გამოდის 1998 წლიდან
2013-12-26
ვწერ თავი­სუ­ფალ თე­მას

ვწერ თავი­სუ­ფალ თე­მას

მა­კა ყი­ფი­ა­ნი

21 დე­კემ­ბერს, თბი­ლი­სის კლა­სი­კურ გიმ­ნა­ზი­ა­ში (დი­რექ­ტო­რი — ამი­რან ჯა­მა­გი­ძე) კონ­კურ­სის — „ვწერ თა­ვი­სუ­ფალ თე­მას“ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. კონ­კურ­სი, რომ­ლის ინი­ცი­ა­ტო­რია თბი­ლი­სის კერ­ძო სკო­ლა „ლო­გო­სის“  დი­რექ­ტო­რი — გია მურ­ღუ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი უფ­როს­კ­ლა­სე­ლე­ბის­თ­ვის, სამ ეტა­პად ჩა­ტარ­და თბი­ლი­სის კლა­სი­კურ გიმ­ნა­ზი­ას­თან პარ­ტ­ნი­ო­რო­ბით.
რო­გორც კონ­კურ­სის ინი­ცი­ა­ტორ­მა,  ბა­ტონ­მა გია მურ­ღუ­ლი­ამ გა­ნაცხა­და, სულ მა­ლე გა­მო­ი­ცე­მა კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­თა სა­უ­კე­თე­სო თხზუ­ლე­ბე­ბის კრე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც უფა­სოდ გა­და­ე­ცე­მა წარ­მა­ტე­ბულ მო­ნა­წი­ლე­ებს, მათ პე­და­გო­გებ­სა და სკო­ლებს.
მო­ნა­წი­ლე­ებს შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი თე­მე­ბი­დან უნ­და აერ­ჩი­ათ ერ­თი. წარ­მოდ­გე­ნილ თე­მებს შო­რის იყო: „ცხოვ­რე­ბის საზ­რი­სის პრობ­ლე­მა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში“; „სიყ­ვა­რუ­ლი პო­ე­ზი­ა­ში“; „ქარ­თუ­ლი იდეა  — „ჩვე­უ­ლე­ბი­სა­ებრ მა­მუ­ლი­სა სლვა“; „ის, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით და­მა­მახ­სოვ­რ­და ბიბ­ლი­ი­დან“; „ნა­ხა­ტი, რო­მე­ლიც მან­ც­ვიფ­რებს“; „რა­ტომ ფი­ლო­სო­ფო­სო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი?“; „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რია — 7 ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა“; „ადა­მი­ა­ნის ევო­ლუ­ცია — პროგ­რე­სი თუ დეგ­რა­და­ცია?“;  „სა­ქარ­თ­ვე­ლო — ევ­რო­პა თუ აზია?“; „ძა­ლა­დო­ბა კი­ნო­ფილ­მებ­ში — რა­ტომ მოს­წონთ ეს ადა­მი­ა­ნებს?“; „ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თა­მა­შობს“ და სხვ.
კონ­კურ­სის ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ოდ­ნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ცნო­ბი­ლი და შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფი­ლე­ბის აღი­ა­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, მწერ­ლე­ბი, ლი­ტე­რა­ტო­რე­ბი, პე­და­გო­გე­ბი: ჟი­უ­რის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე — გია მურ­ღუ­ლია. ჟი­უ­რის წევ­რე­ბი: თა­მაზ ტყე­მა­ლა­ძე, ლე­ვან ბრე­გა­ძე, ამი­რან ჯა­მა­გი­ძე, ლა­ლი და­თაშ­ვი­ლი, ფა­ტი ფი­რუ­აშ­ვი­ლი, პა­ა­ტა ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლი, მაია ჯა­ლი­აშ­ვი­ლი, გია ალი­ბე­გაშ­ვი­ლი, ცი­რა ბარ­ბა­ქა­ძე, ქე­თი გზი­რიშ­ვი­ლი, ფიქ­რია ხმა­ლა­ძე, ეკა კვი­ცი­ა­ნი.
და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე, კონ­კურ­სის ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის, კონ­კურ­სან­ტებს გა­და­ე­ცათ სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი. მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბი­სათ­ვის  სპე­ცი­ა­ლუ­რი სი­გე­ლე­ბი გა­და­ე­ცა 16 მოს­წავ­ლეს, ხო­ლო კონ­კურ­სის ხუ­თი  გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი დიპ­ლო­მე­ბი­თა და ფა­სი­ა­ნი პრი­ზე­ბით და­ჯილ­დოვ­და.
