გამოდის 1998 წლიდან
2013-10-02
თუ მზად ვართ ვაღიაროთ პრობლემები, ყველაფერი გამოსწორდება

გვე­სა­უბ­რე­ბა შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლი

— როგორ ჩა­ი­ა­რა ერ­თი­ან­მა ეროვ­ნულ­მა გა­მოც­დებ­მა და გა­ა­მარ­თ­ლა თუ არა რე­გის­ტ­რა­ცი­ის ახალ­მა მო­დელ­მა?
— პრო­ცე­დუ­რუ­ლად ყვე­ლა­ფერ­მა ძა­ლი­ან კარ­გად ჩა­ი­ა­რა, მი­ნი­მა­ლუ­რი ხარ­ვე­ზიც არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. ბუ­ნებ­რი­ვია ვღე­ლავ­დით, რად­გან წელს ძა­ლი­ან ბევ­რი აპ­ლი­კან­ტი გვყავ­და — 42 000-მდე აბი­ტუ­რი­ენ­ტი, 10 000-მდე მა­გის­ტ­რო­ბის მსურ­ვე­ლი, ამ­დე­ნი­ვე სტუ­დენ­ტი, რომ­ლე­ბიც საგ­რან­ტო კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ და 21 000-მდე პე­და­გო­გი, სა­ერ­თო ჯამ­ში — 100 ათასამდე აპ­ლი­კან­ტი. რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ იმით, რომ ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა, ლო­ჯის­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით.
სი­ახ­ლემ, რაც წელს აბი­ტუ­რი­ენ­ტებს შევ­თა­ვა­ზეთ, ნამ­დ­ვი­ლად გა­ა­მარ­თ­ლა. შე­გახ­სე­ნებთ რა სი­ახ­ლე­ზეა სა­უ­ბა­რი — აბი­ტუ­რი­ენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ მას შემ­დე­გაც გა­ე­კე­თე­ბი­ნათ სა­ბო­ლოო არ­ჩე­ვა­ნი, რაც გა­ი­გებ­დ­ნენ სა­კუ­თარ შე­დე­გებს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე, 13 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვ­ლით შე­ეძ­ლოთ სურ­ვი­ლი­სა­მებრ შე­ეც­ვა­ლათ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის ფა­კულ­ტე­ტე­ბის რე­ი­ტინ­გუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი. ამას­თა­ნა­ვე, რე­გის­ტ­რა­ცი­ი­სას შე­უზღუ­და­ვი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ეძ­ლოთ მი­ე­თი­თე­ბი­ნათ ფა­კულ­ტე­ტი და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, შე­დე­გად მი­ვი­ღეთ ის, რომ წელს, წი­ნა წლებ­თან შე­და­რე­ბით, გა­ცი­ლე­ბით მე­ტი აბი­ტუ­რი­ენ­ტი გახ­და სტუ­დენ­ტი. თუ წი­ნა წლებ­ში სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 24 000-ს არ აჭარ­ბებ­და, წელს 28 401 ახალ­გაზ­რ­და გახ­და სტუ­დენ­ტი და იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც, რომ­ლებ­მაც მო­ა­ხერ­ხეს სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­მოც­დებ­ში ზღვრის გა­და­ლახ­ვა, მაგ­რამ ვერ ჩა­ი­რიცხ­ნენ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, წელს გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია — 700-მდე, რო­ცა გა­სულ წლებ­ში 4-5 ათა­სამ­დე იყო, რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, 6 ათა­სამ­დეც აღ­წევ­და.
ასე რომ, პი­რა­დად მე ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა დაგ­ვ­ჭირ­და იმი­სათ­ვის, რომ ეს სი­ახ­ლე გან­გ­ვე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ამან კარ­გად იმუ­შა­ვა და, ბუ­ნებ­რი­ვია, მო­მა­ვალ წლებ­შიც, სა­ნამ ამ ფორ­მით იქ­ნე­ბა ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი, ასე­თი­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბას მივ­ცემთ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს.
— რე­გის­ტ­რა­ცი­ის ახა­ლი მო­დე­ლის და­ნერ­გ­ვა მიზ­ნად ისა­ხავ­და მე­ო­რა­დი ჩა­რიცხ­ვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის მოხ­ს­ნას. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­და­ლა­ხეს ზღვა­რი, მაგ­რამ ვერ ჩა­ი­რიცხ­ნენ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, ისარ­გებ­ლე­ბენ მე­ო­რა­დი ჩა­რიცხ­ვე­ბის უფ­ლე­ბით...
