გამოდის 1998 წლიდან
2014-05-01
ორი­ენ­ტი­რი — მხო­ლოდ შე­დეგ­ი

რუბრიკის სტუმარია თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი

ლალი კვინიხიძე

ბავ­შ­ვის სამ­ყა­როს შეც­ნო­ბის სურ­ვი­ლით გა­კე­თე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი
მას­წავ­ლებ­ლო­ბა არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბის ოც­ნე­ბა, ვერც ვე­რა­სო­დეს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ოდეს­მე სკო­ლა­ში და­ვიწყებ­დი მუ­შა­ო­ბას. თუმ­ცა ძა­ლი­ან მსურ­და, ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა მქო­ნო­და ბავ­შ­ვებ­თან. მინ­დო­და, ჩავ­წ­ვ­დო­მო­დი მათ სამ­ყა­როს, მე­ტი გა­მე­გო მათ შე­სა­ხებ. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლის დროს დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ არა მხო­ლოდ ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნის, არა­მედ ბავ­შ­ვის ფსი­ქო­ლო­გია და მა­თი სამ­ყა­რო ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებ­და. მივ­ხ­დი, რომ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას სკო­ლა მომ­ცემ­და. სწო­რედ მას­წავ­ლებ­ლო­ბით მი­ვი­ღებ­დი იმას, რაც მა­ინ­ტე­რე­სებ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­დავ­წყ­ვი­ტე მას­წავ­ლებ­ლო­ბა. მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში კი დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე.
უკ­ვე 14 წე­ლია, რაც სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ. თა­ვი­დან, 2 წე­ლი, დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლებ­ლად ვი­მუ­შა­ვე. ამ პე­რი­ოდ­ში ახ­ლოს გა­ვე­ცა­ნი სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კას. ამავ­დ­რო­უ­ლად, გა­ვი­ა­რე მას­წავ­ლებ­ლის გა­დამ­ზა­დე­ბის სრუ­ლი კურ­სი. 2002 წლი­დან კი, დაწყე­ბი­თი კლა­სის პე­და­გო­გი ვარ. დღეს მყავს სა­კუ­თა­რი სა­დამ­რი­გებ­ლო კლა­სი და მათ­თან ერ­თად სი­ა­მოვ­ნე­ბით ვმუ­შა­ობ. ისი­ნი უკ­ვე მე-3 კლას­ში არი­ან, ძა­ლი­ან ალერ­სი­ა­ნე­ბი, ლა­ღე­ბი და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ნი. სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბებ­ში — დავ­დი­ვართ ექ­ს­კურ­სი­ებ­ზე, ვაწ­ყობთ სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბებს. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ერ­თად ვი­ღებთ. ვცდი­ლობ, საგ­ნობ­რი­ვი და ფაქ­ტობ­რი­ვი ცოდ­ნა გა­მო­ი­ყე­ნონ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში, იყ­ვ­ნენ ჰუ­მა­ნუ­რე­ბი, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რე­ბი, კრე­ა­ტი­უ­ლე­ბი; გა­უღ­რ­მავ­დეთ სამ­ყა­როს შეც­ნო­ბის სურ­ვი­ლი, კრი­ტი­კულ-ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბა. ვცდი­ლობ, სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მივ­ცე მათ  პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბას.
მე­ტი, ვიდ­რე პრო­ფე­სია
მას­წავ­ლებ­ლო­ბა ჩემ­თ­ვის გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე მხო­ლოდ პრო­ფე­სია. მე­ტად სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბაა. ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში წარ­მ­ო­­უდ­გე­ნე­ლია გულ­გ­რი­ლო­ბა,ზე­­რ­ე­ლე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რად­­გან საქ­მე გვაქვს ბავ­შ­ვ­თან, რო­­გორც ქვეყ­ნის ჯან­საღ, ნა­თელ მო­მა­ვალ­თან. მას­წავ­ლებ­ლო­ბა არის პრო­ფე­სია, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა ბავშვს ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს წარ­მა­ტე­ბულ პი­როვ­ნე­ბად. მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი ნამ­დ­ვი­ლად არ არის მარ­ტი­ვი — გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ბევ­რი რამ — ქვეყ­ნის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით დაწყე­ბუ­ლი, ბავ­შ­ვის ფსი­ქო­ე­მო­ცი­ური ფაქ­ტო­რე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.
