გამოდის 1998 წლიდან
2014-10-23
აუცი­ლე­ბე­ლია იცო­დე სად, რა­ტომ და რის­თ­ვის მი­დი­ხარ

რუბ­რი­კის სტუ­მა­რია არ­ჩილ ბე­გი­აშ­ვი­ლი, გრო­ნინ­გე­ნის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი

— გა­მარ­ჯო­ბა არ­ჩილ, სა­უ­ბა­რი და­ვიწყოთ მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი­დან. რო­გორ გახ­სენ­დე­ბა სკო­ლა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი... გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი?

— პირ­ველ რიგ­ში, დი­დი მად­ლო­ბა, რომ მო­მე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა ჩე­მი აზ­რი გა­მო­მეთ­ქ­ვა იმ სა­კითხებ­ზე, რა­ზეც ხში­რად მი­ფიქ­რია, ამი­ტომ თქვენ მი­ერ დას­მულ შე­კითხ­ვებს სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუ­პა­სუ­ხებ. გა­ვე­ცა­ნი გა­ზე­თის წი­ნა ნომ­რებს და ვთვლი, რომ დიდ საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბით. ჩე­მი პირ­ვე­ლი სკო­ლა გერ­მა­ნუ­ლი პრო­ფი­ლის მქო­ნე „ქარ­თუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი“ იყო. ის ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რო­გორც „ფი­სოს სკო­ლა“ და 34-ე სა­ჯა­რო სკო­ლა. სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის პირ­ვე­ლი რვა წე­ლი ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ვა­ტა­რე, რა­მაც უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ჩემს პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში და თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბა­ში. ქარ­თუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­ებს სთა­ვა­ზობს ისეთ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს და, ამავ­დ­რო­უ­ლად, ხში­რად უგუ­ლე­ბელ­ყო­ფილ საგ­ნებს, რო­გო­რე­ბიც არის: მუ­სი­კა, ას­ტ­რო­ნო­მია, მი­თო­ლო­გია, ფი­ლო­სო­ფია, მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა და ა.შ. დაწყე­ბით კლა­სებ­ში ასე­თი დის­ციპ­ლი­ნე­ბის შეს­წავ­ლამ შე­მიქ­მ­ნა წარ­მოდ­გე­ნა, თუ რამ­დე­ნად მრა­ვალ­შ­რი­ა­ნი და ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლია ჩვე­ნი სამ­ყა­რო. ჩე­მი გა­ნათ­ლე­ბის შემ­დე­გი სა­ფე­ხუ­რი იყო გი­ვი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მია თბი­ლის­ში. მეცხ­რე კლას­ში ჩა­ვა­ბა­რე აკა­დე­მი­ის მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი და ჩა­ვი­რიცხე რო­გორც 2012 წლის გა­მო­საშ­ვე­ბი კლა­სის მოს­წავ­ლე. ამ მოვ­ლე­ნამ გან­საზღ­ვ­რა ჩე­მი პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ტრა­ექ­ტო­რია. აკა­დე­მია არის ყვე­ლა იმ სი­კე­თის ერ­თობ­ლი­ო­ბა, რაც უნ­და ახა­სი­ა­თებ­დეს უმაღ­ლეს სკო­ლას (ჰigh School). ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პე­და­გო­გე­ბი მოს­წავ­ლე­ებს ას­წავ­ლი­ან ანა­ლიზს და კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბას. კითხ­ვე­ბი — „რა­ტომ?“ და „რო­გორ?“ — აკა­დე­მი­ის კედ­ლებ­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად ის­მის. სკო­ლა ცნო­ბი­ლია დის­ციპ­ლი­ნით, რომ­ლის დაც­ვაც არ ხდე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის ხარ­ჯ­ზე. აქ მოს­წავ­ლე უმაღ­ლე­სი ფა­სე­უ­ლო­ბაა. დი­დი ყუ­რადღე­ბა ეთ­მო­ბა ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას და ის­ტო­რი­ას, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ტექ­ს­ტ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა. სწო­რედ ასეთ­მა მიდ­გო­მამ შე­მიქ­მ­ნა ობი­ექ­ტუ­რი სუ­რა­თი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ, რა­მაც გა­აძ­ლი­ე­რა ჩე­მი ქვეყ­ნი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მა და სიყ­ვა­რუ­ლი. ამე­რი­კულ აკა­დე­მი­ა­ში შე­ვი­ძი­ნე ღრმად და პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე მე­გობ­რე­ბი. მათ­თან მჭიდ­რო კავ­შირს დღემ­დე ვი­ნარ­ჩუ­ნებ და ხში­რად ვცვლით აზ­რებს ამა თუ იმ სა­კითხ­ზე. ასე­ვე სკო­ლა­ში გა­ტა­რე­ბულ­მა ოთხ­მა წელ­მა ჩა­მო­მი­ყა­ლი­ბა ფა­სე­უ­ლო­ბა­თა სის­ტე­მა, რო­მელ­საც ჯერ­ჯე­რო­ბით არც ერ­თხელ და­ვუ­ღა­ლა­ტე­ბი­ვარ.

