გამოდის 1998 წლიდან
2013-12-05
„ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ — ხელ­ნა­წე­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ქარ­თუ­ლი რე­ნე­სან­სუ­ლი კულ­ტუ­რის წი­აღ­ში შექ­მ­ნი­ლი „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ კარ­გა ხა­ნია გას­ც­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფარ­გ­ლებს და კუთ­ვ­ნი­ლი ად­გი­ლი და­იმ­კ­ვიდ­რა მსოფ­ლი­ოს სა­გან­ძურ­ში. პო­ე­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ქარ­თ­ვე­ლი კა­ცის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია და სა­ხა­რე­ბა­სა და „ქარ­თ­ლის ცხოვ­რე­ბას­თან“ ერ­თად, მან გან­საზღ­ვ­რა ჩვე­ნი ხა­სი­ა­თი და ცხოვ­რე­ბის წე­სი. ჟამ­თა სი­ა­ვით სამ­შობ­ლო­დან გა­დახ­ვე­წილ ქარ­თ­ვე­ლებს ეს ბრძნუ­ლი წიგ­ნი, რო­გორც სუ­ლი­ე­რი საზ­რ­დო, თან მიჰ­ქონ­დათ.
უდი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბის გა­მო, ძველ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ბევ­რი ხელ­ნა­წე­რი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ძნელ­ბე­დო­ბის ჟამს, რო­მე­ლიც თა­მარ მე­ფის ბრწყინ­ვა­ლე ეპო­ქას მოჰ­ყ­ვა, გა­ნად­გურ­და პო­ე­მის ხელ­ნა­წე­რე­ბი ისე­ვე, რო­გორც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის სხვა ძეგ­ლე­ბი. ამი­ტო­მაც „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ შექ­მ­ნი­დან მომ­დევ­ნო სა­მი სა­უ­კუ­ნის (ხჳჳჳ, ხჳვ, ხვ ) არც ერთ ხელ­ნა­წერს არ მო­უღ­წე­ვია ჩვე­ნამ­დე. მეტ-ნაკ­ლე­ბად სრუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი მოგ­ვე­პო­ვე­ბა ხვჳჳ სა­უ­კუ­ნის, ორი­ო­დე ხელ­ნა­წე­რი მათ­ზე ძვე­ლია, სა­ინ­ტე­რე­სოა, აგ­რეთ­ვე თი­თო-ორო­ლა სტრო­ფი­თა და ტა­ე­პით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­ნა­წე­რე­ბი (ძველ ხელ­ნა­წე­რებ­ზე) და ერ­თა­დერ­თი ეპიგ­რა­ფი­კუ­ლი წარ­წე­რა ვა­ნის ქვა­ბებ­ში.
ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­უ­ლი „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ხელ­ნა­წე­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა 164 ნი­მუშს ით­ვ­ლის, მათ­გან 110-მდე ნუს­ხა და 30 მი­ნა­წე­რის შემ­ც­ვე­ლი სხვა ხელ­ნა­წე­რი ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­შია და­ცუ­ლი. და­ნარ­ჩე­ნი — სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და საზღ­ვარ­გა­რე­თის სხვა­დას­ხ­ვა სიძ­ვე­ლეთ­სა­ცა­ვებ­ში.