რო­გორ ავა­მაღ­ლოთ მას­წავ­ლებ­ლის მო­ტი­ვა­ცია
იმი­სათ­ვის, რომ გა­უმ­ჯო­ბეს­დეს მას­წავ­ლებ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა, პირ­ველ რიგ­ში, სა­ჭი­როა მას­წავ­ლებ­ლო­ბის, რო­გორც პრო­ფე­სი­ის, პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა, სა­თა­ნა­დო ანაზღა­უ­რე­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, შე­სა­ბა­მი­სი რე­სურ­სი.
რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სი­ულ წინ­ს­ვ­ლას — პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბაა, რო­დე­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი იკ­ვ­ლევს თა­ვის სა­ჭი­რო­ე­ბებს და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გეგ­მავს აქ­ტი­ვო­ბებს, რა­მაც შე­დეგ­ზე უნ­და გა­იყ­ვა­ნოს. მუ­შა­ო­ბა ამ კუთხით უკ­ვე დაწყე­ბუ­ლია. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს პროგ­რა­მის პი­ლო­ტი­რე­ბა, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას სკო­ლის ბა­ზა­ზე, რაც ძა­ლი­ან ხელ­საყ­რე­ლია პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის. პრო­ცე­სი აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან.
ამ ეტაპ­ზე, პე­და­გო­გი მეტ-ნაკ­ლე­ბად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია გან­ვი­თარ­დეს თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის მოთხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად. ამის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ტრე­ნე­რე­ბის არ­სე­ბო­ბა და ტრე­ნინგ-მო­დუ­ლე­ბი, რო­მე­ლიც ხორ­ცი­ელ­დე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ. რიგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია და­იხ­ვე­წოს ამა თუ იმ ტრე­ნინ­გის პროგ­რა­მა.
სა­კითხს სხვა მხრი­და­ნაც უნ­და შევ­ხე­დოთ, კერ­ძოდ: გა­მოთ­ქ­ვამს თუ არა მას­წავ­ლებ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სურ­ვილს, ინ­ტე­რესს ამ კუთხით. ვფიქ­რობ, თუ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი მის ანაზღა­უ­რე­ბა­სა და წა­ხა­ლი­სე­ბა­ზე აისა­ხე­ბა, მო­ტი­ვა­ცი­აც ამაღ­ლ­დე­ბა.
სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის ახა­ლი სქე­მა
მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ სქე­მა, რო­მე­ლიც აქამ­დე არ­სე­ბობ­და, შე­იც­ვა­ლა, მი­ი­ღო უფ­რო სრულ­ყო­ფი­ლი სა­ხე, რო­მელ­შიც სექ­ტემ­ბ­რი­დან ჩა­ერ­თ­ვე­ბა ყვე­ლა მოქ­მე­დი მას­წავ­ლე­ბე­ლი. გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა კა­­ტე­გო­რი­ე­ბი და კა­ტე­გო­რი­ის მი­ხედ­ვით გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ანაზღა­უ­რე­ბაც. სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბი მას­წავ­ლებ­ლის არას­რულ­ყო­ფი­ლი შე­ფა­სე­ბის ფორ­მა იყო. პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის შე­სა­ფა­სებ­ლად მარ­ტო თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა საკ­მა­რი­სი არ არის. თუმ­ცა, უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ სქე­მა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს ღვაწ­ლ­მო­სი­ლი პე­და­გო­გე­ბის მა­ღალ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს და მათ მე­ოთხე კა­ტე­გო­რი­ას (პრაქ­ტი­კო­სი) ანი­ჭებს; მკვლე­ვა­რი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი (მე­ო­რე კა­ტე­გო­რია) მხო­ლოდ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის ხა­რის­ხის მქო­ნე გა­მოც­დილ პე­და­გო­გებს მი­ე­ნი­ჭე­ბათ.
რას ნიშ­ნავს იყო  პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი
პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და ფლობ­დეს საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ებს და შე­სა­ბა­მის უნარ-ჩვე­ვებს. სას­წავ­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად უნ­და შე­ეძ­ლოს. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად მზა­დაა სი­ახ­ლე­ე­ბი­სათ­ვის, გა­მო­ირ­ჩე­ვა შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბით, ჰუ­მა­ნუ­რო­ბით, აქვს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის უნა­რი და, რაც მთა­ვა­რია, მოს­წავ­ლე გაჰ­ყავს შე­დეგ­ზე.
