გამოდის 1998 წლიდან
2014-12-04
ინო­ვა­ცია ყვე­ლა ბავ­შ­ვის­თ­ვის - ხე­ლახ­ლა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ მო­მა­ვა­ლი

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ის 25-ე წლის­თავ­ზე მსოფ­ლი­ოს ბავ­შ­ვ­თა მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ან­გა­რი­ში ად­გენს გეგ­მას ცვლი­ლე­ბე­ბის­თ­ვის.
„სას­წ­რა­ფო მოქ­მე­დე­ბაა სა­ჭი­რო, რომ მი­ლი­ო­ნო­ბით ბავ­შ­ვი არ დარ­ჩეს ინო­ვა­ცი­ე­ბით მო­ტა­ნი­ლი სარ­გებ­ლის მიღ­მა“  — აღ­ნიშ­ნავს გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დი (იუნი­სე­ფი) ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ის 25-ე წლის­თავ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ახალ ან­გა­რიშ­ში. ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის თა­ნახ­მად, კავ­ში­რებ­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას შე­უძ­ლია ახა­ლი, გლო­ბა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბა, რა­თა არ­სე­ბუ­ლი ინო­ვა­ცი­ე­ბი ყვე­ლა ბავ­შ­ვამ­დე მი­ვი­დეს.
ან­გა­რიშ­ში მსოფ­ლი­ოს ბავ­შ­ვ­თა მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ იუნი­სე­ფი მო­უ­წო­დებს მთავ­რო­ბებს, გან­ვი­თა­რე­ბის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, ბიზ­ნეს­მე­ნებს, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა აქ­ტი­ვის­ტებს და თე­მებს, რომ ერ­თად იმუ­შა­ონ ახა­ლი იდე­ე­ბის­თ­ვის ბავ­შ­ვე­ბის წი­ნა­შე მდგა­რი ყვე­ლა­ზე მწვა­ვე პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად და ახა­ლი გზე­ბის გა­მო­სა­ძებ­ნად, რომ სა­უ­კე­თე­სო და პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი ინო­ვა­ცი­ე­ბი უფ­რო მას­შ­ტა­ბუ­რი გახ­დეს — „ხე­ლახ­ლა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ მო­მა­ვა­ლი: ინო­ვა­ცია ყვე­ლა ბავ­შ­ვის­თ­ვის.“
ან­გა­რიშ­ში მრა­ვა­ლი წყა­რო­და­ნაა შეკ­რე­ბი­ლი უახ­ლე­სი ინო­ვა­ცი­ე­ბი. ეს ერ­თ­გ­ვა­რი ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი პლატ­ფორ­მაა, რო­მე­ლიც ასა­ხავს ინო­ვა­ცი­ე­ბის „რუ­კას“ სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში, მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, და მო­უ­წო­დებს ნო­ვა­ტო­რებს, „ამ რუ­კა­ზე“ სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბი და­ი­ტა­ნონ.
„უთა­ნას­წო­რო­ბა ისე­თი­ვე ასა­კო­ვა­ნია, რო­გორც კა­ცობ­რი­ო­ბა, მაგ­რამ ასე­ვეა ინო­ვა­ცი­აც და ამ უკა­ნას­კ­ნელს კა­ცობ­რი­ო­ბი­სათ­ვის ყო­ველ­თ­ვის პროგ­რე­სი მო­აქვს, — ამ­ბობს იუნი­სე­ფის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ან­ტო­ნი ლე­ი­კი — სულ უფ­რო და უფ­რო ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბულ სამ­ყა­რო­ში ად­გი­ლობ­რივ ინო­ვა­ცი­ებს შე­იძ­ლე­ბა გლო­ბა­ლუ­რი გავ­ლე­ნა ჰქონ­დეთ და ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში მო­უ­ტა­ნონ სარ­გე­ბე­ლი ბავ­შ­ვებს, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ ყო­ველ­დღი­უ­რად გა­ნიც­დი­ან უთა­ნას­წო­რო­ბას და უსა­მარ­თ­ლო­ბას. იმი­სათ­ვის, რომ ინო­ვა­ცი­ამ ყვე­ლა ბავშვს მო­უ­ტა­ნოს სარ­გე­ბე­ლი, ჩვენ კი­დევ უფ­რო ინო­ვა­ცი­უ­რე­ბი უნ­და ვი­ყოთ — გა­დავ­სინ­ჯოთ მე­თო­დი, რომ­ლი­თაც ხელს ვუწყობთ და სტი­მულს ვაძ­ლევთ ახალ იდე­ებს ჩვე­ნი უძ­ვე­ლე­სი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის სა­უ­კე­თე­სო პა­სუ­ხი მხო­ლოდ ზე­მო­დან მი­ღე­ბუ­ლი მი­თი­თე­ბე­ბით ან უშუ­ა­ლოდ ქვე­და დო­ნე­ე­ბი­დან არ მო­ვა, არც ქვეყ­ნე­ბის ერ­თი ჯგუ­ფი­დან მე­ო­რე ჯგუფ­თან. სა­უ­კე­თე­სო გზა გა­მოჩ­ნ­დე­ბა პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად შე­ქ­­მ­ნი­ლი ახა­ლი ქსე­ლე­ბი­დან და ინო­ვა­ცი­ებ­ზე მო­მუ­შა­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც საზღ­ვ­რებს მიღ­მა გა­დი­ან და აღ­წე­ვენ სხვა­დას­ხ­ვა სექ­ტორ­ში, რა­თა მის­წ­ვ­დ­ნენ ყვე­ლა­ზე რთუ­ლად მი­საღ­წევს. ეს პა­სუ­ხე­ბი თა­ვად ახალ­გაზ­რ­დე­ბი­სა­გან, მო­ზარ­დე­ბი­სა და ბავ­შ­ვე­ბის­გან მო­ვა.“
გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ­მა ასამ­ბ­ლე­ამ ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცია 1989 წელს მი­ი­ღო. მას შემ­დეგ უდი­დე­სი პროგ­რე­სია მიღ­წე­უ­ლი ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მხრივ — უზარ­მა­ზა­რი კლე­ბაა ხუთ წლამ­დე ასა­კის ბავ­შ­ვ­თა სიკ­ვ­დი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ში და გა­ი­ზარ­და წვდო­მა გა­ნათ­ლე­ბა­სა და სუფ­თა წყალ­ზე. თუმ­ცა, ყო­ველ­დღი­უ­რად ირ­ღ­ვე­ვა მი­ლი­ო­ნო­ბით ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა. ამა­ვე დროს, მსოფ­ლი­ოს უღა­რი­ბეს ბავ­შ­ვ­თა 20 პრო­ცენ­ტი, უმ­დიდ­რე­სი 20 პრო­ცენ­ტის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ორ­ჯერ მე­ტი ალ­ბა­თო­ბით, ვერ მი­აღ­წევს და­ბა­დე­ბის მე­ხუ­თე წელს. ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში თით­ქ­მის ყო­ვე­ლი მე­ოთხე ბავ­შ­ვი ჩაბ­მუ­ლია ბავ­შ­ვ­თა შრო­მა­ში და მი­ლი­ო­ნო­ბით ბავ­შ­ვი რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­ნიც­დის დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ას, ფი­ზი­კურ და სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას, შე­უ­რაცხ­ყო­ფა­სა და უგუ­ლე­ბელ­ყო­ფას.
იუნი­სე­ფის ამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ან­გა­რი­შის უახ­ლე­სი გა­მო­ცე­მა აცხა­დებს, რომ ისეთ­მა ინო­ვა­ცი­ებ­მა, რო­გო­რიც იყო ორა­ლუ­რი რე­ჰიდ­რა­ტა­ცი­უ­ლი მა­რი­ლე­ბი ან მზა სამ­კურ­ნა­ლო საკ­ვე­ბი, ბო­ლო 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი მო­ი­ტა­ნა მი­ლი­ო­ნო­ბით ბავ­შ­ვის­თ­ვის. ან­გა­რი­ში, ასე­ვე, მი­იჩ­ნევს რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კი­დევ მე­ტი ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­დუქ­ტი, პრო­ცე­სე­ბი და პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა, რა­თა და­ცუ­ლი იყოს ყვე­ლა­ზე რთუ­ლად მი­საწ­ვ­დო­მი ბავ­შ­ვე­ბის უფ­ლე­ბე­ბი. ციფ­რუ­ლი ან­გა­რი­ში მო­ი­ცავს მულ­ტი­მე­დი­ას და აქვს ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი ში­ნა­არ­სი, რო­მე­ლიც მო­უ­წო­დებს მკითხ­ველს, გა­უ­ზი­ა­როს სხვებს სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბი და ინო­ვა­ცი­ე­ბი. ან­გა­რი­ში აშუ­ქებს ისეთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ინო­ვა­ცი­ებს, რო­მელ­თაც უკ­ვე გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეს ცხოვ­რე­ბა, მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში. მათ შო­რი­საა:
სო­ლა­რუ­ლი ყუ­რი — სმე­ნის აპა­რა­ტის, მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი, გა­ნახ­ლე­ბა­დი ბა­ტა­რე­ის დამ­ტე­ნი. შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია იმ თე­მე­ბის­თ­ვის, რო­მელ­თაც არ აქვთ რე­გუ­ლა­რუ­ლი წვდო­მა ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ა­ზე. შე­იძ­ლე­ბა და­ი­ტე­ნოს მზის ენერ­გი­ით, სახ­ლის შუქ­ზე ან მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის დამ­ტე­ნით (ტენ­დე­კაი კა­ცი­გა, დეფ­ტ­რო­ნიკს, ბოც­ვა­ნა/ზიმ­ბაბ­ვე);
