გამოდის 1998 წლიდან
2014-02-06
აპრობაციის შედეგად მოდიფიცირებული ტესტი

გვესაუბრება შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის უცხო ენე­ბისჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი რუ­სუ­დან ტყე­მა­ლა­ძე:

2014 წლის ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე სა­მი სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა უცხო ენის გა­მოც­და­ზე, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოს­მე­ნის კომ­პო­ნენ­ტის და­მა­ტე­ბა. 2005 წლი­დან, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ჩვე­ნი ტეს­ტი მხო­ლოდ კითხ­ვის და წე­რის ელე­მენ­ტე­ბის­გან შედ­გე­ბო­და. უცხო ენის ცოდ­ნა კი გუ­ლის­ხ­მობს ოთხ ნა­წილს — წე­რა, კითხ­ვა, ლა­პა­რა­კი და მოს­მე­ნა. ამი­ტომ ჩვე­ნი ძვე­ლი ტეს­ტი და­უ­ბა­ლან­სე­ბე­ლი იყო, დი­დი ნა­წი­ლი ეთ­მო­ბო­და კითხ­ვას, შე­და­რე­ბით მცი­რე — წე­რას, არ იყო მოს­მე­ნა და ლა­პა­რა­კი. ტეს­ტი უფ­რო პრო­ფე­სი­უ­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო და უკეთ შე­ე­მოწ­მე­ბი­ნა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ცოდ­ნა, და­ვა­მა­ტეთ მოს­მე­ნა. 100-ქუ­ლი­ან ტეს­ტ­ში მხო­ლოდ 8 და­ვა­ლე­ბა იქ­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად — 8 ქუ­ლა. და­ვა­ლე­ბა, თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით, უფ­რო მარ­ტი­ვია, ვიდ­რე წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბის ნა­წი­ლი. ამას სპე­ცი­ა­ლუ­რად ვა­კე­თებთ, რომ არ იყოს მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა ან სირ­თუ­ლე აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის, რომ მათ გა­უჩ­ნ­დეთ იმის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რომ რა­ღა­ცას მი­აღ­წი­ეს და დაძ­ლი­ეს. ამ ცვლი­ლე­ბის­თ­ვის ერ­თი წე­ლია ვემ­ზა­დე­ბით, ეს უცა­ბე­დი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა. შარ­შან, თე­ბერ­ვალ­ში, 700-მდე მოს­წავ­ლე­ზე ჩა­ვა­ტა­რეთ აპ­რო­ბა­ცია ქა­ლა­ქი­სა და სოფ­ლის სკო­ლებ­ში და ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გე­ბი იყო, და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი, რო­გო­რიც არის ხოლ­მე, ტრა­დი­ცი­უ­ლად, კითხ­ვა­სა და წე­რა­ში. გა­ვა­ა­ნა­ლი­ზეთ შე­დე­გე­ბი და ამის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და ტეს­ტის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა. აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა უნ­და იცოდ­ნენ, რომ ეს არ იქ­ნე­ბა ყურ­თ­სას­მე­ნე­ბით მოს­მე­ნა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კით, არა­მედ 15-კა­ცი­ან სექ­ტორ­ში ჩა­ირ­თ­ვე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი