გამოდის 1998 წლიდან
2014-09-18
„ხი­ლულს მიღ­მა“ UNICEF-ის ახა­ლი გლო­ბა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ბავ­შ­ვის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის მკვეთრ ზრდას ასა­ხავს

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ბავ­შ­ვის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ვე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის ყვე­ლა­ზე სრულ­ყო­ფი­ლი კრე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც 2014 წლის 4 სექ­ტემ­ბერს ნიუ-იორ­კ­ში გა­მოქ­ვეყ­ნ­და, ბავ­შ­ვის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი, სექ­სუ­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის გა­სა­ო­ცარ ხა­რისხს ასა­ხავს და გა­მო­ავ­ლენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც უკ­ვ­დავ­ყოფს და ამარ­თ­ლებს ძა­ლა­დო­ბას, რაც ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში და მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში „ხი­ლულს მიღ­მა“ რჩე­ბა. მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, ბავ­შ­ვე­ბის 60% ფი­ზი­კუ­რად ის­ჯე­ბა; 190 ქვეყ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა უნი­ვერ­სა­ლუ­რია და მას ყველ­გან შეხ­ვ­დე­ბით. არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა გე­ოგ­რა­ფი­ულ, ეთ­ნი­კურ, რე­ლი­გი­ურ, კულ­ტუ­რულ და სო­ცი­ო­ე­კო­ნო­მი­კურ საზღ­ვ­რებს. მშობ­ლე­ბის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი დის­ციპ­ლი­ნა ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ყვე­ლა­ზე ფარ­თოდ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა. მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, 10-დან 6 ბავ­შ­ვი ფი­ზი­კუ­რად ის­ჯე­ბა, 15-დან 19 წლამ­დე მო­ზარ­დი გო­გო­ნე­ბის თით­ქ­მის მე­ოთხედს კი გა­ნუც­დია ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა მას შემ­დეგ, რაც 15 წლის გახ­და. „ეს არის არა­კომ­ფორ­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი — არც ერთ მთავ­რო­ბას და მშო­ბელს არ აქვს ამის და­ნახ­ვის სურ­ვი­ლი, — გა­ნაცხა­და გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ენ­ტო­ნი ლე­იკ­მა, — მაგ­რამ სა­ნამ ჩვენ თვალს არ გა­ვუს­წო­რებთ რე­ა­ლო­ბას — თი­თო­ე­უ­ლი შე­მაძ­რ­წუ­ნე­ბე­ლი სტა­ტის­ტი­კა წარ­მო­ად­გენს ბავ­შ­ვის ცხოვ­რე­ბას, რომ­ლის უსაფ­რ­თხო, და­ცუ­ლი ბავ­შ­ვო­ბის უფ­ლე­ბა შე­ი­ლა­ხა — ვე­რას­დ­როს შევ­ც­ვ­ლით მო­საზ­რე­ბას, რომ ბავ­შ­ვის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და და­საშ­ვე­ბია. არა, ეს ასე არ არის.“ გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის ან­გა­რი­ში — „ხი­ლულს მიღ­მა“ 190 ქვეყ­ნის მო­ნა­ცე­მებს ეფუძ­ნე­ბა და ძა­ლა­დო­ბის დო­კუ­მენ­ტი­რე­ბას ახ­დენს იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ბავ­შ­ვე­ბი უსაფ­რ­თხოდ უნ­და გრძნობ­დ­ნენ თავს: სა­ზო­გა­დო­ე­ბა, სკო­ლა, სახ­ლი. მას­ში აღ­წე­რი­ლია ძა­ლა­დო­ბის გან­გ­რ­ძო­ბა­დი, თა­ო­ბი­დან თა­ო­ბა­ზე გა­დამ­ცე­მი ეფექ­ტი. ან­გა­რი­ში ად­გენს, რომ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი ბავ­შ­ვე­ბი უფ­რო მიდ­რე­კილ­ნი არი­ან იყ­ვ­ნენ უმუ­შევ­რე­ბი, იცხოვ­რონ სი­ღა­რი­ბე­ში და თა­ვად გახ­დ­ნენ მო­ძა­ლა­დე­ე­ბი სხვე­ბის მი­მართ. ავ­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მო­ნა­ცე­მე­ბი მო­პო­ვე­ბუ­ლია მხო­ლოდ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, იმ პი­რე­ბის­გან, რომ­ლებ­მაც გა­მო­ხა­ტეს სურ­ვი­ლი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღოთ გა­მო­კითხ­ვა­ში და ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ზუსტ მო­ნა­ცე­მებს წარ­მო­ად­გენს.