კვე­ბის მწვა­ვე დე­ფი­ცი­ტის/მალ­ნუტ­რი­ცი­ის თემ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მარ­თ­ვა (CMAM) — ზრუნ­ვის ეს მო­დე­ლი სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი, სამ­კურ­ნა­ლო კვე­ბის ცენ­ტ­რე­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი, ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი, და­ბა­ლი და­ფარ­ვის მო­დე­ლის­კენ იხ­რე­ბა, რო­მელ­საც და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი მარ­თა­ვენ და სა­ნაც­ვ­ლოდ, ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თარ სახ­ლ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი კლი­ნი­კე­ბის დახ­მა­რე­ბით და მზა სამ­კურ­ნა­ლო საკ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, მკურ­ნა­ლო­ბენ (სტივ კო­ლინ­ზი, VALID Nutrition-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი);
ებო­ლას კრი­ზი­სის პი­რო­ბებ­ში, ლი­ბე­რი­ე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის ჩაბ­მის სა­შუ­ა­ლე­ბა U-re­port-ის მეშ­ვე­ო­ბით, რაც მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სის­ტე­მას წარ­მო­ად­გენს და ახალ­გაზ­რ­დებს ეხ­მა­რე­ბა, გა­ი­გონ მათ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხე­ბი (იუნი­სე­ფი, ლი­ბე­რია);
„მო­ტივ­ტი­ვე“ სკო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე უზურ­ნ­ველ­ყო­ფენ გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას ბან­გ­ლა­დე­შის წყალ­დი­დო­ბის რის­კის ქვეშ მყოფ რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის (მო­ჰა­მედ რეზ­ვა­ნი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ციის Shidhulai Swanirvar Sangstha და­მა­არ­სე­ბე­ლი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი);
ვა­იბ­რა­ზო­რი — ორი კო­ლუმ­ბი­ე­ლი მო­ზარ­დი გო­გო­ნას მი­ერ გა­მო­გო­ნი­ლი მოწყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბულ ადა­მი­ა­ნებს უსაფ­რ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში გა­დატ­ვირ­თულ ურ­ბა­ნულ რა­ი­ო­ნებ­ში (ის­მარ კარ­თა­გე­ნა, კა­ტე­რი­ნა ფერ­ნან­დე­სი);
შარ­დ­ზე მო­მუ­შა­ვე გე­ნე­რა­ტო­რი (ნი­გე­რია) — ოთხ­მა მო­ზარ­დ­მა გო­გო­ნამ იმ ადა­მი­ან­თა და­სახ­მა­რებ­ლად შექ­მ­ნა, ვი­საც ნი­გე­რი­ა­ში რე­გუ­ლა­რუ­ლად არ მი­უწ­ვ­დე­ბა ხე­ლი ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ა­ზე;
„ბევ­რი ახალ­გაზ­რ­და გა­მომ­გო­ნე­ბე­ლია მთელ მსოფ­ლი­ო­ში — ყვე­ლა­ზე შო­რე­ულ კუთხე­ებ­შიც კი, ვინც ვალ­დე­ბუ­ლე­ბას იღებს შეც­ვა­ლოს მსოფ­ლიო ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის“ — ამ­ბობს ბის­მან დეუ, 16 წლის ახალ­გაზ­რ­და ჩან­დი­გა­რი­დან, ინ­დო­ე­თი­დან, რომ­ლის გა­მო­გო­ნე­ბაა —  ბრინ­ჯის ნარ­ჩე­ნე­ბის­გან შექ­მ­ნი­ლი სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლა.
„ყვე­ლა ქვე­ყა­ნას გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს და ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სე­ბუ­რად აგ­ვა­რებს ამ პრობ­ლე­მებს  — აღ­ნიშ­ნავს დეუ — ჩვენ უნ­და ვის­წავ­ლოთ ერ­თ­მა­ნე­თის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან, გა­ვერ­თი­ან­დეთ, რო­გორც ინო­ვა­ცი­ე­ბის გლო­ბა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და წარ­მოვ­შ­ვათ იდე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლურ ცვლი­ლე­ბას მო­ი­ტანს.“
იუნი­სეფ­მა ინო­ვა­ცი­ებს, თა­ვი­სი 190-ზე მე­ტი ქვეყ­ნის­გან შემ­დ­გა­რი ქსე­ლით, პრი­ო­რი­ტე­ტი მი­ა­ნი­ჭა და შექ­მ­ნა მთა­ვა­რი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი გვერ­დე­ბი მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, მათ შო­რის: ავ­ღა­ნეთ­ში, ჩი­ლე­ში, კო­სო­ვო­ში, უგან­და­სა და ზამ­ბი­ა­ში, რა­თა ხე­ლი შე­უწყოს აზ­როვ­ნე­ბის, მუ­შა­ო­ბი­სა და პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ახალ სტილს და წარ­მო­ა­ჩი­ნოს ად­გი­ლობ­რი­ვი ტა­ლან­ტე­ბი.


