გამოდის 1998 წლიდან
2013-02-14
კომპლექსური ცვლილებები კანონმდებლობის ფარგლებში უნდა განხორციელდეს

გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ერთ-ერ­თი ხარ­ვე­ზი სპორ­ტუ­ლი აღ­ზ­რ­და­ცაა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­როს უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა სეგ­მენ­ტ­ში – სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში, სკო­ლებ­სა თუ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ამ მხრივ კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი ვი­თა­რე­ბაა. ცნო­ბი­სათ­ვის – სპორ­ტ­ში ჩაბ­მულ მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა 6 პრო­ცენ­ტიც არაა, რაც სა­გან­გა­შო ციფ­რია. არა­და, და­სავ­ლურ სამ­ყა­რო­ში ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­და ბავ­შ­ვო­ბი­დან იწყე­ბა, რი­თაც თავ­ში­ვე უყ­რი­ან სა­ფუძ­ველს ჯან­სა­ღი, ჯან­მ­რ­თე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ღე­ბას. და­სავ­ლე­თის­თ­ვის ეს ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია – ჯან­მ­რ­თე­ლი პი­როვ­ნე­ბა ხომ, უპირ­ვე­ლე­სად, ქვეყ­ნის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ან მო­ქა­ლა­ქეს ნიშ­ნავს. თან, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რაც უფ­რო მე­ტია ჯან­მ­რ­თე­ლი ადა­მი­ა­ნი, სა­ხელ­მ­წი­ფო­საც მით ნაკ­ლე­ბი ეხარ­ჯე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის პროგ­რა­მებ­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, სპორ­ტის ამ­გ­ვა­რი გა­თა­ვი­სე­ბის­გან ჯერ კი­დევ ძალ­ზე შორს ვართ.
ახალ მთავ­რო­ბას, ბევრ სხვა იმედ­თან ერ­თად, ამ სფე­როს მო­წეს­რი­გე­ბაც უკავ­შირ­დე­ბა. მით უფ­რო, ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ხარ­ვე­ზე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. კუ­რი­ო­ზია, მაგ­რამ ფაქ­ტია – დღე­ვან­დე­ლი კა­ნო­ნი არა­ნა­ირ შე­ღა­ვათს არ აძ­ლევს სპორ­ტ­ში ჩაბ­მულ მოს­წავ­ლე­ებ­სა თუ სტუ­დენ­ტებს. უკ­ვე არა­ერ­თი ფაქ­ტი იყო იმი­სა, რო­ცა სპორ­ტუ­ლი შეკ­რე­ბე­ბით თუ შე­ჯიბ­რე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი გაც­დე­ნე­ბის­თ­ვის ისი­ნი ფუ­ლა­დი თან­ხით და­ჯა­რიმ­დ­ნენ ან კი­დევ უარე­სი – იმა­ვე კლას­ში თუ კურ­ს­ზე და­ტო­ვეს. ასე­თი შე­უ­სა­ბა­მო­ბის გა­მო პრობ­ლე­მა უფ­რო შორ­საც მი­დის და ბევ­რი მო­ზარ­დი თავს ანე­ბებს სპორტს. დღე­ვან­დე­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით, სპორ­ტი­სა და სწავ­ლის შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია და ის არა­ნა­ირ შე­ღა­ვათს არ აძ­ლევს სპორ­ტ­ს­მენს.
სა­ინ­ტე­რე­სოა, რა რე­ფორ­მე­ბი იგეგ­მე­ბა ამ კუთხით. მით უფ­რო, რომ სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს დღე­ვან­დე­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბი­დან ბევ­რი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მუ­შა­ობ­და ამ თე­მა­ზე. ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი რეს­პონ­დენ­ტი, მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე თა­მაზ თევ­ზა­ძეა, რო­მელ­საც ზურგს სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბაც უმაგ­რებს – წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ევ­რო­საბ­ჭოს შე­სა­ბა­მის კო­მი­სი­ა­ში მუ­შა­ობ­და სპორ­ტის ექ­ს­პერ­ტად და კარ­გად იც­ნობს და­სავ­ლურ გა­მოც­დი­ლე­ბას. მას­თან სა­უ­ბა­რი მოს­წავ­ლე სპორ­ტ­ს­მენ­თა თე­მით და­ვიწყეთ, მი­ე­ცე­მათ თუ არა მათ შე­ღა­ვა­თი ტურ­ნი­რებ­სა თუ შეკ­რე­ბებ­ზე, ზო­გა­დად მზა­დე­ბის პე­რი­ოდ­ში გაც­დე­ნი­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის­თ­ვის.

– უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში იგეგ­მე­ბა თუ არა ამ კუთხით კა­ნონ­ში რა­ი­მე ცვლი­ლე­ბა?
– ეს სა­კითხი მარ­თ­ლაც დგას – შეხ­ვედ­რებ­ზე ამ თე­მას ფე­დე­რა­ცი­ე­ბი ყო­ველ­თ­ვის წა­მოჭ­რიდ­ნენ ხოლ­მე. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს პრობ­ლე­მა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან და მათ­თან უკ­ვე შეხ­ვედ­რაც გვქონ­და, კონ­კ­რე­ტუ­ლად – მი­ნისტრ გი­ორ­გი მარ­გ­ვე­ლაშ­ვილ­თან. იქ სხვა სა­კითხებ­თან ერ­თად ესეც და­ის­ვა, ანუ პრო­ცე­სი და­იძ­რა, რა­საც გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა უნ­და მოჰ­ყ­ვეს. ცხა­დია, ეს უცებ არ გა­და­იჭ­რე­ბა, რად­გან და­კავ­ში­რე­ბუ­ლია კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბას­თან, თუმ­ცა, მა­თი მხრი­და­ნაც არის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბი­სათ­ვის მზად­ყოფ­ნა. არ­სე­ბობს ევ­რო­პუ­ლი, და­სავ­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და მა­თი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით სა­ჭი­როა ოპ­ტი­მა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტის მო­ძებ­ნა. სა­კითხის მოგ­ვა­რე­ბა­ში, სპორ­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად, იურის­ტე­ბი და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც უნ­და ჩა­ერ­თონ. ეს უფ­რო გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს კომ­პე­ტენ­ციაა, ჩვე­ნი რო­ლი კი იმით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა, რომ ხე­ლი უნ­და შე­ვუწყოთ მოს­წავ­ლე სპორ­ტ­ს­მე­ნებს. მათ ხომ უკ­ვე უწევთ ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლიო პირ­ვე­ლო­ბებ­ზე გა­მოს­ვ­ლა, სას­წავ­ლო-საწ­ვ­რ­თ­ნელ შეკ­რე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ცალ­კე სა­კითხია ტა­ლან­ტე­ბის მო­ძი­ე­ბის პროგ­რა­მა, რაც აუცი­ლე­ბე­ლია, ასე­თე­ბი კი, შე­იძ­ლე­ბა, რამ­დე­ნი­მე თვი­თაც იყ­ვ­ნენ შეკ­რე­ბა­ზე ან სუ­ლაც საზღ­ვარ­გა­რეთ გა­იგ­ზავ­ნონ მო­სამ­ზა­დებ­ლად. გა­და­საწყ­ვე­ტია, რო­გორ უნ­და აუნაზღაურდეს მათ გაც­დე­ნი­ლი სა­ა­თე­ბი – ექ­ს­ტერ­ნის წე­სით თუ სხვა სა­ხით.

– ვიდ­რე ეს პრობ­ლე­მა კა­ნო­ნის დო­ნე­ზე გა­დაწყ­დე­ბა, მა­ნამ ხომ არაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი რა­ი­მე დრო­ე­ბი­თი, შუ­ა­ლე­დუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რომ სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი არ და­ზა­რალ­დ­ნენ?