რაც შე­ე­ხე­ბა პირ­ველ ნა­ბეჭდ „ვეფხის­ტყა­ო­სანს“, მას 300 წე­ლი უს­რულ­დე­ბა — 1712 წელს, მტკვრის სა­ნა­პი­რო­ზე და­არ­სე­ბულ სტამ­ბა­ში (1708-1709 წ.), თბი­ლის­ში ვახ­ტანგ ვჳ-ის მი­ერ გა­მო­ი­ცა მხედ­რუ­ლი შრიფ­ტით ნა­ბეჭ­დი წიგ­ნი. სტამ­ბის გამ­მარ­თ­ვე­ლად  ვახ­ტანგ ვჳ-მ ან­თი­მოზ ივე­რი­ე­ლის მო­წა­ფე, უნ­გ­როვ­ლა­ხე­ლი ოს­ტა­ტი — მი­ხაი იშ­ტ­ვა­ნო­ვი­ჩი მო­იწ­ვია. აღ­ნიშ­ნულ სტამ­ბა­ში 1709 წელს, პირ­ვე­ლად სა­ხა­რე­ბა და „და­ვით­ნი“ და­ი­ბეჭ­და ნუს­ხურ-ხუ­ცუ­რი შრიფ­ტით, შა­ვი და წი­თე­ლი სა­ღე­ბა­ვე­ბით. შემ­დეგ სტამ­ბას შე­ე­მა­ტა რამ­დე­ნი­მე ფე­რის სა­ღე­ბა­ვი და სხვა­დას­ხ­ვა ზო­მი­სა და ფორ­მის შრიფ­ტი: ასომ­თავ­რუ­ლი, ნუს­ხუ­რი და მხედ­რუ­ლი, ბერ­ძ­ნუ­ლი, ლა­თი­ნუ­რი. ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი, ძი­რი­თა­დად, გრა­ვი­უ­რე­ბით კეთ­დე­ბო­და. „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ პირ­ველ ბეჭ­დურ გა­მო­ცე­მას ახ­ლავს ვახ­ტანგ ვჳ-ის კო­მენ­ტა­რე­ბი, რაც ტექ­ს­ტის მეც­ნი­ე­რუ­ლად შეს­წავ­ლის პირ­ველ მცდე­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს. ვახ­ტანგ ვჳ-მ ეს საქ­მე ჯერ კი­დევ 1701 წელს წა­მო­იწყო, რო­ცა გარს შე­მო­იკ­რი­ბა სა­უ­კე­თე­სო მწიგ­ნობ­რე­ბი. ჟამ­თა სვლამ „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ვახ­ტან­გი­სე­უ­ლი გა­მო­ცე­მა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ხი­თა და არას­რუ­ლი ტექ­ს­ტით შე­მოგ­ვი­ნა­ხა.
სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი წიგნ-კა­ტა­ლო­გით „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ კი­დევ ერ­თხელ მო­ექ­ცა ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ე­ბი­სა და მეც­ნი­ერე­ბის ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში. დი­დი შრო­მა და დრო დას­ჭირ­და კა­ტა­ლო­გის გა­მო­ცე­მას, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცია, 27 ნო­ემ­ბერს, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცეტ­რ­ში გა­ი­მარ­თა. ალ­ბომ­ში შე­სუ­ლია „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­უ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბის შევ­სე­ბუ­ლი და რე­დაქ­ტი­რე­ბუ­ლი სრუ­ლი კა­ტა­ლო­გი, რო­მელ­საც ერ­თ­ვის ტექ­ს­ტის ილუს­ტ­რა­ციები ყვე­ლა ხელ­ნა­წე­რი­დან. კა­ტა­ლო­გის გა­მო­ცე­მამ­დე ცალ­კე­უ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბის მხატ­ვ­რო­ბა სრუ­ლად ან სა­ერ­თოდ არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა. გა­მო­ცე­მა აერ­თი­ა­ნებს, რო­გორც ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში და­ცულ ნუს­ხებს, ასე­ვე სრუ­ლად მო­ი­ცავს მის ფარ­გ­ლებს გა­რეთ არ­სე­ბულ ხელ­ნა­წე­რებს, სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სარ­გებ­ლოა რო­გორც მკვლე­ვარ­თათ­ვის, ასე­ვე ნე­ბის­მი­ე­რი პი­რის­თ­ვის.
