გამოდის 1998 წლიდან
2013-04-25
ამერიკელი პროფესორები ოპტიმისტები არიან, ავსტრიელები კი — პესიმისტები

— თამ­თა, შენ შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი­დან და­ვიწყოთ...
მე­თერ­თ­მე­ტე კლა­სამ­დე ქუ­თა­ი­სის მე-9 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. ბო­ლო წელს სას­წავ­ლებ­ლად მე-13 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­და­ვე­დი. წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, სკო­ლა ოქ­როს მე­დალ­ზე და­ვამ­თავ­რე. ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ვა­ბა­რე და ას­პ­რო­ცენ­ტი­ა­ნი და­ფი­ნან­სე­ბაც მო­ვი­პო­ვე. ჩა­ვი­რიცხე ქუ­თა­ი­სის აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში — ინ­გ­ლი­სუ­რი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე.
— გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მით სას­წავ­ლებ­ლად ამე­რი­კა­ში იყა­ვი. რო­გორც ვი­ცით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბი სტუ­დენ­ტებს კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბას სთა­ვა­ზობს. კონ­კურ­სან­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მა­ღა­ლია, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი. შენ შემ­თხ­ვე­ვა­ში რო­გორ მოხ­და?
მე­ო­რე კურ­ს­ზე ვი­ყა­ვი, რო­ცა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მის შე­სა­ხებ მითხ­რა — Global UGRAD, რო­მელ­საც IREX აფი­ნან­სებს და ერ­თი წლით ამე­რი­კა­ში სწავ­ლას გუ­ლის­ხ­მობს. ბავ­შ­ვო­ბა­ში საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლა­ზე ყო­ველ­თ­ვის ვოც­ნე­ბობ­დი, მაგ­რამ ვე­რა­სო­დეს ვი­ფიქ­რებ­დი, თუ ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას რე­ა­ლუ­რად შევ­ძ­ლებ­დი. გა­დავ­წყ­ვი­ტე, ბე­დი მე­ცა­და. კონ­კურ­სი რთუ­ლი იყო, სა­მი ეტა­პის­გან შედ­გე­ბო­და: აპ­ლი­კა­ცია (ზო­გა­დი ინ­ფორ­მა­ცია, სა­მი თე­მა); გა­სა­უბ­რე­ბა; TOEFL. კონ­კურ­სან­ტ­თა შერ­ჩე­ვის პრო­ცე­დუ­რა დრო­ში ძა­ლი­ან გა­ი­წე­ლა, მე კი თით­ქ­მის ყო­ველ­დღე ვე­ლო­დი რო­დის და­მი­რე­კავ­დ­ნენ. არ ვი­ცი ამას რა ჰქვია, წი­ნათ­გ­რ­ძ­ნო­ბა? მაგ­რამ ვი­ცო­დი, რომ აუცი­ლებ­ლად და­მი­რე­კავ­დ­ნენ და მარ­თ­ლაც და­მი­რე­კეს, მითხ­რეს, რომ მე­ო­რე ტურ­ში გა­და­ვე­დი. გა­სა­უბ­რე­ბას თბი­ლის­ში, ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე ამე­რი­კე­ლე­ბი ატა­რებ­დ­ნენ, ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. ვი­ცო­დი, რომ ეს შან­სი აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა და ამე­რი­კე­ლე­ბი და­მერ­წ­მუ­ნე­ბი­ნა, რომ ზუს­ტად მე უნ­და ავერ­ჩიე. გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მის ამ კონ­კურ­ს­ში 400-მდე აპ­ლი­კა­ცია იყო შე­სუ­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით. გა­სა­უბ­რე­ბამ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა. რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ და­მი­რე­კეს და მე­სა­მე ტურ­ში გა­დას­ვ­ლა მაც­ნო­ბეს. მოკ­ლედ, ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რ­ძე­ლო, იმ ექვს იღ­ბ­ლი­ან ადა­მი­ან­თა შო­რის მეც (ერ­თი სტუ­დენ­ტი ქუ­თა­ი­სი­დან) აღ­მოვ­ჩ­ნ­დი და ამე­რი­კა­ში, ერ­თი წლით, სას­წავ­ლებ­ლად გა­ვემ­გ­ზავ­რე.
