გამოდის 1998 წლიდან
2014-04-17
ფეს­ტი­ვა­ლი — „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და­საქ­მე­ბის­თ­ვის“


ლა­ლი ჯე­ლა­ძე

სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა „ლი­ბერ­თი ბან­კის“ მხარ­და­ჭე­რით, უკ­ვე მე­ო­რედ გა­ი­მარ­თა ფეს­ტი­ვა­ლი — „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და­საქ­მე­ბის­თ­ვის“. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ერთ სივ­რ­ცე­ში გან­თავ­ს­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით არ­სე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თაც წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჰქონ­დათ პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი სტენ­დე­ბი, აქ­ვე იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრაქ­ტი­კის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი შე­სა­ბა­მი­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი.
ღო­ნის­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას, ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს შე­ეძ­ლო მო­ეს­მი­ნა პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, და­ეს­ვა კონ­კ­რე­ტუ­ლი შე­კითხ­ვე­ბი, გას­ც­ნო­ბო­და პროგ­რა­მის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბას, სწავ­ლე­ბის მე­თო­დო­ლო­გი­ას, პრაქ­ტი­კუ­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და ა.შ.; შე­ეძ­ლო, ასე­ვე, მო­ე­სინ­ჯა ტეს­ტი­რე­ბის ნი­მუ­შე­ბი და დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­ღო მის მი­ერ შერ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მის შე­სა­ბა­მი­სი ტეს­ტი­რე­ბის ტი­პე­ბის შე­სა­ხებ. იქ­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო სა­სურ­ველ პრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მა­ზე და­რე­გის­ტ­რი­რე­ბა, შე­სა­ბა­მის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.
 წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო და­საქ­მე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­მელ­თა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სტუმ­რებს შრო­მის ბაზ­რის ტენ­დენ­ცი­ებს აც­ნობ­დ­ნენ და უტა­რებ­დ­ნენ მას­ტერ­კ­ლასს CV-ის მომ­ზა­დე­ბის შე­სა­ხებ.
ფეს­ტი­ვა­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას გა­ი­მარ­თა წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი თე­მა­ტუ­რი შე­ჯიბ­რე­ბე­ბი, გა­თა­მა­შე­ბე­ბი და სხვა სი­ურ­პ­რი­ზე­ბი, რო­მე­ლიც ფეს­ტი­ვა­ლის სპონ­სორ­მა სს „ლი­ბერ­თი ბან­კ­მა“ და სხვა ბიზ­ნეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა მო­აწყ­ვეს.
ფეს­ტი­ვა­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ქე­თე­ვან ნატ­რი­აშ­ვი­ლი და „ლი­ბერ­თი ბან­კის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე და­ვით ვე­რუ­ლაშ­ვი­ლი გა­ეც­ნენ.
ქე­თე­ვან ნატ­რი­აშ­ვი­ლი: „ფეს­ტი­ვალ­ზე ყვე­ლა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს სთა­ვა­ზობს მომ­ხ­მა­რე­ბელს და გა­მოცხა­დე­ბუ­ლი აქვს სა­გა­ზაფხუ­ლო მი­ღე­ბა. აქ­ვე, ამ სივ­რ­ცე­ში, მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ და­რე­გის­ტ­რირ­დ­ნენ. დამ­საქ­მებ­ლებს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ აქვთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რ­ცე“.
ბან­კის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გან­მარ­ტე­ბით, „ლი­ბერ­თი ბან­კი“, რო­გორც ყვე­ლა­ზე ვრცე­ლი ფი­ლი­ა­ლე­ბი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტ­რე­ბის მფლო­ბე­ლი ბან­კი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რ­დე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­თა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბის აღ­ზ­რ­დი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და მო­მა­ვალ­შიც მხარს და­უ­ჭერს მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბებს.
