გამოდის 1998 წლიდან
2014-04-10
გადაწყვეტილების შეცვლის ხმაურიანი მცდელობა


ანა ფირცხალაიშვილი

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს წინ, ტრა­დი­ცი­უ­ლად, გა­ნაწყე­ნე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბი პრო­ტეს­ტის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად და მი­ნის­ტ­რ­თან შე­სახ­ვედ­რად შე­იკ­რიბ­ნენ. უფ­რო მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით მსგავ­სი კო­მუ­ნი­კა­ცია, კარ­გა ხა­ნია, ჩვენ­თან ვერ ხერ­ხ­დე­ბა. არა­და, უახ­ლე­სი წარ­სუ­ლი მა­გა­ლი­თია იმი­სა, რომ დი­ა­ლო­გით, ოპო­ნენ­ტ­თა მო­საზ­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით თუ არა, და­ინ­ტე­რე­სე­ბით ბევ­რი სა­კითხი სიმ­წ­ვა­ვეს მა­ინც და­კარ­გავ­და თუ არ მოგ­ვარ­დე­ბო­და. და­სა­ნა­ნია, რომ წარ­სუ­ლის გაკ­ვე­თი­ლე­ბი მა­ლე გვა­ვიწყ­დე­ბა, სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზეც ვერ ვსწავ­ლობთ.
ამ­ჯე­რა­დაც ასე მოხ­და. 53-ე სკო­ლის პე­და­გო­გებს მა­შინ შევ­ხ­ვ­დით, რო­ცა ისი­ნი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მო­პირ­და­პი­რე ეზო­ში სკა­მებ­ზე ჩა­მომ­ს­ხ­დარ­ნი, გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლე­ბი, მი­ნის­ტ­რ­თან შეხ­ვედ­რა­ზე თან­ხ­მო­ბას ელოდ­ნენ. პა­სუ­ხის მო­ლო­დინ­ში რამ­დე­ნი­მე მათ­განს ვე­სა­უბ­რეთ.
ყვე­ლა­ფე­რი ამ ორი თვის წინ და­იწყო, რო­ცა, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­ს­პექ­ცია სკო­ლა­ში ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი შე­მოწ­მე­ბის­თ­ვის შე­ვი­და. პე­და­გოგ­თა ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ შე­მოწ­მე­ბა პრო­ცე­დუ­რუ­ლი დარ­ღ­ვე­ვით და­იწყო. ამი­ტომ გა­დაწყ­და იმ­თა­ვით­ვე გა­ერ­კ­ვი­ათ, რის სა­ფუძ­ველ­ზე მოწ­მ­დე­ბო­და სკო­ლა. მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მედღი­ა­ნი დუ­მი­ლის შემ­დეგ უპა­სუ­ხა სა­მი­ნის­ტ­რომ სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს მი­მარ­თ­ვას, რომ ვინ­მე თორ­ნი­კე ლო­მი­ძის გან­ცხა­დე­ბის (სა­ჩივ­რის) სა­ფუძ­ველ­ზე. ასეთ პი­როვ­ნე­ბას კი სკო­ლა­ში არა­ვინ იც­ნობს, ამი­ტომ გაჩ­ნ­და ეჭ­ვი, რომ­ლის გა­სა­ქარ­წყ­ლებ­ლა­დაც პე­და­გო­გებ­მა მი­ნის­ტ­რ­თან შეხ­ვედ­რა მო­ითხო­ვეს.