– ჯერ­ჯე­რო­ბით, ასე­თი შუ­ა­ლე­დუ­რი რგო­ლი არ იგეგ­მე­ბა. ეს კომ­პ­ლექ­სუ­რი სა­კითხია, რო­მე­ლიც ერ­თი უწყე­ბის ან ერ­თი მი­ნის­ტ­რის დო­ნე­ზე არ გა­დაწყ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, კო­მი­სი­აც კი შე­იქ­მ­ნას ყვე­ლა დე­ტა­ლის შე­სას­წავ­ლად და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბამ­დე უნ­და მი­ვი­დეთ.

– უცხო­ე­თის ქვეყ­ნებ­ში რო­გორ წყდე­ბა ეს პრობ­ლე­მა, არ­სე­ბობს რა­მე კონ­კ­რე­ტუ­ლი სტან­დარ­ტი?
– მიდ­გო­მა ყველ­გან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. გა­მოც­დი­ლე­ბა ბევ­რია და სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რი, მაგ­რამ ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი ისაა, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­დაწყ­დეს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში. ზოგ ქვე­ყა­ნა­ში სპორ­ტუ­ლი კლუ­ბე­ბი ქი­რა­ო­ბენ მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ებს ამე­ცა­დი­ნე­ბენ სას­კო­ლო პროგ­რა­მებ­ში და მე­რე ექ­ს­ტერ­ნის წე­სით აბა­რე­ბენ სკო­ლა­ში. ცხა­დია, ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ფი­ნან­სურ ხარ­ჯებ­თან. გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით, ზო­გან, ისევ კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მოს­წავ­ლეს, თუ ის ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ემ­ზა­დე­ბა სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბის­თ­ვის, თა­ვი­სუ­ფალ დროს შე­უძ­ლია, იმ და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქ­ტ­ში მდე­ბა­რე სკო­ლა­ში მი­ვი­დეს და იქ და­ეს­წ­როს გაკ­ვე­თი­ლებს. ეს სტუ­დენ­ტებ­საც ეხე­ბათ.
 სხვა­თა შო­რის, სწო­რედ ახ­ლა არი­ან ჩვე­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი უცხო ქვეყ­ნე­ბის კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის გაც­ნო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც უნ­და და­დონ დას­კ­ვ­ნე­ბი. ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მთლი­ა­ნად კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ზეა მიბ­მუ­ლი – იქ ყვე­ლა­ფე­რი სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი კუთხით წყდე­ბა.

– სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვერც სტუ­დენ­ტო­ბი­სა და სპორ­ტ­ს­მე­ნო­ბის შე­თავ­სე­ბა ხერ­ხ­დე­ბა, რაც გა­დაჭ­რი­ლია და­სავ­ლეთ­ში. იქ რა გზით მი­აღ­წი­ეს ამას?
– იქ ეს სა­კითხი მარ­ტი­ვა­დაა გა­დაჭ­რი­ლი – ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი, რო­მე­ლიც ემ­ზა­დე­ბა ევ­რო­პის, მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლო­ბის ან ოლიმ­პი­ა­დის­თ­ვის, ამ საქ­მით და­კა­ვე­ბის პე­რი­ოდ­ში არ სწავ­ლობს. ამ დროს ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, რო­მე­ლიც სპორ­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლია კონ­ტ­რაქ­ტით და ესაა მი­სი სა­მუ­შაო, მაგ­რამ ამ პე­რი­ოდ­ში მას უნარ­ჩუნ­დე­ბა სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სი. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტს აქვს პოსტ-კა­რი­ე­რუ­ლი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც სპორ­ტი­დან წა­სულ წამ­ყ­ვან, ელი­ტა­რულ ათ­ლეტ­თა და­საქ­მე­ბას­თან ერ­თად სწავ­ლა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამ­დე­ნად, სპორ­ტ­ს­მენს შე­უძ­ლია, კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ის­წავ­ლოს და და­ე­უფ­ლოს სა­სურ­ველ პრო­ფე­სი­ას.

– სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლებ­ზეც გკითხავთ. იმ­თა­ვით­ვე აშ­კა­რა იყო ამ მე­თო­დის ხარ­ვე­ზე­ბი, თუმ­ცა, მი­ზეზ­თა გა­მო, ღი­ად ვერ ლა­პა­რა­კობ­დ­ნენ. ამ მხრივ თუ იგეგ­მე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი?
–ეს სა­კითხიც აქ­ტუ­ა­ლუ­რია. სკო­ლებ­ში რომ უნ­და იყოს ფი­ზაღ­ზ­რ­დის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, ამა­ზე ორი აზ­რი არ არ­სე­ბობს, ხო­ლო სა­ხე­ლად რას და­ვარ­ქ­მევთ – ფი­ზაღ­ზ­რ­დის გაკ­ვე­თილს, სპორ­ტი­სას თუ სხვას, ეს არაა იმ­დე­ნად აქ­ტუ­ა­ლუ­რი. მთა­ვა­რია, ში­ნა­არ­სი რო­გო­რი იქ­ნე­ბა. უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, ჯან­მ­რ­თე­ლი თა­ო­ბა მი­ვი­ღოთ და ახალ­გაზ­რ­დო­ბა ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე „მოვ­წამ­ლოთ“ სპორ­ტით, ამ სიტყ­ვის კარ­გი გა­გე­ბით, რად­გან ეს მავ­ნე ჩვე­ვე­ბი­სა და ნე­გა­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის აცი­ლე­ბის პრე­ვენ­ციაა. დაწყე­ბით კლა­სებ­ში ფი­ზაღ­ზ­რ­დის გაკ­ვე­თი­ლე­ბი იმ ელე­მენ­ტებ­ზე უნ­და იყოს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, რაც მოქ­ნი­ლო­ბას, ძა­ლას, სის­წ­რა­ფეს გა­უძ­ლი­ე­რებს. ეს კომ­პო­ნენ­ტე­ბი გარ­კ­ვე­ულ ასა­კობ­რივ ეტა­პებს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო სპორ­ტუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო კო­მი­სი­ებს მეც­ნი­ე­რულ დო­ნე­ზე აქვთ შეს­წავ­ლი­ლი და ამა­ზე ეროვ­ნულ ფე­დე­რა­ცი­ებს ინ­ფორ­მა­ცია უნ­და ჰქონ­დეთ. ბავ­შ­ვის ზრდა, ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლუ­რი მომ­ზა­დე­ბა კარ­გად იცის პე­დი­ატ­რი­ამ და ზო­გა­დად – ჯან­დაც­ვის სფე­რო­მაც. ჩე­მი მო­საზ­რე­ბით, და­ბალ კლა­სებ­ში აქ­ცენ­ტი უნ­და გა­კეთ­დეს სა­ხა­ლი­სო-გარ­თო­ბით ელე­მენ­ტებ­ზე, ყვე­ლა­ფე­რი უნ­და და­უ­კავ­შირ­დეს მოძ­რა­ო­ბას. სხვა­თა შო­რის, ეს ეხე­ბა სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­საც. შე­სა­ბა­მი­სად, მე­თო­დო­ლო­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე ერ­თად უნ­და იმუ­შა­ონ ფი­ზაღ­ზ­რ­დის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა, პე­დი­ატ­რებ­მა, ფსი­ქო­ლო­გებ­მა. ამ სა­მუ­შა­ოს გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი შეს­რუ­ლე­ბუ­ლია და გარ­კ­ვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბიც და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია.
