გამოდის 1998 წლიდან
2014-10-09
მო­მავ­ლის თა­ო­ბამა

მაკა ყი­ფი­ა­ნი 1 ოქ­ტომ­ბერს, სას­ტუმ­რო „ქორ­თი­არდ მა­რი­ოტ­ში“, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ახა­ლი პროგ­რა­მის „მო­მავ­ლის თა­ო­ბის“ პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. პროგ­რა­მა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ამე­რი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია HP International-ის მი­ერ, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) და­ფი­ნან­სე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მხარ­და­ჭე­რით. პროგ­რა­მის პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი არი­ან: კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და ტრე­ნინ­გის ცენ­ტ­რი; სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა ფო­რუ­მი და 11 რე­გი­ო­ნუ­ლი პარ­ტ­ნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია. პროგ­რა­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონს მო­ი­ცავს და, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, 480 სკო­ლას გა­უ­წევს დახ­მა­რე­ბას. სკო­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს, იგეგ­მე­ბა პე­და­გოგ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა, მხარ­და­ჭე­რა სას­კო­ლო სა­მო­ქა­ლა­ქო კლუ­ბე­ბის შექ­მ­ნის­თ­ვის, მოს­წავ­ლე­თა ხელ­შეწყო­ბა სკო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და სხვა საქ­მი­ა­ნო­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით. შეხ­ვედ­რა­ზე მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს მი­ე­სალ­მ­ნენ: სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე ლია გი­გა­უ­რი; აშშ-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს კავ­კა­სი­ის მი­სი­ის დი­რექ­ტო­რი სტი­ვენ ჰე­ი­კი­ნი. სკო­ლებ­ში და­გეგ­მი­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა პროგ­რა­მის „მო­მავ­ლის თა­ო­ბა“ დი­რექ­ტორ­მა, მა­რი­ნა უშ­ვე­რი­ძემ: „მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე წე­ლია სკო­ლებ­ში შე­ვი­და, მა­ინც ახალ დის­ციპ­ლი­ნად ით­ვ­ლე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რ­გან სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა აღიქ­მე­ბო­და, რო­გორც მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი სა­გა­ნი. სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნო­რე­ბი დიდ ძა­ლის­ხ­მე­ვას იჩე­ნენ, რა­თა სკო­ლებ­ში გა­უმ­ჯო­ბეს­დეს სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბა და, რაც მთავა­რია, მოს­წავ­ლე­ებ­მა პრაქ­ტი­კა­ში და­იწყონ ამ საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა. ორ­გა­ნი­ზა­ცია „ჵჰ ჳnternational-სა­ქარ­თ­ვე­ლომ“ აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით ახ­ლა­ხან და­ას­რუ­ლა ოთხ­წე­ლი­წად­ნა­ხევ­რი­ა­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბი­სა და პე­და­გოგ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა. პროგ­რა­მამ და­სა­ხულ მიზ­ნებს მი­აღ­წია: მოს­წავ­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ და გა­ნე­ვი­თა­რე­ბი­ნათ სო­ცი­ა­ლუ­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი. მიღ­წე­უ­ლი და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბი აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მი­ერ ახა­ლი პროგ­რა­მის — „მო­მავ­ლის თო­ბა“ და­ფი­ნან­სე­ბის წი­ნა­პი­რო­ბად იქ­ცა. პროგ­რა­მა 480 სკო­ლა­ში ამოქ­მედ­დე­ბა და სა­მი წლის მან­ძილ­ზე გაგ­რ­ძელ­დე­ბა მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, ის ხელს შე­უწყობს სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სას­წავ­ლო პროგ­რა­მის გაძ­ლი­ე­რე­ბას სკო­ლებ­ში და მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის გაკ­ვე­თილ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბას. პროგ­რა­მა ხელს შე­უწყობს, ასე­ვე, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აღ­ზ­რ­დას. ახა­ლი პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ორი დი­დი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­ზა­ნი აქვს: პირ­ვე­ლი — სკო­ლებ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სას­წავ­ლო პროგ­რა­მის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა; მე­ო­რე — სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით ხე­ლი შე­ეწყოს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დე­ბის რო­ლის გაზ­რ­დას გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბი­სათ­ვის. