გამოდის 1998 წლიდან
2014-09-18
ტრე­ნინგსის­ტე­მი­დან უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცი­ის და­ნერ­გ­ვა­ზე

წლე­ვან­დე­ლი სას­წავ­ლო წე­ლი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში ბევ­რი სი­ახ­ლით იწყე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, „სა­სურ­ვე­ლი“ სი­ახ­ლე­ე­ბი სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან დი­დი სტი­მუ­ლია რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, ისე მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მშობ­ლე­ბი­სათ­ვის. თუმ­ცა, არის სი­ახ­ლე­ე­ბი, რო­მე­ლიც პე­და­გო­გე­ბი­ს მხრიდან რთუ­ლად და სა­ში­შა­დაც კი აღიქ­მე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ უკ­ვე არ­სე­ბობს „მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის “ სის­ტე­მის ჩარ­ჩო. ამ სის­ტე­მის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი ჯერ კი­დევ გან­ხილ­ვის პრო­ცეს­შია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ „მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის სის­ტე­მის“ მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი არ წარ­მო­ად­გენს გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულ დო­კუ­მენტს — მის გან­ხილ­ვას უამ­რა­ვი შეხ­ვედ­რა და­ეთ­მო — მა­ინც გა­ის­მის პე­და­გო­გე­ბის მხრი­დან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, რომ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლო­ბენ. ეს კი წი­ნა­პი­რო­ბაა სწო­რედ იმ მით­ქ­მა-მოთ­ქ­მი­სა, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის სის­ტე­მა შე­საძ­ლოა საფ­რ­თხის შემ­ც­ვე­ლი იყოს პე­და­გო­გე­ბისთვის. ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს აქვს სურ­ვი­ლი, პი­რა­დად მო­ის­მი­ნოს გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

— რა­ტომ გახ­და აუცი­ლე­ბე­ლი არ­სე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა? — ამ კითხ­ვით ვიწყებთ სა­უ­ბარს „მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მის პროგ­რა­მის კო­ორ­დი­ნა­ტორ­თან კა­ხა ჟღენ­ტ­თან. — სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დით ხდე­ბა მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის შე­მოწ­მე­ბა საგ­ნობ­რი­ვი და პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. თუმ­ცა, სერ­ტი­ფი­კა­ტის აღე­ბა არ ნიშ­ნავს, რომ პე­და­გო­გი თა­ვის ცოდ­ნას სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­შიც წარ­მა­ტე­ბით იყე­ნებს. არ ვი­ცით, რა ხდე­ბა კლას­ში. სამ­წუ­ხა­როდ, არ არ­სე­ბობ­და ში­და სას­კო­ლო მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა. პე­და­გო­გე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გე­ბის შე­ფა­სე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბით, ეროვ­ნუ­ლი და CAT-ის გა­მოც­დებ­ზე მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­დე­გე­ბით. ხო­ლო კითხ­ვა: რო­გო­რია გაკ­ვე­თი­ლის პრო­ცე­სი, რო­გო­რი კო­მუ­ნი­კა­ცია აქვს პე­და­გოგს ბავ­შ­ვებ­თან და სხვა მრა­ვა­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი ღი­ად გვრჩე­ბო­და. სწო­რედ ამი­ტომ გახ­და სა­ჭი­რო სტან­დარ­ტის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა. არ­სე­ბი­თად შე­იც­ვა­ლა მი­სი ფორ­მა და არა ში­ნა­არ­სი, ის მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბი­სათ­ვის უფ­რო მო­ხერ­ხე­ბუ­ლი გახ­და. სტად­ნ­დარ­ტი დამ­ტ­კიც­და 2014 წლის აპ­რილ­ში, სა­დაც გა­ნი­საზღ­ვ­რა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის 4 სა­ფე­ხუ­რი: პირ­ვე­ლი — „პრაქ­ტი­კო­სი“ პე­და­გო­გი; მე­ო­რე — „წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი“ პე­და­გო­გი; მე­სა­მე „მკვლე­ვა­რი“ და მე­ოთხე — „მენ­ტო­რი“. ალ­ბათ და­გა­ინ­ტე­რე­სებთ, დამ­წყებ პე­და­გოგ­საც იგი­ვე მო­ეთხო­ვე­ბა, რაც 5 წლის სტა­ჟის მქო­ნეს? აქამ­დე სწო­რედ ასე იყო და პე­და­გო­გე­ბიც ფიქ­რობ­დ­ნენ, რომ ყვე­ლას თა­ნაბ­რად მო­ეთხო­ვე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი, რაც სტან­დარ­ტ­ში იყო გა­წე­რი­ლი, სტან­დარ­ტი „მი­უღ­წე­ვე­ლი“ ოც­ნე­ბა გახ­და. შე­იქ­მ­ნა მი­თი, თით­ქოს სტან­დარ­ტი იყო მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა და მოწყ­ვე­ტი­ლი ­ი­ყო პრაქ­ტი­კის­გან. მოხ­და მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­უცხო­ე­ბა სტან­დარ­ტ­ში მო­ცე­მუ­ლი ორი­ენ­ტი­რე­ბის­გან. ახა­ლი სტან­დარ­ტი ად­გენს, რომ ეს თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა­ში. თუმ­ცა, აქ­ვე, სტან­დარ­ტ­ში მკა­ფი­ოდ ჩანს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა, რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სა­ფე­ხურ­ზე მყოფ მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის, რო­გორ და რა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მი­იღ­წე­ვა წარ­მა­ტე­ბა კა­რი­ე­რა­ში.

