გამოდის 1998 წლიდან
2013-11-28
გერ­მა­ნე­ლებ­მა იცი­ან, რომ მა­თი უფ­ლე­ბე­ბი იქ მთავ­რ­დე­ბა, სა­დაც შე­ნი უფ­ლე­ბე­ბი იწყე­ბა

რუბ­რი­კის სტუ­მა­რია მა­ნია ხუ­ციშ­ვი­ლი

ესაუბრა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

 

— გა­მარ­ჯო­ბა მა­ნია, გაგ­ვა­ცა­ნი შე­ნი ბი­ოგ­რა­ფია.
— და­ვი­ბა­დე 1974 წელს თბი­ლის­ში. 1991 წელს და­ვამ­თავ­რე რუს­თა­ვის 21-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა; 1996 წელს კი — თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი და უცხო ენე­ბის მე­ო­რა­დი გან­ყო­ფი­ლე­ბა. ამ­ჟა­მად ბერ­ლი­ნის ჰუმ­ბოლ­დ­ტის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი-მა­გის­ტ­რან­ტი ვარ.
— ბერ­ლი­ნის ჰუმ­ბოლ­დ­ტის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლია, სა­ინ­ტე­რე­სოა მი­სი ის­ტო­რია...
— უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­დაც ვსწავ­ლობ, ვილ­ჰელმ ფონ ჰუმ­ბოლ­დ­ტის (1767-1835) ინი­ცი­ა­ტი­ვი­თაა და­არ­სე­ბუ­ლი და 1946 წლი­დან მი­სი­ვე სა­ხელს ატა­რებს (ვილ­ჰელ­მი და­ი­ბა­და ოჯახ­ში, რო­მე­ლიც პრუ­სი­ის სა­მე­ფო კარ­თან იყო და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი — მი­სი ძმა, ალექ­სან­დ­რე, მე­ფე ფრიდ­რიხ ვილ­ჰელმ მე­ო­რეს ნათ­ლუ­ლი იყო). მან და მის­მა ძმამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღეს შინ. ალექ­სან­დ­რე უფ­რო სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო დარ­გე­ბით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი, ვილ­ჰელმს კი  ენა, კულ­ტუ­რა, პო­ლი­ტი­კუ­რი თე­ო­რი­ე­ბი და სა­ხალ­ხო გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბი აღელ­ვებ­და. იგი მე­გობ­რობ­და გო­ე­თეს­თან, ში­ლერ­თან და სხვა მრა­ვალ, არა მხო­ლოდ გერ­მა­ნელ, ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­თან. გერ­მა­ნუ­ლი კლა­სი­კის ცენ­ტ­რა­ლუ­რი საყ­რ­დე­ნი — ჰუ­­მა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მაქ­სი­მუმ­ზე და მის გა­კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ვილ­ჰელ­მი­სა და მი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბის თვალ­სა­წი­ერ­ში მო­ექ­ცა და ახა­ლი ჰუ­მა­ნიზ­მის ფორ­მით კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. ძვე­ლი ფი­ლო­ლო­გი­ის სწავ­ლულ­მა, ფრიდ­რიხ ავ­გუსტ ვოლ­ფ­მა ახა­ლი ჰუ­მა­ნიზ­მის კონ­ცეფ­ცია შემ­დეგ­ნა­ი­რად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა: „იგი მო­ი­ცავს ყვე­ლა­ფერს, რის შე­დე­გა­დაც სუ­ლი­სა და გო­ნე­ბის ყო­ვე­ლი ძა­ლა ერთ მშვე­ნი­ერ ჰარ­მო­ნი­ა­ში შე­იკ­ვ­რე­ბა და ადა­მი­ანს ში­ნა­გა­ნი და გა­რე­გა­ნი გა­კე­თილ­შო­ბი­ლე­ბი­სა­კენ უბიძ­გებს“. სწო­რედ ამ გან­საზღ­ვ­რე­ბამ მი­იყ­ვა­ნა ვილ­ჰელმ ჰუმ­ბოლ­დ­ტი გა­ნათ­ლე­ბის ახ­ლე­ბურ თე­ო­რი­ას­თან. მან შე­ი­მუ­შა­ვა გა­ნათ­ლე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი კონ­ცეპ­ტი, ე.წ. „ჰუმა­ნის­ტუ­რი გიმ­ნა­ზი­ის“ სა­ხით, სა­დაც ბერ­ძ­ნულ­სა და ლა­თი­ნურ ენებს ცენ­ტ­რა­ლუ­რი ად­გი­ლი მი­უ­ჩი­ნა და რო­მე­ლიც მე-19 სა­უ­კუ­ნის გერ­მა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში მი­სა­ღებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან წი­ნა­პი­რო­ბა­დაც კი იქ­ცა.
ჰუმ­ბოლ­დ­ტი გა­ნათ­ლე­ბას ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს ანი­ჭებ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დიდ­გ­ვა­რო­ვან წრეს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბო­და,  გა­ნათ­ლე­ბა სა­ერ­თო სა­ხალ­ხო პრო­ექ­ტად და­სა­ხა და მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ეძებ­და  გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის მი­საღ­წევ გზებს.
