გამოდის 1998 წლიდან
2013-06-13
არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემკვიდრეობია ქომაგები

5 ივ­ნისს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­ში, კონ­კურ­სის  „გა­ი­გე, მე­ტი შე­ნი კუთხის არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის შე­სა­ხებ“ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბა გა­ი­მარ­თა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ  სა­ქარ­თ­ვე­ლოს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის წარ­მო­ჩე­ნის, დაც­ვის, გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის და UNESCO-ს 2003 წელს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი „არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის“ კონ­ვენ­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, კუ­ლ­­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ პირ­ვე­ლი სას­კო­ლო სა­პი­ლო­ტე ორეტა­პი­ა­ნი კონ­კურ­სი  — „ გა­ი­გე მე­ტი შე­ნი კუთხის არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის შე­სა­ხებ“ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, 200-მდე სკო­ლამ მი­ი­ღო. გა­მოვ­ლინ­და არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის 20 სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­ში, 48 სკო­ლის 90 მო­ნა­წი­ლეს და მათ პე­და­გო­გებს კი „არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ქო­მა­გის“ წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭათ. კონ­კურ­სი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს, გა­ზეთ „ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბის“, კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­და.
კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებს და მათ პე­და­გო­გებს კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტ­რ­მა გუ­რამ ოდი­შა­რი­ამ სი­გე­ლე­ბი და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ერო­ვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი გა­დას­ცა. გა­ზეთ „ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბის“ რე­დაქ­ცი­ამ გა­მარ­ჯ­ვე­ბულ კონ­კურ­სან­ტებს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა თა­მაზ ვა­სა­ძის „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ — კო­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ტექ­ს­ტი და ანა­ლი­ტი­კუ­რი გზამ­კ­ვ­ლე­ვი შემ­ს­წავ­ლელ­თა და მოყ­ვა­რულ­თათ­ვის.  კონ­კურ­ს­ში გა­ი­მარ­ჯ­ვეს: მცხე­თის, ყვარ­ლის, აბა­შის, ას­პინ­ძის, ლენ­ტე­ხის, ამ­ბ­რო­ლა­უ­რის, ოზურ­გე­თის, ქო­ბუ­ლე­თის, მარ­ტ­ვი­ლი­სა და მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლებ­მა, რომ­ლებ­მაც წარ­მო­ად­გი­ნეს ისე­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­მუ­შე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: „უდი­ნუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო“, „სი­მინ­დის ხარ­შ­ვა“, „რძის და­მუ­შა­ვე­ბის ტექ­ნო­ლო­გია“, „პუ­რის არ­ყის დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გია“, „ლიზ­ვ­ნა­ნა­ლი-ლილ­გე­ნა­ლი“, „ჭო­ნა“, „მე­სა­ქონ­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რი­ტუ­ა­ლე­ბი“, „ბა­ტო­ნე­ბი“, „კა­ლან­დო­ბა“, „სა­ქორ­წი­ნო ტრა­დი­ცია“ და სხვ.
ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ: კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტ­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე მა­რი­ნე მი­ზან­და­რი, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი მე­რაბ ბო­ჭო­ი­ძე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს იუნეს­კოს საქ­მე­თა ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ქე­თე­ვან კან­დე­ლა­კი, არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის უწყე­ბათ­შო­რი­სი სა­მუ­შა­ოს წევ­რე­ბი და სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი.
 გუ­რამ ოდი­შა­რია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტ­რი: „დი­დი მად­ლო­ბა კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ებს და იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც  ამ კონ­კურ­სის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი არი­ან.  არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის შე­სა­ხებ ახალ­გაზ­რდე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია. ეს არის ჩვე­ნი სიმ­დიდ­რე, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ თა­ო­ბებს უნ­და გა­დავ­ცეთ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღვაწ­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ამ კონ­კურსს თუნ­დაც იმი­ტომ, რომ მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ფა­რის მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნილ­მა არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მე­მ­კ­ვიდ­რე­ო­ბის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შებ­მა  სფე­როს ექ­ს­პერ­ტე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა და­იმ­სა­ხუ­რეს. ისე­თი იშ­ვი­ა­თი და სა­ინ­ტე­რე­სო ნი­მუ­შე­ბის აღ­წე­რის­თ­ვის, რო­გო­რი­ცაა: „გარ­დაც­ვა­ლე­ბა და გას­ვე­ნე­ბა“, „სულ­თა ხსე­ნე­ბის დღე, ანუ ლი­ფა­ნე“, „ქრის­ტე ლიდ­ბა­შე­ლი“, „სვა­ნუ­რი სა­მარ­თა­ლი“, „ახა­ლი წე­ლი, ანუ კა­ლან­და“, „ექიმ­ბა­შო­ბა და სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი“, „ლამ­პ­რო­ბა“, „ოქ­როს მო­პო­ვე­ბა“, „მატყ­ლის და­მუ­შა­ვე­ბა და მი­სი ყო­ფა-ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა“. 
ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თ­ვის, რომ კი­დევ უფ­რო მე­ტი არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ძეგ­ლი აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ დრო­ის­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლოს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ეროვ­ნულ ნუს­ხა­ში შე­ტა­ნი­ლია და კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლის სტა­ტუ­სით სარ­გებ­ლობს ისე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნი­მუ­შე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: „ქვევ­რის ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დი“, „დე­და­ე­ნა“, „ბე­რი­კა­ო­ბა“, „ცეკ­ვა ფერ­ხუ­ლი“, „კა­ხუ­რი მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რი“, აქე­დან იუნეს­კოს მსოფ­ლიო არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხა­ში ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლია  „ქვევ­რის ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დი“. ამ ნო­მი­ნა­ცი­ის შე­სა­ხებ იუნეს­კოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა 2013 წლის დე­კემ­ბერ­ში, ბა­ქო­ში და­გეგ­მი­ლი სე­სი­ის შემ­დეგ“.
მა­რი­ნე მი­ზან­და­რი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტ­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე:  „პირ­ველ რიგ­ში, დი­დი მად­ლო­ბა პე­და­გო­გებს, რომ­ლებ­მაც მოს­წავ­ლე­ე­ბი აზი­ა­რეს არა­მა­ტე­რი­ა­ლურ კულ­ტუ­რულ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბას. დი­დი მად­ლო­ბა მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლებ­მაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო თე­მე­ბი და ნი­მუ­შე­ბი მოგ­ვა­წო­დეს. დი­დი მად­ლო­ბა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შ­რომ­ლებს, პრო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რებს და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს. ეს სფე­რო ძალ­ზე სე­რი­ო­ზულ მუ­შა­ო­ბას მო­ითხოვს. მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნი­მუ­შე­ბი იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ბევრ მათ­განს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭოს. სა­ა­მა­ყოა, რომ ჩვენ ვართ უმ­დიდ­რე­სი კულ­ტუ­რუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის ქვე­ყა­ნა, გვაქვს ძა­ლი­ან ბევ­რი რო­გორც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, ასე­ვე არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ძეგ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც კვლე­ვა, შე­ნახ­ვა, დაც­ვა, აღორ­ძი­ნე­ბა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია სჭირ­დე­ბა“.
ქე­თე­ვან კან­დე­ლა­კი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს იუნეს­კოს საქ­მე­თა კო­მი­სი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი: „უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს იუნეს­კოს სა­ხე­ლით დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩვე­ნი კონ­კურ­სის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს და ინი­ცი­ა­ტო­რს.  აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ — UNESCO — გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­ფე­რენ­ცი­ის 32-ე სე­სი­ა­ზე, 2003 წელს, „არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის კონ­ვენ­ცია“ მი­ი­ღო. კონ­ვენ­ცი­ას წინ უძღო­და UNESCO-ს მი­ერ 2001 წლის 18 მა­ისს, კა­ცობ­რი­ო­ბის „არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ხელ­თუქ­მ­ნე­ლი შე­დევ­რე­ბის ნუს­ხის“ დამ­ტ­კი­ცე­ბა. ამ ნუს­ხა­ში, მსოფ­ლი­ოს 19 უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს ნი­მუშ­თან ერ­თად, ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი მრა­ვალ­ხ­მი­ა­ნო­ბაც იქ­ნა შე­ტა­ნი­ლი. სა­ქარ­თ­ვე­ლო კონ­ვენ­ცი­ას 2007 წელს მი­უ­ერ­თ­და. ჩვენ­მა სა­ხელ­მ­წი­ფომ აღი­ა­რა არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის აუცი­ლებ­ლო­ბა და იკის­რა კონ­ვენ­ცი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც გუ­ლის­ხ­მობს: არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის სი­ცოცხ­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, მის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ას, დო­კუ­მენ­ტი­რე­ბას, კვლე­ვას, პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, ფორ­მა­ლუ­რი და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბის­თ­ვის გა­და­ცე­მას, არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის სხვა­დას­ხ­ვა ას­პექ­ტის აღორ­ძი­ნე­ბას.  ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ამ კონ­კურ­ს­ში მოს­წავ­ლე­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მა­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბა ამ ნი­მუ­შე­ბის მო­ძი­ე­ბით, რად­გან არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის (რო­მელ­საც ცოცხალ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბას ეძა­ხი­ან) ფე­ნო­მე­ნის გა­დარ­ჩე­ნის, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის და სი­ცოცხ­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გა­რან­ტი ჩვე­ნი ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბაა“. 

მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N