გამოდის 1998 წლიდან
2013-04-25
და­დი­ა­ნე­ბის გან­ძის თბი­ლი­სუ­რი დღე­ე­ბი

გრაფ ოლ­დენ­ბურ­გის თბი­ლი­სის სა­სახ­ლე ზუგ­დი­დის და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლეს მას­პინ­ძ­ლობს. ოდეს­ღაც დი­დი სიყ­ვა­რუ­ლით გაჟ­ღენ­თი­ლ, ლე­გენ­დად ქცე­უ­ლ ზამ­ბა­ხე­ბი­სა და ოქ­როს­ფერ დარ­ბა­ზებ­ში გა­მო­ფე­ნი­ლი უნიკ­ალუ­რი ექ­ს­პო­ნა­ტე­ბი და­დი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში გვა­მოგ­ზა­უ­რებს. სა­ქარ­თ­ვე­ლოს თე­ატ­რის, მუ­სი­კის, კი­ნო­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უ­მი, რომ­ლის სა­ხე­ლიც უც­ნა­ურ ლე­გენ­დებს უკავ­შირ­დე­ბა, დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელ­ზე დღე­საც სა­ო­ცარ გავ­ლე­ნას ახ­დენს. იქ მი­სუ­ლი, უცებ აღ­მოჩ­ნ­დე­ბი გა­რე­მო­ში, რო­მე­ლიც გაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებს, რომ ეს შე­ნო­ბა არა მხო­ლოდ გაჟ­ღენ­თი­ლია ლე­გენ­დით, რო­მე­ლიც ოლ­დენ­ბურ­გი­სა და მი­სი მე­უღ­ლის აგ­რა­ფი­ნა ჯა­ფა­რი­ძის სიყ­ვა­რულს უკავ­შირ­დე­ბა, არა­მედ ლე­გენ­და დღე­საც ცოცხ­ლობს. ოდეს­ღაც ზამ­ბა­ხე­ბის ორ­ნა­მენ­ტე­ბით მო­ხა­ტულ ოთახ­ში, ზამ­თარ-ზაფხულ, ჰყვა­ო­და ზამ­ბა­ხე­ბი, რო­მელ­საც გრა­ფი საყ­ვა­რელ მე­უღ­ლეს ყო­ველ­დღი­უ­რად უძღ­ვ­ნი­და (რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ ყვა­ო­და, ბა­ქო­და­ნაც კი უგ­ზავ­ნი­და). დღეს, რეს­ტავ­რა­ცი­ის შემ­დეგ, ფრაგ­მენ­ტე­ბად გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი კედ­ლის ორ­ნა­მენ­ტე­ბი ამ ლე­გენ­დას ხორცს ას­ხამს. ოქ­როს­ფერ დარ­ბაზ­ში გა­სას­ვ­ლე­ლი კა­რის მი­ნა­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი მო­ნო­ცე­რო­ზი — რქი­ა­ნი, მი­თი­უ­რი ცხე­ნი გვახ­სე­ნებს ლე­გენ­დას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, პრინ­ცი მე­უღ­ლეს სწო­რედ ამ მი­თი­ურ არ­სე­ბას ადა­რებ­და. ეს ლე­გენ­და­რუ­ლი დარ­ბა­ზე­ბი კი, დღეს და­დი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბას ექ­ს­პო­ნა­ტე­ბით აცოცხ­ლე­ბენ, რომ­ლებ­საც წარ­მო­შო­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბის გარ­და, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი აქვთ.
ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძის ცნო­ბი­ლი „სა­კოც­ნე­ლა-სა­ქა­ნე­ლა“ აუცი­ლებ­ლად მი­იპყ­რობს ყუ­რადღე­ბას რო­გორც სი­ლა­მა­ზით, ისე ის­ტო­რი­ით. ესეც ლე­გენ­დაა, რო­მე­ლიც მოგ­ვითხ­რობს იმ მა­რა­დი­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვილ­სა და ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძეს აკავ­ში­რებ­და. XIX სა­უ­კუ­ნის ქარ­თ­ველ დიდ­გ­ვა­რო­ვან­თა საყ­ვა­რე­ლი გა­სარ­თო­ბი, „სა­კოც­ნე­ლა-სა­ქა­ნე­ლა“, ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძის ერთ-ერ­თი საყ­ვა­რე­ლი ნივ­თი ყო­ფი­ლა, რად­გა­ნაც სწო­რედ აქ გა­იც­ნეს ერ­თ­მა­ნე­თი ტა­ტომ და ეკა­ტე­რი­ნემ. სა­ქა­ნე­ლა­ზე წყვილ-წყვი­ლად და­კი­დე­ბულ სხვა­დას­ხ­ვა ფე­რის ჭი­ქებ­ში ღვი­ნოს ას­ხამ­დ­ნენ, შემ­დეგ და­ატ­რი­ა­ლებ­დ­ნენ, რო­მელ წყვილ­საც ერ­თ­ნა­ი­რი ფე­რის ჭი­ქა შეხ­ვ­დე­ბო­და, ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის უნ­და ეკოც­ნათ.  ერთ-ერ­თი გარ­თო­ბის დროს, რო­მე­ლიც ჭავ­ჭა­ვა­ძე­ებს გა­უ­მარ­თავთ, თურ­მე, ბა­რა­თაშ­ვილს ძა­ლი­ან გა­უ­მარ­თ­ლა, მას და ეკა­ტე­რი­ნეს ერ­თი ფე­რის ჭი­ქე­ბი შეხ­ვ­დათ. ამ­ბო­ბენ, ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძე, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა და­დი­ა­ნე­ბის ერ­თ­გუ­ლი დარ­ჩა, ამ ნივთს ყველ­გან თან და­ა­ტა­რებ­და, გარ­დაც­ვა­ლე­ბის დრო­საც კი სას­თუ­მალ­თან ედოო, ბა­რა­თაშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ერ­თა­დერ­თი იღ­ბა­ლი კი სწო­რედ ამ „ბე­დის ბორ­ბალს“ უკავ­შირ­დე­ბაო.
ფრან­გუ­ლი პრე­სა ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი წყვი­ლის — სა­ლო­მე და­დი­ა­ნი­სა და აშილ მი­უ­რა­ტის შე­სა­ხებ წერ­და: „პრინ­ცე­სა და­დი­ა­ნი იყო გრა­ცი­ო­ზუ­ლი და წარ­მ­ტა­ცი. რო­გორც დე­და­მი­სი, ცხოვ­რობ­და ლუვ­რ­ში. საფ­რან­გე­თის მა­ღა­ლი წრის სა­ზო­გა­დო­ე­ბა თავს იყ­რი­და მათ­თან, და­დი­ა­ნე­ბის გვა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დი­დი ხა­ნია მე­ფობ­დ­ნენ სა­მეგ­რე­ლო­ში, კავ­კა­სი­ის სამ­ხ­რეთ პრო­ვინ­ცი­ა­ში, სა­დაც ამ­ბო­ბენ, რომ ქა­ლე­ბი ლა­მა­ზე­ბი არი­ან“. Ìა­მეგ­რე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ამ გრა­ცი­ო­ზუ­ლი და წარ­მ­ტა­ცი პრინ­ცე­სას­თ­ვის სა­მუ­შაო მა­გი­დის გარ­ნი­ტურს სპე­ცი­ა­ლუ­რად საფ­რან­გეთ­ში უკ­ვე­თავ­დ­ნენ. გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია მი­სი კა­ბი­ნე­ტის ნივ­თე­ბი: კა­ლენ­და­რი, სა­ქა­ღალ­დე, ცნო­ბი­ლი მო­ოქ­რო­ვი­ლი გლო­ბუ­სი, რო­მე­ლიც დატ­რი­ა­ლე­ბი­სას იმ ქვეყ­ნის დრო­ის სარ­ტყელს აჩ­ვე­ნებს, რო­მელ­ზეც გა­ა­ჩე­რებთ. ყუ­რადღე­ბას იპყ­რობს მი­სი ზან­ზა­ლა­კი, რომ­ლი­თაც პრინ­ცე­სა მსა­ხუ­რებს თა­ვის­თან უხ­მობ­და.