— მი­ამ­ბე ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სა­ხებ, მი­სი ის­ტო­რია, რა ღირს სწავ­ლა, რა პრო­ფე­სი­ას და­ე­უფ­ლე, რო­გორ გა­მო­ი­ყო­ფა სტი­პენ­დი­ე­ბი და გრან­ტე­ბი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის და რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, შენ შემ­თხ­ვე­ვა­ში რო­გორ იყო?
ამე­რი­კა­ში მი­ნე­სო­ტას შტატ­ში — St. Cath­e­rine University-ში ვსწავ­ლობ­დი. ეს არის კერ­ძო, კა­თო­ლი­კუ­რი, ქალ­თა უნი­ვერ­სი­ტე­ტი. სწავ­ლი­სა და ცხოვ­რე­ბის ხარ­ჯე­ბი მთლი­ა­ნად და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი იყო პროგ­რა­მის მი­ერ, თვი­ურ სტი­პენ­დი­ას­თან ერ­თად.
უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ერ­თი წე­ლი ვე­უფ­ლე­ბო­დი პრო­ფე­სი­ას — „გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა“.
წმინ­და კა­ტა­რი­ნას უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ფუძ­ნ­და 1905 წელს, სენტ პოლ­ში, St. Joseph of Carondelet-ის დე­ბის (მო­ნაზ­ვ­ნე­ბის) მი­ერ და წმინ­და კა­ტა­რი­ა­ნას სა­ხელს ატა­რებს, რო­მე­ლიც ეგ­ვიპ­ტე­ლი იყო და ეწა­მა თა­ვი­სი რწმე­ნის გა­მო.
— ამე­რი­კი­დან სას­წავ­ლებ­ლად ევ­რო­პა­ში, კერ­ძოდ ავ­ს­ტ­რი­ა­ში გა­ემ­გ­ზავ­რე...
ამე­რი­კი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ვგრძ­ნობ­დი, რო­გორ მიხ­მობ­და ევ­რო­პა. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში შე­ვიტყ­ვე სხვა გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მის Alrakis ERASMUS შე­სა­ხებ. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, მე­გო­ნა მე­ო­რედ აღარ გა­მი­მარ­თ­ლებ­და, მაგ­რამ მა­ინც ვცა­დე. აპ­ლი­კა­ცია ინ­ტერ­ნე­ტით იყო შე­სავ­სე­ბი. უნ­და და­მე­წე­რა სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლი, გა­მეგ­ზავ­ნა სა­რე­კო­მენ­და­ციო წე­რი­ლე­ბი და ნიშ­ნე­ბის ფურ­ცე­ლი. რა­ტომ­ღაც პა­სუხს აქაც და­აგ­ვი­ან­და. ერთ დღე­საც, რო­ცა ვებ­გ­ვერდს ვა­მოწ­მებ­დი, აღ­მოჩ­ნ­და, რომ გა­მარ­ჯ­ვე­ბულ­თა შო­რის ვი­ყა­ვი. ამ კონ­კურ­ს­ში მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა გა­ვი­მარ­ჯ­ვეთ და ავ­ს­ტ­რი­ა­ში სას­წავ­ლებ­ლად ერ­თად წა­ვე­დით.
ვსწავ­ლობ­დით ქა­ლაქ გრა­ცის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ეს არის უზარ­მა­ზა­რი სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც ყო­ველ­წ­ლი­უ­რად 1000-მდე სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენტს მას­პინ­ძ­ლობს. ხუ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვსწავ­ლობ­დი „ინ­გ­ლი­სურ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას“.