— რო­გორც იცით, ეს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაა, რა­საც შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბი სჭირ­დე­ბა. რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, ამა­ზეც უკ­ვე მი­დის მუ­შა­ო­ბა. თქვენ იცით, რომ ჩვე­ნი ცენ­ტ­რი ამის წი­ნა­აღ­მ­დე­გია, მაგ­რამ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ, უფ­რო სწო­რად მი­ნის­ტ­რ­მა მი­ი­ღო ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა.
— წელს ბევ­რ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა ვერ გა­და­ლა­ხა ზღვა­რი...
— პრო­ცენ­ტუ­ლად თუ შევ­ხე­დავთ იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბას, ვინც ზღვრის გა­და­ლახ­ვა ვერ მო­ა­ხერ­ხა, დი­დად არ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა წი­ნა წლე­ბის­გან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 13 700 თა­ვის­თა­ვად დი­დი ციფ­რია, უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ისიც, რომ წელს გა­ცი­ლე­ბით მე­ტი აბი­ტუ­რი­ენ­ტი გვყავ­და და ამი­ტომ პრო­ცენ­ტუ­ლად დი­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა არ არის.
ხში­რად გვე­კითხე­ბი­ან — ვართ თუ არა კმა­ყო­ფი­ლი შე­დე­გე­ბით? (ეს მხო­ლოდ წლე­ვან­დელ წელს არ ეხე­ბა, წი­ნა წლებ­შიც), რა თქმა უნ­და, უკე­თე­სის მო­ლო­დი­ნი გვქონ­და, გვაქვს და გვექ­ნე­ბა ყო­ველ­თ­ვის. ბუ­ნებ­რი­ვია სურ­ვი­ლი, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა კარ­გი შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნონ. კარგ შე­დეგ­ში არ ვგუ­ლის­ხ­მობ იმას, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტი ზღვრის გა­და­ლახ­ვას ახერ­ხებს და აუცი­ლებ­ლად ხდე­ბა სტუ­დენ­ტი. ჩე­მი სურ­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და (და არა მარ­ტო ჩე­მი, ყვე­ლა­სი, ვინც ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს), აბი­ტუ­რი­ენ­ტებს გა­მოც­დებ­ზე გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი მიღ­წე­ვე­ბი და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნათ, მაგ­რამ ასე­თია რე­ა­ლო­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, გა­მოც­დე­ბი თა­ვის ფუნ­ქ­ცი­ას ას­რუ­ლებს — არ­სე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­ცი­ი­დან სა­უ­კე­თე­სოს ირ­ჩევს, მაგ­რამ ის სა­უ­კე­თე­სო რამ­დე­ნად სა­უ­კე­თე­სოა ნამ­დ­ვი­ლად, ეს, რა თქმა უნ­და, კითხ­ვის ნიშ­ნის ქვეშ დგას.
— წელს პირ­ვე­ლად სა­ხელ­მ­წი­ფომ 17 პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლა სრუ­ლად და­ა­ფი­ნან­სა. რა მოხ­დე­ბა იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ სტუ­დენ­ტი უფა­სო ფა­კულ­ტე­ტი­დან გა­დას­ვ­ლას მო­ი­სურ­ვებს?

— აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ პროგ­რა­მებ­ზე აბა­რე­ბენ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ საგ­რან­ტო კონ­კურ­ს­ში. თუ მათ მო­ი­პო­ვეს საგ­რან­ტო და­ფი­ნან­სე­ბა, ნა­წი­ლობ­რი­ვი ან სრუ­ლი, და ჩა­ი­რიცხ­ნენ იმ პროგ­რა­მა­ზე, რო­მელ­საც სრუ­ლად აფი­ნან­სებს სა­მი­ნის­ტ­რო (სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ვინც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე ჩა­ი­რიცხა, და­ახ­ლო­ე­ბით, 3500-ია), მათ მი­ერ მო­პო­ვე­ბუ­ლი გრან­ტი ამ ფა­კულ­ტეტ­ზე მი­დის; თუ მათ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვ­ლა მო­ინ­დო­მეს, მათ საგ­რან­ტო კონ­კურ­ს­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი გრან­ტი გა­დაჰ­ყ­ვე­ბათ. თუ აბი­ტუ­რი­ენ­ტი ჩა­ი­რიცხა ფა­კულ­ტეტ­ზე, სა­დაც სა­ხელ­მ­წი­ფო სრუ­ლად ფა­რავს სწავ­ლე­ბის სა­ფა­სურს, მაგ­რამ საგ­რან­ტო კონ­კურ­ს­ში ვერ გა­ი­მარ­ჯ­ვა და ვერ მო­ი­პო­ვა სა­ხელ­მ­წი­ფო გრან­ტი, გა­დას­ვ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რა თქმა უნ­და, თა­ვად მო­უ­წევს სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის და­ფარ­ვა.