მა­რი­ნა ბა­სი­ლაშ­ვი­ლი, პე­და­გო­გი: 2003 წლი­დან ხუ­თი დი­რექ­ტო­რი გა­მო­ვიც­ვა­ლეთ. ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ამ რა­მი­ნაშ­ვი­ლი მე­ექ­ვ­სეა. წე­ლი­წად­ზე მე­ტია მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებს (ივ­ლის­ში 2 წე­ლი გახ­დე­ბა). მი­სი დი­რექ­ტო­რო­ბის პე­რი­ო­დი ყო­ველ­მ­ხ­რივ გა­მორ­ჩე­უ­ლია სკო­ლის­თ­ვის. ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად იცის სკო­ლა და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. მო­ნა­წი­ლე­ობ­და გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის შექ­მ­ნა­ში, გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ყვე­ლა ეტა­პის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლეა. ამი­ტო­მაც გან­ვიც­დით ასე მწვა­ვედ იმას, რაც  მოხ­და. ამი­ტო­მაც გა­ვუგ­ზავ­ნეთ ქალ­ბა­ტონ თა­მარ სა­ნი­კი­ძეს 105-დან 98 მას­წავ­ლებ­ლის ხელ­მო­წე­რი­ლი წე­რი­ლი თხოვ­ნით, შეგ­ვ­ხ­ვედ­რო­და და მო­ეს­მი­ნა ჩვე­ნი აზ­რი დი­რექ­ტო­რის შე­სა­ხებ, გვე­კითხა, ახ­ლა, რო­ცა სა­უ­კე­თე­სო სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბია სკო­ლა­ში, რა­ტომ გახ­და აუცი­ლე­ბე­ლი შე­მოწ­მე­ბა. იქ­ვე ეჭ­ვ­საც გა­მოვ­თ­ქ­ვამ­დით შემ­მოწ­მე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გა­მო (პირ­ველ დღებ­ში თა­ვი­ან­თი სა­ხე­ლე­ბიც კი არ გვითხ­რეს). პა­სუხს ვერც და­ვარ­ქ­მევ იმას, რაც მი­ვი­ღეთ, ეს იყო შეტყო­ბი­ნე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ სა­მი­ნის­ტ­როს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სა­მარ­თ­ლებ­რი­ვად სწო­რია, შეხ­ვედ­რა­ზე კი არა­ფე­რი იყო ნათ­ქ­ვა­მი. არა­და, რომ შეგ­ვ­ხ­ვედ­რო­და და გვე­სა­უბ­რა, იქ­ნებ ეს შე­დე­გი არც დამ­დ­გა­რი­ყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ჩაშ­ლის წი­ნა­აღ­მ­დე­გია (ჩვენ ეს გა­ცი­ლე­ბით მძი­მე წლებ­შიც არ გაგ­ვი­კე­თე­ბია), სკო­ლა გა­ფი­ცუ­ლია. პრო­ტეს­ტი მა­ნამ გა­მოვ­ხა­ტეთ, სა­ნამ ბრძა­ნე­ბა მო­ვი­დო­და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ. გვე­გო­ნა, ამ გზით შე­ვა­ჩე­რებ­დით უსა­მარ­თ­ლო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, მაგ­რამ შევ­ც­დით. მა­თაც ძა­ლი­ან იჩ­ქა­რეს, იმ­დე­ნად, რომ ჯერ ბრძა­ნე­ბა გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეს და შემ­დეგ აუდი­ტის სამ­სა­ხუ­რის დას­კ­ვ­ნა, გაფ­რ­თხი­ლე­ბას­თან ერ­თად. არ ვი­ცი რა გა­მოგ­ვი­ვა, მაგ­რამ ყო­ველ­მ­ხ­რივ უნ­და შე­ვე­ცა­დოთ, მი­ნის­ტ­რ­მა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლოს, ვნა­ხოთ, რას შევ­ძ­ლებთ.
რა­კი სხვებ­თან ერ­თად, მომ­ლო­დი­ნე­თა შო­რის სკო­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რეც აღ­მოჩ­ნ­და, აზ­რის გა­მოთ­ქ­მა მა­საც ვთხო­ვეთ.
ქე­თი ნი­ჟა­რა­ძე: მთელ ამ ის­ტო­რი­ა­ში კა­ნო­ნი­ე­რე­ბა და სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა სრუ­ლი­ად უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლია. აუდი­ტის დას­კ­ვ­ნა ჯერ სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს უნ­და გა­ნე­ხი­ლა და ჩვენ მი­ერ გა­მოთ­ქ­მუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით (ან გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლად) მი­ე­ღო სა­მი­ნის­ტ­როს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. არ ვი­ცი რა­ტომ, მაგ­რამ იმ­დე­ნად ჩქა­რობ­დ­ნენ და იმ­დე­ნად დაბ­ნე­უ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, რომ დი­ლის 9 სთ. 30 წუთ­ზე ბრძა­ნე­ბა მი­ვი­ღეთ დი­რექ­ტო­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ, ხო­ლო 14 სთ. 10 წუთ­ზე — აუდი­ტის დას­კ­ვ­ნა და გაფ­რ­თხი­ლე­ბის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია, მაგ­რამ ვერ ვხვდე­ბით, რა­ტომ. მი­ნის­ტ­რ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ჩვენს დი­რექ­ტორს. ყვე­ლა მი­ნის­ტ­რის­თ­ვის სა­ნატ­რე­ლია ასე­თი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ი­სა და საქ­მი­სად­მი ერ­თ­გუ­ლი კად­რი, ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი. ის, რაც დას­კ­ვ­ნა­ში წე­რია, რო­გორც ხარ­ვე­ზი, არ იძ­ლე­ვა ასე­თი უკი­დუ­რე­სი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­ფუძ­ველს. ეს მხო­ლოდ ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბა არ არის, ამას კომ­პე­ტენ­ტუ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც გვი­დას­ტუ­რე­ბენ. მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არც მო­ი­ჯა­რეს, არც მოს­წავ­ლე­ებ­სა თუ მშობ­ლებს არ გა­მო­უთ­ქ­ვამთ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო პრე­ტენ­ზი­აც კი. ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ა­მი იმ­დე­ნად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბაა, იმ­დე­ნად სკურ­პუ­ლო­ზუ­ლად აკე­თებს ყვე­ლა საქ­მეს, გა­მო­რიცხუ­ლია რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მა და­ეშ­ვა, არა თუ და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ე­დი­ნა. ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ, რო­გორც იქ­ნა, ვე­ღირ­სეთ მშვიდ შრო­მის პი­რო­ბებს და აი, რა ზო­მამ­დე მი­ვე­დით — სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ჩაშ­ლა ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია, მაგ­რამ ჩვენ, პირ­ველ რიგ­ში, ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ები ვართ და ასე­ვე და­უშ­ვე­ბე­ლია უსა­მარ­თ­ლო­ბას­თან შე­გუ­ე­ბა.
