გამოდის 1998 წლიდან
2014-03-06
კა­ცი, რო­მე­ლიც ეძებ­და გამ­გებს...


 

ლალი ჯელაძე

        ***
ამო­ნათ­დ­ნენ იები -
ჩე­მი სიმ­პა­თი­ე­ბი...
ჩე­მი მი­ლი­არ­დე­ბი -
გა­ი­ფურ­ჩ­ქ­ნენ ვარ­დე­ბი...
- ტყეო, რო­გორ გი­კითხო?
- მთე­ბო, რო­გორ ბრძან­დე­ბით?
შაბურა არაბული


24 თე­ბერ­ვალს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს­თან არ­სე­ბუ­ლი ახ­ალ­­გაზ­რ­დო­ბის სუ­ლი­ე­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის დარ­ბაზ­ში, შა­ბუ­რა არა­ბუ­ლის პო­ე­ზი­ამ მი­სი თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნა. გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ათი წლის შემ­დეგ, მე­გობ­რებ­მა, თა­ნა­კურ­სე­ლებ­მა გა­დაწყ­ვი­ტეს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ერ­თი მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი პო­ე­ტის — კა­ცის, „რო­მე­ლიც ეძებ­და გამ­გებს“  — ლექ­სე­ბის სამ­ზე­ო­ზე გა­მო­ტა­ნა.147-ე სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­მა ნა­ტო შა­რა­ში­ძემ მე­გობ­რე­ბის იდე­ას შა­ბუ­რა არა­ბუ­ლის ხსოვ­ნის სა­ღა­მო უწო­და და მი­სი მოს­წავ­ლე­ე­ბის (ჳხ-ხჳ კლა­სები) მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი — „შა­ბუ­რა არა­ბუ­ლის პო­ე­ზია“ — წა­რად­გი­ნა.
„ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის შა­ბუ­რა ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი და საყ­ვა­რე­ლი პო­ე­ტი გახ­და. მათ ყვე­ლა ლექ­სი ზე­პი­რად იცი­ან. სი­ცოცხ­ლე­ში რომ ეგ­რ­ძ­ნო ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი... ვაგ­ვი­ა­ნებთ, ყო­ველ­თ­ვის ვაგ­ვი­ა­ნებთ... — გვითხ­რა ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა, ნა­ტო შა­რა­ში­ძემ — თავ­და­პირ­ვე­ლად და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვ­ნა გვინ­დო­და, მაგ­რამ ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­ში შა­ბუ­რა არა­ბუ­ლი იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, რომ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ მი­სი ხსოვ­ნის სა­ღა­მო მოგ­ვეწყო და ეს ად­რე წა­სუ­ლი კა­ცი ცნო­ბი­ლი გაგ­ვე­ხა­და სხვე­ბის­თ­ვის. ორი თვეა მარ­თ­ლაც მი­სი ლექ­სე­ბით ცხოვ­რო­ბენ, მი­სი რამ­დე­ნი­მე კრე­ბუ­ლი ზე­პი­რად იცი­ან. შა­ბუ­რა ჩე­მი თა­ნა­კურ­სე­ლი იყო და ეს იდე­აც სწო­რედ ჩე­მი თა­ნა­კურ­სე­ლე­ბის წრე­ში გაჩ­ნ­და. ის ძა­ლი­ან მო­რი­დე­ბუ­ლი, თავ­მ­და­ბა­ლი და მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, თით­ქოს, ჩრდილ­ში იდ­გა, ჩვენ არ გვინ­და, რომ ჩრდილ­ში იდ­გეს ასე­თი ნი­ჭი­ე­რი კა­ცი.“
თბი­ლი და სევ­დი­ა­ნი გა­მო­ვი­და მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი პო­ე­ტის პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო.