— გავ­რ­ცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ერ­თ­მა ჯგუფ­მა ტეს­ტე­ბი წი­ნას­წარ იცო­და...
— დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მცდე­ლო­ბა იყო, აგო­რე­ბუ­ლი­ყო ჭო­რი, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, არა­ნა­ირ სი­მარ­თ­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.  ყო­ვე­ლი გა­მოც­დის შემ­დეგ, დას­რულ­დე­ბა თუ არა სა­გა­მოც­დო დღე, ჩვენს ვებ­გ­ვერ­დ­ზე ვაქ­ვეყ­ნებთ გა­მო­ყე­ნე­ბულ ტეს­ტებს. ეს აღარ არის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია და ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია ნახ­ვა.
ის ნი­მუ­შე­ბი, რაც ერთ-ერ­თ­მა სა­ა­გენ­ტომ სა­კუ­თარ ვებ­გ­ვერ­დ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ჯერ ერ­თი, გა­მოქ­ვეყ­ნ­და მას შემ­დეგ, რაც ცენ­ტ­რის ვებ­გ­ვერ­დ­ზე დავ­დეთ; მე­ო­რე, ვი­საც ჰქონ­და ინ­ტე­რე­სი ენა­ხა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ტეს­ტე­ბი, დარ­წ­მუნ­დე­ბო­და, რომ არ ჰგავ­და სა­გა­მოც­დო ტეს­ტებს — იყო ხელ­ნა­წე­რი, რიგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პი­რო­ბა არ იყო ბო­ლომ­დე და­მახ­სოვ­რე­ბუ­ლი ან პი­რო­ბა იყო და პა­სუ­ხე­ბი არ იყო ბო­ლომ­დე მი­თი­თე­ბუ­ლი და ა.შ.
დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თუ ეს ოდ­ნავ მა­ინც შე­ე­ფე­რე­ბა სი­მარ­თ­ლეს (თუმ­ცა დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მცდე­ლო­ბა იყო სკან­და­ლის აგო­რე­ბის), შე­საძ­ლე­ბე­ლია მოს­წავ­ლემ, რო­მე­ლიც სა­აპ­რო­ბა­ციო გა­მოც­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და (აპ­რო­ბა­ცი­ა­ზე გა­ტა­ნი­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, გა­მოც­და­ზე არ ხვდე­ბა), სა­აპ­რო­ბა­ცი­ოდ გა­მო­ტა­ნი­ლი ტეს­ტუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი და­ი­მახ­სოვ­რა (რამ­დე­ნი­მე ბო­ლომ­დე ვერც და­ი­მახ­სოვ­რა).
ეს იყო უსუ­სუ­რი მცდე­ლო­ბა. ვი­მე­ო­რებ, რომ ტეს­ტე­ბი მას შემ­დეგ გაჩ­ნ­და, რაც ჩვენს ვებ­გ­ვერ­დ­ზე უკ­ვე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი იყო ყვე­ლა ტეს­ტუ­რი და­ვა­ლე­ბა.
— რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით პე­და­გოგ­თა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბის შე­დე­გებს, რაც ნამ­დ­ვი­ლად არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო იყო...
— მხო­ლოდ და მხო­ლოდ წლე­ვან­დელ შე­დე­გებს ნუ შევ­ხე­დავთ. უამ­რა­ვი აზ­რი გა­მო­ით­ქ­ვა — შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი, სა­ვა­ლა­ლო და ა.შ. მე ამას ასე არ ვუ­ყუ­რებ ერ­თი უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გა­მო — ვინც ამას ამ­ბობს, წი­ნა წლე­ბის შე­დე­გე­ბიც გა­იხ­სე­ნოს. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა, წი­ნა წლებ­თან შე­და­რე­ბით, ის იყო, რომ მა­შინ უბ­რა­ლოდ აკ­რ­ძა­ლუ­ლი იყო იმ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი, რაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გვქონ­და. შე­დე­გე­ბი, რა თქმა უნ­და, წი­ნა წლებ­შიც სრუ­ლი­ად არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო იყო, დი­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა, პირ­და­პირ გეტყ­ვით, ნამ­დ­ვი­ლად არ არის. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ოდ­ნავ უარე­სი შე­დე­გია, მაგ­რამ ანა­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა გვქონ­და გა­სულ წლებ­ში, მა­გა­ლი­თად, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის პე­და­გო­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.
