გამოდის 1998 წლიდან
2013-10-17
„და­ი­ნა­ხე უხი­ლა­ვი. დაგ­ვეხ­მა­რეთ ერ­თადდა­ვას­რუ­ლოთ ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა“

 

ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა 21-ე სა­უ­კუ­ნე­შიც აქ­ტუ­ა­ლურ თე­მად რჩე­ბა. ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ, ბო­ლო წლებ­ში, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად. 2007 წელს ჩა­ტარ­და ეროვ­ნუ­ლი კვლე­ვა, რო­მელ­მაც გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მის ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა გან­ც­დი­ლი აქვს ბი­ჭე­ბის და გო­გო­ნე­ბის 80 პრო­ცენტს. ამ შე­დე­გებ­ზე რე­ა­გი­რე­ბი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით, 2010 წელს, მთავ­რო­ბამ გა­მოს­ცა ბრძა­ნე­ბა ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის მი­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბის და რე­ფე­რი­რე­ბის შე­სა­ხებ. ბრძა­ნე­ბის გა­მო­ცე­მის შემ­დეგ ორი წე­ლი გა­ვი­და, რე­ფე­რი­რე­ბუ­ლი მი­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მცი­რე­დით გა­ი­ზარ­და — 40-დან 150-ზე მე­ტი შემ­თხ­ვე­ვა და­ფიქ­სირ­და, თუმ­ცა ეს სტა­ტის­ტი­კა ნამ­დ­ვი­ლად არ ასა­ხავს რე­ა­ლო­ბას. ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის რე­ფე­რი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის მუ­შა­ო­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის მიზ­ნით, 2012 - 2013 წლებ­ში, იუნი­სეფ­მა ორი კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა — ეროვ­ნუ­ლი კვლე­ვა არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნის, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა და პრაქ­ტი­კის შე­სა­ხებ და ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის მი­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბის (რე­ფე­რი­რე­ბის) პრო­ცე­დუ­რე­ბის ანა­ლი­ზი და მთავ­რო­ბის­თ­ვის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. ეს არის ორი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, მაგ­რამ ში­ნა­არ­სობ­რი­ვად ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კვლე­ვა, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერთ პუბ­ლი­კა­ცი­ად, სა­დაც ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის სა­კითხე­ბი სხვა­დას­ხ­ვა კუთხი­თაა გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი.
გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დ­მა კვლე­ვა „ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“ ამე­რი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (ჲSაჳდ) მხარ­და­ჭე­რით ჩა­ა­ტა­რა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას 11 ოქ­ტომ­ბერს წა­რუდ­გი­ნა.
სა­შა გრა­უ­მა­ნი, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში: „ძა­ლა­დო­ბა ყველ­გან არის, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა ფე­ნა­ში, მაგ­რამ ძა­ლი­ან ხში­რად, ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლია, რად­გან ხდე­ბა სახ­ლ­ში, ოჯახ­ში, ხალ­ხის­გან დაფარულად. ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის მი­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით, იუნი­სე­ფი თა­ნამ­შ­რომ­ლობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბა­სა და ჲSაჳდ-თან. მაგ­რამ იმის­თ­ვის, რომ ამ ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ურ­მა მე­ქა­ნიზ­მ­მა სა­თა­ნა­დოდ იმუ­შა­ოს, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, რომ ყვე­ლამ ვი­აქ­ტი­უ­როთ და ამო­ვი­ღოთ ხმა, რო­დე­საც ვხე­დავთ ძა­ლა­დო­ბას.
მეც­ნი­ე­რუ­ლად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლია, რომ ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­დის ძა­ლა­დობ­რი­ვი მე­თო­დე­ბი გა­მო­უს­წო­რე­ბელ უარ­ყო­ფით კვალს ტო­ვებს და მოქ­მე­დებს მის შემ­დ­გომ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ყვე­ლა მშობ­ლის­თ­ვის სა­ოც­ნე­ბო, წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ხა­ლი­სი­ა­ნი, ჯან­მ­რ­თე­ლი ბავ­შ­ვე­ბის ნაც­ვ­ლად, ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად ყა­ლიბ­დე­ბი­ან გან­დ­გო­მი­ლი, გულ­ჩათხ­რო­ბი­ლი და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­შე­ლა­ხუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რომ­ლებ­საც უჭირთ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სირ­თუ­ლე­ებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა და წარ­მა­ტე­ბა­საც ძნე­ლად აღ­წე­ვენ.
მას­წავ­ლებ­ლე­ბის, აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბის, ფსი­ქო­ლო­გე­ბის, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი­სა თუ სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბაა დრო­უ­ლად ამო­იც­ნონ ბავ­შ­ვის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბი და იმოქ­მე­დონ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, რა­თა და­იც­ვან ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სე­ბი. მხო­ლოდ სწო­რი მე­თო­დე­ბით აღ­ზ­რ­და მის­ცემს ბავშვს სა­შუ­ა­ლე­ბას, სრუ­ლად გა­მო­ავ­ლი­ნოს თა­ვი­სი პო­ტენ­ცი­ა­ლი, გახ­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.