რა­ტომ უნ­და აირ­ჩიო მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია
მას­წავ­ლებ­ლო­ბა არის პრო­ფე­სია, რო­მე­ლიც იძ­ლე­ვა სა­კუ­თა­რი თა­ვის, რო­გორც პი­როვ­ნე­ბის, რე­ა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. ახალ­გაზ­რ­დამ, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ახ­ლის ძი­ე­ბა­შია, რო­მელ­საც აქვს უნა­რი სხვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სა და გა­ზი­ა­რე­ბის, რო­მელ­საც აქვს სურ­ვი­ლი, წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს თა­ვი­სი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და მი­ი­ღოს უან­გა­რო სიყ­ვა­რუ­ლი გა­წე­უ­ლი შრო­მი­სათ­ვის, ვინც მზა­დაა თა­ვი­სი ენერ­გია და ძა­ლის­ხ­მე­ვა მო­ახ­მა­როს ამ საქ­მი­ა­ნო­ბას, ნამ­დ­ვი­ლად უნ­და აირ­ჩი­ოს ეს მარ­თ­ლაც კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი საქ­მე.
სამ­წუ­ხა­როდ, მას­წავ­ლებ­ლო­ბა ნაკ­ლე­ბად პრეს­ტი­ჟუ­ლი პრო­ფე­სიაა. პე­და­გოგ­თა შრო­მა არ არის სა­თა­ნა­დოდ და­ფა­სე­ბუ­ლი. სა­ხელ­მ­წი­ფომ პრი­ო­რი­ტე­ტად უნ­და და­ი­სა­ხოს ამ პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია. ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­მა ახალ­გაზ­რ­დამ სკო­ლა­ში პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის პერ­ს­პექ­ტი­ვა უნ­და და­ი­ნა­ხოს, რაც შემ­დ­გომ­ში სა­თა­ნა­დოდ იქ­ნე­ბა და­ფა­სე­ბუ­ლი და რაც აისა­ხე­ბა ანაზღა­უ­რე­ბა­ზე. ეს ხელს შე­უწყობს ახალ­გაზ­რ­და, ენერ­გი­უ­ლი, ინ­ტე­რე­სი­ა­ნი კად­რე­ბის მო­ზიდ­ვას, რაც, თა­ვის მხრივ, სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეც და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დებს.
რო­გორ დავ­ძ­ლი­ოთ  რე­პე­ტი­ტო­რო­ბა
ზო­გა­დად რე­პე­ტი­ტო­რო­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის და­ბალ ხა­რის­ხ­ზე მეტყ­ვე­ლებს, რაც, თა­ვის მხრივ, ამ სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე მი­უ­თი­თებს. ამის ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­ზე­ზი არ არ­სე­ბობს, კომ­პ­ლექ­სუ­რად რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს. პირ­ველ რიგ­ში, სკო­ლას უნ­და და­უბ­რუნ­დეს ავ­ტო­რი­ტე­ტი სწავ­ლის ხა­რის­ხის ხარ­ჯ­ზე. თა­ვის მხრივ, თი­თო­ე­ულ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და იზ­რუ­ნოს ამ ყვე­ლა­ფერ­ზე. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლა პე­და­გო­გი მე­ტი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით მო­ე­კი­დოს თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყოს მხო­ლოდ შე­დეგ­ზე. თუმ­ცა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ-სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­კ­ვე­ულ დაბ­რ­კო­ლე­ბას ქმნის. უდა­ვოა, რომ ამ პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად მას­წავ­ლებ­ლის ხელ­შეწყო­ბაა სა­ჭი­რო, რა­თა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს მი­სი სა­მუ­შაო გა­რე­მო.
მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი თვი­სე­ბა
ბავ­შ­ვის უპი­რო­ბო სიყ­ვა­რუ­ლი — აი, რა არის სა­ჭი­რო, მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­სა­ღე­ბი რომ გახ­დეს მოს­წავ­ლის­თ­ვის. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ბავ­შ­ვ­მა მას­წავ­ლე­ბელ­ში და­ი­ნა­ხოს მე­გო­ბა­რი და გულ­შე­მატ­კი­ვა­რი.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N