მი­სი „გა­ნათ­ლე­ბის იდე­ა­ლი“ მო­ი­ცავ­და თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი სწავ­ლე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბას, რაც დღე­საც ძალ­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რია. მი­სი რე­ფორ­მე­ბის დაგ­ვირ­გ­ვი­ნე­ბა კი, სწო­რედ ამ შე­ხე­დუ­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, მი­სი­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვით, ბერ­ლინ­ში 1809 წელს და­არ­სე­ბუ­ლი, ფრიდ­რიხ-ვილ­ჰელ­მის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი გახ­და.
უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბის იდე­ას წინ უძღო­და ინ­ტენ­სი­უ­რი დის­კუ­სი­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ჰუმ­ბოლ­დ­ტ­ზეც, თა­ვის მხრივ, დი­დი გავ­ლე­ნა ჰქონ­და იოჰან გოტ­ლიბ ფიხ­ტე­სა და ფრიდ­რიხ შლა­ი­ერ­მა­ხე­რის იდე­ებს. 1810 წელს მან გიმ­ნა­ზი­ის მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის მო­დე­ლიც შე­ი­მუ­შა­ვა, რო­მე­ლიც თა­ვი­სი არ­სით  სცილ­დე­ბო­და იმ დრო­ი­სათ­ვის გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი გან­მა­ნათ­ლებ­ლუ­რი პე­და­გო­გი­კის ჩარ­ჩო­ებს. ჰუმ­ბოლ­დ­ტის ხედ­ვით, ადა­მი­ა­ნის ცენ­ტ­რი ენაა. სწო­რედ ენის ზედ­მი­წევ­ნი­თი შეს­წავ­ლით  პო­უ­ლობს ადა­მი­ა­ნი თა­ვის თავს და აღ­წევს ჭეშ­მა­რიტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას.
დიდ­ხანს შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი ჰუმ­ბოლ­დ­ტის იდე­ე­ბის გარ­შე­მო, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მი­სი ინ­ტე­რე­სი ენებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ყო­ველ­მ­ხ­რივ გან­ს­წავ­ლუ­ლი მეც­ნი­ე­რი ათამ­დე ენას ფლობ­და და სხვა ათამ­დე ენას იკ­ვ­ლევ­და, მათ შო­რის, აბო­რი­გენ­თა, კოპ­ტურს, ძვე­ლეგ­ვიპ­ტურს, სან­ს­კ­რიტს, ჩი­ნურს და სხვ. ასე­ვე აქ­ტი­უ­რი მეც­ნი­ე­რი იყო მი­სი ძმაც. ამ­ბო­ბენ, არც ერთ სხვა და-ძმას იმ­დე­ნი გავ­ლე­ნა არ მო­უხ­დე­ნია მეც­ნი­ე­რე­ბა­ში, რო­გორც ეს ჰუმ­ბოლ­დ­ტებ­მა მო­ა­ხერ­ხე­სო. სხვა­თა შო­რის, ალექ­სან­დ­რეს რჩე­ვით, 1843 წელს ბერ­ლი­ნის პრო­ფე­სორ­მა ორი­ენ­ტა­ლის­ტი­კის დარ­გ­ში, გე­ორგ რო­ზენ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ლინ­გ­ვის­ტურ-ეთ­ნო­გ­­რა­ფი­უ­ლი კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა —კავ­კა­სი­ის ენე­ბის, მათ შო­რის, მეგ­რუ­ლის, აფხა­ზუ­რი­ს, ოსუ­რის მოკ­ლე აღ­წე­რა მოგ­ვ­ცა და მა­თი კო­დი­ფი­კა­ცი­აც (თი­თო­ე­ულ ფო­ნე­ტი­კურ ბგე­რას შე­სა­ბა­მი­სი გრა­ფი­კუ­ლი ასო მი­უ­ჩი­ნა) მო­ახ­დი­ნა ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის მეშ­ვე­ო­ბით.
— რა პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი და რამ გა­ნა­პი­რო­ბა არ­ჩე­ვა­ნი?
— ენა, ენის რა­ო­ბა და მი­სი ფუნ­ქ­ცია ყო­ველ­თ­ვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ჰუმ­ბოლ­დ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა კი­დევ უფ­რო მე­ტად გა­აძ­ლი­ე­რა ეს ინ­ტე­რე­სი. თავ­და­პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ის და სკან­დი­ნა­ვი­უ­რი ენე­ბის შეს­წავ­ლა გა­დავ­წყ­ვი­ტე, მაგ­რამ ჩემ­ში ერთ-ერ­თ­მა ძლი­ერ­მა საბ­ჭო­თა დრო­ის გავ­ლე­ნამ, კერ­ძოდ, რუ­სუ­ლის ცოდ­ნამ, გე­ზი შე­მაც­ვ­ლე­ვი­ნა და ასე გავ­ხ­დი რუ­სუ­ლი და სკან­დი­ნა­ვი­უ­რი ენე­ბის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი.