— არ­ჩილ, და­მე­თან­ხ­მე­ბი ალ­ბათ, რომ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა საზღ­ვარ­გა­რეთ ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის სულ უფ­რო და უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სურს თა­ვის პერ­სო­ნა­ლურ რე­ზი­უ­მე­ში ოქ­როს ასო­ე­ბით შე­ავ­სოს გა­ნათ­ლე­ბის გრა­ფა, არ­ჩე­ვანს უცხო­ეთ­ზე აკე­თებს. მი­ამ­ბე, რა გზა გა­ი­ა­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფომ­დე და რა­ტომ აირ­ჩიე გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ქა­ლა­ქი გრო­ნინ­გე­ნი? — უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან მქონ­და, თუმ­ცა რა გან­ხ­რით და მსოფ­ლი­ოს რა ნა­წილ­ში, არ ვი­ცო­დი. ერ­თი წე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დარ­ჩე­ნა გა­დავ­წ­ვი­ტე, რა­თა კარ­გად ჩა­მო­მე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა ჩე­მი გეგ­მე­ბი. აკა­დე­მი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი ჩა­ვა­ბა­რე და ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იური­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე მო­ვეწყ­ვე. სა­მარ­თ­ლის შეს­წავ­ლამ და­მა­ინ­ტე­რე­სა და გა­ნათ­ლე­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბაც ამ გან­ხ­რით გა­დავ­წყ­ვი­ტე. უნი­ვერ­სი­ტე­ტის ძი­ე­ბა­ში უპი­რა­ტე­სო­ბას სა­მარ­თ­ლის პროგ­რა­მის რე­ი­ტინგს და სიძ­ლი­ე­რეს ვა­ნი­ჭებ­დი. ამე­რი­კულ აკა­დე­მი­ა­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტის მრჩე­ველ­მა (College Counselor) ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო მირ­ჩია, რად­გან ჰო­ლან­დი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის რე­ი­ტინ­გებ­ში მო­წი­ნა­ვე ად­გი­ლებს იკა­ვე­ბენ. ასე­ვე მათ ახა­სი­ა­თებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო მიდ­გო­მა, რაც ინ­გ­ლი­სურ ენო­ვან სა­ბა­კა­ლავ­რო და მას­ტე­რის პროგ­რა­მე­ბის სიმ­რავ­ლე­ში ვლინ­დე­ბა. სკო­ლამ და­მა­კავ­ში­რა ერთ-ერთ კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თან, რო­მე­ლიც გრო­ნინ­გე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და. მან შე­სა­ნიშ­ნა­ვი რე­კო­მენ­და­ცია გა­უ­წია, რო­გორც უნი­ვერ­სი­ტეტს, ასე­ვე ქა­ლაქს. და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ, არ­ჩე­ვა­ნი გრო­ნინ­გე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე შე­ვა­ჩე­რე.

— მი­ამ­ბე გრო­ნინ­გე­ნის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რია, რამ­დენწლი­ა­ნია და რა ღირს სწავ­ლა? სტი­პენ­დი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა რთუ­ლია? — გრო­ნინ­გე­ნის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს, გა­სულ წელს, და­არ­სე­ბი­დან 400 წე­ლი შე­უს­რულ­და. ის ევ­რო­პის ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი უნი­ვერ­სი­ტე­ტია. სა­ინ­ტე­რე­სოა სას­წავ­ლებ­ლის და­არ­სე­ბის ის­ტო­რია. იმ დროს, სულ რამ­დე­ნი­მე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობ­და, რო­მელ­თა დი­დი ნა­წი­ლი ეკ­ლე­სი­ას ან სა­მე­ფოს ეკუთ­ვ­ნო­და. გრო­ნინ­გე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის უნი­კა­ლუ­რო­ბა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ იგი ხალ­ხის სურ­ვი­ლით შე­იქ­მ­ნა. Èო­სახ­ლე­ო­ბამ, ჯერ კი­დევ მე-17 სა­უ­კუ­ნე­ში, სა­კუ­თა­რი ძა­ლის­ხ­მე­ვით და სახ­ს­რე­ბით და­ა­არ­სა სას­წავ­ლე­ბე­ლი, რა­თა მი­ე­ღოთ გა­ნათ­ლე­ბა და კონ­კუ­რენ­ცია გა­ე­წი­ათ სხვა სამ­თავ­რო­ე­ბის­თ­ვის. სა­მარ­თ­ლის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა­ზე სას­წავ­ლო გა­და­სა­ხა­დი არა­ევ­რო­კავ­ში­რის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თ­ვის 7700 ევ­როს შე­ად­გენს, ევ­რო­კავ­ში­რის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თ­ვის — 1900 ევ­როს, ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თ­ვის კი უფა­სოა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ბა­კა­ლავ­რო სტი­პენ­დი­ე­ბი არა­ევ­რო­კავ­ში­რის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე არ ვრცელ­დე­ბა. მა­გის­ტ­რა­ტუ­რის პროგ­რა­მებ­ზე არის რამ­დე­ნი­მე ტი­პის სტი­პენ­დია და ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა. ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი ხში­რად მო­დი­ან ერას­მუს მუნ­დუ­სის გაც­ვ­ლით პროგ­რა­მა­ზე. ასე­ვე ქარ­თ­ველ მა­გის­ტ­რებს, რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, სა­ხელ­მ­წი­ფო (პრე­ზი­დენ­ტის სტი­პენ­დია) აფი­ნან­სებს.