გია მურ­ღუ­ლია: „კონ­კურ­სი „ვწერ თა­ვი­სუ­ფალ თე­მას“ გან­კუთ­ვ­ნი­ლია ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. ჩე­მი ინი­ცი­ა­ტი­ვით უკ­ვე მე­ოთხედ ჩა­ვა­ტა­რეთ, ამ­ჯე­რად, თბი­ლი­სის კლა­სი­კურ გიმ­ნა­ზი­ას­თან პარ­ტ­ნი­ო­რო­ბით. მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ყვე­ლა ის მოს­წავ­ლე, რო­მე­ლიც კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, უკ­ვე არის კარ­გი წევ­რი ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის. კონ­კურ­სან­ტ­თა უმე­ტე­სო­ბამ აჩ­ვე­ნა ძა­ლი­ან კარ­გი ფიქ­რის კულ­ტუ­რა, ზო­გი­ერ­თ­მა კი — შე­სა­ნიშ­ნა­ვი კულ­ტუ­რა ფიქ­რის, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს.  კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­თა თხზუ­ლე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბის უმ­თავ­რე­სი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი იყო: ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მა­ღა­ლი დო­ნე, ორი­გი­ნა­ლუ­რი და კომ­პ­ლექ­სუ­რი აზ­როვ­ნე­ბა (რაც გუ­ლის­ხ­მობს  „ფიქ­რის მოძ­რა­ო­ბას“ მთელ  „ჰუმა­ნი­ტა­რულ ველ­ზე“); წე­რის კულ­ტუ­რა; ანა­ლი­ზი­სა და შე­ფა­სე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი უნა­რი; მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი ხედ­ვი­სა და ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ის უნა­რი. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კურ­სის ში­ნა­არსს: მო­ნა­წი­ლე­ებს მი­ცე­მუ­ლი ჰქონ­დათ ათი სა­თა­უ­რი, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და, ლი­ტე­რა­ტუ­რას, ის­ტო­რი­ას, ხე­ლოვ­ნე­ბას, ფი­ლო­სო­ფი­ას, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ამო­ცა­ნის გა­დაწყ­ვე­ტას. კონ­კურ­სან­ტებს უნ­და შე­ერ­ჩი­ათ ამ ათი­დან ერ­თი და და­ე­წე­რათ თხზუ­ლე­ბა (თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­მა). ძა­ლი­ან დი­დი მად­ლო­ბა მინ­და ვუთხ­რა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, კერ­ძო სკო­ლა „ლო­გოსს“, მის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს გი­ორ­გი ჩავ­ლე­იშ­ვილს, თბი­ლი­სის კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზი­ის დი­რექ­ტორს, ბა­ტონ ამი­რან ჯა­მა­გი­ძეს პარ­ტ­ნი­ო­რო­ბი­სა და მას­პინ­ძ­ლო­ბი­სათ­ვის“.
პა­ა­ტა ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლი, მწე­რა­ლი: „ის, ვინც კონ­კურ­სის მე­ო­რე ტურ­ში ვერ გა­და­ვი­და, ვფიქ­რობ, მა­ინც გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლია, რად­გან მის­მა სკო­ლამ სწო­რედ ის აირ­ჩია და გა­მო­აგ­ზავ­ნა ასეთ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს არ იყო კონ­კურ­სი ზუსტ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში, ფი­ზი­კა­ში, მა­თე­მა­ტი­კა­ში, ქი­მი­ა­სა და ა. შ. აქ ბევ­რი რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო გე­მოვ­ნე­ბა­ზე, გან­წყო­ბი­ლე­ბა­ზე, ერთ ფრა­ზა­ზე, თუნ­დაც ერთ სიტყ­ვა­ზე... ამი­ტომ კონ­კურ­სან­ტე­ბის თე­მე­ბის შერ­ჩე­ვი­სას შე­იძ­ლე­ბა ჟი­უ­რიმ მთლად მა­თე­მა­ტი­კუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ვერ მი­ი­ღო. რო­ცა კრე­ბუ­ლი და­ი­ბეჭ­დე­ბა, მინ­და, მკითხ­ვე­ლი შემ­ფა­სებ­ლე­ბის მი­მართ შემ­წყ­ნა­რე­ბე­ლი იყოს. არა­თუ ხჳ-ხჳჳ კლა­სე­ლე­ბის ნა­წე­რე­ბი, არა­მედ ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი მწერ­ლე­ბის ნა­წე­რე­ბიც კი სხვა­დას­ხ­ვა შე­ფა­სე­ბის ობი­ექ­ტი ხდე­ბა ხან­და­ხან. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის კონ­კურ­სან­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ჟი­უ­რიმ გა­მო­არ­ჩია, მო­მა­ვალ­ში უფ­რო მეტ გა­მარ­ჯ­ვე­ბას მო­ი­პო­ვე­ბენ, უფ­რო მეტ პრიზს მი­ი­ღე­ბენ და ვინ იცის, შე­იძ­ლე­ბა დღე­ვან­დე­ლი  დღე მათ ინ­ფან­ტი­ლუ­რი სევ­და­ნა­რე­ვი სი­ხა­რუ­ლით გა­ახ­სენ­დეთ“. 