ექ­ს­პოზ­ცი­ა­ზე გა­მო­ფე­ნი­ლი ყვე­ლა ნივ­თი სა­ხე­ლო­ბი­თია. ოდეს­ღაც და­დი­ა­ნე­ბის სა­ო­ჯა­ხო ფო­ტო­ე­ბით შევ­სე­ბუ­ლი მო­ოქ­რო­ვი­ლი სუ­რა­თე­ბის ალ­ბო­მი ალექ­სან­დ­რე მე­ო­რეს ნი­კო მენ­გ­რელ­ს­კის­თ­ვის უჩუ­ქე­ბია. ფი­ლიგ­რა­ნუ­ლი, ოქ­როს ზარ­ნი­შით შემ­კუ­ლი და­დი­ა­ნე­ბის მე­მა­ტი­ა­ნე ალ­ბო­მი  ფრი­შე­სა და გრი­უ­ბე­რის ნაშ­რო­მებს აერ­თი­ა­ნებს.
აუცი­ლებ­ლად მი­იპყ­რობს დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლის ყუ­რადღე­ბას ან­დ­რია და­დი­ა­ნის ერ­თი ცხე­ნის ფი­გუ­რის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ყვე­ლას­თ­ვის ცნო­ბი­ლი სა­ჭად­რა­კო და­ფა და მის მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბი, რო­მელ­შიც შე­სუ­ლია პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ჭად­რა­კის სა­უ­კე­თე­სო სა­ჭად­რა­კო პარ­ტი­ე­ბი. ერთ-ერ­თი წიგ­ნი, რო­მელ­შიც 100 სა­უ­კე­თე­სო სა­ჭად­რა­კო პარ­ტიაა, ან­დ­რია და­დი­ანს, 1903 წელს, თა­ვი­სი მე­გობ­რის­თ­ვის, რუ­სი ოს­ტა­ტის­თ­ვის — ემა­ნუ­ილ ში­ფე­რის­თ­ვის შე­უკ­ვე­თია. წიგ­ნ­ში ში­ფერს მოჰ­ყავს ცი­ტა­ტა „ბრი­ტა­ნუ­ლი სა­ჭად­რა­კო ჟურ­ნა­ლი­დან“: „სა­მეგ­რე­ლოს პრინც და­დი­ა­ნის სა­ჭად­რა­კო პარ­ტი­ე­ბი ფან­ტას­ტი­კუ­რია და სა­ჭად­რა­კო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ისი­ნი მუ­დამ ბრწყინ­ვა­ლე წარ­მა­ტე­ბის ნი­მუ­შე­ბად დარ­ჩე­ბა“.
მარ­თ­ლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი ქარ­თ­ვე­ლი დიდ­გ­ვა­როვ­ნე­ბის ოჯა­ხი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ერ­თ­გ­ვა­რად, ქარ­თუ­ლი არის­ტოკ­რა­ტი­ის მთა­ვარ ნი­შას წარ­მო­ად­გენ­და და მა­თი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბის თვა­ლის გა­დავ­ლე­ბა წარ­მოდ­გე­ნას გვიქ­მ­ნის, რო­გორ ცხოვ­რობ­და მა­შინ­დე­ლი ქარ­თუ­ლი არის­ტოკ­რა­ტია. გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­მეგ­რე­ლოს თვა­ლის­მომ­ჭ­რე­ლი ფა­ი­ფუ­რი, ბრო­ლი და მი­ნა — თი­თო­ე­უ­ლი ნივ­თი სა­ხე­ლო­ბი­თია. სა­მეგ­რე­ლოს უფ­ლის­წუ­ლის ჭურ­ჭე­ლი, და­დი­ა­ნე­ბის გერ­ბი­თა და წარ­წე­რით — „გორ­დი“, იმა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ ამ ჭურ­ჭ­ლით, მხო­ლოდ გორ­დის სა­სახ­ლე­ში სა­დი­ლობ­დ­ნენ, მას­ზე ამოტ­ვიფ­რუ­ლი „NM“ კი უფ­ლის­წუ­ლის ინი­ცი­ა­ლე­ბია — ნი­კო მენ­გ­რელ­ს­კი.