და­ვით ვე­რუ­ლაშ­ვი­ლი, „ლი­ბერ­თი ბან­კის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე: „მე­ო­რე წე­ლია, რაც „ლი­ბერ­თი ბან­კი“,  გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან ერ­თად, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ფეს­ტი­ვალს მას­პინ­ძ­ლობს. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, შარ­შან, 8 სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან გა­ვა­ფორ­მეთ მე­მო­რან­დუ­მი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, 50-ზე მეტ­მა სტუ­დენ­ტ­მა გა­ი­ა­რა სტა­ჟი­რე­ბა ჩვენს ბან­კ­ში. „ლი­ბერ­თი ბან­კი“ ამ სტუ­დენ­ტებს გა­ნი­ხი­ლავს, რო­გორც მო­მა­ვალ თა­ნამ­შ­რომ­ლებს“.
თა­მარ ქი­ტი­აშ­ვი­ლი, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე: „ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო დღე შევ­თა­ვა­ზეთ აქ მო­სულ სტუმ­რებს — ფეს­ტი­ვა­ლი მხი­ა­რულ, მუ­სი­კა­ლურ, ასე ვთქვათ, ახალ­გაზ­რ­დულ ნო­ტა­ზე წა­რი­მარ­თა. სტუმ­რებს ბევ­რი სი­ურ­პ­რი­ზიც დახ­ვ­დათ. ფეს­ტი­ვა­ლის მი­ზა­ნია, ზო­გა­დად, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ნაკ­ლე­ბა­დაა ცნო­ბი­ლი, თუ რო­მე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი მუ­შა­ო­ბენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა პროგ­რა­მე­ბია შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ბა­ზარ­ზე. ეს დღე თა­ნაბ­რად სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რო­გორც ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის, სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ისე ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის, რად­გან პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას ასა­კობ­რი­ვი შეზღუდ­ვე­ბი არ აქვს. ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ანს შე­უძ­ლია მი­ი­ღოს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, სა­ხელ­მ­წი­ფო და­ფი­ნან­სე­ბით, სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.
პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სა­გა­ზაფხუ­ლო მი­ღე­ბის რე­გის­ტ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი 11 აპ­რი­ლამ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მსურ­ვე­ლებს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, შე­ეძ­ლოთ და­რე­გის­ტ­რი­რე­ბა ნე­ბის­მი­ერ რე­სურ­ს­ცენ­ტ­რ­ში ან სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტ­რ­ში, რო­მე­ლიც, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, სულ სა­მია: ქო­ბუ­ლეთ­ში, ქუ­თა­ის­სა და თბი­ლის­ში; და­რე­გის­ტ­რი­რე­ბა, ასე­ვე, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო თვი­თონ კო­ლე­ჯებ­ში, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. 4 მა­ისს ჩა­ტარ­დე­ბა ტეს­ტი­რე­ბა, სა­დაც გა­ირ­კ­ვე­ვა და­რე­გის­ტ­რი­რე­ბულ მსურ­ველ­თა ქუ­ლე­ბი და და­ფი­ნან­სე­ბა. და­რე­გის­ტ­რი­რე­ბა ფეს­ტი­ვალ­ზეც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, აქ­ვე შიძ­ლე­ბო­და საც­დე­ლი ტეს­ტე­ბის და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მო­სინ­ჯ­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა და­ფი­ნან­სე­ბას, მხო­ლოდ სრუ­ლი — 100-პრო­ცენ­ტი­ა­ნი და­ფი­ნან­სე­ბაა. სა­შე­მოდ­გო­მო მი­ღე­ბის სტა­ტის­ტი­კით, ტეს­ტი­რე­ბა 9 ათას­მა მსურ­ველ­მა გა­ი­ა­რა, მათ­გან მხო­ლოდ 56-მა ვერ შეძ­ლო და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა. Îო­გორც ხე­დავთ, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი საკ­მა­ოდ დი­დია, რად­გან ტეს­ტი რთუ­ლად და­საძ­ლე­ვი არ არის.
ფეს­ტი­ვალ­ზე და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს არა მხო­ლოდ სა­სურ­ვე­ლი ინფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა შე­ეძ­ლოთ, არა­მედ — გარ­კ­ვე­უ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი­საც ზო­გა­დად პრო­ფე­სი­ე­ბის შე­სა­ხებ. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დგა­ნან — გარ­კ­ვე­უ­ლი პრო­ფო­რი­ენ­ტა­ცი­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი რო­გორც პრო­ფე­სი­ებ­თან, ასე­ვე ცალ­კე­ულ პროგ­რა­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მათ ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რე­ბათ.
