გამოდის 1998 წლიდან
2013-05-30
პორ­ტ­რე­ტე­ბი ბა­ზა­ლე­თის ტბის ფონ­ზე

ბა­ნა­ლუ­რი იქ­ნე­ბა ახ­ლა მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­ზეთ­ში და­ვიწყო იმის მტკი­ცე­ბა, თუ რა ად­გი­ლი აქვს ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში მას­წავ­ლე­ბელს, რა გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლია მას­წავ­ლე­ბელს პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე, ამი­ტომ ზო­გად სენ­ტენ­ცი­ებს თავს ავა­რი­დებ და შე­მოგ­თა­ვა­ზებთ რამ­დე­ნი­მე ჩე­მი კო­ლე­გის პორ­ტ­რეტს. ქარ­თუ­ლი ენის იმ მას­წავ­ლებ­ლებს გა­გაც­ნობთ, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი პროგ­რა­მის „ას­წავ­ლე ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენა“ ფარ­გ­ლებ­ში ას­წავ­ლი­ან ქარ­თულს აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ და სომ­ხურ სკო­ლებ­ში. მა­ი­სის და­საწყის­ში პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე­ებს გვქონ­და ტრა­დი­ცი­უ­ლი კონ­ფე­რენ­ცია, რო­მე­ლიც ბა­ზა­ლე­თის ტბის და­სას­ვე­ნე­ბელ კომ­პ­ლექ­ს­ში ჩა­ტარ­და და რომ­ლის თე­მა იყო „პრობ­ლე­მე­ბი ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის სწავ­ლე­ბა­ში“. აქ გვქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა კი­დევ ერ­თხელ გვე­ლა­პა­რა­კა ჩვენ პრობ­ლე­მებ­ზე და გაგ­ვე­ზი­ა­რე­ბი­ნა ერ­თ­მა­ნე­თი­სათ­ვის ამ პრობ­ლე­მე­ბის ჩვე­ნე­უ­ლი გა­დაჭ­რის გზე­ბი...
მაგ­რამ ამ წე­რი­ლის მი­ზა­ნი არ არის არც პრობ­ლე­მებ­ზე და არც თა­ვად, მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან, კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­უ­ბა­რი. ამ წე­რი­ლის მი­ზა­ნია გაჩ­ვე­ნოთ ჩე­მი კო­ლე­გე­ბი, რომ­ლებ­საც წე­ლი­წად­ში მხო­ლოდ რამ­დენ­ჯერ­მე ვხვდე­ბი და ძი­რი­თა­დად ინ­ტერ­ნე­ტით ვურ­თი­ერ­თობთ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ან უფ­რო სწო­რედ ამის გა­მო, მათ მი­მართ გარ­კ­ვე­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და, ისი­ნი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო წევ­რე­ბი არი­ან ჩვე­ნი პროგ­რა­მი­სა, მათ­გან, თით­ქ­მის ყო­ველ­დღე, რა­ღა­ცას ვსწავ­ლობ. მე ვი­ცი, რომ ჩე­მი კო­ლე­გე­ბი ზედ­მე­ტი ყუ­რადღე­ბის გა­რე­შე გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სად გრძნო­ბენ თავს, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ კარგს  თა­ვი­სი სა­ხე­ლი უნ­და და­ვარ­ქ­ვათ.
თა­ვი­დან­ვე მინ­და გა­ვაფ­რ­თხი­ლო ჩე­მი მკითხ­ვე­ლი, ვერ ვიტყ­ვი, რომ ჩემ მი­ერ და­ხა­ტუ­ლი პორ­ტ­რე­ტე­ბი სრულ­ყო­ფი­ლია, მაგ­რამ ეს არის ის, რა­საც და რო­გო­რა­დაც მე ვხე­დავ და რი­სი გაც­ნო­ბა და გა­ზი­ა­რე­ბაც მო­მინ­და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლოს პე­და­გო­გი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის. მაშ ასე, და­ვიწყოთ!
შო­რე­ნა ხუ­ხუა —  ენერ­გია
ნა­თია მა­ნია — ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლიზ­მი
ნო­ნა არე­ვა­ძე-კო­ტო­რაშ­ვი­ლი — პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი
ია რო­ბა­ქი­ძე — გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლო­ბა
ნი­ნო ჭან­კ­ვე­ტა­ძე — მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი
გი­ორ­გი ჭა­უ­ჭი­ძე — „ზმნარ­დი“
არ გე­გო­ნოთ, რო­მე­ლი­მე ამათ­განს მე­ო­რეს ნი­შან­თ­ვი­სე­ბა არ ახა­სი­ა­თებ­დეს, უბ­რა­ლოდ ეს არის ის სიტყ­ვე­ბი, რაც პირ­ვე­ლი­ვე მო­დის ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლე­ბის ხსე­ნე­ბა­ზე.
