გამოდის 1998 წლიდან
2013-05-29
ჰარ­ვარ­დ­დამ­თავ­რე­ბუ­ლი ბრიყ­ვე­ბიც არ­სე­ბო­ბენ და უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გა­რიცხუ­ლი გე­ნი­ო­სე­ბიც

რუბრიკის სტუმარია მარიამ დეკანოზიშვილი

— მა­რი­ამ, შენ შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი თა­ვი­დან და­ვიწყოთ. სწავ­ლობ­დი თბი­ლი­სის 161-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, შემ­დეგ უმაღ­ლეს­ში. საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლის გა­საგ­ძე­ლებ­ლად, სხვა­დას­ხ­ვა დროს, რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში მო­გი­წია წას­ვ­ლა. მი­ამ­ბე, რო­გორ და­იწყო ეს ყვე­ლა­ფე­რი? სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბი სტუ­დენ­ტებს კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბას სთა­ვა­ზობს. კონ­კურ­სან­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მა­ღა­ლია, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი. შენ შემ­თხ­ვე­ვა­ში რო­გორ მოხ­და, რო­გორ ირიცხე­ბი­ან სტუ­დენ­ტე­ბი ამ სას­წავ­ლე­ბელ­ში? საზღ­ვარ­გა­რეთ ხომ ყვე­ლა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი თვი­თონ ად­გენს მი­ღე­ბის სა­კუ­თარ სტან­დარ­ტებს.
— ვსწავ­ლობ­დი თბი­ლი­სის 161-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში. 1998 წელს ჩა­ვა­ბა­რე ამე­რი­კუ­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თ­ლი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე. 2002 წელს წარ­ჩი­ნე­ბით და­ვამ­თავ­რე ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი და სას­წავ­ლებ­ლად გა­ვემ­გ­ზავ­რე შვე­დეთ­ში, კერ­ძოდ ლუნ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ევ­რო­პის პო­ლი­ტი­კის სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მით. და­ფი­ნან­სე­ბა მო­ვი­პო­ვე შვე­დუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტი­სა­გან (Swedish Institute) სა­კონ­კურ­სო შერ­ჩე­ვის შე­დე­გად. კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბულ­თა შერ­ჩე­ვა მოხ­და წარ­დ­გე­ნი­ლი სა­ბუ­თე­ბის (აპ­ლი­კა­ცია, ნიშ­ნე­ბის ფურ­ცე­ლი, სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლი, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი) და ინ­გ­ლი­სუ­რი ენის ცოდ­ნის დო­ნის (TOEFL) სა­ფუძ­ველ­ზე. ამავ­დ­რო­უ­ლად გა­ვი­მარ­ჯ­ვე ფონ­დის „ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა-სა­ქარ­თ­ვე­ლოს” (სო­რო­სის ფონ­დის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი) მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ ბუ­და­პეშ­ტის ევ­რო­პის ცენ­ტ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის (CEU) სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მის კონ­კურ­ს­ში. არ­ჩე­ვა­ნი საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო, რად­გან ორი­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტი ძა­ლი­ან კარ­გი რე­პუ­ტა­ცი­ით სარ­გებ­ლობს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, შვე­დეთ­ზე შევ­ჩერ­დი. არ­ჩე­ვა­ნი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო გე­ოგ­რა­ფი­ით და არა სწავ­ლი­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხა­რის­ხით. ლუნ­დი შვე­დე­თის უკი­დუ­რეს სამ­ხ­რეთ­ში მდე­ბა­რე­ობს და ორე­სუნ­დის ხი­დით უერ­თ­დე­ბა და­ნი­ას. შვე­დეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა ჩემ­თ­ვის პირ­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა იყო ასეთ შორ მან­ძილ­ზე. ალ­ბათ ცო­ტა რა­მეს თუ მო­უხ­დე­ნია მსგავ­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რო­გორც ამ პირ­ველ შო­რე­ულ მგზავ­რო­ბას მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში. თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იყო საკ­მა­ოდ რთუ­ლი მო­მენ­ტე­ბიც: შვე­დე­თის კლი­მა­ტი, რო­მე­ლიც ზამ­თ­რის პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან დეპ­რე­სი­უ­ლი აღ­მოჩ­ნ­და, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რა, წა­სა­კითხი მა­სა­ლე­ბის სიმ­რავ­ლე და ა.შ. მაგ­რამ სი­ახ­ლე და სირ­თუ­ლე­ე­ბი მე­და­ლი­ო­ნის ორი მხა­რეა და თუ­კი ადა­მი­ანს აქვს მო­ტი­ვა­ცია და მი­ზა­ნი, ყვე­ლაფ­რის დაძ­ლე­ვა შე­იძ­ლე­ბა.
შვე­დე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­მი­ნის­ტ­რო­ში. 2005 წელს კვლავ სას­წავ­ლებ­ლად გამ­ზავ­რე­ბა გა­დავ­წყ­ვი­ტე, ამ­ჯე­რად — აშშ-ში. ვი­ცო­დი მას­კის პროგ­რა­მის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ამე­რი­კის სა­ხელ­მ­წი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის და­ფი­ნან­სე­ბით აგ­ზავ­ნი­და სტუ­დენ­ტებს მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში. კონ­კურ­სი სა­მი ეტა­პი­სა­გან შედ­გე­ბო­და (აპ­ლი­კა­ცია, გა­სა­უბ­რე­ბა და ტეს­ტე­ბი). სა­მი­ვე ეტა­პი წარ­მა­ტე­ბით გა­ვი­ა­რე და 2005 წლის აგ­ვის­ტოს გა­ვემ­გ­ზავ­რე აშშ-ში, კერ­ძოდ სამ­ხ­რეთ კა­რო­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტეტ­ზე სას­წავ­ლებ­ლად. მას­კის პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დავ­ბ­რუნ­დი (მას­კის პროგ­რა­მა ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, რომ პროგ­რა­მის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე, პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, მი­ნი­მუმ 1 ან 2 წლით) და და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა ეუთოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­სი­ის ოფის­ში, პრო­ექ­ტე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე. ამავ­­დ­რო­უ­ლად, ვკითხუ­ლობ­დი ლექ­ცი­ებს ჩემს მშობ­ლი­ურ ამე­რი­კულ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ერ­თი წლის შემ­დეგ კვლავ სას­წავ­ლებ­ლად გამ­ზავ­რე­ბა გა­დავ­წყ­ვი­ტე და ჩა­ვა­ბა­რე სამ­ხ­რეთ კა­რო­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა­ზე.

