გამოდის 1998 წლიდან
2014-10-23
ყვე­ლა­ზე ქარ­თ­ვე­ლი ბრი­ტა­ნე­ლი — 150

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში ოლი­ვერ უორ­დ­რო­პის და­ბა­დე­ბი­დან 150 წლის იუბი­ლე­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი გა­მო­ფე­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს მხარ­და­ჭე­რით გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, გა­მო­ი­ფი­ნა ბრი­ტა­ნე­ლი დიპ­ლო­მა­ტი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლის, სერ ოლი­ვერ უორ­დ­რო­პის უნი­კა­ლუ­რი და აქამ­დე უც­ნო­ბი სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლა­, რო­მე­ლიც მუ­ზე­უ­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბამ ბრი­ტა­ნე­თის სხვა­დას­ხ­ვა ქა­ლა­ქი­დან ჩა­მო­ი­ტა­ნა. ღო­ნის­ძი­ე­ბას და­ეს­წ­რ­ნენ: ბრი­ტა­ნე­თის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩი ალექ­სან­დ­რა ჰოლ ჰო­ლი, ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს დი­რექ­ტო­რი ზა­ზა ფურ­ცე­ლა­ძე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის წევ­რი ფრი­დონ საყ­ვა­რე­ლი­ძე, ოლი­ვერ უორ­დ­რო­პის სტი­პენ­დი­ან­ტი სტი­ვენ ჯონ­სი და სხვა მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი.

***

ბრი­ტა­ნე­ლი დიპ­ლო­მა­ტის, მწერ­ლის, მთარ­გ­მ­ნე­ლის, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის, ოლი­ვე­რი­სა და მი­სი დის, მარ­ჯო­რი უორ­დ­რო­პე­ბის სა­ხე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ფარ­­თო­დაა ცნო­ბი­ლი. მათ დი­დი დამ­სა­ხუ­რე­ბა და ღვაწ­ლი მი­უძღ­ვით ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში. 1886 წელს, ლონ­დონ­ში, ოლი­ვერ უორ­დ­რო­პის ავ­ტო­რო­ბით გა­მო­ი­ცა წიგ­ნი „სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­მე­ფო“, 1894 წელს კი გა­მო­ვი­და სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის „წიგ­ნი სიბ­რ­ძ­ნე სიც­რუ­ი­სას“ ინ­გ­ლი­სუ­რი თარ­გ­მა­ნი. იმა­ვე წელს და­ი­ბეჭ­და მარ­ჯო­რი უორ­დ­რო­პის „ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ზღაპ­რე­ბი“. გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დი რო­ლი შე­ას­რუ­ლა მარ­ჯო­რი უორ­დ­რო­პის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბულ­მა „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ პრო­ზა­ულ­მა თარ­გ­მან­მა, რო­მე­ლიც დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, 1912 წელს, გა­მო­აქ­ვეყ­ნა ჯონ ოლი­ვერ უორ­დ­როპ­მა. მან­ვე ინ­გ­ლი­სუ­რად თარ­გ­მ­ნა და 1914 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლეს „ძეგ­ლის­დე­ბა“, „ვის­რა­მი­ა­ნი“ და „წმ. იაკო­ბის ცხოვ­რე­ბა“. მუ­შა­ობ­და ასე­ვე შექ­ს­პი­რის ივა­ნე მა­ჩაბ­ლი­სე­ულ თარ­გ­მან­ზე. ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ მარ­ჯო­რი უორ­დ­როპ­მა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს გა­უგ­ზავ­ნა წე­რი­ლი, რო­მელ­შიც სთხოვ­და მი­სი „გან­დე­გი­ლის“ ინ­გ­ლი­სუ­რად თარ­გ­მ­ნის ნე­ბარ­თ­ვას. ეს წე­რი­ლი ილი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა „ივე­რი­ა­ში“, რო­გორც ნი­მუ­ში ქარ­თუ­ლი სა­უ­კე­თე­სო პრო­ზა­უ­ლი სტი­ლი­სა. მარ­ჯო­რი უორ­დ­რო­პი­სე­უ­ლი „გან­დე­გი­ლი“ ლონ­დონ­ში 1895 წელს და­ი­ბეჭ­და. მან ასე­ვე თარ­გ­მ­ნა აკა­კი წე­რეთ­ლის ლექ­სე­ბი. უორ­დ­რო­პებ­მა თა­ვი­ან­თი მოღ­ვა­წე­ო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის შეს­წავ­ლას მი­უძღ­ვ­ნეს. სწო­რედ მა­თი ძა­ლის­ხ­მე­ვით შე­იქ­მ­ნა ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ქარ­თ­ვე­ლო­ლო­გი­უ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა ევ­რო­პა­ში. მათ­ვე ეკუთ­ვ­ნით სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დ­გე­ნის თა­ო­ბა­ზე პე­ტი­ცი­ის შედ­გე­ნის ინი­ცი­რე­ბა, რო­მე­ლიც გა­ეგ­ზავ­ნა მე­ფის­ნაც­ვალს კავ­კა­სი­ა­ში. მა­თი­ვე თა­ოს­ნო­ბით, შე­იქ­მ­ნა საპ­რო­ტეს­ტო კო­მი­ტე­ტი ქარ­თ­ვე­ლი გლე­ხო­ბი­სა და მშრო­მე­ლი ხალ­ხის და­სა­ცა­ვად კა­ზაკ­თა რეპ­რე­სი­ე­ბი­სა­გან. *** „1864 და 1869 წლებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ოლი­ვე­რი და მარ­ჯო­რი გა­ი­ზარ­დ­ნენ ახა­ლი გა­მოკ­ვ­ლე­ვე­ბის ჟი­ნით შეპყ­რო­ბილ ეპო­ქა­ში. ბავ­შ­ვო­ბა­ში, რო­მე­ლიც მათ შოტ­ლან­დი­ა­სა და სამ­ხ­რეთ ინ­გ­ლის­ში გა­ა­ტა­რეს, სულ­მო­უთ­ქ­მე­ლად კითხუ­ლობ­დ­ნენ მოგ­ზა­ურ­თა მოთხ­რო­ბებს, გან­სა­კუთ­რე­ბით კავ­კა­სი­ა­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­სა­ხებ. მეცხ­რა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში კავ­კა­სი­ამ მრა­ვა­ლი გა­მო­ჩე­ნი­ლი მკვლე­ვა­რი და მთამ­ს­ვ­ლე­ლი მი­ი­ზი­და. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე სა­ხე­ლო­ვა­ნი გახ­ლ­დათ მთამ­ს­ვ­ლე­ლი დუგ­ლას ფრეშ­ფილ­დი, რო­მელ­საც 1902 წლი­სათ­ვის უკ­ვე და­წე­რი­ლი ჰქონ­და სა­მი ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი ვრცე­ლი ტო­მი ამ რე­გი­ონ­ზე. და-ძმის ინ­ტე­რე­სი ამ შო­რე­უ­ლი, მთი­ა­ნი ქვეყ­ნის მი­მართ, რო­მე­ლიც იასონ­მა და არ­გო­ნავ­ტებ­მა ასე შთამ­ბეჭ­და­ვად აღ­წე­რეს, თან­და­თან უფ­რო და უფ­რო გაღ­რ­მავ­და და გაძ­ლი­ერ­და. და-ძმამ სა­ქარ­თ­ვე­ლო თა­ვი­ან­თი­ვე ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კულ­ტუ­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან საზღ­ვ­რად და­ი­ნა­ხეს, მხა­რედ, სა­დაც ეს კულ­ტუ­რა აღ­მო­სავ­ლე­თის კულ­ტუ­რებს ჰარ­მო­ნი­უ­ლად ერ­წყ­მის“ — წერს ჰე­ტერ ნას­მი­ტი. ოლი­ვერ უორ­დ­როპ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, პირ­ვე­ლად, 1887 წელს იმოგ­ზა­უ­რა და მა­ლე­ვე და­წე­რა წიგ­ნი „სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­მე­ფო“. „სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთა­ვა­რი ხიბ­ლი მის ხალ­ხ­შია — წერს ოლი­ვე­რი — ქარ­თ­ვე­ლე­ბი არა მარ­ტო შე­სა­ხე­და­ვად არი­ან მომ­ხიბ­ვ­ლელ­ნი, არა­მედ ძა­ლი­ან მო­სიყ­ვა­რუ­ლე და თბი­ლი ხალ­ხია. ამ სა­ოც­რად მხი­ა­რულ, გულ­ღია, ხელ­გაშ­ლილ, გულ­წ­რ­ფელ, გა­ურ­ყ­ვ­ნელ ხალხს შო­რის ცხოვ­რე­ბა სა­უ­კე­თე­სო წა­მა­ლია მე­ლან­ქო­ლი­ი­სა­გან და მი­ზან­ტ­რო­პი­ი­სა­გან გან­სა­კუ­რნებ­ლად, რაც კარ­გად მო­გეხ­სე­ნე­ბათ რაც არის“. ოლი­ვერ უორ­დ­რო­პის „სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­მე­ფოს“ მო­წო­ნე­ბით შეხ­ვ­და მკითხ­ვე­ლი. ერ­თი ინ­გ­ლი­სე­ლი რე­ცენ­ზენ­ტი, 1889 წლის 23 თბერ­ვალს, წერ­და: „ბა­ტო­ნი