ამ­ჟა­მად ენობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კის სა­კითხებს ვიკ­ვ­ლევ. სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და სკან­დი­ნა­ვი­ის, კერ­ძოდ, ნორ­ვე­გი­ის ენობ­რივ პო­ლი­ტი­კას ვა­და­რებ ერ­თ­მა­ნეთს. ენობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კა ქვეყ­ნის კულ­ტუ­რის პო­ლი­ტი­კა­ზეა გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი. პირ­ველ რიგ­ში, იგი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ა­ში, მაგ­რამ სა­ჭი­როა მთე­ლი რი­გი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იმი­სათ­ვის, რომ მო­ცე­მუ­ლი კა­ნო­ნი წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დეს. სა­ერ­თოდ, რაც მოკ­ლედ და ლა­კო­ნუ­რა­დაა გად­მო­ცე­მუ­ლი, მით უფ­რო მოქ­ნი­ლია. იგი ერ­თ­გ­ვა­რი შეზღუდ­ვა­ცაა  — რო­ცა რა­ი­მეს იცავს, იმავ­დ­რო­უ­ლად რა­ღა­ცა­საც ზღუ­დავს. ახა­ლი კა­ნო­ნი ჩნდე­ბა მა­შინ, რო­ცა ჩნდე­ბა პრობ­ლე­მა, რის მო­წეს­რი­გე­ბა­საც კა­ნო­ნი გვპირ­დე­ბა. ენობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა სა­ჭი­რო­ებს მთელ რიგ ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, პირ­ველ რიგ­ში კი — თან­ხე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას. იგი მო­ი­ცავს ისეთ სფე­რო­ებს, რო­გო­რი­ცაა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი (სკო­ლა, უნი­ვერ­სი­ტე­ტი), ხე­ლოვ­ნე­ბა, კულ­ტუ­რა, ლი­ტე­რა­ტუ­რა, ენობ­რი­ვი უმ­ცი­რე­სო­ბა­ნი და სხვ. ენობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კა შე­იძ­ლე­ბა იარა­ღა­დაც გა­და­იქ­ცეს. იგი არ­სე­ბობს მა­ში­ნაც, რო­დე­საც სა­ხელ­მ­წი­ფო არაა შემ­დ­გა­რი ან სხვა სა­ხელ­მ­წი­ფოს გავ­ლე­ნის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.
— რო­გორ ხდე­ბა სტი­პენ­დი­ე­ბის და გრან­ტე­ბის მო­პო­ვე­ბა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში სტი­პენ­დი­ე­ბი გა­მო­ი­ყო­ფა სა­კონ­კურ­სო საწყი­სებ­ზე (ნი­ჭი­ე­რი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის) უშუ­ა­ლოდ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­ერ, რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი­თა და შე­ღა­ვა­თე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი?
— რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, არც ძვე­ლი მა­გის­ტ­რის და არც ახა­ლი ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი­სა და მას­ტე­რის პროგ­რა­მა სწავ­ლის პროგ­რა­მის სრულ სტი­პენ­დი­ებს ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტებ­ზე არ ით­ვა­ლის­წი­ნებს. არ­სე­ბობს სოკ­რა­ტე­სა და ერაზ­მუ­სის ერთ ან ორ­სე­მეს­ტ­რი­ა­ნი სტი­პენ­დი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სტუ­დენ­ტებს სას­წავ­ლებ­ლე­ბის გაც­ვ­ლით პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას ეხ­მა­რე­ბა. თა­ნაც ეს სტი­პენ­დი­ე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის სტუ­დენ­ტებ­ზეა გათ­ვ­ლი­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი ევ­რო­გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სა­ერ­თო ფონ­დი­დან ფი­ნან­ს­დე­ბა. თუ­კი შე­ნი მშობ­ლე­ბი ევ­რო­გა­ერ­თი­ა­ნე­ბის რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის სა­ხელ­მ­წი­ფო გა­და­სა­ხა­დებს იხ­დიდ­ნენ, მა­შინ გზა ხსნი­ლი გაქვს. სა­ზო­გა­დოდ, უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას ევ­რო­პა­ში მშობ­ლე­ბი აფი­ნან­სე­ბენ, თუმ­ცა არის სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ გა­მო­ყო­ფი­ლი დამ­ხ­მა­რე სტი­პენ­დი­ე­ბიც მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ნაკ­ლე­ბად შეძ­ლე­ბუ­ლი ფე­ნი­სათ­ვის, მაგ­რამ აქაც სა­ხელ­მ­წი­ფო აფი­ნან­სებს თა­ვის მო­ქა­ლა­ქეს. უცხო­ელ­თათ­ვის სტი­პენ­დია იშ­ვი­ა­თო­ბაა. იგი არა­სო­დეს ფა­რავს სწავ­ლის სრუ­ლი კურ­სის ხარჯს. არ­სე­ბობს კვლე­ვის გარ­კ­ვე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თის და­ფი­ნან­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მაგ­რამ იგი ყო­ველ­თ­ვის უკავ­შირ­დე­ბა რა­ი­მე მეც­ნი­ე­რუ­ლი სა­კითხის კვლე­ვას ან რო­მე­ლი­მე კონ­კ­რე­ტულ პრო­ექტს.