არის სხვა მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბიც:
შო­რე­ნა — ხა­ნუ­მი
ნა­თია — მო­აზ­როვ­ნე
ნო­ნა — დე­და
ია  —  ცო­ლი
ნი­ნო — გა­სათხო­ვა­რი
გი­ორ­გი — ვა­ი­რა­მინ­დო­და­ა­მათხელ­ში.
კი­დევ არის ერ­თი შტრი­ხი, რაც აუცე­ლე­ბე­ლია მა­თი პორ­ტ­რე­ტე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად:
ხუ­ხუა — მეგ­რე­ლი
მა­ნია — მეგ­რე­ლი
არე­ვა­ძე-კო­ტო­რაშ­ვი­ლი  —  კა­ხე­ლი
რო­ბა­ქი­ძე — იმე­რე­ლი
ჭან­კ­ვე­ტა­ძე — იმე­რე­ლი
ჭა­უ­ჭი­ძე — იმე­რე­ლი
თით­ქ­მის მთე­ლი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში წა­მო­სუ­ლა იმის­თ­ვის, რომ ქარ­თუ­ლი ას­წავ­ლოს:
შო­რე­ნამ — აზერ­ბა­ი­ჯა­ნელს
ნა­თი­ამ  — აზერ­ბა­ი­ჯა­ნელს
ნო­ნამ — აზერ­ბა­ი­ჯა­ნელს
იამ — აზერ­ბა­ი­ჯა­ნელს
ნი­ნომ — აზერ­ბა­ი­ჯა­ნელს
გი­ორ­გიმ  — სომ­ეხს
მოკ­ლედ, ეს გი­ორ­გი თით­ქ­მის ყვე­ლა­ფერ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია!
***
იმე­დია, ჩე­მი მე­გობ­რე­ბი და პროგ­რა­მის კო­ლე­გე­ბი არ მიწყე­ნენ და გი­ორ­გით და­ვიწყებ!
#გი­ორ­გი მარ­თ­ლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია.
ორი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა —  თუმ­ცა ჩვენ­თან რამ­დე­ნი­მეს კი­დევ აქვს ორი დიპ­ლო­მი.
ამ პროგ­რა­მა­ში ჯერ კი­დევ ცხრა წლის წინ ჩა­ერ­თო -— თუმ­ცა ასე­თე­ბიც გვყავს პროგ­რა­მა­ში.
ისე, მა­მა­კა­ცე­ბიც ბლო­მად გვყავს პროგ­რა­მა­ში...
 მა­შინ რით არის ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი?
რი­ით? იმით, რომ ის  გი­ორ­გია ჭა­უ­ჭი­ძე.
და კი­დევ იმით, რომ გი­ორ­გიმ შექ­მ­ნა  „ზმნარ­დი“. არა­ქარ­თ­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ზმნის უღ­ლე­ბის შეს­წავ­ლის გა­ად­ვი­ლე­ბის მიზ­ნით მო­ი­ფიქ­რა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სის შექ­მ­ნა, რო­მელ­შიც ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი სა­კუ­თარ ზმნებს ჩა­წერ­და, ამ ზმნებს აუღ­ლებ­და და ასე მი­ვი­ღებ­დით სას­წავ­ლო ელექ­ტ­რო­ნულ რე­სურსს, სა­დაც ზმნე­ბი იქ­ნე­ბო­და ნა­უღ­ლე­ბი სე­რი­ებ­სა და მწკრი­ვებ­ში და ის სულ მუ­დამ ზრდის პრო­ცეს­ში იქ­ნე­ბო­და!!!
ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რამ­დე­ნი ზმნაა ქარ­თულ­ში! ხო­და ეს რე­სურ­სი სულ ზრდა­ში იქ­ნე­ბო­და, ამი­ტო­მაც და­არ­ქ­ვა გი­ორ­გიმ მას „ზმნარ­დი“.
