გამოდის 1998 წლიდან
2010-06-03
წმინდა სამება

ქრისტიანული ეკლესიის ღმერთი ღმერთია, რომლის რწმენაც და რომლის შესახებ ცოდნაც კაცობრიობამ ისტორიული გამოცდილების შედეგად მოიპოვა. ეს არ არის არსება, რომელსაც ადამიანმა მხოლოდ აბსტრაქტული ფილოსოფიური ვარჯიშებითა და გონების ჭვრეტით მიაკვლია. სწორედ ეკლესიურმა გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ღმერთი ერთ გამორჩეულ მონად (ბერძ. Monas - ერთეული; განუყოფელი) ან ინდივიდუალურ ბუნებად კი არ წარმოგვიდგება, არამედ ის არის სამება: სამი ერთმანეთისაგან განსხვავებული იპოსტასი ანუ პიროვნება და ამავე დროს, საერთო ნებითა და მოქმედებით გაერთიანებული ერთიანი ბუნება, ერთი არსება.
 „სამება“ (Trias) არ არის ბიბლიური წარმოშობის სიტყვა. როგორც ქრისტიანული ტერმინი, პირველად II საუკუნეში ღირსმა თეოფანე ანტიოქიელმა გამოიყენა. სამება თავისი არსით საიდუმლეობრივი შინაარსის მქონå მცნებაა. ეს სწავლება, ერთი შეხედვით, თავის თავში გარკვეულ წინააღმდეგობებსაც მოიცავს და ამიტომ რაციონალურად აუხსნელი და ადამიანური მსჯელობისათვის მიუწვდომელია. მამა პავლე ფლორენსკის სიტყვებით რომ ვთქვათ: სამების დოგმატი „ïდამიანური  აზროვნების ჯვარია“. იმისათვის, რëè მისაწვდომი გახდეს დოგმატის არსი, ადამიანმა უარი უნდა თქვას თავის ცოდვილ დასკვნებზე და რწმენაზე, რომ შეუძლია შეიცნოს და ახსნას სამების საიდუმლო, ანუ ადამიანი უნდა გათავისუფლდეს ყველა თავისი რაციონალური მიგნებისაგან. 
წმინდა სამების მრწამსში აღმოცენებულ ქრისტიანობას ყველა მონოთეისტურ რელიგიათა (იუდაიზმი და ისლამი) შორის გამორჩეული ადგილი აქვს მიკუთვნებული. სულიერი ცხოვრების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სამების საიდუმლოს შეცნობა მხოლოდ ნაწილობრივაა შესაძლებელი და ეს მიზანი მხოლოდ ასკეტური შეუპოვრობით მიიღწევა. ვლადიმერ ლოსკი ბრძანებს: „პოფატური (ტერმინს მოგვიანებით გაíვმარტავთ) აღმასვლა გოლგოთაზე ამაღლებაა, ამიტომ წმინდა სამების საიდუმლომდე  ამაღლება ვერც ერთი სახის სპეკულატური ჭვრეტით ვერ მიიღწევა“. წმინდა ათანასე ალექსანდრიელმა თავის პირველ სიტყვაში არიანელების წინააღმდეგ ქრისტიანული რწმენა განსაზღვრა, როგორც „óცვლელი, სრულყოფილი და ნეტარი სამების რწმენა“. ვლადიმერ ლოსკი წერდა, რომ სწავლება სამების შესახებ „არა მხjლოდ საფუძველია, არამედ უმაღლესი მიზანია ღვთისმეტყველებისა, რადგან... წმინდა სამების არსის შეცნობა ღვთაებრივ ანუ თვით სამების ცხოვრებაში შეღწევას ნიშნავს“...  
 
ის რაც ღმერთის წყალობით ადამიანს ერთარსი წმინდა სამების შესახებ დღემდე განუცხადდა, სამ ძირითად დებულებად წარმოგვიდგება:
1)                 ღმერთი სამებაა და ეს ნიშნავს, რომ ღმერთში სამი პირია (იპოსტასი): მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა.
2)                 წმინდა სამების ყოველი პირი ღმერთია, მაგრამ ეს არ არის სამი სხვადასხვა ღმერთი. სამება ერთარსი ღმერთია.
3)                 სამების ყოველი წევრი გამოირჩევა თავისი პიროვნულობით, იპოსტასური თავისებურებით.
 
