გამოდის 1998 წლიდან
2013-06-19
ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნის ქრო­ნი­კე­ბი

სა­ქარ­თ­ვე­ლო უმ­დიდ­რე­სი სა­გან­ძუ­რის მფლო­ბე­ლია უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბის სა­ხით. ძი­რი­თა­დი ბირ­თ­ვი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი­სა სა­სუ­ლი­ე­რო ხა­სი­ა­თის ლი­ტე­რა­ტუ­რაა. ევო­ლუ­ცი­ის რა ეტა­პე­ბი გა­ი­ა­რა ქარ­თულ­მა ხელ­ნა­წერ­მა წიგნმა, რა პრინ­ცი­პე­ბით ფორ­მ­დე­ბო­და, ზო­გა­დად რა მნიშვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ქარ­­თულ ხელ­ნა­წერს და რო­გორ ჩა­მო­ყა­ლიბ­და და გან­ვი­თარ­და წიგ­ნის შექ­მ­ნის ხე­ლოვ­ნე­ბა — გვე­სა­უბ­რე­ბა რუბრიკის სტუმარი, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ნი­ნო ქავ­თა­რია.

— რა პე­რი­ო­დი­დან იღებს სა­თა­ვეს ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნი?
— ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნი და მათ შო­რის ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნი მხატ­ვ­რუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი დარ­გია, რად­გა­ნაც მი­სი რო­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით ქრის­ტი­ა­ნო­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის შემ­დეგ, ძა­ლი­ან დი­დი იყო.
 ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნის პირ­ვე­ლი ფრაგ­მენ­ტე­ბი V-VI სა­უ­კუ­ნი­დან შე­მოგ­ვ­რ­ჩა, თუმ­ცა ეს ცალ­კე­უ­ლი ეტ­რა­ტის­გან შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ფურ­ც­ლე­ბია. ამის შემ­დეგ, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნის ის­ტო­რია ჩვენ­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის შე­მო­ღე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ამ პე­რი­ო­დი­დან და­იწყო მა­სი­უ­რად სა­სუ­ლი­ე­რო ხა­სი­ა­თის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის შე­მოს­ვ­ლა და ყო­ვე­ლი­ვე ამან გა­ნა­პი­რო­ბა და მო­ი­ტა­ნა აუცი­ლებ­ლო­ბა იმი­სა, რომ ეს წიგ­ნე­ბი ქარ­თულ ენა­ზეც ყო­ფი­ლი­ყო ნა­თარ­გ­მ­ნი და იმ­დ­რო­ინ­დე­ლი ქარ­თ­ვე­ლი მკითხ­ვე­ლი­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გამ­ხ­და­რი­ყო. სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­ნამ­დე, რა თქმა უნ­და, არ­სე­ბობ­და ხელ­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლებ­საც, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნამ­დე არ მო­უღ­წე­ვია. ძი­რი­თა­დი მა­სა­ლა, რი­თაც ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­უ­ლი ხელ­ნა­წე­რი ნი­მუ­შე­ბია შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ეტ­რა­ტია. ეტ­რა­ტი პერ­გა­მენ­ტის ქარ­თუ­ლი შე­სატყ­ვი­სი სიტყ­ვაა, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ხბოს ტყა­ვის­გან მზად­დე­ბო­და, შემ­დეგ იჭ­რე­ბო­და შე­სა­ბა­მის ზო­მა­ზე და სა­წერ მა­სა­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნის ორ­გა­ნი­ზე­ბა მო­ნას­ტერ­ში ხდე­ბო­და. მო­ნას­ტე­რი იყო ძი­რი­თა­დი ად­გი­ლი, სა­დაც ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნე­ბის თარ­გ­მა­ნი, გა­და­წე­რა, გამ­რავ­ლე­ბა, გა­და­ნუს­ხ­ვა, შემ­კო­ბა და ყდა­ში ჩას­მა სრულ­დე­ბო­და. მწიგ­ნო­ბა­რი ბე­რე­ბი იყ­ვ­ნენ ამ საქ­მის მწარ­მო­ე­ბელ­ნი. თუმ­ცა მა­ნამ­დე (ად­რე­უ­ლი ხა­ნის ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნი მოღ­წე­უ­ლი არ არის) ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნის ფორ­მა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იყო, გრაგ­ნი­ლის ფორ­მა