გამოდის 1998 წლიდან
2014-05-29
მო­მავ­ლის ბა­ღი თანაბარუფლებიანი და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

„ად­რე­ულ ასაკ­ში სწავ­ლის დაწყე­ბა ხელს უწყობს სწავ­ლას მო­მა­ვალ­ში, ხო­ლო ად­რე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი იწ­ვევს წარ­მა­ტე­ბას მო­მა­ვალ­ში ისე­ვე, რო­გორც ად­რე­უ­ლი მარ­ცხი იწ­ვევს მარცხს მო­მა­ვალ­ში. წარ­მა­ტე­ბა ან მარ­ცხი ამ ეტაპ­ზე სა­ფუძ­ველს უყ­რის წარ­მა­ტე­ბას ან მარცხს სკო­ლა­ში, რაც, თა­ვის მხრივ, იწ­ვევს წარ­მა­ტე­ბას ან მარცხს სკო­ლის შემ­დ­გომ სწავ­ლის პრო­ცეს­ში“.
ჯე­იმს ჯ. ჰეკ­მა­ნი
2000 წლის ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი ეკო­ნო­მი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში

სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, ანუ სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლის­თ­ვის ჯერ კი­დევ ბავ­შ­ვის „და­სა­ტო­ვე­ბელ“ ად­გი­ლად აღიქ­მე­ბა, რო­მე­ლიც მშობ­ლე­ბის­თ­ვის გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი დრო­ის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა — სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის ფორ­მა მო­მუ­შა­ვე­თა ოჯა­ხე­ბის­თ­ვის ან მშობ­ლე­ბის­თ­ვის, რო­მელ­თაც, უბ­რა­ლოდ, მე­ტი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო სჭირ­დე­ბათ. ბუ­ნებ­რი­ვია, ბა­ღი ნაკ­ლე­ბად მო­ი­აზ­რე­ბა სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის ისეთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბად, სა­დაც ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, გა­ნათ­ლე­ბა­სა და სას­კო­ლოდ მომ­ზა­დე­ბაზე იზ­რუ­ნე­ბენ. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კო­მუ­ნის­ტე­ბის დროინდელი სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის რე­ფორ­მი­რე­ბა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, არც თუ ისე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და ქვეყ­ნის­თ­ვის, სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის მი­მართ სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მა არ არ­სე­ბობს. მარ­თა­ლია, დაგ­ვი­ა­ნე­ბით, მაგ­რამ საქ­მე და­იძ­რა. რე­ფორ­მა ნელ-ნე­ლა სტარტს იღებს, და­იწყო სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბა. რაც მთა­ვა­რია, დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყვე­ლა თან­ხ­მ­დე­ბა იმა­ზე, თუ რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ბავ­შ­ვის ად­რე­ულ გან­ვი­თა­რე­ბას მის შემ­დ­გომ წარ­მა­ტე­ბა­ზე და არა­ვინ სვამს კითხ­ვას, რა­ტომ უნ­და იარონ ბავ­შ­ვებ­მა ბაღ­ში, უფ­რო აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა­სა და ხა­რის­ხ­ზე სა­უ­ბა­რი.  2005 წელს სა­ხელ­მ­წი­ფომ, დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის პრინ­ცი­პით, ბა­ღე­ბი გან­სა­კარ­გად ად­გი­ლობ­რივ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბებს გა­დას­ცა. სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და ხა­რის­ხი, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მი­ხედ­ვით, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია და მი­სი გან­ვი­თა­რე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის კე­თილ ნე­ბა­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან, ამ პე­რი­ოდ­ში, არა­ერ­თი ინი­ცი­ა­ტი­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად. შე­იქ­მ­ნა მე­თო­დუ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის აღ­მ­ზ­რ­დელ­თა და სპე­ცია­ლის­ტ­თა და­სახ­მა­რებ­ლად, ად­რე­ულ ასაკ­ში სწავ­ლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სტან­დარ­ტე­ბი, სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის ბავ­შ­ვის შე­ფა­სე­ბის ფორ­მა, სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მარ­თ­ვის გზამ­კ­ვ­ლე­ვი და ა.შ. შე­მუ­შავ­და სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის აღ­მ­ზ­რ­დელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა და შე­სა­ბა­მი­სად, გა­დამ­ზად­და არა­ერ­თი აღ­მ­ზ­რ­დე­ლი.
2013 წლის და­საწყის­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტ­ში, შე­იქ­მ­ნა სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლო, რომ­ლის მი­ზა­ნია აღ­ნიშ­ნუ­ლი სფე­როს ხელ­შეწყო­ბა, სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­მოკ­ვე­თა და მა­თი გა­დაჭ­რის გზე­ბის ძი­ე­ბა. სამ­მარ­თ­ვე­ლო აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შ­რომ­ლობს თბი­ლი­სის ბა­გა-ბა­ღე­ბის მარ­თ­ვის სა­ა­გენ­ტოს­თან და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სხვა სამ­თავ­რო­ბო თუ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან.
სამ­მარ­თ­ვე­ლო, ასე­ვე, მუ­შა­ობს სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის სა­კითხე­ბის გან­საზღ­ვ­რა­ზე და ამ სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის მნიშ­ნ­ვე­ლო­ვან სხვა ას­პექ­ტებ­ზე.