კვლე­ვამ კი­დევ ერ­თხელ აჩ­ვე­ნა, რომ ძა­ლა­დო­ბის­გან ბავ­შ­ვე­ბის დაც­ვის სის­ტე­მა გა­მარ­თ­ვა­სა და სრულ­ყო­ფას  სა­ჭი­რო­ებს; კარ­გად გა­მოჩ­ნ­და ამ სის­ტე­მის ხარ­ვე­ზე­ბი და მა­თი გა­მოს­წო­რე­ბის გზე­ბიც და­ი­სა­ხა. დიდ იმედს გა­მოვ­თ­ქ­ვამთ, რომ მა­ლე ყო­ვე­ლი­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და ამ საქ­მე­ში, რა თქმა უნ­და, აქ­ტი­უ­რი პარ­ტ­ნი­ო­რი და მხარ­დამ­ჭე­რი იქ­ნე­ბა გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დი.
აქ­ვე გვინ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რა­ო­დენ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ძა­ლა­დო­ბის მი­მართ რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ადა­მი­ა­ნებს უნ­და ეს­მო­დეთ, რომ მა­თი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა არ შე­აქ­ცი­ონ ზურ­გი ძა­ლა­დო­ბის მსხვერპლ ბავ­შ­ვებს სა­მე­ზობ­ლო­ში, სა­ნა­თე­სა­ო­სა თუ ქუ­ჩა­ში. ბავ­შ­ვებს უჭირთ სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა და სჭირ­დე­ბათ გვერ­დ­ში მდგო­მი, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით გან­მ­ს­ჭ­ვა­ლუ­ლი, ზრდას­რუ­ლი პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც თავს მო­ვა­ლედ ჩათ­ვ­ლის, და­იც­ვას ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბი.“
„ეროვ­ნუ­ლი კვლე­ვა არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნის, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა და პრაქ­ტი­კის შე­სა­ხებ“ აღ­წერს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბულ ცოდ­ნას, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, ქცე­ვა­სა და პრაქ­ტი­კას. რა­ო­დე­ნობ­რი­ვი კვლე­ვი­სათ­ვის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, შემ­თხ­ვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის მე­თო­დით, გა­მო­ი­კითხა 3284 ოჯა­ხი და 61 პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, მათ შო­რის სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მან­და­ტუ­რე­ბი (სულ 3345 კითხ­ვა­რი შე­ივ­სო). ამას­თა­ნა­ვე, ახალ­გაზ­რ­დე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის მიზ­ნით, თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­სა (და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო) და თე­ლავ­ში (აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო) ჩა­ტარ­და ჯგუ­ფუ­რი დის­კუ­სი­ე­ბი ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის სა­კითხებ­ზე. „ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის მი­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბის ანა­ლი­ზი“ თვი­სობ­რი­ვი კვლე­ვაა, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა ფო­კუს ჯგუ­ფებ­ში (სულ 14 ჯგუ­ფი) ჩა­ტარ­და და მო­ი­ცავ­და ჩაღ­რ­მა­ვე­ბულ ინ­ტერ­ვი­უ­ებს სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის აპა­რა­ტის, სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­სა და ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე სხვა­დას­ხ­ვა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან.
„ეროვ­ნუ­ლი კვლე­ვა არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნის, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა და პრაქ­ტი­კის შე­სა­ხებ“ ასა­ხავს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცოდ­ნას ძა­ლა­დო­ბის სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მე­ბის შე­სა­ხებ და შემ­დეგ აანა­ლი­ზებს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და ძა­ლა­დო­ბის სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მე­ბის აღ­ქ­მას, დაწყე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბით/სას­ჯე­ლით. ან­გა­რიშ­ში ასე­ვე გან­ხი­ლუ­ლია და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბი­სა და უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის მი­მართ და შეს­წავ­ლი­ლია, რამ­დე­ნად მომ­თ­მე­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლა­დო­ბის ჩამ­დენ პირ­თა მი­მართ. ანა­ლი­ზი აგ­რეთ­ვე აფა­სებს, თუ რო­გო­რია იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი შე­ატყო­ბი­ნე­ბენ (და რა გა­რე­მო­ე­ბებ­ში შე­იძ­ლე­ბა შე­ატყო­ბი­ნონ) შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს ძა­ლა­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ.
კვლე­ვის თა­ნახ­მად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის 45 პრო­ცენტს მი­აჩ­ნია, რომ ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა და­საშ­ვე­ბია, ხო­ლო რეს­პონ­დენ­ტ­თა 60 პრო­ცენ­ტი, მა­მა­კა­ციც და ქა­ლიც, მი­იჩ­ნევს, რომ ოჯახ­ში აღ­ზ­რ­დის მკაც­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა უფ­რო შე­დე­გი­ა­ნია, ვიდ­რე არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი მე­თო­დე­ბი.
კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, მიუხედავად იმისა, რომ  გა­მო­კითხულ­თა 94 პრო­ცენტს ეს­მის, რა­ო­დენ სა­ზი­ა­ნოა ბავ­შ­ვის­თ­ვის, თუ ის ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის მომ­ს­წ­რე ხდე­ბა, უმ­რავ­ლე­სო­ბა (70%) თავ­შე­კა­ვე­ბით ეკი­დე­ბა იდე­ას, რომ „უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი“ ოჯა­ხის საქ­მე­ებ­ში ერე­ოდ­ნენ. უფ­რო მე­ტიც, ჩანს, რომ ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა (მას­წავ­ლებ­ლე­ბის, მან­და­ტუ­რე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის) 60 პრო­ცენ­ტი ეთან­ხ­მე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრს, რომ ოჯა­ხის ში­და საქ­მე­ე­ბი მხო­ლოდ ამ ოჯა­ხის პი­რა­დი საქ­მეა და გა­რე­შე პი­რე­ბი არ უნ­და ერე­ოდ­ნენ.
მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის მი­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბის და სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა რო­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის ფლო­ბა ხელს უწყობს მი­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბას — თუ პი­როვ­ნე­ბამ იცის, რო­გორ მო­იქ­ცეს და ვის მი­მარ­თოს ძა­ლა­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, 80%-ია იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ იგი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ გა­ნაცხა­დებს (თუმ­ცა მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 38%-მა იცის მი­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბის პრო­ცე­დუ­რის შე­სა­ხებ).
„ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის მი­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბის ანა­ლი­ზი“ კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლია რე­ფე­რი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რის იმ ეტა­პის ანა­ლიზ­ზე, რო­გო­რი­ცაა: ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი ბავ­შ­ვე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცია, შე­ფა­სე­ბა, რე­ა­გი­რე­ბა და მო­ნი­ტო­რინ­გი. ამ პრო­ცე­დუ­რე­ბის ძი­რი­თად მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის გა­მოვ­ლინ­და, რომ პო­ლი­ცი­ე­ლებს და სო­ცი­ა­ლურ მუ­შა­კებს ყვე­ლა­ზე უკეთ ეს­მით ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის არ­სი. საგ­რ­ძ­ნობ­ლად ნაკ­ლე­ბი ცოდ­ნა აქვთ მათ რე­ფე­რი­რე­ბის/მი­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­სა­ხებ. მა­გა­ლი­თად, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის 22% მი­იჩ­ნევს, რომ მათ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­ში არ შე­დის ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბა, ხო­ლო 26% თა­ვის საქ­მედ არ მი­იჩ­ნევს ბავ­შ­ვის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფის შემ­თხ­ვე­ვებს. სკო­ლებ­ში მო­მუ­შა­ვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს ნაკ­ლე­ბად ეს­მით სა­კუ­თა­რი რო­ლი ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის მი­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბის პრო­ცე­დუ­რებ­ში. მას­წავ­ლებ­ლი­სა და მან­და­ტუ­რე­ბის 46%-მა გა­ნაცხა­და, რომ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტის შე­სა­ხებ შეტყო­ბი­ნე­ბა სა­ჭი­როა მა­შინ, რო­დე­საც ეს ძა­ლა­დო­ბა მძი­მე ფორ­მი­საა და არა­ერ­თხელ მე­ორ­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­ცე­დუ­რე­ბის ფარ­გ­ლებ­ში სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ, სა­ჭი­როა ამ პრო­ცე­სის გაძ­ლი­ე­რე­ბა და ფორ­მა­ლი­ზე­ბა. ბავ­შ­ვ­თა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ხელ­შემ­წყო­ბი მომ­სა­ხუ­რე­ო­ბის სიმ­წი­რე მიჩ­ნე­უ­ლია ერთ-ერთ უმ­თავ­რეს პრობ­ლე­მად.
ეკა ბე­სე­ლია, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე: „საკ­მა­ოდ მძი­მე და ცუ­დი სტა­ტის­ტი­კა გვაქვს ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მა­ღა­ლია ბავ­შ­ვ­თა სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა და სი­ღა­რი­ბის დაძ­ლე­ვა ჩვე­ნი მთავ­რო­ბის­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტია — ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა (ჩვენს კო­მი­ტეტს აქვს ამის სურ­ვი­ლი) მო­მა­ვა­ლი წე­ლი ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის და ბავ­შ­ვ­თა სი­ღა­რი­ბის დაძ­ლე­ვის წე­ლი­წა­დად გა­მო­ვაცხა­დოთ. ბავ­შ­ვე­ბის უკე­თეს მო­მა­ვალ­ზე ზრუნ­ვა და ბავ­შ­ვ­თა სი­ღა­რი­ბის დაძ­ლე­ვა ყვე­ლა­ზე კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი საქ­მეა, რაც ჩვენ უნ­და ვა­კე­თოთ. კვლე­ვის  პრე­ზენ­ტა­ცია არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შე­სატყ­ვი­სია. ჩვენ აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ გა­ე­როს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას­თან, გვაქვს კონ­კ­რე­ტუ­ლი იდე­ე­ბი და მო­საზ­რე­ბე­ბი, რო­მელ­ზეც ერ­თად გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას.