ქე­თი კურ­ცხა­ლია, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთავარი ­სპე­ცი­ა­ლის­ტი: „დი­დი მად­ლო­ბა ბა­ტონ გია მურ­ღუ­ლი­ას და კერ­ძო სკო­ლა „ლო­გოსს“, რო­მელ­მაც  მოგ­ვ­მარ­თა ინი­ცი­ა­ტი­ვით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო კონ­კურ­სი. ჩვენს სა­მმარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი ძი­რი­თა­დად მი­მარ­თუ­ლია იქით­კენ, რომ ბავ­შ­ვებს მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის გა­რეთ, და­მა­ტე­ბით აქ­ტი­ვო­ბებ­ში შეძ­ლონ თა­ვი­ან­თი უნა­რე­ბის წარ­მო­ჩე­ნა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა რა თქმა უნ­და, თა­ნა­ბარ კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ში. მი­მაჩ­ნია, რომ ასე­თი კონ­კურ­სე­ბი, და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი მოს­წავ­ლე­ებ­ში  ავი­თა­რებს ისეთ უნა­რებს, რო­გო­რიც არის: ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის გა­მოვ­ლე­ნა, ზო­გა­დად სა­კუთ­რი აზ­რის, მო­საზ­რე­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვა, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად მსჯე­ლო­ბა. ჩვენ გვსურს, კი­დევ უფ­რო მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღოთ სკო­ლე­ბი­დან, მოს­წავ­ლე­ე­ბი­დან, თუ რა სა­ხის აქ­ტი­ვო­ბებ­ში სურთ მათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მზად ვართ, ყვე­ლა თქვენ მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა და წი­ნა­და­დე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ.  კი­დევ ერ­თხელ დი­დი მად­ლო­ბა კონ­კურ­სის ინი­ცი­ა­ტო­რებს და ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს“.
კონ­კურ­ს­ში „ვწერ თა­ვი­სუ­ფალ თე­მას“ პირ­ვე­ლი ად­გი­ლი მო­ი­პო­ვა 127-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლემ, გვან­ცა გო­გი­აშ­ვილ­მა: „მსგავს კონ­კურ­ს­ში პირ­ვე­ლად მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. გა­მარ­ჯ­ვე­ბა ჩემ­თ­ვის დი­დი სტი­მუ­ლია. კონ­კურ­ს­მა სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა წარ­მო­მე­ჩი­ნა ჩე­მი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. მე ავირ­ჩიე თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­მა: „ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თა­მა­შობს“. სამ­წუ­ხა­როდ, დღე­ვან­დელ ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი თა­მა­შობს. ჩემს მი­ერ და­წე­რილ თე­მა­ში მივ­მარ­თავ ადა­მი­ა­ნებს, თუ რა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყ­ვეს მათ თა­მაშს, მივ­მარ­თავ მათ, თუ რა­ტომ არ უნ­და ითა­მა­შონ და რა­ტომ უნ­და იყ­ვ­ნენ ისე­თე­ბი, რო­გო­რიც სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში არი­ან“.
მე­ო­რე ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი 42-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე ელე­ნე ჯა­ნა­ძე გახ­და: „ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. ამ წარ­მა­ტე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ჩემ­თ­ვის.  ჩე­მი თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­მე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბა იყო: „რა­ტომ ფი­ლო­სო­ფო­სო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი?“და „ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თა­მა­შობს“. პირ­ველ თე­მას მოკ­ლედ ასე ვუ­პა­სუ­ხე: ჩე­მი აზ­რით, ადა­მი­ა­ნე­ბი იმი­ტომ ფლო­სო­ფო­სო­ბენ, რომ ისი­ნი ეძე­ბენ სა­კუ­თარ თავს, აინ­ტე­რე­სებთ რა არის ამ ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი აზ­რი. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე თე­მას, ადა­მი­ა­ნე­ბი იმი­ტომ თა­მა­შო­ბენ, რომ მათ სურთ წარ­მო­ჩინ­დ­ნენ იმა­ზე უკე­თე­სე­ბი, ვიდ­რე სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში არი­ან. სამ­წუ­ხა­როდ, ასეთ თა­მა­შებს არც მათ­თ­ვის მო­აქვს კარ­გი და არც მათ გარ­შე­მომ­ყოფ­თათ­ვის“.