— ჰუმ­ბოლ­დ­ტის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, თა­ვის დრო­ზე, ძა­ლი­ან ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი სწავ­ლობ­და და ას­წავ­ლი­და, მათ შო­რის იყ­ვ­ნენ ქარ­თ­ვე­ლე­ბიც. რა შე­გიძ­ლია მი­ამ­ბო მათ შე­სა­ხებ?
— თით­ქ­მის ყვე­ლა პრო­ფე­სო­რი, ვინც ას­წავ­ლი­და და ას­წავ­ლის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია და მა­თი გა­მო­ყო­ფა მი­ჭირს. ისი­ნი ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ რო­გორც თე­ო­რი­უ­ლად, ასე­ვე პრაქ­ტი­კუ­ლა­დაც. ამას მოწ­მობს მათ მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ნაშ­რო­მე­ბი, შექ­მ­ნი­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის საგ­ნე­ბი, აღ­მო­ჩე­ნე­ბი და ა.შ. რამ­დე­ნი­მე ის­ტო­რი­ულ პი­როვ­ნე­ბა­ზე შევ­ჩერ­დე­ბი. პო­ე­ტი ჰა­ინ­რიხ ჰა­ი­ნე, 1829 წელს, ამ სას­წავ­ლებ­ლის სტუ­დენ­ტი გახ­და. 1841 წლი­დან აქ ას­წავ­ლიდ­ნენ ძმე­ბი გრი­მე­ბი, მა­თი და­არ­სე­ბუ­ლია აქ­ვე გერ­მა­ნის­ტი­კის ინ­ს­ტი­ტუ­ტი. 29-მდე ნო­ბე­ლის პრე­მი­ის მფლო­ბე­ლი, სხვა­დას­ხ­ვა დარ­გ­ში, სწო­რედ ამ კამ­პუ­სის კურ­ს­დამ­თ­ვ­რე­ბუ­ლი ან მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო. ბერ­ლი­ნის პირ­ვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი დოქ­ტო­რიც ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­მა გან­ს­წავ­ლა. ჰუმ­ბოლ­დ­ტის მი­ერ და­არ­სე­ბულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ქარ­თ­ვე­ლიც სწავ­ლობ­და და ას­წავ­ლი­და: ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი აქ ის­ტო­რი­ი­სა და ფი­ლო­სო­ფი­ის კურსს ის­მენ­და. თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე, რომ­­ლის და­არ­სე­ბა­ში მა­საც დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვის, ჰუმ­ბოლ­დ­ტ­მა და გერ­მა­ნულ­მა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ტრა­დი­ცი­ამ საგ­რ­ძ­ნო­ბი გავ­ლე­ნა იქო­ნია. ერ­თი თვა­ლის შევ­ლე­ბი­თაც აშ­კა­რაა ამ ორი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პომ­პე­ზუ­რი ფო­ი­ე­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი მსგავ­სე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, ჰქონ­დათ თუ არა თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ქი­ტექ­ტორ-მშე­ნებ­ლებს, სი­მონ კლდი­აშ­ვილ­სა და ნი­კო­ლოზ ცხვე­და­ძეს, ნა­ნა­ხი ბერ­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი. 100-150 წლის წინ სა­მეც­ნი­ე­რო წამ­ყ­ვა­ნი ენა გერ­მა­ნუ­ლი იყო. კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ სა­დოქ­ტო­რო შრო­მა ჰუმ­ბოლ­დ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წა­რად­გი­ნა. აქ­ვე, ორი­ენ­ტა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ას­წავ­ლი­და პრო­ფე­სო­რი მი­ხე­ილ (მი­ხა­კო) წე­რე­თე­ლი. იგი ლურ­ს­მუ­ლი დამ­წერ­ლო­ბის და ძვე­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო მკვლე­ვა­რი იყო. ამას­თან, 1919 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს პირ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის პირ­­ვე­ლი ელ­ჩი შვე­დეთ­ში, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცის­ფერ­ყან­წელ­მა არის­ტო ჭუმ­ბა­ძემ შეც­ვა­ლა.
— რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის, ლექ­ცი­ე­ბი­სა და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის შე­სა­ხებ
— ბერ­ლი­ნის ჰუმ­ბოლ­დ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტს თერ­თ­მე­ტი ფა­კულ­ტე­ტი აქვს. მე ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ, კერ­ძოდ, პირ­ველ საგ­ნად — ჩრდი­ლო­ეთ ევ­რო­პის ინ­ს­ტი­ტუტ­ში, მე­ო­რე საგ­ნად კი — სლა­ვის­ტი­კის ინ­ს­ტი­ტუტ­ში. ჩე­მი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა ძვე­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი მა­გის­ტ­რის პროგ­რა­მაა, რა­საც რამ­დე­ნი­მე თვე­ში სრუ­ლად ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს ბა­კა­ლავ­რი­სა და მას­ტე­რის პროგ­რა­მე­ბი. ეს უკა­ნას­კ­ნელ­ნი, ბო­ლო­ნი­ის შე­თან­ხ­მე­ბის შე­დე­გად, ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის თით­ქ­მის ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და, მათ შო­რის სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც. ყვე­ლა ინ­ს­ტი­ტუტს აქვს თა­ვი­სი ვიწ­რო პრო­ფი­ლის, თუმ­ცა ძა­ლი­ან მდი­და­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია დი­გი­ტა­ლუ­რი ტექ­ს­ტე­ბი­თაც. ამავ­დ­რო­უ­ლად, უნი­­ვერ­სი­ტეტ­ში არის მე­დი­ო­თე­კა (ხმო­ვა­ნი და გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი სას­წავ­ლო მა­სა­ლა, მათ შო­რის ფილ­მე­ბიც) და ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო ცენ­ტ­რა­ლუ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა, რო­მე­ლიც ღა­მის 00 სა­ა­თამ­დე  და გა­მო­სას­ვ­ლელ დღე­ებ­შიც კი ემ­სა­ხუ­რე­ბა სტუ­დენ­ტებს.
— სას­წავ­ლო პროგ­რა­მით ხომ არ მო­გი­წია სას­წავ­ლებ­ლი­დან სხვა ქვე­ყა­ნა­ში წას­ვ­ლა, კერ­ძოდ სად?
— უშუ­ა­ლოდ სას­წავ­ლო პროგ­რა­მით ნორ­ვე­გი­ა­ში ვი­ყა­ვი და ამის­თ­ვის სტი­პენ­დი­აც მი­ვი­ღე, და­ვათ­ვა­ლი­ე­რე პო­ლო­ნე­თიც. მოგ­ზა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, თუ­კი ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მეძ­ლე­ვა, ყო­ველ­თ­ვის სი­ა­მოვ­ნე­ბით ვა­ლა­გებ სა­მოგ­ზა­უ­რო ჩან­თას.
— სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად გაქვს თუ არა მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა?
— გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და, ქარ­თ­ვე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას უცხო­ეთ­ში მუ­შა­ო­ბა უწევს, თა­ნაც საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლად, რაც გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცესს, რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან აფერ­ხებს. ძნე­ლია, ისე გა­ა­ნა­წი­ლო დრო და სა­კუ­თა­რი რე­სურ­სე­ბი, რომ სწავ­ლის პრო­ცე­სი და­გეგ­მო და ზედ­მი­წევ­ნით შე­ას­რუ­ლო. თუმ­ცა, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი კარ­გი გა­ნათ­ლე­ბი­სათ­ვის აქ გა­ცი­ლე­ბით მე­ტია.
— მი­ამ­ბე, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ გერ­მა­ნე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რა არის მათ­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, სად და რო­გორ ატა­რე­ბენ თვი­სუ­ფალ დროს?
— სა­ზო­გა­დოდ, გერ­მა­ნე­ლე­ბი ძა­ლი­ან დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი, მე­გობ­რუ­ლი და ყუ­რადღე­ბი­ა­ნი ხალ­ხია. მათ თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლო­ბას ხში­რად გულ­გ­რი­ლო­ბად აღიქ­ვა­მენ ხოლ­მე, თუმ­ცა, რო­დე­საც გერ­მა­ნელს და­უ­მე­გობ­რ­დე­ბი, ეს მი­თე­ბი მა­შინ­ვე იფან­ტე­ბა. მა­თი დის­ტან­ცი­უ­რო­ბა იმით აიხ­ს­ნე­ბა, რომ პა­ტივს სცე­მენ შენს პი­როვ­ნე­ბას და ზედ­მე­ტად არ გა­წუ­ხე­ბენ, უბ­რა­ლოდ იცი­ან, რომ მა­თი უფ­ლე­ბე­ბი მთავ­რ­დე­ბა იქ, სა­დაც იწყე­ბა შე­ნი. ხვეწ­ნა-მუ­და­რა ან და­ძა­ლე­ბა ქარ­თუ­ლი ფე­ნო­მე­ნია, რო­მელ­საც, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის თვა­ლ­­საზ­რი­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე პი­რა­დად, ნე­გა­ტი­უ­რად ვა­ფა­სებ — ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში კო­მუ­ნი­კა­ცია დარ­ღ­ვე­უ­ლია. ერ­თი მხა­რე ცდი­ლობს, მე­ო­რეს თავს მო­ახ­ვი­ოს თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი, ან ერთ მხა­რეს ჰგო­ნია, რომ მე­ო­რე მხა­რეს არ შე­უძ­ლია ადეკ­ვა­ტუ­რად გა­მო­ხა­ტოს სა­კუთ­რი სურ­ვი­ლი და თავად წყვეტს, რა არის მის­თ­ვის კარ­გი ან ცუ­დი.