„პირ­ველ კურ­ს­ზე სწავ­ლი­სას შა­ბუ­რა და მე სტუდ­ქა­ლაქ­ში მე­ზო­ბელ ოთა­ხებ­ში ვცხოვ­რობ­დით. სა­ღა­მო­ო­ბით ვის­ხე­დით და ვსა­უბ­რობ­დით სხვა­დას­ხ­ვა თე­მა­ზე, უფ­რო ზუს­ტად, მე ვლა­პა­რა­კობ­დი, ის კი მის­მენ­და. ძა­ლი­ან სიტყ­ვაძ­ვი­რი იყო, ხან­და­ხან თუ გკითხავ­და რა­მეს. კარ­გახ­ნის გას­ვ­ლის მე­რე, ერთ სა­ღა­მოს მითხ­რა, ლექ­სებს ვწერ და შე­ნი აზ­რი მა­ინ­ტე­რე­სებ­სო. გა­მიკ­ვირ­და, ლექ­სებს რომ წერ­და. არც იმას ვე­ლო­დი, თუ ჩე­მი აზ­რი და­ა­ინ­ტე­რე­სებ­და. რო­ცა დავ­თან­ხ­მ­დი, თვა­ლებ­ში ჩამ­ხე­და და მითხ­რა, ხომ არა­ვის გა­უმ­ხე­ლო. პი­რო­ბა მი­ვე­ცი. ერ­თი დღე-ღა­მით მათხო­ვა შა­ვი უბის წიგ­ნა­კი. უცებ წა­ვი­კითხე, მაგ­რამ კითხ­ვას რომ მოვ­რ­ჩი, მე­რე­ღა მივ­ხ­ვ­დი, ამ ლექ­სებს ნე­ლა, და­გე­მოვ­ნე­ბით სჭირ­დე­ბო­და კითხ­ვა და გა­აზ­რე­ბა. რამ­დენ­ჯერ­მე წა­ვი­კითხე და ერ­თი ლექ­სი ჩემ­თ­ვის გა­და­ვი­წე­რე. მე­ო­რე დღეს და­ვუბ­რუ­ნე წიგ­ნა­კი. ახ­ლა, სამ­წუ­ხა­როდ, არ მახ­სოვს ზუს­ტად, რა ვუთხა­რი, მაგ­რამ მორ­ცხ­ვად გა­ე­ღი­მა და ლუდ­ზე დამ­პა­ტი­ჟა. რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ ვთხო­ვე, შე­ნი ყვე­ლა­ზე კარ­გი ლექ­სი ჩა­მი­წე­რე ჩემს უბის წიგ­ნაკ­ში-მეთ­ქი. ჩა­მი­წე­რა. დავ­ხე­დე და სწო­რედ ის ლექ­სი აღ­მოჩ­ნ­და, მის და­უ­კითხა­ვად რომ გა­და­ვი­წე­რე. სა­უ­ბე­დუ­როდ, ის წიგ­ნა­კი და­მე­კარ­გა. მახ­სოვს, ის ლექ­სი ასე მთავ­რ­დე­ბო­და: „...მე მოვ­კალ ერ­თი მტკა­ვე­ლი ღა­მე!“  — ასე გა­იხ­სე­ნა პო­ე­ტი ენათ­მეც­ნი­ერ­მა, პრო­ფე­სორ­მა თე­ი­მუ­რაზ გვან­ცე­ლა­ძემ.
შა­ბუ­რა არა­ბუ­ლი 1952 წლის 8 თე­ბერ­ვალს, ყაზ­ბე­გის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჯუ­თა­ში და­ი­ბა­და, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე აგ­რ­ძე­ლებს სწავ­ლას. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ჯუ­თა­ში ბრუნ­დე­ბა და ერ­თი წე­ლი ყაზ­ბე­გის სკო­ლა-ინ­ტერ­ნატ­ში იწყებს მუ­შა­ო­ბას ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლად. 1996 წელს კვლავ თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბა, თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ის შე­სატყ­ვი­სი სამ­სა­ხუ­რი მას აღარ ჰქო­ნია.