მე­სა­მე ად­გი­ლი წი­ლად ხვდა 136-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლეს, ლე­ვან თა­ღი­აშ­ვილს: „კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ მომ­ცა სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა, უკ­ვე ვი­ცი, სა­ით უნ­და წა­ვიყ­ვა­ნო ჩე­მი ცხოვ­რე­ბა. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მეც­ნო შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი. ჩემ მი­ერ და­წე­რილ თა­ვი­სუ­ფალ თე­მა­ში „რა­ტომ ფი­ლო­სო­ფო­სო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი?“ მო­ვიყ­ვა­ნე ბერ­ძე­ნი ფი­ლო­სო­ფო­სე­ბის მა­გა­ლი­თი, რომ­ლე­ბიც ეძე­ბენ ბედ­ნი­ე­რე­ბას და ავ­ხ­სე­ნი, თუ რო­გორ უნ­და იპო­ვოს ადა­მი­ან­მა ბედ­ნი­ე­რე­ბა ღმერ­თ­ში. მე­ო­რე ტურ­ში ავირ­ჩიე თე­მა „მოთხ­რო­ბის დი­დოს­ტა­ტი“, სა­დაც ვსა­უბ­რობ ჩემს ერთ-ერთ უსაყ­ვარ­ლეს მწე­რალ­ზე — ო’ჰენ­რი­ზე. მო­ცე­მუ­ლი სა­მი ტექ­ს­ტი­დან კი ავირ­ჩიე  „შვი­ლის პორ­ტ­რე­ტი“, სა­დაც ვწერ, რომ ადა­მი­ა­ნის­თ­ვის მთა­ვა­რი სიყ­ვა­რუ­ლია“.
მე­ოთხე ად­გი­ლი კერ­ძო სკო­ლის  „ინ­ტე­ლექ­ტი-ხხჳ“ მოს­წავ­ლემ  გი­ორ­გი მა­მუ­ლაშ­ვილ­მა მო­ი­პო­ვა: „კონ­კურ­სი  „ვწერ თა­ვი­სუ­ფალ თე­მას“ ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნ­და. მი­ხა­რია, რომ კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე და ერთ-ერ­თი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გავ­ხ­დი. მი­ვი­ღე დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა რაც მო­მა­ვალ­ში ძა­ლი­ან გა­მო­მად­გე­ბა. მსგავ­სი კონ­კურ­სე­ბი მო­ზარ­დი თა­ო­ბის კრე­ა­ტი­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში უდა­ვოდ დიდ როლს ას­რუ­ლებს. დი­დი მად­ლო­ბა კონ­კურ­სის ინი­ცი­ა­ტორს, ბა­ტონ გია მურ­ღუ­ლი­ას, რო­მელ­მაც თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის წარ­მო­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვ­ცა.  კონ­კურ­ს­ში  დავ­წე­რე თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­მე­ბი: „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რია — 7 ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა“ და „თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ბედ­ნი­ე­რე­ბა თუ სას­ჯე­ლი?“
მე­ხუ­თე ად­გი­ლი კი მე-4 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლეს  სა­ლო­მე გო­გიშ­ვილს ერ­გო: „ჩემი პირ­ვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­მა იყო „სა­ქარ­თ­ვე­ლო — ევ­რო­პა თუ აზია?“  მე­ო­რე ტურ­ში ავირ­ჩიე თე­მა „თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ბედ­ნი­ე­რე­ბა თუ სას­ჯე­ლი?“ ისე­ვე რო­გორც ჩემს თე­მა­ში, ახ­ლაც ხაზ­გას­მით აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა  ბედ­ნი­ე­რე­ბაა.  ძა­ლი­ან დი­დი მად­ლო­ბა ჟი­უ­რის წევ­რებს, რომ­ლებ­მაც ჩე­მი თე­მე­ბი მო­ი­წო­ნეს. მი­ხა­რია, რომ გა­მარ­ჯ­ვე­ბა მხვდა წი­ლად. მსგავს კონ­კურ­სებ­ში მო­მა­ვალ­შიც აუცი­ლებ­ლად მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას“.

25-28(942)N