გამოდის 1998 წლიდან
2014-04-03
გან­ვი­თა­რე­ბას გა­ნათ­ლე­ბის გა­რე­შე ვერ შევ­ძ­ლებთ

რუბრიკის „ქართველი სტუდენტები უცხოეთში“ სტუმარია
ვალიდა ფანცულაია

— ვა­ლი­და, რო­გორ გახ­სენ­დე­ბა მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი?
— „მომ­თა­ბა­რე“ აკა­დე­მი­უ­რი ცხოვ­რე­ბა მქონ­და: პირ­ვე­ლი 4 წე­ლი ვსწავ­ლობ­დი 143-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, შემ­დეგ გა­და­ვე­დი სკო­ლა-ლი­ცე­უმ „იბე­რი­ა­ში“, ხო­ლო მეცხ­რე კლა­სი­დან — გი­ვი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის „ამე­რი­კულ აკა­დე­მი­ა­ში“, რო­მე­ლიც 2012 წელს და­ვამ­თავ­რე. იმა­ვე წლის აპ­რილ­ში მო­ვეწყ­ვე ევ­რო­პის და ამე­რი­კის რამ­დე­ნი­მე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ზაფხულ­ში ჩა­ვა­ბა­რე ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი და ჩა­ვი­რიცხე სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტეტ­ზე „აიეტ­ში“. იმის გა­მო, რომ ამე­რი­კა­ში მქონ­და გა­დაწყ­ვე­ტი­ლი სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა, „აიეტ­ში“ აღარ წავ­სულ­ვარ. შემ­დეგ ნაც­ნო­ბე­ბის­გან გა­ვი­გე, ლექ­ცი­ა­ზე სი­ის ამო­კითხ­ვის დროს ჩემს სა­ხელ­ზე ყო­ველ­თ­ვის სი­ჩუ­მე ჩა­მოწ­ვე­ბო­და ხოლ­მე და ყვე­ლას უკ­ვირ­და, რა­ტომ არ დავ­დი­ო­დი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ამ­დე­ნი „გაც­დე­ნე­ბით“, ალ­ბათ, ორო­სა­ნი მოს­წავ­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ვტო­ვებ­დი. არა­და, ამ დროს ამე­რი­კა­ში, პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დავ­დი­ო­დი. ამ­ჟა­მად უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეკო­ნო­მი­კას ვსწავ­ლობ, ხო­ლო და­მა­ტე­ბით საგ­ნე­ბად — ჯან­დაც­ვის მე­ნეჯ­მენ­ტი და ნე­ი­რო­მეც­ნი­ე­რე­ბა. ამ ზაფხულს ვგეგ­მავ სა­მი თვით ვი­მუ­შაო გვა­ტე­მა­ლა­ში, რაც ჩემ­თ­ვის პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სამ­სა­ხუ­რი იქ­ნე­ბა, შემ­დე­გი სე­მეს­ტ­რი კი, გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მით, მინ­და ინ­გ­ლის­ში გა­ვა­ტა­რო.
შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ სკო­ლის წლე­ბი ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო იყო. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ „ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მია“ საკ­მა­ოდ პა­ტა­რა სკო­ლაა, ძა­ლი­ან ოჯა­ხუ­რი გა­რე­მო გვქონ­და. ამე­რი­კა­შიც კი ვცდი­ლობთ შევ­ხ­ვ­დეთ ერ­თ­მა­ნეთს.
სკო­ლის პე­რი­ო­დი­დან, ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა, მე­ა­თე კლა­სის ბო­ლოს, ორ მე­გო­ბარ­თან ერ­თად, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად ჩი­ნეთ­ში გამ­გ­ზავ­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ენა არ ვი­ცო­დით და, ძი­რი­თა­დად, აზ­რ­ზე არ ვი­ყა­ვით რა საჭ­მელს ვუკ­ვე­თავ­დით ხოლ­მე, შინ მშვი­დო­ბით ჩა­მო­ვაღ­წი­ეთ. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და სკო­ლის ინ­ტე­ლექ­ტ­კ­ლუ­ბი, სა­დაც ჯგუ­ფე­ბად ვი­ყა­ვით და­ყო­ფი­ლე­ბი და გა­და­ცე­მა „რა? სად? რო­დის?“ მსგავს ფორ­მატ­ში ვე­ჯიბ­რე­ბო­დით ერ­თ­მა­ნეთს.
— რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტე სას­წავ­ლებ­ლად ამე­რი­კა­ში გამ­გ­ზავ­რე­ბა?
— საზღ­ვარ­გა­რეთ წას­ვ­ლა­ში დი­დი რო­ლი ითა­მა­შა სკო­ლამ. მე­თერ­თ­მე­ტე კლა­სი­დან და­ვიწყეთ სას­წავ­ლებ­ლე­ბის შერ­ჩე­ვა, აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის შევ­სე­ბა. აპ­რი­ლის­კენ უმე­ტე­სო­ბა უკ­ვე „და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლე­ბი“ ვი­ყა­ვით. გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან დი­დი ფაქ­ტო­რი იყო ოჯა­ხის მხარ­და­ჭე­რა. კარ­გად მახ­სოვს პა­სუ­ხე­ბის ლო­დი­ნის პე­რი­ო­დი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დრო­ით, დი­ლის 4 სა­ათ­ზე იდე­ბო­და პა­სუ­ხე­ბი, ამ დროს ყვე­ლა­ნი კომ­პი­უ­ტერ­თან ვის­ხე­დით.
— მი­ამ­ბე პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რია, რა ღირს სწავ­ლა? სტი­პენ­დი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა რთუ­ლია?
— პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ამე­რი­კა­ში  ერთ-ერ­თი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა და ამე­რი­კის პირ­ვე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტია. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ აქ სწო­რედ ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტს ჰქონ­და პირ­ვე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტე­ტი, ასე­ვე ბიზ­ნეს-სკო­ლაც ერთ-ერ­თი წამ­ყ­ვა­ნია არა მარ­ტო ამე­რი­კა­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ო­ში. სწავ­ლა, ცხოვ­რე­ბი­ან-ფრე­ნე­ბი­ან-დაზღ­ვე­ვი­ა­ნად, და­ახ­ლო­ე­ბით, 68 000$ ღირს, და მთლი­ან თან­ხას უნი­ვერ­სი­ტე­ტი მი­ნაზღა­უ­რებს. სტი­პენ­დი­ის გა­ნახ­ლე­ბა ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, ნიშ­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა, ამი­ტომ არ არის ური­გო პე­რი­ო­დუ­ლად ნიშ­ნებს გა­და­ხე­დო და დარ­წ­მუნ­დე, რომ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა.
— რამ გა­ნა­პი­რო­ბა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი, ამ­ჟა­მად რო­მელ კურ­ს­ზე ხარ?
— მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი ვარ და ჩე­მი მთა­ვა­რი სა­გა­ნი ეკო­ნო­მი­კაა. მი­ჭირს იმის ახ­ს­ნა, სა­ბო­ლო­ოდ რა­ტომ ავირ­ჩიე ეს პრო­ფე­სია. თან მა­ინ­ტე­რე­სებ­და, თან პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე კურ­სი კარ­გად აეწყო, ასე­ვე მყავ­დ­ნენ კარ­გი პრო­ფე­სო­რე­ბი და ა.შ. რთუ­ლი იყო არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა იმი­ტო­მაც, რომ მა­ინ­ტე­რე­სებს მეც­ნი­ე­რე­ბა და ძა­ლი­ან მიყ­ვარს ხე­ლოვ­ნე­ბა. უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს ეკო­ნო­მი­კის გარ­და სხვა სფე­რო­ე­ბიც მოვ­სინ­ჯო და სწო­რედ ამი­ტომ, და­მა­ტე­ბით საგ­ნად, არ­ჩე­უ­ლი მაქვს ნე­ი­რო­მეც­ნი­ე­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ჯან­დაც­ვის მე­ნეჯ­მენტს, ამ სა­გან­ზე არას­დ­როს მი­ფიქ­რია, მაგ­რამ ამე­რი­კა­ში ჩა­მოს­ვ­ლის მე­რე მივ­ხ­ვ­დი, რომ შე­იძ­ლე­ბა სწო­რედ ამ სფე­რო­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა. მინ­და, ეკო­ნო­მი­კა და ჯან­დაც­ვა შე­ვუ­სა­ბა­მო ერ­თ­მა­ნეთს და ჯან­დაც­ვის ფი­ნან­სურ და­გეგ­მა­რე­ბა­ზე ვი­მუ­შაო.
