გამოდის 1998 წლიდან
2014-01-30
შეფასების სიზუსტის ზრდით შემცირებული შემთხვევითობა

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ცენ­ტ­რი, 2014 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს სი­ახ­ლე­ებს სთა­ვა­ზობს. ლალი თვალაბეიშვილი. შე­მუ­შავ­და მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვრის გა­და­ლახ­ვის ახა­ლი მიდ­გო­მის პრო­ექ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა გა­მოვ­ლე­ნა, რო­მელ­თაც ზღვა­რი გა­და­ლა­ხეს, სხვა­დას­ხ­ვა ვა­რი­ან­ტ­ში მი­ღე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბის გა­ი­გი­ვე­ბის შე­დე­გად მოხ­დე­ბა. ამ ცვლი­ლე­ბით ზღვრის გა­და­ლახ­ვის შანსს ინარ­ჩუ­ნე­ბენ ის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც შე­და­რე­ბით რთუ­ლი ვა­რი­ან­ტი წე­რეს, ვერ გა­და­ლა­ხეს მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, მაგ­რამ ზღვარ­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ქუ­ლა მი­ი­ღეს. ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა არ­ჩე­ვით­პა­სუ­ხი­ან და­ვა­ლე­ბებს. ამ და სხვა სი­ახ­ლე­ებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ზო­გა­დი უნა­რე­ბის ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი სო­ფო დო­ლი­ძე. ზო­გად უნა­რებ­ში ორი ძი­რი­თა­დი სი­ახ­ლე გვაქვს. პირ­ვე­ლი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმით, რომ ყვე­ლა სა­გა­მოც­დო სა­გან­ში და მათ შო­რის ზო­გად უნა­რებ­შიც მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ბა­რი­ე­რი აღარ გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა ნედ­ლი ქუ­ლით, გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი ქუ­ლით. უნა­რებ­ში 21 ქუ­ლა, ანუ 25% გან­საზღ­ვ­რუ­ლი იყო იმი­ტომ, რომ მხო­ლოდ არ­ჩე­ვით­პა­სუ­ხი­ა­ნი და­ვა­ლე­ბე­ბი იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ტეს­ტის რო­მელ ვა­რი­ანტს შე­ას­რუ­ლებ­და აბი­ტუ­რი­ენ­ტი, მას ერ­თ­ნა­ი­რი ალ­ბა­თო­ბა ჰქონ­და, თი­თო­ე­ულ და­ვა­ლე­ბა­ში, შემ­თხ­ვე­ვით სწო­რი პა­სუ­ხის და­მოწ­მე­ბის. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რიც — 25% — ამ ალ­ბა­თო­ბა­ზე იყო მორ­გე­ბუ­ლი. მაგ­რამ აღ­მოჩ­ნ­და, რომ ის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბიც კი, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, მთლად ბრმად არ მუ­შა­ობ­დ­ნენ. იკ­ვე­თე­ბა, რომ ის რთუ­ლი ვა­რი­ან­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ზო­გა­დად მა­ღალ­ქუ­ლი­ა­ნე­ბის­თ­ვი­საც რთუ­ლია, ბუ­ნებ­რი­ვია, ქვე­მო­თა სეგ­მენ­ტ­შიც რთუ­ლია და აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ყვე­ლა­ზე მეტ პრო­ცენტს ჭრის. ზღვრის ქვე­მოთ, რო­გორც ჩანს, იყო ერ­თ­გ­ვა­რი დის­ბა­ლან­სი ამი­ტომ, ეს უთა­ნაბ­რო­ბა რომ არ იყოს ვა­რი­ან­ტებს შო­რის (ზღვრის ზე­მოთ, რო­გორც ვი­ცით, ეს სკა­ლი­რე­ბის პრო­ცე­სით სწორ­დე­ბა და ამი­ტომ იქ ყვე­ლა­ფე­რი კო­რექ­ტუ­ლად და სა­მარ­თ­ლი­ა­ნად არის), სა­ჭი­რო გახ­და ცვლი­ლე­ბა. რო­გორც ჩანს, ქვე­მოთ მა­ინც იყო ერ­თ­გ­ვა­რი დის­ბა­ლან­სი ვა­რი­ან­ტებს