გამოდის 1998 წლიდან
2014-12-18
ვე­ცა­დოთ შევ­ქ­მ­ნათ რა­ი­მე ღი­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ

რუბ­რი­კის სტუ­მა­რია ირაკ­ლი გო­გუა, კრა­კო­ვის ეკო­ნო­მი­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი

— ირაკ­ლი, გვი­ამ­ბე მშობ­ლი­უ­რი სკო­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე იყა­ვი. გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი მო­მა­ვა­ლი და პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი? — უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, დი­დი მად­ლო­ბა თქვენს რუბ­რი­კა­ში მოწ­ვე­ვის­თ­ვის. ვეც­დე­ბი, მკითხ­ველს სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ვუ­ზი­ა­რო სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა. გა­ნათ­ლე­ბა, ჩემ­თ­ვის, უკ­ვე სკო­ლი­დან­ვე იყო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ქმნის ქვეყ­ნის, ასე­ვე სა­კუ­თარ მო­მა­ვალს, მა­შინ ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მქონ­და გა­აზ­რე­ბუ­ლი. აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ში. ერთ-ერთ წელს გავ­ხ­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო მა­თე­მა­ტი­კუ­რი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი რე­გი­ონ­ში, ეს ჩე­მი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა იყო სკო­ლა­ში, რომ­ლის სერ­ტი­ფი­კატ­საც დღემ­დე ვი­ნა­ხავ. წარ­ჩი­ნე­ბით და­ვამ­თავ­რე ქა­ლაქ ხო­ბის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, სტუ­დენ­ტო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ჩე­მი კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი იყო — ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბით ჩა­ვა­ბა­რე ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე, ასე­ვე მე­ო­რა­დი პრო­ფე­სი­ით— სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ხ­რით. პირ­ვე­ლი კურ­სი­დან­ვე, აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბა­ში, ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, ვი­ყა­ვი, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და მო­ნა­წი­ლე, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის „აიესე­კი“ წევ­რი და გლო­ბა­ლუ­რი გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მის მო­ხა­ლი­სე მო­ნა­წი­ლე, სა­დაც სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ვგეგ­მავ­დით პრო­ექ­ტებს, უცხო­ელ მე­გობ­რებ­თან ერ­თად. სწო­რედ ამ ყვე­ლა­ფერ­მა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი რო­ლი ითა­მა­შა სა­მო­მავ­ლო კა­რი­ე­რის (მა­გის­ტ­რა­ტუ­რის) და­გეგ­მ­ვა­ში საზღ­ვარ­გა­რეთ, კონ­კ­რე­ტუ­ლად — პო­ლო­ნეთ­ში.

— და­მე­თან­ხ­მე­ბი ალ­ბათ, რომ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა საზღ­ვარ­გა­რეთ ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის სულ უფ­რო და უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სურს თა­ვის პერ­სო­ნა­ლურ რე­ზი­უ­მე­ში ოქ­როს ასო­ე­ბით შე­ავ­სოს გა­ნათ­ლე­ბის გრა­ფა, არ­ჩე­ვანს უცხო­ეთ­ზე აკე­თებს. მი­ამ­ბე, რა გზა გა­ი­ა­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან პო­ლო­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კამ­დე და რა­ტომ აირ­ჩიე გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად მა­ინ­ც­და­მა­ინც კრა­კო­ვი? — დი­ახ, გე­თან­ხ­მე­ბით. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია. ეს არა მარ­ტო ჩვე­ნი, არა­მედ ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნის პრობ­ლე­მაა. გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში უფ­რო მე­ტი რე­ფორ­მა გვჭირ­დე­ბა. პროგ­რე­სი, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, შე­ი­ნიშ­ნე­ბა, მაგ­რამ არა­საკ­მა­რი­სია გლო­ბა­ლუ­რი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის­თ­ვის. უკ­ვე დი­დი ხნით ად­რე მქონ­და და­გეგ­მი­ლი სა­მო­მავ­ლო მიზ­ნე­ბი— სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხის მი­ნი­ჭე­ბის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა­ზე მქონ­და შე­ტა­ნი­ლი სა­ბუ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც სრულ და­ფი­ნან­სე­ბას სთა­ვა­ზობ­დ­ნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტებს. კონ­კურ­სის წე­სით მოვ­ხ­ვ­დი პო­ლო­ნე­თის მთავ­რო­ბის სა­უ­კე­თე­სო სტუ­დენ­ტ­თა სი­ა­ში. სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით და ყო­ველ­თ­ვი­უ­რი სტი­პენ­დი­ით. ამ გზის გავ­ლა ად­ვი­ლი ნამ­დ­ვი­ლად არ ყო­ფი­ლა. კრა­კო­ვი სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლია პო­ლო­ნეთ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, რასაც მი­სი მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი ის­ტო­რია ადას­ტუ­რებს. — მი­ამ­ბე კრა­კო­ვის ეკო­ნო­მი­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რია, რო­გორ ხდე­ბა სტი­პენ­დი­ე­ბის და გრან­ტე­ბის მო­პო­ვე­ბა.

— რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი­თა და შე­ღა­ვა­თე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი? — კრა­კო­ვის ეკო­ნო­მი­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტი თა­ნა­მედ­რო­ვე უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლია, იმავ­დ­რო­უ­ლად, კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი აქვს, რო­მე­ლიც 1925 წლი­დან მოს­დევს. ეს ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო ბიზ­ნეს სკო­ლაა ქვე­ყა­ნა­ში, სწავ­ლი­სა და კვლე­ვის მთა­ვა­რი ცენ­ტ­რი. უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია შესას­წავ­ლი საგ­ნე­ბის ფარ­თო არე­ა­ლი. ეკო­ნო­მი­კას­თან ერ­თად ის­წავ­ლე­ბა სო­ცი­ო­ლო­გია, სა­მარ­თა­ლი, ის­ტო­რია, ფი­ლო­სო­ფია, ქი­მია, ბი­ო­ლო­გია, ფი­ზი­კა, ეკო­ლო­გია, ტუ­რიზ­მი და სხვ. სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, სტუ­დენ­ტებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტა­ჟის მი­ი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ. სას­წავ­ლე­ბე­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლობს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით. სტუ­დენ­ტებს ეძ­ლე­ვათ შან­სი, მი­ი­ღონ ორ­მა­გი ხა­რის­ხი — კრა­კო­ვის ეკო­ნო­მი­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის და უცხო პარ­ტ­ნი­ო­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გერ­მა­ნი­ა­ში, შვე­დეთ­ში, საფ­რან­გეთ­ში ან აშშ-ში. შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­რე­მოა აკა­დე­მი­უ­რი და არა­ა­კა­დე­მი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თ­ვის. სას­წავ­ლე­ბელს აქვს კარ­გად აღ­ჭურ­ვი­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე ბიბ­ლი­ო­თე­კა, სა­ცუ­რაო აუზი, სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი და სტუ­დენ­ტუ­რი საცხოვ­რე­ბე­ლი. სტი­პენ­დი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ად­ვი­ლი ნამ­დ­ვი­ლად არ არის, სა­ჭი­როა მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა და დი­დი შრო­მა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პო­ლო­ნე­თი ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მხარ­დამ­ჭე­რია აღ­მო­სავ­ლეთ პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის პროგ­რა­მის და ამ პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში ხდე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის სწავ­ლის სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა. ცნო­ბი­ლია, ბა­ნა­ჰის, კირ­კ­ლა­დის და ახალ­გაზ­რ­და მეც­ნი­ე­რე­ბის პროგ­რა­მე­ბი. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ასე­ვე, სხვა­დას­ხ­ვა ფონ­დე­ბი­დან გრან­ტე­ბის მო­პო­ვე­ბა. ად­ვი­ლი ნამ­დ­ვი­ლად არაა, მაგ­რამ მთა­ვა­რია მიზ­ნე­ბი­სა და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის სწო­რი გან­საზღ­ვ­რა და აუცი­ლებ­ლად ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვა. სტუ­დენ­ტე­ბი ევ­რო­პა­ში დი­დი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია უამ­რა­ვი სტუ­დენ­ტუ­რი გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლია ერას­მუს პლი­უ­სის პროგ­რა­მე­ბი. ასე­ვე, სტუ­დენ­ტუ­რი სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მე­ბი წამ­ყ­ვან კომ­პა­ნი­ებ­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა: მicrosoft, გoogle, ჳბმ, Capgemini, ჳნგ და ა.შ. ერ­თი სიტყ­ვით, ევ­რო­პა­ში სტუ­დენტს უნი­კა­ლუ­რი შან­სი აქვს, რომ გან­ვი­თარ­დეს და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს.

