გამოდის 1998 წლიდან
2013-12-12
ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ უნ­და გა­ვი­აზ­როთ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის, სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და მოყ­ვა­სის წი­ნა­შე

ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ უნ­და გა­ვი­აზ­როთ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა
სა­კუ­თა­რი თა­ვის, სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და მოყ­ვა­სის წი­ნა­შე

რუბ­რი­კის სტუ­მა­რია გი­ვი ლო­მი­ძე

მა­კა ყი­ფი­ა­ნი

— გა­მარ­ჯო­ბა გი­ვი, პირ­ველ რიგ­ში, გაგ­ვა­ცა­ნი შე­ნი ბი­ოგ­რა­ფია...
— უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მინ­და დი­დი მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ ჩემ­და­მი ინ­ტე­რე­სი­სათ­ვის, თქვენს გა­ზეთ­ში რუბ­რი­კის სტუმ­რად რომ მო­მიწ­ვი­ეთ. ჩე­მი მოკ­ლე ბი­ოგ­რა­ფია ასე­თია: 2000 წელს და­ვამ­თავ­რე ხა­რა­გა­უ­ლის ¹3 სა­ჯა­რო სკო­ლა. ვი­სარ­გებ­ლებ შემ­თხ­ვე­ვით და თქვე­ნი გა­ზე­თის სა­შუ­ა­ლე­ბით, კი­დევ ერ­თხელ, უდი­დეს მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი ჩე­მი სკო­ლის საყ­ვა­რელ მას­წავ­ლებ­ლებს.
ჯერ კი­დევ მე­ექ­ვ­სე კლას­ში ვი­ყა­ვი, რო­ცა მო­ვი­ნათ­ლე. სწო­რედ ამ პე­რი­ო­დი­დან გა­მიჩ­ნ­და სურ­ვი­ლი, სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სწავ­ლა თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში გა­მეგ­რ­ძე­ლე­ბია, ასეც მოხ­და. სე­მი­ნა­რი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, 2004 წელს, სწავ­ლა თბი­ლისი­ს სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ა­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლე, რო­მე­ლიც 2005 წელს, პი­რა­დი თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, ორი მი­ზე­ზის გა­მო დავ­ტო­ვე. პირ­ვე­ლი გახ­ლ­დათ ის, რომ სწავ­ლის დო­ნე და პრო­ფე­სო­რე­ბი აღ­მოჩ­ნ­და იგი­ვე, რაც სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში. დრო უფ­რო ძვირ­ფა­სი იყო ჩემ­თ­ვის, ვიდ­რე კი­დევ 5 წე­ლი აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლა. მე­ო­რე მი­ზე­ზი (რო­მე­ლიც პირ­ველ­თან არ­სე­ბით კავ­შირ­შია) გახ­ლ­დათ ის, რომ მე და ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა აკა­დე­მი­ა­ში დავ­ს­ვით რამ­დე­ნი­მე სა­კითხი, კერ­ძოდ, სწავ­ლის უფ­რო მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, კვა­ლი­ფი­ცი­ური პრო­ფე­სო­რე­ბის მოწ­ვე­ვის და მთლი­ა­ნო­ბა­ში, სა­მეც­ნი­ე­რო დო­ნის ამაღ­ლე­ბის შე­სა­ხებ. აგ­რეთ­ვე შევ­ქ­მე­ნით სტუ­დენ­ტუ­რი წრე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს სწავ­ლობ­და და მას­ზე ღი­ად და გამ­ბე­და­ვად სა­უბ­რობ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი კითხ­ვე­ბიც და სურ­ვი­ლე­ბიც (იმი­სათ­ვის, რომ სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში და ასე­ვე მთლი­ა­ნად ჩვენს ეკ­ლე­სი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბი გვე­ძებ­ნა, რა­თა უკე­თე­სი აწ­მ­ყო შექ­მ­ნი­ლი­ყო, რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში ასე­ვე ჩვენს ეკ­ლე­სი­ა­ში) მხო­ლოდ სურ­ვი­ლე­ბად დარ­ჩა, რის გა­მოც მე და ჩე­მი მე­გობ­რე­ბი იძუ­ლე­ბულ­ნი გავ­ხ­დით, პი­რა­დი თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, სას­წავ­ლე­ბე­ლი დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა.