უორ­დ­რო­პის ნაშ­რო­მი ეკუთ­ვ­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე მოგ­ზა­უ­რო­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა­თა გად­მომ­ცემ იმ მცი­რე­რიცხო­ვან წიგ­ნ­თა რიცხვს, რო­მელ­ნიც ღირ­ს­ნი არი­ან თით­ქ­მის მხო­ლოდ ქე­ბი­სა. ამ წიგ­ნის წა­კითხ­ვა უნ­და ვურ­ჩი­ოთ ყვე­ლას, ვი­საც სურს სან­დო პირ­ველ­წყა­რო­დან შე­ი­ძი­ნოს ცოდ­ნა ფრი­ად სა­ინ­ტე­რე­სო და თით­ქ­მის უც­ნო­ბი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ“. ოლი­ვერ­მა შე­ის­წავ­ლა ქარ­თუ­ლი ენა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი მი­უძღ­ვ­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს.1919 წლის ივ­ლის­ში ოლი­ვერ უორ­დ­როპს მთავ­რო­ბამ ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ბრი­ტა­ნე­თის მთა­ვა­რი რწმუ­ნე­ბუ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა შეს­თა­ვა­ზა. აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი ოლი­ვე­რი, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­მუ­შა­ოდ წარ­გ­ზავ­ნა­ზე ოც­ნე­ბობ­და, და­თან­ხ­მ­და შე­თა­ვა­ზე­ბულ წი­ნა­და­დე­ბას. იმ მღელ­ვა­რე წლებ­ში ოლი­ვერ­მა უდი­დე­სი ენერ­გია შე­ა­ლია ახა­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მშე­ნებ­ლო­ბას. 1919 წლის ივ­ლის­ში იგი თბი­ლისს ეწ­ვია, რო­გორც ბრი­ტა­ნე­თის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ოლი­ვერ უორ­დ­რო­პი ევ­რო­პა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ქო­მა­გად მი­იჩ­ნე­ო­და. ამას მოწ­მობს 1918 წლის 18 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რის, აკა­კი ჩხენ­კე­ლის წე­რი­ლი, რო­მელ­შიც ის იმე­დოვ­ნებს, რომ ოლი­ვე­რის ძა­ლის­ხ­მე­ვით ბრი­ტა­ნე­თი და მი­სი მო­კავ­ში­რე­ე­ბი ახალ, და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვე­ყა­ნას მხარს და­უ­ჭე­რენ. 1920 წლის 12 იან­ვარს ოლი­ვერ უორ­დ­რო­პი თბი­ლი­სი­დან მე­უღ­ლეს სწერს: „ეს დღე ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერ­თი უბედ­ნი­ე­რე­სი დღეა. ეს წუ­თია, დავ­ბ­რუნ­დი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რის მი­ღე­ბი­დან. მე მათ ვამ­ც­ნე, რომ ჩვენ­მა მო­კავ­ში­რე­ებ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მთავ­რო­ბე­ბი დე ფაქ­ტოდ აღი­ა­რეს. ას­რულ­და ის, რა­ზეც ოც­და­ა­თი წე­ლი ვოც­ნე­ბობ­დი. ვუგ­ზავ­ნით ამ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბან­კე­ტის მო­საწ­ვე­ვებს მთავ­რო­ბის წევ­რ­ებ­სა და მო­კავ­ში­რე ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს. ბან­კე­ტი გა­ი­მარ­თე­ბა 14 იან­ვარს, წმინ­და ნი­ნოს დღეს. ჩვე­ნი დრო­შა პირ­ვე­ლად ფრი­ა­ლებს აივ­ნი­დან. რე­კა­ვენ ეკ­ლე­სი­ის ზა­რე­ბი, მთე­ლი ქა­ლა­ქი სადღე­სას­წა­უ­ლოდ ემ­ზა­დე­ბა“... სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ ოლი­ვერ უორ­დ­როპ­მა, ქარ­თულ ემიგ­რა­ცი­ას­თან ერ­თად, და­ა­არ­სა ქარ­თუ­ლი კო­მი­ტე­ტი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, გა­მოს­ცემ­და ჟურ­ნალს „გე­ორ­გი­კა“. ის ქარ­თ­ვე­ლო­ლო­გი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. „ყვე­ლა­ზე ქარ­თ­ვე­ლი ბრი­ტა­ნე­ლის“ სა­ხე­ლით ცნო­ბილ ოლი­ვერ უორ­დ­როპს10 ოქ­ტომ­ბერს 150 წე­ლი შე­უს­რულ­და. „ის, რომ დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო თა­ვის საზღ­ვ­რებ­ში აღი­ა­რე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ო­ბის მი­ერ, ის, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლომ 1918 წელს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვა, ის, რომ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ მა­შინ­დელ­მა და დღე­ვან­დელ­მა მსოფ­ლი­ომ ბევ­რი რამ იცის, მეტ­წი­ლად ოლი­ვერ უორ­დ­რო­პის დამ­სა­ხუ­რე­ბაა — ამ­ბობს ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კა­ლან­დია, — მან ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა ამის­თ­ვის — თავ­და­ვიწყე­ბით უყ­ვარ­და ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხი. ერთ-ერთ ბრი­ტა­ნულ წყა­რო­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ვიქ­ტო­რი­ა­ნუ­ლი ეპო­ქა იყო ახა­ლი ქვეყ­ნე­ბის ძი­ე­ბი­სა და აღ­მო­ჩე­ნე­ბის ეპო­ქა. და-ძმამ — ოლი­ვერ და მარ­ჯო­რი უორ­დ­რო­პებ­მა — სწო­რედ ვიქ­ტო­რი­ა­ნულ ეპო­ქა­ში შე­იტყ­ვეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­სა­ხებ. ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რ­და ოლი­ვერ­მა, ჯერ კი­დევ ოქ­ს­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­მა, იმოგ­ზა­უ­რა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში — 22 წლი­სამ. გა­იც­ნო ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე და მი­სი წვლი­ლი ძა­ლი­ან დი­დია — და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლო და ოლი­ვერს თავ­და­ვიწყე­ბით შე­უყ­ვარ­და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა. ოლი­ვე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით იგებს ამ ქვეყ­ნის შე­სა­ხებ მარ­ჯო­რიც და კი­დევ უფ­რო იზ­რ­დე­ბა მი­სი ინ­ტე­რე­სი. რო­ცა ოლი­ვე­რი მე­ო­რედ ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დას გა­უგ­ზავ­ნა დე­პე­შა, სა­დაც წერს, რომ არის ბა­თუმ­ში. მარ­ჯო­რი ძმას ასე­თი წე­რი­ლით პა­სუ­ხობს: „სამ­წუ­ხა­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, ვე­რა­ვის­ზე და ვე­რა­ფერ­ზე ვერ ვფიქ­რობ, გარ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­სი“. მან და­წე­რა წიგ­ნი — „სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­მე­ფო“, რო­მე­ლიც ევ­რო­პუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, იყო პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი მო­ნოგ­რა­ფია სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­სა­ხებ. ეს ის პე­რი­ო­დია, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო — ასე­თი სა­ხელ­მ­წი­ფო არ არ­სე­ბობს, არ­სე­ბობს თბი­ლი­სის და ქუ­თა­ი­სის გუ­ბერ­ნი­ე­ბი. სწო­რედ მა­შინ წერს უორ­დ­რო­პი წიგნს სა­ხელ­წო­დე­ბით „სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­მე­ფო“ — ეს ძა­ლი­ან სიმ­ბო­ლუ­რია. აქ მოთხ­რო­ბი­ლია ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხის თავ­გა­და­სა­ვა­ლი, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის, თა­მარ მე­ფის შე­სა­ხებ და ა.