ნი­კო და­დი­ა­ნის — სის­ხ­ლის­ფე­რი რა­ინ­დის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი თა­ვა­დის ჭურ­ჭე­ლი მე­წა­მუ­ლის­ფე­რია. ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძის­თ­ვის კე­რა­მი­კის ცნო­ბი­ლი ოს­ტა­ტე­ბის მი­ერ დამ­ზა­დე­ბულ ჭურ­ჭელს მი­სი თვა­ლის­ფე­რი­თა და მას­ზე ამოტ­ვიფ­რუ­ლი სა­მეგ­რე­ლოს ნიშ­ნით — ვერ­ძით — ამო­იც­ნობთ. მსოფ­ლი­ო­დან სა­მეგ­რე­ლო­ში ჩა­მო­ტა­ნი­ლი უნი­კა­ლუ­რი ნივ­თე­ბის ის­ტო­რია სა­უ­კე­თე­სო მე­მა­ტი­ა­ნეა იმი­სა, თუ რო­გო­რი იყო ქარ­თ­ვე­ლი დიდ­გ­ვა­როვ­ნე­ბის ყო­ფა.
ამ ექ­ს­პო­ნა­ტე­ბის თვა­ლის შევ­ლე­ბაც კი საკ­მა­რი­სია იმის­თ­ვის, რომ წარ­მოდ­გე­ნა შეგ­ვექ­მ­ნას ქარ­თ­ველ თა­ვად­თა ნა­დიმ­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით ყუ­რად­სა­ღე­ბია ღვი­ნის ჭი­ქე­ბის მო­ცუ­ლო­ბა. პა­ტა­რა— ერ­თ­ყ­ლუ­პი­ა­ნი ჭი­ქე­ბი მიგ­ვა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ თა­ვა­დე­ბი ნა­დი­მის დროს არ თვრე­ბოდ­ნენ და ღვი­ნოს ძა­ლი­ან პა­ტა­რა ჭი­ქე­ბით მი­ირ­თ­მევ­დ­ნენ. Ìა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, მა­გა­ლი­თად, როს­ტომ ხა­ნის დროს, მა­მა­კა­ცის თრო­ბა სირ­ცხ­ვი­ლა­დაც კი ით­ვ­ლე­ბო­და.
უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა — „და­დი­ა­ნე­ბი თბი­ლის­ში“ — ძვირ­ფას  სა­გან­ძურს აერ­თი­ა­ნებს — სა­მეგ­რე­ლოს დე­დოფ­ლის ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძე-და­დი­ა­ნის პი­რა­დი ნივ­თე­ბი, საფ­რან­გე­თი­სა და რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტორ­თა ძვირ­ფა­სი ტი­ლო­ე­ბი, ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის კუთ­ვ­ნი­ლი ღვი­ნის სას­მი­სი, ვერ­სალ­სა და ლუვ­რ­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა ჭურ­ჭე­ლი.
