გამოდის 1998 წლიდან
2013-05-02
IYIPO — ნორჩ გამომგონებელთა ფორუმი

25 აპ­რილს, სას­ტუმ­რომ „შე­რა­ტონ მე­ტე­ხი პა­ლა­სი“ ნორჩ მეც­ნი­ერ­თა და გა­მომ­გო­ნე­ბელ­თა VII სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დას (IYIPO) უმას­პინ­ძ­ლა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში IYIPO პირ­ვე­ლად 2005 წელს ჩა­ტარ­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ინ­ტე­რე­სი და მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. 2007 წლი­დან ოლიმ­პი­ა­დამ სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შ­ტა­ბე­ბი შე­ი­ძი­ნა. მას შემ­დეგ, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, იზ­რ­დე­ბა ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბის რიცხ­ვი. წლე­ვან­დელ ოლიმ­პი­ა­და­ში 270 მოს­წავ­ლე 27 ქვეყ­ნი­დან 125 პრო­ექ­ტით მო­ნა­წი­ლე­ობ­და. პრო­ექ­ტე­ბი წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ექვს კა­ტე­გო­რი­ა­ში: მა­თე­მა­ტი­კა, ქი­მია, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ბი­ო­ლო­გია, ინ­ჟი­ნე­რია და ფი­ზი­კა.
IYIPO და­ფუძ­ნ­და „ჩაღ­ლა­რის“ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ. ოლიმ­პი­ა­დის მი­ზა­ნია: გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭი­ე­რე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, მა­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მომ­გო­ნებ­ლო­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბით; ნი­ჭი­ერ მოს­წავ­ლე­თა მხარ­და­ჭე­რა, რა­თა მათ შეძ­ლონ მეც­ნი­ე­რუ­ლი იდე­ე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი ნაშ­რო­მის ახ­ს­ნა-გად­მო­ცე­მა; მოს­წავ­ლე­ებ­ში სა­კუ­თა­რი თა­ნა­ტო­ლე­ბი­სა და, ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბი­სა და გა­დაჭ­რის უნარ-ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა; ყო­ფით ცხოვ­რე­ბა­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სფე­როს შო­რის კავ­ში­რის ახ­ს­ნა; მოს­წავ­ლე­თა ცოდ­ნის დო­ნის ამაღ­ლე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა დარ­გ­ში. ოლიმ­პი­ა­და არა მარ­ტო ხელს უწყობს ნორჩ გა­მომ­გო­ნებ­ლებს, წარ­მო­ა­ჩი­ნონ თა­ვი­ან­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, არა­მედ აყა­ლი­ბებს მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებს შო­რის.
VII სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი იყ­ვ­ნენ: სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, „ჩაღ­ლა­რის“ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის ცენ­ტ­რი „საქ­პა­ტენ­ტი“, ევ­რო­კავ­ში­რი-ევ­რო­კო­მი­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, მე­დი­ას­პონ­სო­რი — სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწყე­ბე­ლი.
ოლიმ­პი­ა­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო ჰიმ­ნით გა­იხ­ს­ნა, რო­მე­ლიც სკო­ლა-ლი­ცე­უმ „სხი­ვის“ მოს­წავ­ლე­ებ­მა შე­ას­რუ­ლეს. სტუმ­რე­ბის­თ­ვის ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო ვი­დე­ო­ფილ­მი IYIPO-ს შე­სა­ხებ. ოლიმ­პი­ა­დის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი და მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სტუმ­რებს მშობ­ლი­ურ ენებ­ზე მი­ე­სალ­მ­ნენ.