— სტი­პენ­დი­ე­ბი და გრან­ტე­ბი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის — ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში სტი­პენ­დი­ე­ბი გა­მო­ი­ყო­ფა სა­კონ­კურ­სო საწყი­სებ­ზე ნი­ჭი­ე­რი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, უშუ­ა­ლოდ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­ერ, შენ შემ­თხ­ვე­ვა­ში რო­გორ არის? რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი? არის თუ არა მათ­თ­ვის რა­ი­მე შე­ღა­ვა­თე­ბი?
— ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ძა­ლი­ან მდი­და­რია და თავს იწო­ნებს ძლი­ე­რი სა­შე­ღა­ვა­თო პროგ­რა­მე­ბით. აქ მოხ­ვედ­რა რთუ­ლია, მაგ­რამ თუ მოხ­ვ­დე­ბი, და­ფი­ნან­სე­ბა­ზე შე­გიძ­ლია მშვი­დად იყო (რა თქმა უნ­და, თუ აკა­დე­მი­ურ მოთხოვ­ნებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ). ამ­ჟა­მად ორი ქარ­თ­ვე­ლი ვართ და ორი­ვეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი გვა­ფი­ნან­სებს. და­ფი­ნან­სე­ბა სხვა­დას­ხ­ვა წყა­რო­ე­ბი­დან მო­დის. პი­რა­დად მე, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის შექ­მ­ნი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია ჵenn World Scholars მა­ფი­ნან­სებს. მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე ავ­ტო­მა­ტუ­რად გავ­ხ­დი ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი და ზუს­ტად აქე­დან ვიც­ნობ ბევრ სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო მოს­წავ­ლეს, ვინც ჩემ­სა­ვით სრუ­ლად ფი­ნან­ს­დე­ბა. ეს პროგ­რა­მა, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად იღებს რამ­დე­ნი­მე სტუ­დენტს და ძა­ლი­ან ცდი­ლობს, რაც შე­იძ­ლე­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­ხა­დოს ჩვე­ნი ჯგუ­ფი.
— პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ალ­ბათ, თა­ვის დრო­ზე, ძა­ლი­ან ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი სწავ­ლობ­და. ვინ არი­ან ისი­ნი, მოკ­ლედ მი­ამ­ბე მათ შე­სა­ხებ.
— უნი­ვერ­სი­ტე­ტი ძა­ლი­ან ამა­ყობს წარ­მა­ტე­ბუ­ლი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბით. ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ცნო­ბა­დი სა­ხე ბიზ­ნეს­ში, დო­ნალდ ტრამ­პი, სწო­რედ პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და. ჩე­მი უსაყ­ვარ­ლე­სი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლია ნო­ამ ჩომ­ს­კი, რო­მე­ლიც სა­ინ­ტე­რე­სოა არა მხო­ლოდ ლინ­გ­ვის­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბის გა­მო, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­თაც. მუ­სი­კის სფე­რო­დან  ჯონ ლე­ჯენდს გა­მო­ვარ­ჩევ­დი.
— რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე?
— ბიბ­ლი­ო­თე­კა ნამ­დ­ვი­ლად ერთ-ერ­თი ცენ­ტ­რა­ლუ­რი შე­ნო­ბაა კამ­პუს­ზე. იმ­დე­ნად ბევ­რი წიგ­ნი ინა­ხე­ბა, რომ ხან­და­ხან ვით­რ­გუ­ნე­ბი, იმი­ტომ რომ, რამ­დე­ნიც არ უნ­და იკითხო, იმის ერთ პრო­ცენ­ტ­საც ვერ ის­წავ­ლი, რაც დე­და­მი­წა­ზე და­წე­რი­ლა. მთა­ვა­რი ბიბ­ლი­ო­თე­კის გარ­და, გვაქვს ხე­ლოვ­ნე­ბის, ბი­ო­ქი­მი­ის, იური­დი­უ­ლი სკო­ლის და ან­თ­რო­პო­ლო­გი­ის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მოც­დე­ბის პე­რი­ოდ­ში სა­ერ­თო სას­ტუმ­როს უფ­რო ემ­ს­გავ­სე­ბა. ღა­მის­თ­ვის სა­ჭი­რო საჭ­მ­ლით მოს­ვ­ლა და სადღაც კუთხე­ში, ტახ­ტ­ზე ერ­თი სა­ა­თით წა­ძი­ნე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია.