— რა პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი? რამ გა­ნა­პი­რო­ბა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი? — ვსწავ­ლობ სა­ერ­თა­შო­რი­სო და ევ­რო­პუ­ლი სა­მარ­თ­ლის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა­ზე. ჩე­მი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი გა­ნა­პი­რო­ბა მა­მამ, რო­მე­ლიც ასე­ვე იურის­ტია გა­ნათ­ლე­ბით. სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ჩე­მი ინ­ტე­რე­სი ამ სფე­რო­ში გა­ორ­მაგ­და. ხში­რად სა­მარ­თა­ლი სტე­რე­ო­ტი­პუ­ლად კა­ნო­ნე­ბის გა­ზუთხ­ვას­თან და ბი­უ­როკ­რა­ტი­ას­თან ასო­ცირ­დე­ბა. მე­სა­მე წე­ლია ამ დარგს ვე­უფ­ლე­ბი და დღი­თი დღე ვრწმუნ­დე­ბი, რომ იურის­პ­რუ­დენ­ცია მუდ­მი­ვი ანა­ლი­ზის და აზ­როვ­ნე­ბის პრო­ცე­სია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სა­მარ­თა­ლი არა გან­ყე­ნე­ბუ­ლი დარ­გი, არა­მედ მრა­ვა­ლი სხვა­დას­ხ­ვა დის­ციპ­ლი­ნის გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლია.

— არ­ჩილ, რა რო­ლი უჭი­რავს ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­ში სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კებს? — სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კა უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრეს­ტი­ჟის სა­კითხია. ხში­რად, უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე უფ­რო ცნო­ბი­ლი მა­თი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბია. ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­ში ამის კულ­ტუ­რა გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დია. გრო­ნინ­გე­ნის, ლე­ი­დე­ნის, რო­ტერ­და­მის და მა­ას­ტ­რიხ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზეა ცნო­ბი­ლი. უკე­თე­სი იქ­ნე­ბა ბიბ­ლი­ო­თე­კის კომ­პო­ნენ­ტე­ბი ჩა­მოვ­თ­ვა­ლო, რა­თა ნა­თე­ლი წარ­მოდ­გე­ნა შე­ექ­მ­ნას მკითხ­ველს. უნი­ვერ­სი­ტეტს აქვს ერ­თი ცენ­ტ­რა­ლუ­რი და მრა­ვა­ლი დარ­გობ­რი­ვი ბიბ­ლი­ო­თე­კა. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი აღ­ჭურ­ვი­ლია ციფ­რუ­ლი ტექ­ნი­კით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რამ­დე­ნი­მე ათა­სი სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს, რომ­ლებ­საც ყო­ველ­თ­ვის შე­უძ­ლი­ათ იპო­ვონ თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლი კომ­პი­უ­ტერ­თან ან, უბ­რა­ლოდ, მერ­ხ­თან. სა­მე­ცა­დი­ნო ოთა­ხე­ბი (Study rooms) ასე­ვე ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კის. ეს ოთა­ხე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლია პრო­ექ­ტო­რი­თა და სხვა მრა­ვა­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით, გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ჯგუ­ფუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის ან პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად. კა­ფე­ტე­რი­ას ბიბ­ლი­ო­თე­კის ყო­ფა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს. აქ სტუ­დენ­ტე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ხვდე­ბი­ან დას­ვე­ნე­ბის დროს, მი­ირ­თ­მე­ვენ ყა­ვას და წუ­წუ­ნე­ბენ და­ვა­ლე­ბებ­ზე. უნი­ვერ­სი­ტე­ტი არ იშუ­რებს ფი­ნან­სებს უახ­ლე­სი წიგ­ნე­ბი­სა და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შე­სა­ძე­ნად. ბიბ­ლი­ო­თე­კის თა­რო­ე­ბი სავ­სეა პრეს­ტი­ჟუ­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი­სა და ავ­ტო­რე­ბის