და­ვით არ­სე­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი, და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ებ­ში და­ცულ პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი მო­ჭად­რა­კის ან­დ­რია და­დი­ა­ნის ჭად­რა­კის და­ფა­სა და რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტო­რის ოქ­როს ალ­ბომ­თან ერ­თად, იხი­ლავს საფ­რან­გე­თის მარ­შ­ლის, პრინც იოაჰიმ მი­უ­რა­ტი­სა და ნა­პო­ლე­ონ მე­სა­მის ადი­უ­ტან­ტის, პრინც აშილ მი­უ­რა­ტის პი­რად ნივ­თებს; მათ დღემ­დე გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბელ ფო­ტო­ებს; ცნო­ბი­ლი მხატ­ვ­რის პი­ერ ბლან­შა­რის, ჟაკ-ლუი და­ვი­დის, ლა­დი­ურ­ნე­რის ტი­ლო­ებ­სა და ძვირ­ფას კავ­კა­სი­ურ ხე­დებ­სა თუ კავ­კა­სი­ელ­თა ტი­პა­ჟის პორ­ტ­რე­ტებს.
ბა­რონ დე ბა­ის უნი­კა­ლუ­რი ფო­ტო­კო­ლექ­ცია, რომ­ლის ორი­გი­ნა­ლე­ბი მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ინა­ხე­ბა, გა­მო­ფე­ნის ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ ნი­შას იკა­ვებს და ბევრ მათ­განს ქარ­თ­ვე­ლი დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი პირ­ვე­ლად იხი­ლავს. მათ შო­რის ერ­თი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ფო­ტოა, რო­მელ­ზეც გა­მო­სა­ხუ­ლია, თუ რო­გორ თა­მა­შო­ბენ ერ­თად პო­ლოს ჩო­ხა-ახა­ლუხ­ში გა­მოწყო­ბი­ლი მი­უ­რა­ტე­ბი, და­დი­ა­ნე­ბი და გლე­ხე­ბი. ეს ფო­ტო­კო­ლექ­ცია ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნი­სა და და­დი­ა­ნე­ბის მჭიდ­რო მე­გობ­რო­ბის კი­დევ ერ­თი დას­ტუ­რია.
უნი­კა­ლურ­მა ნივ­თებ­მა, ძვირ­ფა­სი ლი­თო­ნის­გან დამ­ზა­დე­ბულ­მა ექ­ს­პო­ნა­ტებ­მა პირ­ვე­ლად და­ტო­ვეს ზუგ­დი­დის სა­სახ­ლის სა­ცა­ვე­ბი. მსგავ­სი მას­შ­ტა­ბის გა­მო­ფე­ნა ზუგ­დი­დის და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ე­ბი­დან, ბო­ლო 10 წლის გან­მა­ვა­ლო­ბა­ში, თბი­ლის­ში პირ­ვე­ლად მო­ეწყო. „ამ პრო­ექ­ტ­ზე მარ­თ­ლაც დიდ­ხანს ვფიქ­რობ­დით. 2002 წელს და­დი­ა­ნე­ბის სა­გან­ძუ­რი ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ა­ში გვქონ­და გა­მო­ფე­ნი­ლი, რა­საც სა­ო­ცა­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა, დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის რი­გი იდ­გა. გვინ­დო­და, ასე გაგ­ვეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა სა­მუ­ზე­უ­მო ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ მი­ზეზ­თა გა­მო, ეს ვერ შევ­ძე­ლით. ამ­დე­ნი დრო­ი­სა და ფიქ­რის შემ­დეგ, ის­ევ თბი­ლის­ში ვართ, ახ­ლა ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში. სულ 200 ერ­თე­უ­ლი ექ­ს­პო­ნა­ტი ჩა­მო­ვი­ტა­ნეთ, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლია ზუგ­დი­დის სა­სახ­ლე­ებ­ში და­ცუ­ლი ექ­ს­პო­ნა­ტე­ბი­სა. დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ამ პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რებს. ვი­ცი, რომ დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს გა­მო­ფე­ნა ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნე­ბა და იმე­დია, ჩვენს მუ­ზე­უ­მებს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა მო­მა­ვალ­შიც გაგ­რ­ძელ­დე­ბა. ძა­ლი­ან ვღე­ლავ, თან სი­ა­მა­ყის გრძნო­ბით ვივ­სე­ბი, რომ ამ­დე­ნი ხნის შემ­დეგ, და­დი­ა­ნე­ბის სა­გან­ძუ­რი თბი­ლი­სელ დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს უმას­პინ­ძ­ლებს“ — გვითხ­რა და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტორ­მა  ლი­ლი ბე­რა­ი­ამ.
დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს გი­დო­ბას სტუ­დენ­ტე­ბი გა­უ­წე­ვენ, ეს ჩა­ნა­ფიქ­რიც  სწო­რედ პრო­ექ­ტის მთა­ვარ მი­ზანს —  ახალ­გაზ­რ­დებ­მა გა­იც­ნონ ჩვე­ნი წარ­სუ­ლის უნი­კა­ლუ­რი სა­გან­ძუ­რი — ემ­სა­ხუ­რე­ბა.
ზა­ზა ცოტ­ნი­აშ­ვი­ლი, სდა­სუ-ს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი: „პრო­ექ­ტი „და­დი­ა­ნე­ბი თბი­ლის­ში“ ერ­თობ სა­ინ­ტე­რე­სოა სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და ტუ­რიზ­მის სპე­ცი­ა­ლო­ბის სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, რად­გან მათ სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, ცოცხა­ლი პრო­ცე­სე­ბის პი­რო­ბებ­ში, ექ­ს­პო­ზი­ცი­ის გა­შუ­ქე­ბა და გი­დო­ბა შე­ის­წავ­ლონ.
ბა­რონ დე ბა­ის უნი­კა­ლუ­რი ფო­ტო­კო­ლექ­ცია, რო­მელ­მაც, პრაქ­ტი­კუ­ლად, სა­უ­კუ­ნეს გა­უძ­ლო, სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შია, თუნ­დაც იმის­თ­ვის, რომ ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი ფო­ტო­ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ვა­ხე­ლოვ­ნოთ. ამ თვალ­საზ­რი­სით, მარ­თ­ლაც სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტია ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის — კვლე­ვა და სწავ­ლე­ბა ერ­თ­მა­ნეთ­თა­ნაა შერ­წყ­მუ­ლი.“
სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რი, გი­ორ­გი კა­ლან­დია მი­იჩ­ნევს, რომ: „და­დი­ა­ნე­ბის გან­ძი ერთ-ერ­თი ლე­გენ­და­რუ­ლია, არა მარ­ტო კარ­გად არის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი, არა­მედ ყვე­ლა­ზე დი­დი რა­ო­დე­ნო­ბის ექ­ს­პო­ნა­ტებს მო­ი­ცავს ქარ­თ­ვე­ლი თა­ვა­დე­ბის შე­მორ­ჩე­ნი­ლი სა­გან­ძუ­რი­დან. გა­მო­ფე­ნა­ზე ნა­ხავთ ნივ­თებს, რო­მელ­თა არ­სე­ბო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძნე­ლად თუ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ — საფ­რან­გე­თის, რუ­სე­თის, ინ­გ­ლი­სის იმ­პე­რა­ტორ­თა პი­რა­დი ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ სახ­სოვ­რად გა­დას­ცეს და­დი­ა­ნებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე,  ექ­ს­პო­ზი­ცი­ა­ზე ძა­ლი­ან ბევ­რ­მა ძვირ­ფას­მა ნივ­თ­მა მო­ი­ყა­რა თა­ვი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი სა­სახ­ლე არ არის, სულ რამ­დე­ნი­მეა, თით­ზე ჩა­მო­სათ­ვ­ლე­ლი, მათ შო­რი­საა ჩვე­ნი და ზუგ­დი­დის სა­სახ­ლე­ე­ბი. ჩვენ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გვაქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი და სწო­რედ ამ მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გ­ლებ­ში გა­დავ­წყ­ვი­ტეთ,  და­დი­ა­ნე­ბის გან­ძის ნა­წი­ლი გა­მოგ­ვე­ფი­ნა მუ­ზე­უმ­ში, რა­თა ახალ­გაზ­რ­დებ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რონ ქარ­თ­ვე­ლე­ბის თა­ვა­დუ­რი ცხოვ­რე­ბის ელე­მენ­ტე­ბი.
