გამოდის 1998 წლიდან
2014-06-05
50 ათა­სი ბავ­შ­ვი უკი­დუ­რეს სი­ღა­ტა­კეს გა­ნიც­დის

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

1 ივ­ნი­სი ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეა. ამ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ქა­ლა­ქი კონ­ცერ­ტებ­მა და გა­სარ­თობ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­მა მო­იც­ვა, ქუ­ჩე­ბი ბავ­შ­ვებ­ზე ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბით აივ­სო, გაბ­რ­წყი­ნე­ბუ­ლი პა­ტა­რე­ბი გა­სარ­თობ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე მი­იჩ­ქა­როდ­ნენ. მათ წინ, სა­ნა­ხა­ო­ბე­ბის შემ­დეგ, რო­გორც წე­სი, „სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბა“ ელო­დათ — ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბი, ტკბი­ლე­უ­ლი, ნა­ყი­ნი, ბუშ­ტე­ბი, „მაკ­დო­ნალ­დ­სი“ — ეს ხომ მა­თი დღეა! თუმ­ცა, ბავ­შ­ვ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე უმე­ტე­სად იმ პა­ტა­რე­ბის­თ­ვი­საა, ვი­საც გა­უ­მარ­თ­ლა და ღა­რიბ ოჯახ­ში არ და­ი­ბა­და. წლე­ვან­დელ 1 ივ­ნის­საც რე­ა­ლო­ბა არაფ­რით შეც­ვ­ლი­ლა, ამას, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­ძაფ­რით, მეტ­რო­ში თუ მოხ­ვ­დი, მა­შინ შე­იგ­რ­ძ­ნობ, რო­ცა ხელ­გა­მოწ­ვ­დილ პა­ტა­რებს ნა­ხავ და არა მხო­ლოდ მეტ­რო­ში, ქუ­ჩებ­ში, ყო­ველ კუთხე-კუნ­ჭულ­ში მოწყა­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად გა­მო­სუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი, „ყუ­თი­ა­ნი“ ახალ­გაზ­რ­დე­ბი (ბო­ლო დროს მოწყა­ლე­ბის თხოვ­ნის ახალ ფორ­მად დამ­კ­ვიდ­რ­და) და ხე­ლე­ბა­კან­კა­ლე­ბუ­ლი მო­ხუ­ცე­ბი გვხვდე­ბი­ან. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი­დევ ერ­თხელ გვახ­სე­ნებს, რომ გარ­შე­მო უკი­დუ­რე­სი სი­ღა­ტა­კეა, არა­და, წე­სით, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის დღე სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ნიშ­ნე­ბა.
სტა­ტის­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბაც მძი­მე და და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია. „ხში­რად მე­კითხე­ბი­ან, თუ რა არის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღ­ვე­ვა დღეს მსოფ­ლი­ო­ში და ჩე­მი პა­სუ­ხი უც­ვ­ლე­ლია: უკი­დუ­რე­სი სი­ღა­რი­ბე“ — ეს სიტყ­ვე­ბი მე­რი რო­ბინ­სონს, გა­ე­როს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ყო­ფილ უმაღ­ლეს კო­მი­სარს ეკუთ­ვ­ნის.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს 0-16 წლის ბავ­შ­ვე­ბის 27 პრო­ცენ­ტი ცხოვ­რობს სი­ღა­რი­ბე­ში, აქე­დან 50 000 ბავ­შ­ვი უკი­დუ­რეს სი­ღა­ტა­კეს გა­ნიც­დის და დღე­ში 2 ლარ­ზე ნაკ­ლებს მო­იხ­მარს.
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბევრ ღა­რიბ ბავშვს აღე­ნიშ­ნე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი ჩა­მორ­ჩე­ნა გან­ვი­თა­რე­ბა­ში.
— ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დი ავ­რ­ცე­ლებს. იუნი­სე­ფის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის დღეს სწო­რედ ბავ­შ­ვ­თა სი­ღა­რი­ბე­ზეა.
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბავ­შ­ვე­ბი კვლავ გა­ნიც­დი­ან სი­ღა­რი­ბეს. 2013 წლის მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის კვლე­ვის თა­ნახ­მად, უღა­რი­ბეს ოჯა­ხებ­ში მცხოვ­რე­ბი სა­მი-ხუ­თი წლის ბავ­შ­ვე­ბის 25 პრო­ცენ­ტი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ჩა­მორ­ჩე­ბა ფი­ზი­კუ­რი, ემო­ცი­უ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი თუ შე­მეც­ნე­ბი­თი გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით.
„დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის დღეა და გვინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღე­ბა მი­ვაპყ­როთ სო­ცი­ა­ლუ­რად ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას. ამ ბავ­შ­ვებს გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა აქვთ და სა­ხელ­მ­წი­ფომ კონ­კ­რე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უნ­და გა­დად­გას მა­თი ცხოვ­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, — აღ­ნიშ­ნავს ნა­და მა­რა­სო­ვი­ჩი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იუნი­სე­ფის წარ­მო­მად­გენ­ლის მო­ად­გი­ლე, — სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბავ­შ­ვე­ბი უფ­რო მე­ტად დგა­ნან უკი­დუ­რე­სი სი­ღა­რი­ბის რის­კის წი­ნა­შე, ვიდ­რე სხვა ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. რამ­დე­ნა­დაც 2014 წე­ლი ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის წლად გა­მოცხად­და, ვე­ლით, რომ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­დე­ბა და მი­ი­ღე­ბა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მიზ­ნით.“