ჩე­მი აზ­რით, სწავ­ლე­ბის პირ­ველ სა­ფე­ხურ­ზე, ანუ V-VI-კლა­სე­ლე­ბი უკ­ვე იმ ასაკ­ში არი­ან, რომ ამ სა­ხა­ლი­სო სპორ­ტი­დან შე­იძ­ლე­ბა გა­და­ვიდ­ნენ მი­ნი-სპორ­ტ­ზე – მი­ნი-კა­ლათ­ბურ­თ­ზე, მი­ნი-ხელ­ბურ­თ­ზე, ჭი­და­ო­ბის ილე­თე­ბის შეს­წავ­ლა­ზე და სხვ., რა­თა გაჩ­ნ­დეს სპორ­ტის საწყი­სე­ბი. მე­ო­რე ეტაპ­ზე – VII-IX კლა­სი – უნ­და იყოს სა­შე­ჯიბ­რო სის­ტე­მა თა­ვად სკო­ლის შიგ­ნით, სკო­ლებს, რა­ი­ო­ნებს, რე­გი­ო­ნებს და ა.შ. შო­რის. აქ ლა­პა­რა­კი იქ­ნე­ბა არა პრო­ფე­სი­ულ სპორ­ტ­ზე, არა­მედ სა­შე­ჯიბ­რო სის­ტე­მა­ზე, რომ­ლი­თაც ბავ­შ­ვე­ბი სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლე­ბი­დან გა­დავ­ლენ დიდ სპორ­ტ­ზე, ოღონდ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა. სამ­წუ­ხა­როდ, ამ მხრივ არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა.
სწავ­ლის მე­სა­მე სა­ფე­ხურ­ზე, ანუ X-XII კლა­სებ­ში უკ­ვე იწყე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის გან­საზღ­ვ­რა ბავ­შ­ვის­თ­ვის. იქ გა­მოჩ­ნ­დე­ბა, წა­ვა თუ არა ის სპორ­ტის გან­ხ­რით, სკო­ლის გა­რე­თაც და­კავ­დე­ბა თუ არა სპორ­ტით ანუ წა­ვა თუ არა რო­მე­ლი­მე სექ­ცი­ა­ში, სპორ­ტულ კლუბ­ში და ა.შ. თუ ამ სტრუქ­ტუ­რებ­ში გა­წევ­რი­ან­დე­ბა, მას მო­ტი­ვა­ცია და სტი­მუ­ლიც გა­უჩ­ნ­დე­ბა, რომ კლუ­ბის სა­ხე­ლით გა­მო­ვი­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს, ქა­ლა­ქის, რა­ი­ო­ნის, სკო­ლის ჩემ­პი­ო­ნატ­ში. ეს მო­ზარ­დ­თა გარ­კ­ვე­ულ ნა­წილს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის სურ­ვილს გა­უძ­ლი­ე­რებს, რა­თა ტა­ლან­ტი­დან, მო­ნა­ცე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­კა­ვე­ბუ­ლი იყოს მა­ღა­ლი მიღ­წე­ვე­ბის სპორ­ტით. მთა­ვა­რია, გა­ნათ­ლე­ბი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­რო­ებ­მა უზ­რუნ­ველ­ვ­ყოთ ყვე­ლა ბავ­შ­ვის ჩაბ­მა სპორ­ტ­ში, კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბის არ­ჩე­ვა­ნი კი მა­თი საქ­მეა. ამას სკო­ლა ბო­ლომ­დე ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს, სკო­ლის გა­რეთ კი ამის წი­ნა­პი­რო­ბა კლუ­ბუ­რი სის­ტე­მაა, რო­მე­ლიც სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნამ­დე­ვი სის­ტე­მაა.

– თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნებს ვერც სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სპორ­ტი პა­სუ­ხობს და დიდ სპორტს ისეთ შევ­სე­ბას ვერ აძ­ლევს, რო­გორც და­სავ­ლეთ­ში. ამ კუთხით თუ უნ­და ვე­ლო­დოთ ცვლი­ლე­ბას?