   გარ­და ამი­სა, გი­ორ­გის კარ­გი მე­თო­დი აქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ზმნის­წი­ნე­ბის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის. ქმნის წი­ნა­და­დე­ბებს, რო­მელ­შიც მოქ­მე­დი პი­რის სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი იწყე­ბა იმ ზმნის­წი­ნით, რომ­ლი­თაც იწყე­ბა ამ წი­ნა­და­დე­ბა­ში ზმნა — შე­მას­მე­ნე­ლი.
 გი­ორ­გის უკ­ვე მე­ო­რე კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ვუს­მენ და ყო­ველ­თ­ვის რა­მე არა­ორ­დი­ნა­რულს, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოს და ამას­თა­ნა­ვე სა­კა­მა­თოს გა­მო­ი­ტანს ხოლ­მე.... აკი აღი­ა­რებს თა­ვა­დაც, რომ ნერ­ვი­უ­ლობს, რო­ცა ამ­დე­ნი ფი­ლო­ლო­გის წი­ნა­შე გა­მო­აქვს თა­ვი­სი ნა­აზ­რე­ვი.
 მე კი მგო­ნია, რომ სწო­რედ ის, რომ გი­ორ­გი არ არის ფი­ლო­ლო­გი,  აძ­ლევს მას სა­შუ­ა­ლე­ბას, სხვებ­ზე უფ­რო თა­ვი­სუ­ფა­ლი იყოს ლინ­გ­ვის­ტურ ძი­ე­ბებ­ში, რა­საც ძა­ლი­ან კარ­გად და სა­ინ­ტე­რე­სოდ აკე­თებს.
ენის მკაც­რი წე­სე­ბის მკაც­რი დამ­ც­ვე­ლე­ბი კი ბევ­რ­ნი  არი­ან ჩვე­ნი პროგ­რა­მის მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის, თუმ­ცა არც გი­ორ­გი არის სხვა­ზე ნაკ­ლე­ბი მე­ქარ­თუ­ლე, ის ქარ­თუ­ლის სა­უ­კე­თე­სო სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლია.
რო­ცა გი­ორ­გი აკე­თებს პრე­ზენ­ტა­ცი­ას, რო­ცა გე­სა­უბ­რე­ბა, რო­ცა სხვას უს­მენს, ასე გგო­ნია, გა­ნუწყ­ვეტ­ლივ კი­დევ რა­ღა­ცა­ზე ფიქ­რობს, რა­ღა­ცას ეძებს... ის თით­ქოს არის, და თით­ქოს არც არის აქ  და ახ­ლა. მაგ­რამ ზუს­ტად იცი, რომ ახ­ლა და აქ მის გო­ნე­ბა­ში კი­დევ რა­ღაც ახა­ლი „ზმნარ­დის“ მაგ­ვა­რი იბა­დე­ბა.
***
#ნამ­დ­ვი­ლად მიძ­ნელ­დე­ბა რი­გი­თო­ბის  გან­საზღ­ვ­რა, რო­ცა ჩემ კო­ლე­გებ­ზე მინ­და წე­რა.
არც ისე შო­რე­უ­ლი წარ­სუ­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი სლო­გა­ნი გა­მახ­სენ­და — ექი­მი, მე­წარ­მე და პო­ლი­ტი­კო­სი... თუ რო­გორც იყო...
ამ სლო­გა­ნის პე­რიფ­რა­ზი­რე­ბას მო­ვახ­დენ —  „ლა­მა­ზი ქა­ლი, მზრუნ­ვე­ლი დე­და, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი“.
 რო­ცა პირ­ვე­ლად, მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლ­ში, ვნა­ხე ნო­ნა არე­ვა­ძე-კო­ტო­რაშ­ვი­ლი, გა­სათხო­ვა­რი გო­გო მე­გო­ნა, გუ­ლი დამ­წყ­და — ასე­თი ლა­მა­ზი, მოვ­ლი­ლი, სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რეგ­ნო­ბის ახალ­გაზ­რ­და ქა­ლი სკო­ლა­ში შერ­ჩე­ბა და გა­უთხო­ვა­რი დარ­ჩე­ბა-მეთ­ქი, მაგ­რამ თურ­მე ვცდე­ბო­დი. ეს ახალ­გაზ­რ­და სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რეგ­ნო­ბის, კარ­გად მოვ­ლი­ლი ქა­ლი გათხო­ვი­ლიც არის და ... ხუ­თი შვი­ლის დე­დაც!!!  სა­მი გო­გოს და ორი ბი­ჭის მზრუნ­ვე­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე დე­და.
