გამოდის 1998 წლიდან
2014-03-27
ვე­რას­დ­როს ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ხევ­სურ ბავ­შ­ვებ­თან ვი­მუ­შა­ვებ­დი

მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბის ბო­ლომ­დე, ბავ­შ­ვე­ბის (გან­სა­კუთ­რე­ბით გო­გო­ნე­ბის) ერთ-ერ­თი საყ­ვა­რე­ლი გა­სარ­თო­ბი  „მას­წავ­ლებ­ლო­ბა­ნას“ თა­მა­ში ერ­თ­გ­ვა­რად იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც იყო, რომ ბავ­შ­ვებ­ში ეს პრო­ფე­სია პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და. Þო­ლო 20-25 წე­ლია, ნელ-ნე­ლა, ეს თა­მა­ში ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბი­დან გაქ­რა და დღეს არც „მას­წავ­ლებ­ლო­ბა­ნას“ თა­მა­შო­ბენ და აღარც მას­წავ­ლებ­ლო­ბა­ზე ოც­ნე­ბო­ბენ. სამ­წუ­ხა­როდ, ეს პრო­ფე­სია ჩრდილ­ში მო­ექ­ცა და არაპ­რეს­ტი­ჟუ­ლი გახ­და. მი­ზეზ­თა კვლე­ვა, ალ­ბათ, შორს წაგ­ვიყ­ვან­და და ერ­თი სა­გა­ზე­თო წე­რი­ლი არც ეყო­ფო­და, პრობ­ლე­მა გა­ცი­ლე­ბით სე­რი­ო­ზულ შეს­წავ­ლას მო­ითხოვს.
დღეს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ჩვე­ნი რე­დაქ­ცი­ის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კითხ­ვის შე­დე­გებს. თბი­ლი­სის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის 200 მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სელს მივ­მარ­თეთ შე­კითხ­ვით — აირ­ჩევთ თუ არა პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­ას?  და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი Èხო­ლოდ 7-მა გა­მო­კითხულ­მა (5 გო­გო­ნა, 2 ბი­ჭი,) გას­ცა, უარ­ყო­ფი­თი — 193-მა.
მათ, ვინც და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი გას­ცა, და­მა­ტე­ბით შე­კითხ­ვა­ზე უნ­და ეპა­სუ­ხათ — რო­მე­ლი საგ­ნის პე­და­გო­გო­ბას ისურ­ვებ­დ­ნენ? 4-მა გა­მო­კითხულ­მა ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა და­ა­სა­ხე­ლა, ერ­თ­მა — ბი­ო­ლო­გია,  ერ­თ­მა — ქი­მია ან რუ­სუ­ლი, ერ­თ­მა — ინ­გ­ლი­სუ­რი ენის ფი­ლო­ლო­გია (მხო­ლოდ უმაღ­ლეს სკო­ლა­ში).
ფაქ­ტია, რომ დღეს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით არ სარ­გებ­ლობს, მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი მუ­შა­ო­ბას სხვა პრო­ფე­სი­ით ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ, ასე­თი ტენ­დენ­ცი­ის გაგ­რ­ძე­ლე­ბა კი სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას შე­უქ­მ­ნის ქვე­ყა­ნას მას­წავ­ლე­ბელ­თა კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტის თვალ­საზ­რი­სით. არა­და, მას­წავ­ლე­ბელს ძა­ლი­ან დი­დი რო­ლი და მი­სია აკის­რია ქვეყ­ნის მო­მავ­ლის შექ­მ­ნა­ში. რო­გორ გავ­ხა­დოთ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია პო­პუ­ლა­რუ­ლი ახალ­გაზ­რ­დებ­ში? ამის­თ­ვის ძა­ლი­ან ბევ­რი ფაქ­ტო­რია ასა­მოქ­მე­დე­ბე­ლი, თუმ­ცა, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, პრო­პა­გან­დას