იუნი­სე­ფის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი მა­კო ყუ­ფა­რა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ სწო­რედ „ხა­რის­ხი­ა­ნი სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­და არის სა­ფუძ­ვე­ლი, რო­მელ­საც უნ­და და­ეყ­რ­დ­ნოს გა­ნათ­ლე­ბის შემ­დ­გო­მი ეტა­პი“. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იუნი­სე­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის, სა­შა გრა­უ­მა­ნის აზ­რით, ბავ­შ­ვ­თა ხა­რის­ხი­ა­ნი სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­და, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა: „კვლე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს არ­სე­ბობს, თუნ­დაც თა­ვის ტვი­ნის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ, ამ­ტ­კი­ცებს, რომ ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც სკო­ლამ­დელ ასაკ­ში აგ­რო­ვებ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას ახ­დენს მთელ ცხოვ­რე­ბა­ზე. ად­რე­უ­ლი ბავ­შ­ვო­ბი­დან იწყე­ბა მდი­დარ და ღა­რიბ ბავ­შ­ვებს შო­რის უთა­ნას­წო­რო­ბა, ღა­რი­ბი ბავ­შ­ვი დი­დი ალ­ბა­თო­ბით ღა­რი­ბი მო­ზარ­დი იქ­ნე­ბა. თუ მდი­დარ ბავ­შ­ვებს გან­ვი­თა­რე­ბის სტი­მუ­ლე­ბი სახ­ლ­შიც აქვთ, ღა­რი­ბი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სკო­ლამ­დელ აღ­ზ­რ­დას, ამ კუთხით, გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კი ღა­რი­ბი ბავ­შ­ვე­ბის მხო­ლოდ 30 პრო­ცენ­ტი და­დის ბაღ­ში.“
მოკ­ლე სტა­ტის­ტი­კით სუ­რა­თი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: 3-დან 5-წლამ­დე ასა­კის ბავ­შ­ვ­თა 46 პრო­ცენ­ტი და­დის ბაღ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბის — მხო­ლოდ 30 პრო­ცენ­ტი. რა­ტომ არ დაჰ­ყავთ ბაღ­ში ბავ­შ­ვე­ბი? — ამის მიზეზად სოფ­ლად მცხოვ­რე­ბი მშობ­ლე­ბის 48 პრო­ცენ­ტი გე­ოგ­რა­ფი­ულ პი­რო­ბებს ასა­ხე­ლებს, ქა­ლაქ­ში მცხოვ­რე­ბი მშობ­ლე­ბის 53 პრო­ცენტს კი მი­აჩ­ნია, რომ მა­თი ბავ­შ­ვი ბა­ღის­თ­ვის პა­ტა­რაა.
2010 წლის სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის ბა­რი­ე­რე­ბის კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ღა­რი­ბი ბავ­შ­ვე­ბის 56% (60% — ბი­ჭე­ბი, 53% — გო­გო­ნე­ბი) ჩარ­თუ­ლია რა­ი­მე სა­ხის ორ­გა­ნი­ზე­ბულ სას­წავ­ლო ან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ში. სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში არ და­დი­ან სა­მი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზის გა­მო: სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის არარ­სე­ბო­ბა (34%), სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის უუნა­რო­ბა (21%) და ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რის მი­ერ ბავ­შ­ვის მოვ­ლა (16%).
რა­ტომ არ და­დი­ან ბავ­შ­ვე­ბი ბაღ­ში? რა პრობ­ლე­მე­ბია სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და რა კეთ­დე­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­ყო­ველ­თაო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის­თ­ვის? — ამ თე­მებ­ზე, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის (UNICEF) მხარ­და­ჭე­რით, „ფრონ­ტ­ლა­ინ ჯორ­ჯია“ კლუ­ბის და ჟურ­ნალ „ლი­ბე­რა­ლის“ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის — „დის­კუ­სი­ე­ბი ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის თე­მა­ზე“ — ფარ­გ­ლებ­ში გა­ი­მარ­თა დის­კუ­სია, მო­დე­რა­ტო­რი — ნა­ნა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, ფსი­ქო­ლო­გი; მომ­ხ­სე­ნებ­ლე­ბი: ნა­თია ჯო­ხა­ძე — ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი (სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო); გი­ორ­გი მეს­ხი­ძე — „კი­ვი­ტას გე­ორ­გი­კას“ დი­რექ­ტო­რი; ემილ ვა­გას ბა­რო­ნი — იუნი­სე­ფის სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტი.
ნა­თია ჯო­ხა­ძემ ისა­უბ­რა სა­ხელ­მ­წი­ფო პოლ­ტი­კა­ზე, სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით: „აქ შეკ­რე­ბი­ლებს კარ­გად გვეს­მის, რა დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ზო­გა­დად ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხებს ადა­მი­ა­ნის ემო­ცი­უ­რი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ფორ­მი­რე­ბა­ში. ერ­თი პე­რი­ო­დი სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის კუ­რა­ტო­რი გახ­ლ­დათ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, თუმ­ცა, შემ­დ­გომ, რო­დე­საც და­იწყო რე­ფორ­მი­რე­ბა, სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტო­რი სა­მარ­თა­ვად ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­და­ე­ცა. ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბით, სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი მოხ­და, რომ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გა­და­ცე­მას თან არ მიჰ­ყ­ვა გა­წე­რი­ლი ხედ­ვა, სტრა­ტე­გია და, შე­სა­ბა­მი­სად, ის სა­გან­მანა­თ­ლებ­ლო კომ­პო­ნენ­ტი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ამ ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თ­ვის. დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში და დღე­ვან­დე­ლი ვი­თა­რე­ბაც ისე­თია, რომ სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მარ­თ­ვა-მე­ნეჯ­მენ­ტი ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პე­ტე­ნ­ციაა. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, მი­სი ერთ-ერ­თი სა­ა­გენ­ტოს და გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის ხელ­შეწყო­ბი­თა და და­ფი­ნან­სე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს დე­ბუ­ლე­ბით არ ევა­ლე­ბო­და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის სექ­ტორ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბა, ბევ­რი რამ გა­კეთ­და. გა­მო­ი­ცა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ელექ­ტ­რო­ნუ­ლა­დაც ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია, ეს არის: ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სტან­დარ­ტე­ბი, მას­წავ­ლე­ბელ­თა ხელ­შეწყო­ბის გზამ­კ­ვ­ლე­ვი, სას­კო­ლო მზა­ო­ბის შე­ფა­სე­ბის ფორ­მა, სას­კო­ლო მზა­ო­ბის ან­გა­რი­ში, მშობ­ლის აქ­ტი­ვო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი, ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო და ა.შ. 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში სა­მი­ნის­ტ­რო­ში შე­იქ­მ­ნა სამ­მარ­თ­ვე­ლო და დე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ი­წე­რა სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ში სა­მი­ნის­ტ­როს რო­ლი და ფუნ­ქ­ცი­ე­ბი. თუმ­ცა, მარ­თ­ვის თვალ­საზ­რი­სით, ცხა­დია, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო კვლავ არ არის სა­ბავ­შ­ვო სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მე­ნეჯ­მენ­ტის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ელი, ეს ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტი და პრე­რო­გა­ტი­ვაა. მაგ­რამ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კომ­პო­ნენ­ტ­ში, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს დე­ბუ­ლე­ბით გან­საზღ­ვ­რუ­ლი ფუნ­ქ­ცი­ე­ბით, ვამ­ზა­დებთ სას­წავ­ლო პროგ­რა­მებს, მე­თო­დი­კას, კონ­სულ­ტა­ცი­ას ვუ­წევთ ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას იმის­თ­ვის, რომ შე­ი­მუ­შა­ონ სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბი და რე­ა­ლუ­რად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ად­გილ­ზე.