შ. აღ­წე­რი­ლია ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მდი­და­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი, რაც მთა­ვა­რია, ნაჩ­ვე­ნე­ბია ჩვე­ნი თვით­მ­ყო­ფა­დი ბუ­ნე­ბა. ევ­რო­პე­ლი მკითხ­ვე­ლის­თ­ვის კარ­გად არის ახ­ს­ნი­ლი, რომ ქარ­თ­ვე­ლე­ბი რუ­სე­ბი არ არი­ან, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი თვით­მ­ყო­ფა­დი ხალ­ხია და მათ თა­ვი­ან­თი კულ­ტუ­რა აქვთ. რომ არა ოლი­ვერ უორ­დ­რო­პი, მე, რო­გორც ის­ტო­რი­კოსს, გა­მი­ჭირ­დე­ბა გითხ­რათ, რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბო­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბე­დი. მინ­და, ეს ყვე­ლა ქარ­თ­ველ­მა გა­ი­სიგ­რ­ძე­გა­ნოს, იმი­ტომ რომ ჩვენ ამ ადა­მი­ა­ნის მი­მართ უნ­და გვა­მოძ­რა­ვებ­დეს უდი­დე­სი მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბა. 1920 წელს, რო­ცა დე ფაქ­ტოდ აღი­ა­რეს ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, მან თა­ვის მე­უღ­ლეს ასე­თი წე­რი­ლი მის­წე­რა: ახ­და ის ოც­ნე­ბა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც 30 წე­ლი ვფიქ­რობ­დი და ვდარ­დობ­დიო. ოლი­ვერ უორ­დ­რო­პის­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა იყო ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი, არ­სი და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თ­ვის, რომ ამ მიზ­ნის­თ­ვის მი­ეღ­წია.“ ყვე­ლა­ზე დი­დი სა­ცა­ვი — არ­ქი­ვი უორ­დ­რო­პე­ბის შე­სა­ხებ სწო­რედ ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­შია და­ცუ­ლი, ამას გი­ორ­გი კა­ლან­დია იმით ხსნის, რომ „მარ­ჯო­რი და ოლი­ვერ უორ­დ­რო­პებს მე-20 სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში ქარ­თ­ველ ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ას­თან აქ­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქარ­თუ­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცია, ძი­რი­თა­დად, წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი­თა და სა­მუ­სი­კო ხე­ლოვ­ნე­ბით. ჩვენ არა მარ­ტო ჩვენს მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი ქარ­თუ­ლი მა­სა­ლე­ბის გა­მო­ფე­ნა გვინ­დო­და, არა­მედ გვინ­დო­და გა­მოგ­ვე­ფი­ნა ოქ­ს­ფორ­დ­ში, ბოდ­ლე­ა­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და­ცუ­ლი სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლე­ბიც. ეს იყო სდა­სუს და ხე­ლოვ­ნე­ბის სახ­ლის ერ­თობ­ლი­ვი სა­მეც­ნი­ე­რო ექ­ს­პე­დი­ცია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩე­მი ცხოვ­რე­ბა ისე წა­რი­მარ­თა, რომ ქარ­თ­ველ­თა კვა­ლის სა­ძი­ებ­ლად მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში მო­მი­წია მოგ­ზა­უ­რო­ბა. თუმ­ცა არ­სად ისე­თი ემო­ცი­ე­ბი არ გამ­ჩე­ნია, რო­გო­რიც ბრი­ტა­ნეთ­ში, უორ­დ­რო­პე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის — სე­ვე­ნო­უ­ქი­სა და ოქ­ს­ფორ­დის ხილ­ვი­სას და­მე­უფ­ლა. ეს იყო ორი ურ­თი­ერ­თ­სა­პი­რის­პი­რო გან­ც­და: ერ­თი მხრივ, დი­დი ტკი­ვი­ლი, მე­ო­რე მხრივ კი — სა­ო­ცა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა. მა­ხა­რებ­და და-ძმა უორ­დ­რო­პე­ბის შრო­მის ნა­ყო­ფი, რა­საც კარ­გად გრძნობ ბოდ­ლე­ა­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კის ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბის და­ნახ­ვი­სას თუ ოქ­ს­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სხვა­დას­ხ­ვა შე­ნო­ბა­ში სტუმ­რო­ბი­სას. მთრგუ­ნავ­და ჟამ­თას­ვ­ლის და­უნ­დობ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მი­ვიწყე­ბის სუ­და­რას თით­ქოს ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს აფა­რებს. დღეს უორ­დ­რო­პე­ბის მშობ­ლი­ურ სე­ვე­ნოქ­ში თით­ქ­მის არა­ვინ იცის „ინ­გ­ლი­სის იმ ტურ­ფა ასუ­ლის“ შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც მსოფ­ლი­ოს „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ გა­აც­ნო, ვერც იმ ახალ­გაზ­რ­და ოლი­ვერს იგო­ნე­ბენ, რო­მელ­მაც და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თ­ვე­ლოს უდი­დე­სი ამა­გი დას­დო...“ — ეს ჩა­ნა­წე­რი გი­ორ­გი კლან­დი­ას ეკუთ­ვ­ნის, რო­მე­ლიც მი­სი­ვე თა­ოს­ნო­ბით გა­მო­სულ კა­ტა­ლოგ­შია შე­სუ­ლი — „უორ­დ­რო­პე­ბი და სა­ქარ­თ­ვე­ლო“. კრე­ბუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით გა­მო­ი­ცა და მას­ში შე­ვი­და ბოდ­ლე­ა­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან სა­მეც­ნი­ე­რო ექ­ს­პე­დი­ცი­ის მი­ერ ჩა­მო­ტა­ნი­ლი მა­სა­ლა. Ìა­მეც­ნი­ე­რო ექ­ს­პე­დი­ცია სდა­სუ-ს პატ­რო­ნა­ჟი­თა და მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­და. „ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლაა. წა­მო­ვი­ღეთ მა­თი წე­რი­ლე­ბის ფო­ტო­ას­ლე­ბი და ფო­ტო­მა­სა­ლა. ერთ-ერთ ფო­ტო­ზე კარ­გად ჩანს მარ­ჯო­რის მი­ერ ნა­თარ­გ­მ­ნი „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“, ეს მი­სი ხელ­ნა­წე­რია. Îო­დე­საც მცველ­მა გა­და­შა­ლა ეს ხელ­ნა­წე­რი, არ და­მა­ვიწყ­დე­ბა მი­სი სიტყ­ვე­ბი: ღმერ­თო, რა ლა­მა­ზ­ად ჟღერს ინ­გ­ლი­სუ­რად, მარ­ჯო­რი კი ყო­ველ­თ­ვის უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო და ამ­ბობ­და, რომ ეს არ არის ზუს­ტად ისე თარ­გ­მ­ნი­ლი, რო­გორც მე მინ­დო­დაო. წარ­მოდ­გე­ნი­ლი მაქვს, ორი­გი­ნალ­ში რა ლა­მა­ზად იკითხე­ბა „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნიო“. მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლა წა­მო­ვი­ღეთ, მათ შო­რის სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რის წე­რი­ლე­ბი ოლი­ვერ უორ­დ­რო­პი­სად­მი, თუ რო­გორ სთხოვს ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მხარ­და­ჭე­რას და ბევ­რი სხვა.“ — ამ­ბობს გი­ორ­გი. ქარ­თ­ვე­ლი ის­ტო­რი­კო­სი ბე­ქა კო­ბა­ხი­ძე გა­მორ­ჩე­უ­ლი ენერ­გი­უ­ლო­ბით ცდი­ლობს უორ­დ­რო­პებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა გა­უ­წი­ოს. სა­ი­უ­ბი­ლეო დღე­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში, მან უორ­დ­რო­პებ­ზე ლექ­ცია წა­ი­კითხა. „ორი სიტყ­ვით მინ­და გითხ­რათ, ვინ იყო ოლი­ვერ უორ­დ­რო­პი პო­ლი­ტი­კურ დო­ნე­ზე. ყვე­ლამ ვი­ცო­დით იმის შე­სა­ხებ, რომ ოლი­ვერ უორ­დ­რო­პი სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ა­ში მი­სი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბის უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი იყო, მაგ­რამ ის­ტო­რი­კო­სებ­მაც კი არ ვი­ცო­დით, თუ რა რო­ლი ითა­მა­შა