— რო­გო­რია შე­ნი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ამე­რი­კუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა. რო­გორ ფიქ­რობ, რა გა­ნა­პი­რო­ბებს ამე­რი­კუ­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბის მა­ღალ დო­ნეს?
— შე­იძ­ლე­ბა ამე­რი­კა­ში ყვე­ლა­ფე­რი არ მომ­წონ­დეს, მაგ­რამ გა­ნათ­ლე­ბა ერთ-ერ­თი ის სფე­როა, რო­მელ­შიც ამე­რი­კა ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ძლი­ე­რია. დიდ პა­ტივს ვცემ ევ­რო­პულ გა­ნათ­ლე­ბას და სწო­რედ ამი­ტომ მინ­და ერ­თი სე­მეს­ტ­რით ინ­გ­ლის­ში წას­ვ­ლა, მაგ­რამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მხრივ ამე­რი­კას მა­ინც სხვა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს. მი­მაჩ­ნია, რომ ამე­რი­კის, რო­გორც ქვეყ­ნის, წარ­მა­ტე­ბა სწო­რედ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბის მა­ღა­ლი დო­ნი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ქვეყ­ნის ყვე­ლა ძი­რი­თა­დი კვლე­ვა და აღ­მო­ჩე­ნა ზუს­ტად უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში ხდე­ბა. მთა­ვა­რია, გქონ­დეს იდეა, რო­მე­ლიც ვი­ღა­ცას და­ა­ინ­ტე­რე­სებს. ამის შემ­დეგ და­ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ე­ბა უკ­ვე რთუ­ლი აღა­რაა. მეც სწო­რედ უნი­ვერ­სი­ტე­ტის გრან­ტის მეშ­ვე­ო­ბით ვა­ხერ­ხებ გვა­ტე­მა­ლა­ში კვლე­ვის ჩა­სა­ტა­რებ­ლად გა­მ­გ­ზავ­რებას. იქ ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, სა­მი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მო­მი­წევს კითხ­ვა­რებ­ზე მუ­შა­ო­ბა და სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, რომ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე შე­ვაგ­რო­ვო ინ­ფორ­მა­ცია. ამის შემ­დეგ კი, უნ­და დავ­წე­რო შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი თე­მა — რა­ტომ არის ეს პრობ­ლე­მე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რა იწ­ვევს ამ და­ა­ვა­დე­ბებს და რა მე­თო­დე­ბით შე­იძ­ლე­ბა ვი­თა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.
— რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს ამე­რი­კულ მო­წი­ნა­ვე უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს ქარ­თულ­თან შე­და­რე­ბით?
— პირ­ველ რიგ­ში — ფი­ნან­სე­ბი. მა­ღა­ლი დო­ნის გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის სა­ჭი­როა მო­ი­ზი­დო სა­უ­კე­თე­სო პრო­ფე­სო­რე­ბი, გქონ­დეს კარ­გად აღ­ჭურ­ვი­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, ხდე­ბო­დეს მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას­თან მორ­გე­ბა. აქ, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, სტუ­დენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა, პა­რა­ლე­ლუ­რად, მუ­შა­ობს და 4 წლის შემ­დეგ, დიპ­ლო­მის გარ­და, აქვს პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც უად­ვი­ლებს უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში გა­დას­ვ­ლის პრო­ცესს. ჩვენ­თა­ნაც სა­ჭი­როა გა­ნათ­ლე­ბას მე­ტად მი­ე­ცეს პრაქ­ტი­კუ­ლი დატ­ვირ­თ­ვა. კი­დევ ერ­თი რამ, რაც ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს, არის ის, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ არის სა­ფა­კულ­ტე­ტო მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, მაგ­რამ ეს პრობ­ლე­მა ალ­ბათ ნელ-ნე­ლა, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად მოგ­ვარ­დე­ბა. აუცი­ლე­ბე­ლია უფ­რო მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­დეს ისე­თი სა­ჭი­რო პრო­ფე­სი­ე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა, მა­გა­ლი­თად, ინ­ჟი­ნე­რია. ძა­ლი­ან მჯე­რა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბის და ვფიქ­რობ, გან­ვი­თა­რე­ბას გა­ნათ­ლე­ბის გა­რე­შე ვერ შევ­ძ­ლებთ. ეს თე­მა ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია, იმი­ტომ რომ ჩე­მი უმ­ც­რო­სი და აბი­ტუ­რი­ენ­ტი ხდე­ბა და უნ­და მი­ვი­ღოთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, თუ სად და რო­მელ ფა­კულ­ტეტ­ზე გა­აგ­რ­ძე­ლებს სწავ­ლას.
— სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, გაქვს თუ არა მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა? რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, უცხო­ეთ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში რე­გის­ტ­რა­ცი­ის შე­დე­გად, უცხო­ელ სტუ­დენ­ტებს, სწავ­ლის პირ­ვე­ლი­ვე წლი­დან უფ­ლე­ბა აქვთ იმუ­შა­ონ ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე.
— მუ­შა­ო­ბა პირ­ვე­ლი კურ­სი­დან­ვე და­ვიწყე. ორი წე­ლია იური­დუ­ლი სკო­ლის მიმ­ღებ კო­მი­ტეტ­ში ვმუ­შა­ობ, აპ­ლი­კან­ტე­ბის სა­ბუ­თებ­თან მაქვს შე­ხე­ბა. გარ­და იმი­სა, რომ ეს შე­მო­სავ­ლის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი წყა­როა და ყო­ველ პა­რას­კევს მი­ხა­რია ან­გა­რი­შის შე­მოწ­მე­ბა, ასე­ვე ვეც­ნო­ბი მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში მი­ღე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს, რაც, ალ­ბათ, მო­მა­ვალ­ში ძა­ლი­ან გა­მო­მად­გე­ბა.
— მი­ამ­ბე, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ ამე­რი­კე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რა არის მათ­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი?
— ამე­რი­კუ­ლი სტუ­დენ­ტო­ბა ძა­ლი­ან მრავ­ლის­მომ­ც­ვე­ლი თე­მაა. კარ­გად და­ა­ხა­სი­ა­თებ­და ამ პრო­ცესს ქარ­თუ­ლი სიტყ­ვა — თუხ­თუ­ხებს. უნი­ვერ­სი­ტე­ტის მთა­ვარ ქუ­ჩა­ზე ისე ვერ გა­ივ­ლი, რომ ერ­თი ბო­ლო­დან მე­ო­რე­ში მის­ვ­ლამ­დე 7 flier — „გან­ცხა­დე­ბა“, სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, მა­ინც არ შე­მო­გა­ჩე­ჩონ ხელ­ში. ნელ-ნე­ლა ვსწავ­ლობ ზრდი­ლო­ბი­ა­ნი უარის თქმას, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ფურ­ც­ლე­ბის დას­ტის გა­რე­შე სახ­ლ­ში მის­ვ­ლას ვერ ვა­ხერ­ხებ. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სწავ­ლა ძა­ლი­ან დამ­ღ­ლე­ლია, ყვე­ლა ცდი­ლობს რა­ღაც გა­სარ­თო­ბი იპო­ვოს. გარ­თო­ბის მხრივ, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნია — აუცი­ლებ­ლად გა­და­აწყ­დე­ბით პო­კე­რის სა­ღა­მო­ებს, სპექ­ტაკ­ლებს და fashion show-ებ­საც კი.
— სად და რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს? მო­მა­ვა­ლი რო­გორ გე­სა­ხე­ბა, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას?
— სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ თა­ვი­სუ­ფალ დროს ყვე­ლა­ზე მე­ტად ძი­ლი მიყ­ვარს. ისე, ვცდი­ლობ არ დავ­გეგ­მო წი­ნას­წარ არა­ფე­რი და სპონ­ტა­ნუ­რად გა­დავ­წყ­ვი­ტო, რი­თი გა­ვერ­თო. ერთ ღა­მე­ში გა­და­მიწყ­ვე­ტია სა­მოგ­ზა­უ­როდ წას­ვ­ლა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს პა­ტა­რა სა­ო­თა­ხო გა­მო­ფე­ნებ­ზე სი­ა­რუ­ლი. ერ­თი პე­რი­ო­დი რო­ბინ ჰუ­დის სპექ­ტაკ­ლის­თ­ვის სცე­ნის დე­კო­რა­ცი­ებ­ზეც კი ვმუ­შა­ობ­დი. თა­ვი­დან მე­გო­ნა, უბ­რა­ლოდ რა­ღა­ცე­ბს მოვ­ხა­ტავ­დით, რომ მი­ვე­დი, ხელ­ში ხერ­ხი და­მა­კა­ვე­ბი­ნეს და ფიც­რებ­თან მი­მიშ­ვეს... მივ­ხ­ვ­დი, ჩე­მი საქ­მე არ იყო, მაგ­რამ სი­ა­მა­ყით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჩემ აშე­ნე­ბულ კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ებ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.
ძა­ლი­ან მინ­და მო­მა­ვალ­ში სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხის დაც­ვა, მაგ­რამ, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სახ­ლი ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა, აუცი­ლებ­ლად ვგეგ­მავ უკან წა­მოს­ვ­ლას. ისე­დაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო იქ­ნე­ბა, ყვე­ლა თუ წა­ვე­დით საზღ­ვარ­გა­რეთ და უკან აღარ დავ­ბ­რუნ­დით.
— რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და დიპ­ლო­მი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში ითა­მა­შებს თუ არა გა­დამ­წყ­ვეტ როლს?
— იმე­დი მაქვს, ოდეს­მე ისე იქ­ნე­ბა ჩვე­ნი საქ­მე, რომ აღარ და­ვიწყებთ საზღ­ვარ­გა­რე­თუ­ლი და ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას. ალ­ბათ დიპ­ლო­მი ყო­ველ­თ­ვის მი­უ­თი­თებს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე, მაგ­რამ ასე­ვე ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, აკა­დე­მი­უ­რი პრო­ფი­ლის გა­რეთ რა გი­კე­თე­ბია. მთა­ვა­რია, ინ­ტე­რე­სი არ გა­გიქ­რეს და არ დარ­ჩე ერთ დო­ნე­ზე. თუ სი­ცოცხ­ლის ხა­ლისს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებ და მუ­დამ წინ­ს­ვ­ლა­ზე (პი­როვ­ნულ­სა და გო­ნებ­რივ­ზე) იფიქ­რებ, წარ­მა­ტე­ბას აუცი­ლებ­ლად მი­აღ­წევ.
— სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში შე­სას­ვ­ლე­ლად შე­საძ­ლოა ახალ­გაზ­რ­დებს გზა ად­ვი­ლად აერი­ოთ. სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, სა­ჭი­რო გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის გა­რე­შე ძნე­ლია. რას ურ­ჩევ­დი მათ, ვი­საც საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის დი­დი სურ­ვი­ლი აქვთ.
— პირ­ველ რიგ­ში, უნ­და გან­საზღ­ვ­რო, რა­ტომ გინ­და საზღ­ვარ­გა­რეთ წას­ვ­ლა. ნამ­დ­ვი­ლად არ არის ად­ვი­ლი, ასე აბარ­გ­დე და უცხო ქვე­ყა­ნა­ში გად­მო­ბარ­გ­დე, მით უმე­ტეს, თუ მარ­ტო მო­გი­წევს ყოფ­ნა და ამის­თ­ვის მზად არ ხარ. რე­ა­ლუ­რად, გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის მსხვერ­პ­ლის გა­ღე­ბა გი­წევს — გი­წევს იყო უცხო­ე­ლი, გი­წევს იყო სახ­ლის­გან შორს და,  ბო­ლოს და ბო­ლოს, გე­ნატ­რე­ბო­დეს ისე­თი რა­ღა­ცე­ბი, რო­გო­რიც, მა­გა­ლი­თად, დე­დას გა­კე­თე­ბუ­ლი მეგ­რუ­ლი კერ­ძე­ბია. მაგ­რამ ამავ­დ­რო­უ­ლად უნ­და აც­ნო­ბი­ე­რებ­დე, რა სი­კე­თე მო­აქვს ამ გა­მოც­დი­ლე­ბას და რა­ტომ არის ეს შენ­თ­ვის სა­ჭი­რო. სუ­ლაც არ ვთვლი, რომ ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი ქვეყ­ნი­დან წას­ვ­ლა უნ­და იყოს, უბ­რა­ლოდ, მე მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა და გა­დავ­წყ­ვი­ტე, სტუ­დენ­ტო­ბა აქ გა­მე­ტა­რე­ბი­ნა.