— სას­წავ­ლებ­ლის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, თე­ო­ლო­გი­ის შე­სას­წავ­ლად, გერ­მა­ნი­ა­ში გა­ემ­გ­ზავ­რე. მი­ამ­ბე აიხ­შ­ტე­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სა­ხებ
— დი­ახ, 2008 წელს თე­ო­ლო­გი­ის შეს­წავ­ლა გერ­მა­ნი­ა­ში, ბა­ვა­რი­ა­ში, ქა­ლაქ აიხ­შ­ტეტ­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლე. აქ სწავ­ლის პრო­ცე­სი შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: პირ­ველ რიგ­ში, უცხო­ელ­მა სტუ­დენ­ტ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უნ­და გა­ი­ა­როს გერ­მა­ნუ­ლი ენის ერ­თ­წ­ლი­ა­ნი კურ­სი. ენის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას აქვს უფ­ლე­ბა (იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ ღვთის­მეტყ­ვე­ლე­ბის ცოდ­ნის რა დო­ნეს ფლობს, რო­მელ­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ა­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით აჯა­მებს და საზღ­ვ­რავს) სწავ­ლა თე­ო­ლო­გი­ის მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში ან დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში გა­ნაგ­რ­ძოს. მე სა­დოქ­ტო­რო­ზე გა­ვაგ­რ­ძე­ლე, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე თვე­ში და­ვას­რუ­ლებ.
— რო­გორ ფიქ­რობ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და საზღ­ვარ­გა­რეთ რამ­დე­ნად მოთხოვ­ნა­დი პრო­ფე­სიაა თე­ო­ლო­გია. რო­გო­რია თე­ო­ლო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და ევ­რო­პა­ში? ზო­გა­დად, რო­გორ შე­ა­ფა­სებ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბულ სა­სუ­ლი­ე­რო გა­ნათ­ლე­ბის ხა­რისხს, ევ­რო­პა­ში არ­სე­ბულ­თან?
— თე­ო­ლო­გი­ის შე­მეც­ნე­ბა, მი­სი აკა­დე­მი­ურ დო­ნე­ზე შეს­წავ­ლა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია არა მარ­ტო თვით ეკ­ლე­სი­ის­თ­ვის, არა­მედ მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჰუ­მა­ნი­ზა­ცი­ი­სა და მი­სი გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც კი, ამ მხრივ, ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ელე­მე­ნტია. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ევ­რო­პის, კერ­ძოდ, გერ­მა­ნი­ის ასე­თი ტი­პის სა­ხელ­მ­წი­ფოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის სა­ფუძ­ვ­ლე­ბის ძებ­ნი­სას, ალ­ბათ, პირ­ვე­ლი ყვე­ლას მარ­ტინ ლუ­თე­რი გვახ­სენ­დე­ბა, რომ­ლის ბიბ­ლი­ურ­მა, აკა­დე­მი­ურ­მა თე­ო­ლო­გი­ურ­მა აზ­როვ­ნე­ბამ მის­ცა ბიძ­გი გერ­მა­ნი­ის მრა­ვალ­მ­ხ­რივ გან­ვი­თა­რე­ბას. სა­ქარ­თ­ვე­ლოს შემ­თხ­ვე­ვა­ში, დღეს სწო­რი საღ­ვ­თის­მეტყ­ვე­ლო აკა­დე­მი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმი­სათ­ვის, რომ ეკ­ლე­სი­ამ ისევ იპო­ვოს და და­იბ­რუ­ნოს სა­კუ­თა­რი თა­ვი წმინ­და წე­რილ­ში, იესოს სიტყ­ვა­სა თუ წმინ­და მა­მე­ბის აზ­როვ­ნე­ბა­ში; იპო­ვოს თა­ვი მე­ო­რე ადა­მი­ან­ში — მოყ­ვას­სა თუ მტერ­ში; ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი არის ღმერ­თის უდი­დე­სი, სა­ბო­ლოო ქმნი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ღმერთს, გა­ნურ­ჩევ­ლად მი­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რი თუ ნა­ცი­ო­ნა­ლურ-რე­ლი­გი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი­სა, ისე უყ­ვარს, რომ მის­თ­ვის ადა­მი­ა­ნი გახ­და, რა­თა ის გა­ნეღ­მ­რ­თო და პირ­ველ­სა­ვე დი­დე­ბა­ში — სა­სუ­ფე­ველ­ში აეყ­ვა­ნა.