ამ­ჟა­მად ვმუ­შა­ობთ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ხედ­ვა­სა და სტრა­ტე­გი­ულ დო­კუ­მენ­ტ­ზე. სა­მი­ნის­ტ­როს გა­აზ­რე­ბუ­ლი აქვს, რომ სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტო­რი, ზო­გა­დად, გა­ნათ­ლე­ბის დი­დი და მრა­ვა­ლი სექ­ტო­რუ­ლი დარ­გის ერთ-ერ­თი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, სტრა­ტე­გი­ულ დო­კუ­მენ­ტ­ში აუცი­ლებ­ლად აისა­ხე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ხედ­ვა სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტო­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით.
ამას­თა­ნა­ვე, ვი­ცით, რომ სა­მი­ნის­ტ­როს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, შემ­დეგ წელს, 6-წლი­ა­ნი ბავ­შ­ვე­ბი შევ­ლენ პირ­ველ კლას­ში (წელს გარ­და­მა­ვა­ლი წე­ლია), შე­სა­ბა­მი­სად, გვე­ყო­ლე­ბა 5 წლის ბავ­შ­ვე­ბის საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლებ­საც, ცხა­დია, სჭირ­დე­ბათ მხარ­და­ჭე­რა. სას­კო­ლო მზა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მთელ­მა რიგ­მა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, როდესაც ბავ­შ­ვი, რო­მე­ლიც არ არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი — არ აქვს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გარ­კ­ვე­უ­ლი უნა­რე­ბი, შე­დის სკო­ლა­ში, სიძ­ნე­ლე­ებს აწყ­დე­ბა სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით — სო­ცი­ა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის, ემო­ცი­უ­რი თუ აკა­დე­მი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამი­ტომ, ვფიქ­რობთ, შე­იქ­მ­ნას სას­კო­ლო მზა­ო­ბის წი­ნა­რე ერ­თ­წ­ლი­ა­ნი კუ­რი­კუ­ლუ­მი — დამ­ხ­მა­რე მა­სა­ლით — მას­წავ­ლებ­ლის გზამ­კ­ვ­ლე­ვი, და­ნერ­გ­ვის ჩარ­ჩო. შე­სა­ბა­მი­სად, გვსურს, 2014 წელს 5 წლის ბავ­შ­ვებს შევ­თა­ვა­ზოთ, სხვადა­ს­ხ­ვა მო­დე­ლე­ბის მი­ხედ­ვით გა­ი­ა­რონ ეს სას­წავ­ლო პროგ­რა­მა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პარ­ტ­ნი­ო­რო­ბას გვი­წევს გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დი, რო­მელ­საც კი­დევ ერ­თხელ მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. კუ­რი­კუ­ლუ­მის შექ­მ­ნის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც საკ­მა­ოდ დი­დი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და­უგ­როვ­დათ. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მიგ­ვაჩ­ნია სკო­ლამ­დე­ლი კომ­პო­ნენ­ტის ამუ­შა­ვე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ვი­ცით, რომ ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს რთულ გა­რე­მო­ში უწევთ მუ­შა­ო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მომ­ზა­დე­ბუ­ლია ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სტან­დარ­ტი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა, ისი­ნი მხო­ლოდ სა­რე­კო­მენ­და­ციო ხა­სი­ათ­ისაა, არ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო. შე­სა­ბა­მი­სად, ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის კე­თილ ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად იხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბენ ამ პროგ­რა­მით.
აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლე­ბი ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­სა და სა­ბავ­შ­ვო ბაღ­შია გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი. კარ­გი შე­დე­გე­ბი გვაქვს ბა­თუმ­ში, იქ არ­სე­ბუ­ლი ბა­ღე­ბის თით­ქ­მის უმე­ტე­სო­ბა, სწო­რედ ამ ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სტან­დარ­ტით სარ­გებ­ლობს. ცხა­დია, სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტო­რის რე­ფორ­მი­რე­ბის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და ეს სექ­ტო­რი დი­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა არ იყო სა­ვალ­დე­ბუ­ლო, შე­სა­ბა­მი­სად, არც ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა იყო ისე მა­ღა­ლი — პირ­ველ რიგ­ში, ფი­ზი­კუ­რი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გა­მო. მე­ო­რე მხრივ, მხო­ლოდ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა არ არის მთა­ვა­რი იმის­თ­ვის, რომ ამა თუ იმ სექ­ტო­რის წარ­მა­ტე­ბა­ზე ვი­სა­უბ­როთ. ცხა­დია, უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ხა­რისხს. თქვენც კარ­გად იცით, რომ ხა­რის­ხის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ხელ­მ­წი­ფოს ჯერ­ჯე­რო­ბით რე­ფორ­მე­ბი არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია. ყვე­ლა­ზე დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა ყო­ველ­თ­ვის ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი, ასე­ვე — პრო­ფე­სი­უ­ლი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის­კენ, სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით კი რე­ფორ­მა არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. ამი­ტომ ვართ მო­წა­დი­ნე­ბუ­ლე­ბი, ამ სექ­ტორს მივ­ხე­დოთ. არ­სე­ბობს უამ­რა­ვი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა, უნ­და ავირ­ჩი­ოთ სა­უ­კე­თე­სო, თუმ­ცა აუცი­ლებ­ლად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ად­გი­ლობ­რი­ვი რე­ა­ლო­ბა, რო­მე­ლიც  არც თუ ისე სა­ხარ­ბი­ე­ლოა. სურ­ვი­ლი გვაქვს, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გავ­ხა­დოთ ფი­ზი­კუ­რი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, შევ­ც­ვა­ლოთ ბა­ღის აღ­მ­ზ­რ­დე­ლის სტა­ტუ­სი და მი­ვა­ნი­ჭოთ მას­წავ­ლებ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია, ამა­ზე სა­მი­ნის­ტ­რო უკ­ვე მუ­შა­ობს. შე­სა­ბა­მი­სად, მათ სა­თა­ნა­დო გა­დამ­ზა­დე­ბა სჭირ­დე­ბათ. სა­მი­ნის­ტ­რო მა­ლე წა­რად­გენს სტრა­ტე­გი­ას, რომ­ლის დი­დი ნა­წი­ლი სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორს ექ­ნე­ბა დათ­მო­ბი­ლი, შემ­დეგ უკ­ვე შეგ­ვეძ­ლე­ბა ახალ ფორ­მატ­ში გან­ვა­ახ­ლოთ დის­კუ­სია.“
გი­ორ­გი მეს­ხი­ძე: „სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია, რო­გორც მშობ­ლის დამ­ხ­მა­რე ინ­ს­ტი­ტუ­ცია — მას რომ დრო გა­მო­უთა­ვი­სუფ­ლ­დეს, რა­თა შეძ­ლოს ეს დრო სა­მუ­შა­ოს ან სა­კუ­თარ თავს მო­ახ­მა­როს. შე­სა­ბა­მი­სად, ნაკ­ლე­ბი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა რო­გორც მშობ­ლის, ისე თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის მხრი­და­ნაც იმას, რომ სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის საქ­მი­ა­ნო­ბა ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით იყოს აწყო­ბი­ლი. სწო­რედ ამი­ტომ, ხში­რად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა ფა­რავს ხა­რისხს. მშო­ბე­ლს, რო­მე­ლიც, ვთქვათ, 61-ე ბავ­შ­ვად მი­იყ­ვანს შვილს, ცხა­დია, არ აღელ­ვებს ის, თუ რას ის­წავ­ლის მი­სი შვი­ლი ბაღ­ში, უფ­რო მე­ტად ის აღელ­ვებს, რამ­დე­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ექ­ნე­ბა. ეს, ჩე­მი აზ­რით, ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი — წამ­ყ­ვა­ნი პრობ­ლე­მაა. არა­და, ხა­რის­ხ­ზე მოთხოვ­ნა, პირ­ველ რიგ­ში, მშობ­ლის­გან უნ­და მო­დი­ო­დეს. კვლე­ვა, რო­მე­ლიც ჩვენ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 2012 წელს ჩა­ა­ტა­რა, აჩ­ვე­ნებს, რომ სახ­ლ­ში წიგ­ნე­ბის არ­სე­ბო­ბა­სა და მო­ტო­რი­კის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას შო­რის პირ­და­პი­რი კავ­ში­რია. ასე­ვე, პირ­და­პი­რი კავ­ში­რია, მშობ­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­სა და სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში სწავ­ლე­ბის ხა­რისხს შო­რის. მშო­ბელს, რომ­ლის გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე მა­ღა­ლია, აინ­ტე­რე­სებს არა მხო­ლოდ ის, რა არის მე­ნი­უ­ში, არა­მედ რას სწავ­ლობს მი­სი შვი­ლი სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხია მშობ­ლებ­თან მუ­შა­ო­ბა. ყუ­რად­სა­ღე­ბია, ასე­ვე, აღ­მ­ზ­რ­დე­ლის სტა­ტუ­სის შეც­ვ­ლა, რა­ზეც მუ­შა­ო­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ უკ­ვე და­იწყო. აუცი­ლე­ბე­ლია აღ­მ­ზ­რ­დელს მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მი­ვა­ნი­ჭოთ. არ შე­იძ­ლე­ბა აღ­მ­ზ­რ­დელს ჰქონ­დეს 105 ლა­რი ხელ­ფა­სი და დღე­ში 8 სა­ა­თი 60 ბავ­შ­ვ­თან მუ­შა­ობ­დეს.