·          მართლმადიდებლური მოძღვრება ღმერთის შეცნობის შესახებ
მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით ღმერთი, როგორც ტრანსცედენტური (შემეცნებისათვის მიუღწეველი), ისე იმანენტური (გარკვეულ მახასიათებლებში გამოვლენილი) სახით ადაèიანისთვის მუდმივად არის განცხადებული. არის ასეთი გამოთქმა: „òმანენტურად ხილული ღმერთი, ტრანსცედენტურად წარმოგვიდგება“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღმერთისაგან მომდინარე ენერგიებში ვლინდება მისი აბსოლóტური შეუვალობა.
ჯერ კიდევ ქრისტიანობის გაჩენამდე, კერძოდ, ნეოპლატონისტებს კარგად ესმოდათ, რომ თავად ღმერთშივე ღმერთის ძიებას ადამიანი ბოლოს დუმილამდე მიჰყავს. ყველა სიტყვა და გამოთქმა, ყველა გაგება, რომელთა საშუალებითაც ადამიანი ღმერთის შემეცნებას ცდილობს, შეცნობის მიმდინარეობას უეჭველად ზღუდავს, რადგან გამოუთქმელის გამოთქმა და შემოუწერელის გარეშემოწერა შეუძლებელია. მაგრამ მიუხედავად ამ თავისებურებებისა, გამოცხადების გარდა, მაინც არსებობს ღვთის შემეცნების ორი ურთიერთდაკავშირებული გზა.
პირველი - აპოფატური (apophatikos - უარყოფითი), ანუ გზა, რომლის საშუალებითაც ღმერთს შევიმეცნებთ არა ისეთს, როგორიც ის სინამდვილეშია, უფრო სწორად, როგორსაც ჩვენი წარმოდგენა შეიძლება მისწვდეს, არამედ მივყვებით იმ ცოდნას, რაც საშუალებას მოგვცემს ვთქვათ, რა არ არის ღმერთი. აპოფატური ღვთისმეტყველება ადამიანს ღმერთთან პირადი ძიების შედეგად მოპოვებული გამოცდილების საშუალებით აახლოვებს. ღმერთის ამ გზით მაძიებელი მოსაგრე ცოცხალ ღმერთთან პიროვნულად შერწყმას ცდილობს. ასეთი ადამიანი ქმნილი სამყაროს სრულყოფილებას საკუთარ არსში იკვლევს. ხოლო მიკვლეულს, ანუ ყველა იმ თვისებურებასა და ღირსებას, რაც ბუნებისთვისაა დამახასიათებელი, როგორც არასრულყოფილს, თანმიმდევრულად უარყოფს. ამ გზით მავალი დიდი წმინდანები საკუთარი გონებიდან საბოლოოდ განკვეთდნენ ყოველგვარ წარმოდგენას, რომელიც შეიძლება ადამიანს ღმერთის შესაქმის შედეგად წარმოქმნილი მატერიალური და სულიერი ქმნილების შესახებ ჰქონდეს. ისინი უარს ამბობდნენ ისეთ მაღალ მცნებებზე, როგორიც არის სიყვარული, სიბრძნე და ყოფიერება.
ღმერთისაკენ აპოფატურად აღმავალი  გზა ასკეტური გზაა, რომელიც ადამიანისაგან სრულ განწმენდას მოითხოვს და ექსტაზის მდგომარეობაში მყოფ სრულყოფილ ასკეტს, იდუმალებით მოცულ მდინარებაში ღმერთთან შეკავშირების საშუალებას აძლევს.
ცოდნა, რომელსაც ადამიანი ექსტაზურ მდგომარეობაში ღებულობს, ჭეშმარიტად აპოფატურია. ღმერთთან ზეშთაგონებულ ერთიანობაში მყოფი ადამიანი ღმერთის შესახებ მართლაც იძენს გარკვეულ ცოდნას, მაგრამ როდესაც ის გამოდის ამ მდგომარეობიდან, აღმოჩნდება, რომ მისთვის მიღწეულის, შეცნობილისა და დანახულის აღწერა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვეულებრივი ადამიანური მდგომარეობა არასაკმარისია ამ შეგრძნებების გადმოცემისა და შემეცნებისათვის. სწორედ ამიტომ, ასეთი გამოცდილების გაზიარება მხოლოდ უარყოფის გზით არის შესაძლებელი, ისე როგორც ეს მოციქულმა პავლემ განახორციელა:
