გამოდის 1998 წლიდან
2014-12-04
პროფესიული განვითარების ლაბორატორიის იუბილე

ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

10 წე­ლია, რაც ვახ­ტანგ ეს­ვან­ჯი­ას სა­ხე­ლო­ბის იტა­ლი­ურ სკო­ლა­ში (დი­რექ­ტო­რი — მაია ლაგ­ვი­ლა­ვა) პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია მუ­შა­ობს. 7 წე­ლია, პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ას მა­ნა­ნა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს. სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რიღს მი­ეძღ­ვ­ნა მას­წავ­ლე­ბელ­თა კონ­ფე­რენ­ცია, რო­მელ­ზეც პე­და­გო­გებ­მა მათ მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი დამ­ხ­მა­რე სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი — პოს­ტე­რე­ბი, წიგ­ნე­ბი, თე­მა­ტუ­რი გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბი, სა­მუ­შაო რვე­უ­ლე­ბი, მულ­ტი­მე­დი­უ­რი პრდუქ­ტე­ბი და ა.შ. — წარ­მო­ად­გი­ნეს, რომ­ლე­ბიც სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ბა­ზა­ზე შე­იქ­მ­ნა. ყვე­ლა პრე­ზენ­ტა­ცია კონ­კ­რე­ტულ რე­სურ­ს­ზე იყო მიბ­მუ­ლი, რა­მაც მოხ­სე­ნე­ბე­ბი მსმე­ნელ­თათ­ვის უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო და თვალ­სა­ჩი­ნო გა­ხა­და.
მოწ­ვე­უ­ლი იყ­ვ­ნენ: აკა­დე­მი­უ­რი წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი — ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (რო­მელ­თა­ნაც სკო­ლა აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შ­რომ­ლობს), გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი, ხა­რის­ხის მარ­თ­ვის სამ­სა­ხუ­რი, გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი და კერ­ძო სკო­ლე­ბი.
მა­ნა­ნა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი: „2014 წე­ლი სა­ი­უ­ბი­ლეო წე­ლია, ჩვენს ლა­ბო­რა­ტო­რი­ას 10 წე­ლი შე­უს­რულ­და. რად­გან კონ­ფე­რენ­ცია სა­ი­უ­ბი­ლეო იყო, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ სკო­ლა­ში ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა. ჩვე­ნი დარ­ბა­ზის სივ­რ­ცე თა­ვი­სუ­ფა­ლი დას­წ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევ­და (შარ­შან ჩვე­ნი სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­თა კონ­ფე­რენ­ცია მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლ­ში ჩა­ტარ­და და იქ თა­ვი­სუ­ფა­ლი დას­წ­რე­ბა გვქონ­და, რად­გან ფარ­თი იძ­ლე­ო­და ამის სა­შუ­ა­ლე­ბას). მო­საწ­ვე­ვე­ბი და­ვუგ­ზავ­ნეთ კერ­ძო სკო­ლებს, რომ­ლე­ბიც მოsკ­ლე­ბუ­ლი არი­ან ამ ტი­პის კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. რო­გორც წე­სი, სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი უმე­ტე­სად სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თათ­ვი­საა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი. ამი­ტომ ჩვე­ნი სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა გა­დაწყ­ვი­ტა კერ­ძო სკო­ლე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის­თ­ვის მი­ე­მარ­თა და მოგ­ვეწ­ვია კერ­ძო სკო­ლე­ბი, ასე­ვე სკო­ლე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც ვმე­გობ­რობთ და ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ.
ვფიქ­რობ­დით, რა ყო­ფი­ლი­ყო კონ­ფე­რენ­ცი­ის თე­მა­ტი­კა და კონ­ცეფ­ცია — გა­დაწყ­და აქ­ცენ­ტი 2013-14 სას­წავ­ლო წელს, მას­წავ­ლე­ბელ­თა მი­ერ, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თ­ვის შექ­მ­ნი­ლი და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ფე­ნი­ლია და სტუმ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, უშუ­ა­ლოდ გა­ეც­ნონ წარ­მოდ­გე­ნილ რე­სურ­სებს და თან პრე­ზენ­ტა­ცი­ებს მო­უს­მი­ნონ.
უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც ჩვე­ნი სკო­ლა უშ­ვებს მე­თო­დუ­რი მა­სა­ლე­ბის თე­მა­ტურ ან­თო­ლო­გი­ას, რო­მელ­შიც ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის უკ­ვე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ე­ბი („ახალ გა­ნათ­ლე­ბა­ში“ და maswavlebeli.ge-ზე) იბეჭ­დე­ბა. სკო­ლის ბა­ზა­ზე არ­სე­ბუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა სამ მოთხოვ­ნა­ზე დგას — სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა, მას­წავ­ლებ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა და სა­ხელ­მ­წი­ფოს დაკ­ვე­თა.“
კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ყვე­ლა საგ­ნობ­რი­ვი კა­თედ­რა იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ტი­კით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ზო­გი­ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში — ინო­ვა­ცი­უ­რიც კი იყო.
„ქი­მი­ის სწავ­ლე­ბა­ში
ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერ­გ­ვა“
ზა­ი­რა ბეს­ტა­ვაშ­ვი­ლი
— სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო კა­თედ­რა: „ქიმ­ს­კე­ჩი სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მაა, რო­მელ­შიც გა­ად­ვი­ლე­ბუ­ლია ყვე­ლა იმ სა­კითხის შეს­წავ­ლა, რომ­ლის ცოდ­ნაც მო­ეთხო­ვე­ბა მოს­წავ­ლეს. რო­დე­საც ამ პროგ­რა­მის შე­სა­ხებ შე­ვიტყ­ვე, გა­დავ­წყ­ვი­ტე, ქი­მი­ის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა. პე­და­გო­გე­ბი მუდ­მი­ვად ვე­ძებთ ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ებს, რომ­ლე­ბიც საგ­ნის სწავ­ლე­ბას გაგ­ვი­მარ­ტი­ვებს.
გა­ვი­ა­რეთ ტრე­ნინ­გე­ბი, პროგ­რა­მა ქიმ­ს­კე­ჩი ძა­ლი­ან მოგ­ვე­წო­ნა და გა­დავ­წყ­ვი­ტეთ ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის გაგ­ვეც­ნო. მო­ვამ­ზა­დეთ მოკ­ლე გზამ­კ­ვ­ლე­ვი, რო­მელ­შიც მო­ცე­მუ­ლია მიზ­ნე­ბი და ორი ნა­წი­ლის­გან შემ­დ­გა­რი ფა­ი­ლე­ბი: ვერ­ბა­ლუ­რი ნა­წი­ლი — ინ­ს­ტ­რუქ­ცია, რო­გორ მო­იქ­ცეს პროგ­რა­მის მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი და ვი­ზუ­ა­ლუ­რი ფან­ჯა­რა — პრაქ­ტი­კუ­ლად რო­გორ შეს­რულ­დეს ესა თუ ის ოპე­რა­ცია. ორ­გა­ნულ ქი­მი­ა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ნივ­თი­ე­რე­ბაა, 5 მი­ლი­ონ­ზე მე­ტი, უმ­რავ­ლე­სო­ბას ძა­ლი­ან რთუ­ლი ფორ­მუ­ლე­ბი აქვს, და­სა­წე­რა­დაც დიდ დროს მო­ითხოვს და ისე­დაც რთუ­ლია. ამ პროგ­რა­მას მზა ფორ­მუ­ლე­ბის ბა­ზა აქვს, მოს­წავ­ლე გა­მო­ი­ძა­ხებს რა ნივ­თი­ე­რე­ბაც უნ­და და ნე­ბის­მი­ერ ოპე­რა­ცი­ას შე­ას­რუ­ლებს. ყვე­ლა ნი­თი­ე­რე­ბას თა­ვი­სი თვი­სე­ბე­ბი აქვს და მოს­წავ­ლე­ებს უჭირთ ამ თვი­სე­ბე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა, პროგ­რა­მა­ში ყვე­ლა ნივ­თი­ე­რე­ბა­ზე ყვე­ლა პა­რა­მეტ­რია მო­ცე­მუ­ლი — სიმ­კ­ვ­რი­ვე, ფარ­დო­ბი­თი ატო­მუ­რი და მო­ლე­კუ­ლუ­რი მა­სა, თი­თო­ე­უ­ლი ელე­მენ­ტის წო­ნა, მა­სუ­რი წი­ლი და ა.