უკე­თე­სი სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი, სა­დაც ყვე­ლას მო­უნ­დე­ბა სი­ა­რუ­ლი, მხო­ლოდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში გვექ­ნე­ბა, თუ, პირ­ველ რიგ­ში, მო­ვითხოვთ ასე­თი ბა­ღე­ბის არ­სე­ბო­ბას და, რაც მთა­ვა­რია, გვე­ცო­დი­ნე­ბა, რო­გო­რი უნ­და იყოს ის, ერ­თი აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბით — მხო­ლოდ ბავ­შ­ვ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, რაც არ უნ­და ძა­ლის­ხ­მე­ვა ჩა­ი­დოს არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი­დან, დო­ნო­რე­ბის­გან თუ სა­მი­ნის­ტ­როს­გან, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ არა­საკ­მა­რი­სი.“
ემი­ლი ვა­გას ბა­რონ­მა, იუნი­სე­ფის სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტ­მა ისა­უბ­რა სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ზე, რო­მე­ლიც გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის დახ­მა­რე­ბით მზად­დე­ბა: „დი­დი მად­ლო­ბა, ასეთ სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა­ზე რომ მო­მიწ­ვი­ეთ. ჩემ­თ­ვის დი­დი პა­ტი­ვია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან მუ­შა­ო­ბა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში საკ­მა­ოდ ამაღ­ლ­და და­ინ­ტე­რე­სე­ბა სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მართ, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბი­სათ­ვის. აღ­ფ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ იმ ინ­ტე­რე­სი­თა და ყუ­რადღე­ბით, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო იჩენს სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტო­რი­სად­მი და რა­ო­დენ დიდ რე­სურსს დებს ამა­ში. ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს იუნი­სე­ფი და მინ­და ხა­ზი გა­ვუს­ვა ფონ­დი „ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა — სა­ქარ­თ­ვე­ლოს“, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბუ­ლია აგ­რეთ­ვე ამ სა­კითხე­ბით. ყვე­ლა ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი იღ­ვ­წის და შრო­მობს, რომ მი­აღ­წი­ოს ხა­რის­ხის ზრდას, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას ამ დარ­გ­ში.
ვეც­ნო­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბულ სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, ვნა­ხე ძა­ლი­ან ბევ­რი დე­და თუ მა­მა, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არი­ან ამ სფე­რო­თი. ისი­ნი მო­ითხო­ვენ, რომ სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი უფ­რო მა­ღა­ლი იყოს. აგ­რეთ­ვე, შევ­ხ­ვ­დი სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ნიშ­ნავ აღ­მ­ზ­რ­დე­ლებს, რომ­ლე­ბიც ძა­ლას არ იშუ­რე­ბენ, რომ თა­ვი­ან­თი გა­მოც­დი­ლე­ბა და ენერ­გია მო­ახ­მა­რონ ამ საქ­მეს, მაგ­რამ ნა­თე­ლია, რომ მათ სჭირ­დე­ბათ მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი, რად­გან იმა­ვე ტი­პის მუ­შა­ო­ბას ეწე­ვი­ან, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი. თუმ­ცა, ისიც თვალ­ში სა­ცე­მია, რომ ბევრ მათ­განს არ გა­აჩ­ნია მომ­ზა­დე­ბის ის ხა­რის­ხი, რო­მე­ლიც დღეს სკო­ლამ­დე­ლი ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­დას სჭირ­დე­ბა. ამი­ტომ ყვე­ლა­ფე­რი უნ­და გა­კეთ­დეს იმი­სათ­ვის, რომ, პირ­ველ რიგ­ში, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი დარ­წ­მუნ­დ­ნენ, რომ სა­ჭი­როა აიმაღ­ლონ კა­ვა­ლი­ფი­კა­ცია და ჩა­ერ­თონ რე­ფორ­მა­ში, კარ­გად გა­აც­ნო­ბი­ე­რონ პრინ­ცი­პე­ბი, რო­მელ­საც დღე­ვან­დე­ლი სკო­ლა­დე­ლი აღ­ზ­დის კონ­ცეფ­ცია ეყ­რ­დ­ნო­ბა. შევ­ხ­ვ­დი აგ­რეთ­ვე უამ­რავ გუ­ლან­თე­ბულ პარ­ლა­მენ­ტარს, რომ­ლებ­საც დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა აქვთ გა­ღე­ბუ­ლი სა­კითხის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში. სწო­რედ მა­თი ინი­ცი­ა­ტი­ვით მუ­შავ­დე­ბა ახა­ლი კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს ყვე­ლა­ფე­რი იუნი­სეფ­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით ხდე­ბა. კა­ნონ­პ­რო­ექტს მხარს უჭე­რენ პარ­ლა­მენ­ტის კო­მი­ტე­ტე­ბი და გან­ხილ­ვა ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. აუცი­ლე­ბე­ლია, მთე­ლი ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­უ­ზი­ა­რონ ად­გი­ლობ­რივ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბებს, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მ­გებ­ლე­ბი არი­ან ამ სფე­რო­ზე.
ეს პრო­ცე­სი რამ­დე­ნი­მე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის ინ­ტენ­სი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. მთავ­რო­ბა — გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს სა­ხით, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი, რომ­ლის თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია გი­ორ­გი მეს­ხი­ძე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი და ა.შ. კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის მომ­ზა­დე­ბის პარა­ლე­ლუ­რად, მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ა­ზე, რად­გა­ნაც კა­ნონ­თან ერ­თად სტრა­ტე­გია და ხედ­ვის დო­კუ­მენ­ტი უნ­და იყოს ის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ინ­პ­ლი­მენ­ტა­ცია, ანუ და­ი­ნერ­გე­ბა ის დე­ბუ­ლე­ბე­ბი და ქმე­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კა­ნო­ნით.
ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ძი­რი­თა­დი ყუ­რადღე­ბა გა­და­ვი­ტა­ნოთ პე­და­გო­გე­ბის თუ აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბის ხა­რის­ხ­ზე. ამის­თ­ვის, რა თქმა უნ­და, სა­ჭი­როა სატ­რე­ნინ­გო და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის კურ­სე­ბი, ასე­ვე აუცი­ლე­ბე­ლია ახა­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, რო­მელ­საც დღეს კუ­რი­კუ­ლუმს ვე­ძა­ხით, რომ­ლის მომ­ზა­დე­ბა­ში აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო და იუნი­სე­ფი. ეს ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი მო­მენ­ტია იმი­ტომ, რომ ჩვენ ვსა­უბ­რობთ ბავ­შ­ვებ­ზე, ჩვენს მო­მა­ვალ­ზე და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­ექ­ცეს იმ კრი­ტე­რი­უ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას, რო­მე­ლიც სკო­ლამ­დელ პე­რი­ოდ­ში ბავ­შ­ვე­ბის გა­ნათ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს. აგ­რეთ­ვე გა­ვი­გებთ, რო­გორ მი­ე­სა­და­გე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის ცოდ­ნა და მომ­ზა­დე­ბა იმ კრი­ტე­რი­უ­მებ­სა და სტრა­ტე­გი­ას, რო­მე­ლიც გა­წე­რი­ლი იქ­ნე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო დო­კუ­მენ­ტ­ში.
გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბი­სა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, შე­იქ­მ­ნას თა­ნას­წო­რო­ბის პრინ­ცი­პით აგე­ბუ­ლი სის­ტე­მა, სა­მარ­თ­ლი­ა­ნი იმ კუთხით, რომ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იქ­ნე­ბა გა­ნურ­ჩევ­ლად ყვე­ლას­თ­ვის. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა არა მხო­ლოდ შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის შვი­ლებ­მა შეძ­ლონ, არა­მედ გა­ნურ­ჩევ­ლად ყვე­ლამ, მათ შო­რის მოწყ­ვ­ლა­დი ოჯა­ხების შვი­ლებ­მა, ბავ­შ­ვებ­მა, რომ­ლებ­საც აქვთ ენის ბა­რი­ე­რი ან გარ­კ­ვე­უ­ლი შეზღუ­დუ­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი, სხვა სიტყ­ვე­ბით, რომ ვთქვათ, ჩვე­ნი სის­ტე­მა უნ­და იყოს თა­ნა­ბა­რუფ­ლე­ბი­ა­ნი, სა­მარ­თ­ლი­ა­ნი და ინ­კულ­ზი­უ­რი თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით. და კი­დევ ერ­თი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრინ­ცი­პი, რო­მე­ლიც, ერ­თი მხრივ, გა­ცი­ლე­ბით ლა­მა­ზად და მიმ­ზიდ­ვე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, მე­ო­რე მხრივ, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია — შევ­ქ­მ­ნათ ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლი­თაც მო­ნი­ტო­რინგს გა­ვუ­წევთ და გა­ვა­კონ­ტ­რო­ლებთ სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის მთელ პრო­ცესს და შე­ვი­მუ­შა­ვებთ შე­სა­ბა­მის კრი­ტე­რი­უ­მებს.
ეს ყვე­ლა­ფე­რი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მოგ­ვ­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მი­ვაღ­წი­ოთ რო­გორც პერ­სო­ნა­ლის, ასე­ვე ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის სრულ ჩარ­თუ­ლო­ბას, მათ შო­რის, მშობ­ლე­ბის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის, თე­მის. ისი­ნი ძა­ლი­ან კარ­გად უნ­და იყ­ვ­ნენ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, აუცი­ლე­ბე­ლია სრუ­ლი მას­შ­ტა­ბით ან­გა­რიშ­გე­ბა­დო­ბა, ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მხრი­დან, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. ყვე­ლა­ფე­რი ეს ერთ პრო­ცე­სად უნ­და გა­ერ­თი­ან­დეს, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში ის შე­დე­გი მი­ვი­ღოთ, რაც გვსურს, ანუ თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მივ­ცეთ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რებ ყვე­ლა ბავშვს, სა­კუ­თა­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის მი­ხედ­ვით გან­ვი­თარ­დ­ნენ და, მა­თი უნარ-ჩვე­ვე­ბის მის­ხა­ლიც კი არ და­ი­კარ­გოს, რად­გან სა­ბო­ლო­ოდ ეს ქვეყ­ნის მო­მა­ვალს წა­ად­გე­ბა“.
დის­კუ­სი­ის მსვლე­ლო­ბი­სას და­ის­ვა კითხ­ვე­ბი, მათ შო­რის ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვილ­და რამ­დე­ნი­მე­ზე — რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა მო­მა­ვალ­ში სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სრუ­ლი სუ­რა­თი? რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნია სა­ხელ­მ­წი­ფოს ან იმ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორს, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი ამ პრო­ცეს­ში, მო­მა­ვა­ლი სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა — სად არის რე­სურ­სი, ვინ მარ­თავს, ვინ იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, ვინ ად­გენს სტან­დარ­ტებს? რო­გო­რია ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი მოწყო­ბა? გახ­დე­ბა თუ არა სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო?