მგო­ნი ჩე­მი რჩე­ვა იქ­ნე­ბა ის, რომ მთა­ვა­რია კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ­დე თავს, კომ­ფორ­ტი კი ის მდგო­მა­რე­ო­ბაა, რო­დე­საც გო­ნებ­რი­ვად აქ­ტი­უ­რობ და სუ­ლი­ე­რად მშვი­დად ხარ.
— და­ბო­ლოს, რო­ცა ადა­მი­ა­ნი საზღ­ვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს, ალ­ბათ მეტს ფიქ­რობს სამ­შობ­ლო­ზე. შო­რი­დან, მარ­თ­ლა უკე­თე­სი ჩანს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ვიდ­რე სი­ნამ­დ­ვი­ლე­შია?
— საზღ­ვარ­გა­რეთ წა­მო­სუ­ლი ემიგ­რან­ტი ავ­ტო­მა­ტუ­რად რო­მან­ტი­კო­სი ხდე­ბა, იმი­ტომ რომ თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა ენატ­რე­ბა და კარ­გი­ან-ცუ­დი­ა­ნად ეტ­რ­ფის ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ ამავ­დ­რო­უ­ლად ად­ვი­ლია და­ი­ნა­ხო პრობ­ლე­მე­ბი, რა­საც იქ ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში ვერ ამ­ჩ­ნევ. ამას ხელს უწყობს ის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბე­ბი, რა­საც სხვა ქვე­ყა­ნა­ში იღებ: ავ­ტო­მა­ტუ­რად ადა­რებ ქუ­ჩებს თბი­ლის­ში და ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში, ხალხს — სახ­ლ­ში და კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, მთებს — რა­ჭა­ში და კო­ლო­რა­დო­ში. მაგ­რამ ამავ­დ­რო­უ­ლად, საზღ­ვარ­გა­რე­თი­დან რამ­დე­ნა­დაც არ უნ­და იყო ჩარ­თუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ცხოვ­რე­ბა­ში, მა­ინც თავს სრულ­ფა­სო­ვან მო­ქა­ლა­ქედ ვე­ღარ აღიქ­ვამ, იმი­ტომ რომ ფი­ზი­კუ­რად აკ­ლი­ხარ იქა­უ­რი ცხოვ­რე­ბის ალი­ა­ქოთს, დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ებს, ხალ­ხის ძა­ლის­ხ­მე­ვას ან უბ­რა­ლო შეკ­რე­ბას, სა­დაც ისეთ მარ­ტივ თე­მას გა­ნი­ხი­ლა­ვენ, რო­გო­რიც ჯგუ­ფის „არა“ ახა­ლი სიმ­ღე­რაა. აქ ყოფ­ნი­სას ვერ იცხოვ­რებ თბი­ლი­სუ­რი ტემ­პე­ბით, იმი­ტომ რომ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ჩა­ი­კარ­გე­ბი და ვე­ღარც აქ იქ­ნე­ბი და ვე­ღარც იქ. კარ­გი ის არის, რომ აქ წა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ უფ­რო და­ვინ­ტე­რეს­დი იქა­უ­რი ყო­ველ­დღი­უ­რი ამ­ბე­ბით და კი­დევ უფ­რო დი­დი სი­ა­მა­ყით ვუ­ყუ­რებ youtube-ზე ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბის ვი­დე­ო­ებს (აი, ემიგ­რან­ტის „რო­მან­ტი­კუ­ლი გა­დახ­რე­ბის“ კი­დევ ერ­თი თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი).

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N