ბუ­ბა კუ­და­ვა, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცეტ­რის დი­რექ­ტო­რი: „რო­გორც თქმუ­ლა, ჩვე­ნი კულ­ტუ­რა, ჩვე­ნი სა­ხელ­მ­წი­ფოს იდეა სამ დიდ წიგნს ეფუძ­ნე­ბა — ბიბ­ლია, „ქარ­თ­ლის ცხოვ­რე­ბა“ და „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“. „ვეფხის­ტყა­ო­სან­მა“ ყვე­ლა­ზე უფ­რო მძი­მე გზა გა­მო­ი­ა­რა. თით­ქ­მის არა­ფე­რი ვი­ცით მი­სი ავ­ტო­რის შე­სა­ხებ, მაგ­რამ მთა­ვა­რი, ალ­ბათ, მა­ინც ის სათ­ქ­მე­ლია, რაც შო­თა რუს­თა­ველ­მა ამ პო­ე­მით თქვა. რო­ცა გე­ნი­ა­ლურ პო­ე­მა­ზე ვსა­უბ­რობთ, ხში­რად გვა­ვიწყ­დე­ბა, რომ ეს უზარ­მა­ზა­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის ნა­წარ­მო­ე­ბი ქარ­თ­ველ­მა ხალ­ხ­მა ხელ­ნა­წე­რე­ბის სა­ხით სა­უ­კუ­ნე­ებს გა­მო­ა­ტა­რა, სწო­რედ მა­თი წყა­ლო­ბით მო­აღ­წია ჩვე­ნამ­დე. ხან­და­ხან ლე­გენ­დებ­საც ჰყვე­ბო­დ­ნენ, რომ ეს პო­ე­მა ქარ­თ­ვე­ლებ­მა ზე­პი­რად იც­ო­დ­ნენ და ასე გა­დას­ცემ­დ­ნენ თა­ო­ბი­დან თა­ო­ბა­სო. შე­საძ­ლოა, ასე­თე­ბიც იყ­ვ­ნენ, მაგ­რამ ჩვე­ნამ­დე „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ ქარ­თ­ველ­მა კა­ლიგ­რა­ფებ­მა, მწიგ­ნობ­რებ­მა, დამ­კ­ვე­თებ­მა და რე­დაქ­ტო­რებ­მა მო­ი­ტა­ნეს. რე­დაქ­ტო­რებს გულ­წ­რ­ფე­ლად სჯე­რო­დათ, რომ კარგ საქ­მეს აკე­­თებ­დ­ნენ, რე­ა­ლუ­რად კი აზი­ა­ნებ­დ­ნენ ტექსტს, სა­მა­გი­ე­როდ, მუდ­მი­ვად აქ­ტუ­ა­ლურ­სა და სა­ინ­ტე­რე­სოს ხდიდ­ნენ პო­ე­მას.
 „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მის 300 წლის სა­ი­უ­ბი­ლე­ოდ ჩვენ და­ვიწყეთ ფიქ­რი, რა სა­ხით აღ­გ­ვე­ნიშ­ნა ეს თა­რი­ღი. მივ­ხ­ვ­დით, რომ სა­თა­ნა­დო პა­ტი­ვი უნ­და მი­ვა­გოთ, უპირ­ვე­ლე­სად, ძველ ხელ­ნა­წერ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბას — და­ი­გეგ­მა ასე­თი ტი­პის გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, სა­ე­ტა­პო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­საა ქარ­თუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და რუს­თ­ვე­ლო­ლოგ­თათ­ვის, ზო­გა­დად, „ვეფხის­ტყა­ოს­ნით“ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის. გა­მო­ცე­მის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში პრობ­ლე­მა ის იყო, რომ „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ხელ­ნა­წე­რე­ბის კა­ტა­ლო­გი შევ­სე­ბას სა­ჭი­რო­ებ­და. ამ კუთხით, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ და­ზუს­ტ­და და ახა­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბიც გა­მოვ­ლინ­და. პა­რა­დოქ­სია, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში არ გვქონ­და სრუ­ლად პუბ­ლი­ცი­რე­ბუ­ლი „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ მი­ნი­ა­ტუ­რე­ბი, არ გვქონ­და არა­თუ ერ­თი­ა­ნი გა­მო­ცე­მა, მე­ტიც, ზო­გი­ერ­თი ხელ­ნა­წე­რის მი­ნი­ა­ტუ­რა სა­ერ­თოდ არ და­ბეჭ­დი­ლა, მით უფ­რო კარ­გი პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი ხა­რის­ხით. ამი­ტო­მაც გა­დაწყ­და ასე­თი გა­მო­ცე­მის მომ­ზა­დე­ბა. დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, რომ არა მა­თი მხარ­და­ჭე­რა რო­გორც მო­რა­ლუ­რი, ისე ფი­ნან­სუ­რი, მარ­ტო ჩვე­ნი ძა­ლე­ბით კა­ტა­ლო­გის გა­მო­ცე­მას ვერ შევ­ძ­ლებ­დით. დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო თა­მარ სა­ნი­კი­ძეს. მოხ­და ისე, რომ პირ­ვე­ლად გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რი ამ სა­ე­ტა­პო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გა­მო­ცე­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გვეწ­ვია ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში და იმე­დი გვაქვს, რომ მო­მა­ვალ­ში ჩვე­ნი ხში­რი სტუ­მა­რი იქ­ნე­ბა.