ნო­ნა შე­ურ­ყე­ვა­დი არ­გუ­მენ­ტია იმ ქა­ლე­ბის­თ­ვის, ვინც ფიქ­რობს, რომ ქა­ლის ად­გი­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­შია, მი­სი ერ­თა­დერ­თი მო­ვა­ლე­ო­ბა შვი­ლის გა­ჩე­ნაა, სამ­სა­ხუ­რი და ოჯა­ხი ერ­თად შე­უ­თავ­სე­ბე­ლია, ან პი­რი­ქით, იმ ქა­ლე­ბის­თ­ვის, ვინც კა­რი­ე­რულ ზრდა­ზე ფიქ­რობს და კა­რი­ე­რა და პრო­ფე­სი­უ­ლი თვით­რე­ა­ლი­ზე­ბა ოჯახ­თან შე­უ­თავ­სებ­ლად მი­აჩ­ნი­ათ.
ნო­ნამ ყვე­ლა­ფე­რი ჰარ­მო­ნი­უ­ლად შე­უ­თავ­სა ერ­თ­მა­ნეთს, მე­უღ­ლე და ხუ­თი შვი­ლი და სკო­ლა მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ონ­ში სო­ფელ დაშ­ტა­ფა­ში, სა­დაც ყო­ველ­დღე და­დის რუს­თა­ვი­დან. ის ერთ-ერ­თია მათ შო­რის, ვინც სა­უ­კე­თე­სო სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის წო­დე­ბა მი­ი­ღო, არა მხო­ლოდ ჩა­ა­ბა­რა პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი და ქარ­თუ­ლი, არა­მედ ის­წავ­ლა ინ­გ­ლი­სუ­რი და ჩა­ა­ბა­რა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი  გა­მოც­დაც.
  ნო­ნას­თ­ვის ყვე­ლა საქ­მე  — სახლს ეხე­ბა ეს თუ სკო­ლას, და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი­სა და გან­წყო­ბის წყა­როა, რად­გან თა­ვა­დაც ამ და­დე­ბით ემო­ცი­ას, გან­წყო­ბას და ენერ­გი­ას აფ­რ­ქ­ვევს ირ­გ­ვ­ლივ და იცით, რა არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი? ამ ყო­ვე­ლი­ვეს ისე­თი სიმ­შ­ვი­დე ახ­ლავს, რომ რო­ცა ეხე­ბი და ეხ­ვე­ვი მის ენერ­გი­ა­ში, ის არ გღლის, გამ­შ­ვი­დებს, რა­ღაც­ნა­ი­რი სიმ­შ­ვი­დე იბუ­დებს შენ­ში, რო­ცა მას ესა­უბ­რე­ბი. რო­ცა კა­მა­თობს პრინ­ცი­პუ­ლად, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად, მაგ­რამ მშვი­დად, მი­სი ყო­ვე­ლი სიტყ­ვის გჯე­რა და ხვდე­ბი, რა­საც ნო­ნა ამ­ბობს სწო­რია. ეს უკ­ვე, ვფიქ­რობ, ხუ­თი შვი­ლის  დამ­სა­ხუ­რე­ბაა!

***
  სა­მი მე­გო­ბა­რი
#ნა­თია მა­ნია, ია რო­ბა­ქი­ძე და ნი­ნო ჭან­კ­ვე­ტა­ძე
რე­მარკს და­ვე­სეს­ხე სა­თა­ურ­ში.
ცალ-ცალ­კე მათ­ზე წე­რა გა­მი­ჭირ­დე­ბა.
ნე­ბის­მი­ერ შეხ­ვედ­რა­ზე სულ ერ­თად არი­ან.
ორად­გი­ლი­ან ნომ­რებ­შიც კი მე­სა­მე ლო­გინს აშ­ლე­ვი­ნე­ბენ.
ისიც კი, ვინც პირ­ვე­ლად ხე­დავს  მათ,  ხვდე­ბა, რომ სა­ერ­თო წარ­სუ­ლი აკავ­ში­რებთ!
და მარ­თ­ლაც ასეა... ორ­ნი ჯგუ­ფე­ლე­ბი არი­ან, მე­სა­მე მა­თი კურ­სე­ლია.
ორი კავ­სი­უ­რი ენე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, მე­სა­მე — ლი­ტე­რა­ტუ­რის.