პო­ე­ტი ამას ბე­დის და­ცინ­ვას უწო­დებს:
„რო­ცა პო­ე­ტი
 მუ­შა­ობს მტვირ­თა­ვად
და უფ­რო­სი ჰყავს ვი­ღაც ვირ­თაგ­ვა,
მე­ტი ბე­დის
და­ცინ­ვა გინ­დათ?..“
გარ­და­იც­ვა­ლა 2003 წლის ზაფ­ხულ­ში, მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში. იქ­ვე დაკ­რ­ძა­ლეს. მის საფ­ლა­ვის ქვა­ზე ორი სტრი­ქო­ნია ამოკ­ვე­თი­ლი მი­სი­ვე ლექ­სი­დან: „მი­ვალ... წა­ვე­დი, ჯვა­რი გე­წე­როთ, ჩე­მო მთე­ბო და ჩე­მო ნის­ლე­ბო!“ — ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა მოკ­ლედ მი­სი ბი­ოგ­რა­ფია, შე­მოქ­მე­დე­ბა კი რამ­დე­ნი­მე კრე­ბულს ით­ვ­ლის: „ლექ­სე­ბი“, „მზეო დო­ბი­ლო“, „გახ­სენ კა­რი“, „კა­ცი, რო­მე­ლიც გამ­გებს ეძებ­და“, „უღელ­ტე­ხი­ლი“... პირ­ვე­ლად მი­სი ლექ­სე­ბი 1970 წელს გა­მოქ­ვეყ­ნ­და გა­ზეთ „ახალ­გაზ­რ­და კო­მუ­ნის­ტ­ში“. ამის შემ­დეგ მი­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი სის­ტე­მა­ტუ­რად ქვეყ­ნ­დე­ბა სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო პე­რი­ო­დი­კა­ში, გა­მო­დის ცალ­კე წიგ­ნე­ბად და მკითხ­ვე­ლის მო­წო­ნე­ბით სარ­გებ­ლობს. ეს არც არის გა­საკ­ვი­რი, რად­გან მი­სი ლექ­სე­ბი ლი­რიზ­მით, გულ­წ­რ­ფე­ლო­ბი­თა და უბ­რა­ლო­ე­ბი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი. „პო­ე­ტი რომ ვარ, ჩემ­თ­ვის ეს არის, დი­დი სას­ჯე­ლი და მცი­რე ჯილ­დო“ — ასე­თი სტრი­ქო­ნით აფა­სებს ის თა­ვის პო­ე­ტო­ბას, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც უშუ­ა­ლოდ და შე­სა­ნიშ­ნა­ვად ახერ­ხებს ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს და­ხატ­ვას, მი­სი ფიქ­რე­ბი­სა და გან­ც­დე­ბის გად­მო­ცე­მას. მი­სი სატ­კი­ვა­რი სამ­შობ­ლოს, მთას, და­ცა­რი­ე­ლე­ბულ სოფ­ლებს, ქალს-სატ­რ­ფო­სა და მის სუ­ლი­ერ სი­მარ­ტო­ვეს დას­ტ­რი­ა­ლებს. ფა­ქი­ზი და მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი სუ­ლის პო­ეტს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და სი­მარ­ტო­ვე­ში, ჩვენს სა­ოც­რად მძი­მე და გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში ყო­ფა: „მგელს — კრა­ვი, ტუ­რას — ქა­თა­მი, შა­ბუ­რას პუ­რი არ შია, თოვ­ლი­ან ქე­დებს ავ­ლია ნის­ლის მსუ­ბუ­ქი არ­შია. მარ­ტო ვარ, მარ­ტო ვირ­ჯე­ბი, თმა­გა­ჩე­ჩი­ლი ქარ­შია... იმ ქალ­მა ჩემ­თან სი­ცოცხ­ლეს სხვას­თან სიკ­ვ­დი­ლი არ­ჩია.“
„შა­ბუ­რა არა­ბუ­ლის ლექ­სებ­ში პო­ე­ტის ყო­ველ­დღი­უ­რი არ­სე­ბო­ბა გულ­ღი­ად, შე­უ­ლა­მა­ზებ­ლა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ხე­დავ მის თი­თო­ე­ულ მოძ­რა­ო­ბას, კე­თილ, ნაღ­ვ­ლი­ან ღი­მილს. ის­მენ მის ოდ­ნავ მოყ­რუ­ე­ბულ, სი­გა­რე­ტის წე­ვი­სა­გან ჩა­ბო­ხე­ბულ ხმას, მუ­დამ თა­ვის წუ­ხილს თუ სი­ხა­რულს გვამ­ც­ნობს და ყვე­ლა­ფერს ამ­ბობს დინ­ჯად, მო­უ­რი­დებ­ლად, რო­გორც მას შე­ეძ­ლო ეთ­ქ­ვა. იცო­და, რამ­დენს ავა­ლებ­და ბე­დის­წე­რად ქცე­უ­ლი მო­წო­დე­ბა და რა ძნე­ლი, ეკ­ლი­ა­ნი იყო გზა, რო­მელ­საც სიყ­რ­მი­დან­ვე უყოყ­მა­ნოდ და­ად­გა“  — წერ­და მის შე­სა­ხებ პო­ე­ტი ემ­ზარ კვი­ტა­იშ­ვი­ლი.