ფეს­ტი­ვალ­ზე ცალ­კე კუთხე ეთ­მო­ბო­და და­საქ­მე­ბის შუ­ა­მავ­ლებს — ეიჩარ კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მომად­გენ­ლებს. აქ­ვე იყო შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ ახ­ლად შექ­მ­ნი­ლი ვორ­ქ­ნე­ტის კუთხე. ვორ­ქნე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­მუ­შა­ოს მა­ძი­ებ­ლებს გარ­კ­ვე­ულ მას­ტერ­კ­ლა­სებს უტა­რებ­დ­ნენ. და­საქ­მე­ბის შუ­ა­მავ­ლე­ბი კი აწ­ვ­დიდ­ნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ რა ვა­კან­სი­ე­ბია ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­მოცხა­დე­ბუ­ლი ან რა ტი­პის პი­როვ­ნუ­ლი უნა­რე­ბია მოთხოვ­ნი­ლი დამ­საქ­მებ­ლე­ბის მხრი­დან. ასე­თი ტი­პის ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის სა­ხით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი და ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რებს იქ­ვე სთა­ვა­ზობ­დ­ნენ საპ­რე­ზენ­ტა­ციო უნა­რე­ბის გან­ვ­თი­ა­რე­ბი­სა და სა­აპ­ლი­კა­ციო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ტრე­ნინ­გებს.
ფეს­ტი­ვა­ლი „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და­საქ­მე­ბის­თ­ვის“ გარ­კ­ვე­უ­ლი ტრა­დი­ცი­ის სა­ხით ჩა­მო­ყა­ლიბ­და და შემ­დეგ წლებ­შიც შევ­თა­ვა­ზებთ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს სა­შე­მოდ­გო­მო და სა­გა­ზაფხუ­ლო ფეს­ტი­ვა­ლე­ბის კომ­პ­ლექ­სურ სივ­რ­ცეს, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ას მო­ი­ცავს.“
პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ფეს­ტი­ვალ­ში სსსმ პი­რე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა 2013 წელს და­იწყო. ეს ნო­ვა­ცია მიზ­ნად ისა­ხავს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბი­სა და/ან შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას შემ­დ­გო­მი და­საქ­მე­ბი­სათ­ვის. სა­შე­მოდ­გო­მო მი­ღე­ბი­სას, პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში, 51 სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე პი­რი ჩა­ი­რიცხა. მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი, რო­მელ­საც ისი­ნი ეუფ­ლე­ბი­ან: მზა­რე­უ­ლი, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი, ფო­ტოგ­რა­ფი, მე­ფი­ლე-მომ­პირ­კე­თე­ბე­ლი და სხვ. პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში ჩარ­თუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბი­სა და შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბი აქ­ტი­უ­რად მონაწილეობენ სო­ცი­ა­ლურ აქ­ტი­ვო­ბებ­ში.
წელს, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ფეს­ტი­ვა­ლის გახ­ს­ნაზე,  სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ორმა პი­რმა დამ­ს­წ­რე სა­­ზო­გა­დო­ე­ბას პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რა. მათ ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე შემ­დ­გო­მი და­საქ­მე­ბი­სათ­ვის. მო­უ­წო­დეს ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს, აირ­ჩი­ონ მათ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი პრო­ფე­სია და გახ­დ­ნენ უფ­რო რე­ა­ლი­ზე­ბულ­ნი.
პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გ­ლებ­ში, გა­ი­მარ­თა კონ­კურ­სი პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებს შო­რის, რო­მელ­შიც ასე­ვე ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი. ისი­ნი ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ თა­ვი­ანთ პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებს.
„ლი­ბერ­თი ბან­კის“ მხარ­და­ჭე­რი­თა და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ორ­გა­ნი­ზე­ბით, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბის მიზ­ნით გა­მარ­თუ­ლი სა­გა­ზაფხუ­ლო ფეს­ტი­ვა­ლი ერთ დღეს გაგ­რ­ძელ­და.

25-28(942)N