მე­სა­მეს ია ჰქვია და თა­ვად არის იის­ნა­ი­რი ნა­ზი და ნა­თე­ლი, იის­ფე­რი თვა­ლე­ბით და ქე­რა თმით, იმე­რუ­ლი თა­ვა­ზი­ა­ნო­ბი­თა და თა­ვი­სი გვა­რის­თ­ვის შე­სა­ფე­რი­სი სი­დინ­ჯით და თავ­მ­დაბ­ლო­ბით  — ია  რო­ბა­ქი­ძეა.
#ია ისე­ვე, რო­გორც სხვე­ბი, ვის­ზეც ახ­ლა ვწერ, ჯერ კი­დევ ცხრა წლის წინ ჩა­ერ­თო ამ პროგ­რა­მა­ში და სო­მეხ ბავ­შ­ვებს ას­წავ­ლი­და ქარ­თულს.
ახ­ლა კი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ბავ­შ­ვე­ბია მი­სი ზრუნ­ვის სა­გა­ნი.
ია თა­ვი­სი პა­ტა­რა ოჯა­ხის დი­დი დი­ა­სახ­ლი­სია... თერ­ჯო­ლის ერთ-ერ­თი სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა და­ტო­ვა თა­ნამ­დე­ბო­ბა, მო­კი­და თა­ვის მე­უღ­ლე­სა და პა­ტა­რა ბიჭს ხე­ლი, ბოლ­ნის­ში წა­ვი­და და იქ ას­წავ­ლის თა­ვის საყ­ვა­რელ ქარ­თულს და ქარ­თ­ვე­ლო­ბას აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ბავშ­ვებს, თა­ვის სა­კუ­თარ შვილს კი იმა­ზე დი­დი მა­გა­ლი­თი ადა­მი­ა­ნო­ბის, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა, დი­დი გუ­ლის, ალ­ბათ, კი­დევ დიდ­ხანს არ შეხ­ვ­დე­ბა. ბავ­შ­ვე­ბი ხომ მა­გა­ლი­თებ­ზე უკეთ სწავ­ლო­ბენ, ვიდ­რე მშრალ სენ­ტენ­ცი­ებ­ზე... ასე რომ,  კი­დევ ერ­თი დი­დი გუ­ლის ნამ­დ­ვი­ლი ადა­მი­ა­ნი და თა­ვის საქ­მე­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი ეზ­რ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს.
იას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლე­ბას ისიც ამ­ტ­კი­ცებს, რომ ისიც, რო­გორც გი­ორ­გი და ნო­ნა „სა­უ­კე­თე­სო სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლია“.
კი­დევ ერ­თი „სა­უ­კე­თე­სო სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი“ მას­წავ­ლე­ბე­ლი გვყავს.
კი­დევ ერ­თი იმე­რე­ლი — ზეს­ტა­ფო­ნე­ლი ნი­ნო ჭან­კ­ვე­ტა­ძე, ზეს­ტა­ფო­ნე­ლო­ბას მგო­ნი იბ­რა­ლებს, რად­გან  სულ თბი­ლის­ში ცხოვ­რობს და აქ­ვე მუ­შა­ობ­და.
მაგ­რამ არა, არ იბ­რა­ლებს, რად­გან იმე­რუ­ლი სტუ­მარ-მას­პინ­ძ­ლო­ბა სის­ხ­ლ­ში აქვს გამ­ჯ­და­რი და სა­უ­კე­თე­სო ჭვიშ­ტარს აკე­თებს. სხვა­თა შო­რის, კარ­გი კუ­ლი­ნა­რიც ვა­რო — ასე თქვა ნი­ნომ.
მჯე­რა, რომ არის...
ზო­გა­დად, ჩე­მი დაკ­ვირ­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ადა­მი­ანს უყ­ვარს იმის კე­თე­ბა, რაც მას­თან, რო­გორც პი­როვ­ნე­ბას­თან, ძა­ლი­ან ახ­ლო­საა. ნი­ნოც ასე­თია...
ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, ფა­ფუ­კი და ნა­ზი, ენატ­კ­ბი­ლად მო­სა­უბ­რე, რო­მე­ლიც სულ მუ­დამ კარგ ხა­სი­ათ­ზე გა­ყე­ნებს. ნი­ნოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღი­მი­ლი აქვს — აი, თვა­ლე­ბი რომ იცი­ნის, ისე­თი.