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დის­კუ­სი­ას­თან მწყრა­ლად არი­ან. ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თ­მა­ნეთს მხო­ლოდ უკი­დუ­რეს, ხში­რად მხო­ლოდ კონ­ფ­ლიქ­ტურ ან გა­მო­უ­ვალ შემ­თხ­ვე­ა­ში ესა­უბ­რე­ბი­ან. ასე­თი გა­მოთ­ქ­მაც არ­სე­ბობს: „გახ­და, რა, სა­ლა­პა­რა­კო!“ ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ლა­პა­რა­კის­თ­ვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი კო­ნო­ტა­ცია (მნი­შ­­ვ­ნე­ლო­ბა) შემ­თხ­ვე­ვი­თი არაა. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ჯერ ცა­რიზ­მი­სა და შემ­დეგ საბ­ჭო­თა ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მის დამ­ღაა, რაც ჯერ ისევ მძი­მედ გვა­წევს.
გერ­მა­ნე­ლებს ძა­ლი­ან უყ­ვართ მოგ­ზა­უ­რო­ბა. აქ უმაღ­ლე­სი სკო­ლის მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე ბარ­დე­ბა და მას „აბი­ტურს“ ეძა­ხი­ან. გა­მოც­დებ­ში მი­ღე­ბულ ქუ­ლა­თა ჯა­მით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა მომ­დევ­ნო წლებ­ში უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში მი­ღე­ბის წარ­მა­ტე­ბა. და­ამ­თავ­რე­ბენ თუ არა სკო­ლას გერ­მა­ნე­ლე­ბი, მო­ი­კი­დე­ბენ ზურ­გ­ჩან­თას და მოგ­ზა­უ­რო­ბენ მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო, უმე­ტე­სად სხვა­დას­ხ­­ვა სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის ეგი­დით. სწავ­ლო­ბენ უცხო ენებს, არ ვგუ­ლის­ხ­მობ ინ­გ­ლი­სურს, რად­გან მას აქ 30-40 წლის ქვე­მოთ ისე­დაც თით­ქ­მის ყვე­ლა ფლობს. მოგ­ზა­უ­რო­ბით რომ გულს იჯე­რე­ბენ, იწყე­ბენ გა­ნათ­ლე­ბას. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, რამ­დე­ნა­დაც ის სო­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მის მოწყო­ბის ნა­წი­ლია, მხო­ლოდ გერ­მა­ნე­ლე­ბის პრი­ვი­ლე­გიაა, უნი­ვერ­სი­ტე­ტი კი — ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რია. ახალ­გაზ­რ­დე­ბის ცხოვ­რე­ბა აქ ძა­ლი­ან ჯან­სა­ღია. სა­ერ­თოდ, რაც უფ­რო შეძ­ლე­ბულ ფე­ნას მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი, მით უფ­რო მე­ტად ზრუ­ნავს იგი თა­ვის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე, მო­ხუ­ციც და ახალ­გაზ­რ­დაც. ამ მხრივ, ბერ­ლი­ნი პირ­და­პირ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქა­ლა­ქია. გარ­და იმი­სა, რომ მას აქვს უამ­რა­ვი კულ­ტუ­რუ­ლი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, 2500-მდე დიდ­სა და პა­ტა­რა გამ­წ­ვა­ნე­ბულ პარ­კ­საც ით­ვ­ლის. შე­იძ­ლე­ბა შუა ქა­ლაქ­შიც კი გა­და­აწყ­დეთ ჩვე­ნე­ბურ აგა­რა­კებს, სა­დაც ბერ­ლი­ნე­ლე­ბი ზაფხუ­ლო­ბით მზეს ეფიცხე­ბი­ან, სო­სი­სებს წვა­ვენ, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ან სუ­ლაც მარ­ტო ლუდს წრუ­პა­ვენ და ხე­ხილს და ბოს­ტ­ნე­ულს უვ­ლი­ან. ქა­ლა­ქის გა­რე­უ­ბან­ში რამ­დე­ნი­მე ტბა­ცაა, რაც ზაფხუ­ლის სიცხი­სა­გან თა­ვის დაღ­წე­ვის ერთ-ერ­თი კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა. პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ვე­ლო­სი­პე­დია, თუმ­ცა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­ს­პორ­ტი, ცალ­კე­უ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და, სა­ა­თი­ვი­თაა აწყო­ბი­ლი და მი­სი სა­შუ­ა­ლე­ბით ბერ­ლი­ნის ნე­ბის­მი­ე­რი ად­გი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა. ბერ­ლინს რამ­დე­ნი­მე უნი­ვერ­სი­ტე­ტი და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი აქვს, რომ­ლე­ბიც ქსელს ქმნი­ან. სტუ­დენ­ტებს შეუძ­ლი­ათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ სხვა უმაღ­ლე­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­შიც, ისარ­გებ­ლონ ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბით და სხვ. მე პი­რა­დად თა­ვი­სუ­ფალ დროს ვვარ­ჯი­შობ იოგას ან დავ­რ­ბი­ვარ. კარ­გა ხანს წყლის ტან­ვარ­ჯი­შით ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი. ბერ­ლინ­ში უამ­რა­ვი მუ­ზე­უ­მი­ცაა. ნე­ფერ­ტი­ტიც აქ არის. რო­დე­საც დრო მაქვს, სი­ა­მოვ­ნე­ბით შე­ვუვ­ლი ხოლ­მე და ვტკბე­ბი მი­სი სი­ლა­მა­ზით.