ჰქონ­და, რო­მე­ლიც, ძი­რი­თა­დად, პა­პი­რუ­სის­გან იყო შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. და­ახ­ლო­ე­ბით I-II სა­უ­კუ­ნე­ებ­ში პა­პი­რუ­სი ეტ­რატ­მა ჩა­ა­ნაც­ვ­ლა. ქარ­თუ­ლი ად­რე­უ­ლი ხა­ნის გრაგ­ნი­ლე­ბი შე­მორ­ჩე­ნი­ლი არ არის, ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში გრაგ­ნი­ლის ფორ­მა ზო­გა­დად ჩა­ა­ნაც­ვ­ლა კო­დექ­სის ფორ­მამ — თა­ნა­მედ­რო­ვე წიგ­ნის ფორ­მამ. ეს და­ახ­ლო­ე­ბით IV სა­უ­კა­უ­ნე­ში მოხ­და და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ქრის­ტა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და, მაგ­რამ XI სა­უ­კუ­ნე­ში გრაგ­ნი­ლი კვლავ აღ­დ­გა, ეს იმან გა­მო­იწ­ვია, რომ ლი­ტურ­გი­ის წე­სე­ბი — ჟა­მის წირ­ვა — სწო­რედ გრაგ­ნილ­ზე იყო გა­და­წე­რი­ლი და რო­დე­საც მღვდელ­თ­მ­სა­ხუ­რი ამ­ბი­ონ­ზე ლოც­ვას კითხუ­ლობ­და, კონ­დაკ­ზე დახ­ვე­ულ გრაგ­ნილს ხსნი­და. გარ­და ამი­სა, ევ­რო­პა­ში გრაგ­ნილ­ზე სხვა­დას­ხ­ვა ეკო­ნო­მი­კუ­რი ხა­სი­ა­თის ჩა­ნა­წე­რებ­საც აკე­თებ­დ­ნენ, თუმ­ცა პა­პი­რუ­სის ნაც­ვ­ლად ეტ­რატს იყე­ნებ­დ­ნენ — ეტ­რა­ტის ფურ­ც­ლებს ერ­თ­მა­ნეთს აკე­რებ­დ­ნენ და ისე ახ­ვევ­დ­ნენ გრაგ­ნი­ლად. წიგ­ნის ძი­რი­თად ფორ­მად მა­ინც კო­დექ­სი — თა­ნა­მედ­რო­ვე წიგ­ნის ფორ­მა მი­იჩ­ნე­ვა, რო­მე­ლიც, პრაქ­ტი­კუ­ლად, მთელ სამ­ყა­რო­ში გავ­რ­ცელ­და, რო­გორც ერ­თა­დერ­თი ყვე­ლა­ზე მი­სა­ღე­ბი ფორ­მა ხელ­ნა­წე­რის­თ­ვის.

— რო­გორ გან­ვი­თარ­და ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნი, რა ეტა­პე­ბი გა­ია­რა და, ძი­რი­თა­დად, რა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა ევო­ლუ­ცი­ის პე­რი­ო­დი?
— რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნის შემ­დ­გომ ეტაპს, ის უკ­ვე სხვა­დას­ხ­ვა მო­ნას­ტ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ისე მის ფარ­გ­ლებს გა­რეთ არ­ს­დე­ბა მო­ნას­ტ­რე­ბი, ძი­რი­თა­დად, საქ­რის­ტი­ა­ნოს ცენ­ტ­რ­ში — იერუ­სა­ლიმ­ში, პა­ლეს­ტი­ნა­ში, რომ­ლე­ბი­და­ნაც ჩვენ შე­მოგ­ვ­რ­ჩა პირ­ვე­ლი გა­და­წე­რი­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი, იგი­ვე სი­­ნას მთა­ზე, შემ­დეგ სხვა ახა­ლი მო­ნას­ტ­რე­ბი, ათონ­ზე, ასე­ვე, იმ­დ­რო­ინ­დე­ლი ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რი­ა­ში — ან­ტი­ო­ქი­ა­ში და სხვ. რა თქმა უნ­და, ასე­თი ცენ­ტ­რე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც საკ­მა­ოდ უხ­ვად იყო. თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მო­ირ­ჩე­ო­და ტაო-კლარ­ჯე­თის მწიგ­ნობ­რუ­ლი ცენ­ტ­რი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სა­სუ­ლი­ე­რო კე­რა არ იყო, არა­მედ ძა­ლი­ან მძლავ­რი კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტ­რი  იყო. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლია ისიც, რომ ად­რე­უ­ლი ხა­ნის ხელ­ნა­წე­რე­ბის დი­დი ნა­წი­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით IX-X სა­უ­კუ­ნე­ე­ბის, სწო­რედ ტაო-კლარ­ჯე­თის სკო­ლა­შია შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­გორც ორი­გი­ნა­ლუ­რი თხზუ­ლე­ბა, ასე­ვე თარ­გ­მა­ნი, გა­და­წე­რი­ლი, შემ­დეგ მო­ხა­ტუ­ლი და ყდა­ში ჩას­მუ­ლი. ისი­ნი არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი მო­ნას­ტ­რე­ბის­თ­ვის ას­რუ­ლებ­დ­ნენ ხელ­ნა­წერ წიგ­ნებს, არა­მედ შეკ­ვე­თებ­საც იღებ­დ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა მო­ნას­ტ­რე­ბი­დან. მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა ხელ­ნა­წე­რი გა­და­წე­რი­ლი ყო­ფი­ლი­ყო ოშ­კ­ში, მაგ­რამ შე­ე­წი­რათ პარ­ხა­ლის მო­ნას­ტ­რის­თ­ვის. ეს