რაც შე­ე­ხე­ბა თე­ო­ლო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის დო­ნეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ამ მხრივ, არც ისე სა­ხარ­ბი­ე­ლოდ გვაქვს საქ­მე. დღემ­დე არ­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი საღ­ვ­თის­მეტყ­ვე­ლო სას­წავ­ლებ­ლე­ბი და­ბა­ლი აკა­დე­მი­უ­რი დო­ნით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ეს, დიდ­წი­ლად, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო სპო­ლი­ტი­კით და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გე­მოვ­ნე­ბის ხა­რის­ხით. სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო არ­სე­ბი­თად ხელს უშ­ლის აკა­დე­მი­უ­რი საღ­ვ­თის­მეტყ­ვე­ლო გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ხსე­ნე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლო არ დგას. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებ­ში, მთლი­ა­ნად მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ებს, მეც­ნი­ე­რე­ბი­სად­მი ერ­თ­გ­ვა­რი ში­ში და ინერ­ტუ­ლო­ბა ახა­სი­ა­თებთ. და­სავ­ლეთ­ში, კერ­ძოდ გერ­მა­ნი­ა­ში, თე­ო­ლო­გი­ას, რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბას, ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ად­გი­ლი უჭი­რავს. ამ მხრივ, არ­სე­ბობს მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი სა­მეც­ნი­ე­რო ტრა­დი­ცია, გა­მოც­დი­ლე­ბა, ცოდ­ნის გა­და­ცე­მის უწყ­ვე­ტი ჯაჭ­ვი, რაც დღეს ლო­გი­კუ­რად ქმნის იმ ოპ­ტი­მა­ლურ სივ­რ­ცეს, სა­დაც თე­ო­ლო­გი­ის, რო­გორც ერთ-ერ­თი მდი­და­რი მეც­ნი­ე­რუ­ლი დის­ციპ­ლი­ნის, მრა­ვალ­მ­ხ­რივ შეს­წავ­ლა ყვე­ლას შე­უძ­ლია.
რო­გორ ფიქ­რობ, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რე­ლი­გი­ის სწავ­ლე­ბა სკო­ლა­ში, რა დო­ზით, ფორ­მით ან მი­მარ­თუ­ლე­ბით უნ­და შევ­თა­ვა­ზოთ მოს­წავ­ლე­ებს რე­ლი­გი­უ­რი აღ­ზ­რ­და... ვინ უნ­და ას­წავ­ლოს რე­ლი­გია სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში? და­მე­თან­ხ­მე­ბი ალ­ბათ, რომ ხში­რად რე­ლი­გი­ას ას­წავ­ლი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვად არ არი­ან რე­ლი­გი­უ­რე­ბი, რამ­დე­ნად გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა?
— სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბობს ასე­თი ტენ­დენ­ცია — რო­ცა რე­ლი­გია ის­წავ­ლე­ბა არა ის­ტო­რი­ულ ჭრილ­ში, (მა­გა­ლი­თად, რო­დის წარ­მო­იშ­ვ­ნენ რე­ლი­გი­ე­ბი, ვინ არი­ან მა­თი ავ­ტო­რე­ბი, რა სწავ­ლე­ბას მო­ი­ცა­ვენ ისი­ნი) არა­მედ, უმე­ტეს­წი­ლად, სკო­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბის, პირ­და­პი­რი გა­გე­ბით, ქა­და­გე­ბა, მცდე­ლო­ბა იმი­სა, რომ არა­მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი მოს­წავ­ლე გა­ხა­დონ მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი, რაც უდი­დე­სი შეც­დო­მა და იმ­თა­ვით­ვე სხვა რე­ლი­გი­ე­ბი­სა და მა­თი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ შუღლს და და­პი­რის­პი­რე­ბას ბა­დებს. მსგავ­სი ეტა­პის გავ­ლის შემ­დეგ, უკ­ვე ახალ­გაზ­რ­დე­ბი უნი­ვერ­სი­ტეტ­სა თუ მის შემ­დ­გომ, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ო­ბა­ში გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან შე­უწყ­ნა­რებ­ლო­ბით „სხვის“, ანუ უკ­ვე მა­თი გა­გე­ბით „უცხო­სად­მი“, კერ­ძოდ, არა ქარ­თ­ვე­ლის და არა მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი­სად­მი. ბუ­ნებ­რი­ვია, რო­დე­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში წამ­ყ­ვან საღ­ვ­თის­მეტყ­ვე­ლო სას­წავ­ლებ­ლებ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, არ არ­სე­ბობს აკა­დე­მი­უ­რი თუ სწო­რი მეც­ნი­ე­რუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, ჩნდე­ბა კითხ­ვა: რო­გორ უნ­და მოხ­დეს რე­ლი­გი­ის პე­და­გო­გე­ბის სწო­რად მომ­ზა­დე­ბა ან გა­დამ­ზა­დე­ბა? ჩე­მი აზ­რით, სკო­ლა­ში უნ­და ის­წავ­ლე­ბო­დეს რე­ლი­გი­ე­ბის ის­ტო­რია და არა მარ­ტო მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბა. ამი­სათ­ვის კე­თი­ლი ნე­ბა კი უპირ­ვე­ლე­სად სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში უნ­და და­ი­ბა­დოს, რა­თა ეკ­ლე­სი­ა­ში გა­ნათ­ლე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტი გახ­დეს, სა­ა­მი­სოდ კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი უნ­და შე­ირ­ჩ­ნენ. საღ­ვ­თის­მეტყ­ვე­ლო სას­წავ­ლებ­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი უნ­და იყოს ნას­წავ­ლი, კომ­პე­ტენ­ტუ­რი, აკა­დე­მი­უ­რი ცოდ­ნის მქო­ნე პი­როვ­ნე­ბა. ამის შემ­დეგ გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი არა მარ­ტო სკო­ლებ­ში, არა­მედ მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა სპექ­ტ­რ­ში (სა­დაც რე­ლი­გი­ას რა­ი­მე სა­ხის შე­ხე­ბა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს) რე­ლი­გი­ის და რე­ლი­გი­უ­რო­ბის ნორ­მა­ლუ­რი სა­ხით ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა.
— ისევ აიხ­შ­ტე­ტის უნი­ვერ­სი­ტეტს და­ვუბ­რუნ­დეთ. რო­გორ ხდე­ბა სტი­პენ­დი­ე­ბის და გრან­ტე­ბის გა­მო­ყო­ფა უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის (ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში სტი­პენ­დი­ე­ბი გა­მო­ი­ყო­ფა სა­კონ­კურ­სო საწყი­სებ­ზე ნი­ჭი­ე­რი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის უშუ­ა­ლოდ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­ერ, შენ შემ­თხ­ვე­ვა­ში რო­გორ არის). რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი?
— დი­ახ, და­ფი­ნან­სე­ბის მრა­ვა­ლი ფორ­მა  არ­სე­ბობს. ჩემ შემ­თხ­ვე­ვა­ში ისე მოხ­და, რომ  კერ­ძო პი­რებ­მა გა­მიკ­ვ­ლი­ეს გზა და­სავ­ლე­თის­კენ, რო­მელ­თაც გერ­მა­ნი­ა­სა და ზო­გა­დად, ევ­რო­პა­ში თე­ო­ლო­გია ჰქონ­დათ ნას­წავ­ლი. მათ მო­ძებ­ნეს გერ­მა­ნი­ა­ში ფონ­დე­ბი, რო­მელ­თაც ჩემ­თ­ვის სტი­პენ­დია გა­მოყ­ვეს. თუ მა­გა­ლი­თად შენს სამ­შობ­ლო­ში თე­ო­ლო­გია გაქვს ნას­წავ­ლი, ფლობ თე­ო­ლო­გი­ის დიპ­ლომს და ქარ­თ­ვე­ლი ეპის­კო­პო­სი გა­გი­წევს წე­რი­ლო­ბით რე­კო­მენ­და­ცი­ას, ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია გერ­მა­ნი­ა­ში სტი­პენ­დი­ის მო­ძი­ე­ბა. მე სწო­რედ ამ გზით მო­ვე­დი დღემ­დე. აქ­ვე მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო და ისევ გა­ვი­მე­ო­რო ის სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ისთვის პრი­ო­რი­ტეტი არ არის გა­ნათ­ლე­ბა, ახალ­გაზ­რ­დებ­ზე მუ­შა­ო­ბა. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი, ეკ­ლე­სი­ის მო­მა­ვალს, მი­სი ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბა წარ­მო­ად­გენს. რამ­დე­ნა­დაც დიდ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ჩავ­დებთ ახალ­გაზ­რ­დებ­ში, იმ­დე­ნად ძლი­ე­რი ეკ­ლე­სია და ძლი­ე­რი არა მარ­ტო სამ­ღ­ვ­დე­ლო­ე­ბა გვე­ყო­ლე­ბა, არა­მედ კომ­პე­ტენ­ტუ­რი რე­ლი­გი­ათ­მ­ცოდ­ნე­ნიც სკო­ლებ­ში.
— გი­ვი, შენ სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის და­ტო­ვე­ბის ერთ-ერთ მი­ზე­ზად სწავ­ლის და სწავ­ლე­ბის და­ბალ ხა­რის­ხ­ზე და არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე სა­უბ­რობ. რა შე­გიძ­ლია მი­ამ­ბო აიხ­შ­ტე­ტის სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სა და ლექ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. ასეთ სას­წავ­ლებ­ლებ­ში ლექ­ცი­ე­ბის წა­სა­კითხად კვა­ლი­ფი­ცი­ურ ადა­მი­ა­ნებს იწ­ვე­ვენ, ვინ არი­ან ისი­ნი, რამ­დე­ნად გაკ­მა­ყო­ფი­ლებს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის დო­ნე, აქ­ვე მინ­და ისა­უბ­რო სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე.