არა ერ­თხელ მით­ქ­ვამს და კი­დევ მინ­და გა­ვი­მე­ო­რო, რომ არას­წო­რია და უფ­რო მე­ტიც, და­ნა­შა­უ­ლია პირ­და­პირ მას­წავ­ლებ­ლის­კენ გა­იშ­ვი­რო ხე­ლი. წი­ნა წლებ­ში სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბი რომ მი­ღე­ბუ­ლი­ყო, სე­რი­ო­ზუ­ლი მხარ­და­ჭე­რა რომ აღ­მო­ე­ჩი­ნათ პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, ბუ­ნებ­რი­ვია, წელს ასე­თი შე­დე­გი არ გვექ­ნე­ბო­და. ეს არის მი­ზე­ზი იმ რე­ა­ლო­ბი­სა, რაც დღეს გვაქვს და რე­ა­ლო­ბა, რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან ცუ­დია. გა­სუ­ლი წლე­ბი რომ ეფექ­ტუ­რად ყო­ფი­ლი­ყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს თვა­ლი რომ გა­ე­ხი­ლა, არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის­თ­ვის პირ­და­პირ შე­ე­ხე­და, ადეკ­ვა­ტუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­ედ­გა და არ ესა­უბ­რა მხო­ლოდ და მხო­ლოდ „წარ­მა­ტე­ბებ­ზე“, ბუ­ნებ­რი­ვია, პე­და­გო­გებ­თან ერ­თად გა­მო­ვას­წო­რებ­დით ამ მდგო­მა­რე­ო­ბას.
მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით, 2014 წე­ლი ბო­ლო წე­ლია, რო­დე­საც პე­და­გო­გებ­მა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით უნ­და გა­ი­ა­რონ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სი და 2015 წლი­დან, თით­ქოს­და, ყვე­ლა პე­და­გო­გი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი უნ­და იყოს. ად­რეც ბევრს ვსა­უბ­რობ­დით და ახ­ლაც გა­ვი­მე­ო­რებ, რომ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცესს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი დახ­ვე­წა სჭირ­დე­ბა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბია გა­და­სად­გ­მე­ლი. სა­ჭი­როა პე­და­გო­გის ეფექ­ტუ­რი მხარ­და­ჭე­რა და არა მხო­ლოდ ორ-სამ­დღი­ა­ნი ტრე­ნინ­გე­ბი.
ბუ­ნებ­რი­ვია, თვი­თონ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სი უამ­რა­ვი ხარ­ვე­ზი­თაა სავ­სე. რო­ცა ამ პრო­ცე­სის­თ­ვის ვემ­ზა­დე­ბო­დით, ამ­გ­ვა­რი შე­თან­ხ­მე­ბა იყო — მომ­ზად­დე­ბო­და სა­გა­მოც­დო სის­ტე­მა (რა­ზეც ჩვენ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ და­იწყო მუ­შა­ო­ბა)  და, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, ამუ­შავ­დე­ბო­და და­მა­ტე­ბი­თი, და მე თუ მკითხავთ, გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შე­ფას­დე­ბო­და პე­და­გო­გი. დღეს რა ვი­თა­რე­ბა გვაქვს? სერ­ტი­ფი­კა­ტის მი­ღე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია მხო­ლოდ ამ ორი გა­მოც­დის შე­დეგ­ზე და შე­ფა­სე­ბის მიღ­მა რჩე­ბა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი კომ­პო­ნენ­ტი — რო­გო­რია პე­და­გო­გი კლას­ში, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, მისი პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა — რო­გორ იყე­ნებს კლას­ში მუ­შა­ო­ბი­სას ამ ყვე­ლა­ფერს, რო­გორ ახერ­ხებს ეფექ­ტუ­რად სა­კუ­თა­რი ცოდ­ნის გა­და­ცე­მას, მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვი­რე­ბას და მათ­თ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელ­შეწყო­ბას იმის­თ­ვის, რომ შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნა მი­ი­ღონ. აი, ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი შე­ფა­სე­ბის მიღ­მა რჩე­ბა. უკ­ვე მე­რამ­დე­ნე წე­ლია, ვა­ტა­რებთ სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დებს და, სამ­წუ­ხა­როდ, ეს კომ­პო­ნენ­ტი ჯერ კი­დევ არ არის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და პე­და­გო­გის ბე­დი მხო­ლოდ ორი გა­მოც­დის შე­დეგ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.
მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად და­იწყო ფიქ­რი. მეტ­საც გეტყ­ვით, ნო­ემ­ბ­რის თვე­ში, რო­დე­საც ახა­ლი მი­ნის­ტ­რი — გი­ორ­გი მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნა, ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი სა­კითხი, რო­მელ­ზეც და­ვიწყეთ სა­უ­ბა­რი და მის­გან სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა გვქონ­და, სწო­რედ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის დახ­ვე­წა იყო. ჩვენ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ მო­ი­პო­ვა მსოფ­ლიო ბან­კის გრან­ტი, რო­მე­ლიც სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სის დახ­ვე­წა­სა და შე­სა­ფე­რი­სი მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, სწო­რედ პრაქ­ტი­კულ ნა­წილ­ზე და არა მხო­ლოდ თე­ო­რი­ულ­ზე. აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უკ­ვე და­ვიწყეთ. გრან­ტი 2-წლი­ა­ნია, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმი­სათ­ვის, რომ ჩვენს პე­და­გო­გებს რაც შე­იძ­ლე­ბა შემ­ჭიდ­რო­ვე­ბულ ვა­დებ­ში შევ­თა­ვა­ზოთ სი­ახ­ლე. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვეც­დე­ბით ეს პრო­ცე­სი იდე­ა­ლუ­რი თუ არა, მაქ­სი­მა­ლუ­რად დახ­ვე­წი­ლი იყოს.
— რო­გო­რი სუ­რა­თი იყო საგ­ნობ­რი­ვად? ყვე­ლა­ზე ცუ­დი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი რო­მელ სა­გან­ში გა­მოვ­ლინ­და?
— ყვე­ლა­ზე მე­ტად გვი­ჭირს ფი­ზი­კა­ში, მხო­ლოდ 4%-მა მო­ა­ხერ­ხა ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა, გვი­ჭირს ასე­ვე ქი­მი­ა­ში — 9%-მა მო­ა­ხერ­ხა გა­და­ლახ­ვა, მა­თე­მა­ტი­კა­ში — და­ახ­ლო­ე­ბით 14%-მა; შე­და­რე­ბით კარ­გი მდგო­მა­რე­ო­ბაა ის­ტო­რი­ა­სა და გე­ოგ­რა­ფი­ა­ში; უკე­თე­სი — ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. სუ­რა­თი ასე­თია — სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებ­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ში გვი­ჭირს.
უამ­რა­ვი სა­მუ­შაოა, ამა­ვე დროს, უამ­რა­ვი პრობ­ლე­მაა. მთა­ვა­რი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ უკ­ვე შე­იძ­ლე­ბა პრობ­ლე­მებ­ზე ღი­ად სა­უ­ბა­რი. თუ პრობ­ლე­მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა არ ხდე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, ვე­რაფ­რით ვერ უშ­ვე­ლი. სის­ტე­მის­თ­ვის ყვე­ლა­ზე მავ­ნეა, რო­ცა პი­ა­რის­თ­ვის ან გარ­კ­ვე­უ­ლი მიზ­ნე­ბის­თ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობ შე­ფუ­თო არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა. ის არ­სად არ წა­ვა, უფ­რო გაღ­რ­მავ­დე­ბა.