შო­რის — შე­და­რე­ბით რთუ­ლი ვა­რი­ან­ტი თუ და­წე­რა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა და 20 ქუ­ლა მი­ი­ღო, სკა­ლი­რე­ბა რომ მომ­ხ­და­რი­ყო, შე­იძ­ლე­ბა 21 ქუ­ლაც მი­ე­ღო და უფ­რო მე­ტიც. ეს ყვე­ლა სა­განს ეხე­ბა, მათ შო­რის უნა­რებ­საც. ამი­ტომ ეს ძა­ლი­ან კარ­გი ცვლი­ლე­ბაა, მაგ­რამ უნა­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ამ ცვლი­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია ის, რომ თუ­კი გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი ქუ­ლით იქ­ნე­ბა გან­საზღ­ვ­რუ­ლი ბა­რი­ე­რი, ეს ნიშ­ნავს, რომ 21-ქუ­ლი­ა­ნის გარ­და, ბა­რი­ე­რი შე­იძ­ლე­ბა იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მაც გა­და­ლა­ხოს, რო­მელ­მაც 20 ქუ­ლა, შე­იძ­ლე­ბა 19 ქუ­ლაც კი მო­ი­პო­ვა რო­მე­ლი­მე ტეს­ტურ ვა­რი­ან­ტ­ში (შე­და­რე­ბით რთულ ვა­რი­ან­ტ­ში). თუ­კი დღე­ვან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას შევ­ხე­დავთ, იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ ადა­მი­ან­მა შემ­თხ­ვე­ვით მო­ი­პო­ვოს 21 ქუ­ლა, 30%-ია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ყო­ველ მე­სა­მეს შე­უძ­ლია შემ­თხ­ვე­ვით გა­და­ლა­ხოს ბა­რი­ე­რი. რო­გორც ჩანს, სწორ გა­ზომ­ვას ქვე­და სეგ­მენ­ტ­ში ვერ ვახ­დენთ, არ ვი­ცით მარ­თ­ლა უნა­რებს ვა­ფა­სებთ თუ შემ­თხ­ვე­ვით გა­მოც­ნო­ბილ რა­ღაც ალ­ბა­თო­ბას ან იღ­ბალს... მით უმე­ტეს, თუ­კი ეს 20 ან 19 ქუ­ლა იქ­ნე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ყო­ველ მე­ო­რე შემ­თხ­ვე­ვა­ში ჩვენ არ გვე­ცო­დი­ნე­ბა, ეს ქუ­ლა აბი­ტუ­რი­ენ­ტის უნა­რე­ბის ხარ­ჯ­ზეა მი­ღე­ბუ­ლი თუ შემ­თხ­ვე­ვი­თია. სწო­რედ ამი­ტომ იყო, მეტ-ნაკ­ლე­ბად, გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი უნა­რებ­ში ერ­თი და იმა­ვე ნედ­ლი ქუ­ლით ბა­რი­ე­რის გან­საზღ­ვ­რა ყვე­ლა ვა­რი­ან­ტ­ში. რად­გან ახ­ლა გა­ი­გი­ვე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი, რაც ნამ­დ­ვი­ლად სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაა, უნა­რე­ბის ტეს­ტ­ში ამან მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვრის ზრდის აუცი­ლებ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია. ეს არის ჩვე­ნი პირ­ვე­ლი და მთა­ვა­რი სი­ახ­ლე. ბა­რი­ე­რის ოდ­ნავ — 3 ქუ­ლით — აწე­ვით ჩვენ გვინ­და შე­ფა­სე­ბა უფ­რო ზუს­ტი გავ­ხა­დოთ და შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბის წი­ლი შე­ვამ­ცი­როთ. იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა შემ­თხ­ვე­ვით მო­აგ­რო­ვოს 24 ქუ­ლა (ან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი — 23-22), და­ახ­ლო­ე­ბით 10%-ია. 30-დან 10-ზე ჩა­მოს­ვ­ლა უკ­ვე ძა­ლი­ან დი­დი წინ­გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯია, სი­ზუს­ტის თვალ­საზ­რი­სით. მე­ო­რე სი­ახ­ლეც ისევ შე­ფა­სე­ბის სი­ზუს­ტის ზრდას უკავ­შირ­დე­ბა, ეს არის ზო­გი­ერ­თი ვერ­ბა­ლუ­რი და­ვა­ლე­ბის­თ­ვის მე­ხუ­თე სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხის და­მა­ტე­ბა. იცით, რომ ტეს­ტ­ში არ­ჩე­ვით­პა­სუ­ხი­ა­ნი და­ვა­ლე­ბე­ბი გვაქვს. 