გამოდის 1998 წლიდან
2014-03-20
„ბავ­შ­ვე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კვლა­ვაც ყვე­ლა­ზე ღა­რი­ბე­ბი არი­ან“

 

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში წე­ლი­წად­ში 5 წლამ­დე ასა­კის 1000 ბავ­შ­ვი იღუ­პე­ბა, აქე­დან 300 — კვე­ბის დე­ფი­ცი­ტის გა­მო. არა­და, არ­სე­ბობს და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი გა­დაწყ­ვე­ტე­ბი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია შე­ამ­ცი­როს ბავ­შ­ვ­თა სიკ­ვ­დი­ლი­ა­ნო­ბა და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს მდგო­მა­რე­ო­ბა —  ეს შე­ფა­სე­ბა გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის მო­ნა­ცე­მებს ეყ­რ­დ­ნო­ბა.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბამ და გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დ­მა (იუნი­სე­ფი), გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის ცენ­ტ­რა­ლუ­რი და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და დსთ-ს ქვეყ­ნე­ბის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, მა­რი-პი­ერ პუ­ა­რი­ეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი­სას, ერ­თობ­ლი­ვი სა­მოქ­მე­დო პროგ­რა­მა შე­ა­ფა­სეს.
ქვე­ყა­ნა­ში სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, 2011 წლის 25 პრო­ცენ­ტი­დან 2013 წელს 27 პრო­ცენ­ტამ­დე გა­ი­ზარ­და, რამ­დე­ნა­დაც სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნა­ხარ­ჯე­ბი უფ­რო სხვა ჯგუ­ფებ­ზე იყო მი­მარ­თუ­ლი. ბო­ლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შ­ვ­თა უკი­დუ­რე­სი სი­ღა­რი­ბე შემ­ცირ­და, მაგ­რამ კვლავ აღე­მა­ტე­ბა და­ნარ­ჩე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის სი­ღა­რი­ბის დო­ნეს. უთა­ნას­წო­რო­ბის მხრივ, სა­ქარ­თ­ვე­ლო მე­ო­რე ად­გილ­ზეა ევ­რო­პა­ში. ეს ის ძი­რი­თა­დი სა­კითხე­ბია, რომ­ლე­ბიც მთავ­რო­ბი­სა და იუნი­სე­ფის მი­ერ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბავ­შ­ვ­თა მდგო­მა­რე­ო­ბის გან­ხილ­ვი­სას დო­მი­ნი­რებ­და.
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის, შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის, იუს­ტი­ცი­ის, სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბის და პრო­ბა­ცი­ის და ფი­ნან­ს­თა მი­ნის­ტ­რებ­მა და სა­ხალ­ხო დამ­ც­ველ­მა, შე­სა­ბა­მის სფე­რო­ებ­ში, ძი­რი­თად გა­მოწ­ვე­ვებ­სა და მიღ­წე­ვებ­ზე ისა­უბ­რეს, გა­ნი­ხი­ლეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და შემ­დ­გო­მი ნა­ბი­ჯე­ბი.
„მთავ­რო­ბამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა ქვე­ყა­ნა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, მათ შო­რის უზ­რუნ­ველ­ყო ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის უფა­სო დაზღ­ვე­ვა, გა­ა­ორ­მა­გა სო­ცი­ა­ლუ­რი შე­ღა­ვა­თე­ბი. თუმ­ცა, ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რი ბავ­შ­ვია სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი, ესე­ნია: სი­ღა­რი­ბე­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბი, შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი ბავ­შ­ვე­ბი და რთუ­ლად მი­საწ­ვ­დომ და კონ­ფ­ლიქ­ტის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბი“ — აღ­ნიშ­ნა მა­რი-პი­ერ პუ­ა­რი­ემ.