ძა­ლი­ან დი­დი ძა­ლა აქვს. ჩვე­ნი გა­ზე­თის მკითხ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, მათ შო­რის  გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი უჭი­რავთ ახალ­გაზ­რ­დებს, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, ამი­ტო­მაც გა­დავ­წყ­ვი­ტეთ ჩვენი რუბ­რი­კა — პრო­ფე­სია პე­და­გო­გი — დავუთმოთ ახალგაზრდა მას­წა­ვლე­ბ­ლებს, რაც სწო­რედ პე­და­გო­გის პრო­ფე­სიის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბას შე­უწყობს ხელს. რუბ­რი­კას ერ­თი სა­ო­ცა­რი ახალ­გაზ­რ­დის, 23 წლის მას­წავ­ლებ­ლის, შუ­ქია არა­ბუ­ლის ინ­ტერ­ვი­უ­თი ვხსნით, რო­მე­ლიც ხევ­სურ ბავ­შ­ვებს ბა­რი­სა­ხოს სკო­ლა­ში ინ­გ­ლი­სურ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას ას­წავ­ლის (ბა­რი­სა­ხოს სკო­ლა­ში პი­რა­ქე­თა ხევ­სუ­რე­თის 10-ზე მე­ტი სოფ­ლის ბავ­შ­ვი სწავ­ლობს), ახალ­გაზ­რ­და გოგონამ ყვე­ლა­ფე­რი გვერ­დ­ზე გა­და­დო, რაც მი­ს თანატოლებს ასე იზი­დავთ ქა­ლაქ­ში და ბა­რი­სა­ხოს სკო­ლა­ში ხევ­სურ ბავ­შ­ვებ­თან წას­ვ­ლა არ­ჩია. მი­სი მო­წო­დე­ბე­ბი სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თად შე­იძ­ლე­ბა გა­მოდ­გეს ნე­ბის­მი­ე­რი ახალ­გაზ­რ­დის­თ­ვის, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლო­ბას პრო­ფე­სი­ად აირ­ჩევს. შუ­ქია არა­ბუ­ლი თა­ვის „ერთ წუთს“ ერთ-ერთ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ზე, სწო­რედ ბა­რი­სა­ხოს სკო­ლას უთ­მობს და მო­უ­წო­დებს თა­ნა­ტო­ლებს, ჩა­ვიდ­ნენ იქ და ას­წავ­ლონ — ჩვე­ნი სკო­ლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია იმი­ტომ, რომ ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ინი­ცი­ა­ტი­ვით და­არ­ს­და, მი­სი ძმა აქ­ტი­უ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო და სკო­ლამ ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო თა­ო­ბა გა­მო­უშ­ვა. სამ­წუ­ხა­როდ, თან­და­თან მცირ­დე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის და მას­წავ­ლებ­ლე­ბის რიცხ­ვი. ძა­ლი­ან გვი­ჭირს მას­წავ­ლებ­ლე­ბის შოვ­ნა და მინ­და ახალ­გაზ­რ­და მო­ხა­ლი­სე­ებს შევ­თა­ვა­ზო, მათ, ვინც ინ­გ­ლი­სუ­რი იცის ან სხვა სა­გა­ნი, მო­ვიდ­ნენ ჩვენ­თან მას­წავ­ლებ­ლად — ანაზღა­უ­რე­ბა იქ­ნე­ბა ისე­თი­ვე, რო­გორც სხვა­გან, მხო­ლოდ პი­რო­ბე­ბი იქ­ნე­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, აქ ზამ­თა­რი გა­ცი­ლე­ბით მკაც­რი იცის, ვიდ­რე სხვა­გან, მაგ­რამ ეს ნამ­დ­ვი­ლად არ წარ­მო­ად­გენს სა­შიშ­რო­ე­ბას. იმი­ტომ, რომ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია შე­გიქ­მ­ნათ პი­რო­ბე­ბი, თუ თქვენ ჩვენს ბაშ­ვებს ას­წავ­ლით და მათ გაკ­ვე­თი­ლებს ჩა­უ­ტა­რებთ — ასე მო­უ­წო­დებს ის ვი­დე­ორ­გო­ლით თა­­ნა­ტო­ლებს. შუქია, დროებით, აღარ ას­წავ­ლ­ის, რადგან მაგისტრატურაში ჩა­სა­ბა­რებ­ლად ემზადება.