წიგ­ნე­ბით. დი­დი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს. ყო­ველ წელს უახ­ლე­სი გა­მო­ცე­მე­ბით ივ­სე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტი. ასე­ვე დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ინ­ტერ­ნეტ ბიბ­ლი­ო­თე­კას. სტუ­დენ­ტებს სახ­ლი­დან გა­უს­ვ­ლე­ლად აქვთ წვდო­მა უზარ­მა­ზარ აკა­დე­მი­ურ მა­სა­ლა­ზე. ეს ქმნის დიდ კომ­ფორტს თე­მის წე­რის ან კვლე­ვის დროს, რად­გან ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა სწრა­ფად და ეფექ­ტუ­რა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

— რო­გორ ფიქ­რობ, რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს ევ­რო­პულ მო­წი­ნა­ვე უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს ქარ­თულ­თან შე­და­რე­ბით. რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის, ლექ­ცი­ე­ბი­სა და პრო­ფე­სორ მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რა მსგავ­სე­ბა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა მათ შო­რის? — ერ­თი წე­ლი ვის­წავ­ლე ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და ამი­ტომ მი­მაჩ­ნია, რომ ქარ­თულ და ევ­რო­პულ სას­წავ­ლებ­ლებს შო­რის გარ­კ­ვე­უ­ლი პა­რა­ლე­ლე­ბის გავ­ლე­ბა შე­მიძ­ლია. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა მრა­ვალ­გ­ვა­რია, თუმ­ცა სამ ძი­რი­თადს გა­მოვ­ყოფ­დი: ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, სწავ­ლის მე­თო­დი, პრო­ფე­სო­რე­ბი. ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის თვალ­საზ­რი­სით, პა­რა­ლე­ლე­ბის გავ­ლე­ბაც კი რთუ­ლია. მა­გა­ლი­თად, გრო­ნინ­გე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში თი­თო­ე­უ­ლი საკ­ლა­სო ოთა­ხი (აღარ ვლა­პა­რა­კობ ლექ­ცი­ის დარ­ბა­ზებ­ზე) აღ­ჭურ­ვი­ლია პრო­ექ­ტო­რით ან სმარ­ტ­ბორ­დით, აუდი­ო­სის­ტე­მით, კომ­პი­უ­ტე­რით და ა.შ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ერ­თი პრო­ექ­ტო­რი და ერ­თი გაძ­ვალ­ტყა­ვე­ბუ­ლი მიკ­რო­ფო­ნი იყო ფი­ზი­კის დიდ აუდი­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც ხან მუ­შა­ობ­და, ხან არა. ასე­ვე თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია გრო­ნინ­გე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ონ­ლა­ინ­სივ­რ­ცე, სა­დაც იტ­ვირ­თე­ბა და­ვა­ლე­ბე­ბი, სა­კითხა­ვი, გან­ცხა­დე­ბე­ბი და ა.შ. სტუ­დენტს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, სახ­ლი­დან გა­უს­ვ­ლე­ლად, წა­ი­კითხოს და­მა­ტე­ბი­თი სა­კითხა­ვი ან გა­ეც­ნოს და­ვა­ლე­ბის შე­კითხ­ვებს. თსუ-ში არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, რო­დე­საც ლექ­ტორს პირ­ველ რიგ­ში მჯდო­მი სტუ­დენ­ტის­თ­ვის ფურ­ც­ლე­ბი გა­და­უ­წო­დე­ბია და უთხო­ვია — გა­და­აქ­სე­როქ­სე და და­ნარ­ჩე­ნებს და­უ­რი­გეო. ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლის მე­თო­დი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა. აქ­ცენ­ტი ძი­რი­თა­დად კეთ­დე­ბა არა სტუ­დენ­ტის ანა­ლი­ტი­კურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე, არა­მედ ზუთხ­ვის და და­ზე­პი­რე­ბის უნა­რებ­ზე. კლა­სი­კუ­რი თსუ-ს სე­მი­ნა­რი მო­ი­ცავ­და მოს­წავ­ლის და­ფას­თან გა­ძა­ხე­ბას (ჯერ კი­დევ სკო­ლის და­მამ­თავ­რე­ბელ კლა­სებ­ში და­ფას­თან გა­ძა­ხე­ბის ფე­ნო­მე­ნი შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფელ ჟეს­ტად აღიქ­მე­ბო­და) და მის მი­ერ სა­ხელ­მ­ძ­ვა­ნე­ლოს ტექ­ს­ტის ზე­პირ თხრო­ბას. წე­რი­თი