2005 წლი­დან, მა­თე­მა­ტი­კურ ნა­წილ­ში, ყვე­ლა იმ და­ვა­ლე­ბას, რომ­ლის ფორ­მა­ტიც ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა, ხუ­თი სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხი აქვს. ჩვე­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე არ იქ­ნე­ბა, რად­გან მიჩ­ვე­უ­ლე­ბი არი­ან ხუთ სა­ვა­რა­უ­დო­პა­სუ­ხი­ან და­ვა­ლე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბას. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ოთხ­სა და ხუთ­პა­სუ­ხი­ან და­ვა­ლე­ბებს შო­რის მხო­ლოდ იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის იქ­ნე­ბა, ვინც უბ­რა­ლოდ იღ­ბალს ცდი­ან. ცხა­დია, ოთხი პა­სუ­ხი­დან სწო­რის ამორ­ჩე­ვის მე­ტი შან­სია, ვიდ­რე ხუ­თი­დან. ვერ­ბა­ლურ ნა­წილ­შიც ზო­გი­ერთ და­ვა­ლე­ბას, კერ­ძოდ ანა­ლო­გი­ი­სა და ლო­გი­კის და­ვა­ლე­ბებს, გვინ­და და­ვა­მა­ტოთ მე­ხუ­თე სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხი და ამით კი­დევ უფ­რო ზუს­ტი გავ­ხა­დოთ ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბა და ის 10%, რო­მე­ლიც 24 ქუ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­შია (ვგუ­ლის­ხ­მობ გა­ი­გი­ვე­ბას), 5-6%-მდე და­ვიყ­ვა­ნოთ. ამ­გ­ვა­რად, კი­დევ უფ­რო ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბა. ვი­ნა­ი­დან ორი­ვე სი­ახ­ლე შე­ფა­სე­ბის სი­ზუს­ტის კი­დევ მე­ტი ზრდის­კე­ნაა გა­მიზ­ნუ­ლი. იგი რთუ­ლი იქ­ნე­ბა და ბა­რი­ერს შე­უქ­მ­ნის იმ ახალ­გაზ­რ­დებს, ვინც შემ­თხ­ვე­ვით ცდი­ლო­ბენ კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვრის გა­და­ლახ­ვას — არ კითხუ­ლო­ბენ და­ვა­ლე­ბას, არ მუ­შა­ო­ბენ უნა­რე­ბის ტეს­ტ­ზე, შემ­თხ­ვე­ვი­თი შე­მო­ხაზ­ვით სურთ ფონს გას­ვ­ლა. იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს კი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი მონ­დო­მე­ბით მუ­შა­ო­ბენ ტეს­ტ­ზე, ცხა­დია, არა­ფე­რი ემუქ­რე­ბათ. ბევრს სა­უბ­რო­ბენ დრო­ის გაზ­რ­და­ზე, რომ 5 პა­სუ­ხის წა­კითხ­ვას მე­ტი დრო დას­ჭირ­დე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ყვე­ლა სი­ახ­ლის და­ნერ­გ­ვის წინ საც­დელ ტეს­ტი­რე­ბას ვა­ტა­რებთ. დე­კემ­ბ­რის თვე­ში უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა საც­დელ­მა ტეს­ტი­რე­ბამ გვიჩ­ვე­ნა, რომ ამ და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად და­მა­ტე­ბი­თი დრო არ სჭირ­დე­ბათ. ჩვენ სა­გან­გე­ბოდ შე­ვარ­ჩი­ეთ ისე­თი და­ვა­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა პა­სუ­ხე­ბის წა­კითხ­ვას და და­მუ­შა­ვე­ბას დი­დი დრო არ სჭირ­დე­ბა. ეს არის ანა­ლო­გი­ე­ბი, სა­დაც პა­სუ­ხე­ბი ორ-ორი სიტყ­ვი­თაა გად­მო­ცე­მუ­ლი. ამი­ტომ ანა­ლო­გი­ე­ბის ოთხ პა­სუხს კი­დევ ერ­თი თუ და­ე­მა­ტე­ბა, ეს ვი­თა­რე­ბას რა­დი­კა­ლუ­რად არ ცვლის. 