— რა პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი? რამ გა­ნა­პი­რო­ბა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი? რო­მელ კურ­ს­ზე ხარ? — ვარ კრა­კო­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტე­ტის მა­გის­ტ­რა­ტუ­რის მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი, ასე­ვე, სტრას­ბურ­გის ბიზ­ნეს სკო­ლის ერას­მუ­სის გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტი. ამ­ჟა­მად, აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ დი­სერ­ტა­ცი­ა­ზე. მი­უ­ხე­და­ვად დი­დი არ­ჩე­ვა­ნი­სა, ყო­ველ­თ­ვის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით და ბიზ­ნეს ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბით. ჩე­მი ფა­კულ­ტე­ტი კი პრო­ფე­სი­ის ორი­ვე გან­ხ­რით და­­უფ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მაძ­ლევს. ეს სწავ­ლე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დია, რი­თაც სტუ­დენტს, ამ მხრივ, უნი­კა­ლუ­რი შან­სი ეძ­ლე­ვა.

— კრა­კო­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ალ­ბათ ძა­ლი­ან ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი სწავ­ლობ­და. ვინ არი­ან ისი­ნი, მოკ­ლედ მი­ამ­ბე მათ შე­სა­ხებ. — კრა­კო­ვი პო­ლო­ნე­თის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტ­რად ით­ვ­ლე­ბა უკ­ვე სა­უ­კუ­ნე­ე­ბია. აქ არის ევ­რო­პის ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი უნი­ვერ­სი­ტე­ტი — იაგე­ლო­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც 650-წლი­ან ის­ტო­რი­ას ით­ვ­ლის. აქ მოღ­ვა­წე­ობ­დ­ნენ ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი, ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, მწერ­ლე­ბი, პო­ე­ტე­ბი, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტე­ბი და ა.შ. გა­მოვ­ყოფ­დი კო­პერ­ნიკს, შტე­ფან ბა­ნა­ჰას, ვის­ლა­ვა შიმ­ბორ­ს­კას, რო­მე­ლიც ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტია ლი­ტე­რა­ტუ­რის დარ­გ­ში. — უცხო­ეთ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში რე­გის­ტ­რა­ცი­ის შე­დე­გად, უცხო­ელ სტუ­დენ­ტებს, სწავ­ლის პირ­ვე­ლი­ვე წლი­დან, უფ­ლე­ბა აქვთ იმუ­შა­ონ ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე, გაქვს თუ არა მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად? — მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა მაქვს ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე, მაგ­რამ უმე­ტეს დროს სწავ­ლას ვუთ­მობ, ასე­ვე, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­სა და კონ­გ­რე­სებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ. ვცდი­ლობ, სა­ინ­ტე­რე­სო ხალ­ხ­თან მქონ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბა და გა­ვი­ზი­ა­რო მა­თი გა­მოც­დი­ლე­ბა. ამ ზაფხულს, სტა­ჟი­რე­ბა გა­ვი­ა­რე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტ­რო­ში, ეკო­ნო­მი­კუ­რი ანა­ლი­ზი­სა და პო­ლი­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტ­ში. რა თქმა უნ­და, დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე და სა­მო­მავ­ლო­დაც ვა­პი­რებ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას.