გა­მო­ცე­მა­ში შე­სუ­ლია ყვე­ლა მი­ნი­ა­ტუ­რა — სი­უ­ჟე­ტუ­რი სცე­ნე­ბი, გა­ნურ­ჩევ­ლად ხა­რის­ხი­სა. აქ­ვე მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ყვე­ლა გა­მომ­ცე­მე­ლი, ძი­რი­თა­დად, ცდი­ლობ­და ილუს­ტ­რი­რე­ბა მი­ხაი ზი­ჩის ან სერ­გო ქო­ბუ­ლა­ძის მი­ნი­ა­ტუ­რე­ბის მი­ხედ­ვით მო­ეხ­დი­ნა. ვინც ძვე­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბის მი­ნი­ა­ტუ­რე­ბით აფორ­მებ­და, ისი­ნიც სა­უ­კე­თე­სო­ებს ირ­ჩევ­დ­ნენ და, ამ ფონ­ზე, ჩრდილ­ში რჩე­ბო­და, ერ­თი შე­ხედ­ვით, ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რი მი­ნი­ა­ტუ­რე­ბი, თუმ­ცა, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ის­ტო­რი­ი­სათ­ვის. ამ გა­მო­ცე­მა­ში კი, რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, ყვე­ლა მი­ნი­ა­ტუ­რა შე­ვი­და, გა­ნურ­ჩევ­ლად ხა­რის­ხი­სა და პე­რი­ო­დი­სა, ასე­ვე, დე­კო­რა­ტი­უ­ლად გა­ფორ­მე­ბუ­ლი სა­ნი­მუ­შო გვერ­დე­ბი, ყდე­ბის ნი­მუ­შე­ბი და, რაც მთა­ვა­რია, წარ­მოდ­გე­ნი­ლია სრუ­ლი კა­ტა­ლო­გი. გა­მო­ცე­მა ორე­ნო­ვა­ნია — ქარ­თულ-ინ­გ­ლი­სუ­რი, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის.
წიგ­ნი შე­ი­ცავს ხელ­ნა­წერ­თა არა მხო­ლოდ სა­კა­ტა­ლო­გე ინ­ფორ­მა­ცი­ას, არა­მედ კა­ლიგ­რა­ფი­ულ ნი­მუშს თი­თო­ე­უ­ლი ხელ­ნა­წე­რი­დან. იყო შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა ძა­ლი­ან გაგ­ვირ­თულ­და ამ პა­ტა­რა კად­რე­ბის მო­პო­ვე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, საზღ­ვარ­გა­რე­თი­დან, მაგ­რამ ჩვენ გვქონ­და პრინ­ცი­პი, რომ არ დაგ­ვეჩ­ქა­რე­ბი­ნა საქ­მე, ვიდ­რე ყვე­ლა კადრს სრუ­ლად არ მო­ვი­პო­ვებ­დით. „ვეფხის­ტა­ყოს­ნის“ ხელ­ნა­წერ­თა, ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი, ცხა­დია, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­შია და­ცუ­ლი, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ხელ­ნა­წე­რე­ბი ინახება 18 სხვა­დას­ხ­ვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, უცხო­ე­თი­დან: ოქ­ს­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბოდ­ლეს ბიბ­ლი­ო­თე­კა; საფ­რან­გე­თის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა (პა­რი­ზი); ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ჰო­უგ­ტო­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კა; რუ­სე­თის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა (სანკტ-პე­ტერ­ბურ­გი); რუ­სე­თის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის აღ­მო­სავ­ლურ ხელ­ნა­წერ­თა ინ­ს­ტი­ტუ­ტი (სანკტ-პე­ტერ­ბურ­გი); ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო არ­ქი­ვი (მოს­კო­ვი); სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში: ბორ­ჯო­მის მხა­რეთ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უ­მი; გო­რის ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მუ­ზე­უ­მი; მარ­ტ­ვი­ლის რა­ი­ო­ნის მხა­რეთ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უ­მი; იოსებ გრი­შაშ­ვი­ლის სახლ-მუ­ზე­უ­მი (თბი­ლი­სი); ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მი (თბი­ლი­სი); ქუ­თა­ი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო ის­ტო­რი­უ­ლი მუ­ზე­უ­მი; ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა (თბი­ლი­სი); თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა; სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვი (თბი­ლი­სი); ონის მხა­რეთ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უ­მი.