 გა­მო­ფე­ნა, გარ­და იმი­სა, რომ მო­ვახ­დი­ნოთ სა­გან­ძუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, სწო­რედ ამ მთა­ვარ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა — და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ ახალ­გაზ­რ­დო­ბა. აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ სდა­სუ-სთან. მი­სი რექ­ტო­რი, ბა­ტო­ნი თე­მურ ქო­რი­ძე ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს, ხე­ლი შე­უწყოს ჩვე­ნი მუ­ზე­უ­მი­სა და ახალ­გაზ­რ­დე­ბის და­ახ­ლო­ე­ბას. მუ­ზე­უმ­ში სდა­სუ-ს ბევ­რი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლია და­საქ­მე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან კარგ საქ­მე­საც აკე­თე­ბენ.
ამ პრო­ექ­ტ­ზე ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვფიქ­რობ­დით, თუმ­ცა, კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს აქ­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რით, მხო­ლოდ ახ­ლა მოგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, უნი­კა­ლუ­რი გან­ძი ჩა­მოგ­ვე­ტა­ნა თბი­ლი­სე­ლი დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლის­თ­ვის. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ზუგ­დი­დის სა­სახ­ლე­ე­ბის, ის­ტო­რი­უ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი მუ­ზე­უ­მე­ბის დი­რექ­ტორს, ქალ­ბა­ტონ ლი­ლი ბე­რა­ი­ას, რო­მელ­საც დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვის გა­მო­ფე­ნის მოწყო­ბა­ში. ასე­ვე, დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ზუგ­დი­დის გამ­გე­ო­ბას, რო­მელ­მაც მხა­რი დაგ­ვი­ჭი­რა ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, პი­რა­დად გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლეს, გი­ზო სარ­თა­ნი­ას, რო­მე­ლიც ახ­ლა აქ იმ­ყო­ფე­ბა. ეს კი­დევ ერ­თი დას­ტუ­რია იმი­სა, თუ რო­გო­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და მცვე­ლე­ბი ჰყავს და­დი­ა­ნე­ბის სა­გან­ძურს; მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შ­რომ­ლებს, რო­მელ­თა სუ­ლი და გუ­ლი გა­მოჰ­ყ­ვა ექ­ს­პო­ნა­ტებს. არას­დ­როს და­მა­ვიწყ­დე­ბა, რო­დე­საც ამ გან­ძის ჩა­მო­ტა­ნის სა­კითხს ვწყვეტ­დით, რო­გორ გა­მაფ­რ­თხი­ლა ერთ-ერ­თ­მა თა­ნამ­შ­რო­მელ­მა: აბა, გი­ორ­გი, შენ იცი, რო­გორ მო­უვ­ლი, ჩვე­ნი სუ­ლი და გუ­ლი ამ ექ­ს­პო­ნა­ტებს თან მოჰ­ყ­ვე­ბაო. მე ამა­ყი ვარ, რომ ეს „ცხე­ლი გუ­ლი“ დღეს თბი­ლის­შია.“
პრო­ექ­ტის სპონ­სო­რის — „თე­ლი­ა­ნი ვე­ლის“ მარ­კე­ტინ­გის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა თეა კიკ­ვა­ძემ გა­ნაცხა­და, რომ: „გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ექ­ს­პო­ნა­ტე­ბი­დან, მათ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მა­ინც ქარ­თუ­ლი სას­მი­სე­ბია. ყუ­რად­სა­ღე­ბია, თუ რო­გორ მი­ირ­თ­მევ­დ­ნენ ქარ­თ­ვე­ლი თა­ვა­დე­ბი სას­მელს. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ეს ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის.“
კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ, ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვილ­მა გა­მო­ფე­ნის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას იმ თვალ­საზ­რი­სი­თაც გა­უს­ვა ხა­ზი, რომ ასე­თი პრო­ექ­ტე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უწყობს ხელს რე­გი­ო­ნუ­ლი კულ­ტუ­რის — ხე­ლოვ­ნე­ბის გა­ცოცხ­ლე­ბა-აღორ­ძი­ნე­ბას.