მოწყო­ბი­ლო­ბა, სმე­ნა­დო­ბა იქ­ნე­ბა კარ­გი, ჩა­ნა­წე­რი — სუფ­თა და ხა­რის­ხი­ა­ნი. ვეც­დე­ბით, რომ ყვე­ლა პი­რო­ბა იყოს და­ცუ­ლი და აბი­ტუ­რი­ენ­ტებს რა­ი­მე პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მნათ. და­ვა­ლე­ბა 8 სა­კითხის­გან შედ­გე­ბა. აბი­ტუ­რი­ენ­ტი მო­ის­მენს ძა­ლი­ან პა­ტა­რა მო­ცუ­ლო­ბის ტექსტს ან დი­ა­ლოგს და უპა­სუ­ხებს ფაქ­ტობ­რივ ან ზო­გად შე­კითხ­ვას, რომ­ლებ­ზე პა­სუ­ხი გარ­კ­ვე­ვით ის­მის ჩა­ნა­წერ­ში. თი­თო­ე­უ­ლი ტექ­ს­ტი მო­ის­მი­ნე­ბა ორ­ჯერ (და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი წუ­თი გრძელ­დე­ბა), მოს­მე­ნებს შო­რის საკ­მა­ოდ დი­დი პა­უ­ზე­ბი იქ­ნე­ბა, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა ყუ­რადღე­ბით წა­ი­კითხონ ტექ­ს­ტუ­რი მო­ნა­ცე­მი — შე­კითხ­ვა და ოთხი სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხი, არ იჩ­ქა­რონ და ოთხი შე­საძ­ლო პა­სუ­ხი­დან ერთ-ერ­თი შე­მო­ხა­ზონ. მთლი­ა­ნად მოს­მე­ნის და­ვა­ლე­ბა 10 წუ­თი გრძელ­დე­ბა. მოს­წავ­ლე­ებს მოს­მე­ნის ნა­წი­ლის­თ­ვის გა­ვარ­ჯი­შე­ბა არ უნ­და გა­უ­ჭირ­დეთ, ამის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა უცხო ენის ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო. სამ­წუ­ხა­როდ, მას­წავ­ლებ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა იგ­ნო­რი­რე­ბას უკე­თებს მოს­მე­ნის და­ვა­ლე­ბას, სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზე­ბის გა­მო — ზო­გი­ერთ სკო­ლებს არ აქვთ შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კა, ზოგ­ჯერ, პირ­და­პირ ვთქვათ, რომ უბ­რა­ლოდ ეზა­რე­ბათ და ტო­ვე­ბენ მოს­მე­ნის და­ვა­ლე­ბას. მოს­მე­ნის წი­ლი ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში არის 1/4, ასე­ვე, ნე­ბის­მი­ე­რი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს 1/4, ოთხი­ვე უცხო ენა­ში, ეთ­მო­ბა მოს­მე­ნის და­ვა­ლე­ბებს. იმის თქმა, რომ ეს ახა­ლი შე­მო­სუ­ლია, გა­მო­რიცხუ­ლია. თით­ქ­მის ათი წე­ლია მუ­შა­ობს ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა (რო­მელ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით დგე­ბა სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი და რომ­ლის მი­ხედ­ვით უნ­და წა­რი­მარ­თოს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში), რო­მელ­შიც მოს­მე­ნას ისე­თი­ვე ად­გი­ლი უკა­ვია, რო­გორც კითხ­ვას ან წე­რას. რა თქმა უნ­და, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის, რომ სკო­ლებს არ აქვთ ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, არ აქვთ კომ­პაქ­ტ­დის­კე­ბი, მაგ­ნი­ტო­ფო­ნე­ბი და ა.