გამოდის 1998 წლიდან
2014-02-06
თავისუფალ აზროვნებაზე დამყარებული ცოდნა აბიტურიენტის ადეკვატურად შერჩევის ხერხი ესაუბრა

 

გვესაუბრება შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ნინო ხუნდაძე:

2014 წლი­დან, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის გა­მოც­დის და­მა­ტე­ბით ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის არ­ჩე­ვი­თი საგ­ნე­ბის ნუს­ხა­ში, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს და ასე­ვე უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლეს სთა­ვა­ზობს. ვფიქ­რობთ, ეს ერ­თ­ნა­ი­რად სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ფა­კულ­ტე­ტე­ბის­თ­ვის და მით უფ­რო სა­ხე­ლოვ­ნე­ბო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის­თ­ვის — ეს გა­მოც­და სტუ­დენ­ტე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რად შერ­ჩე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა მათ. სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მა სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია ეროვ­ნულ საგ­ნობ­რივ გეგ­მას­თან. მა­სა­ლა ეფუძ­ნე­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გრი­ფი­რე­ბულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში შე­სულ მა­სა­ლას. ტეს­ტის­თ­ვის სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბი შე­ვარ­ჩი­ეთ, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს, სხვა­დას­ხ­ვა კუთხით შე­ვა­მოწ­მოთ აბი­ტუ­რი­ენ­ტის ცოდ­ნა და უნა­რე­ბი. ეს არ არის მარ­ტო ფაქ­ტობ­რი­ვი მა­სა­ლის ცოდ­ნა-არ­ცოდ­ნის გა­მოც­დის ტეს­ტი, არა­მედ აზ­როვ­ნე­ბის — რამ­დე­ნად აქვს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენტს თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­როვ­ნე­ბის, სა­კუ­თა­რი თვალ­საზ­რი­სის გა­მო­ხატ­ვი­სა და არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი მსჯე­ლო­ბის უნა­რი. გა­მოც­დის დრო სამ სა­ათ­ნა­ხე­ვა­რია, ტეს­ტი 70-ქუ­ლი­ა­ნია და 2 ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა. ერ­თი არის ცოდ­ნა-გა­გე­ბა-გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და მე­ო­რე — ანა­ლი­ზი-სინ­თე­ზი-შე­ფა­სე­ბა. სა­გა­მოც­დო ტეს­ტის პირ­ველ ბლოკ­ში და­ხუ­რუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის 3 ჯგუ­ფი იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. თი­თო­ე­უ­ლი ჯგუ­ფის კითხ­ვე­ბი სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხ­ვა დარ­გის სა­ი­ლუს­ტ­რა­ცი­ოდ წარ­მოდ­გე­ნილ ერთ ან ორ ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუშს შე­ე­ხე­ბა. ყო­ველ კითხ­ვას 4 სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხი ახ­ლავს, რო­მელ­თა­გან მხო­ლოდ ერ­თია სწო­რი. კითხ­ვე­ბის თი­თო­ე­უ­ლი ჯგუ­ფის სა­ი­ლუს­ტ­რა­ციო მა­სა­ლის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის და­ახ­ლო­ე­ბით 8-10 კითხ­ვა იქ­ნე­ბა დას­მუ­ლი, რაც აპ­ლი­კან­ტის ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი კუთხით შე­ფა­სე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა (მაგ., მა­სა­ლის ცოდ­ნა (ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რია, ტერ­მი­ნო­ლო­გია, სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის დარ­გე­ბი და ჟან­რე­ბი, ელე­მენ­ტე­ბი და პრინ­ცი­პე­ბი, მა­სა­ლა და ტექ­ნი­კა), ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა, ანა­ლი­ზი­სა და იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის უნა­რე­ბი). ტეს­ტის მე­ო­რე ბლოკ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია სა­მი სა­ხის და­ვა­ლე­ბა — „ჭეშ­მა­რი­ტია — მცდა­რია“, „წი­ნა­და­დე­ბის შევ­სე­ბა“ და მო­ცე­მულ სა­ი­ლუს­ტ­რა­ციო მა­სა­ლა­ზე ხე­ლოვ­ნე­ბის ელე­მენ­ტე­ბი­სა და პრინ­ცი­პე­ბის წე­რი­ლო­ბით მი­თი­თე­ბა. „ჭეშ­მა­რი­ტია — მცდა­რი­ას“ ტი­პის და­ვა­ლე­ბებს ორი შე­საძ­ლო პა­სუ­ხი აქვს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მოს­წავ­ლემ უნ­და შე­ა­ფა­სოს ჭეშ­მა­რი­ტია თუ მცდა­რი მო­ცე­მუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. თუ აპ­ლი­კან­ტის აზ­რით მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ჭეშ­მა­რი­ტია, უნ­და მო­ი­ნიშ­ნოს შე­სა­ბა­მი­სი უჯ­რა, ხო­ლო თუ აპ­ლი­კან­ტი მი­იჩ­ნევს, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მცდა­რია, უნ­და მო­ნიშ­ნოს მცდა­რის შე­სა­ბა­მი­სი უჯ­რა და სა­გან­გე­ბოდ გა­მო­ყო­ფილ არე­ში ჩა­წე­როს მცდა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სწო­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბა. ამ და­ვა­ლე­ბით ფას­დე­ბა, თუ რამ­დე­ნად კარ­გად იც­ნობს აპ­ლი­კან­ტი სახ­ვით ხე­ლოვ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრო­ფე­სი­ულ ტერ­მი­ნო­ლო­გი­ას, სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ელე­მენ­ტებ­სა და პრინ­ცი­პებს, მათ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს. და­ვა­ლე­ბა ფას­დე­ბა 1 ქუ­ლით. და­ვა­ლებ­აში „წი­ნა­და­დე­ბის შევ­სე­ბა“ მო­ცე­მუ­ლია წი­ნა­და­დე­ბე­ბი, რომ­ლებ­შიც ერ­თი სიტყ­ვაა გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი. ცა­რი­ე­ლი ად­გი­ლი წი­ნა­და­დე­ბა­ში ხა­ზე­ბი­თაა აღ­ნიშ­ნუ­ლი. წი­ნა­და­დე­ბა სიტყ­ვე­ბით ისე უნ­და შე­ივ­სოს, რომ აზ­რობ­რი­ვად გა­მარ­თუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ. ამ ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა შე­ვა­ფა­სოთ, თუ რამ­დე­ნად ფლობს აპ­ლი­კან­ტი სახ­ვით ხე­ლოვ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრო­ფე­სი­ულ ტერ­მი­ნო­ლო­გი­ას, იც­ნობს თუ არა სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ელე­მენ­ტებ­სა და პრინ­ცი­პებს, მათ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს და რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რად შე­უძ­ლია ამ ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა პრაქ­ტი­კა­ში. თი­თო­ე­უ­ლი კითხ­ვა ფას­დე­ბა 1 ქუ­ლით. ვი­ნა­ი­დან ჩვენ ვერ ვა­მოწ­მებთ პრაქ­ტი­კულ უნა­რებს (არ გვექ­ნე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი ტი­პის და­ვა­ლე­ბა, რად­გან არ გვინ­და შევ­ზღუ­დოთ ახალ­გაზ­რ­დე­ბი, ვინც ამ სა­განს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ფა­კულ­ტე­ტის­თ­ვის ირ­ჩევს), სა­გა­მოც­დო ტეს­ტის­თ­ვის შე­ვარ­ჩი­ეთ ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო და­ვა­ლე­ბა — მო­ცე­მუ­ლია სუ­რა­თი (გრა­ფი­კუ­ლი ჩა­ნა­ხა­ტი ან ფერ­წე­რუ­ლი ნა­მუ­შევ­რის დე­ტა­ლი), რო­მელ­ზეც ის­რე­ბით მი­თი­თე­ბულ მო­ნაკ­ვე­თებს აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ელე­მენ­ტი და პრინ­ცი­პი უნ­და შე­უ­სა­ბა­მოს და­ვა­ლე­ბა­ში მო­ცე­მუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­დან. ეს და­ვა­ლე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვ­ცემს და­ვად­გი­ნოთ, რამ­დე­ნად იც­ნობს აბი­ტუ­რი­ენ­ტი — სად არის გა­ნა­თე­ბა, სად არის და­ცე­მუ­ლი ჩრდი­ლი, სად არის ანა­რეკ­ლი ან ათი­ნა­თი, რეფ­ლექ­სია და ა.