— რა შე­გიძ­ლია მი­ამ­ბო სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სა და ლექ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ... აქ­ვე მინ­და ისა­უბ­რო სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე
ამე­რი­კა­შიც და ავ­ს­ტ­რი­ა­შიც ძა­ლი­ან დი­დი ყუ­რადღე­ბა ეთ­მო­ბა სტუ­დენ­ტის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მუ­შა­ო­ბას. დი­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა იყო ლექ­ცი­ა­სა და სე­მი­ნარს შო­რის. ლექ­ცი­ას ლექ­ტო­რი გვი­კითხავ­და და დას­რუ­ლე­ბი­სას შეგ­ვეძ­ლო იმ სა­კითხებ­ზე დაგ­ვეს­ვა შე­კითხ­ვე­ბი, რაც გა­უ­გებ­რად გვეჩ­ვე­ნე­ბო­და. სე­მი­ნა­რე­ბის დროს ლექ­ტო­რი პა­სი­უ­რი იყო, სა­მა­გი­ე­როდ სტუ­დენ­ტებს გვქონ­და დის­კუ­სი­ე­ბი და პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი.
ამე­რი­კულ და ევ­რო­პულ სას­წავ­ლებ­ლებს შო­რის ბევ­რი მსგავ­სე­ბაა, თუმ­ცა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაც არ­სე­ბობს. სა­ერ­თო ის აქვთ, რომ სტუ­დენ­ტი და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ობს. ჩე­მი ერთ-ერ­თი ავ­ს­ტ­რი­ე­ლი ლექ­ტო­რი ამ­ბობ­და, ჩე­მი მო­ვა­ლე­ო­ბაა ფაქ­ტე­ბი მო­გა­წო­დოთ, დას­კ­ვ­ნე­ბი კი თქვენ თვი­თონ უნ­და გა­მო­ი­ტა­ნო­თო. სტუ­დენ­ტე­ბის­გან მო­ითხოვ­დ­ნენ აზ­როვ­ნე­ბას, აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბას, ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა თა­ნაბ­რად იყო და­ფა­სე­ბუ­ლი, არ არ­სე­ბობ­და სწო­რი და არას­წო­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი. მსგავ­სე­ბაა, რომ ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბო­და წე­რას. აზ­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა უნ­და შეგ­ვ­ძ­ლე­ბო­და რო­გორც დის­კუ­სი­ებ­ში, ასე­ვე წე­რი­ლო­ბი­თი გზი­თაც. მთა­ვა­რი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა, რაც მე შე­ვამ­ჩ­ნიე, ის არის, რომ ამე­რი­კე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი ოპ­ტი­მის­ტე­ბი არი­ან, ავ­ს­ტ­რი­ე­ლე­ბი კი — პე­სი­მის­ტე­ბი. ამე­რი­კე­ლი ლექ­ტო­რე­ბი პირ­ვე­ლი­ვე ლექ­ცი­ა­ზე დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, რომ სე­მეს­ტ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და თი­თო­ე­უ­ლი სტუ­დენ­ტის­თ­ვის, ავ­ს­ტ­რი­ე­ლი ლექ­ტო­რე­ბი კი სულ იმის მტკი­ცე­ბა­ში იყ­ვ­ნენ, გა­მოც­დას ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტი ვერ ჩა­ა­ბა­რებ­სო. მოკ­ლედ, ამე­რი­კა­ში და ავ­ს­ტ­რი­ა­ში სწავ­ლა რთუ­ლი იყო, თუმ­ცა ამე­რი­კა­ში უფ­რო პო­ზი­ტი­უ­რი, მოს­ვე­ნე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო, ავ­ს­ტ­რი­ა­ში კი — მუდ­მი­ვად და­ძა­ბუ­ლი.
სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კებს უდი­დე­სი დატ­ვირ­თ­ვა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. ძი­რი­თა­დად, ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დით, რად­გან სწავ­ლის­თ­ვის კარ­გი გა­რე­მოა შექ­მ­ნი­ლი — სი­ჩუ­მე, უფა­სო ინ­ტერ­ნე­ტი, წიგ­ნე­ბი. თან ირ­გ­ვ­ლივ ყვე­ლა მე­ცა­დი­ნე­ობს და შენც უფ­რო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ხარ, რომ ის­წავ­ლო.
— სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში, ხომ არ მო­გი­წია სას­წავ­ლებ­ლი­დან რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში წას­ვ­ლა? რო­გორც ცნო­ბი­ლია, ასეთ სას­წავ­ლებ­ლებ­ში სა­მოგ­ზა­უ­რო ტუ­რე­ბი ეწყო­ბა
სას­წავ­ლებ­ლი­დან არა, მაგ­რამ ავ­ს­ტ­რი­ა­ში ყოფ­ნი­სას ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, ვის­თან ერ­თა­დაც ვცხოვ­რობ­დი, თა­ვის სამ­შობ­ლო­ში — სლო­ვე­ნი­ა­ში წა­მიყ­ვა­ნა. და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ ორი ქა­ლა­ქი — მა­რი­ბო­რი და პტუი. ძა­ლი­ან ცი­ო­და, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ძა­ლი­ან ვი­სი­ა­მოვ­ნე, გა­ვი­ცა­ნი სლო­ვე­ნი­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი. მათ­თან ერ­თად კარ­გი დრო გა­ვა­ტა­რე. სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­სა­ხებ ბევ­რი რამ ვუ­ამ­ბე და ქარ­თუ­ლი სუფ­რის ტრა­დი­ცი­ე­ბიც გა­ვა­ცა­ნი, რაც ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ.
— სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, გქონ­და თუ არა მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა? რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, უცხო­ეთ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში რე­გის­ტ­რა­ცი­ის შე­დე­გად, უცხო­ელ სტუ­დენ­ტებს, სწავ­ლის პირ­ვე­ლი­ვე წლი­დან, ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა აქვთ.
მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა არ მქონ­და, იმი­ტომ რომ ეს პროგ­რა­მე­ბი სტუ­დენ­ტის­გან სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბა­ში მაქ­სი­მა­ლურ ჩარ­თუ­ლო­ბას და აქ­ტი­უ­რო­ბას მო­ითხოვს. და­ბა­ლი ქუ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, წყდე­ბა კონ­ტ­რაქ­ტი და უკან ბრუნ­დე­ბი. ასე­ვე, თუ სა­მა­სა­ხურს იპო­ვი, მო­გეხ­ს­ნე­ბა სტი­პენ­დია, არა­და ანაზღა­უ­რე­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ არის სტი­პენ­დი­ა­ზე მე­ტი. თუმ­ცა, არის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რომ გა­ი­ა­რო უფა­სო სტა­ჟი­რე­ბა და აიმაღ­ლო კვა­ლი­ფი­კა­ცია. სტა­ჟი­რე­ბა IREX-ის ერთ-ერ­თი სა­ვალ­დე­ბუ­ლო მოთხოვ­ნაც კი იყო. ამე­რი­კა­ში სტა­ჟი­რე­ბა ერთ-ერთ ამე­რი­კულ სკო­ლა­ში გა­ვი­ა­რე, სა­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტებს ინ­გ­ლი­სუ­რის ათ­ვი­სე­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბო­დი. ძა­ლი­ან დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. სტუ­დენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო იყო. გა­ვე­ცა­ნი მა­თი ქვეყ­ნე­ბის კულ­ტუ­რას, ენებს. ვსა­უბ­რობ­დით მო­მა­ვალ­ზე, ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბა­ში სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის და­სახ­ვა­ში დახ­მა­რე­ბაც შე­დი­ო­და.
— მი­ამ­ბე ავ­ს­ტ­რი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­გორ ცხოვ­რობს ხალ­ხი, ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რა არის მათ­თ­ვის ყვე­ლა­ზე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, რო­მე­ლი დარ­გია ყვე­ლა­ზე მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი?