თა­ვად ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ა­მის­თ­ვის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მი­სი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი უც­ნო­ბია. ამ­ბობს, რომ აუდი­ტის დას­კ­ვ­ნის თი­თო­ე­უ­ლი პუნ­ქ­ტი ადა­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი ტი­პის საქ­მის­წარ­მო­ე­ბის დარ­ღ­ვე­ვაა, რო­მე­ლიც, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­ზე არც არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი და დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია, რომ თა­ვად სა­მი­ნის­ტ­რო­შიც იქ­ნე­ბა ასე­თი ტი­პის პრობ­ლე­მე­ბი.
დო­კუ­მენ­ტ­ში ფი­ნან­სურ დარ­ღ­ვე­ვებ­ზეც კეთ­დე­ბა აქ­ცენ­ტი. ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ქალ­ბა­ტო­ნი შო­რე­ნა გამ­ყ­რე­ლი­ძე (ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე) ამ­ბობს: 2007 წლი­დან იჯა­რით ფარ­თის გა­ცე­მის ასე­თი სქე­მა მოქ­მე­დებ­და — ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ფორ­მე­ბუ­ლი იყო მხო­ლოდ 2 სა­ა­თი, და­ნარ­ჩე­ნი სა­ა­თე­ბის სა­ი­ჯა­რო თან­ხა სად მი­დი­ო­და, არა­ვინ იცო­და, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად ეს ფარ­თი მთე­ლი დღით და­კა­ვე­ბუ­ლი იყო და სარ­დაფ­ში შეს­ვ­ლის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ ერთ ადა­მი­ანს ჰქონ­და. ახ­ლა ყვე­ლა სა­ა­თი „გა­თეთ­რ­და“. შე­დე­გი ისაა, რომ მე­ი­ჯა­რეს გა­ე­ზარ­და გა­და­სა­ხა­დი, შე­სა­ბა­მი­სად გა­ი­ზარ­და სკო­ლის ბი­უ­ჯე­ტიც, თუმ­ცა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის თან­ხა არ შეც­ვ­ლი­ლა. ასე რომ, ამ მხრი­ვაც ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია.
სა­კუ­თარ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ამ­ბობს, რომ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას გა­ა­სა­ჩივ­რებს. ეს აუცი­ლე­ბე­ლია იმის­თ­ვის, რომ „ვი­ცო­დე ჩე­მი სი­მარ­თ­ლი­სა თუ შეც­დო­მის ზღვა­რი სად გა­დის, შემ­დ­გო­მი ცხოვ­რე­ბის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად“.
53-ე სკო­ლის პე­და­გოგ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი­სა და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის თა­მარ სა­ნი­კი­ძის შეხ­ვედ­რა უშე­დე­გოდ დას­რულ­და. მი­ნის­ტ­რი აცხა­დებს, რომ „დას­კ­ვ­ნა გამ­ყა­რე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­ნა­ი­რი დის­კ­რე­ცია არ მაქვს, დას­კ­ვ­ნა გა­ვა­უქ­მო. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ზე ლე­გი­ტი­მუ­რი გზა სა­სა­მარ­თ­ლო­ში გა­სა­ჩივ­რე­ბაა. ამის შე­სა­ხებ გა­ნე­მარ­ტათ მათ და რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, აპი­რე­ბენ კი­დეც“.
შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის წევ­რებ­მაც გა­ა­კე­თეს კო­მენ­ტა­რი. მა­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბით, გე­ნინ­ს­პექ­ცი­ამ მი­ნის­ტ­რი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა. ტყუ­ი­ლია, რომ სკო­ლის 6 საკ­ლა­სო ოთა­ხი ნე­ბარ­თ­ვის გა­რე­შეა გა­ცე­მუ­ლი. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში არ­სე­ბობს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ნე­ბარ­თ­ვა და მი­სი გა­სა­ჯა­რო­ე­ბა სკო­ლას ნე­ბის­მი­ერ დროს შე­უძ­ლია.
მათ იმე­დი აქვთ, რომ სა­კუ­თარ სი­მარ­თ­ლეს სა­სა­მარ­თ­ლო­ში და­ამ­ტ­კი­ცე­ბენ.

25-28(942)N