ნა­თია ჯო­ხა­ძე: „სა­ნამ არ ვი­ცით, რო­მე­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ცია რა სა­კითხ­ზე მუ­შა­ობს — ხა­რის­ხ­ზე, მე­ნეჯ­მენ­ტ­ზე, კონ­ტ­როლ­ზე, სტან­დარ­ტებ­ზე და ა.შ. — ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა შე­დე­გებ­ზე სა­უ­ბა­რი. ცხა­დია, შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რო­გო­რი გვსურს, რომ იყოს ეს სის­ტე­მა, მაგ­რამ ვერ გეტყ­ვით, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ზო­გა­დი პროგ­ნო­ზი. სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სხვა სა­ფე­ხუ­რებ­თან კავ­შირ­ში უნ­და გან­ვი­ხი­ლოთ — ზო­გა­დი, პრო­ფე­სი­უ­ლი და უმაღ­ლე­სი — ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სის­ტე­მის დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბა. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ მარ­თოს, მა­გა­ლი­თად, ოფუჩხე­თის სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი და იქ შე­არ­ჩი­ოს კად­რე­ბი ან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს რა­ი­მე ტი­პის შეს­ყიდ­ვე­ბი. ვფიქ­რობ, ნამ­დ­ვი­ლად ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მეა მე­ნეჯ­მენ­ტი, იქ­ნე­ბა ეს კად­რე­ბის და­ნიშ­ვ­ნა, ბი­უ­ჯე­ტის გან­საზღ­ვ­რა, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა თუ სხვ. ცენ­ტ­რა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნ­და ჰქონ­დეს თა­ვი­სი წი­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, ცენ­ტ­რა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან არ კუ­რი­რებს მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, სხვა სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბიც არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით — რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­რო, სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვი­სა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო, რა თქმა უნ­და — ფი­ნან­ს­თა სა­მი­ნის­ტ­რო. მიგ­ვაჩ­ნია, რომ სტან­დარ­ტე­ბი, შე­სა­ბა­მი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლად უნ­და დად­გინ­დეს. მა­გა­ლი­თად, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის სტან­დარ­ტი, შე­ნო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი უნ­და იყოს, მაგ­რამ მი­სი შეს­ყიდ­ვა, ტენ­დე­რი და მომ­სა­ხუ­რე­ბის შეს­ყიდ­ვა, თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­სა­კე­თებ­ელია. ასე­ვე კვე­ბი­სა და ჰი­გი­ე­ნის სტან­დარ­ტე­ბი, რა თქმა უნ­და, ერ­თი­ა­ნი უნ­და იყოს მთელ ქვე­ყა­ნა­ში, იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას გა­ნათ­ლე­ბის სტან­დარ­ტებ­ზე, კუ­რი­კუ­ლუ­მის სტან­დარ­ტებ­ზე — შე­დე­გი, რო­მელ­ზეც უნ­და გა­ვი­დეს ბავ­შ­ვი ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ცხა­დია, ყვე­ლას­თ­ვის ერ­თ­ნა­ი­რი უნ­და იყოს. მიდ­გო­მა პე­და­გო­გე­ბის მი­მართ ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი უნ­და იყოს და ყვე­ლა რე­გი­ონ­ზე უნ­და ვრცელ­დე­ბო­დეს, ასე­ვე, საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ჩარ­ჩო.
ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ არ­სე­ბობს რე­გუ­ლი­რე­ბა­დი პრო­ფე­სი­ე­ბი. მა­გა­ლი­თად, სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი რე­გუ­ლი­რე­ბა­დი პრო­ფე­სიაა, რო­მე­ლიც გან­საზღ­ვ­რუ­ლია კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით. თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ კა­ნონ­ში არ შე­იძ­ლე­ბა შე­ვი­დეს ცვლი­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ მიგ­ვაჩ­ნია, რომ თუ ცვლი­ლე­ბა მოხ­დე­ბა და აღ­მ­ზ­რ­დელს მას­წავ­ლე­ბე­ლი და­ერ­ქ­მე­ვა, ცხა­დია, ეს უნ­და იყოს რე­გუ­ლი­რე­ბა­დი პრო­ფე­სია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რე­გუ­ლი­რე­ბა­დი პრო­ფე­სი­ე­ბის მი­მართ მიდ­გო­მა ერ­თ­ნა­ი­რი უნ­და იყოს — მომ­ზა­დე­ბის, მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის და ა.შ. სერ­ვი­სე­ბის მიმ­წო­დე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცია იყოს.
ბუ­ნებ­რი­ვია, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კარ­გი კუ­რი­კუ­ლუ­მი, მაგ­რამ კი­დევ უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რე­ა­ლუ­რად რო­გორ შეს­რულ­დე­ბა — თუ ის თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის­თ­ვის სწო­რად არ გან­ხორ­ცი­ელ­და, სა­უ­კე­თე­სო კუ­რი­კუ­ლუ­მიც კი აზრს და ფასს კარ­გავს. სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მაა სა­ჭი­რო, აუცი­ლებ­ლია მას­წავ­ლებ­ლის შე­სა­ბა­მი­სი მომ­ზა­დე­ბა, თუმ­ცა, ეს იოლი საქ­მე არ არის, წლე­ბი სჭირ­დე­ბა. იმის­თ­ვის, რომ კუ­რი­კუ­ლუმ­მა იმუ­შა­ოს, სა­ჭი­როა შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, რე­სურ­სე­ბი, მა­სა­ლე­ბი, მე­ნეჯ­მენ­ტის მომ­ზა­დე­ბა. ერ­თია, რო­ცა ვამ­ზა­დებთ პე­და­გო­გებს, მე­ო­რეა გა­ვი­გოთ რე­ა­ლუ­რად, თუ რა ხდე­ბა თი­თო­ე­უ­ლი სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის საკ­ლა­სო ოთახ­ში, რო­გორ გა­დას­ცემს მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­ღე­ბულ ცოდ­ნას და რო­გორ გა­ყავს ბავ­შ­ვე­ბი კუ­რი­კუ­ლუ­მით გა­წე­რილ შე­დე­გებ­ზე. ანა­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა ზო­გად გა­ნათ­ლე­ბა­შიც გვაქვს, ცხა­დია, არა­ფერს ახალს არ ვამ­ბობთ. ეს სის­ტე­მა ასე მუ­შა­ობს — და­გეგ­მ­ვა, კუ­რი­კუ­ლუ­მი, მას­წავ­ლებ­ლის და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მომ­ზა­დე­ბა, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის ხელ­შეწყო­ბა, აქ­ტი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი და უკუ­გე­ბა, უკუ­კავ­ში­რი. ამ სის­ტე­მა­ში ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ეს უნ­და იყოს და არა თან­ხე­ბი სა­მოქ­მე­დო მე­ნეჯ­მენ­ტ­ზე, თან­ხა ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნ­და გა­და­ე­ცე­მო­დეს და მა­თი სა­შუ­ა­ლე­ბით ნა­წილ­დე­ბო­დეს შე­სა­ბა­მის ბა­ღებ­ზე. ამა­ზეც სა­ფიქ­რა­ლი და სა­მუ­შაოა. ვფიქ­რობ, სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის თე­მა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი თე­მაა და დი­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას.
