­ტაქ­ტი რა­ი­ო­ნე­ბი­სა და რე­გი­ო­ნე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კებ­თან, რომ გად­მოგ­ვ­ცენ მათ­თან და­ცუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი. — თქვე­ნი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­დან რო­მე­ლი იყო თქვენ­თ­ვის მი­სა­ღე­ბი? — ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც მე გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე, და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იყო მა­ნამ­დე წა­მოწყე­ბულ აქ­ტი­ვო­ბა­ზე, გარ­და მცი­რე ნი­უ­ან­სუ­რი ნა­წი­ლი­სა. ჩემ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბიბ­ლი­ო­თე­კა, რო­გორც ერ­თი­ა­ნი ორ­გა­ნიზ­მი ნე­ბის­მი­ე­რი წიგ­ნით, ნე­ბის­მი­ე­რი თა­ნამ­შ­რომ­ლი­თა და მიღ­წე­ვე­ბით. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ ყვე­ლაფ­რის სრუქ­ტუ­რი­ზა­ცია არ იყო მო­ხერ­ხე­ბუ­ლი, მაგ­რამ გვქონ­და მი­ლი­ონ-ნა­ხევ­რამ­დე ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი ბა­ზაა არა მხო­ლოდ კავ­კა­სი­ა­ში, არა­მედ ყო­ფილ საბ­ჭო­თა სივ­რ­ცე­შიც კი. ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი ჩვენ­მა თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა გა­ა­კე­თეს ძა­ლი­ან რთულ ტექ­ნი­კურ პი­რო­ბებ­ში, მათ ხე­ლით უხ­დე­ბო­დათ ტექ­ს­ტის აკ­რე­ფა და ა.შ. ეს პრო­ცე­სი აქ­ტი­უ­რად და­იწყო ჯერ კი­დევ ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში. — რო­გორ იზი­დავთ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში იმ თა­ო­ბას, რომ­ლის­თ­ვი­საც ინ­ტერ­ნე­ტი უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია? რა ტი­პის აქ­ტი­ვო­ბე­ბი ან პრო­ექ­ტე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა მათ­თ­ვის? — რამ­დე­ნი­მე მე­მო­რან­დუ­მი გა­ვა­ფორ­მეთ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან, მათ შო­რის თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­თა­ნაც და სწო­რედ მა­თი სტუ­დენ­ტე­ბი, ამ მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გ­ლებ­ში, ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ერ­თი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ მკითხ­ველს. გვინ­და, ასეთ აქ­ცი­ებს ერ­თ­ჯე­რა­დი სა­ხე არ ექ­ნეს და პრო­ცე­სებ­ში რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი პრაქ­ტი­კან­ტი სტუ­დენ­ტი ჩა­ერ­თოს. ასე­ვე გვინ­და, რამ­დე­ნი­მე უნი­ვერ­სი­ტე­ტის კუ­რი­კუ­ლუმ­ში შე­ვი­დეს ბიბ­ლი­ო­თე­კის აქ­ტი­ვო­ბე­ბი და ამა­ში ქუ­ლე­ბიც კი და­უ­წე­რონ სტუ­დენ­ტებს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, უკ­ვე ვა­წარ­მო­ებთ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს სხვა­დას­ხ­ვა უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­თან. რაც შე­ე­ხე­ბა მოს­წავ­ლე­ებს, მათ­თ­ვის გვაქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი ოთა­ხი, სა­დაც მა­თი­ვე მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ვაწყობთ შეხ­ვედ­რებს საყ­ვა­რელ მწერ­ლებ­თან, მთარ­გ­მ­ნე­ლებ­თან და კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­ებ­თან. მე­მო­რან­დუ­მი გა­ვა­ფორ­მეთ სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იური­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კითხ­თა სა­მი­ნის­ტ­როს­თან, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც: ეროვ­ნულ­მა ბიბ­ლი­ო­თე­კამ გლდა­ნის N8 სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კას ათა­სი წიგ­ნი გა­დას­ცა; თბი­ლი­სის პრო­ბა­ცი­ის ბი­უ­რო­ში აღ­რიცხ­ვა­ზე მყო­ფი ოთხი პი­რი სას­ჯე­ლის სა­ხით შე­ფარ­დე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მას სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში იხ­დის; არა­პა­ტი­მა­რი მსჯავ­რ­დე­ბუ­ლე­ბი ბიბ­ლი­ო­თე­კის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას მკითხ­ველ­თა ბა­რა­თე­ბის და­ხა­რის­ხე­ბა­სა და წიგ­ნე­ბის კა­ტა­ლო­გე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან. ორი წლის წინ მე­მო­რან­დუ­მი გა­ვა­ფორ­მეთ სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს სსიპ ბავ­შ­ვ­თა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დ­თან. ეს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა გუ­ლის­ხ­მობს ერ­თობ­ლი­ვი ახალ­გაზ­რ­დუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და კულ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გ­ლებ­ში და­გეგ­მი­ლია გა­მო­ფე­ნე­ბის, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის, შეხ­ვედ­რე­ბის და სე­მი­ნა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა. ფონ­დი­სა და ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ახალ­გაზ­რ­დე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბი­სა­კენ. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, პირ­ვე­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვაც გაჟ­ღერ­და — ფონ­დის და ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში შე­იქ­მ­ნე­ბა ახალ­გაზ­რ­დუ­ლი პო­ლი­ტი­კის კუთხე, სა­დაც სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის სა­ინ­ფორ­მა­ციო ბრო­შუ­რე­ბი და წიგ­ნე­ბი გან­თავ­ს­დე­ბა. ახალ­გაზ­რ­დებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, გა­ეც­ნონ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბას, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო დო­კუ­მენ­ტებს და ოფი­ცი­ა­ლურ კვლე­ვებს ამ სფე­რო­ში. ვცდი­ლობთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ ახალ­გაზ­რ­დე­ბი. ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დი­დი ნა­წი­ლი სწო­რედ სტუ­დენ­ტებს ეთ­მო­ბა, ხში­რად მა­თი­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვით ეწყო­ბა. მათ­თ­ვის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში კი­ნოჩ­ვე­ნე­ბე­ბიც იმარ­თე­ბა; ეს ყვე­ლა­ფე­რი კი, ბუ­ნებ­რი­ვია, ახალ­გაზ­რ­დე­ბის მო­ზიდ­ვას უწყობს ხელს. — ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას ასე­თი ახალ­გაზ­რ­და მმარ­თ­ვე­ლი არ ჰყო­ლია, ეს თქვენ­თ­ვის დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და ერ­თ­გ­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა... — ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და lib.ge-სა და მი­სი შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სა­ხით, ანუ მიხ­დე­ბო­და და­ახ­ლო­ე­ბით მსგავ­სი რე­სურ­სის მარ­თ­ვა, თუმ­ცა, გა­ცი­ლე­ბით მცი­რე ფორ­მატ­ში (ვგუ­ლის­ხ­მობ ადა­მი­ა­ნურ რე­სურსს). გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ეს ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა, ახა­ლი ტი­პის გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­თ­ვის მრა­ვალ­მ­ხ­რივ სა­ინ­ტე­რე­სოა თუნ­დაც იმით, რომ საქ­მე წიგ­ნებს ეხე­ბა, წიგ­ნი კი ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. — პარ­ლე­ლუ­რად კი­დევ მრა­ვალ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვით, გყოფ­ნით დრო იმის­თ­ვის, რომ წე­როთ? — დი­ახ, დრო მრჩე­ბა სხვა საქ­მის­თ­ვი­საც — რო­გორც ლექ­ცი­ე­ბის­თ­ვის, ისე გა­და­ცე­მის­თ­ვის, რო­მელ­საც თი­ბი­სი Artarea-ზე ვამ­ზა­დებ, თუმ­ცა, ბუ­ნებ­რი­ვია, ად­რე მე­ტი დრო მქონ­და. ვამ­ზა­დებ ლექ­სე­ბის ახალ კრე­ბულ­საც, რო­მელ­შიც, ძი­­რი­თა­დად, 2009-2012 წლებ­ში და­წე­რი­ლი ლექ­სე­ბი შე­ვა. ასე­ვე, მხატ­ვარ მა­ი ­ლაშა­ურ­თან ერ­თად გა­მო­სა­ცე­მად ვამ­ზა­დებ ჩემს მი­ნი­ა­ტუ­რებ­ზე და­სუ­რათხა­ტე­ბულ ალ­ბომს. — რი­თი იქ­ნე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის­თ­ვის 2013 წე­ლი, რა პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გეგ­მავთ? — 2013 წელს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, თუ­კი შევ­ძ­ლებთ სა­მი რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა — პირ­ველ რიგ­ში, რე­მონ­ტის დაწყე­ბა პირ­ველ კორ­პუს­ში; მე­ო­რე — FineReader, ანუ ტექ­ს­ტის ამომ­ც­ნო­ბის შე­ძე­ნა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს ძვე­ლი ტექ­ს­ტე­ბის (რო­მელ­საც ჩვენ ვას­კა­ნე­რებ­დით) გა­დაყ­ვა­ნას word-ში. იმ­დ­რო­ინ­დე­ლი შრიფ­ტი sylfaen-ის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია, ამი­ტო­მაც ძვე­ლი ტექ­ს­ტე­ბის გა­ციფ­რე­ბას სპე­ცი­ა­ლუ­რი ამომ­ც­ნო­ბი პროგ­რა­მა სჭირ­დე­ბა, რო­მე­ლიც ძვი­რადღი­რე­ბუ­ლია; მე­სა­მე — ერ­თი­ა­ნი სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო ქსე­ლის შექ­მ­ნა, რო­გო­რიც არის ალე­ფი, ანუ მი­ლე­ნი­უ­მი, რაც გუ­ლის­ხ­მობს იმას, რომ გვექ­ნე­ბა ბა­ზა, რო­მე­ლიც სრუ­ლად მო­ი­ცავს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი წიგ­ნის ყვე­ლა მო­ნა­ცემს. ლალი ჯელაძე

25-28(942)N