— სა­ინ­ტე­რე­სოა ამ სას­წავ­ლებ­ლის ის­ტო­რია, რამ­დენ­წ­ლი­ა­ნია და რა ღირს სწავ­ლა? რთუ­ლია სტი­პენ­დი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა? რა პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი, რო­მელ კურ­ს­ზე ხარ?
— სამ­ხ­რეთ კა­რო­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი აშშ-ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ძვე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტია — და­ფუძ­ნე­ბუ­ლია 1801 წელს. სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა აშშ-ში, სა­შუ­ა­ლოდ, 5-7 წე­ლი გრძელ­დე­ბა. სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ე.წ. რე­ზი­დენ­ტის სტა­ტუ­სის მი­ხედ­ვით, არ­სე­ბობს ე.წ. in-state და out of state სტა­ტუ­სი. პირ­ვე­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია (9 საკ­რე­დი­ტო სა­ათს პლუს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაზღ­ვე­ვა, და­ახ­ლო­ე­ბით — 5000 აშშ დო­ლა­რი). ასე­თი სტა­ტუ­სით სარ­გებ­ლო­ბენ სტუ­დენ­ტე­ბი, რო­მელ­თაც აქვთ ე.წ. Graduate Assistantship (ანუ რა­ი­მე სა­ხის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის რო­მე­ლი­მე დე­პარ­ტა­მენ­ტის ბი­უ­ჯე­ტი­დან). სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი ორ­ჯერ ძვი­რია (9 საკ­რე­დი­ტო სა­ათს პლუს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაზღ­ვე­ვა, და­ახ­ლო­ე­ბით — 10 000 აშშ დო­ლა­რი).
მე­ხუ­თე წე­ლია, პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში ვსწავ­ლობ. დოქ­ტო­რან­ტუ­რის სტუ­დენ­ტებს სტი­პენ­დია მხო­ლოდ 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძ­ლე­ვათ. 5 წლის შემ­დეგ სტუ­დენ­ტ­მა თა­ვად უნ­და მო­ი­ძი­ოს და­ფი­ნან­სე­ბის სხვა წყა­რო.