ადემ ონა­ლი, ჩაღ­ლა­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და შა­ვი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რე: „ნორჩ მეც­ნი­ერ­თა და გა­მომ­გო­ნე­ბელ­თა ოლიმ­პი­ა­და წელ­საც წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ოლიმ­პი­ა­დის მას­შ­ტა­ბე­ბი ყო­ველ­წ­ლი­უ­რად იზ­რ­დე­ბა. წელს 27 ქვე­ყა­ნა მო­ნა­წი­ლე­ობს: პა­კის­ტა­ნის, იემე­ნის, ბულ­გა­რე­თის, ზამ­ბი­ის, გერ­მა­ნი­ის, ავ­ღა­ნე­თის, ერა­ყის, უკ­რა­ი­ნის, ტან­ზა­ნი­ი­სა და სხვა ქვეყ­ნე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნორჩ მეც­ნი­ერ­თა და გა­მომ­გო­ნე­ბელ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­და ყო­ველ­წ­ლი­უ­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ინ­ტე­რეს­სა და მო­წო­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რებს. მი­სი ჩარ­ჩო­ე­ბი სცდე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს საზღ­ვ­რებს. სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი ეც­ნო­ბი­ან ქარ­თულ კულ­ტუ­რას, ხე­ლოვ­ნე­ბას, ტრა­დი­ცი­ებს. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ მათ ქარ­თ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის ოჯა­ხე­ბი მას­პინ­ძ­ლო­ბენ. ოლიმ­პი­ა­დის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სტუმ­რე­ბი ტო­ვე­ბენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს, რო­გორც ამ ქვეყ­ნის მე­გობ­რე­ბი. ეს მე­გობ­რო­ბა მო­მა­ვალ­შიც გრძელ­დე­ბა.“
ეკა სლო­ვინ­ს­კი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი: „მო­ნა­წი­ლე­ებს ვუ­ლო­ცავ გა­მორ­ჩე­ულ და სა­ინ­ტე­რე­სო ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, წარ­მა­ტე­ბულ და ნა­ყო­ფი­ერ მუ­შა­ო­ბას­ ვუ­სურ­ვებ. ოლიმ­­პი­ა­და, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ხა­რის­ხით, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი გან­წყო­ბით, სრუ­ლი­ად არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი იდე­ე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ეს ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლია. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ოლიმ­პი­ა­და ხელს უწყობს სხვა­დას­ხ­ვა ეროვ­ნე­ბის ახალ­გაზ­რ­დე­ბის და­ახ­ლო­ე­ბას და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. მრა­ვა­ლი წე­ლია, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო გვერ­დ­ში უდ­გას ოლიმ­პი­ა­დას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წელს პირ­ვე­ლად გა­ფორ­მ­და მე­მო­რან­დუ­მი, რაც დას­ტუ­რია იმი­სა, რომ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა კი­დევ უფ­რო მჭიდ­რო ხდე­ბა. სა­სი­ხა­რუ­ლოა ისიც, რომ ოლიმ­პი­ა­დის და­ჯი­ლდო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლის მას­პინ­ძე­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო იქ­ნე­ბა.“
წი­თე­ლი ლენ­ტის გაჭ­რის შემ­დეგ, სას­ტუმ­რო „შე­რა­ტონ მე­ტე­ხი პა­ლა­სის“ სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნათ ნორჩ მეც­ნი­ერ­თა და გა­მომ­გო­ნე­ბელ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბი.