მი­ნის­ტ­რის მრჩე­ველ­მა გი­ორ­გი გე­გეჭ­კორ­მა კი ამ პრო­ექტს გა­ფან­ტუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნელ-ნე­ლა ერთ ჯაჭ­ვად შეკ­რე­ბა უწო­და. „სა­მეგ­რე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე წერ­და: მე ვი­ყა­ვი სა­მეგ­რე­ლო­ში და ვნა­ხე დი­დი სა­ქარ­თ­ვე­ლოო. ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა სწო­რედ იმა­შია, რომ დღეს ვიწყებთ ამ გა­ფან­ტუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს შეკ­რე­ბას. დი­დი იმე­დი მაქვს, ის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც გა­ფან­ტუ­ლი ჯაჭ­ვი­ვით იყო, ნელ-ნე­ლა შე­მო­იკ­რებს თი­თო­ე­ულ რგოლს. და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე-მუ­ზე­უ­მის უნი­კა­ლუ­რი გან­ძი ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბაა და მი­ხა­რია, რომ მას ისე­თი ადა­მი­ა­ნი უდ­გას სა­თა­ვე­ში, რო­გო­რიც ქალ­ბა­ტო­ნი ლი­ლი ბე­რაიაა. მან უმ­ძი­მეს წლებ­ში მო­ა­ხერ­ხა ამ მუ­ზე­უ­მე­ბის გა­დარ­ჩე­ნა. პა­ტი­ვი მხვდა, ამ წლებ­ში მე­თა­ნამ­შ­რომ­ლა მუ­ზე­უმ­თან. ბედ­ნი­ე­რი ვარ იმი­თაც, რომ მუ­ზე­უმ­ში ჩე­მი ოთხი ნა­მუ­შე­ვა­რი ინა­ხე­ბა, მათ შო­რი­საა ცოტ­ნე და­დი­ა­ნის პორ­ტ­რე­ტი. დღეს ჩემს ერთ-ერთ ნაშ­რომს ბა­ტონ გი­ორ­გის გა­დავ­ცემ მუ­ზე­უ­მის­თ­ვის. ეს ადა­მი­ა­ნი მარ­თ­ლა და­ბა­დე­ბუ­ლია იმის­თ­ვის, რომ ემ­სა­ხუ­როს ხე­ლოვ­ნე­ბას. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ ისე­დაც სა­უ­კე­თე­სო მუ­ზე­უ­მი, კი­დევ უფ­რო სა­უ­კე­თე­სოდ ვაქ­ცი­ოთ.“
ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რის გი­ორ­გი კა­ლან­დი­ას ამ­ბი­ცი­უ­რი გან­ცხა­დე­ბა — ლუვ­რი მინ­და გვქონ­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიო — ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მარ­თ­ლაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მე­ტი ექ­ს­პო­ნა­ტის მფლო­ბე­ლი მუ­ზე­უ­მი ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტე­ბით კი­დევ მეტ ხიბლს სძენს „იდუ­მა­ლე­ბით მო­ცულ“ სა­სახ­ლეს. ვი­საც გსურთ და­დი­ა­ნე­ბის სა­გან­ძუ­რის ხილ­ვა და, თუნ­დაც, სულ ცო­ტა ხნით ქარ­თ­ველ თა­ვად­თა ეპო­ქა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა, აუცი­ლებ­ლად ეწ­ვი­ეთ ექ­ს­პო­ზი­ცი­ას, და­უ­ვიწყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით კი, გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად, კარ­გა ხანს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებთ ამაღ­ლე­ბულ სუ­ლი­ერ გან­წყო­ბას.

ლალი ჯელაძე

25-28(942)N