ბავ­შ­ვი­ა­ნი ოჯა­ხე­ბი უფ­რო ღა­რი­ბი არი­ან, ვიდ­რე უბავ­შ­ვო ოჯა­ხე­ბი და რაც უფ­რო მე­ტი ბავ­შ­ვია ოჯახ­ში, მით მე­ტია სი­ღა­ტა­კის რის­კი. სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2011 წელს 25%-დან 2013 წელს 27%-მდე გა­ი­ზარ­და, რად­გან სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნა­ხარ­ჯე­ბი, უფ­რო მე­ტად, სხვა და­უც­ველ ჯგუ­ფებ­ზე იყო მი­მარ­თუ­ლი.
ამას­თა­ნა­ვე, კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ 2012-2013 სას­წავ­ლო წელს უღა­რი­ბეს ოჯა­ხებ­ში 17 წლის ასა­კის ბი­ჭე­ბის მხო­ლოდ 53 პრო­ცენ­ტი და­დი­ო­და რა­ი­მე სა­ხის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. 18 წლის ასა­კის ბი­ჭე­ბის­თ­ვის ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 47 პრო­ცენ­ტამ­დე ეცე­მა.
„ყვე­ლა ბავ­შ­ვის­თ­ვის სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა უნ­და იყოს ქვეყ­ნის პრი­ო­რი­ტე­ტი, — ამ­ბობს ნა­და მა­რა­სო­ვი­ჩი — იუნი­სე­ფი ეხ­მა­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სის­ტე­მის გა­და­სინ­ჯ­ვა­ში, რომ ამ სის­ტე­მამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს შე­ღა­ვა­თე­ბი ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის. ჩვე­ნი კვლე­ვის თა­ნახ­მად, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ფუ­ლა­დი შე­ღა­ვა­თი ყვე­ლა ბავ­შ­ვის­თ­ვის, გარ­და იმ ბავ­შ­ვე­ბი­სა, რო­მელ­თაც ეს არ სჭირ­დე­ბათ, რაც საგ­რ­ძ­ნობ­ლად შე­ამ­ცი­რებს ბავ­შ­ვ­თა სი­ღა­რი­ბეს.“
სი­ღა­რი­ბე­ში და­ბა­დე­ბულ ბავშვს ბევ­რი რამ აკ­ლია, ეს ცხა­დია. ღა­რი­ბი ოჯა­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შ­ვებს ზრდი­ან, წვა­ლო­ბენ იმი­სათ­ვის, რომ ოჯა­ხი გა­მოკ­ვე­ბონ. მათ არა აქვთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ან მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა. ისი­ნი, შე­საძ­ლოა, ბავ­შ­ვე­ბის ად­რე­ულ ასაკ­ში და­საქ­მე­ბა­ზეც ზრუ­ნავ­დ­ნენ, რომ შვი­ლე­ბი ოჯა­ხის გა­დარ­ჩე­ნა­ში და­იხ­მა­რონ.
სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ქარ­თ­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბი უფ­რო მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით იცხოვ­რე­ბენ სი­ღა­რი­ბე­ში, თუ­კი ისი­ნი ისეთ ოჯახ­ში და­ი­ბად­ნენ, რომ­ლის არც ერ­თი წევ­რი არ მუ­შა­ობს, სა­დაც მშობ­ლებს გა­ნათ­ლე­ბის და­ბა­ლი დო­ნე აქვთ, სა­დაც სა­მი ან მე­ტი ბავ­შ­ვი ცხოვ­რობს, სა­დაც ოჯა­ხი მი­წას არ ფლობს და მძი­მე საცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი აქვს.
ხში­რად სი­ღა­რი­ბე მათ­თ­ვის მთე­ლი სი­ცოცხ­ლის მან­ძილ­ზე გრძელ­დე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სი­ღა­რი­ბე­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შ­ვი, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, მთელ თა­ვის ცხოვ­რე­ბას სი­ღა­რი­ბე­ში ატა­რებს. ად­რე­ულ ასაკ­ში სი­ღა­რი­ბემ, შე­საძ­ლოა, გა­მო­იწ­ვი­ოს ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი გო­ნებ­რი­ვი და ფი­ზი­კუ­რი დარ­ღ­ვე­ვე­ბი, რის­გა­ნაც ბავ­შ­ვე­ბი მუდ­მი­ვად და­ი­ჩაგ­რე­ბი­ან. „ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს სი­ღა­რი­ბის მომ­დევ­ნო თა­ო­ბე­ბის­თ­ვის გა­და­ცე­მის ციკლს. ამ­დე­ნად, ბავ­შ­ვ­თა კე­თილ­დღე­ო­ბა­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია კა­ცობ­რი­ო­ბის თა­ნას­წო­რი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.“ — აღ­ნიშ­ნავს ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტი.
სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ბო­ლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბავ­შ­ვ­თა უკი­დუ­რე­სი სი­ღა­რი­ბე შემ­ცირ­და, თუმ­ცა მი­სი დო­ნე კვლავ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია სხვა მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შე­და­რე­ბით. სა­ქარ­თ­ვე­ლო, უთა­ნას­წო­რო­ბის მა­ღა­ლი დო­ნის მი­ხედ­ვით, მე­ო­რეა ევ­რო­პა­ში, 1 ივ­ნი­სი კი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი პა­ტა­რე­ბის­თ­ვი­საც ბავ­შ­ვ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დაც­ვის დღეა!

25-28(942)N