— სტან­დარ­ტი ად­გენს მას­წავ­ლებ­ლის ოთხ საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო კა­ტე­გო­რი­ას, რო­მელ­თა­გან ყვე­ლა­ზე და­ბა­ლია პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ხო­ლო ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი. რი­თი გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან ამა თუ იმ კა­ტე­გო­რი­ა­ში მოხ­ვედ­რი­ლი პე­და­გო­გე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის­გან? — მას­წავ­ლებ­ლის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო კა­ტე­გო­რი­ე­ბი გა­მო­ყო­ფი­ლია კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით. ყო­ვე­ლი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო კა­ტე­გო­რი­ის მი­ნი­ჭე­ბა — (ა) პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი; ბ) წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი; გ) მკვლე­ვა­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი; დ) მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი) — დას­ტურ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მ­წი­ფო სერ­ტი­ფი­კა­ტით. ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო კა­ტე­გო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი სრუ­ლად უნ­და ფლობ­დეს წი­ნა საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო კა­ტე­გო­რი­ის კომ­პე­ტენ­ცი­ებს. პრაქ­ტი­კო­სი პე­და­გო­გი — ეს არის პე­და­გო­გი, რო­მელ­საც აქვს თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­სა და სა­გან­ში, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ის კლას­ში სას­წავ­ლო პრო­ცესს ახორ­ცი­ე­ლებს. შემ­დე­გი ეტა­პი, ანუ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი პე­და­გო­გი, არის კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მუ­შა­ობს ყვე­ლა მოს­წავ­ლეს­თან, მა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­უძ­ლია და­ეხ­მა­როს წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში. მე­სა­მე — მკვლე­ვა­რი პე­და­გო­გი, რომ­ლე­ბიც გაკ­ვე­თილს ატა­რებს სა­კუ­თა­რი პრაქ­ტი­კუ­ლი კვლე­ვე­ბის, სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის სიღ­რ­მი­სე­უ­ლი რეფ­ლექ­სი­ის სა­ფუძ­ველ­ზე. ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სა­ფე­ხუ­რი კი მენ­ტო­რი პე­და­გო­გია, რო­მე­ლიც თა­ვი­სი პრაქ­ტი­კუ­ლი კვლე­ვე­ბით, ანა­ლი­ზით, გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სტი­ლით, და მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბით ავ­ტო­რი­ტე­ტია და მი­სი გზა სა­მა­გა­ლი­თოა დამ­წყე­ბი პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, მას გა­აჩ­ნია ლი­დე­რის ფუნ­ქ­ცი­ე­ბი და სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას­თან ერ­თად მუ­შა­ობს სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტებ­ზე. ახა­ლი სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში, მას­წავ­ლებ­ლი­სათ­ვის მი­სა­ნი­ჭე­ბელ კა­ტე­გო­რი­ებს, სა­ვა­რუ­დოთ ასე­თი სა­ხელ­წო­დე­ბა ექ­ნე­ბა: — პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი (პრაქ­ტი­კო­სის კომ­პე­ტენ­ცია); — წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი (წარ­ჩი­ნე­ბუ­ლის კომ­პე­ტენ­ცია); — უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი (მკვლე­ვა­რის კომ­პე­ტენ­ცია); — მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი (მენ­ტო­რის კომ­პე­ტენ­ცია). — ახა­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა — გა­მოც­და, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლო­ბის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის იური­დი­უ­ლი ფორ­მა, გაქ­რე­ბა. რო­გორ მოხ­დე­ბა პე­და­გო­გის კა­ტე­გო­რი­ის გან­საზღ­ვ­რა და რო­გორ გა­დავ­ლენ ისი­ნი მომ­დევ­ნო სა­ფე­ხურ­ზე? — მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­ვად ირ­ჩევს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. ასე­ვე თა­ვად გეგ­მავს იმ საკ­ლა­სო და კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბებს, რომ­ლე­ბიც გა­მო­ი­სა­ხე­ბა კრე­დიტქუ­ლებ­ში. აქ­ტი­ვო­ბე­ბი შე­ფას­დე­ბა­ წი­ნას­წარ­ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით, რაც მას­წავ­ლებ­ლებს გა­ეც­ნო­ბათ შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სის დაწყე­ბამ­დე. კა­რი­ე­რის თი­თო­ე­ულ სა­ფე­ხურ­ზე გან­საზღ­ვ­რუ­ლი იქ­ნე­ბა ამ დო­ნის შე­სა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი და კა­რი­ე­რულ კი­ბე­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბი­სათ­ვის აუცი­ე­ლე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი კრე­დიტქუ­ლე­ბი, რო­მელ­საც შე­ი­მუ­შა­ვებს და და­ამ­ტ­კი­ცებს სა­ხელ­მ­წი­ფო კო­მი­სია, სქე­მის ძი­რი­თა­დი დო­კუ­მენ­ტის დამ­ტ­კი­ცე­ბის შემ­დეგ. მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­ფას­დე­ბა საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო სა­ფე­ხუ­რის სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სად. შე­ფა­სე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სამ დო­ნე­ზე: 1. თვით­შე­ფა­სე­ბა; 2. სას­კო­ლო შე­ფა­სე­ბა; 3. გა­რე შე­ფა­სე­ბა. თვით­შე­ფა­სე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­კუ­თა­რი პრაქ­ტი­კის შე­სა­ფა­სებ­ლად და და­ე­დე­ბა სა­ფუძ­ვ­ლად მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბას; გა­იზ­რ­დე­ბა სკო­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის პროგ­რე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით; გა­იზ­რ­დე­ბა სკო­ლის რო­ლი სა­კუ­თა­რი მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის სა­კითხ­ში, თუმ­ცა და­ი­ნერ­გე­ბა ხა­რის­ხის მარ­თ­ვი­სა და შეფა­სე­ბის ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბიც. რაც შე­ე­ხე­ბა საგ­ნობ­რივ გა­მოც­დას, ის სა­ვალ­დე­ბუ­ლო დარ­ჩე­ბა პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხუ­რი­დან წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლად.

— რის მი­ხედ­ვით მოხ­დე­ბა კრე­დი­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბა? — შე­იქ­მ­ნე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო კო­მი­სია რო­მე­ლიც გან­საზღ­ვ­რავს აქ­ტი­ვო­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ფას­დეს და კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის წო­ნებს და­ად­გენს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მოხ­დე­ბა მას შემ­დეგ, რაც შე­ჯერ­დე­ბა და დამ­ტ­კიც­დე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის კომ­პო­ნენ­ტი. მას­წავ­ლე­ბელს არ მო­უ­წევს სა­კუ­თა­რი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრაქ­ტი­კი­დან მოწყ­ვე­ტი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის და­საგ­რო­ვებ­ლად და­მა­ტე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა. მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და წარ­მო­ად­გი­ნოს ის, რა­საც ის პრაქ­ტი­კა­ში ახორ­ცი­ე­ლებს. კრე­დი­ტე­ბის კონ­კ­რე­ტულ, სა­ბო­ლოო რა­ო­დე­ნო­ბას გან­საზღ­ვ­რავს სა­ხელ­მ­წი­ფო კო­მი­სია.