იუნი­სე­ფის მო­ნა­ცე­მე­ბით, დე­და­თა სიკ­ვ­დი­ლი­ა­ნო­ბა ისევ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია რე­გი­ონ­ში, ხო­ლო ხუთ წლამ­დე ბავ­შ­ვ­თა სიკ­ვ­დი­ლი­ა­ნო­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თ­ვე­ლო მე­სა­მე ად­გილ­ზეა ევ­რო­პა­სა და ცენ­ტ­რა­ლურ აზი­ა­ში — სამ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა ევ­რო­პის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელს. იუნი­სე­ფის გან­მარ­ტე­ბით, მარ­თა­ლია, უკი­დუ­რე­სი სი­ღა­რი­ბე შე­და­რე­ბით შემ­ცირ­და, მაგ­რამ ბავ­შ­ვ­თა სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კვლავ აღე­მა­ტე­ბა და­ნარ­ჩე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის სი­ღა­რი­ბის დო­ნეს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის სის­ტე­მა საკ­მა­რი­სად არ ით­ვა­ლის­წი­ნებს ბაშ­ვე­ბის ინ­ტე­რე­სებს — „ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ღა­რი­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი დახ­მა­რე­ბა, სხვა ჯგუ­ფე­ბ­ზე იყო­ გა­მიზ­ნუ­ლი და არა ბავ­შ­ვებ­ზე. იუნი­სე­ფი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბას (ჩვენ მათ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობთ), რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­ღა­ვა­თე­ბი ბავშ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით იყოს შე­მო­ღე­ბუ­ლი, — აცხა­დებს იუნი­სე­ფის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი მაია ქურ­ცი­კი­ძე.
 რაც შე­ე­ხე­ბა 5 წლამ­დე ბავ­შ­ვ­თა სიკ­ვ­დი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის ზრდას, რო­მე­ლიც საკ­ვე­ბის დე­ფი­ცი­ტი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით იუნი­სე­ფი აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შ­რომ­ლობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან. სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მის ერთ-ერ­თი კომ­პო­ნენ­ტი მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტის აღ­მოფხ­ვ­რაა. ეს გუ­ლის­ხ­მობს პუ­რის ფქვი­ლის ფო­ლი­უ­მის მჟა­ვი­თა და რკი­ნის მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბით გამ­დიდ­რე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო წე­სის შე­მო­ღე­ბას სა­კა­ნონ­მ­დე­ბლო დო­ნე­ზე. ამ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბით, ეს ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი ჩა­რე­ვაა.
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სი­ღა­რი­ბის გარ­და, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით — 15 წლის ბავ­შ­ვ­თა ორ მე­სა­მედს არ აქვს კითხ­ვის, მა­თე­მა­ტი­კის და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის სა­თა­ნა­დო ცოდ­ნა და უნა­რი, რაც ყვე­ლა­ზე უარე­სი შე­დე­გია ევ­რო­პა­ში. ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ახ­ლო­ე­ბით სამ­ჯერ მე­ტია, ვიდ­რე სა­შუ­ა­ლოდ ევ­რო­პა­ში. ბავ­შ­ვ­თა ნა­ხე­ვარს, ღა­რიბ­თა 70 პრო­ცენტს, არ მი­უწ­ვ­დე­ბა ხე­ლი სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­ზე, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას ახ­დენს ბავ­შ­ვე­ბის სკო­ლი­სათ­ვის მზა­ო­ბი­სა და აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის დო­ნე­ზე. ამის მი­ზე­ზად გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რი თა­მარ სა­ნი­კი­ძე არას­წორ სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­სა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­გა­დად­გ­მულ ნა­ბი­ჯებს ასა­ხე­ლებს: „ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­ექ­ცეს სკო­ლებ­ში გა­ნა­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას. ეს არის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ნა­წი­ლი, რომ­ლის რე­ვი­ზია ახ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს“.