ძა­ლი­ან დი­დი მად­ლო­ბა მინ­და ვუთხ­რა ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბას (უცხო­ე­თის რამ­დე­ნი­მე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გარ­და), რომლებმაც  კად­რე­ბი უსას­ყიდ­ლოდ დაგ­ვით­მეს გა­მო­ცე­მა­ში გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად. და­ახ­ლო­ე­ბით 170-მა ხელ­ნა­წერ­მა მო­აღ­წია ჩვე­ნამ­დე და ალ­ბომ-კა­ტა­ლოგ­ში ყვე­ლა­ზეა შე­სუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, გარ­და ამი­სა, წიგნს ბო­ლო­ში ახ­ლავს ბეჭ­დუ­რი გა­მო­ცე­მე­ბის კა­ტა­ლო­გი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და რე­ზო­ნან­სი ჰქონ­და, თა­ვის დრო­ზე, ამ სა­ი­უ­ბი­ლეო გა­მო­ცე­მას, სამ­წუ­ხა­როა, რომ დღეს მხო­ლოდ 20 ეგ­ზემ­პ­ლა­რია დარ­ჩე­ნი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა თუ უცხო­ეთ­ში, მათ შო­რის კერ­ძო კო­ლექ­ცი­ებ­ში.
გა­მო­ცე­მას აწე­რია, რომ ეძღ­ვ­ნე­ბა ვახ­ტანგ მე­ექ­ვ­სეს. ხში­რად ვსა­უბ­რობთ პირ­ველ ბეჭ­დურ გა­მო­ცე­მა­ზე და ხან­და­ხან მი­სი ინი­ცი­ა­ტო­რი გვა­ვიწ­დე­ბა ხოლ­მე. გვა­ვიწყ­დე­ბა ისიც, რომ ვახ­ტანგ მე­ექ­ვ­სე არ იყო მხო­ლოდ გა­მო­ცე­მის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, ის ტექ­ს­ტის რე­დაქ­ტო­რიც გახ­ლ­დათ და იმ დი­დი სა­მეც­ნი­ე­რო კო­მი­სი­ის შექ­მ­ნის ინი­ცი­ა­ტო­რი, რო­მელ­მაც თა­ვი მო­უ­ყა­რა და პირ­ვე­ლი სა­მეც­ნი­ე­რო შე­დე­გე­ბი წარ­მო­ად­გი­ნა „ვეფხის­ტყა­ო­სან­თან“ და­კავ­ში­რე­ბით.
პო­ე­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ სიტყ­ვის გაგ­რ­ძე­ლე­ბა არ ღირს, გეტყ­ვით მხო­ლოდ იმას, რომ ეს გა­მო­ცე­მა ძა­ლი­ან გა­მო­ად­გე­ბათ ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ებს, ფი­ლო­ლო­გებს, ის­ტო­რი­კო­სებს — კა­ტა­ლო­გი აერ­თი­ა­ნებს არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მა­სა­ლას „ვეფხის­ტყა­ოს­ნით“ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბის­თ­ვის, ამას­თა­ნა­ვე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კარ­გი სა­სა­ჩუქ­რე წიგ­ნია; გარ­და ამი­სა, ჩვე­ნი ცენ­ტ­რის კო­ლექ­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბის­თ­ვის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ცე­მაა და ჩვე­ნი პო­ტენ­ცი­ა­ლის ერ­თ­გ­ვა­რი პრე­ზენ­ტა­ციაა, სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია იმი­სა, რა­ო­დენ დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გა­მო­ცე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში და­ცუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა კო­ლექ­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს შო­რის აუცი­ლებ­ლად უნ­და ვახ­სე­ნო „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ფაქ­სი­მი­ლუ­რი გა­მო­ცე­მე­ბი. ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, დღემ­დე პო­ე­მის არც ერ­თი ხელ­ნა­წე­რის ფაქ­სი­მი­ლუ­რი გა­მო­ცე­მა არ გვაქვს, მე­ტიც, არც ერ­თი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რის ფაქ­სი­მი­ლუ­რი გა­მო­ცე­მა არ გაგ­ვაჩ­ნია. ამის პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა იყო ბეჭ­დუ­რი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რის გა­მო­ცე­მა. არა­და, გვაქვს „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ნუს­ხე­ბი , ე.წ. ბეგ­თა­ბე­გი­სე­უ­ლი ხელ­ნა­წე­რი, წე­რეთ­ლი­სე­უ­ლი „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ და ა.შ. ეს გა­მო­ცე­მე­ბიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­სა­ჩუქ­რე წიგ­ნე­ბი იქ­ნე­ბა და, რაც მთა­ვა­რია, წყა­რო — ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის მკვლე­ვარ­თათ­ვის.