— რამ­დე­ნი წე­ლი სჭირ­დე­ბა პრაქ­ტი­კოს პე­და­გოგს, რომ მენ­ტო­რი გახ­დეს და შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, რო­მე­ლი­მე კა­ტე­გო­რი­ი­დან ჩა­მოქ­ვე­ი­თე­ბა? პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელს ეძ­ლ­ვა სა­მი წე­ლი იმის­თ­ვის, რომ და­აგ­რო­ვოს შე­სა­ბა­მი­სი კრე­დიტ­ქუ­ლა, წარ­ჩი­ნე­ბულ მას­წავ­ლე­ბელს ეძ­ლე­ვა 4 წე­ლი­წა­დი, მკვლე­ვარ მას­წავ­ლე­ბელს — 5 წე­ლი­წა­დი. ასე­ვე, იარ­სე­ბებს დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი გავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა — ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია 2 წე­ლი­წად­ში თა­ვად და­ა­ყე­ნოს სა­კითხი შე­ფა­სე­ბის შე­სა­ხებ, თუ მი­აჩ­ნია, რომ ის უკ­ვე მზად არის. კა­ტე­გო­რი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და და­კარ­გ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დავ­ფიქ­რ­დეთ შემ­დეგ­ზე, რა არის ამ სის­ტე­მის მი­ზა­ნი? სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა, რი­სი სა­ფუძ­ვე­ლიც არის მას­წავ­ლებ­ლის მუდ­მი­ვი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა. და­აკ­ვირ­დით შე­სა­ფა­სე­ბელ აქ­ტი­ვო­ბებს, მა­თი უმე­ტე­სო­ბა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბია. ვინ არის საკ­ვან­ძო შემ­ფა­სე­ბე­ლი? სკო­ლა! თუ სკო­ლის, კო­ლე­გე­ბის და დი­რექ­ცი­ის შე­ფა­სე­ბა აფიქ­სი­რებს, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­ნი­მა­ლურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს ვერ ას­რუ­ლებს ხა­რის­ხი­ა­ნად და თუ ამას გა­რე შე­ფა­სე­ბაც ადას­ტუ­რებს, რა თქმა უნ­და, მას­წავ­ლე­ბე­ლი კარ­გავს კა­ტე­გო­რი­ას. აქ­ვე უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, თუ რას ნიშ­ნავს — „მას­წავ­ლე­ბელს ეძ­ლე­ვა 3 წე­ლი, 4 ან 5 წე­ლი“. ეს ნიშ­ნავს, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი ჩარ­თუ­ლია პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის უწყ­ვეტ პრო­ცეს­ში. თუ, ვთქვათ, სამ­წ­ლი­ა­ნი პე­რი­ო­დის საწყის ეტაპ­ზე, დაკ­ვირ­ვე­ბა გაკ­ვე­თილ­ზე გა­მო­ავ­ლენს პრობ­ლე­მებს მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, მას ეძ­ლე­ვა გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა და გა­ე­წე­ვა დახ­მა­რე­ბა, სრულ­ყოს სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბა. თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი იმუ­შა­ვებს თა­ვის თავ­ზე, ის უპ­რობ­ლე­მოდ და­აგ­რო­ვებს მი­ნი­მა­ლურ კრე­დი­ტებს, მაგ­რამ თუ დახ­მა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვე­ნი კო­ლე­გა ვერ ახერ­ხებს პრო­ფე­სი­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ეფექ­ტუ­რად შეს­რუ­ლე­ბას, ის ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს კა­ტე­გო­რი­ას. ვფიქ­რობ ეს სა­მარ­თ­ლი­ა­ნია, პირ­ველ რიგ­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­მა­ვალ­ზე ზრუნ­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

— ბუ­ნებ­რი­ვია, მას­წავ­ლებ­ლებს ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებთ, რო­გორ აისა­ხე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი მათ ხელ­ფა­სებ­ზე, რო­გორ მოხ­დე­ბა ანაზღა­უ­რე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა? — 9 მა­ისს გა­მარ­თულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც მი­ეძღ­ვ­ნა „მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის სა­კითხებს“, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­მა გა­ნაცხა­და, რომ 2015 წელს და­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყო­ფა ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბი და და­იწყე­ბა მას­წავ­ლებ­ლის სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კის მო­წეს­რი­გე­ბა. წლის ბო­ლოს­თ­ვის ჩვენ უკ­ვე კონ­კ­რე­ტუ­ლად გვე­ცო­დი­ნე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ზუს­ტი მო­ცუ­ლო­ბა და მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფა­სი იქ­ნე­ბა მზარ­დი 2015, 2016 და 2017 წლებ­ში. დიდ­წი­ლად ეს ზრდა და­უ­კავ­შირ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და შე­ფა­სე­ბას.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N