ავ­ს­ტ­რი­ი­დან 2 თვის წინ დავ­ბ­რუნ­დი უამ­რა­ვი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით. სა­ო­ცა­რი ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნაა, კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რით. რა თქმა უნ­და, ჩემ­ზე დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა და ძა­ლი­ან მო­ვი­ხიბ­ლე ასე­თი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ქვეყ­ნით. ყვე­ლა­ფე­რი სა­ა­თი­ვი­თაა აწყო­ბი­ლი. სტუ­დენ­ტე­ბის ცხოვ­რე­ბა ბევ­რად სა­ინ­ტე­რე­სოა, მათ ჩვენ­ზე ბევ­რად დი­დი შან­სე­ბი აქვთ, რომ საზღ­ვარ­გა­რეთ წა­ვიდ­ნენ სას­წავ­ლებ­ლად ან სა­მოგ­ზა­უ­როდ. სა­ღა­მო­ო­ბით გვქონ­და წვე­უ­ლე­ბე­ბი, სა­დაც ავ­ს­ტ­რი­ელ სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბიც ვიკ­რი­ბე­ბო­დით და ვსა­უბ­რობ­დით ჩვენ-ჩვენს ქვეყ­ნებ­ზე. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ თით­ქ­მის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში მყავს მე­გო­ბა­რი. ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი წვე­უ­ლე­ბა იყო „moustache party“, რომ­ლის­თ­ვი­საც ბი­ჭე­ბი სა­გან­გე­ბოდ იზ­რ­დიდ­ნენ ულ­ვა­შებს, ხო­ლო გო­გო­ნებს ულ­ვა­შე­ბის მი­ხატ­ვა ან სა­ერ­თოდ, მი­წე­ბე­ბაც გვი­წევ­და.
— სად და რო­გორ ატა­რებ­დი თა­ვი­სუ­ფალ დროს?
თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ცო­ტა მქონ­და, რად­გან ორი­ვე ქვე­ყა­ნა­ში სწავ­ლა საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო და და­ვა­ლე­ბაც ძა­ლი­ან ბევ­რი მქონ­და. თუმ­ცა, დას­ვე­ნე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია. ვის­ვე­ნებ­დი შა­ბათ-კვი­რას, ცო­ტა ხნით, რო­ცა ქა­ლა­ქის პარ­კ­ში მივ­დი­ო­დით სა­სე­ირ­ნოდ. ხში­რად იმარ­თე­ბო­და ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ეროვ­ნულ ტან­საც­მელ­ში გა­მოწყო­ბი­ლე­ბი მო­დი­ოდ­ნენ. მა­თი ყუ­რე­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და.
— მო­მა­ვა­ლი რო­გორ გე­სა­ხე­ბა, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას?
ლი­ტე­რა­ტუ­რა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ამი­ტომ სა­მო­მავ­ლოდ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გულ­დას­მით შეს­წავ­ლით დავ­კავ­დე­ბი და, ალ­ბათ, ამ დარ­გ­ში ხა­რის­ხ­საც და­ვი­ცავ. ასე­ვე, ვა­პი­რებ გაც­ვ­ლით პროგ­რა­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რომ კი­დევ ერ­თხელ წა­ვი­დე რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში და კვა­ლი­ფი­კა­ცია ავი­მაღ­ლო.
— რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და დიპ­ლო­მი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში ითა­მა­შებს თუ არა გა­დამ­წყ­ვეტ როლს?
რა თქმა უნ­და, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა გა­დამ­წყ­ვეტ თუ არა, ერთ-ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს ითა­მა­შებს და­საქ­მე­ბა­ში. თუმ­ცა, საზღ­ვარ­გა­რეთ ჩე­მი წას­ვ­ლის მი­ზე­ზი და­საქ­მე­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ ყო­ფი­ლა. ეს იყო ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და სხვა ქვეყ­ნე­ბის სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რის სურ­ვი­ლი, მა­თი კულ­ტუ­რის გაც­ნო­ბა და მოგ­ზა­უ­რო­ბა. ასე­ვე, იმ მე­თო­დებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, რომ­ლე­ბიც ამე­რი­კი­სა თუ ევ­რო­პის უნი­ვე­რე­სი­ტე­ტებ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მი­მაჩ­ნია, რომ საზღ­ვარ­გა­რეთ სას­წავ­ლებ­ლად ყვე­ლა სტუ­დენ­ტი უნ­და წა­ვი­დეს, რამ­დე­ნი­მე თვით მა­ინც. ეს მათ სამ­ყა­როს სხვაგ­ვა­რად აღ­ქ­მა­ში და უცხო­ე­ლებ­თან და­მე­გობ­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ.
ესაუბრა
მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N