რაც შე­ე­ხე­ბა ძა­ლა­დო­ბას, დი­დი სა­მუ­შაოა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში. უნ­და მი­ვაღ­წი­ოთ იმას, რომ ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რ­მა გა­ი­აზ­როს, დას­ჯა ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­დის სა­შუ­ა­ლე­ბა არ არის და ძა­ლა­დო­ბის დაშ­ვე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით და­ნა­შა­უ­ლია. ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბი კი­დევ უფ­რო მა­ღალ ხა­რის­ხ­შია ასაყ­ვა­ნი. ამ მხრივ ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა გვაქვს, რა­ზეც, კი­დევ ვი­მე­ო­რებ, ერ­თად უნ­და ვი­მუ­შა­ოთ ბევ­რი. ამ საქ­მე­ში სა­ხელ­მ­წი­ფოს ყვე­ლა რგოლს თა­ვი­სი ფუნ­ქ­ცია აკის­რია.“
აღ­ზ­რ­დის პრო­ცეს­ში ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა — რეს­პონ­დენ­ტ­თა გა­მოც­დი­ლე­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და აღ­ქ­მა ასე­თია: სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის 30 პრო­ცენ­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ ბავ­შ­ვო­ბა­ში მა­თი მშობ­ლე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად იყე­ნებ­დ­ნენ მათ მი­მართ ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას. ამ­ჟა­მად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის 45 პრო­ცენ­ტი ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას და­საშ­ვე­ბად მი­იჩ­ნევს — ფი­ზი­კუ­რი დას­ჯის გა­რე­შე ბავ­შ­ვი „გა­ფუჭ­დე­ბა“.
კითხ­ვა­ზე — იყე­ნე­ბენ ან გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ თუ არა ფი­ზი­კურ დას­ჯას შვი­ლე­ბის მი­მართ, და­დე­ბი­თად უპა­სუ­ხა ქა­ლე­ბის 30-მა და მა­მა­კა­ცე­ბის 17-მა პრო­ცენ­ტ­მა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის თით­ქ­მის 60 პრო­ცენ­ტი ფიქ­რობს, რომ აღ­ზ­რ­დის მკაც­რი მე­თო­დე­ბი არა­ძა­ლა­დობ­რივ­ზე ეფექ­ტი­ა­ნია.
გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა იმას, თუ რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბია ადა­მი­ა­ნის­თ­ვის ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა, რო­გორც დას­ჯის ფორ­მა. რაც უფ­რო მა­ღა­ლია ადა­მი­ა­ნის გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე, მით ნაკ­ლე­ბია იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ მან დას­ჯის ფორ­მად ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა მი­იჩ­ნი­ოს.
სა­ზო­გა­დო­ე­ბის 82 პრო­ცენ­ტის აზ­რით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს, ხო­ლო 40 პრო­ცენ­ტი პრობ­ლე­მას სე­რი­ო­ზუ­ლად მი­იჩ­ნევს, რაც წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა­ში მო­დის ბავ­შ­ვ­თა ფი­ზი­კუ­რი დას­ჯის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ტო­ლე­რან­ტულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას­თან.
ბუ­ნებ­რი­ვია, იმის­თ­ვის, რომ ძა­ლა­დო­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს, ადა­მი­ანს უნ­და ეს­მო­დეს, რა სა­ხის ქმე­დე­ბა წარ­მო­ად­გენს ძა­ლა­დო­ბას. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბა­დო­ბა, კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ასე­თია: წარ­მოდ­გე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის ოთხი ფორ­მი­დან — ფი­ზი­კუ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, სექ­სუ­ა­ლუ­რი და ინ­ტე­რე­სე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა — გა­მო­კითხულ­თა 32 პრო­ცენტს ძა­ლა­დო­ბის სა­მი ფორ­მის ამოც­ნო­ბა შე­უძ­ლია; 8 პრო­ცენ­ტ­მა მხო­ლოდ ერ­თი ფორ­მის ამოც­ნო­ბა შეძ­ლო ან სა­ერ­თოდ ვერც ერ­თი ვერ ამო­იც­ნო. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ეს­მით ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის არ­სი.
იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბი­სად­მი ტო­ლე­რან­ტუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს და აღ­ნიშ­ნუ­ლი ძა­ლა­დო­ბა დას­რულ­დეს, რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია გა­და­სად­გ­მე­ლი:
კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში მკა­ფი­ოდ უნ­და გა­ნი­საზღ­ვ­როს ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ყვე­ლა ფორ­მა, რა­თა არ­სე­ბობ­დეს სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზა იმ მო­საზ­რე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად, რომ თა­ნაბ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია ბავ­შ­ვის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მის (მათ შო­რის ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის, ფი­ზი­კუ­რი დას­ჯის) გა­მო­ყე­ნე­ბა ოჯახ­ში.
უნ­და გაძ­ლი­ერ­დეს ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის მი­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო სის­ტე­მა და გა­ი­ზარ­დოს იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა რიცხ­ვი, რო­მე­ლიც ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, მო­ახ­დი­ნოს ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და რე­ფე­რი­რე­ბა; სის­ტე­მამ უნ­და მო­იც­ვას ბავ­შ­ვებ­თან მო­მუ­შა­ვე ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და სამ­სა­ხუ­რი, რო­გორც ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ შეტყო­ბი­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის მქო­ნე პი­რი.
ყვე­ლა შე­სა­ბა­მის­მა სა­მი­ნის­ტ­რომ უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს, რომ ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის რე­ფე­რი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე კარ­გად იყოს გარ­კ­ვე­უ­ლი სა­კუ­თარ სა­მუ­შაო აღ­წე­რი­ლო­ბა­ში, სა­მუ­შა­ოს­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრო­ცე­დუ­რებ­სა და ყვე­ლა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ მი­თი­თე­ბებ­ში.
პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი უკეთ უნ­და იყ­ვ­ნენ მომ­ზა­დე­ბუ­ლი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაძ­ლი­ერ­დეს ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბის მი­მართ ნდო­ბა; ამას­თა­ნა­ვე, უკეთ უნ­და იყოს ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი მა­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი რე­ფე­რი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და, ამ წე­სის თა­ნახ­მად, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­მო­ღე­ბულ უნ­და იქ­ნეს სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბი.
სა­ჯა­რო სექ­ტო­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნ­და თა­ნამ­შ­რომ­ლობ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის ამაღ­ლე­ბის კამ­პა­ნი­ებ­ში, რა­თა და­იც­ვან ბავ­შ­ვე­ბი ძა­ლა­დო­ბის­გან, სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შეც­ვ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად.
რე­გუ­ლა­რუ­ლად უნ­და ჩა­ტარ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის ზრდის კამ­პა­ნი­ე­ბი/ტრე­ნინ­გე­ბი მშობ­ლე­ბის­თ­ვის და ამით ხე­ლი შე­ეწყოს პო­ზი­ტი­უ­რი აღ­ზ­რ­დის მე­თო­დებს.
ბავ­შ­ვე­ბი და ზრდას­რუ­ლე­ბი უნ­და გაძ­ლი­ერ­დ­ნენ, რა­თა შეძ­ლონ ძა­ლა­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ შეტყო­ბი­ნე­ბა.
მთავ­რო­ბის მცდე­ლო­ბა, უზ­რუნ­ველ­ყოს ყვე­ლა ბავ­შ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი გო­გო­ნე­ბის მი­ერ სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბა, დიდ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ძა­ლა­დო­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე ქვე­ყა­ნა­ში. ამას­თა­ნა­ვე, უნ­და გა­და­ი­ხე­დოს სას­წავ­ლო პროგ­რა­მა რო­გორც სა­ჯა­რო, ასე­ვე კერ­ძო სკო­ლებ­ში, რა­თა მო­ზარ­დებ­მა კარ­გად გა­ი­გონ, რა არის ძა­ლა­დო­ბა და მი­სი შე­საძ­ლო შე­დე­გე­ბი.
სა­ჭი­როა მოძ­რა­ო­ბა და დი­ა­ლო­გი ძა­ლა­დო­ბის თე­მა­ზე, რა­საც მხა­რი უნ­და და­უ­ჭი­როს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბამ.