პორ­ტ­რე­ტი
— რა ფე­რით დავ­ხა­ტო ჩე­მი თა­ვი?
— მას, თქვენ ყვე­ლა­ზე კარ­გი ფე­რი ხართ.
— რო­მე­ლი?
— ლურ­ჯი.
ეს შუ­ქია არა­ბუ­ლის პორ­ტ­რე­ტია, რო­მე­ლიც თა­ვის მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად და­ხა­ტა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პორ­ტ­რე­ტი კი ვე­ცა­დეთ  მი­სი ჩა­ნა­წე­რით წარ­მო­გიდ­გი­ნოთ.

და­ვამ­ს­ხ­ვ­რი­ოთ სტე­რე­ო­ტი­პი
მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის შე­სა­ხებ

მას­წავ­ლებ­ლო­ბა­ზე არა­სო­დეს მი­ფიქ­რია და მით უმე­ტეს ვე­რას­დ­როს ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ხევ­სურ ბავ­შ­ვებ­თან ვი­მუ­შა­ვებ­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით მო­ვე­კი­დე ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბას, მას­წავ­ლებ­ლო­ბა უფ­რო მათ­თან ყოფ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა იყო, ვიდ­რე პრო­ფე­სი­უ­ლი მო­წო­დე­ბა. თა­ვი­დან არ ვი­ცო­დი, ეს რო­გორ უნ­და გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მით უმე­ტეს, რომ რაც ადა­მი­ა­ნის გან­ვი­თა­რე­ბას და მის მო­მა­ვალს ეხე­ბა, ყვე­ლა­ზე სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია; თუმ­ცა, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ჩემ­თ­ვის იმ­დე­ნად სა­სი­ა­მოვ­ნო აღ­მოჩ­ნ­და, რომ ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, რო­გორ უნ­და გა­მე­კე­თე­ბი­ნა ყვე­ლა­ფე­რი, რი­სი გა­კე­თე­ბაც მინ­დო­და 45 წუთ­ში, მა­ში­ნაც კი, რო­ცა კლას­ში ორი ბავ­შ­ვი მეჯ­და.
სამ­წუ­ხა­როა, რომ სტან­დარ­ტულ­მა სას­წავ­ლო მე­თოდ­მა, რო­მე­ლიც გაკ­ვე­თი­ლის ახ­ს­ნით და და­ვა­ლე­ბის მი­ცე­მით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა და რო­მელ­საც მე­თოდს ვერც და­ვარ­ქ­მევთ, ძა­ლი­ან დიდ­ხანს გა­აგ­რ­ძე­ლა არ­სე­ბო­ბა. დი­დი სურ­ვი­ლი მაქვს, რომ სტე­რე­ო­ტი­პი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია, მა­ლე გაქ­რეს. რა­ტომ­ღაც ით­ვ­ლე­ბა, რომ ეს არის მო­საწყე­ნი, არა­ა­ხალ­გაზ­რ­დუ­ლი პრო­ფე­სია. დღეს ეს სპე­ცი­ა­ლო­ბა პო­პუ­ლა­რუ­ლი არ არის, თუმ­ცა ჩემ­თ­ვის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ ეს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა უსაზღ­ვ­რო სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, ძა­ლი­ან დიდ და­დე­ბით ენერ­გი­ას და სტი­მულს გაძ­ლევს მუდ­მი­ვად ვი­თარ­დე­ბო­დე, მე­ტი მის­ცე და შენც მე­ტი სიყ­ვა­რუ­ლი მი­ი­ღო მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან.