და­ვა­ლე­ბა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პირ­ვე­ლი კურ­სის გან­მავ­ლო­ბა­ში, არ მქო­ნია. ევ­რო­პულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა ანა­ლი­ზის უნარ­ზე, ანუ იმა­ზე თუ რამ­დე­ნად შე­უძ­ლია სტუ­დენტს მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის სიღ­რ­მი­სე­უ­ლი და მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბა. ამის სა­უ­კე­თე­სო გა­მოვ­ლი­ნე­ბაა აკა­დე­მი­უ­რი თე­მა. გრო­ნინ­გე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში თით­ქ­მის ყო­ველ­დღი­უ­რად მი­წევს, მი­ნი­მუმ, 500-სიტყ­ვი­ა­ნი თე­მის წე­რა. თვალ­სა­ჩი­ნო გან­ს­ხვა­ვე­ბაა ევ­რო­პელ და ქარ­თ­ველ პრო­ფე­სო­რებს შო­რის. პირ­ველ რიგ­ში, ეს სტუ­დენ­ტებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში ვლინ­დე­ბა. გრო­ნინ­გე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ას­წავ­ლი­ან მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყ­ვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. მა­თი სტა­ტი­ე­ბი იბეჭ­დე­ბა ძა­ლი­ან პრეს­ტი­ჟულ სა­მარ­თ­ლის ჟურ­ნა­ლებ­ში და, ასე ვთქვათ, ისი­ნი ქმნი­ან ამინდს თა­ვი­ანთ დარ­გებ­ში. პა­რა­დოქ­სუ­ლია, რომ ზუს­ტად ეს ევ­რო­პე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი მუ­დამ მზად არი­ან დის­კუ­სი­ის­თ­ვის. ისი­ნი სტუ­დენ­ტებს იწ­ვე­ვენ პო­ლე­მი­კა­ში და მო­უთ­მენ­ლად ელი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ აზრს. ლექ­ცი­ა­სა თუ სე­მი­ნარ­ზე პრო­ფე­სორ­სა და სტუ­დენტს შო­რის უშუ­ა­ლო, პირ­და­პი­რი და თა­ნას­წო­რი ურ­თი­ერ­თო­ბაა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ხში­რად სრუ­ლი­ად სა­პირ­ს­პი­რო სუ­რა­თი იხა­ტე­ბო­და. შე­მო­დი­ო­და ლექ­ტო­რი, რომ­ლის თი­თო­ე­ულ მოძ­რა­ო­ბა­ში ჩან­და პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბა და ქედ­მაღ­ლო­ბა. ლექ­ცი­ის დი­დი ნა­წი­ლი ეთ­მო­ბო­და სა­კუ­თა­რი თა­ვის ქე­ბა-დი­დე­ბას. სტუ­დენ­ტე­ბის მხრი­დან წა­მო­სულ კითხ­ვას ხში­რად მოჩ­ვე­ნე­ბი­თი ენ­თუ­ზი­აზ­მით მო­ის­მენ­დ­ნენ და სა­ბო­ლო­ოდ — უპა­სუ­ხოდ ტო­ვებ­დ­ნენ. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ასე­ვე არ არ­სე­ბობს სლა­ი­დე­ბის და პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის კულ­ტუ­რა. გრო­ნინ­გე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა ჵowerpoint-ში გა­კე­თე­ბუ­ლი პრე­ზენ­ტა­ცი­ის გა­რე­შე დი­დი იშ­ვი­ა­თო­ბაა. — უცხო­ეთ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში რე­გის­ტ­რა­ცი­ის შე­დე­გად, უცხო­ელ სტუ­დენ­ტებს, სწავ­ლის პირ­ვე­ლი­ვე წლი­დან, უფ­ლე­ბა აქვთ იმუ­შა­ონ ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე, გაქვს თუ არა მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა? — ევ­რო­კავ­ში­რის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თ­ვის მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბა უფ­რო იოლია, ვიდ­რე არა­ევ­რო­კავ­ში­რის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თ­ვის, რად­გან არ­სე­ბობს სა­მუ­შა­ოს სა­ა­თობ­რი­ვი შეზღუდ­ვა. ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­ში მუ­შა­ო­ბის და­საწყე­ბად ასე­ვე სა­სურ­ვე­ლია ჰო­ლან­დი­უ­რი ენის ცოდ­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, ჩე­მი ჰო­ლან­დი­უ­რის დო­ნე არ არის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი. დრო­ის თვალ­საზ­რი­სით, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბო­და მუ­შა­ო­ბა.