წარ­წე­რე­ბი მეტ-ნაკ­ლე­ბად შე­მორ­ჩე­ნი­ლი აქვს ზო­გი­ერთ ხელ­ნა­წერს და სწო­რედ აქე­დან ვი­გებთ მის წარ­მო­მავ­ლო­ბას ან მის „მოგ­ზა­უ­რო­ბას“. თუმ­ცა, ქარ­თულ ხელ­ნა­წე­რებს ნაკ­ლე­ბად აქვს ასე­თი ან­დერძ-მი­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­შუ­ა­ლე­ბა გვეძ­ლე­ვა აღ­ვად­გი­ნოთ, თუ ვინ არის ამ ხელ­ნა­წე­რის შემ­კ­ვე­თი ან გა­დამ­წე­რი. იშ­ვი­ა­თია ვი­ცო­დეთ ხელ­ნა­წე­რის გა­დამ­წე­რი კონ­კ­რე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა ან უბ­რა­ლოდ მხო­ლოდ სა­ხე­ლია მი­ნიშ­ნე­ბუ­ლი. ასე­თი მი­ნიშ­ნე­ბის დროს, დო­კუ­მენ­ტე­ბის ან ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით დგინ­დე­ბა, თუ ვინ არის გა­დამ­წე­რი. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია შემ­თ­ხვე­ვა, რო­ცა ერ­თი და იმა­ვე გა­დამ­წე­რის სა­ხე­ლი ფიქ­სირ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე ხელ­ნა­წერ­ში. ეს, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, იმით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ ძა­ლი­ან თავ­მ­დაბ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ ბე­რე­ბი და ცდი­ლობ­დ­ნენ, თა­ვი­ან­თი სა­ხე­ლი ხელ­ნა­წერ წიგ­ნ­ში არ და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნათ. თუმ­ცა, გვაქვს გარ­კ­ვე­უ­ლი მი­ნიშ­ნე­ბე­ბი ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით — ეს ხელ­ნა­წე­რი გა­და­ი­წე­რა, ვთქვათ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბაგ­რატ IV-ის მე­ფო­ბის დროს, ან კონ­ს­ტან­ტი­ნო­პოლ­ში ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რი­ის დროს, ან ან­ტი­ო­ქი­ა­ში ან­ტი­ო­ქი­ის პატ­რი­არ­ქის პატ­რი­არ­ქო­ბის დროს. შე­საძ­ლოა, თა­რი­ღი აღარც კი იკითხე­ბო­დეს, წაშ­ლი­ლი იყოს, მაგ­რამ ამ პი­როვ­ნე­ბე­ბის მოღ­ვა­წე­ო­ბის პე­რი­ო­დის მი­ხედ­ვით, მეტ-ნაკ­ლე­ბად, შე­საძ­ლე­ბე­ლია ხელ­ნა­წე­რის და­თა­რი­ღე­ბა.
რო­გორც გითხა­რით, ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რის გარ­კ­ვე­უ­ლი ეტა­პი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ტაო-კლარ­ჯე­თის სკო­ლას­თან სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, შემ­დ­გომ და შემ­დ­გომ არე­ა­ლი უფ­რო ვრცელ­დე­ბა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს თით­ქ­მის ყვე­ლა მო­ნას­ტ­რი­დან გვაქვს ხელ­ნა­წე­რე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, ამ პე­რი­ოდ­ში, XI-XIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბი, წიგ­ნის ხე­ლოვ­ნე­ბა — წიგ­ნის მხატ­ვ­რუ­ლი გა­ფორ­მე­ბა აყ­ვა­ვე­ბის ფა­ზა­შია. ამ პე­რი­ოდ­ში ხელ­ნა­წე­რე­ბი არა მხო­ლოდ გა­და­ი­ნუს­ხე­ბო­და, არა­მედ მხატ­ვ­რუ­ლად ფორ­მ­დე­ბო­და. თუმ­ცა, რად­გა­ნაც ეტ­რა­ტი რთუ­ლი და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი და ძა­ლი­ან ხარ­ჯი­ა­ნიც იყო, ცდი­ლობ­დ­ნენ, ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ტექსტს ჰქო­ნო­და დათ­მო­ბი­ლი. კი­დევ ერ­თი გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი მო­მენ­ტია იმ­დ­რო­ის­თ­ვის ისიც, რომ X სა­უ­კუ­ნე­ში ასომ­თავ­რუ­ლი დამ­წერ­ლო­ბა, ნუს­ხა-ხუ­ცუ­რით იც­ვ­ლე­ბა, ამ­დე­ნად, XI სა­უ­კუ­ნი­დან ხელ­ნა­წე­რე­ბი, ძი­რი­თა­დად, ნუს­ხა-ხუ­ცუ­რი ან­ბა­ნით გვხვდე­ბა.

— სწო­რედ ამ პე­რი­ო­დი­დან შე­მო­დის წიგ­ნის მხატ­ვ­რუ­ლი გა­ფორ­მე­ბის ელე­მენ­ტე­ბი, მი­ნი­ა­ტუ­რე­ბი, და­სუ­რა­თე­ბა... უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად რო­დის ჩნდე­ბა ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ა­ში პირ­ვე­ლი მი­ნი­ა­ტუ­რა?