პრობ­ლე­მა
მი­მაჩ­ნია, რომ გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც შემ­დეგ უამ­რავ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის პრობ­ლე­მას აჩენს ყვე­ლა დარ­გ­ში და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ყვე­ლა ას­პექ­ტ­ში. სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბი ქვეყ­ნის მთა­ვა­რი მა­ცოცხ­ლე­ბე­ლი ძა­ლაა და სა­ერ­თო გა­ნათ­ლე­ბის დო­ნეც რე­გი­ო­ნებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, აქ კი სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა. რე­გი­ო­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს არ აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა გა­იღ­რ­მა­ვონ ცოდ­ნა და აიმაღ­ლონ კვა­ლი­ფი­კა­ცია, თბი­ლის­ში და­ეს­წ­რონ ტრე­ნინ­გებს, მი­ი­ღონ ინ­ფორ­მა­ცია სას­წავ­ლო გეგ­მის სწო­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­სა­ხებ უშუ­ა­ლოდ კომ­პე­ტენ­ტუ­რი პი­რე­ბის­გან. ჩემი აზრით, ტრენერები თა­ვად უნდა ჩავიდნენ რეგიონებში, რაც ბევ­რად უფრო მარტივია და ადგილზე გა­ით­ვა­ლისწინონ საჭიროებები. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახა­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა მომ­წონს, თუ­კი არ არ­სე­ბობს კად­რე­ბი, ვინც ამ გეგ­მას შე­სა­ბა­მი­სად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, მა­შინ რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს გეგ­მა სა­ერ­თოდ იარ­სე­ბებს თუ არა. რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რიც არ უნ­და იყოს თა­ნა­მედ­რო­ვე სას­წავ­ლო მე­თო­დე­ბი, თუ მას­წავ­ლე­ბელ­მა არ იცის, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნოს ისი­ნი, რა­ზე გა­ა­კე­თოს მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტე­ბი და სა­ერ­თოდ, რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა მი­სი შრო­მა, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი ძნელ­დე­ბა.

იმის­თ­ვის, რომ რა­ღაც გა­ა­უმ­ჯო­ბე­სო, კარ­გად უნ­და ერ­კ­ვე­ო­დე პრობ­ლე­მა­ში
სას­წავ­ლო გეგ­მას ყვე­ლა რე­გი­ონს ცალ-ცალ­კე ვერ მო­არ­გებ, მაგ­რამ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სტრა­ტე­გია შე­საძ­ლე­ბე­ლია, ყვე­ლა რე­გი­ონ­ში სხვა­დას­ხ­ვა იყოს, მა­თი პრობ­ლე­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ვფიქ­რობ, იმის­თ­ვის, რომ რა­ღაც გა­ა­უმ­ჯო­ბე­სო, ჯერ ძა­ლი­ან კარ­გად უნ­და ერ­კ­ვე­ო­დე პრობ­ლე­მა­ში. ყვე­ლა კუთხეს სა­კუ­თა­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი აქვს. მა­გა­ლი­თად, ხევ­სუ­რეთ­ში ყვე­ლა ბიჭს ჯარ­ში წას­ვ­ლა უნ­და, ამას ვერ გა­ვი­გებ­დი, იქ რომ არ მეცხოვ­რა. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე­გობ­რებ­მა გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, კან­ფე­ტე­ბის გაგ­ზავ­ნის მა­გი­ერ, ხში­რად ჩა­ვიყ­ვა­ნოთ იქ სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რა­თა ბავ­შ­ვებს წარ­მოდ­გე­ნა ჰქონ­დეთ სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ზე. ეს სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის სწო­რად გან­საზღ­ვ­რაა იმის­თ­ვის, რომ ენერ­გია, რე­სურ­სი და დრო მიზ­ნობ­რი­ვად და­ი­ხარ­ჯოს.
ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვფიქ­რობ, მთე­ლი აქ­ცენ­ტი მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე უნ­და გა­კეთ­დეს; ძა­ლი­ან დი­დი დრო უნ­და და­ეთ­მოს მას­წავ­ლებ­ლებ­ში მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აზ­როვ­ნე­ბის ხელ­შეწყო­ბას ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო მე­თო­დე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის­თ­ვის. უნ­და გა­მახ­ვილ­დეს ყუ­რადღე­ბა ბავ­შ­ვის პი­როვ­ნუ­ლი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ხელ­შეწყო­ბა­ზე. ჩე­მი წარ­მოდ­გე­ნით, მას­წავ­ლებ­ლის მთა­ვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა ხე­ლი შე­უწყოს ბავ­შ­ვის, რო­გორც პი­როვ­ნე­ბის სრულ­ფა­სო­ვან ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას; ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ის ბავშვს სკო­ლა­ში ას­წავ­ლის, სამ­ყა­როს აღ­ქ­მას და ამ სამ­ყა­რო­ში მის სრულ­ფა­სო­ვან ადა­მი­ა­ნად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.