— სად და რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს? რო­გორ ცხოვ­რო­ბენ ნი­დერ­ლან­დე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რა არის მათ­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, რო­მე­ლი დარ­გია ყვე­ლა­ზე მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი? — ქა­ლაქ გრო­ნინ­გენ­ში მდე­ბა­რე­ობს სა­მი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, შე­სა­ბა­მი­სად სტუ­დენ­ტე­ბი შე­ად­გე­ნენ ძი­რი­თად მო­სახ­ლე­ო­ბას. თი­თო­ე­ულ ფა­კულ­ტეტს რამ­დე­ნი­მე სტუ­დენ­ტუ­რი ოგ­რა­ნი­ზა­ცია აქვს, რომ­ლე­ბიც ხში­რად აწყო­ბენ ლექ­ცი­ებს, კი­ნოჩ­ვე­ნე­ბებს, საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტებს ან უბ­რა­ლოდ წვე­უ­ლე­ბებს. ქა­ლაქ­ში ასე­ვე მდე­ბა­რე­ობს სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მია, რო­მე­ლიც აწყობს გა­მო­ფე­ნებს და ფო­ტოჩ­ვე­ნე­ბებს. გრო­ნინ­გე­ნი ცნო­ბი­ლია ფა­ბე­ბით და კლუ­ბე­ბით. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი „ბო­ლო კლი­ენ­ტამ­დე“ მუ­შა­ობს. ქა­ლაქ­ში გა­სარ­თო­ბი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის დი­დი არ­ჩე­ვა­ნია და საკ­მა­ოდ რთუ­ლია აქ მოწყე­ნა. სპორ­ტი ძა­ლი­ან წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლია. სპორ­ტულ ცენ­ტ­რ­ში წლი­უ­რი აბო­ნე­მენ­ტი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის თით­ქ­მის უფა­სოა და სპორ­ტის 120 სა­ხე­ო­ბას მო­ი­ცავს. თით­ქ­მის ყვე­ლა სტუ­დენ­ტის ცხოვ­რე­ბა­ში (გან­სა­კუთ­რე­ბით ჰო­ლან­დი­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის) სპორტს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ად­გი­ლი უჭი­რავს. ნიჩ­ბოს­ნო­ბა მა­ღალ დო­ნე­ზეა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ტარ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ჯიბ­რი ნიჩ­ბოს­ნო­ბა­ში, რო­მელ­შიც მსოფ­ლი­ოს მო­წი­ნა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი იღე­ბ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. — მო­მა­ვა­ლი რო­გორ გე­სა­ხე­ბა, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას? — მო­მა­ვა­ლი მე­სა­ხე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და ამას საკ­მა­ოდ პრაგ­მა­ტუ­ლი მი­ზე­ზე­ბი აქვს. გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა არ არის. დამ­ქი­რა­ვე­ბელს ურ­ჩევ­ნია სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე აიყ­ვა­ნოს სამ­სა­ხურ­ში, ვიდ­რე ემიგ­რან­ტი. ასე­ვე დი­დი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა ენის ცოდ­ნას. ევ­რო­პა­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­უძ­ლე­ბე­ლია სამ­სა­ხუ­რის დაწყე­ბა თუ პი­როვ­ნე­ბა მას­პინ­ძე­ლი ქვეყ­ნის ენას სა­შუ­ა­ლო­ზე კარ­გად არ ფლობს. მე­ო­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­ზე­ზი სა­ზო­გა­დო­ე­ბაა. ხში­რად მიგ­რ­ძ­ვ­ნია ჰო­ლან­დი­ე­ლე­ბის მხრი­დან ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ემიგ­რან­ტე­ბის მი­მართ, მი­უ­ხე­და­ვად მა­თი თა­ნამ­დე­ბო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი­სა. ჩე­მი აზ­რით, ევ­რო­პუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა სხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სულ ადა­მი­ა­ნებს უცხო სხე­უ­ლე­ბად აღიქ­ვამს. ასე­ვე მი­მაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბევ­რად უფ­რო მე­ტი სა­შუ­ა­ლე­ბა მექ­ნე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის და ჩემ მი­ერ გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მეც უფ­რო და­ფას­დე­ბა.

— რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და დიპ­ლო­მი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში ითა­მა­შებს თუ არა გა­დამ­წყ­ვეტ როლს? — დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა გარ­კ­ვე­ულ როლს ითა­მა­შებს და­საქ­მე­ბა­ში, თუმ­ცა საზღ­ვარ­გა­რეთ ნას­წავ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის ავ­ტო­მა­ტუ­რად პრი­ვი­ლე­გი­ის მი­ნი­ჭე­ბა ძა­ლი­ან არას­წორ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბად მეჩ­ვე­ნე­ბა. რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ვსწავ­ლობ­დი ერ­თი წე­ლი. იქ გა­ვი­ცა­ნი სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან ძლი­ე­რე­ბი იყ­ვ­ნენ. მათ ჰქონ­დათ ძლი­ე­რი ნე­ბის­ყო­ფა და არ­ნა­ხუ­ლი შრო­მის უნა­რი. ჩე­მი ღრმა რწმე­ნით, ასე­თი სტუ­დენ­ტე­ბი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პი­რო­ბებ­შიც კი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას მო­ა­ხერ­ხე­ბენ. საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლა, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უფ­რო ფი­ნან­სურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ვიდ­რე ინ­ტე­ლექ­ტ­თან. ზოგ­ჯერ მშობ­ლე­ბის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი სწავ­ლას დიდ ყუ­რადღე­ბას არ უთ­მო­ბენ და ძი­რი­თა­დად, გარ­თო­ბით არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი. ასე­თი სტუ­დენ­ტის მი­ერ უცხო­ეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მშრო­მე­ლი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლის მი­ერ დაგ­რო­ვი­ლი ცოდ­ნა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ საზღ­ვარ­გა­რეთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტე­ტი არ არის ერ­თი დო­ნის. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი, რე­ი­ტინ­გ­ში, ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა.