— ხელ­ნა­წე­რის შეს­რუ­ლე­ბა­ში და სა­ერ­თოდ მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ასე­ვე დიდ როლს თა­მა­შობ­და შემ­კ­ვე­თი. თუ მი­სი მოთხოვ­ნა იყო, რომ ხელ­ნა­წერ­ში მე­ტი მხატ­ვ­რუ­ლი გა­ფორ­მე­ბა ყო­ფი­ლი­ყო, ბუ­ნებ­რი­ვია, ხელ­ნა­წე­რებ­ში უხ­ვად ჩნდე­ბა მხატ­ვ­რუ­ლი გა­ფორ­მე­ბა. რად­გა­ნაც მო­თხოვ­ნა, ძი­რი­თა­დად, სა­სუ­ლი­ე­რო ხა­სი­ა­თის ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე იყო, ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­უ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა სა­სუ­ლი­ე­რო ხა­სი­ა­თი­საა. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­ხა­რე­ბა — ოთხ­თა­ვე­ბის გა­ფორ­მე­ბა. ად­რე­უ­ლი პე­რი­ო­დის სა­ხა­რე­ბე­ბი (X-XI სს.) მხატ­ვ­რუ­ლი ელე­მენ­ტე­ბის ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბას შე­ი­ცავს, XII სა­უ­კუ­ნის ხელ­ნა­წე­რებ­ში — „გე­ლა­თის ოთხ­თა­ვი“, „ჯრუ­ჭის ოთხ­თა­ვი“ — სრუ­ლი­ად ზედ­მი­წევ­ნი­თა და ზუს­ტად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი ის­­ტო­რი­ის თხრო­ბა და ზო­გი­ერ­თ­ში 250-მდე მი­ნი­ა­ტუ­რაა ჩარ­თუ­ლი. ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ა­ში პირ­ვე­ლი მი­ნი­ა­ტუ­რა IX სა­უ­კუ­ნი­დან ჩნდე­ბა და ესეც სა­ხა­რე­ბის გა­ფორ­მე­ბაა. თუმ­ცა, ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მი­ნი­ა­ტუ­რე­ბი ხელ­ნა­წე­რებ­ში ად­რეც იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნამ­დე არ მო­უღ­წე­ვია. პირ­ვე­ლი და­სუ­რა­თე­ბუ­ლი წიგ­ნი ჩვენ­ში ადი­შის სა­ხა­რე­ბაა, შემ­დეგ ჯრუ­ჭის სა­ხა­რე­ბა, ჯრუ­ჭის I სა­ხა­რე­ბა და ა.შ. ასე­ვე სხვა­დას­ხ­ვა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ხა­სი­ა­თის კრე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ით­ვ­ლე­ბა, რომ მხატ­ვ­რუ­ლა­დაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი, მაგ­რამ ეს მხატ­ვ­რუ­ლი გა­ფორ­მე­ბა ინი­ცი­ა­ლი ან ორ­ნა­მენ­ტუ­ლი დე­კო­რია. ასე­თი­ვეა მი­ქა­ელ მოდ­რე­კი­ლის „იად­გა­რი“, სა­დაც, ძი­რი­თა­დად, ორ­ნა­მენ­ტე­ბია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.
მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ XI სა­უ­კუ­ნის ძეგ­ლე­ბი­დან ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სვი­ნაქ­სა­რი (და­ახ­ლო­ე­ბით 1030 წელ­საა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და უკავ­შირ­დე­ბა ათო­ნის, ანუ კონ­ს­ტან­ტი­ნო­პო­ლის სკო­ლას), რო­მელ­შიც წარ­მოდ­გე­ნი­ლია წმინ­და­ნე­ბის ხა­ტი­სე­ბუ­რი სა­ხე­ე­ბი.
გვხვდე­ბა ასე­ვე სხვა­დას­ხ­ვა ხა­სი­ა­თის ლი­ტურ­გი­კუ­ლი კრე­ბუ­ლე­ბი, სა­დაც სა­ზე­დაო ასო­ე­ბია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. შემ­დეგ კი, X სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­დან და XI სა­უ­კუ­ნი­დან, რო­გორც გითხა­რით, და­სუ­რა­თე­ბის ერ­თ­გ­ვა­რი პრინ­ცი­პე­ბი იც­ვ­ლე­ბა და ამ დროს თით­ქოს სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა ყვე­ლა ხელ­ნა­წერ­ში მხატ­ვ­რუ­ლი გა­ფორ­მე­ბის ელე­მენ­ტე­ბის შე­ტა­ნა. გარ­და ამი­სა, იც­ვ­ლე­ბა ტექ­ს­ტის ფორ­მაც. ტექ­ს­ტი ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში ორ სვე­ტა­დაა გა­და­წე­რი­ლი, ხო­ლო ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში — ერთ სვე­ტად. გა­მო­ყო­ფი­ლია ცალ­კე­უ­ლი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც უნ­და ჩა­ერ­თოს მხატ­ვ­რო­ბა. სხვა­დას­ხ­ვა ში­ნა­არ­სის სა­სუ­ლი­ე­რო ტექსტს — ოთხ­თავს,  ზა­ტიკს, ფსალ­მუ­ნებ­სა თუ სხვ. — და­სუ­რა­თე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პრინ­ცი­პი ჰქონ­და, რომ­ლე­ბიც მკაც­რა­დ იყო და­ცუ­ლი და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.