შ. ქიმ­ს­კე­ჩის დახ­მა­რე­ბით იოლია რთუ­ლი გარ­დაქ­მ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ყვე­ლა­ზე მე­ტად რაც ახა­ლი­სებთ ბავ­შ­ვებს, ეს არის 3დ-ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ფორ­მუ­ლე­ბი — რო­ცა მო­ლე­კუ­ლა ტრი­ა­ლებს და თვალ­ნათ­ლივ ჩანს მი­სი სრუ­ლი აღ­ნა­გო­ბა, ორ­მა­გი თუ სამ­მა­გი ბმე­ბი, რაც ვი­ზუ­ა­ლურ წარ­მოდ­გე­ნას უქ­მ­ნის მოს­წავ­ლეს და კარ­გად ამახ­სოვ­რ­დე­ბა. ქიმ­ს­კეჩს დი­დი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვს. რო­გორც ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია ვორ­დის ფა­ი­ლე­ბის­გან შექ­მ­ნას სა­ქა­ღალ­დე, ასე­ვე შე­უძ­ლი­ათ მოს­წავ­ლე­ებს ქიმ­ს­კე­ჩის დახ­მა­რე­ბით შექ­მ­ნან სა­კუ­თა­რი სა­ქა­ღალ­დე­ე­ე­ბი, რომ­ლებ­შიც მარ­ტი­ვად იმუ­შა­ვე­ბენ.“

უზ­ნა­ძის კონ­ცეფ­ცია ლი­ტე­რა­ტუ­რის
სწავ­ლე­ბა­ში ანუ გან­წყო­ბა, რო­გორც მთა­ვა­რი პა­რა­დიგ­მა“
ეკა ჭკუ­ა­სე­ლი
— ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის კა­თედ­რა: „ჩვე­ნი რე­სურ­სი, ძი­რი­თა­დად, და­მა­ტე­ბით სა­კითხავ ლი­ტე­რა­ტუ­რას ეხე­ბა, რო­მე­ლიც, სა­ზაფხუ­ლო არ­და­დე­გებ­ზე და შემ­დ­გომ თვე­ში ერ­თხელ და­გეგ­მილ გაკ­ვე­თილ­ზე, კლას­გა­რე­შე ლი­ტე­რა­ტუ­რის გაც­ნო­ბას გუ­ლის­ხ­მობს. მა­გა­ლი­თად, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლე­ბი გა­დი­ან გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის „კა­ცი, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა უყ­ვარ­და“. იქ, ლი­ტე­რა­ტუ­რის მა­გი­უ­რი ძა­ლის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, უამ­რა­ვი მწე­რა­ლია ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბას ბავ­შ­ვე­ბი არ იც­ნო­ბენ, რად­გან სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ არის. სწო­რედ ამ ნა­წარ­მო­ე­ბებს ვაც­ნობთ ბავ­შ­ვებს, რომ  აღარ გა­უჩ­ნ­დეთ შე­კითხ­ვა, ვინ არის ეს მწე­რა­ლი. წელს სწავ­ლე­ბის ზე­და სა­ფე­ხურ­ზე ავირ­ჩი­ეთ კორ­ტა­სა­რი. შე­სა­ბა­მი­სად, უფ­როს­კ­ლა­სე­ლებს და­ვა­ლე­ბად ეძ­ლე­ვათ ამ მწერ­ლის მოთხ­რო­ბე­ბის წა­კითხ­ვა. წა­კითხუ­ლის ირ­გ­ვ­ლივ მსჯე­ლო­ბის­თ­ვის, სა­გან­გე­ბოდ, ერ­თი დღეა გა­მო­ყო­ფი­ლი. ამ დღეს მოს­წავ­ლე­ებს სრულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვაძ­ლევთ, ყვე­ლა აზ­რი მი­სა­ღე­ბია, არ ვი­ყე­ნებთ „წი­თელ კა­ლამს“ და არ ვართ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ უფ­რო „პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი“ ვართ და გაკ­ვე­თი­ლი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­დის. ვფიქ­რობ, წიგ­ნი­ე­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ამას დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. დღეს წარ­მოდ­გე­ნი­ლი გვაქვს ბავ­შ­ვე­ბის ვა­რი­ან­ტე­ბი.“