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ტრე­ნინგ-კურ­სით 480 პე­და­გო­გი გა­დამ­ზად­დე­ბა; პე­და­გო­გე­ბი გა­ივ­ლი­ან ტრე­ნინ­გებს სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გა­მო­ყე­ნე­ბის­თ­ვის. მათ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ — გა­ი­მარ­თე­ბა მრგვა­ლი მა­გი­და, ღია გაკ­ვე­თი­ლე­ბი, შე­იქ­მ­ნე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ზი­ა­რე­ბის ჯგუ­ფე­ბი; მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა პე­და­გო­გე­ბის მი­ერ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის ჩა­ტარ­დე­ბა ტრე­ნინ­გე­ბი, რა­თა მათ ის­წავ­ლონ ბლო­გე­ბის წარ­მო­ე­ბა და თა­ვი­ან­თი პორ­ტ­ფო­ლი­ო­ე­ბის ატ­ვირ­თ­ვა ბლო­გებ­ზე; წლი­ურ სა­მო­ქა­ლა­ქო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე და გა­მო­ფე­ნებ­ზე, რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, გა­მოვ­ლინ­დე­ბი­ან და და­ჯილ­დოვ­დე­ბი­ან სა­უ­კე­თე­სო პე­და­გო­გე­ბი. ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა ფო­რუ­მი, რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, გაძ­ლი­ერ­დე­ბა, რად­გან ეს არის ჩვე­ნი ახა­ლი პროგ­რა­მის ერთ-ერ­თი ხერ­ხე­მა­ლი. ვი­ნა­ი­დან სა­მო­ქა­ლა­ქო ჩარ­თუ­ლო­ბის კუთხით, ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რ­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის რო­ლი, ამი­ტომ მოს­წავ­ლე­ებ­თან აქ­ტი­უ­რად ვი­მუ­შა­ვებთ სო­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით; და­ფი­ნან­ს­დე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სკო­ლის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი; ხელს შე­ვუწყობთ სა­მო­ქა­ლა­ქო კლუ­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას; სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის აქ­ტი­უ­რი სა­კითხე­ბის გან­ხილ­ვის მიზ­ნით, მო­ეწყო­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის შეხ­ვედ­რე­ბი ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან; ასე­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სა­ზაფხუ­ლო ბა­ნა­კებ­ში გა­ემ­გ­ზავ­რე­ბი­ან. პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა სკო­ლა მი­ი­ღებს სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს. აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი და სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი სექ­ტო­რის სკო­ლე­ბი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს შე­სა­ბა­მის ენებ­ზე მი­ი­ღე­ბენ; სკო­ლებს და­ვეხ­მა­რე­ბით ტექ­ნი­კით და სხვა სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბით, ხელს შე­ვუწყობთ საკ­ლა­სო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სკო­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ გრანტს სას­კო­ლო გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თ­ვის. აქ­ტი­უ­რად იმუ­შა­ვებს სა­მო­ქა­ლა­ქო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის ვებ­პორ­ტა­ლე­ბი — www.sivics.ge, www.initiatives.ge, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, პე­და­გო­გე­ბი­სა და სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის­თ­ვის აიტ­ვირ­თე­ბა ბევ­რი სა­სარ­გებ­ლო და სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია. სა­მო­მავ­ლოდ, პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, იგეგ­მე­ბა ავ­ტორ­თა ჯგუ­ფის მი­ერ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გრიფ­ზე წარ­დ­გე­ნა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მო­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტი, რო­მე­ლიც იმუ­შა­ვებს სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის საგ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მის რე­ვი­ზი­ა­ზე; გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ქარ­თ­ვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით იგეგ­მე­ბა ვი­ზი­ტი აშშ-ში. ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იმედს გვაძ­ლევს, რომ ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით მი­ვაღ­წევთ და­სა­ხულ მი­ზანს, რა­საც ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის მქო­ნე მო­მავ­ლის თაო­ბის აღ­ზ­რ­და ჰქვია“. ლია გი­გა­უ­რი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე: „სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ აშშ-ს მთავ­რო­ბის და­ფი­ნან­სე­ბი­თა და ხელ­შეწყო­ბით ვაგ­რ­ძე­ლებთ გრან­დი­ო­ზულ პრო­ექტს — „მო­მავ­ლის თა­ო­ბა“. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს 740 სკო­ლა­ში მუ­შა­ობ­და და წარ­მა­ტე­ბებს მი­ვაღ­წი­ეთ. პირ­ვე­ლად, სწო­რედ ამ სკო­ლებ­ში გაჩ­ნ­და სა­მო­ქა­ლა­ქო გან­თ­ლე­ბის კლუ­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არა მხო­ლოდ მოს­წავ­ლე­ებს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ ამ სა­გან­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში, ზო­გა­დად მა­თი სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იყ­ვ­ნენ აქ­ცენ­ტი­რე­ბულ­ნი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას აქვს ასე­თი დო­კუ­მენ­ტი — „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი“, რო­მე­ლიც ზუს­ტად გან­საზღ­ვ­რავს, თუ რო­გო­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აღ­ზ­რ­და გვინ­და. დო­კუ­მენ­ტი 10 წე­ლია არ­სე­ბობს და მი­სი ერთ-ერ­თი ღერ­ძი ეკო­ნო­მი­კუ­რად, სო­ცი­ა­ლუ­რად აქ­ტი­უ­რი, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის მქო­ნე, კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აღ­ზ­რ­დაა. ასე­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აღ­ზ­რ­დას სჭირ­დე­ბა სის­ტე­მის მომ­ზა­დე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. პრო­ცეს­ში არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო თუ ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია გვეხ­მა­რე­ბა. სა­ბო­ლოო შედე­გის მიღ­წე­ვამ­დე ჯერ კი­დევ დი­დი დროა, ამი­ტომ ამ საქ­მე­ში შე­ტა­ნი­ლი თო­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი­სა თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წვლი­ლი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია. მი­ვე­სალ­მე­ბი პროგ­რა­მის დაწყე­ბას. სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს პრი­ო­რი­ტე­ტია და მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ კი­დევ გვეძ­ლე­ვა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის შან­სი“. სტი­ვენ ჰე­ი­კი­ნი, აშშ-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს კავ­კა­სი­ის მი­სი­ის დი­რექ­ტო­რი: „მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ თქვენ­თან ერ­თად ვზე­ი­მობ ახა­ლი პროგ­რა­მის — „მო­მავ­ლის თა­ო­ბა“ დაწყე­ბას. პრო­ექ­ტი გვიჩ­ვე­ნებს, თუ რამ­დე­ნად მ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისეთ ახალ დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რიც სა­ქარ­თ­ვე­ლოა, სწო­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში, ახალ­გაზ­რ­დე­ბის გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნით. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის წყა­ლო­ბით, ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი შეძ­ლე­ბენ ჩა­მო­ყა­ლიბ­დ­ნენ ისეთ პი­როვ­ნე­ბე­ბად, რო­გო­რიც სჭირ­დე­ბა მო­მა­ვალ დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ქარ­თ­ვე­ლოს, სწო­რედ ისი­ნი გახ­დე­ბი­ან ის ლი­დე­რე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი თუ სხვა სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ნი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს აგ­რე­რი­გად გა­მო­ად­გე­ბა. სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გზას გა­უკ­ვა­ლავს იმ ახალ­გაზ­რ­დებს, რო­მელ­თაც აქვთ პი­რა­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გრძნო­ბა, სურთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში და იგ­რ­ძ­ნონ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ქვეყ­ნის ბედ­ზე. ვუ­სურ­ვებ პრო­ექტს დიდ წარ­მა­ტე­ბას და მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი იმ დღეს, რო­ცა ვეს­ტუმ­რე­ბი საკ­ლა­სო ოთა­ხებს, სა­დაც სწავ­ლე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად წა­რი­მარ­თე­ბა. პი­რა­დად შევ­ხ­ვ­დე­ბი იმ ქარ­თ­ველ მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­მა­ვალს უყ­რი­ან სა­ფუძ­ველს. დი­დი მად­ლო­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რებს სა­მი­ნის­ტ­როს პრო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რის­თ­ვის, რად­გან მისი ხელ­შეწყო­ბით გახ­და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ნა­წი­ლი. სა­მი­ნის­ტ­რო ასე­ვე დიდ დახ­მა­რე­ბას გვი­წევს სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კუ­რი­კუ­ლუ­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში და რე­გი­ო­ნუ­ლი ცენ­ტ­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. რა თქმა უნ­და, ჩვენ მხარს და­ვუ­ჭერთ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა ფო­რუმს ქსე­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში და, ზო­გა­დად, ამ სფე­როს მაქ­სი­მა­ლუ­რად გან­ვი­თა­რე­ბა­ში“. შეხ­ვედ­რა­ზე თბი­ლი­სის 45-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­მა და ამა­ვე სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო კლუ­ბის მოს­წავ­ლე­ებ­მა სტუმ­რებს პრაქ­ტი­კა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი­სა და პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რეს. მზია გე­ლაშ­ვი­ლი, 45-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი: „მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა ვი­სა­უბ­რო იმ კარგ საქ­მე­ებ­ზე, რო­მელ­საც ჩვენს სკო­ლა­ში, ჩვენ­თან ერ­თად, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბი­სა და პე­და­გოგ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, ამე­რი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია ჵჰ ჳnternational ახორ­ცი­ე­ლებ­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბი მოს­წავ­ლეს უყა­ლი­ბებს დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბას, მაგ­რამ ამის­თ­ვის მარ­ტო კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი საკ­მა­რი­სი არ არის. ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა იმას, თუ რო­გორ არის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა, რო­გორ უწყობს ხელს მოს­წავ­ლე­თა სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­უ­რო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ჩე­მი, რო­გორც დი­რექ­ტო­რის, მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო შე­მექ­მ­ნა ისე­თი სას­კო­ლო გა­რე­მო, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობ­და მოს­წავ­ლე­თა სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­უ­რო­ბას და გაკ­ვე­თილ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის რე­ა­ლი­ზე­ბას. ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვა არც ისე ად­ვი­ლი იყო, მაგ­რამ გა­მი­მარ­თ­ლა, რად­გან სა­მი წლის წინ აღ­მოვ­ჩ­ნ­დი პროგ­რა­მა­ში, რო­მელ­საც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბი­სა და პე­და­გოგ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში ახორ­ცი­ე­ლებ­და ჵჰ ჳnternational-სა­ქარ­თ­ვე­ლო. პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ ძა­ლი­ან დი­დი სარ­გე­ბე­ლი მოგ­ვ­ცა სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას, პე­და­გო­გებს, მოს­წავ­ლე­ებს, მშობ­ლებს, თემს. ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ამ მი­ი­ღო რე­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა და გა­მოც­დი­ლე­ბა, რა­თა შეგ­ვექ­მ­ნა მოს­წავ­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვო­ბის­თ­ვის ხელ­შემ­წყო­ბი სას­კო­ლო გა­რე­მო. სკო­ლა­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს მოს­წავ­ლე­თა სა­მო­ქა­ლა­ქო კლუ­ბი „სმარ­ტი“. კლუბ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ ირი­ნა ხა­ტი­აშ­ვილ­თან ერ­თად ბევ­რი კარ­გი და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი და ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. გა­სულ სას­წავ­ლო წელს სკო­ლა­ში შე­იქ­მ­ნა ეკოკ­ლუ­ბი „მწვა­ნე სი­ცოცხ­ლე“, რა­მაც აქ­ტი­უ­რი გა­ხა­და მოს­წავ­ლე­თა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა. და­სა­ნა­ნია, რომ პროგ­რა­მა დას­რულ­და, მაგ­რამ ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის და პე­და­გო­გე­ბის სა­ხე­ლით ვამ­ბობ — ჩვენ შეგ­ვიძ­ლია და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ ის საქ­მე, რაც პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში ვის­წავ­ლეთ“. ირი­ნა ხა­ტი­აშ­ვი­ლი, 45-ე სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გი: „სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში სკო­ლა­ში საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა ჩა­ტარ­და. მე, რო­გორც ამ საგ­ნის პე­და­გოგ­მა, გა­ვი­ა­რე ბევ­რი ტრე­ნინ­გი და მრა­ვალ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი მზრდი­და რო­გორც ადა­მი­ანს, რო­გორც პე­და­გოგს, რა­საც შემ­დ­გომ­ში ვი­ყე­ნებ­დი მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას. პრო­ექ­ტის დახ­მა­რე­ბით შე­ვი­ძი­ნეთ უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი, ვი­ყა­ვით სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სა­ზაფხუ­ლო ბა­ნაკ­ში. სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ე­ბის აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. დი­დი მად­ლო­ბა პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს და მხარ­დამ­ჭე­რებს“. ანი მა­მუ­კიშ­ვი­ლი, 45-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე, „სმარტ კლუ­ბის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი: „ჩვე­ნი ერთ-ერ­თი პრო­ექ­ტი იყო „მწვა­ნე ჯგუ­ფი“, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში 2012 წელს გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. აქ­ტი­უ­რად დაგ­ვეხ­მა­რა გლდა­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, რაგ­ბის სტა­დი­ო­ნი, ბაგ­რა­ტი­ო­ნი-1882. მა­თი დახ­მა­რე­ბით შევ­ძე­ლით სკო­ლა­ში გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლი. პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ უფ­რო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, აქ­ტი­უ­რი და თა­ვი­სუ­ფა­ლი გამ­ხა­და“. ანი დუ­რიშ­ვი­ლი, 45-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე, „სმარტ კლუ­ბის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი: „სა­მო­ქა­ლა­ქო კლუ­ბის ერთ-ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი იყო „ეკო სმარტ ყუ­თი“, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე უბან­ში ნაგ­ვის ურ­ნე­ბის გან­თავ­სე­ბას, ნარ­ჩე­ნე­ბის და­ხა­რის­ხე­ბას, გა­და­მუ­შა­ვე­ბას, გან­მე­ო­რე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბას. ჩვენ ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ­დით თბილ­სერ­ვის ჯგუფ­თან, გლდა­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­თან და გამ­გე­ო­ბას­თან. შე­დეგ­მა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა — ჩვენ მი­მართ მო­სახ­ლე­ო­ბას ძა­ლი­ან კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და, რაც სა­სი­ხა­რუ­ლო და სა­ა­მა­ყო იყო. ამ პროგ­რა­მამ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი გაგ­ვ­ხა­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი წევ­რი. ვფიქ­რობ, „ეკო სმარტ ყუ­თი“ ერთ-ერთ წარ­მა­ტე­ბულ პრო­ექ­ტად დარ­ჩე­ბა ჩვე­ნი სკო­ლის ის­ტო­რი­ა­ში“. ნა­ტა კურ­ტა­ნი­ძე, 45-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე, სა­მო­ქა­ლა­ქო კლუ­ბის „სმარ­ტი“ წევ­რი: „სკო­ლა­ში შევ­ქ­მე­ნით ახა­ლი კლუ­ბი — „მწვა­ნე სი­ცოცხ­ლე“, დე­ვი­ზით: „გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ხის სი­ცოცხ­ლე“. შე­ნო­ბის ყვე­ლა სარ­თულ­ზე გან­ვა­თავ­სეთ ყუ­თე­ბი, რო­მელ­შიც ვაგ­რო­ვებ­დით ქა­ღალდს მა­კუ­ლა­ტუ­რა­ში ჩა­სა­ბა­რებ­ლად. პრო­ექ­ტ­ში მთე­ლი სკო­ლა ხა­ლი­სით მო­ნა­წი­ლე­ობ­და. წელ­საც ვა­პი­რებთ პრო­ექ­ტის გაგ­რ­ძე­ლე­ბას და მას­ში კი­დევ უფ­რო მე­ტი ადა­მი­ა­ნის ჩარ­თ­ვას“.

25-28(942)N