რო­ცა ასე­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­დის ალ­გე­თის აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ სკო­ლა­ში, შე­უძ­ლე­ბე­ლია რო­მე­ლი­მე მოს­წავ­ლე გულ­გ­რი­ლი დარ­ჩეს მის მი­მარ, არ მო­უს­მი­ნოს და არ ის­წავ­ლოს ის, რა­საც ნი­ნო მას­წავ­ლე­ბე­ლი  ეტყ­ვის.
უს­მე­ნენ და სწავ­ლო­ბენ. შე­დე­გად — ყო­ველ წე­ლი­წადს სტუ­დენ­ტად ქცე­უ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი  და გრან­ტი­ა­ნი სტუ­დენ­ტე­ბი. ეს სწო­რედ ის შე­დე­გია, რო­მელ­ზეც ბევ­რი ჩვენ­გა­ნი და პი­რა­დად მე ვოც­ნე­ბობ, რომ ჩვე­ნი არა­ქარ­თ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი გახ­დ­ნენ.
კი­ნა­ღამ და­მა­ვიწყ­და, ნი­ნო გა­ნა მხო­ლოდ ქარ­თულ­შია სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, მას კი­დევ აქვს ერ­თი სერ­ტი­ფი­კა­ტი — მა­თე­მა­ტი­კა­ში!!!
 აი, რა­ტომ არის ის მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი!
ამ­ბო­ბენ, მეგ­რე­ლი ქა­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ლა­მა­ზე­ბი არი­ა­ნო..
ამას ადას­ტუ­რე­ბენ მა­ნია და ხუ­ხუა.
იმა­საც ამ­ბო­ბენ მეგ­რე­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ნი­ჭი­ე­რი და ჭკვი­ა­ნი ხალ­ხიაო
ამის არ­გუ­მენ­ტიც მა­ნია და ხუ­ხუაა...
ეს ნა­ხევ­რად­სე­რი­ო­ზუ­ლად..
  დი­დი დრო დამ­ჭირ­და იმი­სათ­ვის, რომ ნა­თია მა­ნი­ა­ზე და­მე­წე­რა რა­მე... ნა­თია ერთ-ერ­თია იმათ­გან, ვი­სიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად  „მე­ში­ნია“...  ის არ არის უბ­რა­ლოდ ქარ­თუ­ლის კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ის არის სუ­ლით, გო­ნე­ბით, მო­წო­დე­ბით და ინ­ტუ­ი­ცი­ით ლინ­გ­ვის­ტი.
ის ნე­ბის­მი­ერ ენობ­რივ შეც­დო­მას, გან­სა­კუთ­რე­ბით და­წე­რილს, თით­ქ­მის, პი­რად შე­უ­რაცხ­ყო­ფად იღე­ბს. იბ­რ­ძ­ვის ენის სიწ­მინ­დი­სათ­ვის, არა მხო­ლოდ თა­ვის აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ კლას­ში, არა­მედ ფე­ის­ბუ­კის გვერ­დ­ზეც. რო­ცა ნა­თია ენობ­რივ სა­კითხებ­ზე სა­უბ­რობს, შე­გიძ­ლია, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იყო, გა­და­მოწ­მე­ბა არ არის სა­ჭი­რო.
მაგ­რამ გა­ნა მხო­ლოდ ენობ­რი­ვი შეც­დო­მე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ილაშ­ქ­რებს მა­ნია? არა!
 მის­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ფაქ­ტობ­რი­ვი შეც­დო­მა ან უზუს­ტო­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს ნე­ბის­მი­ერ სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში. ის თვლის (და ამა­ში, ალ­ბათ, ყვე­ლა ვე­თან­ხ­მე­ბით), რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უნ­და იყოს მეც­ნი­ე­რუ­ლად სწო­რი და უტყუ­ა­რი.
ეს, ალ­ბათ, ნა­თი­ას მო­აზ­როვ­ნე­ო­ბის „ბრა­ლია“. ის ხომ  მო­აზ­როვ­ნე­თა კლუ­ბის წევ­რია და მის­თ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ის უტყუ­ა­რო­ბას და სან­დო­ო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს.
ნა­თია წერს... წერს ძა­ლი­ან ლა­მა­ზად და ძა­ლი­ან გულ­წ­რ­ფე­ლად, ამი­ტომ მი­სი ნა­წე­რი გულ­გ­რილს არ გტო­ვებს, თბი­ლად გე­დე­ბა სულ­ზე და ნაზ სევ­დას გგვრის.