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რვა წლის წინ დაწყე­ბუ­ლი ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვის რე­ფორ­მის შე­დე­გად, ყვე­ლა ბავ­შ­ვი­სათ­ვის ოჯა­ხუ­რი გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფის თვალ­საზ­რი­სით, ხელ­შე­სა­ხე­ბი პროგ­რე­სია, თუმ­ცა, შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი არი­ან ძი­რი­თა­დად ის ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ რჩე­ბი­ან სა­ხელ­მ­წი­ფო სამ­ზ­რუნ­ვე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 40 პრო­ცენ­ტი შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის სტიგ­მა­ტი­ზა­ცი­ას ახ­დენს.
იუნი­სე­ფის ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­და კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყო­ფი ბავ­შ­ვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაც. გა­ნა­ხევ­რ­და ბავ­შ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ცი­ხე­ებ­ში. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მას­თან შე­ხე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებს მა­ინც არ აქვთ სა­თა­ნა­დო მოპყ­რო­ბა და მომ­სა­ხუ­რე­ბა. იუნი­სე­ფის დახ­მა­რე­ბით, პე­ნი­ტენ­ცი­ა­ლურ სის­ტე­მა­ში მოხ­ვედ­რი­ლი ყვე­ლა ბავ­შ­ვის­თ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად იგეგ­მე­ბა სას­ჯე­ლი. მათ­თ­ვის სკო­ლის შე­ნო­ბა აშენ­და და პირ­ვე­ლად გან­ცალ­კევ­და სას­წავ­ლო კორ­პუ­სი საცხოვ­რებ­ლი­სა­გან. ამ ნა­ბი­ჯებს გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის რე­გი­ო­ნულ­მა დი­რექ­ტორ­მა მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მის­ცა: „მი­ნის­ტ­რებ­მა ნათ­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნეს მზად­ყოფ­ნა, მიჰ­ყ­ვ­ნენ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რა­თა შემ­ცირ­დეს დე­და­თა სიკ­ვ­დი­ლი­ა­ნო­ბა, გა­უმ­ჯო­ბეს­დეს მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა, რომ­ლის დრო­საც მაქ­სი­მა­ლუ­რად იქ­ნე­ბა გათ­ვალ­სი­წი­ნე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი, ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე, კა­ნონ­თან შე­ხე­ბი­სას.“
კონ­კ­რე­ტუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, თუ რო­გორ გა­და­იჭ­რას არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, უკ­ვე შე­სუ­ლია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ეროვ­ნულ გეგ­მა­ში. გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დი მზა­დაა, უახ­ლო­ე­სი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ეხ­მა­როს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბას ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა­ში.
„ჩვენ ასე­ვე მო­ვე­ლით, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლომ უფ­რო თა­მა­მი ქმე­დე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს შემ­დე­გი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით: ფუ­ლა­დი შე­ღა­ვა­თე­ბი ყვე­ლა ბავ­შ­ვი­სათ­ვის, მათ გარ­და, ვი­საც ეს არ სჭირ­დე­ბა; მიკ­რო­ნუტ­რი­ენ­ტუ­ლი და­ნა­მა­ტე­ბი ყვე­ლა ბავ­შ­ვი­სათ­ვის, 6-დან 24 თვემ­დე; მთავ­რო­ბა­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორს შო­რის ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის კარ­გი მო­დე­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა სხვა სფე­რო­ე­ბი­სათ­ვის, აივ/შიდ­სის ჩათ­ვ­ლით; მჭიდ­რო სა­მი­ნის­ტ­რო­თა­შო­რი­სი კო­ორ­დი­ნა­ცია ბავ­შ­ვ­თა დაც­ვი­სა და ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის საქ­მე­ში,“ — აღ­ნიშ­ნა მა­რი-პი­ერ პუ­ა­რი­ემ.