— ზო­გი­ერ­თი სას­წავ­ლე­ბე­ლი, უც­ხო­ეთ­ში, სა­კონ­კურ­სო საწყი­სებ­ზე, ნი­ჭი­ე­რი სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის თა­ვად აწე­სებს სტი­პენ­დი­ებს. წარ­ჩი­ნე­ბულ სტუ­დენ­ტებს გარ­კ­ვე­უ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბიც აქვთ, რო­გორ იყო შენ შემ­თხ­ვე­ვა­ში?
— ლუნ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვს­წავ­ლობ­დი შვე­დუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის და­ფი­ნან­სე­ბით, რო­მე­ლიც ყო­ველ­თ­ვი­ურ სტი­პენ­დი­ას მო­ი­ცავ­და. ყო­ვე­ლი სე­მეს­ტ­რის ბო­ლოს ვუგ­ზავ­ნი­დი მათ ნიშ­ნე­ბის ფურ­ცელს, რა­თა მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ჩე­მი შე­დე­გე­ბი. შვე­დეთ­ში საკ­მა­ოდ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მაა. იქ არ არ­სე­ბობს არც ხუთ­ბა­ლი­ა­ნი და არც ას­ქუ­ლი­ა­ნი შკა­ლა, მხო­ლოდ ჩათ­ვ­ლა (pass), გა­მორ­ჩე­ვით ჩათ­ვ­ლა (pass with distinction) და არ­ჩათ­ვ­ლა (fail). სტი­პენ­დი­ის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ჩათ­ვ­ლა ყვე­ლა საგა­ნ­ში იყო სა­ჭი­რო.
სამ­ხ­რეთ კა­რო­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ორ­წ­ლი­ან სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა­ზე აშშ-ს სა­ხელ­მ­წი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ედ­მუნდ მას­კის სტი­პენ­დი­ით ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე­ე­ტა­პი­ა­ნი კონ­კურ­სის სა­ფუძ­ველ­ზე მო­ვი­გე. პირ­ველ ეტაპ­ზე, სა­ბუ­თე­ბი ჩა­ვა­ბა­რე IREX-ის თბი­ლი­სის ოფის­ში (დიპ­ლო­მი, ნიშ­ნე­ბი, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, აპ­ლი­კა­ცი­ის ფორ­მა, სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლი). მე­ო­რე ეტა­პი გა­სა­უბ­რე­ბი­სა­გან შედ­გე­ბო­და. მე­სა­მე ეტაპ­ზე ჩა­ვა­ბა­რე TOEFL და GRE. მა­ის­ში მი­ვი­ღე და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი და აგ­ვის­ტო­ში სამ­ხ­რეთ კა­რო­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვემ­გ­ზავ­რე. სტი­პენ­დი­ის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად სა­შუ­ა­ლო სე­მეს­ტ­რუ­ლი ნი­შა­ნი B-ზე და­ბა­ლი არ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო.
მას­კის პროგ­რა­მის ერთ-ერ­თი სა­ვალ­დე­ბუ­ლო და სა­ინ­ტე­რე­სო ნა­წი­ლია სა­ზაფხუ­ლო პრაქ­ტი­კა (summer internship) რო­მე­ლი­მე ამე­რი­კულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში. სა­ზაფხუ­ლო პრაქ­ტი­კა გა­ვი­ა­რე ქა­ლაქ ვა­შინ­გ­ტონ­ში სტრა­ტე­გი­უ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბის ცენ­ტ­რ­ში (Center for Strategic and International Studies), ევ­რო­პის ენერ­გო­პო­ლი­ტი­კის პროგ­რა­მულ ნა­წილ­ში. ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა იყო. სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბის ცენ­ტ­რი წამ­ყ­ვა­ნი კვლე­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ციაა. ტარ­დე­ბო­და მრა­ვა­ლი შეხ­ვედ­რა, სე­მი­ნა­რი და კონ­ფე­რენ­ცია წამ­ყ­ვა­ნი ექ­ს­პერ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.