— აიხ­შ­ტე­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი დო­ნი­თა და კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. აქ შე­უძ­ლე­ბე­ლია პი­რა­დი ნაც­ნო­ბო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გახ­დე თე­ო­ლო­გი­ის პრო­ფე­სო­რი, რა­საც ვერ ვიტყ­ვი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე, სა­დაც საღ­ვ­თის­მეტყ­ვე­ლო სას­წავ­ლე­ბელ­ში ლექ­ტო­რად ან მის დე­კა­ნად და­ნიშ­ვ­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში ერ­თა­დერ­თი წი­ნა­პი­რო­ბა — ნდო­ბა და ნაც­ნო­ბო­ბაა. სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თუ­ლი საღ­ვ­თის­მეტყ­ვე­ლო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი ძა­ლი­ან მწი­რია. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის მხრი­დან არ მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, თუნ­დაც ხელ­ნა­წერ­თა ინ­ს­ტი­ტუტ­თან, რო­მე­ლიც უდი­დე­სი საღ­ვ­თის­მეტყ­ვე­ლო ცოდ­ნის კე­რაა, სა­დაც ინა­ხე­ბა უამ­რა­ვი ქარ­თუ­ლი საღ­ვ­თის­მეტყ­ვე­ლო ხელ­ნა­წე­რი, ძვე­ლი ქარ­თუ­ლი თარ­გ­მა­ნე­ბი სი­რი­უ­ლი­დან, სომ­ხუ­რი­დან, ბერ­ძ­ნუ­ლი­დან, ყვე­ლა­ზე გვი­ან, მეშ­ვი­დე სა­უ­კუ­ნი­დან დაწყე­ბუ­ლი. მსგავს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, რომ ასე­თი დი­დი სა­უნ­ჯე გქონ­დეს და მას არ ეხე­ბო­დე, ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვებს გერ­მა­ნი­ის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო და სა­ეკ­ლე­სიო ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა. სწო­რედ ასეთ­მა უინ­ტე­რე­სო­ბამ, ჩვე­ნი სა­კუ­თა­რი წარ­სუ­ლის გაკ­ვე­თი­ლე­ბის გაუ­თ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბამ, მათ­მა არას­წორ­მა რეფ­ლექ­სი­ამ და მხო­ლოდ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სას­მი­სე­ბით წი­ნაპ­რე­ბის სადღეგ­რ­ძე­ლო­ე­ბის მირ­თ­მე­ვამ მიგ­ვიყ­ვა­ნა იმ სტა­დი­ამ­დე, რო­მელ­შიც ერიც და ბე­რიც ვიმ­ყო­ფე­ბით.
— სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში, სას­წავ­ლებ­ლი­დან, ალ­ბათ, სხვა ქვე­ყა­ნა­შიც მო­გი­წია წას­ვ­ლა, რამ მო­ახ­დი­ნა მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ყვე­ლა­ზე დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა?
— გერ­მა­ნი­ა­ში უკ­ვე 5 წე­ლია ვცხოვ­რობ. ამ პე­რი­ოდ­ში, რა თქმა უნ­და, მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა სხვა ქვეყ­ნებ­შიც მე­მოგ­ზა­უ­რა. ვნა­ხე რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა. გა­ვე­ცა­ნი მათ კულ­ტუ­რას, ხალხს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მოწყო­ბის ფორ­მებს, იდე­ებს და ინ­ტე­რე­სებს. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით სხვა ქვეყ­ნე­ბის­გან ყვე­ლა­ზე დი­დი გან­ც­და, რო­მე­ლიც დღემ­დე არ მშორ­დე­ბა, იყო ის­რა­ელ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა. ეს იყო ყვე­ლა­ზე დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბა, მე­ნა­ხა ად­გი­ლე­ბი, სა­დაც მაცხო­ვა­რი და­ი­ბა­და, წმინ­და სა­ბა გან­წ­მენ­დი­ლის ლავ­რა პა­ლეს­ტი­ნა­ში, ქარ­თუ­ლი ჯვრის მო­ნას­ტე­რი იერუ­სა­ლიმ­ში, სა­დაც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი უდი­დეს რე­ლი­გი­ურ სა­მეცნი­ე­რო მუ­შა­ო­ბას ეწე­ოდ­ნენ. მა­თი იქ მოღ­ვა­წე­ო­ბა არის ნი­შა­ნი იმი­სა, რომ ქარ­თუ­ლი მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ოდით­გან­ვე სი­რი­ულ-პა­ლეს­ტი­ნურ წი­ა­ღი­დან იღებს სა­თა­ვეს.
— მი­ამ­ბე, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ გერ­მა­ნე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რა არის მათ­თ­ვის ყვე­ლა­ზე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, სად და რო­გორ ატა­რებ თვი­სუ­ფალ დროს?