კურ­ბან ბა­ი­რა­მო­ვი და გუ­რამ მა­მა­ცაშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის დე­მი­რე­ლის სა­ხე­ლო­ბის კერ­ძო კო­ლე­ჯის მე-9 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი: „ჩვენ წარ­მო­ვად­გი­ნეთ „აკ­ვა­ფო­ნი­კა“, ეს არის აკ­ვა­კულ­ტუ­რი­სა და ჰიდ­რო­ფო­ნი­კის ნა­რე­ვი კომ­ბი­ნა­ცია, მი­სი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია თევ­ზის ამი­ა­კის მეშ­ვე­ო­ბით ამო­ვიყ­ვა­ნოთ მცე­ნა­რე. ძა­ლი­ან ბევ­რი ვიშ­რო­მეთ პრო­ექ­ტის შე­საქ­მ­ნე­ლად, ამე­რი­კი­დან გა­მო­ვი­წე­რეთ PH ტეს­ტე­ბი, ჩა­ვა­ტა­რეთ ცდე­ბი. მცე­ნა­რე, რო­მე­ლიც ამი­ა­კით იკ­ვე­ბე­ბა, ბი­ო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქ­ტად ით­ვ­ლე­ბა და მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა, რა თქმა უნ­და, საკ­ვე­ბა­დაც და­საშ­ვე­ბია.“
გი­ორ­გი ჭე­ლი­ძე, ქუ­თა­ი­სის 42-ე ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კუ­რი სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე: „ოლიმ­პი­ა­და­ზე წარ­მო­ვად­გი­ნე ავ­ტო­მო­ბი­ლის გი­როს­კო­პუ­რი (მბრუ­ნა­ვი ხელ­საწყო, ბზრი­ა­ლა, რო­მე­ლიც ყო­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მდგრა­დო­ბას ინარ­ჩუ­ნებს, იყე­ნე­ბენ ტექ­ნი­კა­ში, საზღ­ვაო და სამ­ხედ­რო საქ­მე­ში) სტა­ბი­ლი­ზა­ტო­რი, რო­მე­ლიც  დი­დი სიჩ­ქა­რით მი­მა­ვალ ავ­ტო­მო­ბილს მო­სახ­ვევ­ში ამობ­რუ­ნე­ბი­სა­გან იცავს. ჩე­მი პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია, შე­იქ­მ­ნას ავ­ტო­მო­ბი­ლის სტა­ბი­ლი­ზა­ტო­რი, რო­მე­ლიც გაზ­რ­დის მის მდგრა­დო­ბას მო­სახ­ვევ­ში და გზის დამ­რეც მო­ნაკ­ვეთ­ზე. ჩე­მი პრო­ექ­ტის ეფექ­ტუ­რო­ბა­ში ასი პრო­ცენ­ტით ვარ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი.“
თი­კო ორ­ჯო­ნი­კი­ძე (მე-10 კლა­სი) და ქრის­ტი­ნე ხინ­თი­ბი­ძე (მე-9 კლა­სი) ქუ­თა­ი­სის ნი­კო ნი­კო­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის ლი­ცე­უ­მის მოს­წავ­ლე­ე­ბი: „ჩვენ წარ­მო­ვად­გი­ნეთ ჰიბ­რი­დულ-ენერ­გე­ტი­კუ­ლი ხელ­საწყო, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს მზის და ქა­რის ენერ­გი­ის ერ­თ­დ­რო­უ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბას. მზის და ქა­რის ენერ­გია გარ­და­იქ­მ­ნე­ბა ელექ­ტ­რულ ენერ­გი­ად და თავ­ს­დე­ბა აკუ­მუ­ლა­ტორ­ში, ენერ­გი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­დას­ცემს სიგ­ნალს ვი­დე­ოთ­ვალს, სა­ი­და­ნაც ვი­ღებთ სიგ­ნალს და ინ­ფორ­მა­ცი­ას კომ­პი­უ­ტერ­ში. ეს ხელ­საწყო, ძი­რი­თა­დად, გა­მო­ყე­ნე­ბა­დი იქ­ნე­ბა სათ­ვალ­თ­ვა­ლო და დაც­ვის სის­ტე­მებ­ში, მა­გა­ლი­თად ალ­პი­ნის­ტე­ბის­თ­ვის მთებ­ში, მი­უღ­წე­ველ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც არ გვაქვს მუდ­მი­ვი ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გია. ამ ხელ­საწყოს მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და ეფექ­ტუ­რო­ბა ის არის, რომ მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა უკა­ბე­ლოდ შე­იძ­ლე­ბა.“