მას­კის პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბი­დან ერ­თი წლის თავ­ზე გა­დავ­წყ­ვი­ტე დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. სა­მა­გის­ტ­რო თე­ზი­სის წარ­ჩი­ნე­ბით დაც­ვი­სას კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა მითხ­რეს, რომ დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში სწავ­ლის გაგ­ძე­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში მა­თი სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა მექ­ნე­ბო­და. ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, კვლავ სამ­ხ­რეთ კა­რო­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მე­ცა­და სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა­ზე ჩა­ბა­რე­ბა. გა­ვაგ­ზავ­ნე მოთხოვ­ნი­ლი სა­ბუ­თე­ბი (დიპ­ლო­მე­ბი, ნიშ­ნე­ბი, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, აპ­ლი­კა­ცი­ის ფორ­მა, სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლი). რამ­დე­ნი­მე თვე­ში და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მი­ვი­ღე. რაც მთა­ვა­რია, სამ­ხ­რეთ კა­რო­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტ­მა 5-წლი­ა­ნი სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა გა­მო­ყო. სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა აშშ-ში, სა­შუ­ა­ლოდ, 5-7 წე­ლი გრძელ­დე­ბა. ამ­ჟა­მად ჩემ­თ­ვის ეს მე­ხუ­თე წე­ლია და მო­მა­ვალ წელს ვგეგ­მავ დი­სერ­ტა­ცი­ის დაც­ვას.
წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის სხვა­დას­ხ­ვა გრან­ტე­ბი არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად, ყო­ველ წელს ტარ­დე­ბა კონ­კურ­სი კვლე­ვი­თი სა­მოგ­ზა­უ­რო გრან­ტე­ბი­სათ­ვის. პი­რა­დად მე ორ­ჯერ ვი­მოგ­ზა­უ­რე ევ­რო­პა­ში სა­მოგ­ზა­უ­რო გრან­ტით. არ­სე­ბობს ასე­ვე სა­კონ­ფე­რენ­ციო გრან­ტე­ბი. რამ­დენ­ჯერ­მე მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სხვა­დას­ხ­ვა კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში ასე­თი გრან­ტე­ბის წყა­ლო­ბით. სამ­წუ­ხა­როდ, ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი მრა­ვა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­უ­ჯეტ­ზე მწვა­ვედ აისა­ხა, რის გა­მოც ბო­ლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გრან­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­და­რე­ბით შეზღუ­დუ­ლია.
ლუნ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ერ­თ­კ­ვი­რი­ა­ნი ჯგუ­ფუ­რი სას­წავ­ლო ვი­ზი­ტით ვეს­ტუმ­რეთ ევ­რო­კავ­ში­რის სხვა­დას­ხ­ვა ინ­ს­ტი­ტუ­ტებს ბრი­უ­სელ­ში. ვი­ზი­ტი სა­ინ­ფორ­მა­ციო ხა­სი­ა­თის იყო და სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცა გავ­სა­უბ­რე­ბო­დით და სა­მა­გის­ტ­რო თე­ზის­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა ევ­რო­კავ­ში­რის ინ­ს­ტი­ტუ­ტებ­ში მო­მუ­შა­ვე ბი­უ­როკ­რა­ტებ­თან.
სამ­ხ­რეთ კა­რო­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლი­სას, რამ­დენ­ჯერ­მე ვი­მოგ­ზა­უ­რე ევ­რო­პის სახ­ვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში (ბელ­გია, გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი, პო­ლო­ნე­თი). ეს იყო ჩე­მი დი­სერ­ტა­ცი­ის თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კვლე­ვი­თი ვი­ზი­ტე­ბი ზაფხუ­ლის თვე­ებ­ში. ორ­ჯერ გა­ვი­მარ­ჯ­ვე ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე სა­მოგ­ზა­უ­რო გრან­ტის კონ­კურ­ს­ში, რა­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და ევ­რო­პა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა.