— რას ურ­ჩევ იმ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლებ­საც საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ. — არ ვი­ცი, რამ­დე­ნად მაქვს რჩე­ვის მი­ცე­მის უფ­ლე­ბა, მაგ­რამ ერთ სა­კითხს მა­ინც მინ­და შე­ვე­ხო. ხში­რად ვხვდე­ბი ქარ­თ­ველ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­ტო­ვე­ბა­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბულ­ნი. მეს­მის ტექ­ს­ტე­ბი: „აღარ შე­მიძ­ლია“, „ოღონდ აქე­დან წა­ვი­დე“ და ა.შ. ჩე­მი აზ­რით, ასე­თი გან­წყო­ბით ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა და­დე­ბითს არა­ფერს მო­ი­ტანს. აუცი­ლე­ბე­ლია იცო­დე სად, რა­ტომ და რის­თ­ვის მი­დი­ხარ. ასე­ვე სტუ­დენტს უნ­და ჰქონ­დეს გან­საზღ­ვ­რუ­ლი მო­ლო­დი­ნე­ბი, თუ რას მი­ი­ღებს საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ტა­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე წლი­დან. მკაც­რი და დე­ტა­ლუ­რი გეგ­მის გა­რე­შე ძა­ლი­ან დი­დია რის­კი, რომ ევ­რო­პუ­ლი ვო­ი­ა­ჟი ფი­ას­კო­თი დას­რულ­დე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ხა­ტოს გა­მოც­დე­ბის ვერ ჩა­ბა­რე­ბა­ში, დეპ­რე­სი­ა­ში ან სხვა უფ­რო სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებ­ში.

 — რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ასე შორს ხარ, რა გე­ნატ­რე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად? — ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა ცხოვ­რე­ბის ის ტემ­პი და სი­მარ­ტი­ვე, რაც ქარ­თულ ყო­ფას ახა­სი­ა­თებს. ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა გუ­და­უ­რი და სა­ერ­თოდ მთე­ბი, რად­გან ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო ძა­ლი­ან „ბრტყე­ლია“.

— საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ტა­რე­ბულ მცი­რე პე­რი­ოდ­შიც კი ადა­მი­ა­ნი სხვა­ნა­ი­რად აფა­სებს სა­კუ­თარ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. რო­გორ ფიქ­რობ, მიგ­ვი­ღებს ევ­რო­პა ისე­თებს, რო­გო­რე­ბიც ვართ, თუ ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის გა­და­ხედ­ვა და გა­და­ფა­სე­ბა მოგ­ვი­წევს? რა არის შენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლი რაც ევ­რო­პამ მოგ­ცა? — სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მას წე­ლი­წად­ში ერ­თხელ თუ შევ­ხე­დავ­დი. ევ­რო­პა­ში სწავ­ლის დაწყე­ბი­დან მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე­ჯერ თუ მექ­ნე­ბა გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი „კუ­რი­ე­რი­სა“ თუ „მა­ეს­ტ­როს ცხრი­ა­ნის“ გა­მოშ­ვე­ბე­ბი. ეს ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. სა­ერ­თა­შო­რი­სო სივ­რ­ცე­ში ადა­მი­ანს ყვე­ლა­ზე კარ­გად ეროვ­ნე­ბა ახა­სი­ა­თებს, შე­სა­ბა­მი­სად, პირ­ველ დღე­ებ­ში ჩემს თავს პირ­და­პირ სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან ვა­ი­გი­ვებ­დი. ახალ­გაზ­რ­დე­ბის შეკ­რე­ბის დროს, სა­უ­ბა­რი იწყე­ბო­და კითხ­ვით, თუ რო­მე­ლი ქვეყ­ნი­დან ვი­ყა­ვი. ხში­რად ჩემს პა­სუხს და­ფიქ­რე­ბუ­ლი და გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბი მოყ­ვე­ბო­და, რად­გან ჩვე­ნი ქვეყ­ნის ცნო­ბა­დო­ბა არც თუ ისე მა­ღა­ლია, რო­გორც ეს ევ­რო­პა­ში წას­ვ­ლამ­დე წარ­მო­მედ­გი­ნა. ევ­რო­პულ ოჯახ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ად­გი­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით შო­რე­ულ პერ­ს­პექ­ტი­ვად მეჩ­ვე­ნე­ბა. ასე­ვე არ ვე­თან­ხ­მე­ბი მიდ­გო­მას, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ევ­რო­პე­ლე­ბად გვაქ­ცევს. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა უნ­და იყოს არა ევ­რო­კავ­შ­რის წევ­რო­ბა, არა­მედ გან­ვი­თა­რე­ბა. სწო­რედ გან­ვი­თა­რე­ბა მო­ი­ტანს იმ ეკო­ნო­მი­კურ, სო­ცი­ა­ლურ და პო­ლი­ტი­კურ ცვლი­ლე­ბებს, რაც ქვე­ყა­ნას ევ­რო­კავ­შირ­თან თავ­სე­ბად სა­ხელ­მ­წი­ფოდ აქ­ცევს. არ­სე­ბობს ჩვე­ნი ერის მი­ერ გაცხა­დე­ბუ­ლი ნე­ბა, რომ გავ­ხ­დეთ ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რი. იმი­სათ­ვის, რომ ეს მის­წ­რა­ფე­ბა რე­ა­ლო­ბად იქ­ცეს უნ­და გა­ნი­საზღ­ვ­როს სა­მი რამ: რა არის სა­ქარ­თ­ვე­ლო, რა არის ევ­რო­პა და რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და უფ­ლე­ბე­ბი ექ­ნე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­პას­თან