მაია ცი­რა­მუა, ბავ­შ­ვ­თა ფსი­ქო­ლო­გი: „მი­მაჩ­ნია, რომ ეს კვლე­ვა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. პირ­ველ რიგ­ში, თუნ­დაც იმის გა­საც­ნო­ბად, რომ ზო­გა­დად ძა­ლა­დო­ბის მი­მართ ცნო­ბა­დო­ბა ძა­ლი­ან და­ბა­ლია ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და ძა­ლი­ან დიდ ნა­წილს ჰგო­ნია, რომ ფი­ზი­კუ­რი დას­ჯა რთულ ბავ­შ­ვ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი ფორ­მაა. მი­მაჩ­ნია, რომ ეს საკ­მა­ოდ სა­გან­გა­შო მო­ნა­ცე­მია, თუმ­ცა მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო იმი­ტომ, რომ იმა­ვეს ადას­ტუ­რებს ჩვე­ნი პრაქ­ტი­კაც. ზო­გა­დად შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ეს კვლე­ვა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სა­წინ­და­რი იმი­სა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­და­ხე­დოს აღ­ზ­რ­დის ჩვენ­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბულ კულ­ტუ­რას, რო­მე­ლიც ძა­ლა­დობ­რი­ვია. სა­სურ­ვე­ლია, ამ კვლე­ვა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, გან­ხორ­ცი­ელ­დეს სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი, რა­თა ბავ­შ­ვი ზო­გა­დად იყოს და­ცუ­ლი. ვიქ­ნე­ბო­დი მომ­ხ­რე იმი­სა, რომ ყველ­გან, სა­დაც ხვდე­ბა ბავ­შ­ვი — იქ­ნე­ბა ეს ოჯა­ხი, სკო­ლა თუ სხვა სა­ხის ინ­ს­ტი­ტუ­ცია — შე­იქ­მ­ნას ბავ­შ­ვ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მო, რაც იმას გუ­ლის­ხ­მობს, რომ ბავ­შ­ვი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლი იყოს ძა­ლა­დო­ბის­გან. ყვე­ლას უნ­და ჰქონ­დეს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ისიც, თუ რა მა­ღა­ლია რის­კი — თუ ბავშვს რა­ი­მე ტი­პის ძა­ლა­დო­ბა აქვს გა­მოც­დი­ლი, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შემ­დ­გომ ის გა­მო­ირ­ჩე­ვა ან­ტი­სო­ცი­ა­ლუ­რი ქცე­ვით ან მი­სი ქცე­ვა კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მო­დის და სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბით და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ხვდე­ბა. ამ მხრი­ვაც, ვფიქ­რობ, მსგავ­სი კვლე­ვის არ­სე­ბო­ბა და მი­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­ულ წევ­რამ­დე — მას­წავ­ლებ­ლამ­დე, მშობ­ლამ­დე— მი­ტა­ნა  ერთ-ერ­თი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა. თუ­კი ჩვენ არ ვი­ცით, რა რის­კებს ვუქ­მ­ნით ბავ­შ­ვებს, მა­შინ ვერც ვი­აზ­რებთ შე­საძ­ლო შე­დეგს  და, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­წავ­ლებ­ლის ძა­ლა­დო­ბას, რო­ცა ის აიძუ­ლებს მოს­წავ­ლეს რა­ი­მეს კე­თე­ბას, პე­და­გო­გი­ურ მე­თო­დად მი­ვიჩ­ნევთ. ძა­ლი­ან კარ­გია, თუ­კი დღე­ი­დან, ამ კვლე­ვის გაც­ნო­ბის შემ­დეგ, ყვე­ლას გვე­ცოდ­ნე­ბა, რომ ძა­ლა­დო­ბა მა­ღალ  რის­კებს უდ­რის.
ბო­ლო დროს ფი­ზი­კუ­რი დას­ჯა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლია, რო­გორც ძა­ლა­დო­ბა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, კონ­კ­რე­ტუ­ლად ემო­ცი­უ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის მი­მართ ასე­თი მა­ღა­ლი ცნო­ბა­დო­ბა არ არის. ძა­ლი­ან ბევ­რ­მა პე­და­გოგ­მა, მშო­ბელ­მა, ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვ­თან ურ­თი­ერ­თობს, არ იცის, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფორ­მე­ბია, რო­ცა ის ბავშვს ემუქ­რე­ბა ან აშან­ტა­ჟებს, თუნ­დაც შერ­ქ­მე­ულ სა­ხელს ეძა­ხის. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და, ამ კვლე­ვის გაგ­რ­ძე­ლე­ბის სა­ხით, თა­ნა­ტოლ­თა შო­რის ძა­ლა­დო­ბაც გა­მოკ­ვ­ლე­უ­ლი­ყო. ეს ერთ-ერ­თი აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­სურ­ვებ­დი, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ჩა­ტარ­დეს კვლე­ვა, რა­თა თა­ვი ავა­რი­დოთ მა­ღალ რის­კებს.“
კვლე­ვის თა­ნახ­მად, ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის პრო­ცე­დუ­რე­ბის და ამ პრო­ცეს­ში სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის რო­ლის ცოდ­ნა ზრდის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის ალ­ბა­თო­ბას — რო­დე­საც ადა­მი­ან­მა იცის, რო­გორ მო­იქ­ცეს და ვის მი­მარ­თოს ძა­ლა­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, 80%-ით მე­ტია ალ­ბა­თო­ბა, რომ იგი გა­ნაცხა­დებს ასე­თი ფაქ­ტის შე­სა­ხებ. მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, მო­სახ­ლო­ე­ბის მხო­ლოდ 38 პრო­ცენ­ტია ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი რე­ფე­რი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის შე­სა­ხებ.
აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვა გა­მოქ­ვეყ­ნ­და იუნი­სე­ფის „ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის დას­რუ­ლე­ბის“ შე­სა­ხებ გლო­ბა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის ფარ­გ­ლებ­ში და მო­უ­წო­დებს მო­ქა­ლა­ქე­ებს, კა­ნონ­მ­დებ­ლებს, მთავ­რო­ბებს, მე­ტად აიმაღ­ლონ ხმა ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ.
აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის პრე­ზენ­ტა­ცია ივ­ლის­ში გა­ი­მარ­თა და გავ­რ­ცელ­და ვი­დე­ორ­გო­ლი იუნი­სე­ფის კე­თი­ლი ნე­ბის ელ­ჩის, ლი­ამ ნი­სო­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლა­დო­ბის უხი­ლავ სცე­ნებ­ზე მი­უ­თი­თებს.
„რად­გა­ნაც თქვენ ვერ ხე­დავთ ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბას, ეს არ ნიშ­ნავს, რომ იგი არ არ­სე­ბობს, — ამ­ბობს ნი­სო­ნი —და­ი­ნა­ხე უხი­ლა­ვი. დაგ­ვეხ­მა­რეთ ერ­თად და­ვას­რუ­ლოთ ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა. შე­მოგ­ვი­ერ­თ­დით, ამო­ი­ღეთ ხმა.“
ძა­ლა­დო­ბა არა მხო­ლოდ ფი­ზი­კურ, არა­მედ სუ­ლი­ერ იარებ­საც უტო­ვებს ბავ­შ­ვებს, აზი­ა­ნებს მათ ფი­ზი­კურ და სუ­ლი­ერ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას, ამ­ცი­რებს სწავ­ლი­სა და სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის უნარს, აფერ­ხებს მათ გან­ვი­თა­რე­ბას.
„ყვე­ლამ თა­ვი­სი რო­ლი უნ­და შე­ას­რუ­ლოს ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის დას­რუ­ლე­ბის საქ­მე­ში. სი­ტუ­ა­ცი­ის ანა­ლი­ზი, შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბი­სა და პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბა, სა­თა­ნა­დო მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის და­ნერ­გ­ვა, სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის მომ­ზა­დე­ბა მათ­თ­ვის, ვინც ამას ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ჭი­რო­ებს, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის ზრდა და სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბის შეც­ვ­ლა გა­დამ­წყ­ვე­ტია ძა­ლა­დო­ბას­თან ბრძო­ლის საქ­მე­ში. ჩვენ მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი კვლე­ვა კონ­კ­რე­ტულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს იძ­ლე­ვა, თუ რო­გორ შე­იც­ვა­ლოს ძა­ლა­დო­ბის მი­მართ ტო­ლე­რან­ტო­ბა და ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის პრაქ­ტი­კა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“ — აღ­ნიშ­ნავს სა­შა გრა­უ­მა­ნი.
რო­გორც ვნა­ხეთ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბავ­შ­ვის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მა­ღა­ლია, კი­დევ უფ­რო მა­ღა­ლია ძა­ლა­დო­ბის დაშ­ვე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბუ­ლი, რაც არა­ნაკ­ლებ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის თით­ქ­მის ნა­ხე­ვა­რი ფიქ­რობს, რომ ბავ­შ­ვ­ზე ძა­ლა­დო­ბა და­საშ­ვე­ბია — ასე­თი რე­ა­ლო­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, არც მშვი­დად ყოფ­ნის და არც უქ­მად ყოფ­ნის უფ­ლე­ბას არ გვაძ­ლევს. კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­მე­ო­რებ კე­თი­ლი ნე­ბის ელ­ჩის სიტყ­ვებს: „და­ი­ნა­ხე უხი­ლა­ვი. დაგ­ვეხ­მა­რეთ ერ­თად და­ვას­რუ­ლოთ ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა. შე­მოგ­ვი­ერ­თ­დით, ამო­ი­ღეთ ხმა“ .
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბი­სად­მი ტო­ლე­რან­ტუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რომ შე­იც­ვა­ლოს და დას­რულ­დეს აღ­ნიშ­ნუ­ლი ძა­ლა­დო­ბა, რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია გა­და­სად­გ­მე­ლი:
v კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში მკა­ფი­ოდ უნ­და გა­ნი­საზღ­ვ­როს ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ყვე­ლა ფორ­მა, რა­თა არ­სე­ბობ­დეს სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზა იმ მო­საზ­რე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად, რომ თა­ნაბ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია ბავ­შ­ვის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მა (მათ შო­რის ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის/ფი­ზი­კუ­რი დას­ჯის) გა­მო­ყე­ნე­ბა ოჯახ­ში.
v უნ­და გაძ­ლი­ერ­დეს ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის მი­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო სის­ტე­მა და გა­ი­ზარ­დოს იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა რიცხ­ვი, რო­მე­ლიც ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მო­ახ­დი­ნოს ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და რე­ფე­რი­რე­ბა; სის­ტე­მამ უნ­და მო­იც­ვას ბავ­შ­ვებ­თან მო­მუ­შა­ვე ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და სამ­სა­ხუ­რი, რო­გორც ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ შეტყო­ბი­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის მქო­ნე პი­რი.