ძი­რი­თა­დი მიგ­ნე­ბე­ბი მო­ი­ცავს: სქე­სობ­რი­ვი ძა­ლა­დო­ბა — მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, 20 წლამ­დე ასა­კის 120 მი­ლი­ონ გო­გო­ნა­ზე მეტს (და­ახ­ლო­ე­ბით, ყო­ვე­ლი მე­ა­თე), სა­კუ­თარ თავ­ზე აქვს გა­მოც­დი­ლი იძუ­ლე­ბი­თი სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი ან სხვა სა­ხის სქე­სობ­რი­ვი აქ­ტი და ყო­ვე­ლი მე­სა­მე გათხო­ვი­ლი, 15-დან 19 წლამ­დე ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში (84 მი­ლი­ო­ნი), ყო­ფი­ლა ემო­ცი­უ­რი, ფი­ზი­კუ­რი და სქე­სობ­რი­ვი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და მე­უღ­ლის ან პარ­ტ­ნი­ო­რის მხრი­დან. პარ­ტ­ნი­ო­რის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბა 70%-ით ან მე­ტით უფ­რო მა­ღა­ლია კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში და ეკ­ვა­ტო­რულ გვი­ნე­ა­ში. უგან­დას, ტან­ზა­ნი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ რეს­პუბ­ლი­კა­სა და ზიმ­ბაბ­ვე­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აღ­წევს ან აღე­მა­ტე­ბა 50%-ს. შვე­ი­ცა­რი­ა­ში, 2009 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, 15-დან 17 წლამ­დე ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის გო­გო­ნებ­სა და ბი­ჭებ­ში, 22% და 8%, შე­სა­ბა­მი­სად, ერ­თხელ მა­ინც ყო­ფი­ლა სქე­სობ­რი­ვი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავ­და ფი­ზი­კურ კონ­ტაქტს. სქე­სობ­რი­ვი ძა­ლა­დო­ბის ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­მოვ­ლე­ნი­ლი ფორ­მა ორი­ვე სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თათ­ვის იყო კი­ბერ-ვიქ­ტი­მი­ზა­ცია.

მკვლე­ლო­ბა — მკვლე­ლო­ბის მსხვერ­პ­ლ­თა ერ­თი მე­ხუ­თე­დი, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, არი­ან ბავ­შ­ვე­ბი და 20 წლამ­დე ახალ­გაზ­რ­დე­ბი. 2012 წელს და­ფიქ­სირ­და, და­ახ­ლო­ე­ბით, 95 000 სიკ­ვ­დი­ლის შემ­თხ­ვე­ვა. მკვლე­ლო­ბა წარ­მო­ად­გენს მა­მა­კა­ცის სიკ­ვ­დი­ლის წამ­ყ­ვან მი­ზეზს, 10-დან 19 წლის ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში, ისეთ ქვეყ­ნებ­ში რო­გო­რი­ცაა: პა­ნა­მა, ვე­ნე­სუ­ე­ლა, ელ სალ­ვა­დო­რი, ტრი­ნი­და­დი და ტო­ბა­გო, ბრა­ზი­ლია, გვა­ტე­მა­ლა და კო­ლუმ­ბია. ნი­გე­რი­ა­ში ფიქ­სირ­დე­ბა ბავ­შ­ვის მკვლე­ლო­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი — 13 000. და­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ქვეყ­ნებს შო­რის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მკვლე­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია.