5 სა­ვა­რა­უ­დო­პა­სუ­ხი­ა­ნი და­ვა­ლე­ბე­ბი და­ვუ­მა­ტეთ ასე­ვე ლო­გი­კის ბლოკს. აქაც ძა­ლი­ან ლა­კო­ნუ­რად და სხარ­ტად ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხე­ბია, ძი­რი­თა­დად, ერ­თი წი­ნა­და­დე­ბის­გან შედ­გე­ბა. სპე­ცი­ა­ლუ­რად არ ვა­მა­ტებთ მე­ხუ­თე პა­სუხს წი­ნა­და­დე­ბის შევ­სე­ბის და­ვა­ლე­ბას, რო­მელ­შიც თი­თო­ე­უ­ლი პა­სუ­ხი აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა წი­ნა­და­დე­ბა­ში გა­მო­ტო­ვე­ბულ ად­გი­ლას უნ­და ჩას­ვას. ეს მარ­თ­ლაც დიდ დროს მო­ითხოვს და, ცხა­დია, თუ ასეთ სი­ახ­ლეს და­ვა­პი­რებთ, აქ დრო­ის და­მა­ტე­ბის სა­კითხიც დად­გე­ბა. წელს, ეს ნამ­დ­ვი­ლად არ იგეგ­მე­ბა, რად­გან არ გვინ­და, სა­მუ­შაო პრო­ცე­სი გა­ვურ­თუ­ლოთ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს. ასე­ვეა წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შიც, პა­სუ­ხე­ბი ორი ან სა­მი წი­ნა­და­დე­ბის­გან შედ­გე­ბა, წა­კითხ­ვაც გარ­კ­ვე­ულ დროს მო­ითხოვს, ამი­ტომ არც აქ და­ვა­მა­ტეთ მე­ხუ­თე პა­სუ­ხი. ამ­გ­ვა­რად, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ნამ­დ­ვი­ლად არ გა­ვურ­თუ­ლეთ სა­მუ­შაო. სა­უბ­რო­ბენ, აგ­რეთ­ვე, ტეს­ტის გარ­თუ­ლე­ბა­ზე, რომ მე­ხუ­თე პა­სუ­ხი ტესტს გა­არ­თუ­ლებს. გა­არ­თუ­ლებს მხოლოდ მათ­თ­ვის, ვინც შემ­თხ­ვე­ვით აპი­რებს შე­მო­ხაზ­ვას. თუ ოთხი პა­სუ­ხის შემ­თხ­ვე­ვა­ში მათ მე­ტი შან­სი ჰქონ­დათ სწო­რი პა­სუ­ხი ამო­ეც­ნოთ, ახ­ლა ამის ნაკ­ლე­ბი შან­სი ექ­ნე­ბათ. რე­ა­ლუ­რად თი­თო­ე­ულ და­ვა­ლე­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ოთხი სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხი აქვს, ხუ­თი თუ სა­ერ­თოდ სა­მი, თა­ვი­სი სირ­თუ­ლის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი აქვს და რო­დე­საც ტესტს ვად­გენთ, სირ­თუ­ლის თვალ­საზ­რი­სით, ყვე­ლა ტი­პის და­ვა­ლე­ბა გვაქვს — ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი, რო­მელ­საც აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა 80% სძლევს; ოდ­ნავ უფ­რო რთუ­ლი — 70% რომ არ­თ­მევს თავს; გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დი რა­ო­დე­ნო­ბი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­შუ­ა­ლო სირ­თუ­ლის და­ვა­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც 50% სძლევს და არის რთუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბიც, იმი­ტომ რომ თა­ვი­სი უნა­რე­ბით გა­მორ­ჩე­ულ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა უნ­და გა­მო­ი­ჩი­ნოს თა­ვი და მა­ღა­ლი ქუ­ლის მქო­ნე აღ­მოჩ­ნ­დეს. ტეს­ტის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბის ეს პრინ­ცი­პი, სა­დაც ყვე­ლა ტი­პის და­ვა­ლე­ბა იქ­ნე­ბა და რო­მელ­თა ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი სა­შუ­ა­ლო სირ­თუ­ლი­საა, შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. ამ თვალ­საზ­რი­სით არა­ფე­რი არ იც­ვ­ლე­ბა, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ისევ სა­შუ­ა­ლო სირ­თუ­ლის ტესტს შევ­თა­ვა­ზებთ. გვე­კითხე­ბი­ან იმა­საც, მე­ხუ­თე სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხის და­მა­ტე­ბა ხომ არ შე­უშ­ლის ხელს იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­საც, ვინც მა­ღალ ქუ­ლას იღებს, რად­გა­ნაც მა­თი მუ­შა­ო­ბაც შე­ი­ცავს ერ­თ­გ­ვა­რი გა­მოც­ნო­ბის ელე­მენ­ტებს. მაგ­რამ აქ სხვა ვი­თა­რე­ბაა — რო­დე­საც აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა ყვე­ლა და­ვა­ლე­ბა­ზე იმუ­შა­ვა და რჩე­ბა რამ­დე­ნი­მე, რომ­ლის პა­სუ­ხიც არ იცის, რა თქმა უნ­და, გარ­კ­ვე­უ­ლი უნა­რე­ბის დახ­მა­რე­ბით ირ­ჩევს სა­ვა­რა­უ­დო სწორ პა­სუხს. ორი და­ტო­ვე­ბუ­ლი სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხი­დან სწო­რის გა­მოც­ნო­ბა გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია და გარ­კ­ვე­ულ უნარ­ზე მეტყ­ვე­ლებს. ეს სტრა­ტე­გია ისევ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლიც. მინ­და აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ვუთხ­რა, რომ შემ­თხ­ვე­ვით შე­მო­ხაზ­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, არას­წო­რი პა­სუ­ხის არ­ჩე­ვი­სას, მათ მი­ნუს ქუ­ლა არ და­ე­წე­რე­ბათ (რო­გო­რი პრაქ­ტი­კაც არ­სე­ბობს სტუ­დენ­ტებ­თან გრან­ტის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლი ან სა­მა­გის­ტ­რო ტეს­ტის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მათ მი­ნუს ქუ­ლა ეწე­რე­ბათ). ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე ასე­თი პრაქ­ტი­კა არ გვაქვს და არც გვექ­ნე­ბა იმი­ტომ, რომ ეს სწო­რედ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ტეს­ტია და ამ ასა­კის­თ­ვის არ­სე­ბი­თია, რომ სწრა­ფად და ეფექ­ტი­ა­ნად მი­ი­ღონ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. ახალ­გაზ­რ­დებ­მა სხარ­ტად უნ­და იმუ­შა­ონ და არ ჰქონ­დეთ იმის ში­ში, რომ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მის­თ­ვის ქუ­ლა და­აკ­ლ­დე­ბათ. ერ­თ­გ­ვა­რი სი­თა­მა­მე, ამ თვალ­საზ­რი­სით, გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია. ისევ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ამ სი­ახ­ლით ბა­რი­ე­რი შე­იძ­ლე­ბა შე­ვუქ­მ­ნათ მხო­ლოდ იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბას ბრმად აპი­რე­ბენ, შემ­თხ­ვე­ვი­თი შე­მო­ხაზ­ვით. ვწუხ­ვარ, რომ ზო­გი­ერ­თი მხო­ლოდ ამ სტრა­ტე­გი­ას ირ­ჩევს. რო­გორც წე­სი, ეს ის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც შე­მოქ­მე­დე­ბით უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში სურთ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა. მათ რა­ტომ­ღაც აქვთ გან­ც­და, რომ არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში მა­თე­მა­ტი­კურ ნა­წილ­ზე არ უნ­და იმუ­შა­ონ. პი­რი­ქით, მო­ვუ­წო­დებ მათ, აუცი­ლებ­ლად გა­ა­კე­თონ ეს, მა­თე­მა­ტი­კურ ნა­წილ­ში აუცი­ლებ­ლად იპოვ­ნი­ან ისეთ და­ვა­ლე­ბებს, რომ­ლებ­საც წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თ­მე­ვენ თავს. უნა­რე­ბის ტეს­ტი მა­თე­მა­ტი­კის ცოდ­ნას არ ამოწ­მებს, ეს ელე­მენ­ტა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა რიცხ­ვებ­თან და თუ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც, ძა­ლი­ან უხე­ში მა­გა­ლი­თი რომ მო­ვიყ­ვა­ნო, ყი­დუ­ლობს რა­ღაც ნივთს მა­ღა­ზი­ა­ში და შე­უძ­ლია სწო­რად გა­და­ი­ხა­დოს თან­ხა და გამ­ყიდ­ვე­ლი რომ ხურ­დას და­უბ­რუ­ნებს, მიხ­ვ­დეს ეს სწო­რია თუ არა, ასე­ვე ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნებ­ში აპი­რებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ან უკ­ვე მო­ნა­წი­ლე­ობს და შე­უძ­ლია წა­ი­კითხოს დი­აგ­რა­მა­ზე არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი, ვინ მე­ტი ქუ­ლა და­აგ­რო­ვა და ვის რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტი აქვს ხმე­ბის, თუ ეს შე­უძ­ლია, მის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა მა­თე­მა­ტი­კურ ნა­წილ­ში ისე­თი და­ვა­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც წარ­მა­ტე­ბით შე­ას­რუ­ლებს. ამი­ტომ მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას, რომ პი­რი­ქით, რაც უფ­რო მეტს იმუ­შა­ვე­ბენ და რაც უფ­რო მე­ტად შე­ეც­დე­ბი­ან შე­ას­რუ­ლონ და­ვა­ლე­ბე­ბი, მით უფ­რო კარგ ქუ­ლას მი­ი­ღე­ბენ. თუ დრო არ გყოფ­ნის, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რა თქმა უნ­და, შე­იძ­ლე­ბა ისევ შემ­თხ­ვე­ვით შე­მო­ხა­ზო პა­სუ­ხი. ამის­თ­ვის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი არ ის­ჯე­ბი­ან, პი­რი­ქით ეს წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლიც არის, რად­გან შემ­თხ­ვე­ვით შე­იძ­ლე­ბა სწორ პა­სუ­ხებს მი­აგ­ნონ., მთა­ვა­რი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ თა­ვი­სით იმუ­შა­ონ, სა­კუ­თა­რი უნა­რე­ბის ხარ­ჯ­ზე და­აგ­რო­ვონ ქუ­ლე­ბი იმი­ტომ, რომ წელს, კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, იზ­რ­დე­ბა შე­ფა­სე­ბის სი­ზუს­ტე. თუ­კი ალ­ბა­თო­ბა დი­დი იყო, რომ ქვე­და სეგ­მენ­ტ­ზე ყო­ველ მე­სა­მეს გა­და­ე­ლა­ხა შემ­თხ­ვე­ვით ზღვა­რი, ამ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რიცხ­ვი ახ­ლა რა­დი­კა­ლუ­რად შემ­ცირ­დე­ბა. ამი­ტომ მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას, ყუ­რადღე­ბით და მონ­დო­მე­ბით იმუ­შა­ონ. ყვე­ლას წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ. *** 2014 წლის ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე კი­დევ რამ­დე­ნი­მე სი­ახ­ლეა: v წელს პირ­ვე­ლად, აბი­ტუ­რი­ე­ნტებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ არ­ჩე­ვით საგ­ნად სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბა ჩა­ა­ბა­რონ. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ჳ-ჳხ კლა­სებ­ში, ამ საგ­ნის სწავ­ლე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, და­მამ­თავ­რე­ბელ კლა­სებ­ში კი არ­ჩე­ვით საგ­ნად ის­წავ­ლე­ბა. v უცხო­უ­რი ენის გა­მოც­დას და­ე­მა­ტა მოს­მე­ნის ნა­წი­ლი, რომ­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბა იქ­ნე­ბა 8 ქუ­ლა. ამ სი­ახ­ლე­ებ­ზე უფ­რო დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას მომ­დევ­ნო ნო­მერ­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ. რუ­ბ­რიკის სტუმ­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან უცხო­უ­რი ენე­ბის ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი რუ­სუ­დან ტყე­მა­ლა­ძე და სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ნი­ნო ხუნ­და­ძე. ლალი თვალაბეიშვილი

25-28(942)N