პო­ლი­ტი­კუ­რად და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად იმ პე­რი­ოდ­ში. ეს, ალ­ბათ, იმის ბრა­ლი იყო, რომ 70-წლი­ან საბ­ჭო­თა მმარ­თ­ვე­ლო­ბას სურ­და უორ­დ­რო­პე­ბის კულ­ტუ­რულ ჭრილ­ში გა­დაყ­ვა­ნა და არ სურ­და ოლი­ვერ უორ­დ­რო­პის წარ­მო­ჩე­ნა, რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და მი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბის თა­ვგა­მო­დე­ბუ­ლი მომ­ხ­რე ადა­მი­ა­ნი­სა. ჩე­მი დი­სერ­ტა­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბის დროს ვიმ­ყო­ფე­ბო­დი დი­დი ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს არ­ქივ­ში და ბოდ­ლე­ა­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, ფურ­ცე­ლი ფურ­ცელს მიჰ­ყ­ვე­ბო­და და ვხე­დავ­დი, რა გულ­მ­ხურ­ვა­ლედ უჭერ­და მხარს სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და ინ­ტენ­სი­უ­რად მო­ითხოვ­და ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს­გან, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს აღი­ა­რე­ბა მო­ეხ­დი­ნათ და დახ­მა­რე­ბოდ­ნენ რო­გორც იარა­ღით, ისე სურ­სა­თით. რო­გორც ის­ტო­რი­კო­სი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში არ ყო­ფი­ლა არც ერ­თი უცხო­ე­ლი, რო­მელ­საც ამ­ხე­ლა წვლი­ლი და ღვაწ­ლი ჰქონ­დეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­შე. გა­მიჩ­ნ­და გან­ც­და, რომ ქარ­თ­ველ­მა ხალ­ხ­მა სა­თა­ნა­დო მად­ლი­ე­რე­ბა უნ­და ვუთხ­რათ მას და ამის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა სწო­რედ 150 წლის იუბი­ლეს აღ­ნიშ­ვ­ნა. ბა­ტო­ნი ფრი­დონ საყ­ვა­რე­ლი­ძის მხარ­და­ჭე­რით, 25 ოქ­ტომ­ბერს, იხ­ს­ნე­ბა ოლი­ვერ უორ­დ­რო­პის სა­ხე­ლო­ბის სკვე­რი თბი­ლი­სის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის უკან. ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა იქ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო გზავ­ნი­ლი ყვე­ლა უცხო­ე­ლი დიპ­ლო­მა­ტი­სად­მი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ იღ­წ­ვის. მი­სი წყა­ლო­ბით, თბი­ლის­სა და ლონ­დონს შო­რის პირ­და­პი­რი ხა­ზი გა­ი­ბა და თი­თო­ე­უ­ლი წუ­ხი­ლი, რო­მე­ლიც ჰქონ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბას პირ­და­პირ, უშუ­ა­ლოდ ეც­ნო­ბე­ბო­და ხოლ­მე ლონ­დონ­ში ბრი­ტა­ნე­თის მი­ნის­ტ­რ­თა კა­ბი­ნეტს. სწო­რედ ამ მუ­შა­ო­ბამ გა­მო­ი­ღო შე­დე­გი და მო­ი­ტა­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბა. ოლი­ვერ­მა, ავად­მ­ყო­ფო­ბის გა­მო (პნევ­მო­ნი­ით და­ა­ვად­და) 1920 წლის აპ­რილ­ში ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა — შე­სა­ბა­მი­სად, ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა იმ დახ­მა­რე­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა, რა­საც ჩვენს ქვე­ყა­ნას უწევ­და.