კავ­ში­რის შემ­თხ­ვე­ვა­ში. მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რი­ი­სა, და­სავ­ლეთ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნი­ხი­ლა­ვენ, რო­გორც ახალ­გაზ­რ­და სა­ხელ­მ­წი­ფოს. სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი კუთხით რთუ­ლია ამ დე­ბუ­ლე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­სა და მის­წ­რა­ფე­ბე­ბის ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც გან­საზღ­ვ­რავს ქარ­თულ იდენ­ტო­ბას. აუცი­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი წარ­სუ­ლის მეც­ნი­ე­რუ­ლი ანა­ლი­ზი. უფ­რო დი­დი ყუ­რადღე­ბა უნ­და და­ეთ­მოს ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე აკა­დე­მი­ურ, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბულ დე­ბა­ტებს (ურა პატ­რი­ო­ტიზ­მის გა­რე­შე). იმი­სათ­ვის რომ წარ­მო­იშ­ვას ჯან­სა­ღი და სწო­რი ქარ­თუ­ლი იდე­ო­ლო­გია, უნ­და გა­ნი­საზღ­ვ­როს ვინ ვართ და რა გვინ­და. ევ­რო­პის შე­სა­ხებ მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს არას­წო­რი წარ­მოდ­გე­ნა აქვს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თი ნა­წი­ლი და­სავ­ლეთ­ში ვიწ­რო, სუფ­თა ქუ­ჩებ­სა და „საყ­ვა­რელ“ ტან­საც­მ­ლის ბუ­ტი­კებს ხე­დავს, ხო­ლო მე­ო­რე ნა­წი­ლი — ლე­გა­ლურ ნარ­კო­ტი­კებ­სა და სექ­სუ­ა­ლურ აღ­ვი­რახ­ს­ნი­ლო­ბას. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ევ­რო­პა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­დან აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი კულ­ტუ­რაა. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რებ­მა ხალ­ხ­მა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და კომ­პ­ლექ­სუ­რი გზა გან­ვ­ლო, რა­მაც გან­საზღ­ვ­რა ევ­რო­პუ­ლი იდენ­ტო­ბა. გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბა, აბ­სო­ლუ­ტიზ­მი, ბურ­ჟუ­ა­ზი­უ­ლი რე­ვო­ლუ­ცია, კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლიზ­მი, კო­ლო­ნი­ა­ლიზ­მი და ინ­დუს­ტ­რი­უ­ლი რე­ვო­ლუ­ცია არ არის სრუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იმ სა­ფე­ხუ­რე­ბი­სა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ჩა­მო­ყა­ლიბ­და თა­ნა­მედ­რო­ვე და­სავ­ლუ­რი მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სტა­დია შე­ე­ხო ამ მსოფ­ლიო მოვ­ლე­ნე­ბი­დან, ისიც ზე­და­პი­რულ დო­ნე­ზე. ლო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბა თუ ვიტყ­ვით, რომ ქარ­თუ­ლი იდენ­ტო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ევ­რო­პუ­ლის­გან. ურ­თი­ერ­თო­ბა ორ­მ­ხ­რი­ვია და არც ქარ­თულ- ევ­რო­პუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია გა­მო­ნაკ­ლი­სი. ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებს აქვთ რო­გორც უფ­ლე­ბე­ბი, ასე­ვე ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. დღეს­დღე­ო­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა არ არის მზად ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­კის­რებ­ლად. ამ ეტაპ­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა ევ­რო­პას და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯე­ბის და თა­ვის ტკი­ვი­ლის მეტს არა­ფერს მო­უ­ტანს. სა­ბერ­ძ­ნე­თი, რუ­მი­ნე­თი და ბულ­გა­რე­თი სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია იმი­სა, თუ რა მძი­მე ტვირ­თად შე­იძ­ლე­ბა და­აწ­ვეს გან­ვი­თა­რე­ბად ქვე­ყა­ნას ისე­თი ძლი­ე­რი ქვეყ­ნე­ბის ლი­გა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა, რო­გო­რიც არის: გერ­მა­ნია, ნი­დერ­ლან­დე­ბი, საფ­რან­გე­თი და ა.შ. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბაა. ქვეყ­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა იქ­ნე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის ბო­ლო ეტა­პი. ამ ეტაპ­ზე აქ­ცენ­ტი უნ­და გა­კეთ­დეს გა­ნათ­ლე­ბა­ზე, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა­ზე, დე­მოკ­რა­ტი­ულ ფა­სე­უ­ლო­ბებ­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ზე, რა­თა გან­ვი­თა­რე­ბის გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი სა­ფე­ხუ­რე­ბი ცოდ­ნი­თა და წეს­რი­გით შე­ვავ­სოთ. ჩე­მი აზ­რით, ეს გზა ევ­რო­პამ­დე მიგ­ვიყ­ვანს.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N