მა­შინ, რო­ცა ქვე­ყა­ნა, შე­მო­სავ­ლე­ბის უთა­ნას­წო­რო­ბის მი­ხედ­ვით, ევ­რო­პა­ში მე­ო­რე ად­გილს იკა­ვებს, უკი­დუ­რე­სი სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 4 პრო­ცენტს აწევს, ხო­ლო ბაშ­ვე­ბის — 6-ს; 5 წლამ­დე ბაშ­ვე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი საკ­ვე­ბის დე­ფი­ცი­ტია და იუნი­სე­ფი აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბავ­შ­ვე­ბი კვლავ ყვე­ლა­ზე ღა­რი­ბე­ბი არი­ან — ბუ­ნებ­რი­ვია, მთავ­რო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას. ამ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტ­მა 2014 წლის პრი­ო­რი­ტე­ტად ბავ­შ­ვე­ბი და­ა­სა­ხე­ლა. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ, და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა და ცენ­ტ­რა­ლუ­რი და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და დსთ-ს ქვეყ­ნებ­ში გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის რე­გი­ო­ნუ­ლ­მა დი­რექ­ტორ­მა, მა­რი-პი­ერ პუ­ა­რი­ემ, ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის წე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­აცხა­დეს.
ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტეტ­მა გა­სულ წელს წა­მო­ა­ყე­ნა და დე­კემ­ბერ­ში პარ­ლა­მენ­ტ­მა სა­მოქ­მე­დო გეგ­მაც და­ამ­ტ­კი­ცა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ზა­ნია კონ­კ­რე­ტუ­ლი კა­ნო­ნე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა და პო­ლი­ტი­კა­ზე ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა, რა­თა ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბი სრუ­ლად იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, და­ცუ­ლი და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი.
ინ­იცი­ა­ტი­ვის ფარ­გ­ლებ­ში, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­ი­ღე­ბა კა­ნო­ნე­ბი და ჩა­ტარ­დე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა: სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნე­ბი და სა­ჯა­რო გან­ხილ­ვე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხებ­ზე, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ე­ბის, ბავ­შ­ვე­ბი­სა და ახალ­გაზ­რ­დე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.
ასე­ვე და­ი­გეგ­მა ისე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის მი­ღე­ბა, რო­გო­რი­ცაა: არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სი; ფი­ზი­კუ­რი დას­ჯის აკ­რ­ძალ­ვა და სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი ძა­ლა­დო­ბი­სა­გან ბავ­შ­ვე­ბის დაც­ვის მიზ­ნით; სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის კა­ნო­ნი; ცვლი­ლე­ბე­ბი კა­ნონ­ში ფქვი­ლის მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბით გამ­დიდ­რე­ბის შე­სა­ხებ; შეს­წო­რე­ბე­ბი კა­ნონ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ და შეტყო­ბი­ნე­ბე­ბის პრო­ცე­დუ­რის შე­სა­ხებ ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის კონ­ვენ­ცი­ის ფა­კულ­ტა­ტუ­რი ოქ­მის რა­ტი­ფი­კა­ცია.
„ვუ­ლო­ცავ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენტს, გან­სა­კუთ­რე­ბით ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტეტს, ამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნას. ჩვენ გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ პარ­ტ­ნი­ო­რო­ბას პარ­ლა­მენ­ტ­თან, რა­თა ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის რე­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს — აღ­ნიშ­ნა მა­რი-პი­ერ პუ­ა­რი­ემ — პარ­ლა­მენ­ტის რო­ლი უაღ­რე­სად დი­დია ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­კითხ­ში. აუცი­ლე­ბე­ლია ახა­ლი კა­ნო­ნე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა და მი­ღე­ბა, მაგ­რამ ასე­ვე გა­დამ­წყ­ვე­ტია მო­ნი­ტო­რინ­გი, რომ კა­ნო­ნე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს და ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის სა­სი­კე­თო შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნოს.“
2014 წე­ლი ბავ­შ­ვ­თა წე­ლია! — მთავ­რო­ბის ამ გან­ცხა­დე­ბას, იმე­დია, სე­რი­ო­ზუ­ლი ქმე­დი­თი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყ­ვე­ბა.

 

25-28(942)N