შ., რო­მე­ლია მო­ნას­მი ფერ­წე­რულ ნა­მუ­შე­ვარ­ზე, სად არის ნაჩ­ვე­ნე­ბი გრა­და­ცია და ა.შ. თი­თო­ე­უ­ლი სწო­რად შე­სა­ბა­მე­ბუ­ლი მო­ნაკ­ვე­თი ფას­დე­ბა 1 ქუ­ლით. მთლი­ა­ნად ეს და­ვა­ლე­ბა 5-ქუ­ლი­ა­ნია. ტეს­ტის მე­სა­მე ბლო­კი ღია ტი­პის კითხ­ვე­ბის­გან შედ­გე­ბა. მათ­გან ერ­თი 4 ქუ­ლით, ერ­თი 9 ქუ­ლით, ერ­თი კი 15 ქუ­ლით ფას­დე­ბა. ამ ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვი მა­სა­ლის ცოდ­ნას, ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის, მხატ­ვ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის აღ­ქ­მის, ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბი­სა და არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი მსჯე­ლო­ბის, გან­ზო­გა­დე­ბის (მო­ცე­მუ­ლო­ბას­თან ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შის ადეკ­ვა­ტუ­რად და­კავ­ში­რე­ბის, ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის შე­და­რე­ბის, სა­ერ­თო და გან­მას­ხ­ვა­ვე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბის დად­გე­ნის, კონ­ტექ­ს­ტ­ში გა­აზ­რე­ბი­სა და გან­ხილ­ვის და ა. შ.), ასე­ვე შე­ფა­სე­ბის უნა­რებს ამოწ­მებს. პირ­ველ და­ვა­ლე­ბა­ში მო­ცე­მუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ი­ლუს­ტ­რა­ციო მა­სა­ლა (ზო­გან ერ­თი, ხო­ლო ზო­გან კი ორი). აპ­ლი­კან­ტ­მა მო­ცე­მულ მა­სა­ლა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბი­სა და და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა­ში დას­მუ­ლი სა­კითხის შე­სა­ბა­მი­სად უნ­და გა­მო­ხა­ტოს სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა. მსჯე­ლო­ბის წარ­მარ­თ­ვა­ში მათ და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა­ში მო­ცე­მუ­ლი მი­თი­თე­ბე­ბი და­ეხ­მა­რე­ბა. ძი­რი­თა­დად, ეს და­ვა­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შის მხატ­ვ­რულ სტილ­თან ან/და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას­თან იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას და ასე­ვე ამ სტი­ლის ან/და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ზე მსჯე­ლო­ბას, ამ მსჯე­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რე­ზი­უ­მეს სა­ხით, სტი­ლი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბის შე­ჯე­რე­ბას. და­ვა­ლე­ბა ფას­დე­ბა 4 ქუ­ლით. პირ­ვე­ლი ტი­პის და­ვა­ლე­ბი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მე­ო­რე სა­ხის და­ვა­ლე­ბა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ მო­ცე­მუ­ლო­ბა და მი­თი­თე­ბე­ბი სა­ი­ლუს­ტ­რა­ციო მა­სა­ლის გა­რე­შე. აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა დაკ­ვირ­ვე­ბით უნ­და წა­ი­კითხოს ისი­ნი, გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს და სრულ­ყო­ფი­ლი პა­სუ­ხი­სათ­ვის შე­სა­ბა­მი­სი ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი შე­არ­ჩი­ოს. შერ­ჩე­უ­ლი ნი­მუ­შე­ბი, მო­ცე­მუ­ლო­ბი­სა და კითხ­ვე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ზედ­მი­წევ­ნით სრულ­ყო­ფი­ლად გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს. და­ვა­ლე­ბა ფას­დე­ბა 9 ქუ­ლით. მე­სა­მე და­ვა­ლე­ბა­ში მო­ცე­მუ­ლია სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის რო­მე­ლი­მე დარ­გის 2 ნი­მუ­ში. მო­ცე­მუ­ლი