გამოდის 1998 წლიდან
2010-06-03
არ აგრძნობინოთ განსხვავებულობა

ინკლუზიურისწავლება გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად, ასევე, გულისხმობს სსსმ მოსწავლეების ინდივიდუალური და/ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმებით სწავლებას.
 
  • სამინისტრო სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონედ განსაზღვრავს ბავშვებს:
  • ფიზიკური და გონებრივი განვითარების დარღვევით;
  • მხედველობისა და სმენის დარღვევით;
  • მეტყველების, ქცევისა და ემოციური განვითარების დარღვევით;
  • რომელთაც აქვთ გრძელვადიანი მკურნალობის/ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;
  • რომლებიც წარმოადგენენ ეროვნულ უმცირესობებს;
  • რომლებიც არიან სოციალურად დაუცველნი;
რომელთაც სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების გამო საგანმანათლებლო პროცესიდან გარიყვა ემუქრებათ.
 
სსსმ ბავშვებს განათლება, როგორც პრიორიტეტი, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ იქნა 2004 წლიდან, როდესაც განათლების სისტემის რეფორმა დაიწყო. საქართველოში ინკლუზიური სწავლების დანერგვას მნიშვნელოვანი ფინანსური და მეთოდოლოგიური დახმარება გაუწია ნორვეგიის მთავრობამ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ განხორციელდა პროექტი: `ინკლუზიური სწავლების დანერგვა თბილისის 10 სკოლაში~, მათ შორისაა ჩვენი, 24-ე საჯარო სკოლა.
 
ჩემი მოსწავლე გოგონა 7 წლის იყო, როცა I კლასში ჩაირიცხა. ახლა უკვე II კლასს ამთავრებს. ბავშვს აღენიშნება: ჰიპერაქტიურობა, ყურადღების დეფიციტი, მეტყველების არტიკულატორული დეფექტი, ნატიფი მოტორიკის დარღვევები, არის ცაცია.
 
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი (Aტტენტიონ Dეფიციტ Hიპერაცტივიტყ Dისორდერ - ADHD) ბავშვებში გავრცელებულ ნეირობიოლოგიურ და ქცევით დარღვევას წარმოადგენს, რომელიც მოზარდობასა და ზრდასრულ ასაკშიც გადადის. მრავალი კვლევის საფუძველზე მიჩნეულია, რომ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი წმინდა სამედიცინო დარღვევაა. ასეთი ბავშვისთვის დამახასიათებელია უყურადღებობა, იმპულსურობა და ჰიპერაქტიურობა - საკლასო ოთახში მრავალ პრობლემას ქმნის.
 
ჩემს მოსწავლეს აღენიშნებოდა ქცევის მართვის პრობლემები, ვერ ასრულებდა მითითებებს, გამუდმებით საუბრობდა, ხშირად ცქმუტავდა და ვერ ჩერდებოდა გაკვეთილზე, ვერ ახერხებდა დავალების შესრულებას, ხელს უშლიდა სხვა მოსწავლეებს, ხმაურობდა, უნებართვოდ გადაადგილდებოდა საკლასო ოთახში, უცებ წამოხტებოდა და თვითნებურად ტოვებდა გაკვეთილს, ხანდახან იჩენდა აგრესიას, ხმარობდა მიუღებელ სიტყვებს, ისროდა საგნებს. იმპულსურია და არ ფიქრობს, სანამ რამეს ჩაიდენს.
 
ვინაიდანინკლუზიურიგანათლებააღიარებსმრავალფეროვნებასდაგანსხვავებულობისაუცილებლობასმოსწავლეებისსწავლებისპროცესში, შევეცადეყველაშესაძლებლობაგამომეყენებინა, რაცპედაგოგიურსაქმიანობასუკავშირდებოდა.
 
გაგიზიარებთ საკუთარი გამოცდილებით მიღწეულ შედეგებს და რამდენიმე რჩევას მოგცემთ:
 
უნდა ვიცოდეთ ბავშვის ზუსტი დიაგნოზი, რასაც მშობლების დახმარებით გავეცნობით. უნდა გვახსოვდეს, რომ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ორი ერთნაირი ბავშვი არ არსებობს!
 
  • ამიტომ კონკრეტული მოსწავლისათვის უნდა შემუშავდეს სტრატეგია იმის გათვალისწინებით, რომ კლასში მყოფი სხვა ბავშვებისთვისაც მისაღები იყოს.
უპირველესად, აუცილებელია ფიზიკური, სასწავლო და სოციალური გარემოს მომზადება;
  • სწორად შევურჩიოთ ადგილი საკლასო ოთახში. სასურველია, ასეთი მოსწავლე პირველ მერხზე იჯდეს, კარიდან და ფანჯრიდან მოშორებით.
  • მასწავლებელი სსსმ ბავშვს ისევე უნდა მოექცეს, როგორც დანარჩენ მოსწავლეებს.
  • მოსწავლეები უნდა ეცადონ, რომ სსსმ ბავშვს არ აგრძნობინონ მისი განსხვავებულობა, თანასწორად უნდა აღიქვან.
  • უნდა შეიქმნას ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომელსაც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებელთან ერთად განსაზღვრავს სსსმ ბავშვის მშობელი, რესურსოთახის მასწავლებელი, ლოგოპედი, ფსიქოლოგი.
  • გეგმაში გათვალისწინებული უნდა იყოს სსსმ ბავშვის ქცევისა და აკადემიური შესაძლებლობების სუსტი და ძლიერი მხარეები.
განისაზღვროს ბავშვზე სწორად მორგებული სასწავლო დღის განრიგი.
ჩემი მოსწავლე ესწრება ორ გაკვეთილს. მესამე გაკვეთილის პერიოდს რესურსოთახში ატარებს, ხოლო შემდეგ კლასს უბრუნდება.
 