— იმ სას­წავ­ლე­ბელ­ში, სა­დაც შენ სწავ­ლობ, ალ­ბათ, ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი სწავ­ლობ­და. ვინ არი­ან ისი­ნი, მოკ­ლედ მი­ამ­ბე მათ შე­სა­ხებ.
— გა­აჩ­ნია რო­გორ გან­ვ­საზღ­ვ­რავთ „ცნო­ბილს“ — ცნო­ბი­ლი სად? ცნო­ბი­ლი რით? ცნო­ბი­ლი ვის­თ­ვის? შე­მიძ­ლია ჩა­მოვ­თ­ვა­ლო ცნო­ბი­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დარ­გ­ში, რაც არაფ­რის­მ­თ­ქ­მე­ლი იქ­ნე­ბა სხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის.
და კი­დევ, „ცნო­ბი­ლი“ ადა­მი­ა­ნი ხში­რად კარ­გი იმი­ჯის შე­დე­გია და არა რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღირ­სე­ბის.

— რა შე­გიძ­ლია გვითხ­რა, სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სა და ლექ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ... რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, ასეთ სას­წავ­ლებ­ლებ­ში ლექ­ცი­ე­ბის წა­სა­კითხად ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს იწ­ვე­ვენ
— ვფიქ­რობ, ეს ძა­ლი­ან მი­სა­სალ­მე­ბე­ლი პრაქ­ტი­კაა. ვი­სურ­ვებ­დი სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც და­ი­ნერ­გოს მსგავ­სი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ტრა­დი­ცია. სამ­ხ­რეთ კა­რო­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ისე­ვე რო­გორც ლუნ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მრა­ვა­ლი სტუ­მა­რი და სპი­კე­რი გვყო­ლია. მა­თი ჩა­მოთ­ვ­ლა შორს წაგ­ვიყ­ვანს, მაგ­რამ ამ გრძელ სი­ა­ში ელ­ჩე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი თუ გა­მო­ჩე­ნი­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი ნამ­დ­ვი­ლად არ წარ­მო­ად­გენს იშ­ვი­ა­თო­ბას.

— ზო­გა­დად, რა შე­გიძ­ლია თქვა ამე­რი­კულ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე. ალ­ბათ ეს ძა­ლი­ან ვრცე­ლი თე­მაა, მაგ­რამ იმის შე­სა­ხებ მა­ინც, რას­თა­ნაც უშუ­ა­ლოდ გაქვს შე­ხე­ბა
— ეს მარ­თ­ლა ვრცე­ლი თე­მაა და გა­მი­ჭირ­დე­ბა მოკ­ლედ სა­უ­ბა­რი. უბ­რა­ლოდ ვიტყ­ვი, რომ არ არ­სე­ბობს სრულ­ყო­ფი­ლი სის­ტე­მა. თუმ­ცა, მი­მაჩ­ნია, რომ ზო­გა­დად ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან შე­და­რე­ბით, უფ­რო მა­ღა­ლი ხა­რის­ხით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ამე­რი­კუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე სუს­ტი რგო­ლი დაწყე­ბი­თი და სა­შუ­ა­ლო სკო­ლაა. ასე­ვე საკ­მა­ოდ პრობ­ლე­მა­ტუ­რია ბავ­შ­ვე­ბის მი­მართ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მის არარ­სე­ბო­ბა. ზო­გი­ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სწორ­ხა­ზო­ვან და შაბ­ლო­ნურ მიდ­გო­მებს სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბამ­დე მივ­ყა­ვართ. ბავშვს, რო­მე­ლიც ქცე­ვის წე­სე­ბით იმ­დე­ნა­დაა შეზღუ­დუ­ლი, რომ შეს­ვე­ნე­ბის დროს, სკო­ლის დე­რე­ფან­ში, თა­ნა­ტო­ლებ­თან თა­ვი­სუფ­ლად სა­უ­ბა­რი ეკ­რ­ძა­ლე­ბა, სკო­ლის გა­რეთ უწევს ენერ­გი­ის მი­მარ­თ­ვა. ხო­ლო შე­და­რე­ბით მოზ­რ­დილ ასაკ­ში იღებს ავ­ტო­მატს და...

— სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად გაქვთ თუ არა მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა?  უცხო­ეთ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში რე­გის­ტ­რა­ცი­ის შე­დე­გად, უცხო­ელ სტუ­დენ­ტებს, სწავ­ლის პირ­ვე­ლი­ვე წლი­დან, უფ­ლე­ბა აქვთ იმუ­შა­ონ ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე
— აშშ-ში, სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მის წე­სე­ბის თა­ნახ­მად, უფ­ლე­ბა მაქვს ვი­მუ­შა­ვო 20 სა­ა­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კამ­პუს­ზე. ამ­ჟა­მად ვმუ­შა­ობ ასის­ტენტ-მკვლევ­რად სამ­ხ­რეთ კა­რო­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სე­ნი უოქე­რის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბის ინ­ს­ტი­ტუტ­ში. ჩემს პრო­ფე­სორ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ სტა­ტი­ა­ზე „გერ­მა­ნი­ის წამ­ყ­ვა­ნი რო­ლი გა­ნახ­ლე­ბად ენერ­გო­რე­სურ­სებ­ში“ (German Leadership in Renewable Energy Sources).
მა­ნამ­დე, ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვმუ­შა­ობ­დი ასის­ტენტ-ლექ­ტო­რად სამ­ხ­რეთ კა­რო­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტეტ­ზე. ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სტუ­დენ­ტებს ვას­წავ­ლი­დი სხვა­დას­ხ­ვა კურ­სებს ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კის თე­მა­ტი­კა­ზე.
რაც შე­ე­ხე­ბა კამ­პუ­სის გა­რეთ მუ­შა­ო­ბას, ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა აშშ-ს სა­ე­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხუ­რი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თ­ვის მი­ღე­ბა, რაც საკ­მა­ოდ რთულ პრო­ცე­დუ­რებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. პი­რა­დად მე, არა­სო­დეს მიც­დია, რად­გან დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში სწავ­ლა ძა­ლი­ან დატ­ვირ­თულ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

— რო­გორ ცხოვ­რო­ბენ ამე­რი­კე­ლე­ბი, ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რა არის მათ­თ­ვის ყვე­ლა­ზე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, რო­მე­ლი დარ­გია მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი?
— აშშ-ში ყვე­ლა დარ­გი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ, ალ­ბათ, მა­ინც ბიზ­ნესს და ფი­ნან­სებს გა­მოვ­ყოფ­დი. რაც შე­ე­ხე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტებს აკა­დე­მი­ურ სფე­რო­ში, ახა­ლი არ იქ­ნე­ბა იმის თქმა, რომ ბი­ო­ინ­ჟი­ნე­რია და ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი წარ­მო­ად­გენს პრი­ო­რი­ტე­ტულ სფე­რო­ებს. პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის გად­მო­სა­ხე­დი­დან, ამ­ჟა­მად, საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია ჩი­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი და პროგ­რა­მე­ბი, ასე­ვე კვლე­ვის მე­თო­დე­ბი. აქ­ვე და­ვა­მა­ტებ, რომ აშშ-ში პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბულ ზო­გი­ერთ კვლე­ვის მე­თოდ­ზე ჩე­მი შე­ხე­დუ­ლე­ბა მაქვს, მაგ­რამ ეს ცალ­კე სა­უბ­რის თე­მაა.
ხალ­ხი ყველ­გან ხალ­ხია. პრობ­ლე­მე­ბი არ­სე­ბობს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში. უბ­რა­ლოდ, გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ამ პრობ­ლე­მე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა და ფორ­მა, მაგ­რამ არ­სი ერ­თია — ფუ­ლის და სიყ­ვა­რუ­ლის ნაკ­ლე­ბო­ბა თუ მე­ტო­ბა.