„èაშ, უფლის ხილვებსა და გამოცხადებებს მივუბრუნდები. ბრძანებს პავლე მოციქული, და აგრძელებს - ვიცი ერთი კაცი ქრისტეში, რომელიც ამ თოთხმეტი წლის წინათ (არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ, ღმერთმა იცის) ატაცებულ იქნა მესამე ცამდე; და ვიცი ამ კაცისა (მხოლოდ არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ, ღმერთმა იცის), რომ ატაცებულ იქნა სამოთხეში, სადაც ისმინა ენითუთქმელი სიტყვები, რომელთა წარმოთქმის ნებაც არა აქვს კაცს“ (2 კორ. 12:24). აქ პავლე მოციქული რა თქმა უნდა საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და ხაზს უსვამს, რომ ნახა ის, რაც თვალს არ უხილავს, მოისმინა ის, რაც არ სმენილა და შეიგრძნო ის, რაც გულს არასოდეს შეუგრძნია.
          მართლმადიდებლური დოგმატიკა გვასწავლის, რომ ღმერთი უბრალოდ რაიმე არსება კი არ არის (როგორც არაქრისტიანი მისტიკოსები ფიქრობენ), არამედ პიროვნებაა, რომელიც ადამიანს საკუთარ არსს ცალკეულ მოქმედებებსა და ენერგიებში თავადვე წარმოუდგენს. ღმერთის ქმედებები შესაძლებელს ხდის, ადამიანმა მისი შეცნობა შეძლოს, მაგრამ ყოველი ახალი საფეხურის მიღმა მუდმივად ჩნდება შეცნობის სხვა სივრცეები და ამასთან, შემეცნების ახალი შესაძლებლობები.
          ღმერთის შემეცნების მეორე - კატაფატური (kataphatikos -   მტკიცებითი) გზა. ღმერთი თავისი არსით ადამიანისათვის მიუწვდომელი სიკეთის შემცველია. სწორედ ამის გამო წმინდა წერილი, ღმერთს მხოლოდ დადებითი მტკიცებულებებით გვიხატავს და იმ სახელებით იხსენიებს, რომლებითაც სამყაროს უფალი თვითონ წარმოუდგენს საკუთარ არსს. განუჭვრეტელი ღვთაებრივი უჩინი, კატაფატურ ჭვრეტაში, სიკეთის იმ ხვავრიელ ბრწყინვალებად წარმოგვიდგება, რომლის სხივებშიც ყველაფერი ზეიმური და ხარებულია. მხოლოდ ღმერთის ენერგიებით შთაგონების შედეგად წარმოიქმნა სიტყვები, რაც ადამიანმა ღმერთის ბუნებაში დღემდე მიიკვლია. მაგალითად, ასეთებია: სიკეთე, სიყვარული, სიბრძნე, სილამაზე, ცხოვრება, ჭეშმარიტება და სხვ. რათა წარმოვიდგინოთ თავისი ნამდვილი შინაარსით, რა აზრის მატარებელია ეს ზედსართავი სახელები, მოვიშველიებთ მათეს სახარებას, სადაც იესო ქრისტეს... „âიღაც მიუახლოვდა და უთხრა: კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს? ხოლო მან მიუგო: რად მეკითხები სიკეთის გამო? არავინაა კეთილი, გარდა ერთის - ღმერთისა, ხოლო თუ გსურს შეხვიდე სიცოცხლეში, დაიცავი მცნებანი“ (მათ. 19:1617). სავსებით ნათელია, რომ არც ყოველი ეს სახელი და არც ყველა სახელი ერთად საკმარისი არ არის ღვთის შეცნობისათვის. ისინი უფლის არსს არც კი უახლოვდებიან და მხოლოდ ნაწილობრივად ასახავენ იმას, რაც ღმერთს შეეხება.
ამრიგად, ნათელი ხდება, რომ ეს ორი გზა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. კატაფატური ღვთისმეტყველება აპოფატური საფეხურების დასაყრდენს წარმოადგენს. ასევე კატაფატური შეცნობისათვის აპოფატურ ღვთისმეტყველებასაც გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება. ვლადიმერ ლოსკი ამ მოსაზრებას შემდეგნაირად განმარტავს: „ïპოფატური აღმასვლის პროცესის მუდმივმა ჭვრეტამ უნდა æახვეწოს ჩვენი ცნობიერება და საშუალება მოგვცეს არ შემოვიფარგლოთ გაგებათა ჩვეული შეზღუდული მნიშვნელობებით.“ (უფრო ვრცლად ნახე, Иерей Олег Давыденков. Догматическое богословие: учб. Пособ. М.: Изд-во ПСТГУ, 2006).
 