რო­ცა გან­წყო­ბა გაქვს ისე­თი (გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ვგუ­ლის­ხ­მობ, რა თქმა უნ­და, რად­გან პო­ლი­ტი­კას სა­მი­ნის­ტ­რო წარ­მარ­თავს), რომ არ გე­ში­ნია რე­ა­ლო­ბის­თ­ვის თვა­ლის გას­წო­რე­ბის, პრობ­ლე­მის და­ფიქ­სი­რე­ბის, მას­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რის, ეს უკ­ვე აპ­რი­ო­რი ნიშ­ნავს, რომ შენ უკ­ვე სე­რი­ო­ზუ­ლად ფიქ­რობ მის გა­მოს­წო­რე­ბა­ზე. ამით თუ არ და­იწყე, რა თქმა უნ­და, სის­ტე­მას არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა. გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში უამ­რა­ვი პრობ­ლე­მაა მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით და მარ­თ­ლაც ხაზ­გას­მით ვამ­ბობ ამას — პირ­ველ რიგ­ში, სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხურს უნ­და ეშ­ვე­ლოს რა­მე. არც უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ზე შეგ­ვიძ­ლია სა­უ­ბა­რი და არც მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, თუ სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის პრობ­ლე­მე­ბი არ მოგ­ვარ­და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით — თვი­თონ ორ­გა­ნი­ზე­ბა სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რის; რა თქმა უნ­და, სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი და პროგ­რა­მე­ბი, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი; უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი კომ­პო­ნენ­ტი — პე­და­გო­გე­ბის მხარ­და­ჭე­რა. ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერ­თა­დერ­თი, რაც კეთ­დე­ბო­და, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო პი­რი­ქით ხელს უშ­ლი­და პე­და­გო­გებს, რომ მხო­ლოდ და მხო­ლოდ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ზე ეზ­რუ­ნათ, რად­გან მათ პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თ­ვის იყე­ნებ­დ­ნენ. კარ­გად ვი­ცით, რა ვი­თა­რე­ბა­ში ვი­ყა­ვით. რა თქმა უნ­და, პე­და­გო­გი თვი­თო­ნაც უნ­და ზრუ­ნავ­დეს სა­კუ­თა­რი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ზე, მაგ­რამ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო იმის­თ­ვის არ­სე­ბობს, რომ ამის­თ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი შექ­მ­ნას. პირ­ველ რიგ­ში, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო უნ­და იყოს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პე­და­გოგ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბით. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პი­რი­ქით ხდე­ბო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით ბო­ლო წლებ­ში. ამი­ტო­მაც კი­დევ ერ­თხელ ხაზ­გას­მით მინ­და ვთქვა, რომ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია ის ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც ახ­ლა გა­და­იდ­გა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან — იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­სა და და­უ­ფა­რა­ვად სა­უ­ბა­რი ამ პრობ­ლე­მებ­ზე, არა შე­ფუთ­ვა, არა­მედ და­ფიქ­სი­რე­ბა და მის გა­მოს­წო­რე­ბა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ფიქ­რი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა იმი­ტომ, რომ ოპ­ტი­მის­ტი ვარ, მი­უ­ხე­და­ვად დი­დი პრობ­ლე­მე­ბი­სა,  ვფიქ­რობ, რომ თუ ჩვენ მზად ვართ ვა­ღი­ა­როთ პრობ­ლე­მე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­წორ­დე­ბა.
გაჩ­ნ­და შე­კითხ­ვა, რა­ტომ აჩ­ვე­ნეს პე­და­გო­გებ­მა ცუ­დი შე­დე­გე­ბი, რო­ცა აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ასე­თი კარ­გი შე­დე­გე­ბი აქვთ, ისი­ნი ხომ ამ პე­და­გო­გე­ბის მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან? ამ ორი რა­მის შე­და­რე­ბა, პირ­და­პირ გეტყ­ვით, სა­სა­ცი­ლოა, იმი­ტომ რომ, პე­და­გო­გი სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დას აბა­რებს და გა­და­სა­ლა­ხა­ვი ბა­რი­ე­რი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლია — 60%-ზე მე­ტი უნ­და და­აგ­რო­ვოს, გა­მოც­და ჩა­ბა­რე­ბუ­ლად რომ ჩა­ით­ვა­ლოს. აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ და ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დის მი­ზა­ნია არ­სე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­ცი­ი­დან სა­უ­კე­თე­სოს შერ­ჩე­ვა. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს სა­უ­კე­თე­სო სუ­ლაც არ ნიშ­ნავს და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბელს. იქ მი­ნი­მა­ლურ­ზე მი­ნი­მა­ლუ­რი ბა­რი­ე­რია და ამ ბა­რი­ერს თუ გა­და­ლა­ხავს აბი­ტუ­რი­ენ­ტი და სტუ­დენ­ტი გახ­დე­ბა, ეს წარ­მა­ტე­ბა სრუ­ლი­ა­დაც არ არის. პირ­და­პირ ვთქვათ. კარ­გია, რომ სტუ­დენ­ტია, მაგ­რამ სრუ­ლი­ად არ არის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი ჩვენ­თ­ვის, ყვე­ლას­თ­ვის. თუ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებს გა­მო­კითხავთ, სტუ­დენ­ტე­ბის გა­ნათ­ლე­ბის დო­ნით უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი არი­ან. შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­უ­კე­თე­სო სტუ­დენ­ტი აღ­მოჩ­ნ­დეს ის, ვინც, მა­გა­ლი­თად, 100-ქუ­ლი­ან ტეს­ტ­ში 30 ქუ­ლა მი­ი­ღო. მე­ო­რე მხრივ, სა­უ­კე­თე­სოა 30-ქუ­ლი­ა­ნი სტუ­დენ­ტი?! ასე რომ, ამ ორი რა­ღა­ცის ერ­თ­მა­ნეთ­თან შე­და­რე­ბა ნამ­დ­ვი­ლად სა­სა­ცი­ლოა.