***
„აქ­ტი­უ­რი სა­უბ­რე­ბის“ ფარ­გ­ლებ­ში, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ნა­წი­ლი იყო და მიზ­ნად ისა­ხავ­და სა­ინ­ტე­რე­სო და ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბის შეკ­რე­ბას შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად, „პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, გი­ორ­გი დე­მეტ­რაშ­ვილ­მა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო ინო­ვა­ცია შეს­თა­ვა­ზა სა­ზო­გა­დო­ე­ბას — „სა­თა­მა­შო­ე­ბი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის“: „სა­თა­მა­შო ინ­დუს­ტ­რი­ის მეს­ვე­უ­რე­ბი დი­დი ხა­ნია მიხ­ვ­დ­ნენ, რო­დე­საც ბავ­შ­ვი თა­მაშ­ში წარ­მა­ტე­ბას აღ­წევს, მე­ტი და მე­ტი თა­მა­ში უნ­დე­ბა. ამი­ტო­მაა გა­ჯე­ტე­ბის ბიზ­ნე­სი წარ­მა­ტე­ბუ­ლი, გა­ნათ­ლე­ბის ინ­დუს­ტ­რი­ა­ში კი ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ მივ­მ­ხ­ვ­დარ­ვართ, რომ, რაც უფ­რო წარ­მა­ტე­ბუ­ლია ბავ­შ­ვი, მით უფ­რო ნა­ყო­ფი­ე­რად სწავ­ლობს. ამი­ტომ „გა­და­ბარ­გ­დ­ნენ“ ბავ­შ­ვე­ბი თა­მა­შის სამ­ყა­რო­ში. ასე რომ არ მოხ­დეს, სახ­ლ­შიც უნ­და ვი­პო­ვოთ ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ჩვენც და ბავ­შ­ვე­ბიც წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით. უმ­თავ­რე­სი ამო­სა­ვა­ლი არის ის, თუ რა მოს­წონს მას, რა ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს. ამის შემ­დეგ ნელ-ნე­ლა უნ­და და­ვიწყოთ ფიქ­რი იმა­ზე, რო­გორ შე­ვუწყოთ ხე­ლი ბავ­შ­ვის ამ ინ­ტე­რე­სე­ბის ძი­ე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბას. არ და­უ­მა­ლოთ მათ ნივ­თე­ბი, რომ­ლი­თაც თა­მა­შო­ბენ, თუნ­დაც სამ­ზა­რე­უ­ლოს ნივ­თე­ბი. მო­დი, ხე­ლი შე­უწყ­ვეთ იმას, რომ ბავ­შ­ვებ­მა თვი­თონ აღ­მო­ა­ჩი­ნონ სა­თა­მა­შო­ე­ბი, გი­კარ­ნა­ხონ, რა არის მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო და იქ იყა­ვით იმ მო­მენ­ტ­ში, იმ აღ­მო­ჩე­ნის, სი­ა­მოვ­ნე­ბის პრო­ცეს­ში და მას­თან ერ­თად გა­ი­ზი­ა­რეთ ეს. ასე ძა­ლი­ან ბევრ სა­თა­მა­შოს აღ­მო­ა­ჩენთ. შე­იძ­ლე­ბა ბავ­შ­ვ­მა ქა­ო­სი შექ­მ­ნას იმ ნივ­თე­ბით, რომ­ლი­თაც თა­მა­შობს, მაგ­რამ არ შე­შინ­დეთ, ეს ქა­ო­სი აუცი­ლებ­ლად და­ლაგ­დე­ბა და, რაც მთა­ვა­რია, ქა­ო­სი ძა­ლი­ან ბევრ და­დე­ბით ემო­ცი­ას მის­ცემს მას. მე­ტიც, ეს ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­ც­დას მო­უ­ტანს ბავ­შ­ვებს. შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი სა­თა­მა­შოც კი უყი­დოთ ბავ­შ­ვებს, მაგ­რამ ამით ვერ და­ა­ინ­ტე­რე­სოთ, მას სა­კუ­თა­რი გზა და ხედ­ვა აქვს, რო­გორ გა­ერ­თოს. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მიყ­ვეთ მას — თა­მა­შის მთა­ვა­რი შე­დე­გი ხომ ის ემო­ცი­ე­ბია, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვ­საც და­დე­ბი­თად მუხ­ტავს და თქვენც.“

25-28(942)N