ნი­კა გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი, თბილისის 192-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მე-11 კლა­სი­სი მოს­წ­ვ­ლე: „ჩემს პრო­ექტს ჰქვია „მო­მავ­ლის სახ­ლი“. მი­სი მი­ზა­ნია, უზ­რუნ­ველ­ყოს სახ­ლი მუდ­მი­ვი ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ენერ­გი­ის წყა­რო­თი ისე, რომ არ იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი ელექ­ტ­რო­სად­გურ­ზე და გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­დეს სა­კუ­თარ, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მზის, წყლი­სა თუ ქა­რის ენერ­გია ნა­თელ მო­მა­ვალს გვპირ­დე­ბა. ეს რე­სურ­სე­ბი ამო­უ­წუ­რა­ვია, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თაა და ქვეყ­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. საკ­მა­რი­სია ქა­რი ქრო­დეს, მზე ანა­თებ­დეს და ენერ­გი­ის შე­საკ­რე­ბად შეგ­ვიძ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი მოწყო­ბი­ლო­ბა დავ­დ­გათ. ამის­თ­ვის არც ცენ­ტ­რა­ლუ­რი ელექ­ტ­რო­ფი­კა­ცია იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო და არც იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ნავ­თო­ბი. ნავ­თობ­ზე, გაზ­ზე, ელექ­ტ­რო­ო­ბა­ზე ფა­სე­ბის მო­რი­გი ზრდის შემ­დეგ, ბუ­ნებ­რი­ვია, ვიწყებთ ფიქრს გა­ნა­თე­ბის, გათ­ბო­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ წყა­რო­ებ­ზე. სწო­რედ ასე­თი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პრო­ექ­ტია ჩე­მი „მო­მავ­ლის სახ­ლი“.
აკა­კი ცხვა­რი­აშ­ვი­ლი, პა­ტარ­ძე­უ­ლის ქარ­თულ-ფრან­გუ­ლი სკო­ლა-ლი­ცე­უ­მის მე-8 კლა­სის მოს­წავ­ლე: „ჩემი პრო­ექ­ტი მო­ი­ცავს ან­ტი­ბაქ­ტე­რი­ულ, გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო ბუ­ნებ­რივ სა­შუ­ა­ლე­ბებს. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი და ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბა, სურ­დო­სა და გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ გა­მო­ყე­ნე­ბის მიზ­ნით. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს, შე­იქ­მ­ნას სა­წარ­მოო ხა­ზი სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ხელ­სა­ხო­ცე­ბი­სა და პირ­ბა­დე­ე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვე­ნი ფლო­რა მრა­ვალ­ფე­როვ­ნად მდი­და­რია მცე­ნა­რე­ე­ბით, რომ­ლე­ბიც ბუ­ნებ­რი­ვი პრე­პა­რა­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ჩვენ მი­ერ ბუ­ნებ­რი­ვი ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად შერ­ჩე­ულ იქ­ნა მცე­ნა­რე ავ­შა­ნი (აბ­ზინ­და). ავ­შა­ნი სა­რე­ვე­ლა მცე­ნა­რეა. 100 გრა­მი ავ­შა­ნი დავ­ნა­ყეთ და ჩა­ვას­ხით კოლ­ბა­ში სა­მე­დი­ცი­ნო სპირ­ტ­თან ერ­თად, 24 სა­ა­თის შემ­დეგ გავ­ფილ­ტ­რეთ და შე­ვი­ნა­ხეთ მუქ ჭურ­ჭელ­ში. შემ­დეგ ექ­ს­ტ­რაქ­ტ­ში და­ვას­ვე­ლეთ რეს­პი­რა­ტო­რე­ბი/პირ­ბა­დე­ე­ბი და ხელ­სა­ხო­ცე­ბი. მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია გაშ­რო­ბის შემ­დეგ, რად­გან ამ ან­ტი­ბაქ­ტე­რი­ულ პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბას შე­უძ­ლია  გრი­პის ვი­რუ­სის შე­ჩე­რე­ბა დაწყე­ბით სტა­დი­ა­ში.“