ლო­გი­კუ­რი ამო­ცა­ნე­ბის ტი­პე­ბი და მოს­წავ­ლის
აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ასა­კობ­რი­ვი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი“
მა­ნა­ნა თო­ფუ­რია
— მა­თე­მა­ტი­კი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კა­თედ­რა: „ჩვე­ნი სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის­თ­ვის ლო­გი­კის და­მა­ტე­ბი­თი რვე­უ­ლი შევ­ქ­მე­ნით. იკ­ვე­თე­ბა, რომ მოს­წავ­ლე­ებს ცო­ტა უჭირთ ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბა, ცოდ­ნის დაგ­რო­ვე­ბა უფ­რო ად­ვი­ლია მათ­თ­ვის, ვიდ­რე მე­რე ამ ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა. ეს დამ­ხ­მა­რე რე­სურ­სია, რო­მე­ლიც შე­ვი­მუ­შა­ვეთ მოს­წავ­ლე­თა ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის დო­ნის ასა­მაღ­ლებ­ლად. იან­ვ­რი­დან და­ვიწყებთ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში გა­მო­ყე­ნე­ბას.
რვე­უ­ლი სამ­ნა­წი­ლი­ა­ნია, პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი უკ­ვე მზად არის, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მე­ო­რე და მე­სა­მე ნა­წი­ლე­ბიც იქ­ნე­ბა. პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი უფ­რო მარ­ტი­ვი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის­გან შედ­გე­ბა, 10 გაკ­ვე­თილს პა­ტა­რა ტეს­ტი მოჰ­ყ­ვე­ბა, ასე­ვე იქ­ნე­ბა აგე­ბუ­ლი მე­ო­რე და მე­სა­მე ნა­წი­ლე­ბიც, ოღონდ და­ლა­გე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სირ­თუ­ლის მი­ხედ­ვით.“

„სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებ­ში ტეს­ტე­ბის კრე­ბუ­ლის შექ­მ­ნის
მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი ას­პექ­ტე­ბი“
მაია ცინ­ცა­ძე
— სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბის კა­თედ­რა: „ჩვე­ნი სკო­ლის სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო კა­თედ­რამ მო­ამ­ზა­და ტეს­ტე­ბი და სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის­თ­ვის, რო­მე­ლიც ვჳჳ-ხჳჳ კლა­სებს მო­ი­ცავს — ქი­მია, ფი­ზი­კა, ბი­ო­ლო­გია. ეს კრე­ბუ­ლი გა­მო­ად­გე­ბათ რო­გორც პე­და­გო­გებს შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, ასე­ვე მოს­წავ­ლე­ებ­საც, რომ­ლე­ბიც სა­ა­ტეს­ტა­ტო და ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის ემ­ზა­დე­ბი­ან. ტეს­ტე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ხი­საა — არ­ჩე­ვით­და­ბო­ლო­ე­ბი­ა­ნი, ღი­ა­და­ბო­ლო­ე­ბი­ა­ნი, ჭეშ­მა­რი­ტია/მცდა­რია და ა.