დღეს არა მხო­ლოდ კა­ტა­ლო­გის პრე­ზენ­ტა­ციაა, ჩვენ­თან და­ცუ­ლი კო­ლექ­ცი­ი­დან გა­მო­ფე­ნი­ლია „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ თით­ქ­მის ყვე­ლა სა­უ­კე­თე­სო ხელ­ნა­წე­რი და, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, ჩვენს ღო­ნის­ძი­ე­ბას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტიც ერ­თ­ვის, ძი­რი­თა­დად, სკო­ლე­ბის­თ­ვის. მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხ­ვე­ვით და რად­გან ქალ­ბა­ტო­ნი თა­მარ სა­ნი­კი­ძე ჩვენ­თან იმ­ყო­ფე­ბა, ვთქვა, რომ ეს პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე­ზე. რო­ცა მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, ვე­რა­ნა­ი­რად ვა­კავ­ში­რებ­დი სას­წავ­ლო პროგ­რა­მას ხელ­ნა­წერ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბას­თან. მე­გო­ნა, რომ ის თა­ვის­თა­ვად არ­სე­ბობ­და და ვერც იმას ვა­ა­ნა­ლი­ზებ­დი, რომ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა ურ­თუ­ლეს პე­რი­ო­დებს სწო­რედ ამ ხელ­ნა­წე­რებ­მა გა­მო­ა­ტა­რა — ეს ბმა არ მქონ­და. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ცენ­ტ­რ­ში მო­სუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლოპ­რო­ექ­ტებ­ში, გა­ცი­ლე­ბით მე­ტი ენ­თუ­ზი­აზ­მი­თა და ინ­ტე­რე­სით სწავ­ლო­ბენ იმ თხზუ­ლე­ბებს, რო­მელ­თა ხელ­ნა­წე­რებ­საც აქ ნა­ხუ­ლო­ბენ. მინ­და კი­დევ ერ­თხელ ვუთხ­რა მად­ლო­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ამ დიდ პრო­ექ­ტ­ში თა­ნად­გო­მი­სათ­ვის; ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სა­გა­მომ­ცემ­ლო სამ­სა­ხურს — ყო­ვე­ლი გა­მო­ცე­მა ძა­ლი­ან ად­ვი­ლი გა­და­სათ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლია, არა­და მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რა დი­დი შრო­მა დევს მის მომ­ზა­დე­ბა­ში; ასე­ვე მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ტექ­ს­ტე­ბის ავ­ტო­რებს, სა­რე­დაქ­ციო და სა­გა­მომ­ცემ­ლო ჯგუ­ფის წევ­რებს — გა­მო­ცე­მის მომ­ზა­დე­ბა­ში ორი­ვე თა­ო­ბა იყო ჩარ­თუ­ლი; გა­მო­ფე­ნი­სა და გა­ნათ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენტს — სა­გა­მო­ფე­ნო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტის მომ­ზა­დე­ბი­სათ­ვის.