თი­ნა­თინ მა­ი­სუ­რა­ძე და ნა­ტა ას­პა­ნი­ძე, დე­მი­რე­ლის სა­ხე­ლო­ბის კერ­ძო კო­ლე­ჯის მოს­წავ­ლე­ე­ბი: „ჩვენ წარ­მო­ვად­გი­ნეთ პრო­ექ­ტი ჭი­ა­მა­ი­ე­ბის შე­სა­ხებ. რო­გორც ვი­ცით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დი­დი პრობ­ლე­მე­ბია შექ­მ­ნი­ლი პეს­ტი­ცი­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პეს­ტი­ცი­დებს იმ მწე­რე­ბის შე­სა­წამ­ლად იყე­ნე­ბენ, რომ­ლე­ბიც ანად­გუ­რე­ბენ, დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით, კულ­ტუ­რულ მცე­ნა­რე­ებს. შხამ-ქი­მი­კა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას დიდ საფ­რ­თხეს უქ­მ­ნის. ამ პრობ­ლე­მით და­ვინ­ტე­რეს­დით და გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, გა­მო­სა­ვა­ლი გვე­პოვ­ნა. ჩვე­ნი პე­და­გო­გის დახ­მა­რე­ბით შე­ვიტყ­ვეთ, რომ პეს­ტი­ცი­დე­ბის ნაც­ვ­ლად, მავ­ნე მწე­რებ­თან საბ­რ­ძოლ­ვე­ლად თურ­მე შე­საძ­ლე­ბე­ლია ჭი­ა­მა­ი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. ამ მე­თოდს ინ­დო­ეთ­ში, ავ­ს­ტ­რა­ლი­ა­ში და სხვა ქვეყ­ნებ­შიც მი­მარ­თა­ვენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბუგ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდ სა­შიშ­რო­ე­ბას უქ­მ­ნი­ან ვაზს, ჭი­ა­მა­ი­ე­ბის ბუ­ნებ­რივ საკ­ვებს წარ­მო­ად­გე­ნენ. თუ ჩვენ ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ვამ­რავ­ლებთ ჭი­ა­მა­ი­ებს და შე­ვიყ­ვანთ ბა­ღებ­სა და ვე­ნა­ხებ­ში, დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით მავ­ნე მწე­რე­ბი გა­ნად­გურ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად ბუგ­რე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჭი­ა­მა­ი­ე­ბის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით გამ­რავ­ლე­ბა არ გა­მო­იწ­ვევს ეკო­სის­ტე­მის დარ­ღ­ვე­ვას. სა­ხელ­მ­წი­ფოს ვთა­ვა­ზობთ, და­ინ­ტე­რეს­დეს ჩვე­ნი პრო­­ექ­ტით და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში, შხამ-ქი­მი­კა­ტე­ბის ნაც­ვ­ლად, ასე­თი უვ­ნე­ბე­ლი, ბუ­ნებ­რი­ვი მე­თო­დი გა­მო­ი­ყე­ნოს.“
გი­ორ­გი მუ­რა­დო­ვი, ქო­ბუ­ლე­თის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­ლე­ჯის „ახა­ლი ტალ­ღა“ მოს­წავ­ლე: „ოლიმ­პი­ა­დის­თ­ვის მო­ვამ­ზა­დე პრო­ექ­ტი — მაგ­ნი­ტურ ბა­ლიშ­ზე მო­მუ­შა­ვე პორ­ტა­ტუ­ლი კვე­ბის წყა­რო, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს, ტუ­რის­ტულ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში, ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, უწყ­ვე­ტი ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ის წყა­რო გვქონ­დეს. ეს უნი­კა­ლუ­რი მოწყო­ბი­ლო­ბა შედ­გე­ბა გორ­გო­ლა­ჭის­გან, ექ­ვ­სი სუ­პერ მაგ­ნი­ტის­გან, ელექ­ტ­რო­კო­ჭის­გან და სხვ. ეს ჩე­მი პირ­ვე­ლი გა­მო­გო­ნე­ბაა, იმე­დი მაქვს, პრო­ექ­ტი მო­წო­ნე­ბას და­იმ­სა­ხუ­რებს.“
