გამოდის 1998 წლიდან
2014-01-30
რე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი მან­და­ტუ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ტი და მან­და­ტუ­რე­ბის პრო­ტეს­ტი

ლა­ლი ჯე­ლა­ძე. სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის რე­ფორ­მი­რე­ბას იწყებს — ამის შე­სა­ხებ სა­მი­ნის­ტ­რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად იან­ვ­რის და­საწყის­ში გა­ავ­რ­ცე­ლა ინო­ფორ­მა­ცია. მა­ნამ კი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის, მე­დი­ა­ცი­ი­სა და ფსი­ქო­ლო­გი­ურ სამ­სა­ხუ­რად გარ­დაქ­მ­ნის შე­სა­ხებ, სა­ხე­ლი შე­ეც­ვა­ლა სკო­ლის მან­და­ტუ­რებ­საც და მათ ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის ოფიც­რე­ბი და­ერ­ქ­ვათ. გარ­კ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი მოჰ­ყ­ვა მან­და­ტუ­რის — ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის ოფიც­რის ასა­კობ­რი­ვი ზღვ­რის დად­გე­ნა­საც — თუ მან­და­ტუ­რად პი­რის და­ნიშ­ვ­ნა 20 წლის ასა­კი­დან იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის ოფიც­რე­ბი 23 წლის ასა­კი­დან და­ი­ნიშ­ნე­ბი­ან. ამ ყვე­ლა­ფერს „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ და „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნებ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ პარ­ლა­მენტს უკ­ვე წა­რუდ­გი­ნა. და­გეგ­მი­ლი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და პარ­ლა­მენ­ტ­ში წარ­დ­გე­ნი­ლი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მან­და­ტუ­რე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის ოფიც­რე­ბის ფუნ­ქ­ცი­ე­ბი და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა მხო­ლოდ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის კონ­ტ­რო­ლით, სკო­ლებ­ში წეს­რი­გის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით და სა­მარ­თალ­დარ­ღ­ვე­ვა­თა აღ­კ­ვე­თით არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა. მას ისე­თი ფუნ­ქ­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბა ემა­ტე­ბა, რო­გო­რი­ცაა ფსი­ქოსო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა (ფსი­ქო­კო­რექ­ცია, ფსი­ქო­თე­რა­პია, პრე­ვენ­ცია და რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია). მის ფუნ­ქ­ცი­ა­ში შე­ვა მოს­წავ­ლი­სათ­ვის პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა­სა და კა­რი­ე­რის და­გეგ­მ­ვა­ში ხელ­შეწყო­ბა, ასე­ვე სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი (ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ან სო­ცი­ა­ლუ­რი) საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ექ­ს­პერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა და სა­ექ­ს­პერ­ტო დას­კ­ვ­ნის გა­ცე­მა. თა­ვის მხრივ, იზ­რ­დე­ბა ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის ოფიც­რე­ბის უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი და მათ ფუნ­ქ­ცი­ებ­ში და­მა­ტე­ბით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მათ­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­სა­უბ­რე­ბა, მათ ქცე­ვა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა და, ამ დაკ­ვირ­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბის გა­წე­ვა ასე­თი მოს­წავ­ლის ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის, მე­დი­ა­ცი­ი­სა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ფსი­ქო­ლო­გებ­თან გა­და­მი­სა­მარ­თე­ბის თა­ო­ბა­ზე. ასე­ვე მათ ფუნ­ქ­ცი­ას ემა­ტე­ბა ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის მშობ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. პარ­ლა­მენ­ტის მი­ერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ფსი­ქოსო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მის მქო­ნე სუ­ბი­ექ­ტის ვი­ნა­ო­ბის, მი­სი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია და მი­სი გამ­ჟ­ღავ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით. ამ­გ­ვა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის არა­სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მიზ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბა კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით და­ის­ჯე­ბა. კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის, მე­დი­ა­ცი­ი­სა და ფსი­ქო­ლო­გი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა ყვე­ლა ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის ოფიც­რის და­ნიშ­ვ­ნა 2017 წლის 1 იან­ვ­რამ­დე უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩვე­ნი გა­ზე­თის მკითხ­ველს კი­დევ ერ­თხელ იმი­ტომ ვახ­სე­ნებთ, რომ ამ დღე­ებ­ში მან­და­ტუ­რე­ბის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­მა, რო­მე­ლიც „მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბის“ მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო გა­ი­მარ­თა, ალ­ბათ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბა­ში ჩა­ა­ყე­ნა, რად­გა­ნაც სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი რე­ფორ­მა, ბუ­ნებ­რი­ვია, ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, თუ­კი მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი უქ­მ­დე­ბა. მან­და­ტუ­რებ­მა პრო­ტეს­ტი გა­მო­აცხა­დეს — 29 იან­ვარს სკო­ლე­ბი სწავ­ლას მან­და­ტუ­რე­ბის გა­რე­შე ­აგ­რ­ძე­ლებ­დ­ნენ. ამ გან­ცხა­დე­ბას სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან მყი­სი­ე­რად მოჰ­ყ­ვა რე­ა­გი­რე­ბა — გან­მარ­ტე­ბა, რო­მე­ლიც იმა­ვე სა­ღა­მოს ელექ­ტ­რო­ნუ­ლად გავ­რ­ცელ­და: მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი არ უქ­მ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო კა­ტე­გი­რი­უ­ლად უარ­ყოფს სხვა­დას­ხ­ვა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რ­ცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მად, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი უქ­მ­დე­ბა. მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის რე­ფორ­მა წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და პი­ლო­ტუ­რი პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში. სამ­სა­ხურს და­ე­მა­ტა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტ­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რის და­გეგ­მ­ვის ფუნ­ქ­ცი­ე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, სამ­სა­ხუ­რი სკო­ლას კომ­პ­ლექ­სურ მომ­სა­ხუ­რე­ბას გა­უ­წევს. წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რე­ფორ­მა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში, იმარ­თე­ბო­და დის­კუ­სი­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ფო­კუს ჯგუ­ფებ­ში, ჩა­ტარ­და პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, მო­ეწყო გან­ხილ­ვე­ბი სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში. რე­ფორ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მომ­ზად­და „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მო­ი­წო­ნა მთავ­რო­ბამ და შე­სა­ბა­მი­სად კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი შე­ვი­და პარ­ლა­მენ­ტ­ში გან­სა­ხილ­ვე­ლად. რაც შე­ე­ხე­ბა მიმ­დი­ნა­რე ცვლი­ლე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც 2014 წლი­დან მან­და­ტურს სამ­სა­ხურ­ში ნიშ­ნავს სკო­ლა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი კა­ნონ­ში 2012 წლის 27 დე­კემ­ბერს შე­ვი­და. მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­ცე­დუ­რუ­ლი სა­კითხე­ბის დას­რუ­ლე­ბა, რომ აღ­ვას­რუ­ლოთ სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო მოთხოვ­ნა. ამ ეტაპ­ზე ფუნ­ქ­ცი­უ­რად არა­ფე­რი არ იც­ვ­ლე­ბა. ასე­ვე, დღეს გავ­რ­ცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სკო­ლის მან­და­ტუ­რებს სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე შეტყობინება სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით (Skype) და­ეგ­ზავ­ნათ, რაც ასე­ვე არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დ­ვი­ლეს. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სათ­ვის იყე­ნებს ოფი­ცი­ა­ლურ ელექ­ტ­რო­ნულ საქ­მის­წარ­მო­ე­ბის სის­ტე­მას. მი­უ­ხე­და­ვად ამ გან­მარ­ტე­ბი­სა, მან­და­ტუ­რებ­მა პრო­ტეს­ტი გეგ­მის მი­ხედ­ვით გა­აგ­რ­ძე­ლეს და სა­მი­ნის­ტ­როს წინ შე­იკ­რიბ­ნენ, ისი­ნი მი­ნის­ტ­რ­თან წეხ­ვედ­რას მე­დი­ის თან­დას­წ­რე­ბით ითხოვ­დ­ნენ. „პირ­ვე­ლი პრო­ტეს­ტის გა­მოცხა­დე­ბა მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი­დან იქ­ნე­ბა ის, რომ ხვა­ლი­დან არ გა­მოვ­ცხად­დე­ბით სკო­ლა­ში. შემ­დეგ შე­ვიკ­რი­ბე­ბით სა­მი­ნის­ტ­რო­ში, მო­ვიწ­ვევთ ჟურ­ნა­ლის­ტებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვაც­ნობთ, თუ რა ხდე­ბა რე­ა­ლუ­რად“ — გა­ნაცხა­და ერთ-ერ­თ­მა მან­და­ტურ­მა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მი­ნის­ტ­რის­გან კონ­კ­რე­ტულ გან­მარ­ტე­ბებს და გუ­შინ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გა­მო ბო­დი­შის მოხ­დას ითხო­ვენ. ერთ-ერ­თი მან­და­ტუ­რი სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტავს, გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც სა­მი­ნის­ტ­რომ გა­ავ­რ­ცე­ლა, მათ­თ­ვის შე­რაცხ­მ­ყო­ფე­ლი იყო. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მი­ნის­ტ­რ­მა მან­და­ტუ­რის სამსახურის შე­ნო­ბა­ში შეხ­ვედ­რა­ზე მი­იწ­ვია. მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ იფ­ნორ­მა­ცია გა­ნათ­ლე­ბი­სა და მენ­ცი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა პრო­ვო­კა­ცი­ად აღიქ­ვა და მო­ლა­პა­რა­კე­ბის დაწყე­ბამ­დე გა­ნაცხა­და: „მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურ­ში რე­ფორ­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს და დი­რექ­ტო­რე­ბი ამ სა­კითხ­ზე ერ­თ­პი­როვ­ნულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ვერ მი­ი­ღე­ბენ. პირ­ველ რიგ­ში, რა­საც გა­ვა­კე­თებ, აუცი­ლებ­ლად მო­ვახ­დენ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, ვინც ამას პრო­ვო­ცი­რე­ბა გა­უ­კე­თა. არც ერ­თი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც გუ­შინ გაჟ­ღერ­და, სი­მარ­თ­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის რე­ფორ­მა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გან­ხორ­ცი­ელ­და და მთე­ლი წე­ლია ამა­ზე ვსა­უბ­რობთ. ტე­ლე­ე­თე­რე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნეთ იმის­თ­ვის, რომ გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რო­გორ გარ­და­იქ­მ­ნა სამ­სა­ხუ­რი და რამ­დე­ნად მოთხოვ­ნა­დი გახ­და. მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი ჩვე­უ­ლებ­რივ აგ­რ­ძე­ლებს მუ­შა­ო­ბას.“ შე­გახ­სე­ნებთ, მან­და­ტუ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ტი დი­მიტ­რი შაშ­კი­ნის მი­ნის­ტ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში, 2009 წელს ამოქ­მედ­და. მან­და­ტუ­რე­ბის პრო­ტესტს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტ­რე­ბი გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ. დიმი­ტ­რი შაშ­კინ­მა გა­ნაცხა­და, რომ „მან­და­ტუ­რე­ბის მთლი­ა­ნად სკო­ლებ­ზე დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ნიშ­ნავს რე­ფორ­მის მთლი­ა­ნად მოს­პო­ბას“. ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ კი მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბით, სკო­ლე­ბის­თ­ვის კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბი იწი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლა: „თუ ნამ­დ­ვი­ლად მი­ვი­და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო იმ დას­კ­ვ­ნამ­დე, რომ გა­ა­უქ­მოს მან­და­ტუ­რის სა­მსა­ხუ­რი, ეს იქ­ნე­ბა კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი შე­დე­გის მომ­ტა­ნი სკო­ლე­ბის­თ­ვის, რა­დგანაც თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის უსაფ­რ­თხო­ე­ბა დი­დი ქა­ლა­ქე­ბის სკო­ლებ­ში და არა მხო­ლოდ იქ, უმ­ნიშვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია რო­გორც მშობ­ლე­ბის­თ­ვის, ისე მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის“. სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტ­მაც, გი­ორ­გი მარ­გ­ვე­ლაშ­ვილ­მა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტ­რის პო­ზი­ცი­ი­დან შე­ა­ფა­სა მან­და­ტუ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ტი: „ჩემი პო­ზი­ცია შე­მიძ­ლია არა რო­გორც პრე­ზი­დენ­ტ­მა, არა­მედ რო­გორც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტ­რ­მა და­ვა­ფიქ­სი­რო (რად­გა­ნაც ძა­ლი­ან ვც­დი­ლობ, რომ არ შე­ვი­დე აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში). მინ­და გა­ვახ­სე­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი წარ­მო­ად­გენ­და იმ ძი­რი­თად ბერ­კეტს, რომ­ლი­თაც წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, რკი­ნის ხე­ლით მარ­თავ­და სკო­ლებს. ჩვენ ეს პირ­ვე­ლი­ვე წელს შევ­ც­ვა­ლეთ და მინ­და ხა­ზი გა­ვუს­ვა იმას, რომ მან­და­ტუ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ტის სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა სრუ­ლად შევ­ც­ვა­ლეთ, რო­დე­საც მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი სკო­ლის მარ­თ­ლ­წეს­რი­გის დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რად ვაქ­ცი­ეთ. რამ­დე­ნა­დაც ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ვარ, ახა­ლი მი­ნის­ტ­რი კი­დევ უფ­რო სიღ­რ­მე­ებ­ში წა­ვი­და და მან­და­ტუ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ტი კი­დევ უფ­რო მოქ­ნი­ლი სტრუქ­ტუ­რა ხდე­ბა — მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­ვი­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბი, ბავ­შ­ვი­სა და მშობ­ლის დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი, კონ­სულ­ტა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ მან­და­ტუ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ტი სა­სარ­გებ­ლოა სას­კო­ლო სის­ტე­მის­თ­ვის.“ მი­ნის­ტ­რი­სა და მან­და­ტუ­რე­ბის შეხ­ვედ­რა შე­თან­ხ­მე­ბით დას­რულ­და. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე გა­ნაწყე­ნე­ბულ­მა მან­და­ტუ­რებ­მა მი­ნის­ტ­რი­სა­გან ყვე­ლა კითხ­ვა­ზე ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხი მი­ი­ღეს. ნი­ნო ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე: „გუ­შინ ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი დღე იყო, არ ვი­ცო­დით, ვრჩე­ბო­დით თუ არა სამ­სა­ხურ­ში და სა­ერ­თოდ რა ბე­დი ეწე­ო­და მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურს. მი­ნის­ტ­რ­მა და­დე­ბი­თი პა­სუ­ხე­ბი გაგ­ვ­ცა და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი გვამ­ც­ნო ყვე­ლა ჩვენს შე­კითხ­ვა­სა და მოთხოვ­ნა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი ჩვე­უ­ლად აგ­რ­ძე­ლებს მუ­შა­ო­ბას. მი­ნის­ტ­რ­მა ასე­ვე გვითხ­რა, რომ დი­რექ­ტო­რი იქ­ნე­ბა უბ­რა­ლოდ შუ­ა­მა­ვა­ლი სა­მი­ნის­ტ­რო­სა და მან­და­ტუ­რებს შო­რის და არც ხელ­ფა­სის მხრივ იქ­ნე­ბა პრობ­ლე­მე­ბი“. თა­მარ სა­ნი­კი­ძემ მან­და­ტუ­რებ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნაცხა­და, რომ შე­სა­თან­ხ­მე­ბე­ლი არა­ფე­რი იყო და შექ­მ­ნი­ლი პრობ­ლე­მა ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბამ გა­მო­იწ­ვია: „ეს იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, ჩე­მი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით დი­დი ხა­ნია არ შემ­დ­გა­რა. დღეს მო­ვა­ხერ­ხეთ და შევ­ხ­ვ­დით. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გრძელ­დე­ბა მუ­შა­ო­ბა. ჩვენ ჩვე­ნი საქ­მით ვართ და­კა­ვე­ბუ­ლი და მან­დ­ა­ტუ­რე­ბი ხვა­ლი­დან სკო­ლებ­ში თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას გა­აგ­რ­ძე­ლე­ბენ. ვფიქ­რობ, რომ შე­კითხ­ვა აღარ დარ­ჩა, თუმ­ცა თუ ვინ­მეს შე­კითხ­ვა გა­უჩ­ნ­დე­ბა, შე­უძ­ლია პა­სუ­ხი მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი პი­რე­ბი­სა­გან“. მან­და­ტუ­რე­ბის ორ­დღი­ა­ნი პრო­ტეს­ტი დას­რულ­და, მან­და­ტუ­რე­ბი ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გა­აგ­რ­ძე­ლე­ბენ სკო­ლებ­ში მუ­შა­ო­ბას.

25-28(942)N