დას­კ­ვ­ნის სა­ხით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პია ზო­გა­დად ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბის გზა­ზე, მე­ტიც — ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე. დი­დი იმე­დი მაქვს, რომ ეს მოვ­ლე­ნა ჩვე­ნი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ახა­ლი ეტა­პის და­საწყი­სი იქ­ნე­ბა.“
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რი, თა­მარ სა­ნი­კი­ძე, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენტრს, მი­ნის­ტ­რო­ბის პე­რიოდ­ში, პირ­ვე­ლად წო­რედ ამ სა­ე­ტა­პო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გა­მო­ცე­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე ეწ­ვია და , ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენტრს მსგავ­სი ტი­პის პრო­ექ­ტე­ბის პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა აღუთ­ქ­ვა: „ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ცე­მაა, წიგ­ნი კარ­გა­დაა სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი, რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლი­სა­გან შედ­გე­ბა და „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ შე­სა­ხებ ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას იძ­ლე­ვა. წიგ­ნი ნე­ბის­მი­ე­რი მკითხ­ვე­ლის­თ­ვის იქ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო. ეს პრო­ექ­ტი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­და და მინ­და ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენტრს ეს წა­რ­მა­ტე­ბა მი­ვუ­ლო­ცო. რა­ო­დენ დი­დი არ უნ­და იყოს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა, რომ არა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მონ­დო­მე­ბა და სურ­ვი­ლი კარ­გი საქ­მის კე­თე­ბი­სა, ვინც ეს პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, ასე­თი გა­მო­ცე­მის მომ­ზა­დე­ბა­ზე ლა­პა­რა­კიც კი ზედ­მე­ტი იქ­ნე-ბოდა — მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით ასე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი არ კეთ­დე­ბა. წიგ­ნი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, ისე­თი ენი­თაა და­წე­რი­ლი, რომ „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ მარ­თ­ლა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი და ად­ვი­ლად შე­საც­ნო­ბი გახ­დე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ა­ნის­თ­ვის. და კი­დევ, ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა ბუ­ბას სიტყ­ვებ­მა — ამ პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­სურ­ვე­ლია არა მხო­ლოდ კულ­ტუ­რუ­ლი, არა­მედ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მიზ­ნე­ბი­სათ­ვის. ასეთ პრო­ექ­ტებს ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, უპი­რო­ბოდ მი­ვე­სალ­მე­ბით და ყო­ველ­თ­ვის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ვიქ­ნე­ბით. ამი­ტო­მაც, ჩვენს სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ში შეგ­ვიძ­ლია ვი­მუ­შა­ოთ ამ სინ­თეზ­ზე და ვნა­ხოთ, რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნოთ ჩვე­ნი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში. კი­დევ ერ­თხელ მო­გი­ლო­ცავთ ამ წარ­მა­ტე­ბას და ვუ­ერ­თ­დე­ბი ცენ­ტ­რის მხრი­დან გა­მოთ­ქ­მულ სურ­ვილს ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის და­საწყი­სის შე­სა­ხებ. ასეთ სა­სი­კე­თო საქ­მე­ებ­ში, რა თქმა უნ­და, მუ­დამ თქვე­ნი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი ვიქ­ნე­ბით“.