შ. კრე­ბულ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში, ჯერ დავ­გეგ­მეთ სქე­მა, რო­გორ შეგ­ვექ­მ­ნა ტეს­ტე­ბი, შემ­დეგ, გეგ­მის მი­ხედ­ვით, ტეს­ტებ­მა პი­ლო­ტი­რე­ბა გა­ი­ა­რეს ჩვენს სკო­ლა­ში. პი­ლო­ტი­რე­ბის შემ­დეგ, მივ­მარ­თეთ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „უს­ტარს“ და ჩვე­ნი კა­თედ­რის გამ­გის, მა­ნა­ნა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის თა­ნად­გო­მით, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „უს­ტარ­მა“ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩვენს პრო­ექ­ტ­ში და და­ი­ბეჭ­და კრე­ბუ­ლე­ბი, რო­მელ­თა პრე­ზენ­ტა­ცი­ა­საც ვახ­დენთ დღეს.“

„ბი­ო­ლო­გი­ის სწავ­ლე­ბა­ში სწავ­ლე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ფუნ­ქ­ცი­ის მქო­ნე
მულ­ტი­მე­დია  რე­სურ­სის შექ­მ­ნის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა“
მა­რი­ნა ხო­მა­სუ­რი­ძე
— სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კა­თედ­რა: „ეს მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო რე­სურ­სი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის უფ­რო ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა­ზეა გათ­ვ­ლი­ლი და მოს­წავ­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, ერთ გაკ­ვე­თილ­ში გა­ი­მე­ო­რონ გან­ვ­ლი­ლი მა­სა­ლა, აით­ვი­სონ ახა­ლი და მო­ახ­დი­ნონ თვით­შე­ფა­სე­ბა — რო­გორ გა­ი­გეს ახა­ლი მა­სა­ლა, რო­გორ იცი­ან გან­ვ­ლი­ლი. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რო­გორც მოს­წავ­ლე­თა თვით­შე­ფა­სე­ბა, ასე­ვე, რა თქმა უნ­და, მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის შე­ფა­სე­ბა — იმ შე­დე­გამ­დე მის­ვ­ლა, რო­მე­ლიც გაკ­ვე­თი­ლის და­საწყის­ში და­ი­სა­ხა. თე­მა არის „მი­ტო­ზი და მე­ი­ო­ზი“, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ რთუ­ლად გა­სა­გე­ბია ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის და სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, შე­მექ­მ­ნა სას­წავ­ლო რე­სურ­სი, რომ­ლი­თაც მოს­წავ­ლე­ებს თე­მის აღ­ქ­მას გა­ვუ­ად­ვი­ლებ­დი. რო­გორ გა­მო­მი­ვი­და, ამას უკ­ვე აუდი­ტო­რია შე­ა­ფა­სებს. პრე­ზენ­ტა­ცია power point-ში მაქვს მომ­ზა­დე­ბუ­ლი და გაკ­ვე­თი­ლიც power point-ში ტარ­დე­ბა, რომ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. აღ­მოჩ­ნ­და, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ეს პრო­ცე­სი ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სოა, გან­სა­კუთ­რე­ბით ბო­ლო ეტა­პი, რო­დე­საც თვით­შე­ფა­სე­ბას ახ­დე­ნენ, გაკ­ვე­თი­ლი თა­მაშ­საც ემ­ს­გავ­სე­ბა და, იმავ­დ­რო­უ­ლად, შე­დეგ­საც ვაღ­წევთ.“

„ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბა დი­ო­რა­მე­ბით“
ინ­გა თეთ­რა­ძე
— დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის კა­თედ­რა: „ბო­ლო წლებ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ბევ­რი რამ გა­კეთ­და იმი­სათ­ვის, რომ წიგ­ნი­ე­რე­ბის დო­ნე ამაღ­ლე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ გარ­კ­ვე­ულ ეტაპ­ზე მივ­ხ­ვ­დით, რომ აუცი­ლე­ბე­ლი იყო რა­ღაც სი­ახ­ლე, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იდეა, რო­მე­ლიც შემ­დეგ ქმე­დე­ბა­ში გა­და­ვი­დო­და. პა­ტა­რებ­თან ერ­თად, პირ­ვე­ლად, და­ვიწყეთ კონ­ტუ­რე­ბის კე­თე­ბა, აბ­ზა­ცე­ბის ზღაპ­რე­ბის მი­ხედ­ვით და­ლა­გე­ბა, მე­რე აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი და­ვამ­ზა­დეთ, ცო­ტა უფ­რო წინ გა­დავ­დ­გით ნა­ბი­ჯი და მე­ტი მოგ­ვინ­და... ბო­ლოს იქამ­დე მი­ვე­დით, რომ ე.წ. დი­ო­რა­მე­ბი გა­ვა­ფორ­მეთ, რომ­ლე­ბიც, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან დი­დი სა­ჩუ­ქა­რია პა­ტა­რე­ბის­თ­ვის. მსგავ­სი რამ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში არ არ­სე­ბობს და მგო­ნია, რომ ძა­ლი­ან გა­ა­ხა­რებს ყვე­ლა პა­ტა­რას. ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ასა­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაა შერ­ჩე­უ­ლი, მა­სა­ლა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი­და­ნაა შე­ჯე­რე­ბუ­ლი და და­ლა­გე­ბუ­ლია მარ­ტი­ვი­დან რთუ­ლის­კენ. ზო­გი­ერ­თი ნა­წარ­მო­ე­ბი ორი დი­ო­რა­მის­გან შედ­გე­ბა, ზო­გი — სა­მი და ა.შ. ბავ­შ­ვე­ბი ძა­ლი­ან დი­დი ხა­ლი­სით მუ­შა­ო­ბენ დი­ო­რა­მებ­ზე. წიგ­ნ­მა პი­ლო­ტი­რე­ბა გა­ი­ა­რა ჩვენს სკო­ლა­ში და შე­დე­გიც სა­ხე­ზეა.“


„იტა­ლი­უ­რი ენის სწავ­ლე­ბის მე­თო­დო­ლო­გია და სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი“
რუ­სუ­დან ყო­ი­ნაშ­ვი­ლი
— იტა­ლი­უ­რი ენის კა­თედ­რა: „იტა­ლი­უ­რი ან­ბა­ნი, რო­მელ­საც სკო­ლა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყე­ნებთ, ჩვენს სკო­ლა­ში­ვე შე­იქ­მ­ნა. თა­ვის დრო­ზე, ჩვე­ნი სკო­ლა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ცა­რი­ელ ად­გილ­ზე და­არ­ს­და — არ არ­სე­ბობ­და იტა­ლი­უ­რი ენის სწავ­ლე­ბის მე­თო­დო­ლო­გია და ან­ბა­ნიც კი არ გვქონ­და. პირ­ვე­ლი წე­ლი ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, ყო­ველ­დღი­უ­რად მი­წევ­და სხვა­დას­ხ­ვა ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის­თ­ვის მა­სა­ლის მო­ძი­ე­ბა.
