გამოდის 1998 წლიდან
2013-10-31
ისევ არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის შე­სა­ხებ

მა­კა თაქ­თა­ქიშ­ვი­ლი

2012 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ, გა­ზეთ „ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბის“ რე­დაქ­ცი­ას­თან ერ­თად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის და სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით, ჩა­ა­ტა­რა კონ­კურ­სი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლე­ბის უფ­როს­კ­ლა­სელ­თათ­ვის — „გა­ი­გე მე­ტი შე­ნი კუთხის არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის შე­სა­ხებ“. კონ­კურ­სი მიზ­ნად ისა­ხავ­და არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ელე­მენ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა­სა და წარ­მო­ჩე­ნას, მა­თი დაც­ვის საქ­მე­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ახალ­გაზ­რ­დე­ბის ჩარ­თ­ვას. კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო სა­ქარ­თ­ვე­ლოს ას­ზე მეტ­მა სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლამ, გან­ხილ­ვის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და ათი სკო­ლის ოცი სა­უ­კე­თე­სო თე­მა. გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი და­ჯილ­დოვ­დ­ნენ სი­გე­ლით „არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ქო­მა­გი“ და სა­სა­ჩუქ­რე წიგ­ნე­ბის კომ­პ­ლექ­ტით.
მიმ­დი­ნა­რე წლის ნო­ემ­ბერ­ში სა­ა­გენ­ტო და გა­ზე­თი „ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბა“ კვლავ გეგ­მა­ვენ ანა­ლო­გი­უ­რი კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბას თე­მა­ზე — „ტრა­დი­ცი­უ­ლი ხელ­საქ­მე და ხე­ლოს­ნო­ბა“.
გვინ­და ორი­ოდ სიტყ­ვით შე­გახ­სე­ნოთ, რა არის არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და რას გუ­ლის­ხ­მობს იუნეს­კოს კონ­ვენ­ცია არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ. 2003 წელს, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ (unesco), გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­ფე­რენ­ცი­ის 32-ე სე­სი­ა­ზე, მი­ი­ღო „არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის“ შე­სა­ხებ კონ­ვენ­ცია, რომ­ლის მი­ზა­ნია, ცოცხა­ლი ტრა­დი­ცი­ის გა­დარ­ჩე­ნის გზით, მსოფ­ლი­ოს კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.
კონ­ვენ­ცი­ის მი­ღე­ბას წინ უძღო­და, 2001 წლის 18 მა­ისს, მსოფ­ლი­ოს 19 უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ნი­მუ­შის, მათ შო­რის ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი მრა­ვალ­ხ­მი­ა­ნო­ბის, გა­მოცხა­დე­ბა კა­ცობ­რი­ო­ბის არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ხელ­თუქ­მ­ნელ შე­დევ­რად.
2007 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლო მი­უ­ერ­თ­და აღ­ნიშ­ნულ კონ­ვენ­ცი­ას, რი­თაც აიღო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა — არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის მიზ­ნით უზ­რუნ­ველ­ყოს მი­სი იდენ­ტი­ფი­კა­ცია, დო­კუ­მენ­ტი­რე­ბა, კვლე­ვა, შე­ნახ­ვა, დაც­ვა, პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, ფორ­მა­ლუ­რი და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გზით ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბი­სათ­ვის გა­და­ცე­მა. 2011 წლი­დან, მას შემ­დეგ, რაც აღ­ნიშ­ნუ­ლი სფე­რო კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მმარ­თ­ვე­ლო­ბას და­ექ­ვემ­დე­ბა­რა, გა­და­იდ­გა ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის: შე­მუ­შავ­და სა­აღ­რიცხ­ვო სის­ტე­მა; ჩა­ტარ­და პი­ლო­ტუ­რი ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცი­ე­ბი; ეროვ­ნუ­ლი ძეგ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ტრა­დი­ცი­ას („დე­და ენა — სა­ან­ბა­ნე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შედ­გე­ნის იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი მე­თო­დი“, „ცეკ­ვა „ხო­რუ­მი“, „მეს­ხუ­რი ტე­ნი­ლი ყვე­ლის დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გია“, „სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­რი­ო­დი­კის ტრა­დი­ცია — ჟურ­ნა­ლი „დი­ლა“, „ლა­ღი­ძის წყლე­ბი“ და სხვ.); ჩა­ტარ­და სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რე­ბი რა­ი­ო­ნე­ბის კულ­ტუ­რი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­თან, სხვა­დას­ხ­ვა სა­მეც­ნი­ე­რო და სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებ­თან, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცალ­კე­ულ ჯგუ­ფებ­თან; მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბა „არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის კა­ნო­ნის“ შე­საქ­მ­ნე­ლად და სხვა მრა­ვა­ლი.
აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, 2012 წლის მარ­ტ­ში, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით და სხვა სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რით, იუნეს­კოს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ნუს­ხა­ში წა­რად­გი­ნა „ქვევ­რის ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დი“. იუნეს­კო ნო­მი­ნა­ცი­ის შე­სა­ხებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას წელს, დე­კემ­ბერ­ში მი­ი­ღებს. იმე­დი გვაქვს, ქარ­თუ­ლი ნო­მი­ნა­ცია ღირ­სე­ულ ად­გილს და­იმ­კ­ვიდ­რებს მსოფ­ლიო არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხა­ში.

რა არის არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი
კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა?
კულ­ტუ­რა, რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი მოვ­ლე­ნა, ადა­მი­ა­ნებს მა­თი­ვე შექ­მ­ნი­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით აერ­თი­ა­ნებს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ასე­თი ერ­თო­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მე­ბია დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი. მათ შო­რის: თე­მი, სო­ფე­ლი, ქუ­ჩა, ეზო, ოჯა­ხი, და­სახ­ლე­ბა, ქა­ლა­ქი, ქა­ლა­ქის გა­რე­უ­ბა­ნი და სხვ. რო­დე­საც თა­ნა­არ­სე­ბობს ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი, ცხოვ­რობს გარ­კ­ვე­ულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და იზი­ა­რებს სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის სო­ცი­ა­ლურ-კულ­ტუ­რულ პრობ­ლე­მებს, ეწე­ვა რა­ი­მე სა­მე­ურ­ნეო ან სხვა საქ­მი­ა­ნო­ბას, ერ­თად ატა­რებს თა­ვი­სუ­ფალ დროს, ურ­თი­ერ­თ­ზე­მოქ­მე­დებს, ბუ­ნებ­რი­ვად ყა­ლიბ­დე­ბა იდენ­ტუ­რი, მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბი­თი ორი­ენ­ტი­რე­ბი, ყო­ფი­თი და სუ­ლი­ე­რი კულ­ტუ­რუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, ტრა­დი­ცი­ე­ბი.
ცნე­ბა „არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა“, მა­ტე­რი­ა­ლუ­რის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის სფე­როს და მო­ი­ცავს ასეთ მოღ­ვა­წე­ო­ბას და მის შე­დე­გად შექ­მ­ნილ არ­ტე­ფაქ­ტებს, სა­კუთ­რივ მოღ­ვა­წე­ო­ბის ტრა­დი­ცი­ას და მე­თო­დო­ლო­გი­ას.
კონ­ვენ­ცი­ის თა­ნახ­მად, არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ცალ­კე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი­სა და, ზო­გი­ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, კერ­ძო პი­რე­ბის მი­ერ მა­თი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ნა­წი­ლად აღი­ა­რე­ბუ­ლი ადათ-წე­სე­ბი, წარ­მოდ­გე­ნი­სა და გა­მო­სახ­ვის ფორ­მე­ბი, ცოდ­ნა და ჩვე­ვე­ბი — ასე­ვე მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი, საგ­ნე­ბი, არ­ტე­ფაქ­ტე­ბი და კულ­ტუ­რუ­ლი სივ­რ­ცე­ე­ბი.
არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­­კ­ვიდ­რე­ო­ბის სფე­რო­ე­ბია:
— ზე­პი­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი და გა­მო­ხატ­ვის ფორ­მე­ბი (ენა, დი­ა­ლექ­ტი, სა­უბ­რის სა­ხე­ო­ბა, ლე­გენ­და, იგა­ვი, ზე­პი­რი გად­მო­ცე­მა, თქმუ­ლე­ბა, ზღა­პა­რი, ლექ­სი, შა­ი­რი, შე­ლოც­ვა, და­ტი­რე­ბა, ეპი­ტა­ფია, ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და ა.შ.);
— სა­შემ­ს­რუ­ლებ­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა (სას­ცე­ნო ხე­ლოვ­ნე­ბა, პან­ტო­მი­მა, ქო­რე­ოგ­რა­ფია, ცეკ­ვა, სიმ­ღე­რა, სა­გა­ლო­ბე­ლი, საკ­რა­ვი­ე­რი მუ­სი­კა, სა­ხი­ო­ბა, სა­შემ­ს­რუ­ლებ­ლო ხე­ლოვ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა ნი­მუ­შე­ბი და ა.შ.);
— სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრაქ­ტი­კე­ბი (ყო­ფი­თი ტრა­დი­ცია, თე­მის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სი, თე­მის ტრა­დი­ცი­უ­ლი კა­ნო­ნე­ბი, მი­სალ­მე­ბის და დამ­შ­ვი­დო­ბე­ბის ფორ­მე­ბი, რე­ლი­გი­უ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი, რი­ტუ­ა­ლე­ბი: და­ბა­დე­ბა, გარ­დაც­ვა­ლე­ბა, ძე­ო­ბა, ინი­ცი­ა­ცია, ქორ­წი­ნე­ბა და ა.შ.; კარ­ნა­ვა­ლი, თა­მა­შო­ბა, დღე­ო­ბა, დღე­სას­წა­უ­ლი; გას­ტ­რო­ნო­მია, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კოს­ტი­უ­მი და მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბის ტრა­დი­ცია, ტექ­ს­ტი­ლის და­მუ­შა­ვე­ბის ტექ­ნო­ლო­გია, ვარ­ცხ­ნი­ლო­ბა, სამ­კა­უ­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის ფორ­მე­ბი, სპი­რი­ტუ­ა­ლუ­რი ად­გი­ლე­ბი და ა.შ.);
— გა­რე სამ­ყა­როს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა (ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის მო­პო­ვე­ბა-გა­მო­ყე­ნე­ბა, ხის, ყავ­რის დამ­ზა­დე­ბა-და­მუ­შა­ვე­ბა, მო­ნა­დი­რე­ო­ბა-მე­თევ­ზე­ო­ბის ადათ-წე­სე­ბი, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი დარ­გე­ბი, ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნა, ბუ­ნე­ბის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ადათ-წე­სე­ბი და ა.შ.);
— ხე­ლოს­ნო­ბის დარ­გე­ბი და ტექ­ნი­კე­ბი (ხალ­ხუ­რი რეწ­ვა: თე­ქა, მე­ტა­ლი, თი­ხა, ფარ­და­გი, ოქ­რომ­ჭედ­ლო­ბა, მი­ნან­ქა­რი, ხატ­წე­რა, კა­ლიგ­რა­ფია, ქარ­გ­ვა, კერ­ვა, ქვის და­მუ­შა­ვე­ბა, ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და ა.შ).
არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რა და­უნ­ჯე­ბუ­ლია ხალ­ხ­ში ადათ-წე­სე­ბის, ჩვე­უ­ლე­ბე­ბის, ზე­პი­რი გად­მო­ცე­მის, სიმ­ღე­რის, თა­მა­შო­ბი­სა და სხვა სა­ხით; დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლია კერ­ძო და სა­ხელ­მ­წი­ფო არ­ქი­ვებ­ში, მუ­ზე­უ­მებ­ში, სა­მეც­ნი­ე­რო და კვლე­ვით ინ­ს­ტი­ტუ­ტებ­ში, სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას გა­და­ცე­მუ­ლი არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა გა­მუდ­მე­ბით, ხე­ლახ­ლა იქ­მ­ნე­ბა. თე­მე­ბის, ჯგუ­ფე­ბის მი­ერ გა­რე­მო პი­რო­ბე­ბის, ბუ­ნე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა და მა­თი ის­ტო­რი­ის შე­სა­ბა­მი­სად, აყა­ლი­ბებს იდენ­ტო­ბი­სა და მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თო­ბის გრძნო­ბას, ხელს უწყობს კულ­ტუ­რის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­სა და ადა­მი­ან­თა შე­მოქ­მე­დე­ბას. კონ­ვენ­ცი­ის თა­ნახ­მად, ასე­თი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვი­სათ­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბია: გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის, ჯგუ­ფე­ბი­სა და ცალ­კე­უ­ლი პი­რე­ბის არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა; მი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის ად­გი­ლობ­რივ, ეროვ­ნულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე ურ­თი­ერ­თა­ღი­ა­რე­ბა;
არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რა ადა­მი­ა­ნის­გან გან­ყე­ნე­ბუ­ლად, შე­მოქ­მე­დის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს, ამი­ტო­მაც მის მა­ტა­რე­ბე­ლად ით­ვ­ლე­ბა ერი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა, თე­მი, ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი, ცალ­კე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა. არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რა მი­სი მა­ტა­რებ­ლი­სათ­ვის წარ­მო­ად­გენს იდენ­ტო­ბის გან­მ­საზღ­ვ­რელს!
ამას­თან, არა­მა­ტე­რი­ა­ლურ კულ­ტუ­რას რამ­დე­ნი­მე სპე­ცი­ფი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი აქვს: ის გა­ნახ­ლე­ბა­დია, ზე­პი­რი ფორ­მით (ოჯახ­ში, თემ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, უშუ­ა­ლოდ) გა­და­ე­ცე­მა თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას, ყო­ველ ახალ ჯერ­ზე კვლავ­წარ­მო­ე­ბა­დია და შე­მოქ­მე­დე­ბი­თია.
კონ­ვენ­ცია კა­ტე­გო­რი­უ­ლად და­უშ­ვებ­ლად მი­იჩ­ნევს: არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის გა­მო­ხატ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­ტექ­ს­ტი­სა და ბუ­ნებ­რი­ვო­ბის (ავ­თენ­ტუ­რო­ბის) მოშ­ლას; პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რის თე­მე­ბის, ჯგუ­ფე­ბის, ინ­დი­ვი­დე­ბის ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვას; რა­ი­მე ნიშ­ნით, მათ შო­რის: პო­ლი­ტი­კურ, სო­ცი­ა­ლურ, ეთ­ნი­კურ, რე­ლი­გი­ურ ან გენ­დე­რულ დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ას; თე­მე­ბის, ჯგუ­ფე­ბის და ინ­დი­ვი­დე­ბის ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის მით­ვი­სე­ბი­სა და შე­უ­რაცხ­ყო­ფის ხელ­შეწყო­ბას; ისეთ კო­მერ­ცი­ულ აქ­ტი­ვო­ბას, რო­მე­ლიც აუფა­სუ­რებს ელე­მენ­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ან გა­და­აქ­ცევს მას ატ­რაქ­ცი­ო­ნად.
სა­ქარ­თ­ვე­ლო ამა­ყობს თა­ვი­სი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით, რომ­ლის ერთ უმ­დიდ­რეს და მრა­ვალ­ფე­რო­ვან ნა­წილს სწო­რედ არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რა წარ­მო­ად­გენს.
მი­სი გაფ­რ­თხი­ლე­ბა და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბი­სათ­ვის გა­და­ცე­მა ჩვე­ნი სა­ერ­თო საქ­მეა!

25-28(942)N