ქალ­ბა­ტონ­მა მზე­ქა­ლა შა­ნი­ძემ, ცენ­ტ­რის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ შემ­დ­გო­მი კვლე­ვის სა­უ­კე­თე­სო მცდე­ლო­ბად შე­ა­ფა­სა და ამ პრო­ცე­სის მე­ტი ინ­ტენ­სი­ვო­ბით გაგ­რ­ძე­ლე­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქ­ვა. „აქ მყოფთ არ სჭირ­დე­ბა „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის მტკი­ცე­ბა, მაგ­რამ მინ­და ვთქვა, რომ ბო­ლო ხა­ნე­ბამ­დე ჩვენ „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ შეს­წავ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა გვაქვს. იმე­დია, დღე­ვან­დე­ლი დღე ხელს შე­უწყობს მის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბას და შემ­დ­გომ კვლე­ვას. ამ რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნათ, რო­ცა ერთ-ერ­თი აბი­ტუ­რი­ენ­ტის ნა­წერს ვას­წო­რებ­დი, შემ­ხ­ვ­და ასე­თი რამ: „გა­მოც­დე­ბის­თ­ვის წა­ვი­კითხე „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ , იმე­დია უკა­ნას­კ­ნე­ლად“. დი­ახ, ეს ნამ­დ­ვი­ლად იყო. მინ­და ვი­სარ­გებ­ლო მი­ნის­ტ­რის აქ ყოფ­ნით და ვთქვა: „ვეფხის­ტყა­ო­სანს“ სჭირ­დე­ბა შემ­დ­გო­მი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია ჩვენს სკო­ლებ­ში, იმი­ტომ, რომ ის არ არის მარ­ტო ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ძეგ­ლი, „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ არის ის მიჯ­ნა, სა­დაც დამ­თავ­რ­და ძვე­ლი ქარ­თუ­ლი და და­იწყო ახა­ლი ქარ­თუ­ლი, ის ქარ­თუ­ლი ენის ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ძეგ­ლია. ამ თვალ­საზ­რი­სით, პო­ე­მა სა­ჭი­რო­ებს კომ­პ­ლექ­სურ შეს­წავ­ლას, ისე რო­გორც სწავ­ლობ­დ­ნენ მას კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძე, აკა­კი შა­ნი­ძე — ის­ტო­რი­ის, ეთ­ნოგ­რა­ფი­ის, ხელ­ნა­წერ­თამ­ცოდ­ნე­ო­ბის, ტექ­ს­ტო­ლო­გი­ის მთლი­ა­ნი არ­სე­ნა­ლის მოშ­ვე­ლი­ე­ბით. „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“, ისე რო­გორც ქარ­თუ­ლი ენა, ბო­ლომ­დე შეს­წავ­ლი­ლი ვე­რას­დ­როს ვერ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ჩვენ ყვე­ლამ ჩვე­ნი წვლი­ლი უნ­და შე­ვი­ტა­ნოთ იმა­ში, რომ რა­ღაც შევ­მა­ტოთ მას. ბო­ლო წლე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა თუ ქარ­თუ­ლი ენის შე­სას­წავ­ლად არც თუ ხელ­საყ­რე­ლი იყო. ის სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლას ახ­სენ­დე­ბა, რო­დე­საც „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ შეს­წავ­ლა­ზე ვსა­უბ­რობთ — ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი­დან დაწყე­ბუ­ლი, ბევ­რი ჩუ­მი და შე­იძ­ლე­ბა არც თუ სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი მეც­ნი­ე­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი — დღეს ძა­ლი­ან შეთხე­ლე­ბუ­ლია. ეს მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა. ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ შემ­დ­გომ შეს­წავ­ლას, მი­სა­სალ­მე­ბე­ლი და ქარ­თუ­ლი ენის, ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის შეს­წავ­ლი­სათ­ვის ხე­ლის­შემ­წყო­ბია. დი­დი მად­ლო­ბა ბუ­ბა კუ­და­ვას და ყვე­ლას, ვინც ამ მძი­მე საქ­მის შეს­რუ­ლე­ბა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. იმე­დი მაქვს, მო­მა­ვალ­ში კვლე­ვა უფ­რო მე­ტი ინ­ტენ­სი­უ­რო­ბით გაგ­რ­ძ­ლ­დე­ბა.“
გა­მო­ცე­მის უნი­კა­ლუ­რო­ბა­სა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ში მარ­თ­ლაც დარ­წ­მუნ­დე­ბით, რო­ცა თვალს გა­და­ავ­ლებთ, უხ­ვად აღ­მო­ვა­ჩენთ ჩვენ­თ­ვის უც­ნობ ილუს­ტ­რა­ცი­ებ­სა თუ ხელ­ნა­წე­რებს ავ­ს­ტ­რი­ა­ში და­ბეჭ­დილ სა­უ­კე­თე­სო პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი ხა­რის­ხის კა­ტა­ლოგ­ში, რო­მელ­მაც „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ მდი­და­რი ხელ­ნა­წე­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა გა­ა­ერ­თი­ა­ნა. გა­მო­ცე­მა პირ­ვე­ლი ნა­ბეჭ­დი „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ 300 წლის იუბი­ლეს მი­ეძღ­ვ­ნა და კი­დევ ერ­თხელ წარ­მო­ა­ჩი­ნა „ოქ­როს ხა­ნად“ წო­დე­ბუ­ლი თა­მარ მე­ფის ეპო­ქა­ში და­სავ­ლე­თი­სა და აღ­მო­სავ­ლე­თის კულ­ტუ­რუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის შერ­წყ­მის შე­დე­გი.

25-28(942)N