რესურსოთახი - ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სივრცეში არსებული ოთახი, რომელიც აღჭურვილია მოსწავლეების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილების ყველა აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებით: ადაპტირებული ავეჯი, მრავალფეროვანი თვალსაჩინო სასწავლო მასალა, აუდიო-ვიდეოაპარატურა, კომპიუტერი, პრინტერი, ქსეროქსი.
 
რესურსოთახსემსახურება: სკოლის ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი, მეტყველების თერაპევტი და ყველა ის მასწავლებელი, რომელიც სსსმ ბავშვის ინკლუზიური სწავლების პროცესში მონაწილეობს. რესურსოთახი სსსმ მოსწავლეთა საგაკვეთილო განრიგის შემადგენელი ნაწილია, სადაც მათ შესაძლებლობა ეძლევათ, საჭიროებისამებრ დაისვენონ, ინდივიდუალურად და/ან ჯგუფურად იმეცადინონ. სსსმ მოსწავლის რესურსოთახში ყოფნის ინტენსივობას მისი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა განსაზღვრავს.
  •  
  • პირველ ორ გაკვეთილზე მას აქვს სპეციალურად შერჩეული ადვილად გასაგები დავალებები, რომლებსაც მასწავლებლის მეთვალყურეობით ასრულებს.
  • წინასწარ დაგეგმეთ გაკვეთილი. გაკვეთილის დაწყებისას მოკლედ ჩამოაყალიბეთ აქტივობები, რომელთა განხორციელებასაც გეგმავთ.
  • დასახეთ გაკვეთილის მოლოდინები. სინდრომის მქონე ბავშვს მკაფიოდ უნდა ესმოდეს, რას მოელიან მისგან და ასევე ის, თუ რა მოელის მას მოლოდინების შეუსრულებლობისთვის.
  • ნუ მოსთხოვთ სინდრომის მქონე ბავშვს რთული დავალების შესრულებას კლასის წინაშე. დავალება მისთვის კარგად გასაგები და ადვილად დასაძლევი უნდა გავხადოთ.
  • აუცილებელია შესრულებული სამუშაოს შემოწმება მისი თანდასწრებით. დიდი სიფრთხილით მოვახდინოთ ხარვეზების აღნიშვნა. შესრულებული სამუშაოსათვის აუცილებლად წავახალისოთ!
გამოიყენეთ აუდიო-ვიზუალური მასალა, ამით არა მარტო ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ბავშვის, არამედ მთელი კლასის ყურადღების ფოკუსირებას შეძლებთ.
 
ქცევისმართვისსტრატეგიები
  •  
  • უნდა შევადგინოთ საკლასო წესები მოსწავლეების მონაწილეობით. გავაკრათ მათთვის თვალსაჩინო ადგილზე.
  • მოვითხოვოთ წესების მკაცრად დაცვა.
  • ეფექტურია როლური თამაშები.
  • მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სინდრომის მქონე ბავშვის წახალისება გაცილებით ეფექტურია, ვიდრე დასჯა.
დაამყარეთ ვიზუალური კავშირი - თვალით კონტაქტით მიახვედრეთ, რომ გვერდით ხართ და ხედავთ მის ქცევას.
 
უკვედაძლეულისირთულეები
  •  
  • შეუძლია ამოიცნოს ქართული ანბანის ყველა ასო, ამოიკითხოს ცალკეული მარცვლები, სამ და ოთხ ასო-ბგერიანი სიტყვები. იმახსოვრებს საგაკვეთილო ტექსტის შინაარსს, პასუხობს კითხვებს, თავისებურად გადმოსცემს შინაარსს.
  • შეუძლია მასწავლებლის გამოწერილ ნიმუშს გადაატაროს კალამი ასოს მართლწერის ზუსტი მიმართულებით. დამოუკიდებლად ახერხებს რამდენიმე ასოს წერას. წერს ცალკეულ მარცვლებს, ორმარცვლიან სიტყვებს.
  • ამოიცნობს და ითვლის რიცხვებს, ათამდე რაოდენობებს, შეუძლია 10-ის ფარგლებში რიცხვების დათვლა და ჩაწერა ( +, -, <,>,= ). შეუძლია მარტივი გამოსახულების კარნახით ჩაწერა.
  • ცნობს და ახასიათებს გეომეტრიულ ფიგურებს.
  • ახერხებს გროვაში მოცემული საგნების კანონზომიერების მიხედვით დაჯგუფებას, დაწყვილებას.
  • შეუძლია გამოჭრას ფიგურები და დააწებოს.
  • თითქმის შესაძლებელი გახდა ქცევის მართვა გაკვეთილზე.
  • მიატოვა მიუღებელი სიტყვების ხმარება.
  • აღარ ტოვებს კლასს თვითნებურად.
  • ნებისყოფით უმკლავდება დავალებებს.
აქტიურად ერთვება ჯგუფურ თამაშებში.
ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ უნდა შევუშინდეთ პრობლემას! ზოგადსაგანმანათლებლო სკოლამ უნდა შეძლოს სწავლის განსხვავებული სტილით და შესაბამისი სტრატეგიის გამოყენებით სწავლების უზრუნველყოფა. მასწავლებელი უნდა ეცადოს, სასწავლო მასალა მოსწავლის უნარებს მიუახლოვოს. სკოლაში მომუშავე ყველა ადამიანმა უნდა მიმართოს ერთობლივ ძალისხმევას და ჰიპერაქტიურობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომი განკურნებადი გახდება.
 
თეაშენგელია
24-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი

25-28(942)N