— და­ბო­ლოს, საზღ­ვარ­გა­რეთ ცხოვ­რობ და ალ­ბათ ხში­რად ფიქ­რობ სამ­შობ­ლო­ზე. შო­რი­დან, მარ­თ­ლა უკე­თე­სი ჩანს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ვიდ­რე სი­ნამ­დ­ვი­ლე­შია?
— რა არის სამ­შობ­ლო?! გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ად­გი­ლი, სა­დაც და­ვი­ბა­დე და მი­ვი­ღე პირ­ვე­ლა­დი სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია. იმას, რა­საც საქართველოში სამ­შობ­ლოს ეძა­ხიან, მე  უბ­რა­ლოდ და­ბა­დე­ბის ად­გილს და­ვარ­ქ­მევ­დი. სამ­შობ­ლო ჩემ­თ­ვის წარ­მო­სახ­ვა­ში არ­სე­ბობს და ერთ კონ­კ­რე­ტულ ად­გილ­ზე არაა მი­ჯაჭ­ვუ­ლი. ჩე­მი სამ­შობ­ლო ჩე­მი მე­გობ­რე­ბი და თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბია, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ო­ში არი­ან გა­ფან­ტულ­ნი. ზო­გი ვი­პო­ვე, ზოგს გა­მო­ვემ­შ­ვი­დო­ბე, ზოგს ალ­ბათ დავ­კარ­გავ და ზო­გიც ჯერ არ მი­პო­ვია. რო­დე­საც შე­ნი ქვეყ­ნის გა­რეთ ხარ, გა­ცი­ლე­ბით უკეთ ხე­დავ მის ცუდ და კარგ მხა­რე­ებს. გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო სხვა ბევრ ქვეყ­ანა­ზე არც უარე­სია და არც უკე­თე­სი, თუ­კი სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბას მო­ვახ­დენთ. ბუ­ნებ­რი­ვი სიმ­დიდ­რე­ე­ბით იგი მარ­თ­ლაც და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია (წყლის, ტყის და ენერ­გი­ის, მათ შო­რის, მზის რე­სურ­სე­ბი, ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბა, ბუ­ნე­ბა სა­ზო­გა­დოდ), მაგ­რამ ეს ბუ­ნე­ბის სა­ჩუ­ქა­რია, რო­მე­ლიც ქარ­თ­ველ­მა ისე უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს, რომ ყვე­ლას ერ­გოს და ამ სა­ერ­თო სა­ხალ­ხო ბედ­ნი­ე­რე­ბა­ში ყვე­ლამ თა­ნაბ­რად შეძ­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.
ჩვენ მო­სა­ცი­ლე­ბე­ლი გვაქვს ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ბა­ლას­ტის სა­ხით დაგ­ვიგ­როვ­და და ხან ერთ მხა­რეს გა­დაგ­ვა­ქა­ნებს და ხან მე­ო­რე. მათ მოგ­ვა­რე­ბას ჩვენ მა­გივ­რად ვე­რა­ვინ შეძ­ლებს. სა­ნამ რე­გი­ო­ნა­ლურ კონ­ფ­ლიქ­ტებს მო­ვაგ­ვა­რებ­დეთ, ჩვე­ნი­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის შიგ­ნით შე­ვი­ხე­დოთ — ძა­ლა­დო­ბა ისეა ფეს­ვ­გად­გ­მუ­ლი, რომ ამას ვერც კი ვაც­ნო­ბი­ე­რებთ. ჩვენ­თან არ­სე­ბობს ჯგუ­ფე­ბი: სუს­ტ­თა და ძლი­ერ­თა, მდი­დარ­თა და ღა­რიბ­თა, რე­ლი­გი­უ­რი ნიშ­ნით, ეროვ­ნუ­ლი და ენობ­რი­ვი ნიშ­ნით, კა­ნის ფე­რით, რა­სით, კუთხუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბით და სქე­სის თვალ­საზ­რი­სი­თაც. გა­თი­შუ­ლია კო­მუ­ნი­კა­ცია ქა­ლებ­სა და მა­მა­კა­ცებს შო­რის.
მუდ­მი­ვად ვა­წე­სებთ უმ­კაც­რეს წე­სებს, რა­ღაც არა­მი­წი­ერ იდე­ა­ლებს დავ­დევთ. მე­რე მათ ვერც ვას­რუ­ლებთ და ვერც ვუ­ტოლ­დე­ბით. ვა­შე­ნებთ ძეგ­ლებს და მო­ნუ­მენ­ტებს, რო­მელ­თა ფონ­ზე, ისე­დაც პა­ტა­რე­ბი, კი­დევ უფ­რო ვპა­ტა­რავ­დე­ბით და ჩვენს სა­მარ­თ­ლი­ან წუ­ხილს, რომ ცხოვ­რე­ბას ფე­ხი ვერ ავუწყ­ვეთ და ის ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს, ხან ღვი­ნო­ში და ხა­ნაც მო­ნა­ნი­ე­ბა­ში ვიკ­ლავთ. ეს კო­მუ­ნიზ­მის მძლავ­რი იდე­ო­ლო­გი­ის წნე­ხის შე­დე­გია. ჩვენ ჯერ ისევ ვერ გავ­რ­კ­ვე­ულ­ვართ, სა­ით მივ­დი­ვართ.