რა თქმა უნ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი სტუ­დენ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბის დო­ნე­ზეც აისა­ხე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი სკო­ლის პრობ­ლე­მე­ბი­დან მო­დის. ერ­თი მხრივ, უდა­ვოდ, კარ­გია 28401 სტუ­დენ­ტი რომ გვყავს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, მაგ­რამ მე­ო­რე სა­კითხია, რამ­დე­ნად გვაკ­მა­ყო­ფი­ლებს მა­თი შე­დე­გე­ბი და მიღ­წე­ვე­ბი. ეს ნამ­დ­ვი­ლად არ არის ის, რის მიღ­წე­ვა­საც ვცდი­ლობთ. ყვე­ლა­ფე­რი ერ­თ­მა­ნეთ­თა­ნაა გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა ამ პრობ­ლე­მას ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან დას­კ­ვ­ნამ­დე მივ­ყა­ვართ — ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად უნ­და ეშ­ვე­ლოს სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხურს.
სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ პე­და­გო­გებ­მა ასე­თი ცუ­დი შე­დე­გე­ბი იმი­ტომ აჩ­ვე­ნეს, რომ მთავ­რო­ბას და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ამ ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია პე­და­გოგ­თა და­სახ­მა­რებ­ლად, დე­მა­გო­გიაა. გა­ცი­ლე­ბით მე­ტი ინ­ტენ­სი­ვო­ბით ტარ­დე­ბო­და ტრე­ნინ­გე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­სულ წლებ­შიც ტარ­დე­ბო­და. მთა­ვა­რი ის არის, რომ ეს ტრე­ნინ­გი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვანს არა­ფერს აძ­ლევს პე­და­გოგს, მას სხვაგ­ვა­რი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ტრე­ნინ­გი თა­ვის­თა­ვად კარ­გია, მაგ­რამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტრე­ნინ­გე­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო პე­და­გო­გის მომ­ზა­დე­ბა­ზე კონ­კ­რე­ტუ­ლი გა­მოც­დის­თ­ვის, მა­შინ რო­ცა სა­მი­ნის­ტ­როს მა­თი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ზე უნ­და ეზ­რუ­ნა და არა კონ­კ­რე­ტუ­ლი ტეს­ტის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა­ზე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­ცი­ლე­ბით მე­ტი ინ­ტენ­სი­ვო­ბით ჩა­ტარ­და ტრე­ნინ­გე­ბი, შე­დე­გი ცო­ტა უარე­სიც კი მი­ვი­ღეთ, ვიდ­რე წი­ნა წლებ­ში. ალ­ბათ და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ ტრე­ნინ­გე­ბი სულ რომ არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, 7-8 თვე­ში მას­წავ­ლე­ბელს ფი­ზი­კა ან ქი­მია არ და­ა­ვიწყ­დე­ბო­და, ხომ?! ეს იმის შე­დე­გია, რომ წი­ნა წლებ­ში პირ­ში წყა­ლი უნ­და ჩაგ­ვე­გუ­ბე­ბი­ნა და არ გვე­ლა­პა­რა­კა პრობ­ლე­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც უამ­რა­ვი გვქონ­და. წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბა­ზე 3-4 წლის წინ რომ და­ეწყო ზრუნ­ვა, დღეს უკე­თე­სი სუ­რა­თი გვექ­ნე­ბო­და.

ესაუბრა
ლალი თვალაბეიშვილი

25-28(942)N