რაც შე­ე­ხე­ბა კითხ­ვას — გა­და­ვა თუ არა სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა სა­სურ­ვე­ლი­დან სა­ვალ­დე­ბუ­ლო­ზე? — პირ­ველ რიგ­ში, მთა­ვა­რია ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი გვქონ­დეს სწო­რი ხედ­ვა — ყვე­ლა­ნი ვთან­ხ­მ­დე­ბით იმა­ზე, რომ სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა ზო­გა­დად ფორ­მა­ლუ­რი თუ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლია. მე­ო­რე — ნე­ბის­მი­ე­რი გა­ნათ­ლე­ბა, გა­ნათ­ლე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი რგო­ლი უნ­და იყოს ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი, იმავ­დ­რო­უ­ლად, ხა­რის­ხი­ა­ნი. სწო­რედ ხა­რის­ხი­ა­ნი სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბაა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. მე­სა­მე — აუცი­ლებ­ლად უნ­და ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ ამ სექ­ტო­რის მარ­თ­ვის პრინ­ცი­პე­ბი და, აქ­ვე კი­დევ ერ­თხელ გეტყ­ვით, რომ სა­მი­ნის­ტ­რო აუდი­ტო­რი­ის წი­ნა­შე ძა­ლი­ან მა­ლე წარ­დ­გე­ბა ამ სტრა­ტე­გი­ით, რო­მე­ლიც სა­დის­კუ­სიო დო­კუ­მენ­ტი იქ­ნე­ბა. პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჰო­ლის­ტი­კუ­რი მიდ­გო­მით ჩა­ვერ­თოთ ნე­ბის­მი­ერ სექ­ტორ­ში, ანუ სექ­ტო­რი უნ­და იყოს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ბავ­შ­ვის­თ­ვის, არა აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არის თუ არა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე — სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მოწყ­ვ­ლა­დი ოჯა­ხი­დან, ეთ­ნი­კუ­რი თუ რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ამი­ტომ, სა­მი­ნის­ტ­რო მი­იჩ­ნევს, რომ ჰო­ლის­ტი­კუ­რი მიდ­გო­მა დე­ტა­ლუ­რად უნ­და იყოს გან­ხი­ლუ­ლი, შე­საძ­ლოა არა კა­ნო­ნის დო­ნე­ზე, არა­მედ კა­ნონ­ქ­ვემ­დე­ბა­რე აქ­ტე­ბით. სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა თუ არა? მოკ­ლედ გეტყ­ვით, რომ ძა­ლი­ან გვინ­და ჩვენს ქვე­ყა­ნას ჰქონ­დეს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სას­კო­ლო მზა­ო­ბის ერ­თი წე­ლი მა­ინც იყოს სა­ვალ­დე­ბუ­ლო, რაც მთა­ვა­რია, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი და ხა­რის­ხი­ა­ნი. ამას ხაზს ვუს­ვამ, რად­გან ახ­ლაც შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დეს 2014 წლის სექ­ტემ­ბ­რი­დან, მაგ­რამ ვი­ცით, რომ პრობ­ლე­მე­ბი გვექ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა­ში და ხარ­ვე­ზე­ბი — ხა­რის­ხ­ში. ამ­დე­ნად, სა­ვალ­დე­ბუ­ლო მას შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სექ­ტო­რი, რო­ცა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბი­სა და ხა­რის­ხის პრობ­ლე­მე­ბი მოგ­ვარ­დე­ბა. მხო­ლოდ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მოვ­თხო­ვოთ მშო­ბელს, რომ შვი­ლი მი­იყ­ვა­ნოს ბაღ­ში. მა­ნამ­დე კი, სჯობს სა­ხელ­მ­წი­ფომ იმუ­შა­ოს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და შემ­დეგ გა­დაწყ­ვი­ტოს, იყოს თუ არა სა­ვალ­დე­ბუ­ლო სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა.“


***
დის­კუ­სი­ა­ზე ძა­ლი­ან ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო კითხ­ვას გა­ე­ცა პა­სუ­ხი და ბევ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მაც წა­მო­იჭ­რა. გა­მო­იკ­ვე­თა სკო­ლამ­დე­ლი გან­ვი­თა­რე­ბის უახ­ლო­ე­სი გეგ­მა: სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბებ­თან ერ­თად მი­დის მუ­შა­ო­ბა სტრა­ტე­გი­ა­სა და ხედ­ვა­ზე, რო­მე­ლიც მას კონ­კ­რე­ტულ სა­ხეს მის­ცემს; იგეგ­მე­ბა აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბი­სა და პე­და­გო­გე­ბის მომ­ზა­დე­ბა, შე­ფა­სე­ბის ახა­ლი მე­თო­დე­ბის და­ნერ­გ­ვა. რაც მთა­ვა­რია, პრინ­ცი­პე­ბი, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­ყო­ველ­თაო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას უდევს სა­ფუძ­ვ­ლად, ეს არის: თა­ნას­წო­რო­ბა, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რო­ბა, ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ყვე­ლა სუ­ბი­ექ­ტის ჩარ­თუ­ლო­ბა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რო­გორც და­გეგ­მ­ვის ეტაპ­ზე, რო­მე­ლიც ახ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ისე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ეტაპ­ზე. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ძა­ლი­ან და­მა­ი­მე­დებ­ლად ჟღერს.

25-28(942)N