ასე მგო­ნია, ნა­თი­ას­თ­ვის ნა­ხე­ვარ­ტო­ნე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლია — რამ­დე­ნა­დაც ნა­ზი და მგრძნო­ბი­ა­რეა თა­ვის ლექ­სებ­ში და ჩა­ნა­ხა­ტებ­ში, იმ­დე­ნად შე­უდ­რე­კე­ლი და უტე­ხია პრო­ფე­სი­ულ სა­კითხებ­ში, იმ­დე­ნად­ვე ლა­ღი და გულ­ღიაა მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.
მე­გობ­რო­ბა კი რო­გო­რი იცის (უფ­რო სწო­რად, რო­გო­რიც იცი­ან) უკ­ვე იქი­დან ჩანს, რომ სტუ­დენ­ტო­ბა­ში დაწყე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბა დღე­საც ისე­თი­ვე ძლი­ე­რი, გულ­წ­რ­ფე­ლი და ლა­მა­ზია, რო­გორც  მა­შინ — გა­და­რე­ულ, გა­ყი­ნულ და გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ  90-იანებ­ში.
  ია, ნი­ნო და ნა­თია — ქარ­თუ­ლი ენის სიყ­ვა­რუ­ლით გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ამ სამ მე­გო­ბარს მას­წავ­ლებ­ლო­ბის მად­ლიც უხ­ვად აქვთ მო­ნი­ჭე­ბუ­ლი და, ნა­თი­ას სიტყ­ვე­ბით რომ ვთქვათ, „არი­გე­ბენ ჭკუ­ას აქეთ და იქით,  სთხო­ვენ თუ არა“.
***
მინ­და, კი­დევ ერთ ჩემს კო­ლე­გა­ზე დავ­წე­რო.
#მას საკ­მა­ოდ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იც­ნობს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში
მას­ზე კეთ­დე­ბა გა­და­ცე­მე­ბი, იწე­რე­ბა სტა­ტი­ე­ბი.
მეც მინ­და დავ­წე­რო...
    არ­სე­ბო­ბენ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ერ­თხელ რომ ნა­ხავ, უბ­რა­ლოდ ნა­ხავ, ძა­ლი­ან დი­დი ხნით რჩე­ბი­ან შენს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში  რა­ღაც წვრილ­მა­ნე­ბით, სე­რი­ო­ზუ­ლი თუ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო წვრილ­მა­ნე­ბით... ის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე იქ­ცევს შენს ყუ­რადღე­ბას, გაბ­ნევს კი­დეც, არ იცი მო­გე­წო­ნოს თუ არა, რად­გან ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა შენ­გან და ამ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბა­ში მის უპი­რა­ტე­სო­ბას გრძნობ.
სა­დაც ეს პა­ტა­რა ტა­ნის ახალ­გაზ­რ­და ქა­ლი გა­მოჩ­ნ­დე­ბა, ყველ­გან სი­ცოცხ­ლე სხვა­ნა­ი­რად, უფ­რო ძლი­ე­რად, ენერ­გი­უ­ლად და ხმა­მაღ­ლა იწყებს ჩქე­ფას.
ბევ­რია მას­ში ყმაწ­ვი­ლე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი  პირ­და­პი­რო­ბა, უკომ­პ­რო­მი­სო­ბა და მაქ­სი­მა­ლიზ­მი.
მას მაქ­სი­მუ­მის მი­ღე­ბა უნ­და ცხოვ­რე­ბი­დან და მაქ­სი­მუ­მის მი­ღე­ბა უნ­და მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან.
ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რად იხარ­ჯე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში და მაქ­სი­მა­ლუ­რად გას­ცემს თა­ვის ცოდ­ნა­სა და უნარს სკო­ლა­ში.
  ის ერ­თა­დერ­თია ჩვენს პროგ­რა­მა­ში, ვინც 9 წლის წინ დაწყე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა სა­დახ­ლოს სკო­ლა­ში არ შეწყ­ვი­ტა და ცხრა წე­ლია ას­წავ­ლის აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს ქარ­თულს. ამი­ტომ ჰყავს მას სტუ­დენ­ტე­ბი, ამი­ტომ არ­ჩე­ვენ მი­სი უფ­როს­კ­ლა­სე­ლე­ბი ილი­ას „მგზავ­რის წე­რი­ლებს.