ამ მხრივ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა მოქ­ვის სა­ხა­რე­ბა, რო­მე­ლიც მოქ­ვის მო­ნას­ტერ­ში გა­და­ი­წე­რა. ხელ­ნა­წე­რი და­თა­რი­ღე­ბუ­ლია 1300 წლით და მი­სი გა­და­წე­რის მხატ­ვ­რუ­ლი პრინ­ცი­პე­ბი, სტი­ლუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, შე­ე­სა­ბა­მე­ბა ბი­ზან­ტი­ა­სა და ქარ­თუ­ლი კედ­ლის მხატ­ვ­რო­ბა­ში გავ­რ­ცე­ლე­ბულ მხატ­ვ­რულ სტი­ლურ მი­მარ­თუ­ლე­ბებს. მოქ­ვის სა­ხა­რე­ბა პა­ლე­ო­გო­სუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შად მი­იჩ­ნე­ვა არა მხო­ლოდ ქარ­თულ, არა­მედ ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში.
XIV-XV სა­უ­კუ­ნე­ებ­ში უხ­ვად და­სუ­რა­თე­ბუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი უკ­ვე აღარ გვხვდე­ბა (ვსა­უბ­რობ ოთხ­თა­ვებ­ზე), არის მხო­ლოდ მა­ხა­რე­ბელ­თა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი და კა­ბა­რე­ბი. მაგ­რამ ამ დროს ჩვენ­თან შე­მო­დის ხელ­ნა­წე­რე­ბის ახა­ლი ტი­პი — ფსალ­მუ­ნე­ბის და­სუ­რა­თე­ბა (XIII ს.). ერ­თ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 140-მდე მი­ნი­ა­ტუ­რაა, მე­ო­რე­ში — 55. ფსალ­მუ­ნის ტექ­ს­ტე­ბი ძი­რი­თა­დად და­ვი­თის სა­გა­ლო­ბე­ლია უფ­ლი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი. აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლია ბიბ­ლი­უ­რი  და­ვი­თის ის­ტო­რია და ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­უ­ჟე­ტე­ბი ბიბ­ლი­ი­დან, ანუ ბიბ­ლი­უ­რი სი­უ­ჟე­ტე­ბი­თაა გამ­დიდ­რე­ბუ­ლი ფსალ­მუ­ნის და­სუ­რა­თე­ბუ­ლი ტექ­ს­ტი.
ასე­ვე ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­ში შე­მო­დის ზა­ტი­კის და­სუ­რა­თე­ბა, ლი­ტურ­გი­კუ­ლი ხა­სი­ა­თის კრე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს გარ­კ­ვე­ულ სა­გა­ლობ­ლებს აღ­დ­გო­მი­დან სუ­ლიწ­მინ­დის მო­ფე­ნის ჩათ­ვ­ლით. შემ­დ­გომ­ში სა­ხა­რე­ბის გვერ­დით ლი­ტურ­გი­კუ­ლი, განს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თის კრე­ბუ­ლე­ბი ჩნდე­ბა.
გარ­და ამი­სა, XV სა­უ­კუ­ნეს გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა სანკტ-პე­ტერ­ბურ­გის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და­ცუ­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ხელ­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც ქარ­თულ-ბერ­ძ­ნუ­ლი ხელ­ნა­წე­რის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი, ზო­მით საკ­მა­ოდ პა­ტა­რაა, მას­ში 700-მდე ფი­გუ­რაა ჩარ­თუ­ლი. ის იმი­თაც სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ჩარ­თუ­ლია მთე­ლი საქ­რის­ტი­ა­ნოს ყვე­ლა წმინ­და­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა, ბიბ­ლი­უ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბის პორ­ტ­რე­ტე­ბი. ჩვენ­თ­ვის ეს ხელ­ნა­წე­რი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმით, რომ მას­ში გა­მორ­ჩე­უ­ლია ქარ­თ­ვე­ლი წმინ­და­ნე­ბი — პეტ­რე იბე­რი, ილა­რი­ონ ქარ­თ­ვე­ლი, იოანე და გი­ორ­გი მთაწ­მინ­დე­ლე­ბი, ასე­ვე წმინ­და ნი­ნო. ეს პირ­ვე­ლი კრე­ბუ­ლია, სა­დაც ასე უხ­ვად არი­ან წარ­მოდ­გე­ნი­ლი ქარ­თ­ვე­ლი წმინ­და­ნე­ბი. ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში მა­თი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ორ-ორ­ჯერ გვხ­ვ­დე­­ბა.

— რა პე­რი­ო­დი­დან ჩნდე­ბა პირ­ვე­ლი სა­ე­რო ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნი?