— სა­მე­ფო დე­და­ქა­ლა­ქი კრა­კო­ვი ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი და უდი­დე­სი ქა­ლა­ქია პო­ლო­ნეთ­ში, შენ­თ­ვის რა არის ამ ქა­ლაქ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და შთამ­ბეჭ­და­ვი, სად და რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს? მო­მა­ვა­ლი რო­გორ გე­სა­ხე­ბა, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას? — გე­თან­ხ­მე­ბით, კრა­კო­ვი მარ­თ­ლაც უძ­ვე­ლე­სი და უნი­კა­ლუ­რია თა­ვი­სი ის­ტო­რი­ით. აქ ყვე­ლა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და შთამ­ბეჭ­და­ვია. მი­სი ძვე­ლი ნა­წი­ლი იუნეს­კოს მი­ერ მსოფ­ლიო მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. ათას­წ­ლო­ვა­ნი ის­ტო­რი­ის წყა­ლო­ბით, ქვეყ­ნის გუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა. თა­ვი­სუ­ფალ დროს მე­გობ­რებ­თან და მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში ვა­ტა­რებ. ვცდი­ლობ, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რა­სა და ტრა­დი­ცი­ებს პი­რა­დად ვე­ზი­ა­რო, ვეც­ნო­ბი ინო­ვა­ცი­ებს სხვა­დას­ხ­ვა დარ­გებ­ში. რო­გორც ბერ­ნარდ შოუ თვლი­და, მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა არა­ფე­რია იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც კითხ­ვას, მოგ­ზა­უ­რო­ბას და ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას მო­აქ­ვ­სო, რა­საც სრუ­ლი­ად ვე­თან­ხ­მე­ბი. ასე­ვე, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ფო­ტოგ­რა­ფია. რამ­დე­ნი­მე პრი­ზი მაქვს მი­ღე­ბუ­ლი მოყ­ვა­რულ ფო­ტოგ­რაფ­თა კონ­კურ­ს­ში. სა­მო­მავ­ლოდ ბევ­რი გეგ­მე­ბი მაქვს, ვნა­ხოთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი.

— რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და დიპ­ლო­მი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში ითა­მა­შებს თუ არა გა­დამ­წყ­ვეტ როლს? — ჩე­მი აზ­რით, ეს ერთ-ერ­თი გა­დამ­წყ­ვე­ტი ფაქ­ტო­რი იქ­ნე­ბა, რად­გან აქ უფ­რო მეტ ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას იღებ, რაც დამ­საქ­მებ­ლის­თ­ვის, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­დამ­წყ­ვეტ როლს ას­რუ­ლებს. უკ­ვე მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მე­მუ­შა­ვა ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტ­რო­ში, რო­მელ­საც ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევ­და მსოფ­ლიო სტუ­დენ­ტ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცია და დი­ას­პო­რის სა­მი­ნის­ტ­რო. პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, ვეც­ნო­ბო­დით სხვა­დას­ხ­ვა სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბის მუ­შა­ო­ბის სტილს, სტრა­ტე­გი­ებს და ვი­ღებ­დით ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე. ასე­ვე, სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რე­ბი გვქონ­და პარ­ლა­მენ­ტა­რებ­თან და პრე­მი­ერ­თან.

— რას ურ­ჩევ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლებ­საც საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ. — რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, პირ­ველ რიგ­ში, მიზ­ნე­ბი და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი უნ­და იყოს სწო­რად და­სა­ხუ­ლი. ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მუ­შა­ო­ბა სა­კუ­თარ თავ­თან. ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის პოვ­ნა არაა, ცხოვ­რე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის შექ­მ­ნა­ცაა. ამი­ტომ, უნ­და ვე­ცა­დოთ, რა­ი­მე ღი­რე­ბუ­ლი შევ­ქ­მ­ნათ ქვეყ­ნი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ. რა თქმა უნ­და, დი­დი შრო­მის გა­რე­შე შე­დე­გიც ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა. თო­მას ედი­სო­ნი ამ­ბობ­და, რომ ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე დი­დი ნაკ­ლი ისაა, რომ ძა­ლი­ან მა­ლე ვყრით ფარ-ხმალს. წარ­მა­ტე­ბის­კენ მი­მა­ვა­ლი უფ­რო სწო­რი გზა მუდ­მივ, კი­დევ ერ­თხელ ცდა­შია.

— და­ბო­ლოს, რა არის ის, რაც ევ­რო­პამ მოგ­ცა, შენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლი? — ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლი იყო ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და სა­კუ­თა­რი თა­ვის პოვ­ნა.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N