ის, რაც ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი გვგო­ნია და ვცდი­ლობთ სა­ხე­შე­უც­ვ­ლე­ლი ფორ­მით გა­დავ­ცეთ მო­მა­ვალ თა­ო­ბას, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში სუ­ლაც არაა წმინ­და ქარ­თუ­ლი. „წმინ­და“ არა­ფე­რია, ტრა­დი­ცია კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია და იგი ყო­ველ­თ­ვის გა­ნიც­დის მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის გავ­ლე­ნას გაც­ვ­ლა-გა­მოც­ვ­ლი­სა და კონ­ტაქ­ტე­ბის შე­დე­გად. ტრა­დი­ცი­ა­ცა  და ჩვე­უ­ლე­ბე­ბიც დი­დი სის­წ­რა­ფით იც­ვ­ლე­ბა. საგ­რ­ძ­ნო­ბი ცვლი­ლე­ბი­სათ­ვის 10 წე­ლიც კი კმა­რა.
ერთ რა­მე­ზეც უნ­და შევ­თან­ხ­მ­დეთ, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სა­კუ­თარ თავ­ზე სი­ცი­ლი და კრი­ტი­კის მოს­მე­ნა არ შე­უძ­ლია, გან­წი­რუ­ლია. ამის შე­სა­ხებ, ცხოვ­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბევ­რი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი არ­სე­ბობს. ამ წუთს ერ­თი ასე­თი მახ­სენ­დე­ბა, სა­მუ­ელ ბატ­ლერს ეკუთ­ვ­ნის: „მხო­ლოდ ბრძე­ნი დას­ცი­ნის სა­კუ­თარ თავს, გი­ჟი კი — სხვებს“. სა­ზო­გა­დოდ, თვით­კ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­დაგ­ვა­რე­ბი­სა­კენ მი­მა­ვა­ლი ყვე­ლა­ზე მოკ­ლე გზაა და არც ეს უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს. ხში­რად ის­მის ხოლ­მე კითხ­ვა: რა დაგ­ვა­ყე­ნებს სწორ გზა­ზე? ვფიქ­რობ, სა­კუ­თა­რი თა­ვის კრი­ტი­კა და ცო­ტა სი­ცი­ლიც, სი­ზარ­მა­ცის დაძ­ლე­ვა, წიგ­ნე­ბის კითხ­ვა და გა­ნათ­ლე­ბა, დის­კუ­სია და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა. ნორ­ვე­გი­ულ-და­ნი­უ­რი წარ­მო­შო­ბის ავ­ტორ­მა, აკ­სელ სან­დე­მუს­მა (1899-1965) თა­ვის ცნო­ბილ რო­მან­ში „ლტოლ­ვი­ლი თა­ვის ნაკ­ვა­ლევს სე­რავს“ „10 მცნე­ბით“ ასე გა­აკ­რი­ტი­კა სა­ზო­გა­დო­ე­ბა:
1. ნუ და­ი­ჯე­რებ, რომ რა­მეს წარ­მო­ად­გენ.
2. ნუ და­ი­ჯე­რებ, რომ შენ იმ­დე­ნი­ვე ხარ, რაც ჩვენ.
3. ნუ და­ი­ჯე­რებ, რომ შენ ჩვენ­ზე ჭკვი­ა­ნი ხარ.
4. ნუ გე­გო­ნე­ბა, რომ შენ ჩვენ­ზე უკე­თე­სი ხარ.
5. ნუ გე­გო­ნე­ბა, რომ შენ მე­ტი იცი, ვიდ­რე ჩვენ.
6. ნუ გე­გო­ნე­ბა, რომ შენ ჩვენ­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი ხარ.
7. ნუ გე­გო­ნე­ბა, რომ შენ რა­მის თა­ვი გაქვს.
8. ნუ გა­ი­ცი­ნებ ჩვენ­ზე.
9. ნუ გე­გო­ნე­ბა, რომ შენ ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რი ხარ.
10. ნუ გე­გო­ნე­ბა, რომ შენ ჩვენ­თ­ვის რა­ი­მეს სწავ­ლე­ბა შე­გიძ­ლია.
ეს პოს­ტუ­ლა­ტე­ბი, კარ­გა ხა­ნია, სკან­დი­ნა­ვი­უ­რი ქვეყ­ნე­ბის ქცე­ვის კო­დექ­სად იქ­ცა. ვგო­ნებ, ჩვენ­თ­ვი­საც სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბო­და ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფიქ­რე­ბა.

 

25-28(942)N