და­ში­ნე­ბა — მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, ყო­ვე­ლი სა­მი­დან ერ­თი სტუ­დენ­ტი, 13-დან 15 წლამ­დე ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში, სკო­ლა­ში და­ში­ნე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლი მსხვერ­პ­ლია. სა­მო­ა­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­ად­გენს 3-ს ყო­ველ 4 სტუ­დენ­ტ­ში. ევ­რო­პა­სა და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­ში სტუ­დენ­ტე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით მე­სა­მე­დი, 11-დან 15 წლამ­დე ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში, აღი­ა­რებს სხვე­ბის და­ში­ნე­ბას, ლატ­ვი­ა­სა და რუ­მი­ნეთ­ში კი ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 10-დან 6 მოს­წავ­ლეს შე­ად­გენს.

ძა­ლა­დობ­რი­ვი დის­ციპ­ლი­ნა — 58 ქვე­ყა­ნა­ში ბავ­შ­ვე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 17%-ია მკაც­რი ფი­ზი­კუ­რი სას­ჯე­ლის ობი­ექ­ტი (თავ­ში, ყურ­ში ან სა­ხე­ში დარ­ტყ­მა; მძი­მედ და გან­მე­ო­რე­ბით დარ­ტყ­მა). 2-დან 14 წლამ­დე ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის ბავ­შ­ვე­ბის 40%-ზე მე­ტი ყო­ფი­ლა მკაც­რი ფი­ზი­კუ­რი დას­ჯის ობი­ექ­ტი ჩად­ში, ეგ­ვიპ­ტე­სა და იემენ­ში. ზო­გა­დად, 10-დან 3 სრულ­წ­ლო­ვა­ნი პი­რი ფიქ­რობს, რომ ფი­ზი­კუ­რი დას­ჯა სა­ჭი­როა ბავ­შ­ვის კარ­გად აღ­ზ­რ­დის­თ­ვის. სვა­ზი­ლენ­დ­ში 82% აღ­ნიშ­ნავს, რომ ფი­ზი­კუ­რი დას­ჯა აუცი­ლე­ბე­ლია.