მი­თი­თე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აპ­ლი­კან­ტ­მა ნი­მუ­შე­ბი უნ­და შე­ა­და­როს ერ­თ­მა­ნეთს, და­ად­გი­ნოს სა­ერ­თო და გან­მას­ხ­ვა­ვე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი, მი­ა­კუთ­ვ­ნოს ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი მხატ­ვ­რულ ეპო­ქას ან/და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, გა­ნი­ხი­ლოს ისი­ნი ის­ტო­რი­ულ და კულ­ტუ­რულ კონ­ტექ­ს­ტ­ში, იმ­ს­ჯე­ლოს გავ­ლე­ნებ­ზე და გა­მო­ხა­ტოს სა­კუ­თა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მათ მი­მართ. და­ვა­ლე­ბა ფას­დე­ბა 15 ქუ­ლით. შეც­დო­მის­გან დაზღ­ვე­უ­ლი არა­ვი­ნაა, თუმ­ცა თუ სუ­რა­თის მი­ხედ­ვით ანა­ლი­ზი სწო­რად არის გა­კე­თე­ბუ­ლი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს ადა­მი­ა­ნი გარ­კ­ვე­ულ კრე­დი­ტებს მო­ი­პო­ვებს. შე­ფა­სე­ბის სქე­მე­ბი დე­ტა­ლუ­რად გვაქვს გა­წე­რი­ლი ბრო­შუ­რა­ში, რო­მე­ლიც ცენ­ტ­რის ვებ­გ­ვერ­დ­ზე დევს, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ ნა­ხონ და მარ­ტი­ვად გა­ი­გე­ბენ, თუ რა რო­გორ შე­ფას­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ერ­თ­მა სწორ­მა წი­ნა­და­დე­ბამ ან თუნ­დაც ერ­თ­მა სწორ­მა სიტყ­ვა­მაც კი მო­უ­ტა­ნოს აბი­ტუ­რი­ენტს ქუ­ლა. ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რჩე­ვა მინ­და მივ­ცე აბი­ტუ­რი­ენ­ტებს — ყვე­ლა ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში გარ­კ­ვე­ულ ემო­ცი­ას გა­მო­ხა­ტავს, იმ ემო­ცი­ას, რო­მე­ლიც შე­მოქ­მედს აქვს ჩა­დე­ბუ­ლი ამა თუ იმ ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუშ­ში. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, უნ­და ვი­სა­უბ­როთ ამ ემო­ცი­ა­ზე, მაგ­რამ არა ამ ემო­ცი­ის სიღ­რ­მე­ებ­ზე, არა­მედ იმა­ზე, თუ ხე­ლოვ­ნე­ბის ვი­ზუ­ა­ლუ­რი ხერ­ხე­ბი­სა და პრინ­ცი­პე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით რო­გორ, რა მხატ­ვ­რუ­ლი ხერ­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შექ­მ­ნა მხატ­ვარ­მა ეს ემო­ცია — წამ­ყ­ვა­ნია ფე­რი, ხა­ზი, შუქ-ჩრდი­ლი, კონ­ტ­რას­ტი თუ სხვა; რო­გორ არის და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ეს ელე­მენ­ტი, რად­გან სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ელე­მენ­ტე­ბი­სა და პრინ­ცი­პე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რი, ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ერ­თობ­ლი­ო­ბა, ანუ სახ­ვი­თი ენის თა­ვი­სე­ბუ­რი ჰარ­მო­ნია ქმნის ემო­ცი­ას ნა­წარ­მო­ებ­ში. არ გვჭირ­დე­ბა ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი­სა და წლე­ბის და­ზე­პი­რე­ბა, მთა­ვა­რია ვი­ზუ­ა­ლუ­რად ვიც­ნობ­დეთ პროგ­რა­მულ მა­სა­ლას და უნ­და გვქონ­დეს თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა იმ მხატ­ვ­რუ­ლი სტი­ლე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის ეპო­ქე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც პროგ­რა­მა­შია შე­ტა­ნი­ლი. აბი­ტუ­რი­ენტს უნ­და შე­ეძ­ლოს, კავ­ში­რი და­ამ­ყა­როს სტილს, მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, ეპო­ქა­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუშს შო­რის. ეს გა­მოც­და ცოდ­ნი­სა და ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის გარ­და, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ, თა­ვი­სუ­ფალ აზ­როვ­ნე­ბას ამოწ­მებს.

ესაუბრა ლალი თვალაბეიშვილი

25-28(942)N