–გა­სულ წლებ­ში ეს სფე­რო მარ­თ­ლაც მხო­ლოდ უნი­ვერ­სი­ა­დე­ბით და სა­შე­ჯიბ­რო სის­ტე­მით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბო­და, რა­საც ზოგ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ში­და პირ­ვე­ლო­ბე­ბიც ემა­ტე­ბო­და, მაგ­რამ სის­ტე­მა არ არ­სე­ბობ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სპორ­ტ­ში ახა­ლი ხალ­ხი მო­ვი­და, რომ­ლე­ბიც სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სპორ­ტის კონ­ცეფ­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბენ – გა­მი­ხარ­და, ეს ახალ­გაზ­რ­დე­ბი ასეთ თე­მებ­ზე რომ ფიქ­რო­ბენ. კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის დო­ნე­ზე მათ გა­ვუ­ზი­ა­რე ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბა და ხედ­ვა, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნ­და წა­ვი­დეს და რა უნ­და იყოს სა­ხელ­მ­წი­ფოს პრი­ო­რი­ტე­ტი ამ კუთხით. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ფე­დე­რა­ცი­ე­ბის, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლიო უნი­ვერ­სი­ა­დებს ატა­რე­ბენ (რაც დიდ სპორ­ტ­ზეა აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლი), წეს­დე­ბებ­შიც ჩა­დე­ბუ­ლია მი­მარ­თუ­ლე­ბა – „სპორ­ტი ყვე­ლა­სათ­ვის“. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში – სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, თუმ­ცა ასა­კი შეზღუ­დუ­ლია. მთა­ვა­რი მი­ზა­ნია სტუ­დენ­ტ­თა ჩაბ­მა სპორ­ტ­ში და ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სის დამ­კ­ვიდ­რე­ბა. ჩვენც ამის გად­მო­ღე­ბა გვინ­და, რომ სტუ­დენ­ტე­ბი აქ­ტი­უ­რად ჩა­ე­ბან სპორ­ტ­ში, მაქ­სი­მა­ლუ­რად მოწყ­დ­ნენ ქუ­ჩას და იყ­ვ­ნენ ჯან­მ­რ­თე­ლე­ბი. დიდ სპორ­ტ­ში მა­თი გა­დას­ვ­ლა კი მხო­ლოდ მა­შინ მოხ­დე­ბა, თუ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან მა­ღალ მიღ­წე­ვებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ კლუბ­ში ანუ ეროვ­ნულ დო­ნე­ზე. პრო­ფე­სი­ულ სპორ­ტ­ში გა­დას­ვ­ლაც აქე­დან ხდე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ფე­დე­რა­ცი­ის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა უნ­და იყოს მა­სობ­რი­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, სტუ­დენ­ტ­თა ჩარ­თ­ვა სპორ­ტ­ში. ფე­დე­რა­ცი­ამ უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ში­და პირ­ვე­ლო­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ფაქ­ტობ­რი­ვად, კლუ­ბად გვევ­ლი­ნე­ბა, ეს კი უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის შე­ჯიბ­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას წარ­მო­შობს. აი, სტუ­დენ­ტუ­რი ლი­გე­ბი და სა­ქარ­თ­ვე­ლოს პირ­ვე­ლო­ბე­ბიც თუ ჩა­ტარ­დე­ბა, საქ­მე ბევ­რად წა­ი­წევს წინ. ოღონდ აქ ისევ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის პრობ­ლე­მას­თან მივ­დი­ვართ, რი­სი სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს.

– და­სას­რულს, სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ზეც გკითხავთ, რომ­ლის აღ­დ­გე­ნაც გა­დაწყ­ვე­ტი­ლია. მო­ეს­წ­რე­ბა წლე­ულ­ს­ვე სტუ­დენ­ტ­თა მი­ღე­ბა?
– სამ­წუ­ხა­როდ, წლე­ულს აკ­რე­დი­ტა­ცი­ის გავ­ლას ვერ ვას­წ­რებთ. შე­სა­ბა­მი­სად, ვერც მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა და უნი­ვერ­სი­ტე­ტი პირ­ველ ნა­კადს მხო­ლოდ გა­ი­სად მი­ი­ღებს, 2014 წელს. სხვა მხრივ ყვე­ლა ად­რინ­დე­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა უც­ვ­ლე­ლია და მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ესაუბრა
ირაკ­ლი თა­ვა­ძე

25-28(942)N