მა­გა­ლი­თად, მე მჯე­რა, რომ თუ ბუ­ნე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი სწო­რად აუხ­ს­ნის ბავშვს ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მოს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, ის არა­სო­დეს და­ა­ნაგ­ვი­ა­ნებს ბუ­ნე­ბას, რად­გან ეცო­დი­ნე­ბა მი­სი ქმე­დე­ბის ყვე­ლა მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გი — ეს არის ცოდ­ნა. არა­ვის­თ­ვის არ არის ახა­ლი, რომ გიყ­ვარს ის, რაც კარ­გად იცი და კარ­გად იცი ის, რაც კარ­გი მე­თო­დით, სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად გას­წავ­ლეს.

არის სიტყ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც აღარ გა­მოდ­გე­ბა, თუმ­ცა არც არა­სო­დეს ჰქო­ნია შე­დე­გი
ჩემ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ მი­მახ­ვედ­რა, რომ მთა­ვა­რია არა ის, თუ რა წე­რია წიგ­ნ­ში, არა­მედ ის, თუ რო­გორ მი­ა­წო­დო ბავშვს ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე, რომ და­ა­ინ­ტე­რე­სო, გა­ა­ო­ცო, სა­კუ­თა­რი თვა­ლით აჩ­ვე­ნო და ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნო. არის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მეც მე­ზა­რე­ბა, თუმ­ცა მა­ინც ვა­კე­თებ, იმი­ტომ რომ გა­აზ­რე­ბუ­ლი მაქვს მი­სი სა­ჭი­რო­ე­ბა; რა­ტომ გვიკ­ვირს რომ ბავ­შ­ვი ზარ­მა­ცობს — მან არ იცის რა­ში სჭირ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, ახალ­გა­მო­ჩე­კი­ლი ბარ­ტყი­ვი­თაა და თუნ­დაც ავუხ­ს­ნათ გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ვერ გა­ი­გებს, მას ეს არ აინ­ტე­რე­სებს. სა­ჭი­როა, რომ სწავ­ლა მის ცხოვ­რე­ბა­ში თა­მა­შის მსგავს, სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სად ვაქ­ცი­ოთ, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვად, დის­კომ­ფორ­ტის გა­რე­შე მი­სი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა. ისე­ვე, რო­გორც თა­მა­შის დროს არ უჩ­ნ­დე­ბა კითხ­ვა, რა­ტომ თა­მა­შობს, სწავ­ლაც ბუ­ნებ­რივ, ორ­გა­ნულ მოვ­ლე­ნად უნ­და ვუქ­ცი­ოთ და არა რა­ღაც ბუნ­დო­ვა­ნი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მქო­ნე უსი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სად. „იმე­ცა­დი­ნე!“ და „ნუ ზარ­მა­ცობ!“ — არის სიტყ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც აღარ გა­მოდ­გე­ბა, თუმ­ცა არც არა­სო­დეს ჰქო­ნია შე­დე­გი. მას­წავ­ლე­ბელ­მა რომ სა­კუ­თარ თავს მო­უ­წო­დოს იმ სიხ­ში­რით, რა სიხ­ში­რი­თაც მოს­წავ­ლე­ებს მო­უ­წო­დებს, შე­დე­გი ნამ­დ­ვი­ლად ბევ­რად უკე­თე­სი იქ­ნე­ბა.
ჩე­მი აზ­რით, არ არ­სე­ბობს ცუ­დი და კარ­გი საგ­ნე­ბი, რო­გორც ამას ბავ­შ­ვე­ბი უდ­გე­ბი­ან, არ­სე­ბო­ბენ ცუ­დი და კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი.
ცუ­დია, რო­დე­საც ბავ­შ­ვი გრძნობს მას­წავ­ლებ­ლის ზე­რე­ლე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მოს­წავ­ლე და­ა­ინ­ტე­რე­სო იმით, რაც შენ თვი­თო­ნაც არ გა­ინ­ტე­რე­სებს და არ იცი, მით უმე­ტეს, რომ ბავ­შ­ვე­ბი ყო­ველ­თ­ვის მძაფ­რად გრძნო­ბენ ამ ყვე­ლა­ფერს და მა­თი მოქ­ცე­ვაც გაკ­ვე­თილ­ზე აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს.