შ. ამის გა­მოს­წო­რე­ბა­ზე სკო­ლამ უნ­და იზ­რუ­ნოს. რად­გან ეს მოთხოვ­ნა არის ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში, მი­მაჩ­ნია, რომ სკო­ლა ვალ­დე­ბუ­ლია, უცხო ენის მას­წავ­ლე­ბელს შე­უწყოს ხე­ლი — თუნ­დაც გა­მო­უ­ყოს კომ­პი­უ­ტე­რის ოთა­ხი (რო­მე­ლიც დღეს ყვე­ლა სკო­ლა­შია) ან შე­ი­ძი­ნოს სპე­ცი­ა­ლუ­რი პა­ტა­რა მაგ­ნი­ტო­ფო­ნი. მას­წავ­ლე­ბელ­მაც უნ­და იაქ­ტი­უ­როს და მოს­თხო­ვოს დი­რექ­ცი­ას და დი­რექ­ტორ­მაც უნ­და მი­აქ­ცი­ოს ამას ყუ­რადღე­ბა. ერ­თი რამ მინ­და გა­ვი­მე­ო­რო, რომ ყვე­ლა სკო­ლას აქვს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი კლა­სი და ინ­ტერ­ნე­ტი, ძა­ლი­ან შორს მდე­ბა­რე მთი­ან სოფ­ლებ­შიც კი, ოთხი კომ­პი­უ­ტე­რი მა­ინც (სკო­ლის გა­მო­საშ­ვებ გა­მოც­დებს, ე.წ. „კა­ტის“, რომ ვა­ტა­რებთ, სკო­ლებ­ში დავ­დი­ვართ და ზუს­ტად ვი­ცით). ძა­ლი­ან დი­დია მას­წავ­ლებ­ლის რო­ლი. სწო­რედ მან უნ­და მი­აჩ­ვი­ოს მოს­წავ­ლე და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბას — ინ­ტერ­ნე­ტი სავ­სეა სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის მოს­მე­ნის და­ვა­ლე­ბე­ბით, შე­იძ­ლე­ბა იყოს და­ვა­ლე­ბის გა­რე­შე მოს­მე­ნაც, არის მშვე­ნი­ე­რი ტექ­ს­ტე­ბი — ბი­ბი­სის აქვს ძა­ლი­ან კარ­გი სას­წავ­ლო სა­ი­ტი, ასე­ვე ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს სპე­ცი­ა­ლუ­რად მათ­თ­ვის, ვის­თ­ვი­საც ინ­გ­ლი­სუ­რია უცხო ენა. ეს ინ­ტერ­ნეტ­გ­ვერ­დე­ბი მი­თი­თე­ბუ­ლია ჩვენი ცენტრის ვებ­გვერდზე — naec.ge-ზე, ჩვენს რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში. მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და ურ­ჩი­ოს მოს­წავ­ლე­ებს, და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­ვიდ­ნენ ამ სა­ი­ტებ­ზე და იმე­ცა­დი­ნონ სკო­ლის კომ­პი­უ­ტე­რის ოთახ­ში ან ვი­საც ამის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს — სახ­ლ­ში. თუ აბი­ტუ­რი­ენ­ტი და მას­წავ­ლე­ბე­ლი კარ­გად და­გეგ­მა­ვენ უცხო ენის გა­მოც­დის­თ­ვის მზა­დე­ბის პრო­ცესს და მშო­ბე­ლიც შე­უწყობს ხელს, საკ­მა­ოდ იოლად მი­საღ­წე­ვი იქ­ნე­ბა. უამ­რა­ვი ფილ­მია უცხო­ურ ენებ­ზე, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ინ­ტერ­ნე­ტით ინა­ხოს, უბ­რა­ლოდ ადა­მი­ან­მა უნ­და მო­ინ­დო­მოს. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე სი­ახ­ლეს, ტესტს კი­დევ ერ­თი ძა­ლი­ან პა­ტა­რა წე­რი­თი და­ვა­ლე­ბა და­ე­მა­ტა — გან­ცხა­დე­ბა­ზე ან წე­რილ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ეს არის 6-ქუ­ლი­ა­ნი და­ვა­ლე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 10-15-წუ­თი­ა­ნი. მიგ­ვაჩ­ნია, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­სა­დე­გი და­ვა­ლე­ბაა — აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ივარ­ჯი­შე­ბენ რა ამ და­ვა­ლე­ბა­ზე, მათ პა­ტა­რა წე­რი­ლის და­წე­რის ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი უნა­რი გა­ნუ­ვი­თარ­დე­ბათ. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ფორ­მა­ლუ­რი ან არა­ფორ­მა­ლუ­რი, ამას ყუ­რადღე­ბას არ ვაქ­ცევთ, მთა­ვა­რია, აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა კარ­გი სტრუქ­ტუ­რე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოს, კარ­გად დას­ვას კითხ­ვა და სას­კო­ლო პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში და­წე­როს პა­ტა­რა წე­რი­ლი. მე­სა­მე სი­ახ­ლე არის ყო­ფი­ლი მე­სა­მე და­ვა­ლე­ბა, სა­დაც აბი­ტუ­რი­ენტს აბ­ზა­ცე­ბის­თ­ვის სა­თა­უ­რე­ბი უნ­და მი­ე­სა­და­გე­ბი­ნა. და­ვა­ლე­ბა შევ­ც­ვა­ლეთ — აბ­ზა­ცე­ბი რჩე­ბა, მაგ­რამ გა­მოგ­ვაქვს არა სა­თა­უ­რე­ბი, არა­მედ წი­ნა­და­დე­ბე­ბი და უნ­და მო­ძებ­ნონ ეს წი­ნა­და­დე­ბა, ში­ნა­არ­სობ­რი­ვად, რო­მელ აბ­ზაც­შია. ძა­ლი­ან კარ­გი სა­ვარ­ჯი­შოა, კარ­გად ავი­თა­რებს ტექ­ს­ტის სწრა­ფი კითხ­ვის უნარს და თუ ამა­ზე ივარ­ჯი­შე­ბენ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი გა­ნუ­ვი­თარ­დე­ბათ ტექ­ს­ტი­დან სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის სწრა­ფად ამოკ­რე­ბის უნა­რი, რაც ჩვენს ახალ­გაზ­რ­დებს ნაკ­ლე­ბად აქვთ. უცხო ენის ტეს­ტი ისევ 100-ქუ­ლი­ა­ნი რჩე­ბა, მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა არ შეც­ვ­ლი­ლა. ხში­რად გვე­კითხე­ბი­ან, რო­გორ ხდე­ბა ეს, რო­ცა და­ე­მა­ტა მოს­მე­ნა და მე­ო­რე წე­რა? და­ვა­ლე­ბებს გა­მო­აკ­ლ­და სა­კითხე­ბი — 10-სა­კითხი­ა­ნი და­ვა­ლე­ბა გახ­და 8-სა­კითხი­ა­ნი, გან­ცხა­დე­ბე­ბი იყო 12-სა­კითხი­ა­ნი და გახ­და 8-სა­კითხი­ა­ნი. ჩვე­ნი ტეს­ტი უფ­რო და­ბა­ლან­ს­და — ცო­ტა­თი შემ­ცირ­და კითხ­ვის და გრა­მა­ტი­კის ნა­წი­ლე­ბი, სა­მა­გი­ე­როდ და­ე­მა­ტა მოს­მე­ნა და კი­დევ ერ­თი და­ვა­ლე­ბა. ამ­გ­ვა­რად ჩვე­ნი ტეს­ტი ცო­ტა მი­უ­ახ­ლოვ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ტესტს უცხო ენებ­ში, სა­დაც ზუს­ტად 25-25% აქვს დათ­მო­ბი­ლი წე­რას, კითხ­ვას, ლა­პა­რაკ­სა და მოს­მე­ნას. ამ­გ­ვა­რი ტეს­ტი სრუ­ლად ამოწ­მებს უცხო ენის ცოდ­ნას. ჩვენ­თან, გარ­კ­ვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, ეს ბა­ლან­სი და­ცუ­ლი არ იყო. მოს­მე­ნის ნა­წი­ლის და­მა­ტე­ბით ერ­თი ნა­ბი­ჯით მი­ვუ­ახ­ლოვ­დით სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარტს. ნე­ბის­მი­ე­რი ტეს­ტი უნ­და აჰ­ყ­ვეს დროს, არ შე­იძ­ლე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თი და იგი­ვე ფორ­მა­ტი რჩე­ბო­დეს. თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი რომ იყოს, ტეს­ტი ყო­ველ 5-6 წე­ლი­წად­ში მო­ითხოვს გა­ნახ­ლე­ბას.

ესაუბრა ლალი თვალაბეიშვილი

25-28(942)N