“ უორ­დ­რო­პე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო სა­საფ­ლაო სე­ვე­ნო­უქ­შია, მი­სი მიგ­ნე­ბა ქარ­თულ დე­ლე­გა­ცი­ას გა­უ­ჭირ­და. „სე­ვე­ნო­უქ­ში სა­მი დღე ვე­ძებ­დით საფ­ლავს, — გვი­ამ­ბობს გი­ორ­გი კა­ლან­დია — სა­საფ­ლა­ო­ზე გვითხ­რეს, რომ აქა­უ­რი კლი­მა­ტი მა­ლე შლის ქვებს და ალ­ბათ საფ­ლა­ვე­ბიც უკ­ვე გა­ნად­გურ­დაო. ბო­ლოს, ინ­გ­ლის­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, მა­რი­ნე თი­გიშ­ვილ­მა დაგ­ვი­ხა­ზა მარ­შ­რუ­ტი. ის ად­გი­ლი დღეს ნა­გავ­საყ­რე­ლი­ვით არის, ძვე­ლი, უკ­ვე „ჩავარ­დ­ნი­ლი“ სა­საფ­ლა­ოს ბო­ლო­ში, კუთხე­ში გა­ნის­ვე­ნებს და-ძმა. ეკალ­ბარ­დე­ბით და­ფა­რუ­ლი ქვე­ბი გავ­წ­მინ­დეთ, რომ საფ­ლა­ვე­ბი გა­მოგ­ვე­ჩი­ნა. ოლი­ვე­რის ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლის ვა­ჟი ავ­ს­ტ­რა­ლი­ა­ში ცხოვ­რობს. მი­მაჩ­ნია, რომ თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თ­ვე­ლი ისე­თი­ვე ვალ­დე­ბუ­ლე­ბას უნ­და გრძნობ­დეს მა­თი ხსოვ­ნის წი­ნა­შე, რო­გორც მემ­კ­ვიდ­რე­ე­ბი. სხვაგ­ვა­რ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას არ იმ­სა­ხუ­რებს ადა­მი­ა­ნი, ვინც ქარ­თ­ველ­თა შე­სა­ხებ წიგ­ნ­ში — „სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­მე­ფო“ — ასე მო­უთხ­რობს მკითხ­ველს: „სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთა­ვა­რი ხიბ­ლი მი­სი ხალ­ხია.“ ძა­ლი­ან გვინ­და, უორ­დ­რო­პე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო ეკ­ლე­სი­ა­ზე გა­ვა­კე­თოთ ბა­რე­ლი­ე­ფი წარ­წე­რით: „მად­ლი­ე­რი ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხის სა­ჩუ­ქა­რი“ — სა­ნამ არ­სე­ბობს ქარ­თულ-ბრი­ტა­ნუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მა­ნამ იარ­სე­ბებს უორ­დ­რო­პე­ბის სა­ხე­ლი“. გა­მო­ფე­ნას, სხვა სტუმ­რებ­თან ერ­თად, ოლი­ვერ უორ­დ­რო­პის სტი­პენ­დი­ან­ტი სტი­ვენ ჯონ­სიც სტუმ­რობ­და: „თქვენ წი­ნა­შე ორი მი­ზე­ზის გა­მო ვდგა­ვარ და ორი­ვე უორ­დ­რო­პებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მე ვი­ყა­ვი ოლი­ვერ უორ­დ­რო­პის სტი­პენ­დი­ან­ტი ოქ­ს­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მაგ­რამ სხვა მი­ზე­ზი მაქვს, თუ რა­ტომ ვლა­პა­რა­კობ ქარ­თუ­ლად. სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით, ერ­თხელ, ლონ­დონ­ში, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წა­ვაწყ­დი მარ­ჯო­რი უორ­დ­რო­პის „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ თარ­გ­მანს. სწო­რედ იქი­დან და­იწყო ჩე­მი ინ­ტე­რე­სი სა­ქარ­თ­ვე­ლო­სად­მი. ოლი­ვე­რი ძა­ლი­ან დი­დი მოღ­ვა­წე იყო და დი­დი საქ­მე გა­ა­კე­თა სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ მი­სი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე ვარ. დი­დი მად­ლო­ბა გი­ორ­გის, ბე­ქას, ყვე­ლას, ვინც ეს გა­მო­ფე­ნა მო­აწყო“. ექ­ს­პო­ზი­ცია მარ­თ­ლაც კი­დევ ერ­თი დას­ტუ­რი გახ­და იმი­სა, რომ უორ­დ­რო­პე­ბის ის­ტო­რია არ სრულ­დე­ბა, ამ უსას­რუ­ლო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი კი ბრი­ტა­ნულ-ქარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია. უორ­დ­რო­პე­ბის ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად გა­მო­ფე­ნის გახ­ს­ნა­ზე ან­სამ­ბ­ლ­მა „რუს­თავ­მა“ მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რი შე­ას­რუ­ლა, ხო­ლო გა­მო­ფე­ნა­ზე მი­სულ სტუმ­რებს „პეტ­რი­აშ­ვი­ლის მა­რა­ნი“ სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თ­ვის ჩა­მოს­ხ­მუ­ლი წი­თე­ლი მშრა­ლი ღვი­ნით — „ოლი­ვე­რი“ — გა­უ­მას­პინ­ძ­ლ­და.

25-28(942)N