შენ შე­გიძ­ლია გა­ა­ო­ცო იმით, რა­საც ას­წავ­ლი...
დღემ­დე კარ­გად არ ვი­ცი სას­კო­ლო ჟურ­ნა­ლის შევ­სე­ბა, რად­გან მთელ აქ­ცენტს იმა­ზე ვა­კე­თებ­დი, რომ შენს წი­ნა­შე არი­ან პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბის­თ­ვი­საც ეს სამ­ყა­რო ჯერ კი­დევ უცხოა და მა­თი ოჯა­ხე­ბით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა; შენ შე­გიძ­ლია გა­ა­ო­ცო იმით, რა­საც ას­წავ­ლი ამ სამ­ყა­როს შე­სა­ხებ, და­ა­ნა­ხო მი­სი უსაზღ­ვ­რო­ბა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა. ჩე­მი აზ­რით, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა ეს არის და არა სწავ­ლე­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი ფორ­მა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ვი­ღებთ სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბულ, სრუ­ლი­ად დაბ­ნე­ულ მო­ზარდს, რო­მე­ლიც ინ­ტუ­ი­ცი­ით გრძნობს, რომ რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი იწყე­ბა, თუმ­ცა ამის­თ­ვის მზად არ არის და ით­რ­გუ­ნე­ბა. მან არ იცის, რა უნ­და იმი­ტომ, რომ არაფ­რის შე­სა­ხებ არ აქვს კარ­გი, სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნა და გა­მოკ­ვე­თი­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი. მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ არას­წო­რად და­გეგ­მი­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დამ­სა­ხუ­რე­ბაა ის, რომ მოს­წავ­ლე სხა­პას­ხუ­პით გეტყ­ვის რა­ი­მე ფორ­მუ­ლას, თუმ­ცა ვერ გეტყ­ვის სად მდე­ბა­რე­ობს სა­ქარ­თ­ვე­ლო.
რო­გო­რი უნ­და იყოს მას­წავ­ლე­ბე­ლი — პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა მა­ნამ­დე შე­იძ­ლე­ბა, სა­ნამ სა­ერ­თოდ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი
კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გორც თა­ვი­სუ­ფა­ლი და გა­ბე­დუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც არ ეში­ნია შეც­დო­მე­ბის აღი­ა­რე­ბის, უსაზღ­ვ­როდ აქ­ტი­უ­რი და მოქ­ნი­ლია გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში, ბევრს ფიქ­რობს თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ზე და არის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, არ ეში­ნია თქვას არ ვი­ცი, რო­ცა რა­ღაც არ იცის, არ ეში­ნია სი­ახ­ლე­ე­ბის, რო­დე­საც საქ­მე ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბას ეხე­ბა, რად­გან მან იცის, რომ სკო­ლა­ში პრი­ო­რი­ტე­ტი ბავ­შ­ვია და მას ვერ გა­ნა­ვი­თა­რებს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შეზღუ­დუ­ლია სხვა­დას­ხ­ვა ში­შე­ბით. სა­ერ­თოდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძა­ლი­ან ცო­ტა­თი ვკმა­ყო­ფილ­დე­ბით და ჩვენს წარ­მოდ­გე­ნა­ში სწავ­ლა  დიპ­ლო­მის აღე­ბის შემ­დეგ მთავ­რ­დე­ბა, მა­შინ, რო­ცა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა მა­ნამ­დე შე­იძ­ლე­ბა, სა­ნამ სა­ერ­თოდ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი.