სა­ერ­თოდ ვთვლი, რომ ენერ­გე­ტი­კა, რო­მელ­საც ატა­რებს მას­წავ­ლე­ბე­ლი, გა­დამ­დე­ბია, სიყ­ვა­რუ­ლი საგ­ნი­სად­მი, გა­დამ­დე­ბია, სიყ­ვა­რუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი­სად­მი, გა­დამ­დე­ბია და ბა­დებს სა­პა­სუ­ხო სიყ­ვა­რულს.
მას­წავ­ლებ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას აქვს ეს უნა­რი, ეს უნა­რი აქვს ყვე­ლას, ვის­ზეც მე დავ­წე­რე, მაგ­რამ შო­რე­ნა არა მხო­ლოდ ბავ­შ­ვებ­ზე მოქ­მე­დებს ასე, არა­მედ ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნებ­ზეც, მათ შო­რის თა­ვის კო­ლე­გებ­ზეც.
   ალ­ბათ, იმი­ტომ რომ  ის ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა­გან, პი­რა­დად ჩემ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით ნაკ­ლე­ბად ბო­ჭავს და აკონ­ტ­რო­ლებს თა­ვის ემო­ცი­ებს, არ ზღუ­დავს სა­კუ­თარ თავს არც აზ­რის გა­მოთ­ქ­მი­სას და არც რა­ი­მე საქ­მის კე­თე­ბი­სას. სი­ცოცხ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი სა­ო­ცარ რა­მე­ებს აკე­თე­ბი­ნებს.
  შე­უძ­ლე­ბე­ლია ეს ვერ და­ი­ნა­ხოს და ვერ იგ­რ­ძ­ნოს, თუნ­დაც სხვა ენა­ზე მო­ლა­პა­რა­კე ადა­მი­ან­მა, მო­ზარ­დ­მა და შე­უძ­ლე­ბე­ლია არ უნ­დო­დეს მას­თან და­ახ­ლო­ე­ბა, მე­გობ­რო­ბა, ამი­ტომ კი უნ­და ის­წავ­ლოს ის ენა, რო­მელ­ზეც ასე­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი ლა­პა­რა­კობს. უკეთ ის­წავ­ლოს ქარ­თუ­ლი, რომ სწო­რედ ამ მას­წავ­ლებ­ლის­გან გა­ი­გოს, რა­ტომ უნ­და უყ­ვარ­დეს ადა­მი­ანს სი­ცოცხ­ლე, რა­ტომ უნ­და ცხოვ­რობ­დეს სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბით და არ იყოს ჩა­კე­ტი­ლი თა­ვის თავ­ში. აკე­თოს საქ­მე, რო­მე­ლიც უყ­ვარს და რო­მე­ლიც თა­ვის ქვე­ყა­ნას გა­მო­ად­გე­ბა.
  ამ  ჩემს კო­ლე­გას შო­რე­ნა ხუ­ხუა ჰქვია. მე შეგ­ნე­ბუ­ლად ავა­რი­დე თა­ვი იმა­ზე წე­რას, რაც ბევ­რ­ჯერ ით­ქ­ვა და და­ი­წე­რა... შო­რე­ნას პორ­ტ­რეტს  არ სჭირ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ბე­დუ­კუღ­მარ­თო­ბის მუ­ქი სა­ღე­ბა­ვე­ბი იმი­სათ­ვის, რომ მი­სი ში­ნა­გა­ნი  ნა­თე­ლი გა­ვაძ­ლი­ე­როთ, რო­მე­ლიც ასე  ანა­თებს მი­სი შა­ვი თვა­ლე­ბი­დან.

ინგა ბაგრატიონი

P.S. ძა­ლი­ან ბევ­რი, ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს ჩვენ პროგ­რა­მა­ში „ას­წავ­ლე ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენა“. ზოგს კარ­გად ვიც­ნობ, ზოგს ნაკ­ლე­ბად, მაგ­რამ დარ­წ­მუ­ნე­ბით შე­მიძ­ლია გან­ვაცხა­დო — ღირ­სე­ულ­თა შო­რის ღირ­სე­უ­ლე­ბი არი­ან! სწო­რედ მათ შე­უძ­ლი­ათ ბა­ზა­ლე­თის ტბის ძი­რას და­ვა­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს იმე­დის გა­ცოცხ­ლე­ბა და აღორ­ძი­ნე­ბა. მათ­ზე წიგ­ნე­ბი უნ­და იწე­რე­ბო­დეს!  ვა­მა­ყობ, რომ მა­თი გუნ­დის წევ­რი ვარ.

25-28(942)N