სა­ინ­ტე­რე­სო იყო, რომ ჩვენს სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დ­ნენ ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლებ­მაც უკ­ვე იცოდ­ნენ იტა­ლი­უ­რი ენა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ სკო­ლა მათ ბა­ზა­ზე გა­იხ­ს­ნა. ეს იყ­ვ­ნენ ლტოლ­ვი­ლი ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც  თბი­ლის­თან დაძ­მო­ბი­ლე­ბულ­მა ქა­ლაქ­მა პა­ლერ­მომ შვი­დი თვით უმას­პინ­ძ­ლა. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ბავ­შ­ვებ­მა ძა­ლი­ან კარ­გად შე­ის­წავ­ლეს იტა­ლი­უ­რი ენა. ამი­ტომ და­ი­ბა­და შემ­დ­გომ იტა­ლი­უ­რი სკო­ლის გახ­ს­ნის იდეა და გა­იხ­ს­ნა კი­დეც ვახ­ტანგ ეს­ვან­ჯი­ას (ვის სა­ხელ­საც ატა­რებს სკო­ლა) და იტა­ლი­ე­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით. გვყავ­დ­ნენ ისე­თი ბავ­შ­ვე­ბიც, რომ­ლებ­მაც არ იცოდ­ნენ ენა და ამ­დე­ნად, ყო­ველ­დღი­უ­რად, ძა­ლი­ან დი­დი სა­მუ­შაო გვი­წევ­და. რო­დე­საც ჩე­მი პა­ტა­რე­ბი მე­ო­რე კლას­ში გა­და­დი­ოდ­ნენ, აუცი­ლე­ბე­ლი იყო ან­ბა­ნი, რო­მე­ლიც არ გვქონ­და. მა­ნამ­დე გა­ვე­ცა­ნი გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვან ან­ბა­ნებს, თუ რო­გორ იყო შედ­გე­ნი­ლი და ვე­ცა­დე, რაც შე­იძ­ლე­ბა, სა­ხა­ლი­სო ყო­ფი­ლი­ყო. ზაფხულ­ში დავ­ჯე­ქი და დავ­წე­რე ეს წიგ­ნი, რო­მელ­საც წამ­ძღ­ვა­რე­ბუ­ლი აქვს ჯა­ნი რო­და­რის სიტყ­ვე­ბი: „გა­ნა ღირს ბავ­შ­ვ­მა ტი­რი­ლით ის­წავ­ლოს ის, რი­სი სწავ­ლაც სი­ცი­ლით შე­უძ­ლია“. ჩე­მი მი­ზა­ნი იყო, რაც შე­იძ­ლე­ბა სა­ხა­ლი­სო ყო­ფი­ლი­ყო იტა­ლი­უ­რი ენის სწავ­ლე­ბა და, რაც მთა­ვა­რია, პა­ტა­რებს შე­ეგ­რ­ძ­ნოთ, რა დი­დი კულ­ტუ­რის, გე­ნი­ო­სე­ბის ენას სწავ­ლობ­დ­ნენ. ამ წიგ­ნ­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩა­დე­ბუ­ლია.
ან­ბანს ჰქვია „სა­მი ცი­სარ­ტყე­ლა“, იტა­ლი­ურ­ში 21 ასოა და ეს ასო­ე­ბი სამ ცი­სარ­ტყე­ლა­ში გა­ნა­წილ­და. რო­დე­საც ბავ­შ­ვე­ბი ასო­ებს სწავ­ლო­ბენ, ყვე­ლა ასოს თა­ვი­სი ფე­რი აქვს და მე­რე ამ ფე­რე­ბით რა­ღაც ფი­გუ­რებს ქმნი­ან. ვცდი­ლობ, რაც შე­იძ­ლე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თად მი­ვუდ­გე სწავ­ლე­ბის პრო­ცესს. წელს სპექ­ტაკ­ლიც დავ­დ­გით — ზღა­პა­რი. ბავ­შ­ვებს სა­მი ცი­სარ­ტყე­ლის სამ­ყა­რო­ში მეგ­ზუ­რო­ბას უწევს პი­ნო­ქიო, პერ­სო­ნა­ჟი, რო­მე­ლიც პა­ტა­რებს ძა­ლი­ან უყ­ვართ. ვცდი­ლობთ ბავ­შ­ვებს პირ­ვე­ლი კლა­სი­დან იტა­ლი­უ­რი სამ­ყა­რო შე­ვუქ­მ­ნათ — სიმ­ღერ-სიმ­ღერ, თა­მაშ-თა­მაშ, ხატ­ვა-ხატ­ვით. ბავ­შ­ვებს იტა­ლი­უ­რი ენის გაკ­ვე­თი­ლე­ბი ძა­ლი­ან ეხა­ლი­სე­ბათ და უყ­ვართ. მარ­თა­ლია, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, ყო­ველ­დღე, ახალ-ახალ აღ­მო­ჩე­ნებს ვა­კე­თებთ, მაგ­რამ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ იტა­ლი­უ­რი ენის სწავ­ლე­ბის ძი­რი­თა­დი მე­თო­დი­კა ნამ­დ­ვი­ლად გვაქვს.