მახ­სენ­დე­ბა ერ­თ­კ­ვი­რი­ა­ნი ტრე­ნინ­გი მცხე­თა­ში, 2012 წელს, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვო­ბის და­ნერ­გ­ვას მოს­წავ­ლე­ებ­ში. 23-კა­ცი­ან ჯგუფს, რო­მე­ლიც მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის სოფ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან შედ­გე­ბო­და, ყო­ველ­დღე აკ­ლ­დე­ბო­და ადა­მი­ა­ნე­ბი... რო­დე­საც ტრე­ნერ­მა და­ფა­ზე და­წე­რა სიტყ­ვა „გა­ნათ­ლე­ბა“ და გვთხო­ვა მოკ­ლე დრო­ში ჩა­მოგ­ვეთ­ვა­ლა ყვე­ლა­ფე­რი, რაც ამ სიტყ­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა, ვიგ­რ­ძე­ნი, რომ რამ­დე­ნი­მე მას­წავ­ლე­ბელ­მა ეს შე­უ­რაცხ­ყო­ფად მი­ი­ღო. მა­თი თქმით, რო­დე­საც ორ­მოც­და­ა­თი წე­ლი სკო­ლა­ში გაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი და დამ­სა­ხუ­რე­ბულ პე­და­გო­გად ით­ვ­ლე­ბი, მსგავ­სი კურ­სე­ბი სა­ჭი­რო არ არის. ეს არას­წო­რი და არაპ­როგ­რე­სუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა.
არ ვფიქ­რობ, რომ კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვი­ყა­ვი, ორ წელ­ში ამას ვერც შევ­ძ­ლებ­დი, უბ­რა­ლოდ, ზუს­ტად მივ­ხ­ვ­დი, რას ნიშ­ნავს იყო კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი.
აქ­ტი­ვო­ბე­ბი
სკო­ლა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ შე­მეც­ნე­ბით აქ­ტი­ვო­ბებს შო­რის იყო: „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“, რე­ვაზ ინა­ნიშ­ვი­ლის და სხვა ავ­ტო­რე­ბის მოთხ­რო­ბე­ბის ილუს­ტ­რი­რე­ბა და გა­მო­ფე­ნა, კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის სა­ღა­მო თბი­ლი­სე­ლი პა­ტა­რა მუ­სი­კო­სე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ბიბ­ლი­ო­თე­კის გამ­დიდ­რე­ბის აქ­ცია, ჩე­მი მე­გობ­რე­ბის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხე­ბო­და ისეთ თე­მებს, რო­გო­რე­ბი­ცაა: ინ­ტერ­ნე­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, სოფ­ლი­სა და ქა­ლა­ქის ცხოვ­რე­ბა, მსოფ­ლი­ოს ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი, თე­ატ­რი და ა.შ.
***
კადრს მიღ­მა
შუ­ქი­ას ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან
„მე­გობ­რე­ბო, და­მეხ­მა­რეთ, საა­ხალ­წ­ლო ზე­ი­მის­თ­ვის მჭირ­დე­ბა ფორ­მე­ბი, ცხო­ვე­ლე­ბის, ფე­რი­ე­ბის ან რი­სიც გაქვთ, ერ­თი მა­ინც გექ­ნე­ბათ. ჩვენს პა­ტა­რა ხევ­სუ­რებს უნ­და მო­ვუწყო ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მა­გა­რი ზე­ი­მი“.
2012 წლის 29 ნო­ემ­ბე­რი

 „გუ­შინ რუ­სუ­და­ნი და მე ვოც­ნე­ბობ­დით თოვ­ლ­ზე, მე­რე ამინ­დის პროგ­ნო­ზი ვნა­ხეთ და ბა­რი­სა­ხო­ში დი­ლის 4 სა­ათ­ზე თოვ­ლი ეწე­რა, გა­ვა­ღეთ ფან­ჯა­რა, უც­ნა­უ­რად თბი­ლო­და, ცა­ზე ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი აღარ იყო და ეშ­მა­კუ­რად ჩა­ვი­ცი­ნეთ. დი­ლით რუ­სუ­დან­მა ყვი­რი­ლით გა­მო­მაღ­ვი­ძა, გა­ვი­ხე­დეთ და თეთ­რი იყო მთე­ბი. არა­ფე­რი არ არის ახ­ლა ჩემ­თ­ვის ამა­ზე ლა­მა­ზი“.
 2013 წლის 8 დე­კემ­ბე­რი

25-28(942)N