·                    წმინდა სამების ანალოგიის ძიების მცდელობები
სამების შესახებ სწავლების ფორმულირების პრობლემა მხოლოდ ტერმინოლოგიის სწორად გაგებაში კი არ არის, თუმცაღა თავისთავად ესეც საკმაოდ რთული საკითხია, ძნელია განისაზღვროს, მოცემულ კონტექსტში რა  აზრს მოიცავს სამების არსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერმინი „ðირი“, ანუ იპოსტასი. ადამიანური აზროვნებისათვის უფრო ძნელად ჩასაწვდომია იმ ურთიერთკავშირის შინაარსი, რომელიც ამ პირებს, ანუ იპოსტასებს შორის მოქმედებს. სწორედ ამიტომ, ადამიანური გონის დასახმარებლად, წმინდა მამები ქმნილ სამყაროში უქმნელი სამების ბუნების ამსახველ ანალოგიებს ეძებდნენ.
მაგალითად: მზე, მისგან მომდინარე ნათელი და სითბო; სათავე, სათავიდან მომდინარე წყარო და შემდეგ უკვე მდინარე; კვერცხი შედგება: გულისაგან, ცილისაგან და ნაჭუჭისაგან, ანდა წყალი შეიძლება წარმოგვიდგეს როგორც ყინული, ორთქლი და წყალი.
მაგრამ ყველა ეს ანალოგია თავისი შინაარსით არასრულფასოვანია. მაგალითად, მზე ასხივებს სითბოს და ნათელს, მაგრამ ეს დროებითი პროცესია და უსასრულობას ვერ განასახიერებს; სათავე, წყარო და მდინარე მხოლოდ გარკვეული თვალსაზრისით განიყოფა, თორემ ერთი მთლიანობაა; წყალი კი არ შეიძლება ერთდროულად მყარიც, თხევადòც და გაზიც იყოს. ამასთან, ყველა ამ ანალოგიაში ერთარსობა უფრო ნათლადაა გამოკვეთილი, ვიდრე სამპიროვნულობა. ბასილი დიდი ანალოგიის ყველაზე კარგ მაგალითად ცისარტყელას მიიჩნევს და ბრძანებს: „åრთი და იგივე ნათელი საკუთარ არსში უწყვეტი და მრავალფერია“...  „èრავალ ფერში იკვეთება მთლიანის სახე - განაგრძობს იგი - ïმ ფერთა და სხივთა შორის ვერც საშუალს ვამჩნევთ და ვერც ზღვარს. ნათლად ვხედავთ განსხვავებას და განსხვავებულåბს შორის ვერ ვზომავთ მანძილს. საბოლოოდ ეს მრავალფეროვნება ერთ სითეთრედ გარდაიქმნება, მრავალ სახეში ერთარსობა ასე ვლინდება“.
ამ ანალოგიის ნაკლი კი ის არის, რომ სპექტრის ფერები დამოუკიდებელ პირებს არ წარმოადგენენ. საერთოდ წმინდა მამები დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ წმინდა სამების ანალოგიების ძიებას.
II-III საუკუნეების ცნობილი ღვთისმეტყველი ტერტულიანე წერდა, რომ წმინდა სამების საიდუმლოს ღმერთი გვიცხადებს და òì ადამიანის მიერ ჩამოყალიბებულ სქემებში ïî იხსნება. მარტივი ადამიანური თვალსაზრისით მისი შინაარსი იმდენად აბსურდულია, რომ ასეთს ადამიანი ვერასოდეს მოიფიქრებდა. სამების სწავლებას იმის გამო კი არ ვეყრდნობით, რომ მასში ჩვენთვის ყველაფერი ნათელი და ლოგიკურად ადვილი ასახსნელია, არამედ იმის გამო, რომ სამებაში გამოგვეცხადა ღმერთი ისეთად, როგორიც ის ჭეშმარიტად არის. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სწორედ ამ სწავლების შესახებ არის ნათქვამი:
   შეეცადე განმარტო ეს დიდი სიკეთე და ჭეშმარიტება და გონს დაკარგავ;
შეეცადე უარყო ეს სიკეთე და ჭეშმარიტება და საკუთარი სული დაგეკარგება.
 
 
გამოყენებულია მასალა წიგნებიდან:
Христос Янарис, Вера Церкви и Иерей Олег Давыденков. Догматическое богословие, курс лекций.
 
       როლანდ ჩხეიძე

25-28(942)N