— ად­რე­უ­ლი ხა­ნი­დან სა­სუ­ლი­ე­რო ხელ­ნა­წე­რე­ბის გვერ­დით ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად გვხვდე­ბა სა­ე­რო ხა­სი­ა­თის ხელ­ნა­წე­რე­ბი. ყვე­ლა­ზე ად­რე­უ­ლი სა­ე­რო ხა­სი­ა­თის ხელ­ნა­წე­რი „ას­ტ­რო­ლო­გი­უ­რი ტრაქ­ტა­ტია“, რო­მე­ლიც 1188 წლი­თაა და­თა­რი­ღე­ბუ­ლი და მას­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია მთვა­რის ფა­ზე­ბი და ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი გრა­ფი­კუ­ლი მა­ნე­რი­თაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, არა­ბუ­ლი ხელ­ნა­წე­რის გავ­ლე­ნა იგ­რ­ძ­ნო­ბა. ამის შემ­დეგ სა­ე­რო ხელ­ნა­წე­რებ­ში გვაქვს საკ­მა­ოდ დი­დი ლა­კუ­ნა. სა­ე­რო ხელ­ნა­წე­რე­ბის და­სუ­რა­თე­ბა XVI სა­უ­კუ­ნე­ში გრძელ­დე­ბა. ამას თა­ვი­სი პი­რო­ბე­ბი ჰქონ­და. მა­ნამ­დე კი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო სა­სუ­ლი­ე­რო ხა­სი­ა­თის ძეგ­ლე­ბის გა­და­წე­რა და შემ­კო­ბა. რო­გორც გითხა­რით, XI სა­უ­კუ­ნი­დან XIII სა­უ­კუ­ნის ჩათ­ვ­ლით ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რის აყ­ვა­ვე­ბის პე­რი­ო­დი იყო და, შე­სა­ბა­მი­სად, სწო­რედ ამ პე­რი­ო­დი­დან შე­მოგ­ვ­რ­ჩა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი მხატ­ვ­რუ­ლად გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­ნა­წე­რი ძეგ­ლე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ტოლს არ უდებ­დ­ნენ იმ­დ­რო­ინ­დელ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­როს, კონ­კ­რე­ტუ­ლად კი ბი­ზან­ტი­ურ მხატ­ვ­რულ სკო­ლებს.
გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ ამ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მძი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო, ერ­თი მხრივ — სპარ­სე­თი და მე­ო­რე მხრივ — ოს­მა­ლე­თი ცდი­ლობ­და თა­ვი­სი გავ­ლე­ნის გავ­რ­ცე­ლე­ბას. XVI სა­უ­კუ­ნი­დან ჩვენ­ში ჩნდე­ბა სა­ე­რო ხელ­ნა­წე­რე­ბის და­სუ­რა­თე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბი, მა­თი არ­სე­ბო­ბა უპირ­ვე­ლე­სად იმან გა­ნა­პი­რო­ბა, რომ ამ პე­რი­ოდ­ში მჭიდ­რო კავ­ში­რი იყო აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­თან და უხ­ვად შე­მო­დი­ო­და და ითარ­გ­მ­ნე­ბო­და ქარ­თუ­ლად იქა­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნი­მუ­შე­ბი. ცნო­ბი­ლია, რომ მა­თი სა­სუ­ლი­ე­რო წიგ­ნი „ყუ­რა­ნი“ არა­სო­დეს ყო­ფი­ლა და­სუ­რა­თე­ბუ­ლი და, ამ­დე­ნად, მთე­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის მხატ­ვ­რე­ბის ფან­ტა­ზია ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის და­სუ­რა­თე­ბა­ზე გა­და­ვი­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­გა­ლი­თად სპარ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი — „ვის­რა­მი­ა­ნი“, „შაჰ­ნა­მე“ უხ­ვად იყო და­სუ­რა­თე­ბუ­ლი. ამ კულ­ტუ­რუ­ლი კავ­ში­რის დროს ეს ძეგ­ლე­ბი ქარ­თუ­ლა­დაც ითარ­გ­მ­ნა და მა­თი და­სუ­რა­თე­ბუ­ლი ნი­მუ­შიც შე­მო­ვი­და ჩვენ­ში. სწო­რედ ამან გა­მო­იწ­ვია ის, რომ და­იწყო სა­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნი­მუ­შე­ბის გა­ფორ­მე­ბა.
ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ად­რე­უ­ლია იოსებ ზი­ლი­ხა­ნი­ა­ნის გა­ფორ­მე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო იყო „ვის­რა­მი­ა­ნის“, „როს­ტო­მი­ა­ნის“ მხატ­ვ­რუ­ლი გა­ფორ­მე­ბა. ასე­ვე ინ­დუ­რი ეპო­სის, რო­მე­ლიც სპარ­სუ­ლი­დან ითარ­გ­მ­ნა — „ქი­ლი­ლა და და­მა­ნა“ და, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ანა­ლო­გი­უ­რი აღ­მო­სავ­ლუ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბი­თაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­უ­ლი „ვეფხის­ტყა­ოს­ნე­ბი“, რომ­ლე­ბიც XVII სა­უ­კუ­ნი­დან გვხვდე­ბა — ავა­ლიშ­ვი­ლი­სე­უ­ლი, წე­რეთ­ლი­სე­უ­ლი — სპარ­სუ­ლი და ირა­ნუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ძა­ლი­ან დიდ გავ­ლე­ნას ატა­რებ­და. ამ ჯგუფ­ში სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია მა­მუ­კა თა­ვა­ქა­რაშ­ვი­ლის მი­ერ XVII სა­უ­კუ­ნე­ში ლე­ვან და­დი­ა­ნის კარ­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ და­სუ­რა­თე­ბუ­ლი ნუს­ხა. თუმ­ცა, მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა უფ­რო ხალ­ხურ ნა­კადს ეკუთ­ვ­ნის და სა­ინ­ტე­რე­სოა იმი­თაც, რომ აღ­დ­გე­ნი­ლი აქვს ამ პე­რი­ო­დის სა­მეგ­რე­ლოს­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ყო­ფი­თი დე­ტა­ლე­ბი. თუ მას შე­ვა­და­რებთ იტა­ლი­ე­ლი მი­სი­ო­ნე­რე­ბის ჩა­ნა­ხა­ტებს, რომ­ლე­ბიც იმ პე­რი­ოდ­ში მოღ­ვა­წე­ობ­დ­ნენ სა­მეგ­რე­ლო­ში, გარ­კ­ვე­უ­ლი ანა­ლო­გი­ე­ბის და­ძებ­ნას შევ­ძ­ლებთ. თა­ვი­სე­ბურ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას იძენს მა­მუ­კა თა­ვა­ქა­რაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ სწო­რედ იმით, რომ ღრმა ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებ­ზეა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და ნაკ­ლე­ბად იგ­რ­ძ­ნო­ბა აღ­მო­სავ­ლუ­რი გავ­ლე­ნა, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძეგ­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭებს.

— მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მხატ­ვ­რუ­ლი სკო­ლე­ბიც ჩა­მო­ყა­ლიბ­და...
— მხატ­ვ­რუ­ლი სკო­ლე­ბი ჩა­მო­ყა­ლიბ­და არა მხო­ლოდ მო­ნას­ტ­რებ­თან, არა­მედ სა­მე­ფო ან სა­თა­ვა­დო კარ­თან. ერთ-ერ­თი ასე­თი იყო, XV-XVI სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზე, სამ­ცხე-სა­ა­თა­ბა­გოს მხატ­ვ­რუ­ლი სკო­ლა, რო­მე­ლიც ჯა­ყე­ლე­ბის ოჯა­ხის პატ­რო­ნა­ჟით ვი­თარ­დე­ბო­და. სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ხელ­ნა­წე­რია მათ მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ჯა­ყე­ლე­ბი არა მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პატ­რო­ნობ­დ­ნენ ძეგ­ლებს, არა­მედ ძა­ლი­ან დი­დი იყო მა­თი შე­სა­წი­რი ათო­ნის მთის, იერუ­სა­ლი­მის ჯვრის მო­ნას­ტ­რე­ბი­სად­მი. გვხვდე­ბა ხელ­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­თი შეკ­ვე­თი­თაა გა­და­წე­რი­ლი იერუ­სა­ლიმ­ში. ასე­ვე მათ თა­ვი­ან­თი სა­სახ­ლის კარ­ზე ჰქონ­დათ სკრიპ­ტო­რი­უ­მი და მთე­ლი რი­გი ხელ­ნა­წე­რე­ბი­სა იქ არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

— გვი­ა­ნი პე­რი­ო­დის ხელ­ნა­წე­რებ­ში რა ცვლი­ლე­ბე­ბი იგ­რ­ძ­ნო­ბა და რო­მელ სა­უ­კუ­ნემ­დე გრძელ­დე­ბა ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნის ის­ტო­რია?
— მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მო­დის ახა­ლი ტი­პის ხელ­ნა­წე­რე­ბი გუ­ლა­ნის სა­ხით — კრე­ბუ­ლი, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლი იყო ყვე­ლა ტი­პის ლი­ტურ­გი­კუ­ლი კრე­ბუ­ლი, რაც სჭირ­დე­ბო­და სა­სუ­ლი­ე­რო პირს მღვდელ­თ­მ­სა­ხუ­რე­ბის დროს. ეს არის უზარ­მა­ზა­რი ხელ­ნა­წე­რი, რომ­ლის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ტო­მია შე­მორ­ჩე­ნი­ლი. სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ იმ პე­რი­ოდ­ში, რო­ცა ან­ტი­ო­ქი­ის პატ­რი­არ­ქ­მა მა­კა­რი­ოს­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იმოგ­ზა­უ­რა, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დარ­ჩა ასე­თი ტი­პის ხელ­ნა­წე­რით. არც მა­ნამ­დე და არც შემ­დეგ მსგავ­სი ხელ­ნა­წე­რი არ შექ­მ­ნი­ლა — XVI სა­უ­კუ­ნე­ში იწყე­ბა და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი XVII-XVIII სა­უ­კუ­ნე­ებს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, იქ ჩარ­თუ­ლი სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი სა­კითხა­ვე­ბი, წმინ­დან­თა ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან კარ­გად იყო შეს­რუ­ლე­ბუ­ლი — გა­ფორ­მე­ბუ­ლი. უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ძეგ­ლე­ბია, ასე­ვე ამ პე­რი­ო­დი­სათ­ვის, ან­ჩის­ხა­ტის გუ­ლა­ნი და შე­მოქ­მე­დის გუ­ლა­ნი.