v ყვე­ლა შე­სა­ბა­მის­მა სა­მი­ნის­ტ­რომ უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს, რომ ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის რე­ფე­რი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე კარ­გად იყოს გარ­კ­ვე­უ­ლი სა­კუ­თარ სა­მუ­შაო აღ­წე­რი­ლო­ბა­ში, სა­მუ­შა­ოს­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრო­ცე­დუ­რებ­სა და ყვე­ლა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ მი­თი­თე­ბებ­ში.
v პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი უკეთ უნ­და იყ­ვ­ნენ მომ­ზა­დე­ბუ­ლი, რა­თა გაძ­ლი­ერ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბა ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბი­სად­მი; ამას­თა­ნა­ვე, უკეთ უნ­და იყოს ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი მა­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი რე­ფე­რი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და, ამ წე­სის თა­ნახ­მად,  პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მი­ღე­ბულ იქ­ნეს სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბი.
v სა­ჯა­რო სექ­ტო­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნ­და თა­ნამ­შ­რომ­ლობ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის ზრდის კამ­პა­ნი­ებ­ში, რა­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შეც­ვ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, და­იც­ვან ბავ­შ­ვე­ბი ძა­ლა­დო­ბის­გან.
v რე­გუ­ლა­რუ­ლად უნ­და ჩა­ტარ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის ზრდის კამ­პა­ნი­ე­ბი და ტრე­ნინ­გე­ბი მშობ­ლე­ბის­თ­ვის, რომ ხე­ლი შე­ეწყოს პო­ზი­ტი­უ­რი აღ­ზ­რ­დის მე­თო­დებს.
ბავ­შ­ვე­ბი და ზრდას­რუ­ლე­ბი უნ­და გაძ­ლი­ერ­დ­ნენ, რა­თა შეძ­ლონ ძა­ლა­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ შეტყო­ბი­ნე­ბა.
v მთავ­რო­ბის მცდე­ლო­ბა, უზ­რუნ­ველ­ყოს ყვე­ლა ბავ­შ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი გო­გო­ნე­ბის მი­ერ სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბა, დიდ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ძა­ლა­დო­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე ქვე­ყა­ნა­ში. ამას­თა­ნა­ვე, უნ­და გა­და­ი­ხე­დოს სას­წავ­ლო პროგ­რა­მა რო­გორც სა­ჯა­რო, ასე­ვე კერ­ძო სკო­ლებ­ში, რომ მო­ზარ­დებ­მა კარ­გად გა­ი­გონ, რა არის ძა­ლა­დო­ბა და რო­გო­რია მი­სი შე­საძ­ლო შე­დე­გე­ბი.
v სა­ჭი­როა მოძ­რა­ო­ბა და დი­ა­ლო­გი ძა­ლა­დო­ბის თე­მა­ზე, რა­საც მხა­რი უნ­და და­უ­ჭი­როს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბამ.
გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვა ასე­თია:
v ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის თით­ქ­მის ნა­ხე­ვა­რი ამარ­თ­ლებს
v  მო­სახ­ლე­ო­ბის 60% ოჯახ­ში მკაც­რი აღ­ზ­რ­დის მე­თო­დებს ემ­ხ­რო­ბა
v  სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლი ოჯა­ხის „ში­და საქ­მე­ებ­ში“ გა­რე­შე პირ­თა ჩ­ა­რე­ვის წი­­ნა­აღ­მ­დე­გია
v  ყო­ველ­მა მე­ხუ­თე ქარ­თ­ველ­მა არ იცის ვის მი­მარ­თოს, რო­დე­საც ძა­ლა­დო­ბის მოწ­მე გახ­დე­ბა
v სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის 30% აღ­ნიშ­ნავს, რომ ბავ­შ­ვო­ბა­ში მშობ­ლე­ბი მათ მი­მართ რე­გუ­ლა­რუ­ლად იყე­ნებ­დ­ნენ ფი­ზი­კურ ძა­ლას
v ბავ­შ­ვო­ბა­ში ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლ­თა ნა­ხე­ვა­რი და­საშ­ვე­ბად მი­იჩ­ნევს ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბას
v ყო­ველ მე­სა­მე რეს­პონ­დენტს სჯე­რა, რომ ზოგ­ჯერ ქა­ლე­ბი თვალს ხუ­ჭა­ვენ, რო­დე­საც მა­თი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი სექ­სუ­ა­ლურ კონ­ტაქტს ამ­ყა­რე­ბენ მათ ბავ­შ­ვებ­თან
v ზრდას­რუ­ლი რეს­პონ­დენ­ტე­ბის 80%-ს მი­აჩ­ნია, რომ ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­ზე აქ­ცენ­ტი „ვი­ღა­ცამ“ უნ­და გა­ა­კე­თოს, მაგ­რამ 40%-ის აზ­რით, ეს ვი­ღაც თვი­თონ არ იქ­ნე­ბო­და
v მო­ზარ­დე­ბის 100-ვე პრო­ცენ­ტი ჩა­ე­რე­ო­და ბავ­შ­ვ­თა ძა­ლა­დო­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის შემ­თხ­ვე­ვებ­ში

25-28(942)N