— სტი­პენ­დია იმ­დე­ნი მაქვს, რომ შე­მიძ­ლია ვი­არ­სე­ბო. წე­ლი­წად­ში ერ­თხელ, ან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­დე, ან სად­მე, სტუ­დენ­ტურ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ ზაფხუ­ლის არ­და­დე­გებ­ზე მაქვს. თუმ­ცა, ყო­ველ­თ­ვის ვერ ვსარ­გებ­ლობ ამ უფ­ლე­ბით, რად­გან დი­სერ­ტა­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა უდი­დეს დროს და ენერ­გი­ას მო­ითხოვს. დრო კი­დევ მკაც­რი და და­უნ­დო­ბე­ლია. ყვე­ლა­ზე მთა­ვარს, რა­საც გერ­მა­ნელ ახალ­გაზ­რ­დებ­ში ვამ­ჩ­ნევ, არის ის, რომ ძა­ლი­ან მო­ტი­ვი­რე­ბულ­ნი არი­ან. გათ­ვ­ლილ დროს ძა­ლი­ან სწო­რად იყე­ნე­ბენ. ცდი­ლო­ბენ, დღის მოკ­ლე დრო­ში მაქ­სი­მუ­მი შეძ­ლონ. ერ­თი დღეც კი არ არ­სე­ბობს მათ­თ­ვის მომ­დევ­ნო დღე­ებ­თან ან თვე­ებ­თან კავ­ში­რის გა­რე­შე. ისი­ნი, დრო­ის ათ­ვი­სე­ბის კუთხით, ძა­ლი­ან ფხი­ზელ­ნი არი­ან. გერ­მა­ნე­ლე­ბი ძა­ლი­ან დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, ცოდ­ნა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ჰუ­მა­ნუ­რი და ყუ­რადღე­ბი­ა­ნი ხალ­ხია. ახალ­გაზ­რ­დე­ბის დი­დი ნა­წი­ლი უფ­რო ეკო­ნო­მი­კას და მე­დი­ცი­ნას ეუფ­ლე­ბა. თა­ვი­სუ­ფალ დროს, ჩემს ქარ­თ­ველ და უცხო­ელ მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვა­ტა­რებ. სა­ინ­ტე­რე­სოა მა­თი აზ­რის მოს­მე­ნა, მა­თი კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ ცოცხა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა. მიყ­ვარს მათ­თან ერ­თად ლუ­დის მირ­თ­მე­ვა.
— რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში ითა­მა­შებს თუ არა გა­დამ­წყ­ვეტ როლს და რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია უცხო­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის?
— თუ რუ­სეთ­ში ვის­წავ­ლი­დი, მა­შინ უკე­თე­სი პერ­ს­პექ­ტი­ვა გაჩ­ნ­დე­ბო­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით. მაგ­რამ, მათ­და სამ­წუ­ხა­როდ, მე კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის, წმინ­და ამ­ბ­რო­სი ხე­ლა­ი­ას სურ­ვი­ლი და ხედ­ვა შე­ვას­რუ­ლე. თქვენ იცით, რომ რო­დე­საც სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქი წმინ­და ამ­ბ­რო­სი ხე­ლაია, 1921 წელს, გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩოს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტის და დღეს უკ­ვე წმინ­და მღვდელ­მო­წა­მე გრი­გორ ფე­რა­ძის გერ­მა­ნი­ა­ში სას­წავ­ლებ­ლად გაგ­ზავ­ნის შე­სა­ხებ წერ­და, აღ­ნიშ­ნავ­და, რომ: „ფე­რა­ძე პირ­ვე­ლი თე­ო­ლო­გია, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში მი­დის, შემ­დეგ კი სხვე­ბიც გაჰ­ყ­ვე­ბი­ან მის კვალს“ (ცი­ტა­ტა მოყ­ვა­ნი­ლია თა­მარ ჭუმ­ბუ­რი­ძის წე­რი­ლი­დან, გრი­გოლ ფე­რა­ძის ცხოვ­რე­ბის და მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ. ჟურ. არ­ტა­ნუ­ჯი. თბ. 2003. ნ. 11, გვ. 99.). შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ წმ. ამ­ბ­რო­სის სიტყ­ვე­ბი წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბას შე­ი­ცავ­და და მოხ­და ისე, რომ გერ­მა­ნი­ა­ში და ზო­გა­დად, და­სავ­ლეთ­ში, უკ­ვე რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი სწავ­ლობს თე­ო­ლო­გი­ას. ეს ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის. გან­სა­კუთ­რე­ბით იმ დროს, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო, ჩვენს ქვე­ყა­ნას, ძა­ლი­ან გა­აზ­რე­ბუ­ლად რუ­სე­თის­კენ მი­ა­ქა­ნებს. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ა­ში იესო ქრის­ტეს ფი­გუ­რა დღემ­დე ბო­ლომ­დე არ გა­აზ­რე­ბუ­ლა. ჩვე­ნი ეკ­ლე­სია, ორი­ვე ფილ­ტ­ვით — ძვე­ლი აღ­თ­ქ­მი­თა და რუ­სუ­ლი „მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბით“ სუნ­თ­ქავს. თუ და­ვუკ­ვირ­დე­ბით, აღ­მო­ვა­ჩენთ კი­დეც. სამ­წუ­ხა­როა, რომ ევან­გე­ლი­ზა­ცია, ანუ წმი­და წე­რი­ლის სწო­რი გა­აზ­რე­ბა, დღემ­დე ვერ მოხ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ეს უკ­ვე ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­მა გა­ი­ა­რეს. მა­გა­ლი­თად, ლუ­თე­რის რე­ფორ­მა­ცი­ამ გან­საზღ­ვ­რა გერ­მა­ნი­ის ამ ტი­პის სა­ხელ­მ­წი­ფოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო შე­ნატ­რის. თუ ევ­რო­პა და გან­სა­კუთ­რე­ბით გერ­მა­ნია, დღეს, ასე ძლი­ე­რია, რა თქმა უნ­და, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად ეკ­ლე­სი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა. სწო­რედ რომ მთე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აზ­როვ­ნე­ბა, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­წავ­ლის, მა­თი სწო­რად რეფ­ლექ­სი­ის შუქ­ზე და­ი­ბა­და. ალ­ბათ, ამი­ტო­მაც ევ­რო­პულ აზ­როვ­ნე­ბა­ში ცენ­ტ­რა­ლუ­რი ად­გი­ლი ადა­მი­ანს უჭი­რავს და არა რა­ი­მე სხვა მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან სა­განს. აგ­რეთ­ვე, არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლომ გა­ნი­ცა­და სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გავ­ლე­ნა, მა­თი უღ­ლის ქვეშ ცხოვ­რე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, ჩვენ გა­მოვ­ტო­ვეთ ბევ­რი რამ, მათ შო­რის სა­ეკ­ლე­სიო რე­ფორ­მა­ცი­ე­ბი, გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბის პრო­ცე­სი. აუცი­ე­ლებ­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფ­რო წიგ­ნი­ე­რი გახ­დეს. სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­მა­ვალს ვერ ვხე­დავ.
— და­ბო­ლოს, საზღ­ვარ­გა­რეთ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნი, ალ­ბათ, უფ­რო მე­ტად ფიქ­რობს სამ­შობ­ლო­ზე. რო­გო­რია შო­რი­დან ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა?
— სამ­წუ­ხა­როდ, უნ­და ვთქვა, რომ ჩვენ ბევ­­რი რამ უნ­და ვის­წავ­ლოთ. უნ­და დას­რულ­დეს ქარ­თუ­ლი სადღეგ­რ­ძე­ლო­ე­ბით ტრა­ბა­ხი, ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ უნ­და გა­ვი­აზ­როთ სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა რო­გორც სა­კუ­თა­რი თა­ვის, ასე­ვე სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და მოყ­ვა­სის წი­ნა­შე.

25-28(942)N