ზო­გა­დად, რაც შე­ე­ხე­ბა გვი­ან პე­რი­ოდს, ის უფ­რო ინერ­ცი­ით ვი­თარ­დე­ბო­და, იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ძა­ლი­ან ძლი­ე­რი იყო აღ­მო­სავ­ლუ­რი გავ­ლე­ნა. თუმ­ცა აღ­მო­სავ­ლუ­რი გავ­ლე­ნა მხო­ლოდ ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­ხით შე­ვი­და სა­სუ­ლი­ე­რო ხა­სი­ა­თის გა­ფორ­მე­ბა­ში და ორ­ნა­მენ­ტებ­ში გამ­ჟ­ღავ­ნ­და. ხო­ლო სხვა ხელ­ნა­წე­რე­ბი, მხატ­ვ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, იმე­ო­რე­ბენ პოს­ტ­ბი­ზან­ტი­ურ ან პოს­ტ­პა­ლე­ო­გო­სურ მხატ­ვ­რულ ტრა­დი­ცი­ებს, რაც მათ­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სტილ-ნიშ­ნებ­ში ვლინ­დე­ბა.
შემ­დ­გომ თან­და­თან შე­მო­დის რუ­სუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი გავ­ლე­ნა. თუმ­ცა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ამის­თ­ვის სხვა დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო სა­ჭი­რო, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, მა­თი გავ­ლე­ნა ნაკ­ლე­ბად იგ­რ­ძ­ნო­ბა ქარ­თულ ხელ­ნა­წე­რებ­ში. გარ­და ამი­სა, ნა­ბეჭ­დი წიგ­ნის გა­მოს­ვ­ლა­მაც გარ­კ­ვე­უ­ლად შე­ა­ფერ­ხა ხელ­ნა­წე­რის გან­ვი­თა­რე­ბა, თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­ნა­წე­რი და ნა­ბეჭ­დი წიგ­ნი ერ­თ­დ­რო­უ­ლად თა­ნა­არ­სე­ბობ­და.
რო­ცა ქარ­თულ ხელ­ნა­წერ წიგ­ნ­ზე ვსა­უბ­რობთ, უნ­და ვი­გუ­ლის­ხ­მოთ, რომ XVIII სა­უ­კუ­ნის ჩათ­ვ­ლით იარ­სე­ბა ქარ­თულ­მა ხელ­ნა­წერ­მა, თა­ვი­სი სა­ინ­ტე­რე­სო მხატ­ვ­რუ­ლი შედ­გე­ნი­ლო­ბით, ში­ნა­არ­სით, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­თა და მხატ­ვ­რუ­ლი გა­ფორ­მე­ბის ელე­მენ­ტე­ბის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბე­ბით.

— და­ბო­ლოს, რას იყე­ნებ­დ­ნენ მელ­ნად ან მი­ნი­ა­ტუ­რე­ბის გა­სა­ფე­რა­დებ­ლად. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ ქარ­თულ ხელ­ნა­წე­რებ­ში ჩნდე­ბა „ოქ­როს ფო­ნე­ბი“?
— თავ­და­პირ­ვე­ლად მელან­ი ბუ­ნებ­რი­ვი მა­სა­ლით მზადდებოდა. ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ა­ში ყა­ვის­ფე­რის სხვა­დას­ხ­ვა ტო­ნა­ლო­ბა და შა­ვი მე­ლა­ნი გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. სა­ინ­ტე­რე­სოა სინ­გუ­რი — წი­თე­ლი ფე­რის სა­ღე­ბა­ვი, რო­მე­ლიც, ძი­რი­თა­დად, გა­სა­ფორ­მებ­ლად, მა­გა­ლი­თად, სა­თა­უ­რის და­სა­წე­რად ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლე­ბის აქ­ცენ­ტე­ბის მო­სა­ნიშ­ნად იხ­მა­რე­ბო­და. ქარ­თულ ხელ­ნა­წერ წიგ­ნ­ში ვხვდე­ბით ასე­ვე ოქ­როს მე­ლან­საც. ოქ­რო ხელ­ნა­წე­რებ­ში ორ­გ­ვა­რად გვხვდე­ბა — ოქ­როს მელ­ნით, რო­მელ­საც ხსნა­რის სა­ხე ჰქონ­და, აფე­რა­დებ­დ­ნენ ან წერ­დ­ნენ; ასე­ვე ფურ­ც­ლო­ვა­ნი ოქ­რო — უთხე­ლე­სი ფირ­ფი­ტა, რო­მელ­საც ზე­და­პირ­ზე ამაგ­რებ­დ­ნენ და შემ­დეგ მას­ზე ხა­ტავ­დ­ნენ. მა­გა­ლი­თად, მოქ­ვის ოთხ­თავ­ში სწო­რედ ფურ­ც­ლო­ვა­ნი ოქ­როა და­ფე­ნი­ლი და მას­ზეა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მხატ­ვ­რო­ბა. ხელ­ნა­წერ­ში ოქ­როს ამ­გ­ვა­რი სა­ხით გა­მო­ყე­ნე­ბა იშ­ვი­ა­თია, უმე­ტე­სად ჯერ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა იხა­ტე­ბო­და და შემ­დეგ უკეთ­დე­ბო­და ფო­ნი ოქ­როს მელ­ნით.

ესა­უბ­რა
ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N