„შე­ნი თა­ნა­კურ­სე­ლე­ბი­სათ­ვის ერ­თი ნაღ­დი, მთი­ე­ლი ჭა­ბუ­კი იყა­ვი, უღა­ლა­ტო, ამა­ყიც და თავ­მ­და­ბა­ლიც, თით­ქოს უკა­რე­ბაც, მაგ­რამ მა­ინც ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი. ჩვენ­გან იმით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­დი, რომ „გა­ზაფხულ­თან იყავ ფიც­ვერ­ცხ­ლ­ნა­ჭა­მი“, სიზ­მარ­სა და ცხად­შიც მა­ღალ მწვერ­ვა­ლებს სტუმ­რობ­დი, თავ­ს­თუმ­ლად ღრუბ­ლე­ბი გე­დო. ბავ­შ­ვო­ბა­ში ჯი­ბე­ში ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი და ჭრე­ლი ფან­ქ­რე­ბი გეწყო, გა­მორ­ჩე­უ­ლად გიყ­ვარ­და იები და ვარ­დე­ბი, ამი­ტო­მაც წერ­დი გულ­ში­ჩამ­წ­ვ­დომ ლექ­სებს და ეს თბი­ლი ლექ­სე­ბი სი­ა­მა­ყით გვავ­სებ­და, რად­გან ჩვე­ნი იყა­ვი, ჩვე­ნი­ა­ნი. თა­ნა­მო­კალ­მე­ებ­მა „ლექ­სის კა­ცი“ გი­წო­დეს. მათ ჩვენ­ზე ად­რე გა­ი­გეს, რო­გორ გი­ჭირ­და იმ არე­ულ, ბო­როტ ადა­მი­ან­თა თა­რე­შით გამ­წა­რე­ბულ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. „გავ­ბეზ­რ­დი ამ­დე­ნი მგლე­ბის თა­რე­შით“... „მოკ­ვ­დეს შა­ბუ­რა, თუ თქვენ დე­ვო­ბა შეგ­რ­ჩეთ, დე­ვე­ბო!“ — ომა­ხი­ა­ნი ხმაც ის­მის შენს ლექ­სებ­ში. მშობ­ლი­ურ ჯუ­თა­ში ბა­ლახ­საც თი­ბავ­დი, ცივ ქარ­ხა­ნა­შიც გი­მუ­შა­ვია, მას­წავ­ლებ­ლო­ბაც გიც­დია, მწე­რალ­თა კავ­შირს და­რა­ჯობ­დაო მუ­ზე­ბის მსა­ხუ­რი... „კა­ცი, რო­მე­ლიც ეძებ­და გამ­გებს..“  — თა­ნა­კურ­სელ­თა სა­ხე­ლით ნა­ტო შა­რა­ში­ძემ ასე მო­ი­გო­ნა შა­ბუ­რა არა­ბუ­ლი.
ღო­ნის­ძი­ე­ბა 4 გან­ყო­ფი­ლე­ბი­სა­გან შედ­გე­ბო­და — „პო­ე­ტი რომ ვარ, ჩემ­თ­ვის ეს არის დი­დი სას­ჯე­ლი და მცი­რე ჯილ­დო“; „შენს ლაშ­ქარ­ში მი­მით­ვა­ლე, თუ შე­ნი ცა გა­დი­ნის­ლა”; „და მა­ინც ჰგავ­დი ყვე­ლა ქალს” ; „კა­ცი, რო­მე­ლიც ეძებ­და გამ­გებს“.
სა­ღა­მოს და­ეს­წ­რ­ნენ და მო­გო­ნე­ბე­ბით გა­მო­ვიდ­ნენ თა­ნა­კურ­სე­ლე­ბი: თე­მურ გვან­ცე­ლა­ძე, როს­ტომ ფა­რე­უ­ლი­ძე, ცოტ­ნე ალ­ბუ­თაშ­ვი­ლი, და­ლი­ლა ბე­დი­ა­ნი­ძე, ნო­ნა კუპ­რე­იშ­ვი­ლი, ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რი, და­ვით შე­მოქ­მე­დე­ლი, ბა­ღა­თერ არა­ბუ­ლი, ბა­ბუა ალუ­და­უ­რი, მა­ნა­ნა ჩი­ტიშ­ვი­ლი, მზეო გო­გო­ჭუ­რი, ეთერ თა­თა­რა­ი­ძე, ამი­რან არა­ბუ­ლი, ლი­ტე­რა­ტო­რე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლის პე­და­გო­გე­ბი.