ბე­ქა გო­გუ­ა­ძე, ქო­ბუ­ლე­თის არა­სა­ხელ­მ­წი­ფო სა­ე­რო სკო­ლის „ფარ­ნა­ვა­ზი“ მოს­წავ­ლე: „ჩემი პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი იყო, შე­მექ­მ­ნა ისე­თი თავ­დაც­ვი­თი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფ­და ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­თიშ­ვას შო­რი მან­ძი­ლი­დან. ეს გა­მო­გო­ნე­ბა, ძი­რი­თა­დად, გან­კუთ­ვ­ნი­ლია ტაქ­სის მძღო­ლე­ბის­თ­ვის. მან­ქა­ნის გა­ტა­ცე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მძღოლს მი­სი ბლო­კი­რე­ბა შე­უძ­ლია, მარ­თ­ვის სის­ტე­მა­ში დის­ტან­ცი­უ­რად სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­დი­რე­ბუ­ლი ნომ­რის შეყ­ვა­ნით და ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­ი­თი­შე­ბა, ანუ მან­ქა­ნა­ში მო­თავ­სე­ბულ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე და­რეკ­ვი­სას, და­ჯავ­შ­ნუ­ლი ნომ­რის მეშ­ვე­ო­ბით, ხდე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის ბლო­კი­რე­ბა იმ დრომ­დე, სა­ნამ მძღო­ლი ახალ კოდ­სარ შე­იყ­ვანს.“
27 აპ­რილს ნორჩ მეც­ნი­ერ­თა და გა­მომ­გო­ნე­ბელ­თა VII სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში და­ა­ჯილ­დო­ვეს. პირ­ვე­ლი ად­გი­ლით და ოქ­როს მედ­ლით და­ჯილ­დოვ­და 30 პრო­ექ­ტი, მე­ო­რე ად­გი­ლით და ვერ­ცხ­ლის მედ­ლით  — 35 პრო­ექ­ტი, მე­სა­მე ად­გი­ლით და ბრინ­ჯა­ოს მედ­ლით — 40 პრო­ექ­ტი. სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ებ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი­დან გა­მოვ­ლე­ნი­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ ალუ­და გოგ­ლი­ჩი­ძემ, ევ­რო­კავ­ში­რის დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლემ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბო­რის იარო­შე­ვიჩ­მა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში თუ­რ­­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან­მა ელ­ჩ­მა ლე­ვენთ მუ­რათ ბურ­ჰან­მა და „ჩაღ­ლა­რის“ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და შა­ვი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის საბ­ჭოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ ადემ ონა­ლიმ და­ა­ჯილ­დო­ვეს.
ალუ­და გოგ­ლი­ჩი­ძე: „ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მიღ­წე­ვის ფარ­გ­ლებ­ში, ჩვენ­თ­ვის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრი­ო­რი­ტე­ტია ზუს­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბა, მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­ტი­ვი­რე­ბა, რა­თა ამ დის­ციპ­ლი­ნე­ბით უფ­რო მე­ტად და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ, გა­მო­ავ­ლი­ნონ თა­ვი­ან­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მო­ახ­დი­ნონ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სის რე­ა­ლი­ზე­ბა.“
ბო­რის იარო­შე­ვი­ჩი: „ევ­რო­კავ­ში­რი ყო­ველ­თ­ვის მხარს უჭერ­და ნორჩ მეც­ნი­ერ­თა და გა­მომ­გო­ნე­ბელ­თა ოლიმ­პი­ა­დას და ასეა დღე­საც რად­გან მიგ­ვაჩ­ნია, რომ კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა და ინო­ვა­ცია უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის. სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის მსგავ­სი მას­შ­ტა­ბის ოლიმ­პი­ა­დის ჩა­ტა­რე­ბა ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და ძა­ლი­ან კარ­გია ქვეყ­ნის პრეს­ტი­ჟის­თ­ვის.“

მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N