და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ძა­ლა­დო­ბის მი­მართ — 15-დან 19 წლამ­დე ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის გო­გო­ნე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარს (სა­შუ­ა­ლოდ 126 მი­ლი­ო­ნი) სწამს, რომ ქმრის მი­ერ ცო­ლის ცე­მა გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია გარ­კ­ვე­ულ გა­რე­მო­ე­ბებ­ში. პრო­პორ­ცია იზ­რ­დე­ბა 80%-მდე და კი­დევ უფ­რო მე­ტად ავ­ღა­ნე­თის, გვი­ნე­ის, იორ­და­ნი­ის, მა­ლის და აღ­მო­სავ­ლეთ ტი­მო­რის შემ­თხ­ვე­ვა­ში. 60-დან 28 ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მო­ნა­ცე­მე­ბი ორი­ვე სქეს­თან მი­მარ­თე­ბით არ­სე­ბობს, გო­გო­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა ფიქ­რობს, რომ ცო­ლის ცე­მა ზო­გი­ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია. კამ­ბო­ჯა­ში, მონ­ღო­ლეთ­ში, პა­კის­ტან­ში, რუ­ან­და­სა და სე­ნე­გალ­ში გო­გო­ნე­ბის ორ­ჯერ მე­ტი რა­ო­დე­ნო­ბა, ბი­ჭებ­თან შე­და­რე­ბით, ფიქ­რობს, რომ ქმრის მი­ერ ცო­ლის­თ­ვის ხე­ლის დარ­ტყ­მა, ზო­გი­ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია. 30 ქვეყ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი ად­გენს, რომ 15-დან 19 წლამ­დე ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, ყო­ვე­ლი 10-დან 7 გო­გო­ნას, რომ­ლე­ბიც ფი­ზი­კუ­რი და/ან სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი იყო, არას­დ­როს უც­დია დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბა: ეს ქმე­დე­ბა არ მი­უჩ­ნე­ვია ძა­ლა­დო­ბად და პრობ­ლე­მად. გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დი მი­უ­თი­თებს ექვს სტრა­ტე­გი­ა­ზე, რო­მე­ლიც აძ­ლი­ე­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მთლი­ა­ნად — რო­გორც ოჯა­ხებს, ისე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას — მო­ახ­დი­ნოს ბავ­შ­ვის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცია და შე­ამ­ცი­როს ის. ეს მო­ი­ცავს: მშობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბას და ბავ­შ­ვე­ბის ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი უნა­რე­ბით აღ­ჭურ­ვას; სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შეც­ვ­ლას; სა­სა­მარ­თ­ლო, სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი და სო­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მის და მომ­სა­ხუ­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას; ძა­ლა­დო­ბის და მი­სი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის ზრდას იმი­სათ­ვის, რომ შე­იც­ვა­ლოს ნორ­მე­ბი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. „ბავ­შ­ვის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა ყო­ველ­დღე და ყველ­გან გვხვდე­ბა. ეს ყვე­ლა­ზე მეტ ზი­ანს აყე­ნებს ბავ­შ­ვებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, ასე­ვე ანად­გუ­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას — არ­ყევს სტა­ბი­ლუ­რო­ბას და პროგ­რესს. მაგ­რამ ბავ­შ­ვის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა არ არის გარ­და­უ­ვა­ლი. მი­სი პრე­ვენ­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ჩვენ უარს არ ვიტყ­ვით ძა­ლა­დო­ბის და­მალ­ვა­ზე, — აღ­ნიშ­ნავს ლე­ი­ქი, — ამ ან­გა­რიშ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გვა­ი­ძუ­ლებს მოქ­მე­დე­ბას რო­გორც ბავ­შ­ვე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის, ისე მო­მა­ვალ­ში მთელ მსოფ­ლი­ო­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის სიძ­ლი­ე­რის­თ­ვის“.

და­ას­რუ­ლე ძა­ლა­დო­ბა — ინი­ცი­ა­ტი­ვა ბავ­შ­ვის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად კო­ლექ­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბა — გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დ­მა (UNICEF), 2013 წლის 31 ივ­ლისს, იმ ფაქ­ტის აღ­ნიშ­ვ­ნით და­იწყო, რომ ძა­ლა­დო­ბა ყველ­გან არის, მაგ­რამ ის ხში­რად ჩვე­ნი მხედ­ვე­ლო­ბის მიღ­მა ხდე­ბა ან ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლა­დო­ბას იტა­ნენ სო­ცი­ა­ლუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი ნორ­მე­ბის გა­მო. სლო­გა­ნით „გა­ხა­დე და­ფა­რუ­ლი აშ­კა­რა“, ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ზა­ნია, გა­ზარ­დოს, პირ­ველ ეტაპ­ზე, ცნო­ბი­ე­რე­ბა და მოხ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის, ქცე­ვის და პო­ლი­ტი­კის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა. ინი­ცი­ა­ტი­ვა ასე­ვე მხარს უჭერს მცდე­ლო­ბებს ნა­თე­ლი გა­ხა­დოს, თუ რა მუ­შა­ობს და ამით ხა­ზი გა­უს­ვას მო­საზ­რე­ბას, რომ ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნე­ბის­მი­ერ დო­ნე­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მცდე­ლო­ბე­ბის, და მოქ­მე­დე­ბე­ბის გზით. მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა რე­გი­ო­ნი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით 70 ქვე­ყა­ნა შე­უ­ერ­თ­და კამ­პა­ნი­ას „და­ას­რუ­ლე ძა­ლა­დო­ბა“, რა­თა მოხ­დეს ბავ­შ­ვის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ყვე­ლა ფორ­მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, აღ­რიცხ­ვა და ან­გა­რიშ­გე­ბა.

25-28(942)N