„შა­ბუ­რა, დღეს დამ­თავ­რ­და შე­ნი მარ­ტო­კა­ცო­ბა! — ასე და­იწყო  ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­ურ­მა გა­მოს­ვ­ლა —დღე­ვან­დე­ლი დღე ჩემ­თ­ვის შა­ბუ­რა არა­ბუ­ლის აღი­ა­რე­ბას ნიშ­ნავს. სულ გუ­ლი მწყდე­ბო­და, რომ შა­ბუ­რა არ ჩან­და პო­ე­ზი­ის ჰო­რი­ზონ­ტ­ზე. მი­სი თა­ო­ბის პო­ე­ტე­ბი­დან მარ­თ­ლაც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია, იშ­ვი­ა­თია სუ­ლი­ე­რი ტკი­ვი­ლის ისე მძაფ­რად გან­ც­და, რო­გორც შა­ბუ­რა არა­ბუ­ლი გა­ნიც­დის. ის იყო იმა­ზე თავ­მ­და­ბა­ლი, ვიდ­რე შა­ბუ­რას­ნა­ირ პო­ეტს ეკუთ­ვ­ნო­და. სამ­წუ­ხა­როა, რომ გარ­და ახ­ლობ­ლე­ბი­სა და მი­სი სა­მე­გობ­რო წრი­სა, შა­ბუ­რას პო­ე­ზი­ას ნაკ­ლე­ბად იც­ნო­ბენ. და­ვაგ­ვი­ა­ნეთ შა­ბუ­რას პო­ე­ზი­ის სა­ღა­მოს ჩა­ტა­რე­ბა. ის ჩემ­თ­ვის გა­მორ­ჩე­უ­ლი არა­ბუ­ლი იყო, ყვე­ლა არა­ბუ­ლის წი­ნა­შე ქედს ვიხ­რი, ვინც კა­ლამ­თან იყო, მაგ­რამ შა­ბუ­რა მარ­თ­ლაც გა­მორ­ჩე­უ­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, რო­ცა მის პო­ე­ზი­ას ბავ­შ­ვე­ბი გვაც­ნო­ბენ, სხვაგ­ვა­რად არც იქ­ნე­ბო­და, ჭეშ­მა­რი­ტი პო­ე­ზია ყო­ველ­თ­ვის იპო­ვის თა­ვის გზას, მაგ­რამ შა­ბუ­რას წი­ნა­შე მა­ინც და­ვაგ­ვი­ა­ნეთ.“
 ია ლა­ცა­ბი­ძე, ჳხ კლა­სის მოს­წავ­ლე: „ნა­ტო მას­წავ­ლე­ბელ­მა გაგ­ვაც­ნო შა­ბუ­რა არა­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ჩვენ­თ­ვის ძა­ლი­ან საყ­ვა­რელ პო­ე­ტად იქ­ცა, ბედ­ნი­ე­რე­ბაა თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თ­ვის მი­სი პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.“
ანა­ნო ღირ­სი­აშ­ვი­ლი, ჳხ კლა­სის მოს­წავ­ლე: „აქამ­დე შა­ბუ­რა არა­ბუ­ლის პო­ე­ზი­ას არ ვიც­ნობ­დი, ნა­ტო მას­წავ­ლე­ბელ­მა არა მარ­ტო გაგ­ვაც­ნო მი­სი ლექ­სე­ბი, არა­მედ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თ­ვის, რომ ის ჩვენ­თ­ვის საყ­ვა­რელ პო­ე­ტად ექ­ცია. დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დით მას ასე­თი კარ­გი პო­ე­ტის გაც­ნო­ბის­თ­ვის. შა­ბუ­რა არა­ბუ­ლის პო­ე­ზია მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის მომ­ცე­მია, ბევრ რა­მე­ზე და­მა­ფიქ­რა, სევ­დაც მომ­გ­ვა­რა, ხში­რად აღ­მაფ­რ­თო­ვა­ნა, ორი თვე მი­სი პო­ე­ზი­ით ვცხოვ­რობთ.“
გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეს დღე შა­ბუ­რას ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თ­ვის იყო.