— სად და რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს?
— თა­ვი­სუ­ფალ დროს ვვარ­ჯი­შობ, ვთა­მა­შობ ჩოგ­ბურთს და უბ­რა­ლოდ ვა­ტა­რებ დროს მე­გობ­რებ­თან.

— მო­მა­ვა­ლი რო­გორ გე­სა­ხე­ბა, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას?
— ზო­გა­დად არ მიყ­ვარს გეგ­მის მი­ხედ­ვით ცხოვ­რე­ბა, რად­გან ცხოვ­რე­ბა სავ­სეა მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით. ამი­ტომ წი­ნას­წარ გა­დაჭ­რით ვე­რა­ფერს ვიტყ­ვი. თუმ­ცა, თავს საკ­მა­ოდ კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ აშშ-ში და აქ­ვე ვა­პი­რებ პრო­ფე­სი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბას. ამავ­დ­რო­უ­ლად აქ­ტი­უ­რად ვარ ჩაბ­მუ­ლი ხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც. რად­გან ჩე­მი კვლე­ვის ინ­ტე­რე­სი ევ­რო­პაა, კერ­ძოდ კი ევ­რო­კავ­ში­რის ენერ­გო­პო­ლი­ტი­კა, ხში­რად ვმოგ­ზა­უ­რობ ევ­რო­პა­შიც. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ჩემს მო­მა­ვალს სამ გე­ოგ­რა­ფი­ულ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში ვხე­დავ. ვფიქ­რობ, ადა­მი­ა­ნი გახ­ს­ნი­ლი უნ­და იყოს სხვა­დას­ხ­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი­სა თუ შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბის მი­მართ. ბუ­ნებ­რი­ვად არ­სე­ბობს სივ­რ­ცე, საზღ­ვ­რე­ბი კი ხე­ლოვ­ნუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბაა.

— რო­გორ ფიქ­რობ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და დიპ­ლო­მი ითა­მა­შებს თუ არა გა­დამ­წყ­ვეტ როლს?
— შე­მეძ­ლო ერ­თობ სტან­დარ­ტუ­ლი პა­სუ­ხი გა­მე­ცა ამ კითხ­ვა­ზე და ჩა­მო­მეთ­ვა­ლა მრა­ვა­ლი მი­ზე­ზი და ფაქ­ტო­რი, თუ რო­გორ და­მეხ­მა­რე­ბა საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და დიპ­ლო­მი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში „კარ­გი“ სამ­სა­ხუ­რის მო­ძი­ე­ბა­ში, მაგ­რამ ამ შე­კითხ­ვას ასე ვუ­პა­სუ­ხებ:
რე­ა­ლუ­რად ცხოვ­რე­ბა, ძი­რი­თა­დად, შედ­გე­ბა იმის­გან, რა­საც ვერ ვსწავ­ლობთ წიგ­ნე­ბი­დან. გა­ნათ­ლე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბა კი გვეხ­მა­რე­ბა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ ის, რაც ვერ ვის­წავ­ლეთ.
მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის და­საქ­მე­ბა მა­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უნ­და ხდე­ბო­დეს და არა დიპ­ლო­მის წარ­მო­მავ­ლო­ბის, ოჯა­ხუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის, თა­ნამ­დე­ბო­ბი­ა­ნი ნაც­ნობ-მე­გო­რე­ბი­სა თუ პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით. ჰარ­ვარ­დ­დამ­თავ­რე­ბუ­ლი ბრიყ­ვე­ბიც არ­სე­ბო­ბენ და უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გა­რიცხუ­ლი გე­ნი­ო­სე­ბიც.

ესა­უბ­რა
მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N