რო­ცა პირ­ვე­ლი კლა­სი­დან იტა­ლი­უ­რი ენის სწავ­ლე­ბა გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ცო­ტა მე­ში­ნო­და, მე­ო­რე ენის შეს­წავ­ლით არ დაგ­ვე­ზი­ა­ნე­ბი­ნა ბავ­შ­ვე­ბი, მაგ­რამ ერ­თ­მა ფსი­ქო­ლოგ­მა მითხ­რა: „ამ ენით ბავშვს ვერ და­ა­ზი­ა­ნებ, სა­ოც­რად ჟღერს და ბავ­შ­ვებს, რო­გორც ლა­მა­ზი მუ­სი­კა, ისე ეს­მით“.
კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო, ასე­ვე, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კა­თედ­რა­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი — „ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ზე მუ­შა­ო­ბის მე­თო­დო­ლო­გია“ — მაია ფირ­ჩხა­ძე, „მსოფ­ლიო რუ­კე­ბის სე­მი­ო­ტი­კა“ — ნა­ნა გა­ბი­სო­ნია; იტა­ლი­უ­რი ენის კა­თედ­რა — „ბი­ლინ­გ­ვუ­რი თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა უცხო ენის სწავ­ლე­ბა­ში“ — ეკა ლაგ­ვი­ლა­ვა; დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის კა­თედ­რა — „მა­თე­მა­ტი­კუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და მოს­წავ­ლე­თა ასა­კობ­რი­ვი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი“ — და­ლი ტო­მა­რა­ძე.
მაია ლაგ­ვი­ლა­ვა,
ვახ­ტანგ ეს­ვან­ჯი­ას სა­ხე­ლო­ბის იტა­ლი­უ­რი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი: „დღე­ვან­დე­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია ჩვე­ნი სკო­ლის პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მე­ლიც უკ­ვე ათი წე­ლია არ­სე­ბობს. 2004 წელს გავ­ხ­სე­ნით ლა­ბო­რა­ტო­რია, და­ვიწყეთ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა და დღემ­დე აქ­ტი­უ­რად ვცდი­ლობთ, და­ვეხ­მა­როთ პე­და­გო­გებს. პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია პე­და­გო­გებს ეხ­მა­რე­ბა არა მხო­ლოდ სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში, არა­მედ ისეთ პროგ­რა­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­შიც, რომ­ლის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი არი­ან: გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრო­ფე­სი­უ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რია ეხ­მა­რე­ბა პე­და­გო­გებს ამ რე­სურ­სე­ბის არა მხო­ლოდ სკო­ლის შიგ­ნით, საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა­ში, არა­მედ სკო­ლის გა­რეთ გა­ტა­ნა­შიც. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ვა­ტა­რებთ კონ­ფე­რენ­ცი­ებს, მაგ­რამ წელს პირ­ვე­ლად ვა­კე­თებთ ამას სკო­ლის კედ­ლებ­ში. ასე­თი აქ­ტი­უ­რო­ბის­თ­ვის დი­დი მად­ლო­ბა მინ­და ვუთხ­რა ჩვენს პე­და­გო­გებს და, ასე­ვე, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს, მა­ნა­ნა ბო­ჭო­რიშ­ვილს.“

25-28(942)N