ეთერ თა­თა­რა­ი­ძე: „ჩემ­თ­ვის და სა­ერ­თოდ, ჩვე­ნი ოჯა­ხის­თ­ვის დღე­ვან­დე­ლი დღე ნიშ­ნავს ძა­ლი­ან დი­დი სიყ­ვა­რუ­ლის გა­მოცხა­დე­ბას. შა­ბუ­რა ჩვენს ოჯახ­ში და­ი­ბა­და და არ მო­მე­რი­დე­ბა ამის თქმის, რომ არა­ბუ­ლებ­ში, ყვე­ლა ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია, მაგ­რამ ის იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, ნამ­დ­ვი­ლი პო­ე­ტი, რო­მე­ლიც და­ი­ბა­და უსუფ­თა­ვეს, უწ­მინ­დეს ბავ­შ­ვად და და­ბერ­და ბავ­შ­ვად უსუფ­თა­ვე­სი. ისე წა­ვი­და იმ­ქ­ვეყ­ნად, რომ არა­ვინ შე­უ­წუ­ხე­ბია. დღეს მად­ლო­ბის მე­ტი რა მეთ­ქ­მის, თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს მინ­და მო­ვეხ­ვიო და მად­ლო­ბა ვუთხ­რა იმის­თ­ვის, რომ ზუს­ტად გრძნო­ბენ, ვინ იყო შა­ბუ­რა არა­ბუ­ლი. ჩვე­ნი ოჯა­ხის­თ­ვის დღე­ვან­დე­ლი დღე ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი, მაგ­რამ უბედ­ნი­ე­რე­სი დღეა. ეს მის­მა მე­გობ­რებ­მა გა­ა­კე­თეს და მათ უღ­რ­მეს მად­ლო­ბას ვუხ­დი მთე­ლი ჩე­მი ოჯა­ხის სა­ხე­ლით და მათ, ვინც აქ შა­ბუ­რას მო­სას­მე­ნად მო­ვი­და.“
ამი­რან არა­ბუ­ლი: „დღე­ვან­დე­ლი დღე ძმის დაბ­რუ­ნე­ბას ნიშ­ნავს ამ­ქ­ვე­ყა­ნა­ზე. რო­ცა ამ­დე­ნი ხალ­ხი გე­გუ­ლე­ბა მი­სი მოყ­ვა­რუ­ლი, მკითხ­ვე­ლი და დამ­ფა­სე­ბე­ლი, ეს ნი­შა­ნია იმი­სა, რომ ადა­მი­ა­ნი ფი­ზი­კუ­რად მი­დის ამ­ქ­ვეყ­ნი­დან და თა­ვი­სი სუ­ლით, სიტყ­ვით, ლექ­სე­ბით და შე­მოქ­მე­დე­ბით რჩე­ბა სა­მუ­და­მოდ. ასე რომ, ეს დღე ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ალ­ბათ, შა­ბუ­რას აღი­ა­რე­ბა­ცაა, რად­გან თვი­თონ იყო ძა­ლი­ან მო­რი­დე­ბუ­ლი, უხ­მა­უ­რო და თავ­მ­და­ბა­ლი. გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 10 წლის შემ­დეგ რომ ისევ ახ­სოვთ მის მე­გობ­რებს, თა­ნა­კურ­სე­ლებს, ფი­ლო­ლო­გებს, პო­ე­ტებს და ყვე­ლას, ვინც აქ მო­ვი­და, ეს ნამ­დ­ვი­ლად მი­სი აღი­ა­რე­ბაა. მით უმე­ტეს, რო­ცა მი­სი პო­ე­ზი­ის წა­სა­კითხად ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბა მო­ვი­და, ეს კი­დევ მე­ტად სა­სი­ხა­რუ­ლოა და მიჩ­ნ­დე­ბა იმე­დი იმი­სა, რომ ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სწორ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე.“
***
„აქ და­სახ­ლე­ბა მსურ­და,
რომ არ მქო­ნო­და ჯავ­რი
ჩანს მთვა­რე, ჰყვა­ვის თუ­თა,
ჯიხ­ვ­ნი ლო­კა­ვენ მა­რილს,
მთებ­ში ჩა­კარ­გულ
ჯუ­თას
ღმერ­თო, დას­წე­რე ჯვა­რი!“

147-ე სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი ოც­ნე­ბო­ბენ შა­ბუ­რას სა­თაყ­ვა­ნე­ბელ ჯუ­თა­ში მო­აწყონ მი­სი პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო.

25-28(942)N